IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ჯვარცმული ავაზაკებისათვის
ვეშაპო
პოსტი Dec 5 2006, 11:53 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



მაკურთხე მამაო.

მაინტერესებს, თუ რატომ არის სხვადასხვა სახარებებში ეს ეპიზოდი სხვადასხვანაირად.

მათეს სახარებაში წერია, რომ - მასთან (იესოსთან) ჯვარცმული ავაზაკებიც ასევე ლანძღავდნენ მას.

მარკოზის სახარებაში წერია, რომ - მასთან (იესოსთან) ჯვარცმულებიც ლანძღავდნენ მას.

ლუკას სახარებაში წერია, რომ - ერთმა ავაზაკმა იესო აღიარა.

იოანეს სახარებაში ამ ეპიზოდზე საერთოდ არაფერი არ წერია (ვგულისხმობ, ჯვარცმული ავაზაკების მიერ ან ლანძღვაზე, ან ერთერთის მიერ იესოს აღიარებაზე).

რატომ ეწინააღმდეგება მათეს და მარკოზის სახარებები ლუკას სახარებას და რატომ დუმს ამაზე იოანეს სახარება?

და კიდევ ერთი რამ:
როდესაც ავაზაკმა აღიარა მაცხოვარი, იესო შეპირდა მას, რომ იმ დღესვე იგი (ავაზაკი) მასთან (იესოსთან) ერთად იქნებოდა სამოთხეში.
ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ავაზაკი აღდგომამდე შევიდა სასუფეველში?

წინასწარ გიხდით მადლობას.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 13 2006, 02:06 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სახარებებში მართლაც არის ადგილები, რომლებიც ერთის შეხედვით შეიძლება ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოგვეჩვენოს. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი მიახლოებისას. სინამდვილეში კი მახარებლები ავსებენ ერთმანეთის მონათხრობს. მსგავსად ხდება ავაზაკის მიერ მაცხოვრის აღიარების მოთხრობისას. წმიდა თეოფილაქტე ბულგარული გვაუწყებს, რომ დასაწყისში ორივე ავაზაკი გმობდა. შემდეგ კი მათ ესმათ, თუ როგორ ბრძანა მაცხოვარმა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან" (ლკ. 23,34). ამ სიტყვების მადლმოსილებამ მოალბო ერთ–ერთი ავაზაკის გული და სინანულად მოიყვანა. სწორედ მაშინ სთქვა ავაზაკმა: ”მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლკ. 23,42). ლუკა მეტი დაწვრილებით ყვება ამ ამბავს მათე და მარკოზ მახარებლებთან შედარებით. ზოგიერთი განმმარტებელი იმასაც ამბობს, რომ მათეს და მარკოზს არ შეეძლოთ ახლოს მისვლა ჯვართან. მათე იყო ერთ–ერთი ათორმეტთაგანი, მარკოზი კი არის ის ჭაბუკი, რომელიც გეთსიმანიის ბაღში შიშველი გაექცა შემპყრობლებს, შეატოვა რა მათ არდაგი, და ბუნებრივია, მათთვის ჯვართან გამოჩენა სახიფათო იყო. ამიტომ ის დაწერეს, რაც ესმათო. ავაზაკის მიერ აღიარებამ შეცვალა მისთვის ჯვრის მნიშვნელობა და ამიერითგან ჯვარი მისთვის არა დასჯის, არამედ გადარჩენის იარაღად აქცია. უფალმა ასეთი სიტყვებით უპასუხა ავაზაკის რწმენას: "ამენ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა". შევნიშნოთ, რომ ბრძანებს "სამოთხესა" და არა "სასუფეველსა". წმიდა თეოფილაქტეს მოჰყავს განმმარტებელთა მოსაზრება, რომ სამოთხე და სასუფეველი არ არის ერთი და იგივე. სასუფეველზე წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ იგი "თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (1კორ. 2,9), ხოლო სამოთხეში ადამი მკვიდრობდა და იცოდა იგი. წმიდა თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვით, სამოთხე არის სულიერი შვების, სრული ნეტარების წინაგანცდის ადგილი, და ამდენად უკვე არის სიხარული. შეიძლება უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, რომ უფალი იმავე დღეს, ანუ აღდგომამდე პირდება სამოთხეში შეყვანას. ამასაც აქვს ახსნა. ჯვარზე ადამიანები რამოდენიმე დღე ეკიდნენ. უფალი კი ამცნებს ავაზაკყოფილს, რომ მისი მიწიერი ტანჯვა იმავე დღეს დასრულდება. ღმერთკაცის ჯოჯოხეთში ჩასვლამ ცხოვნების ხიხარულით ახარა მასში მყოფ მართალთა სულებს. ამიერიდან ბოროტი მხოლოდ მათზე მძლავრობს, ვინც ურწმუნოებითა და უნანებლობით უარყოფენ ღმრთის მაცხოვარებას. ცხადია, ავაზაკს არ მოუწია ჯოჯოხეთის საშინელების განცდა, რადგან ის მაცხოვართან – მარადიულ ნათელთან და ცხოვრების წყაროსთან იმყოფებოდა.

ორი ავაზაკი არის სახე სჯულისმპყრობელი ებრაელებისა და უსჯულო წარმართებისა. წარმართობამ, იხილა რა მაცხოვრის სწავლების და სასწაულების მადლმოსილება, მოიქცა და შეუდგა უფალს, თუმცა მანამდე ჯვარსაცვა და გმობდა. იუდეველთა გული კი ვერაფერმა მოალბო და წარწყმედის ძეებად გამოაჩინა.

წმიდა იოანე ღმრთისმეტყელი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც გამორჩა სხვა სამ მახარებელს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მასთან არ ვხვდებით ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც არის სინოპტიკურ სახარებებში. აი, რას ბრძანებს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვინაჲთგან სამთა მათ მახარებელთა მოსწრაფებაჲ დადვეს ქრისტეს განკაცებისათჳს თქუმად და ქუეყანასა ზედა ქცევისა მისისა საქმენი აღწერნეს, რაოდენ ეძლო, და ღმრთეებისათჳს არარაჲ დიდად თქუეს, უბრძანა ქრისტემან მოწაფესა მას საყუარელსა ღმრთისმეტყუელებისა აღწერად და მის მიზეზისათჳს ყო დაწყებაჲ სიტყჳსა თჳსისაჲ, და ესე საცნაურ არს მისისა მის სახარებისაგან, რამეთუ არა განკაცენისაგან იწყო სიტყუად, ვითარცა სხუათა მათ, არამედ ღმრთისმეტყუელებისაგან, რომლისათჳსცა აღწერა ყოველივე. რამეთუ არა დაწყებასა ოდენ, არამედ ყოველსავე სახარებასა შინა მისსა უმეტესი სიტყუაჲ ღმრთისმეტყუელება არს და უმაღლესი სხუათა მათ თქუმულისაჲ".


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Dec 13 2006, 10:43 AM
პოსტი #3


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დიდი მადლობა მამაო!
ღმერთმა გაგახაროთ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th December 2019 - 07:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი