IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 30 31 32  
Reply to this topicStart new topic
> "ახალი ამბები 2", გაგრძელება
A.V.M
პოსტი Jul 29 2014, 06:36 PM
პოსტი #621


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



„ფუნდამენტური რელიგიური დამოკიდებულება ლგბტ თემის მიმართ“, რომლის მე-6 გვერდზეც, ბოლო აბზაცში ვკითხულობთ:
„თეოლოგი ბექა მინდიაშვილი: „ჰომოსექსუალებზე ბიბლიაში კონკრეტული სასჯელები არის გათვალისწინებული - ეპიდემიები, საეკლესიო სასჯელები“.
-------
ამ ქვეყანას რომ არ ყავს პატრონი კი ვიცი , ეს საიტიც უპატრონოა ? ჯერ იყო და ილია ჭავჭავაძის მიერ ,გრიგოლ ორბელიანისადმი მიწერილი ნაშრომი , ეკლესიისადმი კრიტიკად შერაცხეთ და მართლმადიდებლობას დაუკავშირეთ , ახლა კიდევ , ეპიდემიასა და ეპიტიმიას ვერ არჩევთ ერთმანეთისგან .
დალოცვილებო , ღორის გრიპი და მეტანიების გაკეთება , ერთმანეთისგან როგორ ვერ უნდა გაარჩიოთ , რამის აზრზზე თუ ხართ ?
http://identoba.files.wordpress.com/2014/0...iknavelidze.pdf




--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 4 2014, 12:48 PM
პოსტი #622


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა დაგვანახა წმ. მამების წმინდა ნაწილების ამობრძანებამ ანუ ფაქტები და მორალი
2014 წლის 24 თებერვალი, 13:29-ზე
1. ფაქტი: ქართველი "თეოლოგი", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, შეიძლება დარჩეს უვიცი და მარტივი ბიბლიური "პასაჟებისა" და "ნარატივების" უცოდინარი. სამაგიეროდ, ეყოფა გამბედაობა საკუთარ თავს უწოდოს "თეოლოგი" და დააფიქსიროს საკუთარი "კომპეტენტური აზრი" ნებისმიერ საღვთისმეტყველო საკითხზე, მაგალითად, წმინდანთა პატიოსანი ნაწილების აღმოყვანებაზე.

მორალი: დაახლოვებით ის, რომ "მარტო წვრთნა ვერ შველის", ანუ წამყვანი ევროპული უმაღლესი სასწავლებელიც კი შეიძლება უძლური იყოს (შესაძლოა, სხვა ვარიანტიც - მის სახელმძღვანელოში ეს ადგილები ამოხეული იყო).

2. ფაქტი: ქართველმა "ლიბერალმა" შეიძლება გამეტებით ჩაწიხლოს მისგან "განსხვავებული", მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანი, რომელსაც სწამს, რომ წმინდანის წმინდა ნაწილიებისადმი პატივის მიგება მისი რელიგიის არსებითი ნაწილია. ამასთან, ეს "ლიბერალი" დარჩეს "პლურალიზმის" "მანიფესტაციური" და "დეკლარაციული" "აპოლოგეტი".

მორალი: "ქართული ეროვნული ლიბერალიზმი" - "განსხვავებულის პატივისცემა ვიცი მე ტრაქტატებში და დეკლარაციებში, ან, როცა მე ვარ გასხვავებული!"

3. ფაქტი: ქართველ "ინტელექტუალს", სადაც არ უნდა იღებდეს განათლებას, მაგალითად, გერმანიაში, ქრისტიანული ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს, მხოლოდ "ნეკროფილიის" ასოციაცია.

მორალი: იხ. 1-ლი.

4. ქართველი "რუსეთის მტერი ნაციონალი", გასაგებია, რომ თავის დროზე მ. გაბრიელმა ლენინის პლაკატი დაწვა და ამით იმპერიალიზმს და ტირანიას დაუპირისპირდა და სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვენი გმირიც იქნებოდა, მაგრამ ...

მორალი: გაუგებარი!

5. ქართველი "უფლებადამცველი" და "თეოლოგი", შეიძლება პრინციპულად და ისტერიულად დუმდეს, როდესაც საჯაროვდება, რომ ყოფილი შს მინისტრი დაუფარავად ითხოვს ადამიანების მოკვლას და მათი "გვამების" მირთმევას (ნუ, მანამდე "ციხის კადრებზე"), სამაგიეროდ ისტერიულად შეშფოთდეს, როდესაც ქრისტიანული ეკლესია საკუთარ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ასრულებს და წმინდანთა "პატიოსან ნაწილებს" პატივს მიაგებს.

მორალი: ...

6. ფაქტი: საქართველოს ეკლესია ცდილობს წმ. მამების წმინდა ნაწილები, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად ტაძარში გადაასვენოს.

მორალი: იქნებ წმინდანის პატივის მისაგებად მისული "მრევლი" ტაძარში სავალდებულო შესვლით მაინც დაეჭვდეს ამ კონკრეტული წმინდანისა და ქრისტიანობის კავშირზე და სამომავლოდ ღმერთიც იწამოს, წმინდანის გარდა.*

*ნუ ეს, სასურველი "მორალი", რეალური კი - სადღაც წმინდანის გაკერპებასა და ქრისტიანულ ტრადიცის შორის.

7. ფაქტი: ქართველი "მრევლი", შეიძლება შეწუხდეს იმით, რომ წმინდანის საფლავის ტაძარში მოთავსება საფლავიდან "წმინდა მიწის" წაღებას შეუძლებელს გახდის.

მორალი: მთავარია მადლი და არა "წმინდა მიწა"!*

*ესეც სასურველი, რეალური - კანდელის ზეთი ხომ იქნება!

ფაქტებისა და მორალის ერთობლიობა შემდეგ სურათს ქმნის: აბსტრაქტული და ფასადური რწმენა, ინტელექტი და ფასეულობები!

არჩილ მეტრეველი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2021, 09:11 PM
პოსტი #623


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პოზიცია-ოპოზიციამ ერთმანეთთან კინკლაობას ხალხი და ქვეყანა გადააყოლეს...
ოცი წელი მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ...
სხვა ეტაპი მინდა, სხვა გამოწვევები. იყოს პრობლემებიც, ოღონდ სხვა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 30 31 32
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი