IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მედიტაცია, "სწავლა მდუმარედ"
George Leluashvili
პოსტი Oct 5 2011, 10:51 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



რა არის მედიტაცია?

IPB-ს სურათი


მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.

მედიტაციის წყალობით სული მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ევოლუციას თავის მარადიულ მოგზაურობაში. მედიტაციის წყალობით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ფორმის მქონე უფორმოში, სრული -უსასრულოში და თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იძენს უფორმო ფორმას და უსასრულო ხდება სასრული.

მედიტაცია მეტყველებს. ის მეტყველებს მდუმარებაში. ის გვიხსნის. ის მისწრაფებულს უხსნის იმას, რომ მატერია და სამშვინველი, რაოდენობა და თვისობრიობა, იმანენტური და ტრანსცენდენტალური ერთიანია. მედიტაცია ხსნის, რომ ცხოვრება არ შეიძლება იყოს უბრალოდ არსებობა, სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის განმავლობაში, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის; სიცოცხლე ეს თვით მარადიულობაა. ჩვენი დაბადება, ისე როგორც ჩვენი გარდაცვალება - მნიშვნელოვანი მოვლენაა ღმერთის არსებობაში. დაბადების შემდეგ ცხოვრება მიედინება სხეულში. გარდაცვალების შემდეგ კი - სამშვინელში.

* * *

მედიტაცია ნიშნავს საკუთარი თავის შეგნებულ გაფართოებას. მედიტაცია ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი “მე”-ს შეცნობას, ან გახსნას. სახელდობრ მედიტაციის წყალობით ვლახავთ შეზღუდვების, ნაკლულობის, დამოკიდებულების ტვირთს.

მედიტაცია - ესაა დინამიზმი ცნობიერების შიდა პლანებზე. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვმედიატირებთ? ვიძირებით ჩვენი არსებობის უფრო ღრმა ნაწილში; ამ დროს წინა პლანზე შეგვიძლია გამოვიტანოთ ის სიმდიდრე, რომელიც სადღაც ღრმადაა ჩაბუდებული. მედიტაცია გვაჩვენებს, თუ როგორ მივისწრაფოთ რაღაცისაკენ და როგორ მივაღწიოთ მას. თუ ყოველდღიურად აკეთებთ მედიტაციას, მაშინ ღრმად იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი შიდა და გარე ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრილი გექნებათ.

სულიერი გული - ეს მარადიული და ყოვლის მომცველი სიყვარულის ცენტრია. ღრმად გულში იმყოფება სული, ჩვენი შიდა ღვთაებრიობა. სულიერ გულში მედიტაცია მაქსიმალური თვითგახსნის ყველაზე უსაფრთხო გზაა, ასეთი მედიტაციის დროს, ჩვენ მთელ ყურადღებას მოვიკრებთ გულზე, გონების დამშვიდებით და ვიძირებით შიგ სიმშვიდის, ნეტარებისა და უფრო და უფრო ღრმა დონეებზე ან ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ საშველად წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, როგორ იფურჩქნება ჩვენს გულში ყვავილი. ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რომ როდესაც იფურჩქნება ყვავილის ფურცლები, მთელი ჩვენი არსება იწყებს ჩვენი შიდა ღვთაებრიობის ნათების გამოსხივებას; ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ ჩვენი გულიდან ამომავალ ნაკადში და მივცეთ მას ნება ჩაიღვაროს ჩვენს შიგნით, და უშორესი უსაზღვროებისაკენ წარიტაცოს ჩვენი ცნობიერება. გულზე ყველაზე ღრმა მედიტაციის დროს ჩვენ გავდივართ აზროვნების საზღვრებს მიღმა და შთანთქმულები ვართ მდუმარე ურთიერთობით ჩვენს ღვთაებრივ არსებასთან, მედიტაციას მივყავართ ჩვენს უზენაეს “მე”- სთან შეგნებულ გაიგივებამდე.

მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვების მსგავსია, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა; ზედაპირზე შეიძლება უამრავი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ზღვის ფსკერზე - თვით მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტირებას, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ მივაღწიოთ საკუთარი თავის შიდა არსს, ანუ ზღვის ფსკერს. თუ გარე სამყაროდან ტალღები მოიყრიან თავს, ისინი ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. შიში, ეჭვი, შეშფოთება და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამოირეცხება, რადგან ჩვენში ურყევი სიმშვიდეა. აზრები ჩვენ არ გვეხებიან, იმიტომ, რომ ჩვენი გონება - თვით სიმშვიდე, სიწყნარე, ერთიანობაა. აზრები, როგორც თევზები ზღვაში, ამოხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. უზენაეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენს თავს ზღვად ვგრძნობთ და ზღვის ბინადარნი ვერ გვაწუხებენ. თავს ცად ვგრძნობთ და ყველა ფრინველი ირგვლივ მფრინავი ვერ გვაწუხებს; ჩვენი გონება იქცევა ცად, გული კი უსაზღვრო ზღვად. აი რა არის მედიტაცია. როდესაც მედიტაციაში გვინდა მაღლა ავიდეთ, ჩვენი მისწრაფება ადის, უშიშრად ადის უმაღლესისკენ. ჩვენს აღმავლობას ზღვარი არ აქვს, რადგან ჩვენ უსასრულობაში ვმოგზაურობთ. ჩვენ ავდივართ მუდამ საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში. მანძილის თვალსაზრისით - მოძრაობა ზემოთ და მოძრაობა სიღრმისკენ, ეს არის უსასრულო მოგზაურობა ერთი მიზნისკენ: უზენაესისკენ. მაგრამ გონების დახმარებით ჩვენ მაღლა ვერ ავალთ. გონებას უნდა დავსძლიოთ, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, და კიდევ ერთხელ შევიდეთ სულიერი გულის სამეფოში. სულიერი გულის არე უსასრულოდ მაღლა მდებარეობს და უფრო ფართოა, ვიდრე უმაღლესი გონების არე. გონების მიღმა, გონებაზე უფრო შორს იმყოფება სულიერი გულის სამფლობელო. გული უსაზღვროა ყველა მიმართულებით, ამიტომაც შიგ გულში მდებარეობს უმაღლესი სიმაღლეც და უღრმესი სიღრმეც.

რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ზევით ასვლა, მით უფრო შეგვიძლია ღრმად ჩაძირვა და პირიქით, რაც უფრო ღრმად შეგვიძლია ჩაძირვა, მით უფრო შეგვიძლია მაღლა ასვლა. ეს ხდება ერთდროულად. თუ ჩვენ შევძლებთ ინტენსიურ მედიტირებას, უთუოდ შევიგრძნობთ, რომ ერთდროულად კიდევაც ავდივართ ძალიან მაღლა და კიდევაც ვეშვებით ძალიან ღრმად. სიმაღლეცა და სიღრმეც თანმხლებია ერთმანეთისა, მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან ორ სხვადსხვა განზომილებას. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია ძალიან მაღლა ასვლა მედიტაციაში, მაშინ მას ასევე აქვს უნარი ძალიან ღრმად ჩაშვებისა.

სანამ ჩვენ ვერ შევიცნობთ უზენაესს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმაღლე და სიღრმე სხვადასხვა რამაა. ზევითკენ ასვლისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიმაღლეს და შიდა სიღრმეში უფრო ღრმად დაშვებისას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიღრმეს. მაგრამ სიმაღლე და სიღრმე ეს ყოველივე, მენტალურ ცნობიერებაში არსებული კატეგორიებია, გონების ბარიერის გადალახვით, უნივერსალურ ცნობიერებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის ერთიანი და განუყოფელი არის ერთიანი და განუყოფელი. ამ დროს ჩვენში მღერის და ცეკვავს მხოლოდ რეალობა და ჩვენც ვიქცევით რეალობად. მას არა აქვს არც სიმაღლე, არც სიღრმე და არც სიგრძე - ხანგრძლივობა. ეს არის რაღაც მთლიანი. ამავდროულად, ის თავის საკუთარ საზღვრებს მუდამ სცილდება.

მედიტაციაში მუდმივი მისწრაფების ალი ანთია. ჩვენი მოგზაურობა მარადიულია. ჩვენი პროგრესი და ჩვენი რეალიზაცია ასევე მუდმივი და უსასრულოა იმიტომ, რომ საქმე გვაქვს უსასრულობასთან, მარადიულობასა და უკვდავებასთან.

მედიტაცია ეს არის ადამიანის წყურვილი უსასრულო რეალობაზე, მარადიულ რეალობაზე და აბსოლუტურ რეალობაზე. მედიტაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიო ღმერთთან შეგნებულ და მუდმივ ერთიანობას. მედიტაციის უმაღლესი საიდუმლოა - შეიგრძნო, რომ ღმერთი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, და ბოლოს შევიცნოთ ღმერთი თვით მისი გულისათვის, გავხსნათ იგი და ასრულება მოვუტანოთ მას.

მედიტაცია - საკუთარი თავის გადალახვაა. საკუთარი თავის გადალახვა - ეს ზეზღვრულის გზავნილია. ეს ზეზღვრულის გზავნილი - არის ღმერთი, როგორც მარად განვითარებადი სული, და ღმერთი, როგორც მარად ასრულების მომტანი მიზანი.

მედიტაცია ამბობს მხოლოდ ერთს: ღმერთი არის.

მედიტაცია გვიხსნის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას: თქვენ იხილავთ ღმერთს.

IPB-ს სურათი


მედიტაცია - მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი. მდუმარება - მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა.

პირველ რიგში რას ველით ჩვენ მედიტაციისაგან? სიმშვიდეს. სიმშვიდეს და არაფერს სხვას.

სიმშვიდე დასაწყისია სიყვარულისა. სიმშვიდე ჭეშმარიტების დასრულებაა. სიმშვიდე წყაროსთან დაბრუნებაა.

მედიტაცია ფრინველის ფრთების მსგავსად ყოველთვის ფართოვდება სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში.

მხოლოდ მედიტაციას შეუძლია დაბადება მისცეს სრულყოფილებას. მედიტაციას მივყავართ ჩვენი გრძნობების იმედგაცრუების მიღმა, გონივრული გონების შეზღუდულობის მიღმა. ბოლოს, მედიტაციას შეუძლია დაგვასაჩუქროს სრულყოფილების სუნთქვით.

მედიტაცია ჩვენ გვეხმარება წუთიდან წუთამდე ვიცხოვროთ. სხვა მხრივ, წუთებს შორის არესბობს მარადიული ახლა. არცერთი წუთი არ შეიძლება განვაცალკევოთ მარადიულობისაგან. აი, ეს წუთი, და აქ ყველგან ირგვლივ მარადიულობაა. მარადიულობა მოიცავს აწმყოს, წარსულს და მომავალს.

მარადიულობის შიგნით წუთია და პირიქით წუთში იმყოფება მარადიულობა. ეს ოკეანის მსგავსია. ოკეანეში უთვალავი პაწაწინა წვეთის რაოდენობაა. მეორე მხრივ, ყოველი პაწაწინა წვეთი თავის თავში ინახავს უდიდესი ოკეანის არსს. ჩვენ ვიღებთ წვეთს და უცებ ვიძენთ უკიდეგანო ოკეანის შეგრძნებას იმიტომ, რომ წვეთი შეიცავს უდიდეს ოკეანეს. ამიტომ არცერთი წუთი არ შეიძლება გამოყო მარადიულობისა და უსასრულობისაგან. მედიტაცია - ეს ერთადერთი გზაა სასრულის და უსასრულობის ერთიანობის შეგრძნებისა.

გვიბიძგებს თუ არა მედიტაცია რეალობიდან წასვლისაკენ? არა! პირიქით მედიტაცია ჩვენ შთაგვაგონებს მივიღოთ ღმერთის ქმნილება, როგორც უთუო რეალობა, რომელიც კიდევ გარდაქმნისა და სრულყოფილების მოლოდინშია. ჩვენ შევძლებთ გავხდეთ უსასრულო ჭეშმარიტებისა და უსასრულო სინათლის ნამდვილ სათავსოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიქმნება მიწიერი ცნობიერება და გარდაიქმნება სხეულის ცნობიერება. ის ვინც მედიტირებს, ვალდებულია კაცობრიობაში მოქმედებდეს, როგორც ღვთაებრივი გმირი. კაცობრიობა ღმერთის განუყრელი ნაწილია. როგორ ვაპირებთ მივაღწიოთ ღვთაებრივობას კაცობრიობისაგან გამიჯვნით? უნდა მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლა არის. როგორ შეიძლება რაიმე გარდაქმნა, თუ შენ მას არ ღებულობ? თუ მეთუნე არ აიღებს ხელში თიხას როგორ გამოძერწავს ქოთანს? სამყარო ჩვენს ირგვლივ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენც ხომ არასრულყოფილები ვართ. სრულყოფილი სრულყოფილება ჯერ არ შობილა ქვეყანაზე. უნდა გვესმოდეს ის, რომ სრულყოფილებისაგან კაცობრიობა ჯერ შორსაა, ძალიან შორს. მაგრამ ჩვენც ხომ ამ კაცობრიობის ნაწილი ვართ. როგორ ვაპირებთ ჩვენს და-ძმებზე უარის თქმას, როდესაც სინამდვილეში ისინი ჩვენი სხეულის ნაწილებია? მე არ შემიძლია მოვიგლიჯო ჩემი ხელი, ეს შეუძლებელია. და ამნაირად, როდესაც ჩვენ გასულიერებულად, ერთგულად ვმედიტირებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაცობრიობა ისე, როგორც ჩვენი პირადი, მთლიანად განუყოფელი და ღვიძლი ნაწილი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ კაცობრიობა თავისთან. თუ შეგვიძლია შთავაგონოთ სხვები, თუ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაშინ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ღვთაებრივობას მათში, ვინც ჩვენ მოგვყვება.

ასე რომ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ჰიმალაის გამოქვაბულებში. უნდა მივიღოთ მსოფლიო აქვე და ახლავე. უნდა გარდავქმნათ მსოფლიოს იერი, ჩვენი ერთგულების ძალაზე დაყრდნობით. მედიტაცია - სინამდვილისაგან გაქცევა არ არის. მედიტაცია - ეს არის სიცოცხლის მიღება მთელი თავისი სისავსით, მისი გარდაქმნის განზრახვით, იმისათვის რომ ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ მოიპოვოს აქ ადედამიწაზე უმაღლესი გამოვლინება.

როდესაც ის კონცერტრირდება,
ყველაფერს აქვს მნიშვნელობა:
როდესაც ის მედიტირებს,
არაფერს აქვს მნიშვნელობა
როდესაც ის ჭვრეტს
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ღმერთს.


თუ ვგრძნობთ, რომ კმაყოფილნი ვართ იმით, რასაც ვფლობთ, და იმით, რანიც ვართ, მაშინ ჩვენში არაა მედიტაციის სფეროში შესვლის აუცილებლობა. ჩვენ მივმართავთ მედიტაციას იმიტომ, რომ განვიცდით შინაგან შიმშილს. ვგრძნობთ ჩვენში რაღაც ნათელს, უსაზღვროს, ღვთაებრივს. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს ძალიან, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ამ წამს არ გვაქვს მასთან მისასვლელი გზა. ასე რომ ჩვენი შიმშილი გამოწვეულია სულიერი მოთხოვნილებით.

მედიტაცია არ ნიშნავს უბრალოდ ხუთი-ათი წუთით სიჩუმეში ჯდომას, მედიტაცია ითხოვს შესაბამის ძალისხმევას. გონება უნდა დააწყნარო და უნდა გააჩუმო, მაგრამ ამავდროულად ის ფხიზელი უნდა იყოს და არ უნდა შემოუშვას არანაირი განყენებული აზრები ან სურვილები. როდესაც ჩვენ გავაჩუმებთ და დავაწყნარებთ გონებას, ვიგრძნობთ იმას, თუ როგორ წარმოიშვება ჩვენში ახალი ქმნილება. როდესაც გონება არაფრითაა დაკავებული და მშვიდადაა, მთელი ჩვენი არსება ცარიელ ჭურჭლად იქცევა. ჩვენ შინაგან არსებას შეუძლია მოუხმოს უსაზღვრო სიმშვიდეს, სინათლესა და ნეტარებას ამ ჭურჭელში შესასვლელად და მის შესავსებად. აი ეს არის მედიტაცია.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმას, რომ ეს ჩვენ ვცდილობთ მედიტირებას, მედიტაცია რთული გვეჩვენება. მაგრამ ნამდვილი მედიტაცია ჩვენ მიერ არ სრულდება. მას ასრულებს ჩვენი შინაგანი მესაჭე, უზენაესი, რომელიც გამუდმებით მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით. ჩვენ მხოლოდ ჭურჭელი ვართ. და ჩვენ ვაძლევთ მას უფლებას განგვმსჭვალოს მთელი თავისი ცნობიერებით. ჩვენ ვიწყებთ პირადი ძალისხმევით, მაგრამ საკმარისია ჩავღრმავდეთ - ვხედავთ იმას, რომ ეს არაა ჩვენი ძალისხმევა რაც გვაძლევს ნებას შევიდეთ მედიტაციაში. სწორედ რომ უზენაესი მედიტირებს ჩვენში და ჩვენი გავლით, ჩვენი შეგნებული ნებართვით და თანხმობით.

IPB-ს სურათი


მედიტაციის პრაქტიკა უნდა იყოს სპონტანური, გასულიერებული და სწორი. წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი ეჭვი დაახშობს გონებას, გულში კი შემოიპარება სრული იმედგაცრუება. და, შესაძლოა, თქვენ აღმოაჩინოთ მთელი თქვენი არსება შემწყვდეული პირდაღებული უფსრკულის სიღრმეებში.

მედიტაციისთვის საჭიროა შთაგონება. შთაგონებაში მოგიყვანთ წმინდა წერილები. იმისათვის რომ შეიძინო სასულიერო წიგნი საჭიროა ათი წამი. იმისათვის რომ წაიკითხო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე საათი და იმისათვის, რომ გაიაზრო ეს წიგნი საჭიროა რამოდენიმე წელიწადი. ხოლო იმისათვის, რომ იცხოვრო ჭეშმარიტებით საჭიროა არა მარტო მთელი სიცოცხლე, არამედ რამოდენიმე ინკარნაციაც კი.

მედიტაციისთვის საჭიროა მისწრაფება. სულიერი მასწავლებლის ფიზიკურ ან სულიერ დასწრებას, შეუძლია გააღვიძოს თქვენი მიძინებული მისწრაფება; მას ადვილად შეუძლია ამის გაკეთება და ხალისით გააკეთებს ამას თქვენთვის.

მისწრაფება - აი რა გჭირდებათ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მოგზაურობის მიზანს. თქვენ არ გჭირდებათ შეწუხება თქვენს რეალიზაციაზე. ამაზე იზრუნებს თქვენი მისწრაფება.

თუ თქვენი მასწავლებელი რეალიზებული სულია, მისი მდუმარე, დაჟინებული მზერა გასწავლით მედიტირებას. მასწავლებელმა არ უნდა აგიხსნათ თქვენ, როგორ უნდა მედიტირებდეთ გარეგანი საშუალებების დახმარებით. არ უნდა გაძლევდეთ თქვენ მედიტაციის გარკვეულ ტექნიკას. ის უბრალოდ იმედიტირებს თქვენზე და შინაგანად გასწავლით მედიტირებას. თქვენი სული შევა მის სულში და დაიწყებს მისგან სწავლას. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში.

როდესაც რეალიზებული სულიერი მასწავლებელი შედის თავის უმაღლეს ცნობიერებაში, ის აღწევს მასში მყოფ ღვთაებრივობასთან ერთიანობას. მასში მყოფი ადამიანური ინდივიდუალურობა მთლიანად ერთვის უზენაესს. ამ მომენტში მასწავლებლის ცნობიერება წარმოადგენს პირდაპირ არხს სინათლისაკენ, რომლის აღმოჩენას ცდილობს მომედიტირე ადამიანი თავის გულში. მასწავლებლის ცნობიერება ხსნის და სთავაზობს იმას, რასაც მაძიებელი ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი თავის შინაგან სიღრმეებში. მასწავლებლის უმაღლეს მედიტაციასთან გაიგივება ნიშნავს მიიღო იმ ცნობიერების პირდაპირი განცდა, რომელიც წარმოადგენს ადამიანის შინაგანი ძიების მიზანს. ეს მედიტაცია არა ადამიანის პიროვნებაზეა, არამედ ღვთაებრივ ცნობიერებაზეა მიმართული, რომელიც იყენებს ადამიანს, როგორც თავისი გამოვლენის ინსტრუმენტს.

IPB-ს სურათი


გული - სულის ადგილსამყოფელია, გულში იმყოფება წყარო და რეალობა.

იმის მსგავსად, თუ როგორ ახდენთ კონცენტრირებას რომელიმე საგანზე - პორტრეტზე, ყვავილზე ან ალზე - თქვენ შეგიძლიათ გულზეც კონცენტრირება.

წარმოდგენაც კი შეუძლებელია, თუ რა შეუძლია ქნას კონცენტრაციამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. კონცენტრაცია - ესაა მიზნის მიღწევის ყველაზე საიმედო ხერხი. კონცენტრაცია ისარივით შედის მიზანში.

კონცენტრაცია - ისარია.
მედიტაცია - მშვილდია.



კონცენტრაციისას თქვენ ახდენთ მთელი ენერგიის ფოკუსირებას არჩეულ მოვლენაზე, იმისათვის რომ ამოხსნათ მისი საიდუმლოებანი. მედიტირებისას თქვენ ადიხართ უფრო მაღალ ცნობიერებაში.

კონცენტრაცია ცდილობს ობიექტში შეღწევას, რომლისკენაც ის არის მიმართული. მედიტაცია ცდილობს იცხოვროს მდუმარების უსაზღვრო სივრცეში.

კონცენტრაციისას თქვენ ცდილობთ არჩეული ობიექტის ცნობიერების შემოტანას უშუალოდ თქვენი შეცნობის სფეროში. მედიტირებისას თქვენ ადიხართ საკუთარი შეზღუდული ცნობიერებიდან უფრო მაღალ და უფრო ვრცელ არეში.

თუ თქვენ გსურთ დახვეწოთ საკუთარი შესაძლებლობანი – აკეთეთ კონცენტრირება და თუ გსურთ დაკარგოთ საკუთარი თავი - იმედიტირეთ.

კონცენტრაციის დანიშნულება გზის გაწმენდაა, როდესაც მედიტაციას სურს წავიდეს ან უფრო ღრმად, ან მაღლა ზევით.

კონცენტრაციას სურს დაეუფლოს ცოდნას, რომელზეც ისაა დამიზნებული, მედიტაციას სურს გაიგივდეს ცოდნასთან, რომელსაც ის ეძებს.

* * *

კონცენტრაცია ნიშნავს შინაგან მზადყოფნას და სიფხიზლეს. ყველგან ჩვენს ირგვლივ და ჩვენს შიგნით არიან ქურდები. შიში, ეჭვი, ღელვა და წუხილი - ეს შინაგანი ქურდებია, რომლებიც ცდილობენ მოიპარონ ჩვენგან შინაგანი წონასწორობა და გონების სიმშვიდე. როდესაც ჩვენ ვისწავლით კონცენტრირებას, ამ მტრულ ძალებს გაუჭირდებათ ჩვენში შეღწევა. თუ ჩვენ გონებაში ეჭვები შეაღწევენ, კონცენტრაციის ძალა მათ ნაკუწებად აქცევს. თუ ჩვენ გონებაში შეაღწევს შიში, კონცენტრაციის ძალა მას შორს განდევნის. ახლა ჩვენ ბნელი, გაუსხივოსნებელი, დამანგრეველი აზრების მსხვერპლნი ვართ, მაგრამ დადგება დღე, როდესაც ჩვენი კონცენტრაციის ძალის გამო, მღელვარე აზრებს პირიქით ჩვენი შიში ექნებათ.

კონცენტრაცია - ეს არის გონების დინამიური ნება, რომელიც მოქმედებს ჩვენში, რათა ჩვენ ვღებულობდეთ სინათლეს და უარვყოფდეთ სიბნელეს. ის მსგავსია ჩვენში ღვთაებრივი მეომრისა. შეუძლებელია წარმოდგენაც კი, თუ რა შეუძლია გააკეთოს კონცენტრაციამ ჩვენი მისწრაფების ცხოვრებაში. მას შეუძლია იოლად გამოჰყოს ზეცა ჯოჯოხეთისაგან, რათა ჩვენ შეგვეძლოს ვიცხოვროთ მუდმივ ზეციურ აღტაცებაში, და არა მუდმივ შფოთვებში, შიშებსა და ჯოჯოხეთურ ტანჯვა-წამებაში სანამ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით.

კონცენტრაციისას ჩვენ ვემსგავსებით რაიმეში შემავალ ტყვიას ან მაგნიტს, რომელიც თავისკენ იზიდავს კონცენტრაციის ობიექტს. ამავდროულად ჩვენ არ ვაძლევთ არანაირ აზრს ჩვენს გონებაში შეღწევის უფლებას, იყონ ისინი თუნდ ღვთაებრივნი ან არაღვთიურნი, მიწიერნი ან ზეციურნი, კარგნი ან ცუდნი. კონცენტრაციის დროს გონება უნდა იყოს ფოკუსირებული კონკრეტულ ობიექტზე ან საგანზე. თუ ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ ყვავილის ფურცელზე, მაშინ ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ ჩვენსა და ამ ფურცლის გარდა ამ სამყაროში მეტი არაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიყურებით არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც შიგნით; ჩვენ მხოლოდ ვცდილობთ შევაღწიოთ ამ ობიექტში კონცენტრაციის დახმარებით, შეკრებილს ერთ წერტილში. მაგრამ ეს არაა საგნის შიგნით ჩახედვის ან ობიექტში შეღწევის აგრესიული ხერხი. სავსებით არა! ეს კონცენტრაცია გამომდინარეობს უშუალოდ დაუოკებელი სულის ნების ან ნებისყოფისაგან.

* * *

მე ძალიან ხშირად მესმის მისწრაფებულნი როგორ ამბობენ, რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება ხუთ წუთზე მეტი. ხუთი წუთის შემდეგ მათ ეწყებათ თავის ტკივილი ან მხურვალების შეგრძნება აქვთ თავში. რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მათი კონცენტრაციის ძალა გამომდინარეობს ინტელექტუალური, ანუ, შეიძლება ვთქვათ, დისციპლინირებული გონებისაგან. გონებამ იცის, რომ არ უნდა იხეტიალოს, ამისათვის მას ცოდნა ჰყოფნის, მაგრამ თუ სწორად გამოვიყენებთ გონებას, ნათელი გზით, მაშინ მასში უნდა შევიდეს სულის სინათლე. როდესაც სულის სინათლე შედის გონებაში, საათობით რაიმეზე კონცენტრირება ადვილი ხდება. ამ დროს არ არიან არც აზრები, არც ეჭვები, არც შიშები. თუ გონება სავსეა სულის სინათლით, მასში ვერანაირი ნეგატიური ძალები ვერ შეაღწევენ.

ამგვარად, კონცენტრირების დროს ჩვენ ვცდილობთ შევიგრძნოთ, რომ სულის სინათლე გამოდის გულიდან და მესამე თვალის გასწვრივ მიედინება. შემდეგ ჩვენ ამ სინათლით კონცენტრაციის ობიექტში შევდივართ და მასთან გაიგივებას ვახდენთ. ჩვენი კონცენტრაციის ბოლო ეტაპია ის, რომ აღმოვაჩინოთ ფარული საბოლოო ჭეშმარიტება კონცენტრაციის ობიექტში.

IPB-ს სურათი


კონცენტრირებისას ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას ვახდენთ ერთ კონკრეტულ საგანზე. მაგრამ მედიტირებისას ვგრძნობთ, რომ ღრმად ჩვენში არის შესაძლებლობა ერთდროულად დავინახოთ, ვაკეთოთ და ავითვისოთ ბევრი რამ. მედიტირებისას ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი თავი ფრინველის მიერ ფრთების გაშლის მსგავსად. ჩვენ ვცდილობთ გავაფართოვოთ საკუთარი სასრული ცნობიერება და შევიდეთ უნივერსალურ ცნობიერებაში, სადაც არც შიშია, არც შური, არც ეჭვი, არამედ მხოლოდ სიხარული, სიმშვიდე და ღვთიური ძალაა.

მედიტაცია ნიშნავს შეგნებულ შეზრდას უსასრულობაში. არსებითად რას ვაკეთებთ მედიტაციის დროს? ჩვენ შევდივართ ცარიელ, წყნარ, ჩუმ გონებაში და ვაძლევთ ნებას თვით უსასრულობას გვკვებოს და გვზარდოს.

კონცენტრაციის დახმარებით ჩვენ ვკრებთ თავს ერთ წერტილში, მედიტაციის დახმარებით კი ვაფართოვებთ საკუთარ ცნობიერებას უსაზღვროებამდე და შევდივართ მის ცნობიერებაში. ჭვრეტისას კი ჩვენ შევიზრდებით თვით უსაზღვროებაში და მისი ცნობიერება ხდება ჩვენი საკუთარი. ჭვრეტისას ვიმყოფებით ერთდროულად უღრმეს კონცენტრაციაში და ამასთან ერთად უზენაეს მედიტაციაში. ჭვრეტისას შევიზრდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომელიც დავინახეთ, შევიგრძენით მედიტაციაში და მასთან ერთ მთლიანობად ვიქცევით. როდესაც ჩვენ ვახდენთ კონცენტრაციას ღმერთზე, შეგვიძლია შევიგრძენოთ ღმერთი პირდაპირ ჩვენს წინ ან ჩვენს მახლობლად. როცა ვმედიტირებთ, აუცილებლად ვგრძნობთ ჩვენს შიგნით უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. როდესაც ვჭვრეტთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თვითონ ვართ ღმერთი და რომ ჩვენ თვითონ ვართ უსასრულობაც, მარადიულობაც და უკვდავებაც.

ჭვრეტა ნიშნავს, შეგნებულ ერთიანობას უსასრულო, მარადიულ აბსოლუტთან. აქ შემქმნელი და ქმნილება, მოსიყვარულე და საყვარელი, შემმეცნებელი და შესაცნობი ერთმანეთს ერთვიან. ერთ მომენტში ჩვენ ღვთაებრივი მოსიყვარულენი ვართ და ღმერთი ჩვენი უზენაესი შეყვარებულია. შემდეგ მომენტში ჩვენ ვიცვლით როლებს. ჭვრეტისას ჩვენ ვერთიანდებით შემქმნელთან და ჩვენში მთელ სამყაროს ვხედავთ. ამ დროს, საკუთარ არსებაზე მზერისას, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს, ვხედავთ სინათლის, სიმშვიდისა და ნეტარების გენერატორის მსგავსს რამეს.

თუ ჩვენ ვმედიტირებთ ფორმის არმქონე კონკრეტულ ღვთაებრივ თვისებაზე, როგორებიცაა სინათლე, სიმშვიდე, ნეტარება, ან თუ ჩვენ აბსტრაქტულად ვმედიტირებთ უსასრულობაზე, მარადიულობაზე ან უკვდავებაზე, მაშინ მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობთ ჩვენში მიმავალ ჩქაროსნულ მატარებელს. ჩვენ ვმედიტირებთ სიმშვიდეზე, სინათლეზე ან ნეტარებაზე და ჩქაროსნული მატარებელი ამ დროს შეუჩერებლივ მიჰქრის. ჩვენი გონება ჩუმი და მშვიდია უსასრულობის უსაზღვროებაში, მაგრამ აქ არის მოძრაობა; მიზნისკენ შეუჩერებლივ მიჰქრის მატარებელი. ჩვენ წარმოვიდგენთ მიზანს და მედიტაციას მივყავართ იქამდე.
ჭვრეტაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ჭვრეტაში ჩვენ ვგრძნობთ მთელ სამყაროს და ყველაზე შორეულ მიზანს საკუთარ თავში. როდესაც ჩვენ ვჭვრეტთ, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენში ვიტევთ მთელ სამყაროს მისი უსასრულო სინათლით, სიმშვიდით, ნეტარებითა და ჭეშმარიტებით. არ არის არც აზრები, არც ფორმები, არც იდეები. ჭვრეტისას ყველაფერი ერთიანდება; ყველაფერი ხდება ცნობიერების ერთიანი ნაკადი. ჩვენს უმაღლესს ჭვრეტაში ვგრძნობთ, რომ სხვა არაფერი ვართ, თუ არა თვით ცნობიერება; ჩვენ აბსოლუტთან ერთიანი ვართ. მაგრამ ჩვენს უმაღლეს მედიტაციაში კი დინამიური მოძრაობაა. ეს მოძრაობა არ არის აგრესიული; ჩვენ არავის ვცემთ. სრულებით არა! უბრალოდ ჩვენს ცნობიერებაში სრულდება დინამიური მოძრაობა. მთლიანად ვაცნობიერებთ იმას თუ რა ხდება შინაგან და გარე სამყაროში, მაგრამ ეს ჩვენზე არ მოქმედებს. ჭვრეტისას ჩვენზე ზეგავლენას ვერ ახდენს, თუ რა ხდება გარე და შინაგან სამყაროში. მაგრამ იქ ჩვენ და მთელი ჩვენი არსება ვხდებით განუყრელი ნაწილი იმ სამყაროსი, რომელიც ჩვენში ღრმად არის.

მაშასადამე კონცენტრაციას მოაქვს სიფხიზლის გზავნილი, მედიტაციას მოაქვს უსაზღვრობის გზავნილი, ჭვრეტას კი - განუყოფელი ერთობის გზავნილი. ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას იმიტომ, რომ მიზნის მიღწევა გვსურს. ჩვენ ვმედიტირებთ იმიტომ, რომ გვინდა ვიცხოვროთ მიზნის გულში. ჩვენ ვჭრეტთ იმიტომ, რომ გვინდა მიზნად ვიქცეთ.

ჩვენ ვახდენთ კონცენტრირებას გონების გამასხივოსნებელი ჩაწერტებით. ჩვენ ვმედიტირებთ გულის გამაფართოებელი უსაზღვროებით. ვჭვრეტთ ჩვენი სულის ასრულების მომტანი ერთიანობით.

სულიერი მოგზაურობის დასაწყისში ვგრძნობთ, რომ მედიტაცია მიიღწევა პირადი ძალისხმევით და ოფლის ღვრით. მოგზაურობის ბოლოს კი ვაცნობიერებთ, რომ მედიტაცია ეს ღვთის წყალობაა, მისი უსასრულო შებრალებაა.

ფასი არასდროს ჩანს სამართლიანი. ღმერთის შემეცნებამდე ის გვეჩვენება ძალიან მაღალი. შემეცნების შემდეგ ის ძალიან დაბალია. დამწყებისათვის ზუსტად მედიტაცია არის უმაღლესი რეალობა. მაგრამ როდესაც ის ხდება წინ წაწეული მძებნელი, მან იცის, რომ მედიტაციას მხოლოდ უმაღლესი რეალობისკენ მივყავართ. თუ ადამიანმა დიდხანს იცხოვრა უვიცობაში, თუ მთელი ცხოვრება მას არც ერთი წუთით არ ულოცია, მაშინ მისთვის, ბუნებრივია, მედიტაცია იქნება უზენაესი რეალობა, რომლის მიღწევაც შეუძლია მის ცნობიერებას. მაგრამ იმეცადინებს რა მედიტაციაში რამოდენიმე წელი, მას ესმის, რომ თვით მედიტაცია თავისთავად არ არის უზენაესი რეალობა. უმაღლესი რეალობა ეს ისაა, რასაც ის აღწევს ან რაშიც შეიზრდება, როდესაც მიყვება მედიტაციის გზას.

მოგზაურობა უნდა დავიწყოთ შთაგონებით. ყოველდღე ჩვენს სიღრმეში უნდა ვგრძნობდეთ, რომ იმაში რასაც ჩვენ ვაკეთებთ, შთაგონებაა საჭირო. შთაგონების გარეშე ნამდვილად არაფერი მიიღწევა. შემდეგ უნდა გადადგა მომდევნო ნაბიჯი. შთაგონების შემდეგ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ მისწრაფების საჭიროება. შთაგონება ეს ყველაფერი არაა. იმისათვის რომ მიაღწიო ოქროს, დაინახო ზეზღვრულის ოქროს ნაპირები, საკუთარი თავის მარად გადამლახავი ზეზღვრულისა - უნდა მივისწრაფოდეთ. აი რას ველით ჩვენ მისწრაფებიდან, ამ ჩვენში აღმავალი ალისაგან.

მაგრამ მისწრაფებაც არ კმარა. საჭიროა მედიტირება. მისწრაფება თავის თავში მედიტაციასაც ითავსებს. მედიტირებისას ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ შევდივართ უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში. ეს არ არის ბუნდოვანი ტერმინები, არამედ ჩვენი ნამდვილი მფლობელობაა. ოდესმე ღვთაებრივ სამფლობელოში - უსასრულობაში, მარადიულობასა და უკვდავებაში - შესვლის უფლება დაბადებიდან გვაქვს ბოძებული. შემდეგ, როდესაც მედიტაციაში ჩვენ წინ წავიწევთ, როცა მედიტაცია იწყებს ნაყოფის მოტანას, მაშინ შევდივართ რეალიზაციის სამეფოში. ჩვენ ამ სხეულში, აქ დედამიწაზე შევიცნობთ უზენაეს ჭეშმარიტებას. იმისათვის რომ ღმერთი შევიცნოთ საჭირო არაა სადმე წასვლა. იმისათვის, რომ სულიერ პრაქტიკას მივყვებოდეთ არ არის საჭირო განმარტოვება ჰიმალაის გამოქვაბულში, ან ჩამოჯდომა დათოვლ მთაზე.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   მედიტაცია   Oct 5 2011, 10:51 PM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI ტექნიკა დავ...   Oct 5 2011, 10:55 PM
A.V.M   მანტრა-მედიტაცია ---...   Oct 5 2011, 10:58 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. აბა შენც გელოდ...   Oct 5 2011, 11:02 PM
A.V.M   ნუ,მართლმადიდებლო...   Oct 5 2011, 11:04 PM
ikanosi   როგორ ყველა თემა ვ...   Oct 5 2011, 11:13 PM
A.V.M   რატო ვედებს? ეს თემ...   Oct 5 2011, 11:16 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მივხვდი და იმიტ...   Oct 5 2011, 11:20 PM
A.V.M   მიხვდებოდი აბა... შ...   Oct 5 2011, 11:23 PM
GIORGI LELUASHVILI   [b]განსხვავება ლოცვ...   Oct 5 2011, 11:25 PM
GIORGI LELUASHVILI   შედარებები მაგარი...   Oct 5 2011, 11:51 PM
lasha_k   GIORGI LELUASHVILI შესაძლებე...   Oct 6 2011, 01:48 PM
A.V.M   გიო ვახო როდის შემ...   Oct 6 2011, 07:30 PM
GIORGI LELUASHVILI   lasha_k საერთოდ, მედიტა...   Oct 6 2011, 07:46 PM
A.V.M   რა კაცი დავკარგეთ.....   Oct 6 2011, 08:02 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M იშვიათად შემოვა...   Oct 6 2011, 08:14 PM
karpaki   A.V.M იშვიათად შემოვ...   Oct 6 2011, 08:22 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki ეგ მასალა აქ რო ...   Oct 6 2011, 08:23 PM
karpaki   karpaki ეგ მასალა აქ რო ...   Oct 6 2011, 08:33 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki რა მნიშვნელობა ...   Oct 6 2011, 08:38 PM
karpaki   karpaki რა მნიშვნელობა...   Oct 6 2011, 08:42 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki და ინდუისტი თუ ...   Oct 6 2011, 08:55 PM
karpaki   karpaki და ინდუისტი თუ ...   Oct 6 2011, 09:00 PM
GIORGI LELUASHVILI   karpaki გასაგებია. [color=#CC...   Oct 6 2011, 09:02 PM
karpaki   karpaki გასაგებია. სკყ...   Oct 6 2011, 09:06 PM
A.V.M   ერთადერთი ფორმულა...   Oct 6 2011, 10:26 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ვაჰ, ყოჩაღ შენ, კ...   Oct 6 2011, 10:31 PM
A.V.M   აბა მარტო შენ ხო არ...   Oct 6 2011, 10:38 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M :D :D ხო, გამიკვირდ...   Oct 6 2011, 10:42 PM
NINJA - ნინძა   ყველას მოგესალმებ...   Oct 7 2011, 01:21 PM
GIORGI LELUASHVILI   NINJA - ნინძა მაინც არ ...   Oct 7 2011, 03:10 PM
A.V.M   ვახო რო იცოდე როგო...   Oct 7 2011, 06:17 PM
GIORGI LELUASHVILI   წარმოიდგინეთ, რომ ...   Oct 9 2011, 11:37 PM
.zakaria.   . ჩვენი ფუნქცია ორგ...   Oct 10 2011, 12:39 AM
karpaki   მთელი ცხოვრება ამ ...   Oct 10 2011, 09:27 AM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI ტარგაკოვა გ...   Oct 10 2011, 12:17 AM
A.V.M   ,,ეხლა დღითიდღე სულ ...   Oct 10 2011, 12:49 AM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. "ეძიებდით და ...   Oct 10 2011, 08:38 AM
A.V.M   რამდენჯერ გითხრა ...   Oct 10 2011, 05:24 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M სად პოულობ ჩინმო...   Oct 10 2011, 10:11 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI რთული მისა...   Oct 10 2011, 10:15 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi საიდან უნდა ვიც...   Oct 10 2011, 10:20 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ჰაიტ შე აბდ...   Oct 10 2011, 10:28 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi :D :D არა, არ მოწონ...   Oct 10 2011, 10:37 PM
A.V.M   ორი ამბავი მაქვს,კ...   Oct 10 2011, 11:09 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აქეთ მოგცემ შე კ...   Oct 10 2011, 11:16 PM
A.V.M   ვიცი ეგრე რო იქნებ...   Oct 10 2011, 11:17 PM
GIORGI LELUASHVILI   :კი1: ეს უკვე ბუდისტ...   Oct 10 2011, 11:19 PM
ikanosi   რაცხა ნამეტანი და...   Oct 10 2011, 11:39 PM
A.V.M   ხედავ შვილო? კარგ მ...   Oct 10 2011, 11:43 PM
ikanosi   A.V.M მივხვდი მაგრამ ც...   Oct 10 2011, 11:45 PM
A.V.M   მერე ძლივს შევაკო...   Oct 10 2011, 11:48 PM
GIORGI LELUASHVILI   მუსიკა მედიტაციის...   Oct 12 2011, 04:06 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI გიორგი აღი...   Oct 12 2011, 05:27 PM
A.V.M   გადავცე ანათემას? ...   Oct 12 2011, 05:31 PM
georgios   A.V.M ჯერ არა. :g: აბა მ...   Oct 12 2011, 05:39 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios :არა: ვკაიფობ ხო...   Oct 12 2011, 08:26 PM
A.V.M   თუ მუსიკის დადება...   Oct 12 2011, 10:32 PM
karpaki   თუ მუსიკის დადება...   Oct 12 2011, 11:16 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ხოდა გეტყვიან კ...   Oct 12 2011, 10:55 PM
A.V.M   ეხლაც ლოტოსის პოზ...   Oct 12 2011, 10:56 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M მით-უმეტეს:D   Oct 12 2011, 10:57 PM
A.V.M   აღარა მაქვს ხო საშ...   Oct 12 2011, 11:18 PM
karpaki   აღარა მაქვს ხო საშ...   Oct 12 2011, 11:29 PM
georgios   http://www.youtube.com/watch?v=gtOR-f_aick   Oct 13 2011, 06:39 PM
GIORGI LELUASHVILI   მედიტაციისთვის ძა...   Oct 13 2011, 07:06 PM
GIORGI LELUASHVILI   ეს მათთვის, ვისაც რ...   Oct 14 2011, 08:43 PM
cristiani   იოგა იოგა ინდური ფ...   Oct 18 2011, 07:42 PM
.zakaria.   GIORGI LELUASHVILI როგორ ხარ შ...   Oct 18 2011, 07:54 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. აი ასე:thumbs: იმედ...   Oct 18 2011, 09:56 PM
.zakaria.   .zakaria. აი ასე:thumbs: იმედ...   Oct 19 2011, 12:04 AM
A.V.M   ვინ თქვა ინტერნეტშ...   Oct 18 2011, 11:13 PM
*ana*   ცოდვააო და არ შეიძ...   Nov 1 2011, 03:58 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* თუკი მართლმადიდ...   Nov 1 2011, 04:01 PM
*ana*   GIORGI LELUASHVILI გმადლობ პას...   Nov 1 2011, 04:05 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* ყველაფერი არაა ...   Nov 1 2011, 04:09 PM
*ana*   GIORGI LELUASHVILI ჰოდა, რატომ...   Nov 1 2011, 04:12 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* იმიტომ, რომ მედი...   Nov 1 2011, 04:23 PM
*ana*   GIORGI LELUASHVILI გმადლობ, რო...   Nov 1 2011, 04:39 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* იცი რაშია საქმე? ...   Nov 1 2011, 05:03 PM
*ana*   GIORGI LELUASHVILI აჰა, ახლა გა...   Nov 1 2011, 05:14 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* მაპატიე, უცებ მე...   Nov 1 2011, 05:21 PM
*ana*   GIORGI LELUASHVILI არა რატომ, წ...   Nov 1 2011, 05:26 PM
GIORGI LELUASHVILI   *ana* ჰოდა კარგი იქნე...   Nov 1 2011, 05:30 PM
A.V.M   ჩინმოის წიგნებს ვე...   Nov 3 2011, 09:18 PM
GIORGI LELUASHVILI   ჩინმოის წიგნებს ვ...   Nov 3 2011, 09:22 PM
.zakaria.   ჩინმოის წიგნებს ვ...   Nov 19 2011, 09:33 PM
A.V.M   საიტი მეც ვიცი.(მან...   Nov 3 2011, 09:27 PM
GIORGI LELUASHVILI   საიტი მეც ვიცი.(მან...   Nov 3 2011, 09:31 PM
A.V.M   და რა მიეცი ზაქარ?   Nov 19 2011, 09:34 PM
.zakaria.   და რა მიეცი ზაქარ? ...   Nov 19 2011, 09:40 PM
karpaki   არ მახსოვს, შემიძლ...   Nov 19 2011, 10:05 PM
ნაინა   .zakaria. :)) :rolleyes:   Nov 19 2011, 10:07 PM
Kanishtha-Adhikar   მომწონს ჩინმოი. კა...   Nov 24 2011, 09:42 PM
A.V.M   როგორც ყოველთვის ...   Nov 24 2011, 11:09 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. სადაა ეგ მაღაზ...   Nov 24 2011, 11:11 PM
.zakaria.   .zakaria. სადაა ეგ მაღაზ...   Nov 25 2011, 09:47 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. მანდ იმედია სა...   Nov 25 2011, 09:54 PM
.zakaria.   .zakaria. მანდ იმედია სა...   Nov 25 2011, 09:59 PM
GIORGI LELUASHVILI   .zakaria. მართლა ნამეტა...   Nov 25 2011, 10:02 PM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 05:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი