ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
tinka |
Dec 23 2006, 02:04 AM
პოსტი
#81
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 |
აუ რა კარგი და საჭირო თემაა, ვკითხულობ და რამდენი რამ ვისწავლე უკვე, ახლა ვეცდები გამართულად ვწერო და ვილაპარაკო და ბარბარიზმები არ ვიხმარო კიდევ, თუ რამე შემეშლება, მეც შემისწორეთ
დიდი მადლობა ამ თემისთვის! |
თამარი_ცქნაფო |
Dec 23 2006, 02:49 AM
პოსტი
#82
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე, მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში ჰო, შეცდომა მე ვიპოვე: თუ შეცდომა მიპოვე, გთხოვ, შემისწორე -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ზოსიმე |
Dec 23 2006, 01:23 PM
პოსტი
#83
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 26 რეგისტრ.: 8-December 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 657 |
ციტატა მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში შეცდომაა-კბენა სწორია-მხილება p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა. -------------------- ღმერთი სიყვარულია.
|
kato_Bato |
Dec 23 2006, 02:16 PM
პოსტი
#84
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
შეცდომაა-კბენა სწორია-მხილება p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა. პ.პ.ს.კბენა (გაკილვისა და ცოტა ირონიანარევი განკითხვის მნიშვნელობით) სულაც არ არის შეცდომა მხილებასა და გაკილვას შორის კი დიდი განსხვავებაა_ეს სწორია -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Dec 24 2006, 02:20 PM
პოსტი
#85
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში?
მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"? "ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 24 2006, 05:46 PM
პოსტი
#86
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში? მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"? "ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"? ილია II-ის ქადაგება ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მარიამი |
Dec 24 2006, 06:07 PM
პოსტი
#87
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მადლობა გაიხარე!
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარინე |
Dec 24 2006, 07:00 PM
პოსტი
#88
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 348 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 432 |
ილია II-ის ქადაგება ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს მე სხვაგვარად მასწავლეს რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო -------------------- ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი |
მარიამი |
Dec 24 2006, 07:21 PM
პოსტი
#89
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მე სხვაგვარად მასწავლეს რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო მეც მქონდა ეგ ვერსია გაგებული და იმიტომ ვიკითხე. მე თვითონ ვფიქრობ, რომ უნდა იწერებოდეს. ყოველთვის ცალსახად არ იგულისხმება ხოლმე. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თამარი_ცქნაფო |
Dec 24 2006, 10:24 PM
პოსტი
#90
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მე სხვაგვარად მასწავლეს რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო აბა, რა გითხრა, ვინც ეგ თქვა, ეტყობა ნორმებს მთლად კარგად არ იცნობდა, მაგის გამო ქულას ვაკლებთ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Dec 25 2006, 01:42 PM
პოსტი
#91
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე, თამარ, სიმართლე გითხრა, მეც მქონდა ამგვარი თემის გახსნის სურვილი. ამიტომაც ვაქტიურობ ხოლმე (რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გახსნილი იქნება ). რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე, მეორე გვერდზე იყო გადასული, გული დამწყდა და სასწრაფოდ გავააქტიურე. კარგია, კითხვებსაც რომ სვამენ. ორი დღეა ფორუმზე არ შემოვსულვარ და სასიამოვნო სიახლეები დამხვდა. თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის ორივე თამარის სახელით. ოღონდ ერთს დავამატებდი, თუ არ მიწყენ: ვინმეს თავი მართლმადიდებელი რომ "ეგონოს", ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას კი მთელი ცხოვრების მანძილზე (ხშირად საკუთარ შეცდომებზე) ვსწავლობთ. შეცდომები უკვე გაუსწორებიათ. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Dec 25 2006, 01:54 PM
პოსტი
#92
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თემიდან გადახვევა რომ არ გამომივიდეს....
გერმანულიდან ქართულში შემოსულ სიტყვებში EI დიფთონგი აი -თი უნდა გადმოიცეს. სწორია: აინშტაინი, რაიხსტაგი, ცვაიგი (და არა: ეინშტეინი, რეიხსტაგი, ცვეიგი) და ა.შ. ეს წესი არ ვრცელდება იმ სიტყვებზე, რომლებიც გერმანულიდან შესულან რუსულ ენაში, დაქვემდებარებულან რუსული ენის ნორმებს და შემდგომ შემოსულან ქართულში. ამის კვალობაზე ქართულში უნდა იწერებოდეს: ბრონშტეინი, ეიზენშტეინი, რუბინშტეინი, ეიხენვალდი... ევროპული ენებიდან მომდინარე LA და LU ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულ ენაში გამოვლით ЛЯ და ЛЮ კომპლექსიან ფორმებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფებით. სწორია: აკუმულაცია, აკუმულატორი, ასიმილაცია, იზოლაცია, იზოლატორი, კანცელარია, კომპილატორი, მალარია, პლაჟი, პოპულარული, ტრანსლაცია, ალუმინი, ილუზია, პლუს, რეზოლუცია. ჰალუცინაცია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, იზოლიაცია, იზოლიატორი, კანცელიარია, კომპილიატორი, მალიარია, პლიაჟი, პოპულიარული, ტრანსლიაცია, ალიუმინი, ილიუზია, პლიუს, რეზოლიუცია, ჰალიუცინაცია) და მისთ. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
kato_Bato |
Dec 26 2006, 01:27 PM
პოსტი
#93
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
შეცდომაა:მადლობა მოუხადა
სწორია:მადლობა გადაუხადა მაგრამ: ბოდიში მოუხადა და არა ბოდიში გადაუხადა ასოციაცია: ბოდიშის მოხდა _ ბოდიში თითქოს ვალია, რომელიც უნდა მოიხადო მადლობა კიდევ საფასურია, რომელიც უნდა გაიღო, ანუ გადაიხადო, იმისთვის რაც შენთვის გააკეთეს. პ.ს. amdin-s როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!! ანდა მადლობა!! -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
Dec 26 2006, 01:34 PM
პოსტი
#94
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
.:თამარი:.
რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ? წინასწარ დიდი მადლობა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Dec 26 2006, 01:41 PM
პოსტი
#95
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
.:თამარი:. რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ? წინასწარ დიდი მადლობა. სწორია: ვერ აღგიწერ თუმცა ვერ აგიწერ ასევე შესაძლებელია. აღ-არის ზმნისწინი, რომელიც ამ ფორმით (ანუ ძველი ფორმით) დღევანდელ ქართულშიც იხმარება რამდენიმე სიტყვასთან, მათ შორის სიტყვა აღ-წერასთან. ამ პრევერბის თამანედროვე ვარიანტია ა_ ,რომელიც შეიძლება შეენაცვლოს ძველ ფორმას, იმ შემთხვევაში თუკი სიტყვის მნიშვნელობა არ შეიცვლება. ვერ აგიღწერ არის დიდი შეცდომა, რადგან ზმნისწინის გახლეჩა არ შეიძლება. მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
marine |
Dec 26 2006, 01:43 PM
პოსტი
#96
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
kato_Bato
ძალიან დიდი მადლობა!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tinka |
Dec 26 2006, 06:36 PM
პოსტი
#97
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 |
გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და...
ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა? ა) მგონია ბ) არც ერთი გ) მით უმეტეს დ) მინახიხარ თქვენი იმედი მაქვს |
kato_Bato |
Dec 26 2006, 06:43 PM
პოსტი
#98
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და... ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა? ა) მგონია ბ) არც ერთი გ) მით უმეტეს დ) მინახიხარ თქვენი იმედი მაქვს მცდარია: მინახიხარ რადგან ზმნა არის ნახვა უნდა იყოს: მინახავხარ -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
tinka |
Dec 26 2006, 06:47 PM
პოსტი
#99
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 |
kato_Bato
მადლობა, გაიხარე! |
თამარი |
Dec 26 2006, 09:31 PM
პოსტი
#100
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ციტატა მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია რა პატიებას ითხოვ, მე პრივატიზებული კი არ მაქვს ეს თემა. :D პირიქით, შესანიშნავია, ასე ოპერატიულად რომ უპასუხე. აბა მე ხომ არ დამელოდებოდით საღამომდე... ძალიან მიხარია, ეს თემა რომ ცოცხლობს, კითხვებსაც სვამენ... :rolleyes: ციტატა პ.ს. amdin-s როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!! ანდა მადლობა!! ჰო, ეგ შეცდომა მეც მომხვდა თვალში... -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი