IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> შეიძლება თუ არა მოძველდეს მართლმადიდებლობა?
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 01:54 AM
პოსტი #21


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



პასუხი თემის კითხვაზე: რა თქმა უნდა არა


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 02:22 AM
პოსტი #22


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(forumis virusi @ Jul 5 2007, 04:15 AM) *

ზოგიერთ სასულიერო პირებს არა აქვთ შესაბამისი და სწორი განათლება, და ბევრი ფანატიზმში ვარდება,



,,ფანატიზმში" ჩავარდნისთვის აუცილებელი კრიტერიუმი გაუნათლებლობა ნამდვილად არ არის, ბევრი საკმაოდ განათლებული (თუ არა ძალზედ განათლებული) სასულიერო პირი ჩავარდნილა მსგავს ცოდვაში

ციტატა(forumis virusi @ Jul 5 2007, 04:15 AM) *

ჩემის აზრით აუცილებელიცაა ზომიერების ფარგლებში რეფორმები გატარდეს. მოწამე პატრიარქმა-კირიონ საძაგლიშვილმა განახორციელა რეფორმები საქართველოში, მღვდლებს ნება მისცა ანაფორის გარეშე ევლოთ, ახალი სტილის კალენდარზე გადაიყვანა ეკლესია, მაგრამ რუსებმა ეს ტრადიციები მოშალეს...


I. დიდი დაკვირვების გარეშეც ნათელია აქ მოცემული ტექსტის შინაარსი და კონტექსტი; წერია, რომ ზომიერების ფარგლებში რეფორმების ჩატარება აუცილებელიცაა (მხოლოდ ამ წინადადებაში ვერავინ შეგეწინააღმდეგება, იმდენად ზოგადიო ფრაზაა), და აქ მნიშვნელოვანია მაგალითი, რომელიც თითქოსდა ,,ზომიერი რეფორმის ნიმუშია" ! მაპატიე, მაგრამ პირადად ჩემთვის ვერანაირად ვერ არის ასე, რომ მღვდელის ანაფორის გარეშე სიარული და ახალი სტილის კალენდარი მისაღები იყოს!


II. კირიონ კათალიკოსთან დაკავშირებით ნამდვილად გაოგნებული ვარ! სეთი ფაქტი თუ არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდი! მაგრამ ასეც რომ იყოს აქ ჩემი აქრით ცალმხრივ მსჯელობას აქვს ადგილი ( ?! )! ნებისმიერი მოვლენის განხილვისას, მითუმეტეს ამგვარ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით, პირველ რიგში ის გარემო უნდა გავითვალისწინოთ სადაც ესა თუ ის მოვლენა ხორციელდება! დარწმუნებული ვარ, რომ თუ მართლა მოხდა ეს ფაქტები მხოლოდდამხოლოდ კომპრომისი იყო ჩვენი დიდი პატრიარქის მხრიდან, გამოუვალი კომპრომისი და სხვა არაფერი! ეს საკითხი ასე ზერელედ სახსენებელად არ მიმაჩნია!


III. რუსებთან დაკავშირებული საკითხი სრულიად გაუგებარია, იქნებ უფრო დავკონკრეტდეთ?

ციტატა(forumis virusi @ Jul 5 2007, 04:15 AM) *

ხოლო მოსიყვარულე მოძღვრები აძლევენ ქალებს შარვლის ჩაცმის საშუალებას ზომიერების ფარგლებში, და ასე აახლოვებენ უფალთან...


ეს რა მაგალითია?! ან ,,ასე აახლოვებენ უფალთან" რას ნიშნავს? ეგრე ვინ უახლოვდება უფალს! ცოტა სხვაგვარად მაინც დაგეწერა


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 02:35 AM
პოსტი #23


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(forumis virusi @ Jul 5 2007, 04:15 AM) *


ასევე ვფიქრობ, უნდა მოხდეს ლოცვების მარტივ, თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა, რადგან ჩვენც, და მომავალმა თაობებმაც შეძლონ ლოცვა უფლის წინაშე...ძველი ქართულით იმიტომ ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები რომ ძველქართულით ლაპარაკობდნენ ერთმანეთში. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა ვილოცო უძველესი ქართული ენით 2007 წელს? როცა საურთიერთობო ენა თანამედროვე ქართულია? სად სწერია რომ ძველქართული ენა "ღვთიური" ან "მართლმადიდებლური" ენაა?




ნუ, ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ ასეთი საკითხიც კი არ დადგება სერიოზულად საქართველოს ეკლესიაში, არათუ მიიღონ ეს გადაწყვეტილება!


ამგვარ მოთხოვნებში მე (და ალბათ არამხოლოდ მე) ვხედავ იმ გზას, რაც კათოლიციზმმა გაიარა, რომ ადამიანს მორგებული რელიგიის მიმართულება ჰქონდა და დღეს რა დონეზე დავიდა კარგად ვხედავთ, რომ მამაკაცების ქორწინებაც კი დაუშვა! ცხადია ლოცვითი ტექსტის გაქართულებას ვერ შევადარებთ ამგვარ მარაზმს, მაგრა ეს არის ის გზა, რასაც საკუთარი თავისთვის ტვირთის გაიოლების გზის ძებნას მოაქვს! (მე თავს ვერ დავდებ, რომ კათოლიციზმის შესახებ ბევრი საუბარი შემიძლია, თუმცა ზემოაღნიშნულში მაინც ვარ დარწმუნებული, თუ ასე არ არის მითხარით, იქნებ რაიმე არასწორადაც ვიცი)

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან იოლად შეიძლება იმის დადგენა აფიქრები და სურვილები ბოროტისგანაა თუ კეთილისგან, არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვისაც ეს აზრი ებადება თავში, და შემდგომში ვინც ამ აზრს განავრცობს ეს ადამიანი არც ისე ილოცებს ღვთისთვის სათნოდ და არც ასე!

საეღთოდ ისიც ცნობილია, რომ სიძველესა და თვითმყოფადში მეტად დიდი მადლია, ვიდრე თანამედროვეობაში, ამიტომ მივისწრაფვით ყველაფერი ძველისა და თვითმყოფადისკენ, მოხუცისა თუ კულტურის ძველი ნიმუშებისაკენ! არ მესმის როდესაც ჩემი წინაპრის სისხლით დაცუილი სახარება მაქვს, ფაქტიურად პირველადი თარგმანების სახით, და სახარების განმარტებები, რატომ უნდა მინდოდს მისი ისეთი გათანამედროვება და შესაბამისად გაშინაურება (რაც პირადად ჩემთვის ამ კომპრომისის უშუალოდ თანმდევი იქნება)


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 6 2007, 02:51 AM
პოსტი #24


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(ეკუმენისტი @ Jul 5 2007, 09:40 PM) *

შენც ამიხსენი, მამა თეიმურაზის შვილები რომ მეუბნებოდნენ მამა თეიმურაზი და "მისი სულიერი ძმები" სჯულისკანონის მიხედვით ცხოვრობენო, ხოლო პატრიარქი და ზოგიერთი მამაო არღვევსო, როგორ იცავს შენი მოძღვარი სჯულისკანონს?

დანარჩენზე მერე გაგცემ პასუხს.



,,მამა თეიმურაზის შვილები'' ძალიან აბსტრაქტული ცნებაა! ერთი0ორი გიჟი და გადარეული ყველას ყავს, და მათ მიხედვიდ არ შეიძლება სასულიერო პირის შესახებ მსჯელობა! თანაც ეგ რა სოტირისის გასარკვევია?

ისე მგონი დღეს არავის ძალუძს ზედმიწევნით იცხოვროს სჯულისკანონის მიხედვით, რაც ბუნებრივი მოვლენაა და გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩემი აზრით შენი მოსაზრების არასწორი მხარე ისაა რომ ამის გამო ძაან შარვლები, უანაფორო მღვდლები, თანამედროვე ენით ლოცვები და ახალი სტილიც გამართლებულად მიგაჩნია, რაც არამც და არამც არ არის სწორი! ის კომპრომისები, რაც ეკლესიას დაუშვია, იყო ეპოქის გამოძახილი, და ეს ეტაპობრივად, კანონზომიერად ხდებოდა, დღეს კიდე ჩვენ მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ არ ვართ ისეთი დეგრადირებულები, რომ დეგრადირებისა და კომპრომისების ასეთი დიდი მასშტაბები გვჭირდებოდეს და სხვანაირად არ შეგვეძლოს ცხოვრება!


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 6 2007, 03:17 AM
პოსტი #25


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(N. R. @ Jul 6 2007, 03:51 AM) *

ძაან შარვლები,


მომიყვანე წმ. წერილიდან, ან საეკლესიო კანონებიდან სად და ვინ კრძალავს ქალზე შარვლის ჩაცმას!

ციტატა(N. R. @ Jul 6 2007, 03:51 AM) *

უანაფორო მღვდლები,


ახლა მითხარი, მოციქულებს ეცვათ ანაფორა? და კიდევ, ვერ ვხედავ აუცილებლობას მღვდელი მაინც და მაინც ანაფორით დადიოდეს ყველგან. თუ მიიპატიჟეს ქორწილში ან სადმე რესტორანში, სჯობს იყოს განმოსილი, რომ ხალხს გაუადვილდეს მასთან ურთიერთობა....ისე, ევროპელი მართლმადიდებელი მღვდლები უწვეროდ და განმოსილად დადიან, მაგრამ "შეეჯიბრონ" განათლებაში ზოგიერთი ჩვენი წვერიანი და ანაფორიანი მღვდლები იქაურებს...

ციტატა(N. R. @ Jul 6 2007, 03:51 AM) *

თანამედროვე ენით ლოცვები და ახალი სტილიც გამართლებულად მიგაჩნია, რაც არამც და არამც არ არის სწორი!


მომიყვანე არგუმენტები, რატომ არ შეიძლება ახალი სტილის კალენდრით ცხოვრება, როგორ გგონია, კალენდარი დოგმაა? და ვინც ახალი კალენდრით ცხოვრობს ჩვენზე ნაკლები რითია?

მომიყვანე არგუმენტები, სად და ვინ დააკანონა, ვინ აიყვანა დოგმის ხარისხში ძველი ქართული ენა, და რომელმა წმ. მამამ თქვა თანამედროვე ქართული ენით ლოცვა არამართლმადიდებლურიაო!


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 6 2007, 04:35 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



აუფ, ისევ ეს კალენდარი....

რა მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება, ამით ქრისტიანობას არაფერი დაუშავდება და არც მიემატება, უბრალოდ ტექნიკურად მოსახერხებელი მეჩვენება ახალი სტილი, თან სრულიად ახალი და არა ბერძნული-შერეული ვარიანტი, ანუ უძრავ მოძრავი დღესასწქაულები ახლით რომ ვიზეიმოთ....ნუ, ბოლო ბოლო მოვა დროც (ჩვენ ვერ მოვესწრებით კიდე კაი) და პაპანაქება ზაფხულში "25-სა დეკემბერსა..." ოდნავ ღიმილის მომგვრელი რომ არ აღმოჩნდეს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 6 2007, 05:43 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



საინტერესოა,

თანამედროვე ორგანიზაციული მართვის თეორიები ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივიდნენ... იმისათვის რომ ორგანიზაცია იყოს წარმატებული, და თანაც დროში უკვდავი საჭიროა მას გააჩნდეს 1. ,,უცვლელი პრინციპების" კრებული, რომელშიც გამოიხატება ორგანიზაციის არსი, და რა პრინციპებსაც მან არასოდეს არ უნდა უღალატოს, მიუხედავად გარემოში არსებული ცდუნებებისა და 2. აუცილებელია იგი გარემოსთან შეგუებისათვის მუდმივად ახორციელებდეს თავის ტავში ისეთი რაღაცეების ცვლილებების, რომლებიც ამ ,,პრინციპების" გარეთ დგანან.

გამომდინარე აქედან წარმატებული მართვის გასაღები მდგომარეობს ,,არსის შენარჩუნებისა და მუდმივი ცვილებების" მექანიზმების შექმნაში.

ეს მექანიზმები კარგად არის განვითარებული ისეთ დიდ ორგანიზაციებში რომლებიც უკვე 100 წელია არსებობენ და დარგში ლიდერები არიან...

პრობლემა არის ის რომ ჩვენ, ვისაც სულიერი გამოცდილება არ გვაქვს არ ვიცით სად გადის ზღვარი არსსა და არაარსებით სივრცეებს შორის... ამიტომ უმჯობესია ვენდოთ მათ ვინც ამ ზღვარს უფრო კარგად აღიქვავს ვიდრე ჩვენ...


მე პირადად ჩემი მოძღვარი რომ ანაფორის გარეშე ვნახო ძალიან მეწყინება, სულ ეგ არის, ისევე როგორც მწყინს როცა გოგოებს ,,საეკლესიო კაბები" აქვთ და ქუჩაში შარვლებით ან/და ნახევრად შიშვლები დადიან...

უბრალოდ საწყენია სხვა არაფერი, ეს უფრო ნაკლებ თავგანწირულობაზე, ნაკლებ სიყვარულზე და ნაკლებ სულიერ განვითარებაზე მეტყველებს სხვა არაფერი...

არავის განვიკითხავ, მითუმეტეს როცა ყველას არ ეხება რასაც ვამბობ, აქ არგუმენტები და ლოგიკა არაფერ შუაშია, სინდისი მარტივად მიუთითებს ჭეშმარიტებაზე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მევიოლინე
პოსტი Jul 6 2007, 07:57 PM
პოსტი #28


GUJAVIOLIN
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-July 07
წევრი № 2,391



ციტატა(shota1 @ Jul 6 2007, 06:43 PM) *

მე პირადად ჩემი მოძღვარი რომ ანაფორის გარეშე ვნახო ძალიან მეწყინება, სულ ეგ არის, ისევე როგორც მწყინს როცა გოგოებს ,,საეკლესიო კაბები" აქვთ და ქუჩაში შარვლებით ან/და ნახევრად შიშვლები დადიან...


ნუ შეიძლება "არ იყოს ლამაზი" მოძღვარი ანაფორის გარეშე, მაგრამ ანაფორის არ ჩაცმის გამო მოძღვარი არ უნდა გავაკრიტიკოთ, რაც ჩვენთან ხშირად ხდება! არ უნდა დავაკნინოთ ევროპელი მართლმადიდებელი მღვდლები, რომლებიც უანაფოროდ დაუწვეროდ დადიან, მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ რატომ არიან ისინი განმოსილები და უწვეროები, სამწუხაროთ ზოგიერთი ჩვენი "მორწმუნე" დასცინის მათ...


--------------------
ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 9 2007, 07:35 PM
პოსტი #29


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(მევიოლინე @ Jul 6 2007, 03:17 AM) *

მომიყვანე წმ. წერილიდან, ან საეკლესიო კანონებიდან სად და ვინ კრძალავს ქალზე შარვლის ჩაცმას!



ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.

ეს არის ძველი აღთქმა: წიგნი მეორე სჯულისა, თავი 22, მუხლი 5.


მადლობა მარიამს smile.gif


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 02:12 AM
პოსტი #30


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(N. R. @ Jul 9 2007, 03:35 PM) *

ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.


ეხლა მითხარი, შარვალი კაცისთვის შეიქმნა? აბა რომელია ქალის სამოსელი?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 10 2007, 02:14 AM
პოსტი #31


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ზებედე


მეკაიფები?


IPB-ს სურათი


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 02:16 AM
პოსტი #32


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(N. R. @ Jul 9 2007, 10:14 PM) *

ზებედე
მეკაიფები?
IPB-ს სურათი


ანუ არ გაქვს პასუხი...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 03:12 AM
პოსტი #33


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(N. R. @ Jul 9 2007, 03:35 PM) *

ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.

ეს არის ძველი აღთქმა: წიგნი მეორე სჯულისა, თავი 22, მუხლი 5.


ეს არის ძველი აღთქმიდან, ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ...

მე ვერ გავიგე, თუ კაბა ქალის სამოსელია, რატომ ეცვათ ადრე კაცებს კაბის მაგვარი ტანსაცმელი? ჩოხაც ხომ კაბას ჰგავს? მღვდლებს ხომ კაბა აცვიათ? ებრაელებს კაბის (თითქმის კაბა) მაგვარი არ ემოსათ? ანუ ადრე ქალსაც და კაცსაც ერთნაირ სტილში ეცვათ თითქმის, ფრესკებზე შემიხედავს მამაკაცებს კაბები აცვიათ.

რაც შეეხება შარვალს...კანონში თუ სჯულში რომ სწერია ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა ქალებს ხომ ქალის შარვლები აცვიათ და არა კაცის? ხომ განსხვავდება ქალის და კაცის ჯინსის შარვლები? ანუ, თუ კაცსაც და ქალსაც ადრე ეცვათ კაბები, მათი კაბები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, დღესაც იგივეა ჩემის აზრით შარვალზე, ქალს აცვია ქალის შარვალი, კაცს კაცის.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 10 2007, 03:13 AM
პოსტი #34


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ზებედე


გუჯ, რა გინდა გაფიცებ?


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 03:14 AM
პოსტი #35


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(N. R. @ Jul 9 2007, 11:13 PM) *

ზებედე
გუჯ, რა გინდა გაფიცებ?


ჩემი აზრი დავაფიქსირე, რისი უფლებაც მაქვს!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 10 2007, 01:21 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



შარვალი = მართლმადიდებლობას

მარაზმ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 01:26 PM
პოსტი #37


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 10 2007, 09:21 AM) *

შარვალი = მართლმადიდებლობას

მარაზმ


არა, ქალი შარვლით=ჯოჯოხეთს biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Jul 10 2007, 01:33 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



"ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა," mec camikitxia sjulis kanonshi amis shesaxeb
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 10 2007, 01:38 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
"ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა,"


სამოსს რასაკვირველია დრო ადგენს, დღეს შარვალი აღარაა კაცის შესამოსი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 10 2007, 01:40 PM
პოსტი #40


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(catherina_10 @ Jul 10 2007, 09:33 AM) *

"ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა," mec camikitxia sjulis kanonshi amis shesaxeb


ნინომ ძველი აღთქმიდან ამოიკითხა ეგ, შენ სჯულისკანონიდან....

ციტატა(მნათე @ Jul 10 2007, 09:38 AM) *

სამოსს რასაკვირველია დრო ადგენს, დღეს შარვალი აღარაა კაცის შესამოსი smile.gif


აბა რა, არსებობს კაცის და ქალის შარვალი, ერთნაირი ხო არ აცვიათ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th April 2024 - 03:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი