IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შევიდე სახლსა შენსა...
Irine
პოსტი Aug 20 2006, 06:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63




ტაძარში შესვლისას

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   შევიდე სახლსა შენსა...   Aug 20 2006, 06:30 PM
mnate   ერთს დავამატებ :) კმ...   Aug 20 2006, 07:45 PM
mnate   ხო ესაა, მეც კარგა ...   Aug 20 2006, 10:48 PM
solomony   მეც დავამატებ მაში...   Aug 20 2006, 10:50 PM
mnate   კიდევ ერთი, ზოგიერ...   Aug 20 2006, 10:52 PM
Irine   -" ანთებული სანთლ...   Aug 21 2006, 08:18 AM
iako   იმ რუსულ ეკლესიაში...   Sep 1 2006, 09:47 PM
mnate   არა რა ხდება იცი :) ...   Sep 1 2006, 09:50 PM
anastasia   ჩვენს ტაძარში მამა...   Oct 21 2006, 07:52 PM
mnate   ყველგან ასეა, ამ დ...   Oct 21 2006, 07:53 PM
anastasia   შენ ამბობ ამბიონზე...   Oct 21 2006, 08:00 PM
mnate   აა ახლა მივხვიდ :) ე...   Oct 21 2006, 08:05 PM
anastasia   :):)ხო... ალბათ:)ისე საკ...   Oct 21 2006, 08:11 PM
Solomonia   :):)ხო... ალბათ:)ისე სა...   Oct 21 2006, 08:49 PM
მხევალი ნინო   სხვათა შორის ტაძრ...   Jan 15 2007, 07:54 PM
marine   „შეუძლებელია გული...   Oct 22 2014, 04:10 PM
marine   „ჩვენი ქცევა ტაძარ...   Oct 30 2014, 01:49 PM
marine   "თუ ტაძარში სივიწ...   Oct 31 2014, 01:12 PM
marine   „სახლსა შენსა შუენ...   Nov 1 2014, 08:56 PM
marine   „თუ ადამიანს ცოცხა...   Nov 4 2014, 05:40 PM
marine   "ეკლესია არის უკვ...   Nov 18 2014, 04:23 PM
marine   "იცით რა არის ეკლ...   Nov 18 2014, 06:55 PM
marine   „დედამიწაზე უამრა...   Nov 26 2014, 05:51 PM
marine   "ეკლესიას უწოდებ...   Dec 9 2014, 07:26 PM
marine   ტაძარში "ღმერთთა...   Dec 20 2014, 09:40 PM
marine   "ამქვეყნიურ ეკლე...   Dec 23 2014, 07:40 PM
marine   "წმინდა გრიგოლ მც...   Dec 23 2014, 07:54 PM
marine   "სულიერი განადგუ...   Dec 24 2014, 01:41 PM
marine   "ეკლესიის არსს მხ...   Dec 25 2014, 06:22 PM
marine   "მართლმადიდებელ...   Dec 28 2014, 05:02 PM
marine   "გიყვარდეს ღვთის ...   Dec 29 2014, 11:08 AM
marine   "უფალი ცხოვრობს ე...   Feb 3 2015, 11:17 PM
vaso92   marine უფალი ყველა მორ...   Feb 9 2015, 05:52 PM
marine   "ქრისტიანი რომ და...   Feb 10 2015, 05:15 PM
marine   "...სადაც განუწყვე...   Mar 18 2015, 11:09 PM
marine   "ეკლესია სიყვარუ...   Apr 24 2015, 10:19 PM
marine   "ღმერთს რწმენით ყ...   Apr 29 2015, 02:50 PM
marine   “ერთხელ ვკითხეთ [წ...   Apr 29 2015, 03:23 PM
marine   "умный человек приходит ...   May 3 2015, 10:34 PM
marine   "ტაძარში ღვთისმო...   May 12 2015, 03:59 PM
marine   "ეკლესია ყოველთვ...   May 20 2015, 08:38 PM
marine   "ტაძარი არ არის ი...   May 21 2015, 01:03 PM
marine   "თუ გსურს, რომ საყ...   May 21 2015, 03:34 PM
marine   "ეკლესია არის ერთ...   May 24 2015, 07:20 PM
marine   "ეკლესიაში დუმილ...   Jun 19 2015, 10:30 PM
marine   "ეკლესიაში შესვლ...   Jun 25 2015, 10:20 PM
marine   "მონასტერშიც რომ ...   Aug 6 2015, 07:18 PM
marine   "Церковь – это корабль. К...   Aug 31 2015, 07:33 PM
marine   ✞ ქრისტეს მთელი ეკ...   Sep 6 2015, 07:15 PM
marine   "თუ მე გამოვასწორ...   Sep 22 2015, 09:57 PM
marine   "საკურთხეველი შე...   Sep 25 2015, 10:54 AM
marine   "ღვთის მადლი რომ ...   Sep 27 2015, 07:46 PM
marine   "სამეუფო კარი იმი...   Sep 27 2015, 08:06 PM
marine   "ზოგი ხანდახან შე...   Oct 14 2015, 05:52 PM
marine   "... რომ ელოცათ და ტ...   Oct 26 2015, 01:37 PM
marine   "ტაძარში მისვლას ...   Oct 26 2015, 09:58 PM
marine   "კვირადღე ქრისტი...   Oct 27 2015, 02:10 PM
marine   "ღმერთი და ადამია...   Nov 3 2015, 09:27 PM
marine   "სოფელში ტაძრის ზ...   Nov 8 2015, 10:39 PM
marine   "ტაძარი გამუდმებ...   Nov 16 2015, 08:17 PM
marine   "ტაძარი გაცილები...   Nov 25 2015, 10:21 PM
marine   "იქიდან გამომიყვ...   Nov 25 2015, 10:47 PM
marine   "ტაძარში მობილურ ...   Dec 2 2015, 11:29 AM
marine   "უფლისაა მთელი დე...   Jan 15 2016, 11:05 PM
marine   "ტაძარში ღვთისმო...   Jan 26 2016, 10:53 PM
marine   "ზოგჯერ, როცა ტაძ...   Feb 20 2016, 12:20 PM
marine   "ეკლესიაში ნუ იფი...   Feb 21 2016, 09:09 PM
marine   "ქრისტეს სხეული, ...   Feb 29 2016, 11:11 AM
marine   "ეკლესია არის ზეჰ...   Mar 11 2016, 12:08 PM
marine   "როდესაც შენ ტაძა...   Mar 11 2016, 10:21 PM
marine   "ყველას "ძლიერთ...   Mar 24 2016, 11:04 AM
marine   "უფალი, მადლი საკ...   Apr 1 2016, 08:41 PM
marine   "ღმერთმა მოგცეთ ს...   Apr 5 2016, 02:44 PM
marine   "მტვერი იქ უნდა გ...   Apr 14 2016, 12:21 PM
marine   „გახსოვდეს, ყოველთ...   Apr 14 2016, 12:34 PM
marine   "გიყვარდეს ღვთის ...   Apr 24 2016, 06:20 PM
marine   "როცა ადამიანი უყ...   Apr 24 2016, 10:57 PM
marine   "ტაძარი გულის შემ...   Apr 27 2016, 07:28 PM
marine   "უსამართლობაა ეკ...   May 6 2016, 02:51 PM
marine   "ეკლესიაში თითოე...   May 23 2016, 02:50 PM
marine   "ეკლესია არაფერს ...   Jul 3 2016, 02:03 PM
marine   "ეკლესიის გარეთ ე...   Jul 3 2016, 09:09 PM
marine   "ქადაგების მოსმე...   Jul 23 2016, 08:19 PM
marine   "ტაძარში საოცრად ...   Jul 23 2016, 08:46 PM
marine   "კეთილმოეწყო ტაძ...   Jul 27 2016, 03:19 PM
marine   "აღსავლის კარი ორ...   Aug 21 2016, 01:58 PM
marine   "სამკვეთლოს ტრაპ...   Aug 21 2016, 02:20 PM
marine   "ამბა ლეონტიმ მოგ...   Aug 24 2016, 10:31 AM
marine   "ნათქვამია, როდეს...   Sep 7 2016, 10:18 PM
marine   "დედაეკლესიას უდ...   Sep 19 2016, 09:07 PM
marine   "რა შორს დავეხეტე...   Oct 9 2016, 11:01 PM
marine   "ძნელად დავეხსენ...   Oct 10 2016, 08:12 PM
marine   "ტაძარში ანგელოზ...   Oct 26 2016, 09:40 PM
marine   "ის [წმ. იოანე ოქრო...   Oct 27 2016, 11:29 PM
marine   "სვანური ტრადიცი...   Nov 4 2016, 08:29 PM
marine   "შესაძლოა ბრძოლი...   Nov 28 2016, 01:32 PM
marine   "წმინდა იოანე ოქრ...   Nov 28 2016, 01:56 PM
marine   "ეკლესია მებრძოლ...   Dec 2 2016, 01:44 PM
marine   "წმინდა ნონა ქმრი...   Dec 6 2016, 02:33 PM
marine   "თურმე ჩემს დიდ ბ...   Dec 8 2016, 10:59 AM
4 გვერდი V  1 2 3 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი