ცხოვრების უსაზროება... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცხოვრების უსაზროება... |
Molen |
Apr 19 2010, 05:26 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ.
ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა. მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ. რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?! არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება. მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ. როგორ აღმოვფხვრა ეს? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
terra |
Apr 19 2010, 05:54 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Molen
რამდენი წლის ხარ? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Molen |
Apr 19 2010, 05:58 PM
პოსტი
#3
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
terra
რამდენიც მიწერია: 19-ის ვხდები. აქ რა დასაწერია, მაგრამ ნამდვილად არ ვემდური არაფერს, პირიქით, ყველაფერი იმაზე კარგად მიდის ვიდრე შეიძლება მიდიოდეს. როგორც დავწერე: შესანიშნავად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, არ ვუჩივი არაფერს. როდესაც სიყვარული წამერთვა მას შემდეგ ვარ ასე... -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
ქევანა |
Apr 19 2010, 05:59 PM
პოსტი
#4
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Molen
ეგეთი ოცნება მეც მაქვს... პალესტინაში კიარა, უდაბნოში მინდა... სხვა დროში... აი, წარმოიდგინე რომ ფეხთ არაფერი გაცვია, ფეხშიშველი დადიხარ ცხელ ქვიშაზე, სახეში უდაბნოს ცხელი ჰაერი გირტყამს,..... რა ესთეტიკაა, რა ეგზოტიკა :მმმმ: ოაზისი და ბედაურები, ცხენები, კარვები დიდი და პატარა, ... სამოსიც კი მომწონს მათნაირი, გრძელი პერანგივით და თავზე ბალდახინივით შემოხვეული, თმები გრძელი და დაწნული ხოდა, რას ვამბობდი, მესმის შენი, არ გაგიფრენია, არც უაზრობაა უბრალოდ ცოტა დასვენება გინდა ქალაქისგან, ეგაა და ეგ.. ცოტა ხნით სოფელში რომ წახვიდე, ასე 2-3 დღით, იცი რა კარგი იქნება? სოფელში იქ განმარტოვდები, თავს დაუფიქრდები, ანალიზს გაუკეთებ წარსულს და უფრო მხნედ იგრძნობ თავს... იმჰო -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
აკაკი |
Apr 19 2010, 06:06 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ადრე ნამდვილად ,, ნამდვილად ასე ვიყავი... რაღაც უაზროდ მეგონა თუ ვცხოვრობდი... რაღაცას გავეკტებდი.. და შემდეგ? მერე რა?? და ა.შ
მაგრამ ეხლა სულ სხვა აზრზე ვარ.. მთავარი მიზანი უნდა იყოს უფალი, ღმერთი ჩვენი.... ამ ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სათნო ვეყოთ . . და დავუახლოვდეთ... დროა ყველაფრისთვი საჭირო... ღმერთი სიყვარულია.. აღანთებს სულს სანთელივით.. და მიგვიძღვება.. გვასწავლის... და გვაჩვენებს ყოველ ნაბიჯზე გზას.. სად და როგორ უნდა წავიდეთ და გავიაროთ... მაგრამ მე ვხვდები.. რახან უფალმა ინება და ადამიანი მოევლინა ამ ქვეყნად.. ადამიანმაც თავისი ცხოვრება ღვთისადმი სამადლობელად და სადიდებლად უნდა წარმართოს... ასეა, ჩვენი ცხოვრებით უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს... შემდეგ კი თავად იცის უფალმა.. რას, როგორ და როდის მოგვაგებს |
Molen |
Apr 19 2010, 06:09 PM
პოსტი
#6
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
ქევანა
აუ რა მაგრად გესმის ჩემი... მინდა გრძელი წვერი მქონდეს, დაძონძილი გრძელი სამოსი მეცვას და აღარ ვიყო შებოჭილი კოლოკვიუმებით და შენ კარგი სტუდენტი ხარ უნდა გვასახელო და აღარც პოლიტიკა მინდა (პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობ), სამსახურსაც მივატოვებდი და გრძელსა და ხვეულ ქერა თმას და ყავისფერ წვერს მოვუშვებდი. დილაობით მდინარეში ვიბანავებდი, წიგნებს დავწერდი და წავიკითხავდი... ასე ვერ მივატოვებ ყველაფერს, ბევრ ადამიას ვჭირდები.. პრობლემა სწორედ ესაა. და ვინც ცხოვრებაში მიყვარდა ის აქ აღარ არის. იმ სტრესული სიტუაციას თავი დავაღწიე, მაგრამ, მართლა რა, ჩემ ირგვლივ ცუდი არაფერი ხდება, უმადური კი არ ვარ?! თუმცა მწარედ მობეზრებისა და გადაღლილობის შეგრძნება მტანჯავს. თან აშკარად რომ მუდმივად დაძაბული ვბცხოვრობ, რომ ცდუნებებს თავი დავაღწიო (მოგეხსენება ადვილი არაა 19 წლის ბიჭისთვის ყველა ცდუნებისაგან გათავისუფლება). აკაკი ციტატა დროა ყველაფრისთვი საჭირო... ღმერთი სიყვარულია.. აღანთებს სულს სანთელივით.. და მიგვიძღვება.. გვასწავლის... და გვაჩვენებს ყოველ ნაბიჯზე გზას.. სად და როგორ უნდა წავიდეთ და გავიაროთ... სწორედ სულიწმინდის მადლს ვევედრები, რადგან ადამიანის ბედნიერება, სიხარული და საერთოდ ადამიანობა სულიწმინდიდან მოდის... -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
აკაკი |
Apr 19 2010, 06:12 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Molen
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ შენთანა |
ქევანა |
Apr 19 2010, 06:12 PM
პოსტი
#8
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Molen
ციტატა ასე ვერ მივატოვებ ყველაფერს, ბევრ ადამიას ვჭირდები.. პრობლემა სწორედ ესაა. ეგეც მესმის როცა წასვლა მინდოდა, მაგიტომ ვიკავებდი თავს.. უბრალოდ ვერ წავალ ასე, მოუმზადებლად, ახლობლების გაუფრთხილებლად, სანამ არ დავრწმუნდები რომ უჩემოდ კარგად იქნებიან... ამიტომ, ხშირად ვოცნებობ, რომ ასე 10 წლის მერე მაინც, ჩემი სახლი მქონდეს სოფელში, ფერმასავით.... ეხ, ოცნება ოცნებაა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Molen |
Apr 19 2010, 06:15 PM
პოსტი
#9
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
აკაკი
ციტატა მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ შენთანა უღრმესი მადლობა, მეგობარო, და იმავეს გისურვებ მეც. გფარავდეს ღმერთი. ქევანა ციტატა ეხ, ოცნება ოცნებაა ვნახოთ... -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
neo |
Apr 19 2010, 07:23 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ. ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა. მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ. რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?! არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება. მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ. როგორ აღმოვფხვრა ეს? ღმერთი ეძებე -------------------- www.cordesign.ge
|
ikanosi |
Apr 19 2010, 08:18 PM
პოსტი
#11
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
Molen
ბერობაზე ფიქრობ ვარტობ.....მეც ვფიქრობდი, მაგრამ სანამ საკუთარ თავზე დაიწყებდე ჯერ ზრუნნვას, ჩემი აზრით უნდა დარწმუნდე რომ ყველანი შენს ირგვლივ კარგათ არიან განსაკუთრებით მშობლები....როგორც ვიცი იოანე ოქროპირი დედის გარდაცვალების შემდეგ შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას -------------------- ფარით ან ფარზე
|
elusia |
Apr 19 2010, 08:49 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 517 რეგისტრ.: 13-March 10 წევრი № 8,384 |
ვინც გუთანს მიყვება და უკან იხედება ის ვერ გახდება ჩემი ღირსი-ო... რატომ უნდა იყოს დამოკიდებული შვილი მშობელზე ასეთი არჩევანის დროს.. უფალმა, როდესაც მას ერთმა უთხრა უფალო წავალ დავმარხავ მამაჩემს და გამოგყვებიო, უპასუხა შენ მე გამომყევი და მკვდარი მკვდრებმა დამარხონო.. ასე ხომ იყო..
ისე რას ნიშნავს მკვდარი მკვდრებმა დამარხონო ,,ჰა? -------------------- [b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u] |
terra |
Apr 19 2010, 09:18 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ღმერთი ეძებე ეს მდგომარეობა, რაც ამ კაცმა აღწერა და რაც მეც და ვგონებ შენც გავიარეთ, უკვე არის ღმერთის ძიება, შეიძლება გარკვეულწილად ცნობიერს მიღმა, მაგრამ მაინც ეს სიმპტომები და კლინიკური ნიშნები, მე პირადად ამაზე მიმანიშნებს. ადამიანი, უმეტესწილად - სულია და სწორედ ეს სული ეძიებს ვაკუუმისგან, უაზრობისგან, შეუცნობლობისგან განყოფას. სულს ვერაფერი დააკმაყოფილებს უფლის მადლის და მისი თანამყოფობის განცდის გარდა. ამიტომ, იგი ყოველთვის ეძიებს და ყოველთვის მიილტვის უფლისკენ. უბრალოდ, ადამიანთა ნაწილი, სამწუხაროდ, ამ სიცარიელის შევსებას, ამქვეყნიური სიამეებით, ესთეტიური თუ ხორციელი სიტკბოებით ამაოდ ვცდილობთ. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Molen |
Apr 19 2010, 10:25 PM
პოსტი
#14
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
neo
გაიხარე. ikanosi ციტატა ბერობაზე ფიქრობ ვარტობ.. ხშირად... terra რა ზუსტად მსჯელობ... მინდა რომ რაც მაბადია საერთოდ ყველაფერი გავცე, მინდა რომ ჩემი სულის ქაოსი დიდი გაცემით ჩავახშო და სანაცვლოდ მხოლოდ უფლის მადლი და უფლის მიერ ბოძებული სიყვარული და რა თქმა უნდა ბედნიერება მივიღო. გავცე უფასური ფული და მივიღო შეუფასებელი სიყვარული. გავცე სიყვარული და მივიღო უფალი თვითონ, მივიღო სულიწმინდა და მასთან ერთად ვიყო ცდუნებაზე მაღლა, აქაურ საზრუნავისაგან გათავისუფლებული და სწორედ ბედნიერებით, თავგანწირვით, უდიადესი და უსასრულო სიყვარულით შევქმნა ოჯახი და ყოველმხრივ გულში დავიმარხო მცნებანი ღვთისა, ოჯახთან ერთად ერთგულად, მაგრამ დაფარულად ვადიდებდეთ მას და მის მადლს. ან უბრალოდ მინდება რომ ახლავე მშვიდად დავტოვო სააქაო და მომეცეს უფლება მივიდე უფალთან საიქიოში... -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
აკაკი |
Apr 19 2010, 11:01 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მინდა
|
A.v.B |
Apr 20 2010, 01:46 AM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
მოკლედ მძიმე მდოგმარეობაში ვარ. ყველაფერი კარგად ან ნორმალურად მიდის ცხორებაში, ნუ ყველანაირი გადასახედიდან ასეა. მაგრამ ძალიან მყარად გამიჯდა უსაზროობის განცდა, თითქოს არაფრისკენ მივდივარ. რა ვქნა?! იცით რა არის სასწაული?! არასაჭიროს განცდა არ მაქვს, ნამდვილად არიან ადამიანები ვისაც შეიძლება დავეხმარო და შეძლებისდაგვარად ვაკეთებ კიდეც ამას, მაგრამ მერე მიჩნდება კითხვა: ახლა რა ვქნა?! კარგად ვსწავლობ, ვმუშაობ კიდეც, ვეხმარები კიდეც, ვფიქრობ ძალიან ბევრ საკითხზე... თუმცა უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში ვარ. სასო ნამდვილად არ წარმეკვეთა, მაგრამ მომბეზრდა თითქოს ცხოვრება. მინდა რომ პალესტინაში წავიდე და საერთოდ როგორც ადამიანი აღარ ვარსებობდე, რამე სხვა სახელი მქონდეს, სხვა გვარი, სხვა ენაზე ვსაუბრობდე და არავინ იყოს ჩემ ირგვლივ.. ან ესეც არ მინდა... სართოდ რაღაცნაირად ვარ - უაზროდ. როგორ აღმოვფხვრა ეს? ყველაფერი რომ კარგად მიდიოდეს არ მგონია აქ გეთხოვა რჩევა .. ბევრი ფიქრი არ არის კარგი ..... გირჩევ ნაკლები იფიქრო და იოცნებო...ცხოვრება რომ მოგბეზრდა თითქოს............... ბევრი ფიქრისგან არის ჩემი აზრით ... გირჩევდი საკუთარ მოძღვარს დალაპარაკებოდი.... |
terra |
Apr 20 2010, 01:50 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
გირჩევდი საკუთარ მოძღვარს დალაპარაკებოდი.... და პარალელურად ვინმე უფროსს, მოაზროვნე, სანდო ადამიანს, 40 წლის ზევით. სქესს არ აქვს მნიშვნელობა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
A.v.B |
Apr 20 2010, 01:57 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
|
gabrieli. |
Apr 20 2010, 02:22 AM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
.
|
gabrieli. |
Apr 20 2010, 02:32 AM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
ეგ განცდა, მიტოვებულობა, მარტოოა, უაზრობა ყველას გვჭირს მეტ-ნაკლებად რო რაღაცა გვინდა და ვერაფრით ვერ ვივსებით, ეგ იმის ბრალია რომ ღმერთთან არ ვართ და არ გვაქვს პიროვნული ურთიერთობა ღმერთთან და ადამიანებთან და ამიტომ ვართ ესე და ამის წამალი ღმერთის გარდა არ არსებობს მთელი მსოფლიო რო შენი იყოს მაინც ეს განცდა გექნება იმიტომ რომ ადამიანი არ არის ამ სოფლის მოქალაქე ადამიანი სასუფევლის მოქალაქეა და აბა აქ როგორ უნდა იყოს კარგად ღვთის გარეშე? როცა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა ღმერთთან იყოს, და ამის წამალი მხოლოდ ღვთისკენ სწრაფვაა, და თუ სხვა გზას ავირჩევთ ჩვენი ეს განცდები და ტანჯვა არ დასრულდება და როცა გარდავიცვლებით მაშინ დაიწყება უარესი რაღაცით რო გვინდა ავივსოთ და რო ვერ ავივსებით აი ესაა ჯოჯოხეთი ღვთის გარეშე ყოფნა და ეს პრობლემა გვაწუხებს უშუალოდ ყველას.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი