კლონირების შესაძლებლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კლონირების შესაძლებლობა |
მნათე |
Aug 31 2007, 11:36 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ მოდი მცირე ბიოლოგიურ ექსკურსს შევუდგები და შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემას წამოვჭრი:
როგორც ცნობილია, კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს - ანუ იმ დროს როდესაც ემბრიონის ჩასახვა, ქალის 23 და მამაკაცის 23 მემკვიდრული ნიშან-თვისება - რომელსაც ქრომოსომა ეწოდება - ქმნის განაყოფიერებულ უჯრედს, რომელიც შესაბამისად 46 ქრომოსომიანია და გამრავლების დიდი პოტენციალით გამოირჩევა, აღსანიშნავია ისიც, რომ 1 ქრომოსომის გადაცდენა, ანუ 47 ქრომოსომა - იწვევს დაუნიზმს ეს არის ჩვეულებრივი, გამრავლების წესი, რომლის მეშვეობითაც ჩავისახეთ, რა ხდება კლონირებისას? მოკლედ კლონირებისთვის, საჭიროა ავიღოთ რომელიმე ორგანიზმის სომატური უჯრედი - სომატური ნიშნავს ისეთს, რომელიც არ წარმაოდგენს სასქესოს, ანუ კლონირების ობიექტი არსების ნებისმიერი ის უჯრედი, რომელიც არ არის სასქესო წარმომავლობის. ამ უჯრედისთვის სპეციალური ექსპერიმენტალური ჩარევით ხდება გამრავლების უნარიანობის მინიჭება - ანუ წარმოიქმნება ისეთივე უჯრედი, როგორიც პირველ შემთხვევაში, ცხადია ამ უჯრედს სჭირდება სპეციალური გარემოდა და თუ ცდამ წარმატებით ჩაიარა - გამრავლებისუნარიან უჯრედს ათავსებენ - ბირთვ და ქრომოსომაამოცლილ კვერცხუჯრედში სადაც ის იზრდება... აქ ერთი საინტერესო მომენტია - ქრომოსომათა კომპლექტი განსაზღვრავს ადამიანის ფიზიოლოგიურ მონაცემებს, ვინაიდან კლონირებისას არ ხდება დამატებითი ქრომოსომებით გამრავლება, რჩება იდენტური ქრომოსომების კომპლექტი და საშვილოსნო ზრდის უჯრედის პატრონის იდენტურ არსებას ანუ რა ხდება, ჩვენ ვიღებთ ადამიანს იგივე ფიზიოლოგიითა და მსგავსებით, აქ პრობლემა გვექმნება სულთან დაკავშირებით 1. ეძლევა თუ არა სული ადამიანს, მხოლოდ ჩვეულებრივი განაყოფიერების მომენტში? 2. შეიძლება თუ არა ადამიანის ერთი უჯრედი და მისი 46 ქრომოსომა, საშვილოსნოში ამ წესით მოხვედრის შემდეგ - ასე ვთქვათ, განსულიერების ეტაპზე დადგნენ? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
iraklidze |
Sep 1 2007, 12:31 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
მნათე
მე მგონი მაგ კითხვებზე ძნელია პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მასეთი კლონი არ შექმნილა ჯერ. თუ შეიქმნეა მერე დავინახავთ, თუ ის ისეთივე ადამიანი იქნა როგორც ყველაა, ისევე იაზროვნდა და სოციალური გარემოს სრულფასოვანი წევრი გახდა, ე.ი. იგი არანაირად განსხვავდება სხვა ადამიანებისაგან. ე.ი. ისიც პიროვნება იქნება და სულიც ექნება. თუ ვერ იაზროვნა, ემოციები და გრძობები არ ენქა და ცხოველს დაემგვანა ე.ი. სული არ ქონია და რობოტის მსგავსი არსება გამოვა. მე უფრო პირველი ვარიანტი იქნება მგონია. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
მნათე |
Sep 1 2007, 12:34 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა თუ ვერ იაზროვნა, ემოციები და გრძობები არ ენქა და ცხოველს დაემგვანა ე.ი. სული არ ქონია და რობოტის მსგავსი არსება გამოვა. არა, თუ ზრდა დაიწყო ფაქტია რომ იქნება... მაგრამ ფიზიოლოგიით ერთობა არ ნიშნავს სულიერ ერთობას და მეც პრობლემა სწორედ ამიტომ დავსახე საღვთისმეტყველოდ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Sep 1 2007, 10:35 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ერთი ვიცი რომ კლონირებული ადამიანი ნორმალური ვერ იქნება.ისე ადამიანის კლონირებაზე მომუშავე მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება
|
ნათია |
Sep 1 2007, 10:52 AM
პოსტი
#5
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
solomony
ციტატა მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება ნამეტანს ინდომებენ... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
Sep 1 2007, 01:36 PM
პოსტი
#6
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება კლორინებულ ადამიანს მგონი სული არ ექნება, ხო და თუ რამეს დააშავებს კლონირებული ადამიანი მოკლავენ უპრობლემოდ, რადგან უსულოა და ცოდვა არავის დააწვება კისერზე -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
k@the |
Sep 1 2007, 03:12 PM
პოსტი
#7
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
იქნებ კლონირება არც ისე ცუდია, მაგალითად ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ნათია |
Sep 1 2007, 03:19 PM
პოსტი
#8
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
იქნებ კლონირება არც ისე ცუდია, მაგალითად ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ. კლონირებულები უცოდველები იქნებიან ხო? შევნატროთ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
athos |
Sep 1 2007, 03:30 PM
პოსტი
#9
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ციტატა ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ. მაგისთვის კლონირება არ არის საჭირო, ექსტრაკორპორალური განაყოფიერებაც სავსებით საკმარისია -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მნათე |
Sep 1 2007, 07:46 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ბიოეთიკის საკითხებში კაიროსი გვჭირდება
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
დათიკო |
Sep 3 2007, 01:33 PM
პოსტი
#11
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
რაღაც არ მგონა ეს თემა საღვთისმეტყველო ხაზით განვითარდეს.
არადა მაგარი თემაა. ცოტასაც დავაცდი... |
iraklidze |
Sep 3 2007, 01:58 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
ისე მართლა საინტერესოა, დაუშვათ გაჩნდა კოლონი, აქ მარტო იმაზე კი არაა საუბარი მას სული ექნება თუ არა, წესით ექნება, იმიტომ რომ ისიც ჩვეულებრივი ადამინი იქნება, რა მნიშვნელობა აქ სად განვითარდება. თუ ნაყოფის განვითარება ხდება იგივე გარემოში, რაც დედის საშვილოსნიშია, ე.ი. ისიც ისეთივე იქნება როგორც ყველა. და მასაც ექნება სული.
საინტერესოა, რა სტატუსი ექნბა მას საზოგადოებაში, არც დედა ყავს არც მამა . -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
მხევალი ნინო |
Sep 3 2007, 04:37 PM
პოსტი
#13
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა 1. ეძლევა თუ არა სული ადამიანს, მხოლოდ ჩვეულებრივი განაყოფიერების მომენტში? 2. შეიძლება თუ არა ადამიანის ერთი უჯრედი და მისი 46 ქრომოსომა, საშვილოსნოში ამ წესით მოხვედრის შემდეგ - ასე ვთქვათ, განსულიერების ეტაპზე დადგნენ? რახან ხდება განაყოფიერება, (ეს განაყოფიერება ინვიტროა თუ ჩვეულებრივი) ეს ნიშნავს, რომ უჯრედს სული ეძლევა, სხვანაირად ის ვერ იცოცხლებდა და ვერ განვითარდებოდა. კლონირების საშინელება ის არის, რომ იბადება (ხორციელად ) იგივე ადამიანი , ოღონდ პიროვნება სული სხვა არის, როგორც გამიგია, კლონერებული ცხვრები (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ტარდება კლონერება, ჩვენ ესე გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში) აგრესიულები არიან. ეს რატომ ხდება არავინ იცის. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
iraklidze |
Sep 3 2007, 08:00 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
მხევალი ნინო
სვათა შორის მე არსად წამიკითხავს ის ცხვარი აგრესიული იყოო. განაყოფიერებისას სული თუ ეძლევა რა გამოდის, თუ ნაყოფი ვერ განვითარდა (რაც ხშირია), ე.ი. ადამიანი მოკვდა? კლონი ნიშნავს გამრავლების და განვითარების სიმულაციას, ისე რომ იგი რეალურისგან არ განსხვავდებოდეს, ასე რომ მე მგონი თუ საერთოდ შესაძლებელი გახდა ეგ, ჩვეულებრივი ადამიანი დაიბადება. ხომ არის მაგალითად ხელოვნურად გამოყვანილი ცხოველების ან მცენარეების ჯიშები, იმათ არაფერი უჭირთ. ასე იქნება კლონიც. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
მნათე |
Sep 3 2007, 08:40 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რახან ხდება განაყოფიერება, (ეს განაყოფიერება ინვიტროა თუ ჩვეულებრივი) ეს ნიშნავს, რომ უჯრედს სული ეძლევა, სხვანაირად ის ვერ იცოცხლებდა და ვერ განვითარდებოდა. ჩემთვის ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს რა მომენტში ეძლევა ადამიანს სული როცა ამ შენს 46 ქრომოსომას საშვილოსნოში მოათავსებენ? მაშინ ეს ღვთაებრივი რამ უნდა აღიბეჭდოს - ამ დროს ხომ მარადისობიდან არსებობაში ახალი პიროვნება შემოვიდა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Sep 3 2007, 10:44 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ციტატა მაგრამ მე მაინტერესებს რა მომენტში ეძლევა ადამიანს სული ყველა საიდუმლოს ადამიანის ტვინი ვერ ჩასწვდება. რაც შეეხება იმას რომ კლონირების საშვალებით როდისმე კაცობრიობამ შექმნას ჩვეულებრვი ადამიანი როგორც ჩვენ ვართ ამას ვერასდროს შესძლებენ.ვნახოთ დრო აჩვენებს. ისე კი ცხოველებზე გინდაც წარმატებულად განახორციელონ კლონირება ადამიანი ბევრი რამით განსხვავდება ცხოველისაგან რაც ცხოველს არა აქვს გინდაც სული და აშ. |
abo |
Sep 3 2007, 11:46 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
QUOTE ხომ არის მაგალითად ხელოვნურად გამოყვანილი ცხოველების ან მცენარეების ჯიშები, იმათ არაფერი უჭირთ. ასე იქნება კლონიც ამ აზრს ვერ დავეთანხმები და გაგახსენებთ,კლონირებით მიღებული მცენარეებიც არა თუ ცხოველები ამჟღავნებენ აგრესიას თუნდაც პამიდორი, ის გემო და ის კონსისტენცია უკვე დაკარგულია, შენახვის პირობები განსხვავებულია ეს თავისებური ბიოაგრესიაა. ახლა პამიდორს მეტი არ შეუძლია მაგრამ ცხოველებში შეიმჩნევა მათთვის არადამახასიათებელი ჩვევები რაც პირდაპირ აგრესიაში გამოიხატება. აქ ჩვენ კლონირება არ უნდა აურიოთ ხელ განაყოფიერებაში. ადამიანის შემთხვევაში ხელ განაყოფიერებულს სული ექნება, ხოლო კლონირებულს ჩემის აზრით არა. იმიტომ რომ მას ნებელობა არ ეწნება და თავის უფალი ვერ იქნება. კლონი მიმართული იქნება შემქმნელზე და არა შემომქმედზე, რომელიც მას სრული თავისუფლებით აჯილდოვებს. ხოლო შემქმნელი კლონს რაღაც ფენომენის ირგვლივ აყალიბებს და მისგან მართულია ამიტომ იგი ეშმაკისაა , რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია სულით დაჯილდოვება. კლონმაც შეიძლება იაზროვნოს მაგრამ მისი აზრი ნებელობის გარეშე არაიმპროვიზირებული იქნება და დამოუკიდებელ არსებობას ვერ შეძლებს. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია , მაგრამ სიმართლიდან ძალიან შორს არ უნდა იყოს. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
iraklidze |
Sep 4 2007, 01:20 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 22-June 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,266 |
ჩემი აზრით, თუ კლონმა ისევე იაზროვნა, ემოცია ექნა, დადებითიც და უარყოფითიც, მაშინ ის სრუფასოვანი ადამინი იქნება და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ქონდეს მასაც სული. თუ იგი არაფერით განსხვავდება სხვებისაგან, ე.ი. ისიც ჩვეულებრივი ადამინია.
მე მაინც ვერ გავიგე რაში გამოიხატება პამიდორის აგრესიულობა. რა თქმა უნდა ახალი ჯისშის გამოყვანისას ის სხვანაირი იქნება, ვიდრე მისი ორიგინალი, ეგაა ჯიშის გამოყვანის იდეა, რატომაა ეს აგრესიულობა? და კიდე ერთი, რატომაა ყველაფერი რაც ახალია ეშმაკის, ყოველ შემთხვევაში, ახლ აღმოჩენებს ყოველთვის ეშმაკს მიაწერენ, და მერე როცა ყველა დარწმუნდება რომ კაცობრიობისთვის კარგი გამოდგა, მერე აღარაა ეშმაკის. -------------------- The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast. The things that you despise the most maybe the ones that can stand the least There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast |
abo |
Sep 4 2007, 01:56 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
ჩემი აზრით, თუ კლონმა ისევე იაზროვნა, ემოცია ექნა, დადებითიც და უარყოფითიც, მაშინ ის სრუფასოვანი ადამინი იქნება და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ქონდეს მასაც სული. თუ იგი არაფერით განსხვავდება სხვებისაგან, ე.ი. ისიც ჩვეულებრივი ადამინია. მე მაინც ვერ გავიგე რაში გამოიხატება პამიდორის აგრესიულობა. რა თქმა უნდა ახალი ჯისშის გამოყვანისას ის სხვანაირი იქნება, ვიდრე მისი ორიგინალი, ეგაა ჯიშის გამოყვანის იდეა, რატომაა ეს აგრესიულობა? და კიდე ერთი, რატომაა ყველაფერი რაც ახალია ეშმაკის, ყოველ შემთხვევაში, ახლ აღმოჩენებს ყოველთვის ეშმაკს მიაწერენ, და მერე როცა ყველა დარწმუნდება რომ კაცობრიობისთვის კარგი გამოდგა, მერე აღარაა ეშმაკის. კლონირება ისეთია დაახლოებით როგორც ვეგეტაციური გამრავლება ცუდი გაგებით. იმიტომ რომ ვეგეტაციური გამრავლება დედის მხოლოდ ზოგ თვისებებს იმეორებს და ისიც სუსტად. კლონი გამრავლება არაა იგი აშენებაა და ამიტომ ნებელობა არ ექნება აქედან გამომდინარე არც დამოუკიდებელი აზროვნება და არც ემოცია , ესენი ყველაფერი ამშენებელზე იქნება დამოკიდებული ე.ი. იგი დამოუკიდებელი არ იქნება . მეტი როგორ აგიხსნა რავი ღრმად გააანალიზე და არაა ძნელი მისახვედრი და ეს კანონი კი არაა ეს სხვადასხვა შეხედულებების ლოგიკური დასკვნაა ჯერჯერობით რაც შეიძლება არასსწორი იყოს ექსპერიმენტში მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ასე არ იყოს პამიდორზე... გენეტიკური ცვლილებებით დამახინჯებული სახეობები იქნა მიღებული და ეს არაბუნებრიობა არის აგრესიულობა თუ არა პამიდორი კი არ გეცემა და გიკბენს. ეს აგრესიულობა არაბუნებრივმა გენეტიკურმა ცვლილებებმა განაპირობა და მათ როგორც წესი ხშირად სქესობრივი გამრავლების უნარი არ გააჩნიათ. ხომ გაგიგონია ჰოლანდიური კიტრი დავთესე და მეორე წელს არ ამოვიდაო ეს იმიტომ რომ კლონირებული იყო და არა იმიტომ რომ ჯიშის საიდუმლო არ გავრცელდესო.ეს ბუნების კანონია და არაბუნებრივის გავრცელებას არ უშვებს. მიჩურინს 600გრამიან ანტონოვკის(ვაშლია)გამოგონება ში პრემიები მიცეს ახალი ჯიში გამოიგონაო მაგრამ ის ვაშლი 10 წელიწდში ისევ უსურიის პანტა გახდა და ჩაფლავდენ მიჩურინს კიკინაღამ ყოფა იტირეს.. ნუ ამ საკითხზე ბევრი შეიძლება ისაუბრო მე ამ საკითხებს კარგად ვიცნობ და იმიტო ვწერ ასე. თუმცა რაღაც ნიუანსებში შეიძლება ვცდები მაგრამ კიდევ გავიმეორებ , რომ არა მგონი ვცდებოდე. ამჟამად ცნობილი თეორიები ამის საწინააღმდეგოა. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
MANAXH |
Sep 6 2007, 12:38 PM
პოსტი
#20
|
ირაკლი ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 6-September 07 წევრი № 2,692 |
არა მგონია კლონირებამ გაამართლოს, და ისედაც უფლის მოვალეობაში შეჭრასავით გამოდის, ადამიანი ქმნის ახალ ადამიანს, თან მას როგორიც უნდა. ჩემი აზრით ესაა მთავარი მიზეზი რომ არ გაამართლებს
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th May 2024 - 06:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი