თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ხელოვნება და კულტურა _ სიქსტის კაპელა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 30 2010, 11:02 PM

არ შემეძლო ამ სიამოვნების თანაზიარი თქვენც არ გამეხადეთ.

http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html
მოცემულ ლინკზე გადასვლით თქვენ შეძლებთ პანორამულ სტილში, დეტალურად დაათვალიეროთ ხელოვნების ეს უკვდავი შედევრი.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 30 2010, 11:47 PM

ციტატა(ikanosi @ Mar 31 2010, 12:02 AM) *

არ შემეძლო ამ სიამოვნების თანაზიარი თქვენც არ გამეხადეთ.

http://www.vatican.va/various/cappelle/sistina_vr/index.html
მოცემულ ლინკზე გადასვლით თქვენ შეძლებთ პანორამულ სტილში, დეტალურად დაათვალიეროთ ხელოვნების ეს უკვდავი შედევრი.


აი რაია ირაკლი ბატონო. მოგწონს მაგი შენე?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 30 2010, 11:51 PM

ციტატა(აბე @ Mar 30 2010, 11:47 PM) *

აი რაია ირაკლი ბატონო. მოგწონს მაგი შენე?

დაათვალიერე ნენა და ნახავ biggrin.gif მიქელანჯელოს კარგად მოუხატავს smile.gif მან წარმოაჩინა ადამიანთა სრულყოფილი სახე ჩემი აზრით...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 31 2010, 12:00 AM

კაი რა ბიძია... ნუ იცი ხოლმე შენებურები... biggrin.gif

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 31 2010, 03:20 AM

ულამაზესია smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 31 2010, 04:02 AM

სიქსტის კაპელაში მხოლოდ საბოლოო განკითხვა და ზემო მხარე არის მიქელანჯელოსი, გვერდები სხვებისაა...
როგორც ხელოვნების ნიმუშია შეუდარებელია, სამწუხაროდ დრო არა მაქვს, თორემ ბევრ საინტერესო რამეს მოგიკვებოდით smile.gif
ისე კი მაქ ირჩევენ რომის პაპებს ეგ გეცოდინებოდათ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 31 2010, 02:57 PM

მეტი არავის მოგეწონათ? mellow.gif
KAIROS
მიდი ნუ დაიზარებ happy.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 31 2010, 03:29 PM

მე ვაღიარებ, რომ შედევრია, მარა რავი... არ მინდა რა ასეთი სილამაზე... ალბათ სუბიექტურია...

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Mar 31 2010, 06:24 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 31 2010, 04:02 AM) *

ისე კი მაქ ირჩევენ რომის პაპებს ეგ გეცოდინებოდათ...

biggrin.gif
ლამაზი რომაა მხოლოდ იმ დამსახურებით?

პოსტის ავტორი: Believer თარიღი: Mar 31 2010, 06:28 PM

აბე

ციტატა
რ მინდა რა ასეთი სილამაზე...



რატომ?

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Mar 31 2010, 06:34 PM

ულამაზესია smile.gif

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 31 2010, 06:37 PM

ციტატა(Believer @ Mar 31 2010, 07:28 PM) *

აბე
რატომ?


არ მსიამოვნებს. მირჩევნია პეიზაჟს ვუყურო. smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Mar 31 2010, 10:33 PM

ikanosi

ციტატა
მეტი არავის მოგეწონათ?

რას ამბობ?!
უნიკალურია!!!!
ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ერთმა ადამიანმა შექმნა (მიქელანჯელოს მოხატულობას ვგულისხმობ)
როგორც მახსოვს 300-მდე ფიგურაა
კაიროსი მართალია, გვერდები სხვადასხვა მხატვრების მიერ არის მოხატულო
რაფაელის შემოქმედებაც არის a075.gif
აბე
დაეშვი მიწაზე kiss1.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Mar 31 2010, 10:37 PM

გამოუშვით ეს თემა ხელოვნების განყოფილებაში და გავაგრძელოთ საუბარი smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 1 2010, 02:22 AM

აბე, მგონია ძალიან რელიგიური სუბიექტურობით უყურებ... როგორ შეიძლება არ მოგეწონოს მსოფლიო განძი სიქსტის კაპელა? შენ რომელიც თავისუფლად უყურებ და ლოცულობ ქაშუეთში გუდიაშვილის ღვთისმშობლის ფრესკის ქვეშ, სიქტის კაპელა "არ მსიამოვნებს" რასა ქვია?
გემოვნება სხვაა, მაგრამ არა მგონია, აქ შენ ხელოვნების რაიმე ხერხებით დაგეწუნებინოს ეს საოცრება, უფრო გეკათოლიკა და მაგათი არაფერი გინდა? smile.gif
ასე არ შეიძლება ჩემო აბე, მაქედან ფანატიზმი იწყება.
აქ მუშაობდნენ აღორძინების ეპოქის და მსოფლიო ფერწერის გენიები:
Pietro Perugino, Sandro Botticelli, Domenico Ghirlandaio, Cosimo Rosselli, Luca Signorelli , Pinturicchio, Piero di Cosimo Bartolomeo della Gatta.
და რათქმაუნდა
Michelangelo Buonarroti
შესაბამისად აშენებულია XV ს.ში, ზომებით ზუსტად იმეორებს სოლომონის ტაძარს 40, 93 სიგრძე და 13,41 სიგანე.
აქ არა მარტო არჩევა ხდებოდა პაპთა, არამედ ზოგჯერ მათი ინტრონიზაცია, ისტორიის მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია.
ხელოვნების მხრივ განუმეორებელი, ასეთ მცირე კაპელაში (მცირე ბაზილიკა) დაეტიოს ამდენი გიგანტის ნაშრომი.
ამ კაპელაში არის ულამაზესი სცენები ძველი აღთქმიდან:
9 სცენა დაბადებიდან, მათ შორის:
5 სცენა ქვეყნის შექმნიდან
ა. ნათელის და ბნელის განყოფა,
ბ. ციურ მნათობთა შექმნა,
გ. წყლისა და მიწის განყოფა,
დ.ადამის შემქნა (საოცრებააა ეგ!)
ე. ევას შექმნა (ესეც გენიალურია!)
ასევე
სხვა სცენები:
შეცოდება ედემში
ნოეს მხვერპლშეწირვა
წარღვნა
ნოეს დათრობა.
ცალკე, ძალიან ძლიერი ხერხებით , შუქჩრდილის საოცარი ოსტატურობით და მახასიათებელი შტრიხების ორიგინალური გამოყოფით არიან გამოხატულნი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და მსაჯულები.
ზაქარია, ეზეკიელი, იერემია,...
შემდეგ გამოსახულნი არიან მაცხოვრის წინაპრები:
იაკობი და იოსები, ელიაზარი და მატტანი და სხვები.
შემდეგ გამოხატულია ძველი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მომენტები, მაგალითად როგორც
დავითისა და გოლიათის შებმა...
მთელ აღმოსავლეთის კედელზე საოცარი და განუმეორებელი საბოლოო განკითხვა, რომელიც სულ სხვა საუბრის თემაა...
ჩრდილო და სამხრეთ კედლებზე კი ერთმანეთის პირდაპირ არის მოსეს
და მაცხოვრის ცხოვრებიდან დეტალები, როგორ განიჭვრიტებოდა მოსეს ცხოვრებაში მაცხოვრის მისია და როგორ აღასრულა იგი მაცხოვარმა.
სულ თავში კი მაცხოვრის აღდგომის ფრესკაა..
ეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები სხვა უდიდესი მხატვრებისაა:
История Христа
Крещение Христа (Перуджино)
Призвание первых апостолов (Гирландайо)
Искушение Христа и очищение прокаженного (Боттичелли)
Нагорная проповедь (Козимо Росселли)
Тайная вечеря (Козимо Росселли)
Вручение ключей апостолу Петру (Перуджино)
История Моисея
Избиение еврейских младенцев в Египте и призвание Моисея (Боттичелли)
Обрезание сына Моисея Елиазара (Перуджино)
Переход через Чермное море (Козимо Росселли)
Дарование заповедей и золотой телец (Козимо Росселли)
Возмущение против законов Моисея (Боттичелли)
Смерть и завещание Моисея (Лука Синьорелли)
...
მოდი ახლა რამოდენიმე დეტალს გაჩვენებთ:
ერთი მოვიყვანოთ მიქელანჯელოდან დეტალი და ერთიც სხვებიდან.

პირველი იყოს გირლანდაოს შესანიშნავი ნახატი,
"მოციქულთა მოწოდება"
სადაც ნახავთ პროსპექტივაში რამოდენიმე სცენას, როგორ მოუწოდებს მაცხოვარი მოწაფეებს და ეს ყველაფერი ულამაზესი ხედების და ფერების გარემოცვაში:

IPB-ს სურათი


და მიქელანჯელოს ევას შექმნას, როგორ შეუხებლად, ფაქიზად და როგორც თოვლიდან ია მზისკენ მიმსწრაფვი ისე მიდის ევა მთელი სხეულით უფლისაკენ:

IPB-ს სურათი

იხელოვნეთ პრეჯუდისის (წინასწარგანწყობის) გარეშე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 1 2010, 09:34 AM

ასეთ დარბაზში ვერ ვილოცებ, ყურადღება გამეფანტება ნახატებისკენ.
მირჩევნია ერთ გამოსახულებას ვუყურო, ან საერთოდ დავხუჭო თვალები biggrin.gif

დასათვალიერებლად კი მართლაც გენიალურია!

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 1 2010, 09:35 AM

ციტატა(KAIROS @ Apr 1 2010, 02:22 AM) *

IPB-ს სურათი

იხელოვნეთ პრეჯუდისის (წინასწარგანწყობის) გარეშე;

კაი ახლა, ევას ტანი კაცისას რომ გავს ჩემს გემოვნებას აღარ აკმაყოფილებს უკვე biggrin.gif

თუ ახლა ქალის მამაკაცურ საწყისზე უნდა გავაგრძელოთ ბაასი? tongue.gif


პ.ს. ისე ადამ და ევას სიშიშვლე კაი რეალიზმითაა ნაკარნახევი, მაგრამ მიქელანჯელოს მგონი ანგელოზი შემოსილი ვერც წარმოედგინა sad.gif
ამდენი ტიტველი ადამიანი ერთ ტილოზე .... კიარადა ფრესკაზე laugh.gif

მეც მომწონს სიქსტის კაპელა მთლიანობაში, მაგრამ ხელოვნების ნიმუშად, მაქ ლოცვითი განწყობის შექმნა მე პირადად არ გამომივა no.gif

ისე კაიროს ჩემს კითვას რატომ არ უპასუხე? sad.gif

ციტატა(Atman @ Apr 1 2010, 09:34 AM) *

ასეთ დარბაზში ვერ ვილოცებ, ყურადღება გამეფანტება ნახატებისკენ.

აა, თვით ათმანიც კი მეთანხმება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 1 2010, 09:38 AM

ციტატა
აა, თვით ათმანიც კი მეთანხმება


იმის გამო კი არა რომ შიშველი გამოსახულებებია. ლამაზი და მრავალფეროვანი როა იმიტომ biggrin.gif

ათმანი არა, ატმანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 1 2010, 09:42 AM

ციტატა(Atman @ Apr 1 2010, 09:38 AM) *

იმის გამო კი არა რომ შიშველი გამოსახულებებია. ლამაზი და მრავალფეროვანი როა იმიტომ biggrin.gif

ათმანი არა, ატმანი biggrin.gif

ატმან მთავარია რომ არცერთს არ გველოცვინება მანდეთ tongue.gif
დანარჩენი უკვე საკმარისად სუბიეტური და ინდივიდუალური მიდგომის თუ სჯის საკითხია

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Apr 1 2010, 09:43 AM

ციტატა(KAIROS @ Apr 1 2010, 03:22 AM) *

აბე, მგონია ძალიან რელიგიური სუბიექტურობით უყურებ... როგორ შეიძლება არ მოგეწონოს მსოფლიო განძი სიქსტის კაპელა? შენ რომელიც თავისუფლად უყურებ და ლოცულობ ქაშუეთში გუდიაშვილის ღვთისმშობლის ფრესკის ქვეშ, სიქტის კაპელა "არ მსიამოვნებს" რასა ქვია?
გემოვნება სხვაა, მაგრამ არა მგონია, აქ შენ ხელოვნების რაიმე ხერხებით დაგეწუნებინოს ეს საოცრება, უფრო გეკათოლიკა და მაგათი არაფერი გინდა? smile.gif
ასე არ შეიძლება ჩემო აბე, მაქედან ფანატიზმი იწყება.


ვერ დაგეთანხმები, სამწუხაროდ...
ჩემთვის ამ შემთხვევაში კათოლიკურობას მართლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს...
უბრალოდ არ მიყვარს ასეთი ხელოვნება...

ვხედავ, რომ უდიდესი ოსტატობაა ჩადებული, ვხედავ გამოსახულების სიღრმეებს, ფერებს... უზარმაზარი ნებისყოფა სჭირდება ამხელა ფართზე ასეთ გულმოდგინე მუშაობას... მაგრამ მე სტილი არ მომწონს. არ მიყვარს სიშიშვლე არა იმიტომ, რომ ცოდვაა და ვნებები შეიძლება აღძრას და ა.შ. რას ლაპარაკობთ, დღეს ისეთ ვნების ჟინის აღმძვრელ გამოსახულებებს ხედავს თანამედროვე ადამიანი ქუჩებში, ტელევიზორში, ყველგან, ამან რა უნდა ქნას ამ კუთხით?! biggrin.gif laugh.gif მიზეზი, რატომაც არ მომწონს ეს სტილი არის ის, რომ არ მამშვიდებს, სიამოვნებას არ მანიჭებს... არ შეიძლება სხვანაირი გემოვნება მქონდეს?!
ჩემი გემოვნება ასეთია, მიყვარს მაგალითად პეიზაჟები...
არ მიყვარს ეს სტილი და მომკალით ეხლა... biggrin.gif

ამის მაგივრად პეიზაჟები რომ იყოს გამოსახული, ისე შევიქმნიდი ლოცვის განწყობას biggrin.gif ჰაერიდან ცეცხლებს ვერ წამოვიყვანდი, მაგრამ ყოველშემთხვევაში განწყობა მოვიდოდა biggrin.gif

რატომ არის აუცილებელი, რომ მიქელანჯელოს გემოვნება მქონდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 1 2010, 09:55 AM

ციტატა(აბე @ Apr 1 2010, 09:43 AM) *

რატომ არის აუცილებელი, რომ მიქელანჯელოს გემოვნება მქონდეს biggrin.gif

ჩემი აზრით, მართალი ხარ yes.gif
მითუმეტეს არ ხარ ვალდებული თავკანტურა დამოკიდებულება იქონიო იმათ გემოვნებაზე ვისაც მსოფლმხედველობრივად ვერ უწყობ ფეხს, უფრო სწორედ, აზრს yes.gif

მე პირადად მომწონს სიქსტის კაპელას შინაარსი, ღრმაა
და არა ფორმა გამოხატვის smile.gif
ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ცხადია yes.gif

პ.ს. ნამეტანი სალოცავი ადგილი კია laugh.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2010, 01:28 PM

ikanosi
biggrin.gif kiss1.gif ძალიან კარგია, მე მესიამოვნა პირადად...

აბე
biggrin.gif kiss1.gif

ეკატო
გეთანხმები 2kiss.gif გამოუშვით ხელოვნების განყოფილებაში smile.gif

KAIROS
კაიროს, რაფაელმაც ხომ მოხატა?
და რა მუსიკაა ფონად დადებული? რაღაც გულს ჩამოჰკრა

ნონა
ისევ თავიდან ვიწყებთ? laugh.gif
კიდევ კარგი ის თემა ჯერ არ დამიხურია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Apr 1 2010, 01:38 PM

ციტატა(ქევანა @ Apr 1 2010, 01:28 PM) *

ნონა
ისევ თავიდან ვიწყებთ? laugh.gif

თავიდან რატომ აქამდე ხომ არ მოგისმენია ჩემი აზრი სიქსტის კაპელაზე tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 1 2010, 01:57 PM

KAIROS

ციტატა
აბე, მგონია ძალიან რელიგიური სუბიექტურობით უყურებ... როგორ შეიძლება არ მოგეწონოს მსოფლიო განძი სიქსტის კაპელა? შენ რომელიც თავისუფლად უყურებ და ლოცულობ ქაშუეთში გუდიაშვილის ღვთისმშობლის ფრესკის ქვეშ, სიქტის კაპელა "არ მსიამოვნებს" რასა ქვია?
გემოვნება სხვაა, მაგრამ არა მგონია, აქ შენ ხელოვნების რაიმე ხერხებით დაგეწუნებინოს ეს საოცრება, უფრო გეკათოლიკა და მაგათი არაფერი გინდა?


იცი რა კაიროს, ვერ დაგეთანხმები. არ მოსწონს და მორცა აგ ბაასი. ბუნება უფრო ამშვიდებს, უფრო ლამაზია მისთვის, მეტი ფერი და მეტი გამოსულება, ასე თვლის და არ მგონია ეს ფანატიზმი იყოს. არ არის საჭირო ყველას ერთნაირი აღქვა გვქონდეს.

გუდიაშვილის ღვთისმშობლის შედარება ამასთან შეუძლებელია. აქ პირადად მე ვერ ვილოცებდი, რადგან აქ მისტიკა ნაკლებადაა, რაც განგაწყობს ლოცვისკენ და მოგწყვიტასვს ამქვეყნიურს. ამდენი კუნთის სხეულის და სილამაზის შემხედვარე, აქვე დარცები და არ მგონია გონება ზეცამდე აიმაღლო.


ხელოვნება არის, უნდა დატკბე, აღფრთოვანდე, შეისწავლო, მაგრამ ილოცოოოოოოოოოოოო?????


ციტატა
სცენა ქვეყნის შექმნიდან
ა. ნათელის და ბნელის განყოფა,
ბ. ციურ მნათობთა შექმნა,
გ. წყლისა და მიწის განყოფა,



ესენი ვერ ვიპოვე

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 1 2010, 02:46 PM

KAIROS
მეც რომ არ მომწონს რავქნათ ახლა ნეტავი? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 1 2010, 02:57 PM

lingvo

ციტატა
მეც რომ არ მომწონს რავქნათ ახლა ნეტავი?


შენ და აბე ძმები ხართ biggrin.gif
ციტატა
2 წევრი: lingvo, აბე



ა, ნახე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2010, 03:07 PM

ikanosi
რა მაინტერესებს, სხვა მსგავსი რამ არ არის? დავუშვსთ ლუვრის ვირტუალური მუზეუმი, ან იტალიის .. და ა.შ.

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Apr 1 2010, 03:29 PM

საოცრებაა პირდაპირ. : )

სიქსტეს კაპელას სალოცავ ადგილად ნამდვილად ვერ აღვიქვამ, მაგრამ თქვენი არ ვიცი, და მე (მხატვრობაში ვერ ვერკვევი) მსიამოვნებს დათვალიერება... : )

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 1 2010, 04:04 PM

ქევანა
no.gif არ მინახავს, რა როცა ვნახავ დავდებ აუცილებლად smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 1 2010, 04:27 PM

ციტატა
სიქსტეს კაპელას სალოცავ ადგილად ნამდვილად ვერ აღვიქვამ, მაგრამ თქვენი არ ვიცი, და მე (მხატვრობაში ვერ ვერკვევი) მსიამოვნებს დათვალიერება... : )

სალოცავი ადგილი მართლმადიდებელისათვის ძნელია და ამას არც არავინ გთხოვთ, თუმცა აქ ხომ ხელოვნების თემაა და ჩვენ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ.
ვისაც მოგვწონს მაშინ გაგვატარეთ, ხოლო ეჭვს იმისა, რომ ვისაც არ მოწონს ის რელიგიური სუბიექტივიზმით იკვებება უფრორე ვიდრე ხელოვნების კრიტერიუმებით, თქვენივე ნებართვით ვინარჩუნებ, თან საკმაოდ საფუძვლიანად ვგონებ, რადგან აქ არამარტო მიქელანჯელოა, რომელიც ხელოვნების აპოთეოზია, არამედ როგორც დაგიწერეთ ფერწერის ყველა ვირტუოზი ლამის, სანამ შემოხვალთ, მანამ არის რაფაელის ოთახები, რომელსაც თუ ისურვებთ დაგიდდებთ, ნუ რათქმაუნდა მლოცველებს არ ვურჩევ შემოსვლას biggrin.gif
და ისევ გიმეორებთ აქ ბოლოჯერ, გაანებეთ ამ "არ მელოცვინება"-თი განსჯას ხელოვნების ნიმუშების, არაფერ შუაშია აქ, აქ ხელოვნებააა...
აქ რომის მესაყდრის არჩევა ხდებოდა იმის გამო, რომ ეს ცალკე კაპელაა, მოშორებული ხალხიდან და შეეძლოთ კვირეებით გაეგრძელებინათ პაპის
არჩევა, ერთხელ სხვათაშორის ვერ მივიდნენ შეთანხმებაზე და როგორც იცით არჩევას ხალხს ატყობინებენ სიქსტის კაპელას გვერდით მდებარე ბუხრის საკვამურიდან, თუ ამოვიდა შავი კვამლი , რომელიც სპეციალური შეფერილობის საწვავის მიხედვით ახდნენ, მაშინ პაპი ისევ არ აურჩევითა
ხოლო თუ არის Fუმატა ბიანკა (ანუ თეთრი კვამლი) , ე.ი. პაპი არჩეულია, ჰოდა ერთხელ დიდხანს გაუგრძელდათ და რომაელებმა საჭმელ-სასმელის მიწოდებაც შეუწყვიტეს ვატიკანის ციხესიმაგრეს, სასწრაფოდ აირჩიეთო biggrin.gif
ქევან, მუსიკაზე რა გითხრა, რადგან სიქსტის კაპელა ერთად და ერთაბაშად არ მოხატულა, მუზეუმებზე კი ზოგიერთზე არის და მსგავსი თემა არის, იკანოსს აჩვენეთ მუზეუმების თემა, მე იქ ათობით მუზეუმის სურათები დავდე ადრე...

მე ვაგრძელებ დეტალების მოყვანას:

ეს ერთიანობაში აღებულია სიქსტის კაპელა:

IPB-ს სურათი


ესეც ოდნავ ზემოდან

IPB-ს სურათი

ესეც ულამაზესი დეტალი (ვისაც არ მოწონს ნუ შეხედავს biggrin.gif)

IPB-ს სურათი

და ეს კი სიქსტის კაპელასთან არაა კავვშირში, მაგრამ დღევანდელ დღეს უკავშირდება, დიდი ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა"

IPB-ს სურათი

იხელოვნეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 1 2010, 04:47 PM

ისე როგორ უნდა მოვკვდე, რომ ეს არ ვნახო biggrin.gif

KAIROS

ციტატა
რაფაელის ოთახები, რომელსაც თუ ისურვებთ დაგიდდებთ, ნუ რათქმაუნდა მლოცველებს არ ვურჩევ შემოსვლას



დაგვიდე და ნუ იყვედრები. არ მოწმონსო ადამიანმა ტქვა და ვააააააააააააააა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 1 2010, 04:52 PM

ციტატა
რ მოწმონსო ადამიანმა ტქვა

დარჩეს მერე გარეთ biggrin.gif ეჰ, ისე ეჰ... (აღარ გავაგრძელებ)...

ისე კი იმხელა ისტორიაა ამ ყველაფერში, ისეთი დიდი ტექნიკა, ისე მაღალი ხელოვნება, რომ ამის მტკიცება რომ მიწევს, უკვე სავალალოა... მითუმეტეს "რელიგიური" მოტივებით.

მაშ ასე, სიქსტის კაპელა, ვატიკანის მუზეუმის ბოლო პუნქტია, სანამ იქ მიხვალ უამრავი რამ უნდა ნახო, ეგვიპტე, საბერძნეთი, რომი, კლასიკური პერიოდი და ა.შ. აი ზუსტად წინა ოთახებია რაფაელის ოთახები, აი მათგან ერთერთი, ალბათ ერთი 30ჯერ მაინც ვიქნები ნამყოფი შიგნით, მაგრამ 30ჯერვე სუნთქვა შემეკრა...

ეს ოთახის საერთო ხედი

IPB-ს სურათი

და ეს გენიალური "Stanza di Costantino Battaglia di Ponte Milvio" ანუ კონსტანტინე დიდის სახელობის ოთახი, ხიდ მილვიოსთან ბრძოლა (ანუ ის სადაც მოხდა ჩვენება ჯვრისა, "ამით სძლო")

IPB-ს სურათი

გავედი ახლა...

იხელოვნეთ უფრო გახსნილად;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 1 2010, 04:54 PM

KAIROS


შემოსკაიპდი

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 4 2010, 07:54 PM

KAIROS
გააგრძელე რა....

ან ვინმემ დაწერეთ რატომ შეიქმნა რისთვის, როგორ, მოკლე ისტორია და მნიშვნელოვანი რაცაა ის დაწერეთ

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 4 2010, 08:22 PM

ამ თემაში რამდენჯერაც შემოვედი, იმდენჯერვე თავიდან დავიწყე დათვალიერება და ამ საოცრებაზე უფრო და უფრო მეტად შეყვარებული გავდივარ აქედან biggrin.gif
მსიამოვნებს ეს თემა wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 4 2010, 08:24 PM

ეკატო
ჩემი ლინკი თუ ნახე biggrin.gif პირი ღია დამატოვებინა თავიდან biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 4 2010, 08:32 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 4 2010, 08:24 PM) *

ეკატო
ჩემი ლინკი თუ ნახე biggrin.gif პირი ღია დამატოვებინა თავიდან biggrin.gif biggrin.gif

მაგას როგორ არ ვნახავდი rolleyes.gif
სათითაოდ ფრაგმენტები კი მქონდა ნანახი, მარა მთლიანობაში ამ ყველაფრის ერთიანად ნახვა მართლა ძალიან შთამბეჭდავია wub.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 4 2010, 08:35 PM

ხოდა კომპეტენტურ და გარკვეულ ხალხს ვთხოვ (მოვითხოვ biggrin.gif ) გააგრძელონ ეს თემა და გაგვიზიარონ ინფორმაცია

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 4 2010, 08:49 PM

მეც ვთხოვ კომპეტენტურ ხალხს, ეს თემა ხელვონების განყოფილებაში მომგვარონ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 5 2010, 02:41 AM

გადაიტანეთ თემა ხელოვნებაში, მერე დავგეგმოთ საიდან და რაზე დავიწყოთ საუბარი და არ დაგზარდებით smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 6 2010, 04:20 PM

ნუ, ეს მართალია სიქსტის კაპელას არ ეხება, მაგრამ ლოცვაო, განწყობაო და რა მინდა გკითხოთ :D

გვადალუპეს ღვთისმშობლის წინ ილოცებდით?

შეგახსენებთ, გვადალუპეს ღვთისმშობელი კათოლიკური ხატია, სასწაულთმოქმედი და მექსიკის მთავარი სიწმინდე :)

ინFო: http://en.wikipedia.org/wiki/Our_Lady_of_Guadalupe
თვითონ ხატი: http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/2c/Virgen_de_guadalupe1.jpg

აი მე კი ვილოცებდი, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურია :)

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 6 2010, 04:22 PM

ქევანა

უცნაური შეკითხვაა ჩემმა მზემ


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 12 2010, 01:08 AM

gio.gif gio.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Apr 12 2010, 01:55 AM


იქნებ მამა ანდრიასთვის გეკითხათ.


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 12 2010, 02:38 AM

კითხვა დავსვი იმიტომ რომ აგერ ნონას ფრაზა მომხვდა თვალთ biggrin.gif

ციტატა
მეც მომწონს სიქსტის კაპელა მთლიანობაში, მაგრამ ხელოვნების ნიმუშად, მაქ ლოცვითი განწყობის შექმნა მე პირადად არ გამომივა


ხოდა, ჩვეულებრივი კითხვა გამიჩნდა, რომ იყოს ჩვენ წინ არა სიქსტის კაპელის მოხატულობა, არამედ გვადალუპეს ღვთისმშობელი, გაჩნდებოდა თუ არა ლოცვითი განწყობა? (მიუხედავად იმისა, რომ ხატი კათოლიკურია)

რა მარტივი კითხვაა და როგორ გიჭირთ პასუხის გაცემა cool.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 12 2010, 02:51 AM

ქევან,
მასე არაა ნამდვილად შენ რომ წერ, პირველ რიგში ეგ არის მცდელობა დავუბრუნდეთ იმ კამათს, რომელზეც ამ თემაში უარი ვთქვით, და გადავიტანეთ სიქსტის კაპელა ხელოვნების თემაში, იქნებ აჯობებდეს შევეშვათ ამ უშედეგო კამათებს და ხელოვნების მხრივ ვისაუბროთ?
მეორეც, ლოცვითი განწყობილება პირადი მდგომარეობაა და მისი განზოგადება არ შეიძლება, ვინმე შეიძლება მზის სხივმა მოიყვანოს ლოცვის ხასიათზე და ვინმეს შეიძლება ათონის მთამაც არ უშველოს, თორემ სხვაგვარად როგორ შეიძლება თავი არ მოხარო, თუნდაც სიქსტის კაპელაში დახატულ წმიდა ბართლომეს ძალიან რეალური სახის წინაშე, რომელსაც ხელში საკუთარი ტყავი უკავია, როგორც სახე მისი მოწამეობრივი აღსასრულისა?
არ გვინდა ეს გზა, ხელოვნებაზე ვისაუბროთ.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 12 2010, 03:05 AM

KAIROS
კარგი sad.gif ვაღიარებ ინტრიგულად გამომივიდა :|

უბრალოდ მაინტერესებდა კათოლიკურობის ფაქტორი უშლით ხელს თუ გამოსახულების სტილი biggrin.gif

მოკლედ, დავუბრუნდეთ კაპელას : )
http://www.radikal.ru

***

სიქსტის კაპელის ერთი კედელი 1481-1483 წლებში მოხატა ბოტიჩელიმ.

ხოდა, რადგან ნანახი არ მქონდა, გადავწყვიტე მომეძებნა.
ამოაგდო ეს:
http://nearyou.ru/0Sistina/wall/bottic/mkor.jpg

Наказание Кореа
Сандро Боттичелли (1455-1510)
1481-82г. фреска, 348,5 x 570 см
Сикстинская капелла,Ватикан

რა ლამაზი ფერებია, ფორმები. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 12 2010, 03:25 AM

ციტატა
კარგი ვაღიარებ ინტრიგულად გამომივიდა :|

kiss1.gif
ამიტომ მიყვარხარ smile.gif
ახლა ერთ უცნაურ და საინტერესო ფაქტს მოგიყვებით, რასაც დავწერ არის მხოლოდ ვარაუდი, მაგრამ საკმაოდ მყარი .

ახლა გაჩვენებთ ზემოთ რომ ვახსენე , წმიდა ბართლომეს სიქსტის კაპელის უკანასკნელი სამსჯავროდან.

გარდა იმისა, რომ ულამაზესია მისი სახე, მოძრაობა, ფერები; ასევე არის ერთი უცნაური მომენტი, წმიდა ბართლომეს ხელში უკავია დანა, რითაც
იქნა ნაწამები და იგი ფაქტიურად გაატყავეს, ამიტომაც მარცხენა ხელში საკუთარი ტყავი უკავია, როგორც სიმბოლო რაღაც ახალი დაბადებისა ცათა სასუფეველში, მაგრამ იმ ტყავზე სჩანს, რომ წმიდა ბართლომეს სახე სხვაა...
ანუ თუ სასუფეველში მყოფი წმ. ბართლომე მთლიანად მელოტია, ტყავზე მას თმები აქვს...

IPB-ს სურათი

მაგრამ ეს უცნაურობა აქ არ დამთავრებულა... როგორც ზოგიერთმა დაკვირვებულმა მეცნიერმა შენიშნა, ტყავზე გამოხატული წმ. ბართლომეს სახე ძალიან გავს... თავად მიქელანჯელოს სახეს!

დაუკვირდით:

IPB-ს სურათი

და ეს მიქელანჯელოა:

IPB-ს სურათი

რატომ ინება მიქელანჯელომ ძველ ბართლომეში საკუთარი თავი გამოეხატა, არ ვიცით.

გენიალურია!

კაიროსი!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 14 2010, 06:00 PM

KAIROS
კი ეგ მეც ეგრე მასწავლეს smile.gif და როგორც ჩანსო, თავმდაბლობის ნიშნად, როგორც ცოდვილი, თავისი თავი ასე გამოსახაო, ასეთი მოსაზრება ვიცი მე და სხვას თუ სხვანაირად გაუგია, საინტერესო იქნება, გვითხრას smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 30 2010, 12:02 AM

ნუ ჩააგდებთ თემებს...გამოვცოცხლდით ცოტა

პოსტის ავტორი: mata თარიღი: May 21 2010, 10:31 PM

რაც კარგია კარგია

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: Jun 9 2010, 11:55 PM

სიქსტის თუ სიქსტინის?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 10 2010, 05:12 PM

ციტატა
სიქსტის

ასეა სწორი, პაპის სახელიდან მოდის, რადგან აშენდა პაპ
სიქსტუს IV-ის მითითებებით.

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: Jun 10 2010, 07:12 PM

KAIROS გასაგებლარია smile.gif

ციტატა(ქევანა @ Apr 12 2010, 02:38 AM) *

კითხვა დავსვი იმიტომ რომ აგერ ნონას ფრაზა მომხვდა თვალთ biggrin.gif
ხოდა, ჩვეულებრივი კითხვა გამიჩნდა, რომ იყოს ჩვენ წინ არა სიქსტის კაპელის მოხატულობა, არამედ გვადალუპეს ღვთისმშობელი, გაჩნდებოდა თუ არა ლოცვითი განწყობა? (მიუხედავად იმისა, რომ ხატი კათოლიკურია)

რა მარტივი კითხვაა და როგორ გიჭირთ პასუხის გაცემა cool.gif

არა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)