IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

35 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> კონსტიტუციური მონარქია, პატრიარქის საკვირაო ქადაგება
გიორგი
პოსტი Oct 8 2007, 03:03 PM
პოსტი #41


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(ნიანია @ Oct 8 2007, 02:51 PM) *

შენ ეხლა ნუ აურია ერთმანეთში ჩვენი სურვილები

ნუ ფაქტია, რომ მე მონარქიის მომხრე ვარ და შენ არა. smile.gif



ციტატა(მაკუნა @ Oct 8 2007, 02:51 PM) *

მე საპეზიდენტო მონარქია უფრო მომწონს tongue.gif

ამგვარი წყობა მარტო საქართველოში შეიძლება იყოს. biggrin.gif


"საპრეზიდენტო მონარქია"

ინგ. -----> Presidential Monarchy

Niania©copyright

All rights reserved

ტერმინის გამოყენება უხეშად არღვევს ინტელექტუალური სამართლით გათვალისწინებულ საავტორო უფლებებს. ტერმინის გამოყენებისათვის მიმართეთ ნიანიას და გადაუხადეთ მოთხოვნილი თანხა. laugh.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Oct 8 2007, 03:03 PM
პოსტი #42


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
ჩვენი სურვილები


ჩვენში შენ არ მიგულისმიხარ მე და ჩემი აზრის მოზიარეები ვიგულისხმე


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Oct 8 2007, 03:05 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანონისტი
ციტატა
ფაქტია, რომ ვერ ვირგებთ. პირველკაცობის მანია ღუპავს ქვეყანას. პრემიერ-მინისტრი კი მონარქიაში, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ის მაინც მეორე კაცია და რაც მთავარია, ერთპიროვნულად არ არის არჩეული.

ტყუილი, ტყუილი პირში პაპიროზი. smile.gif
მაკუნა
ციტატა
რა ვიცი არ მგონია ჩვენი პატრიარქის ქადაგება "ილუზიებზე" და "სიზმრებზე" იყოს დაფუძნებული

რატომ?

გიორგი
ციტატა
მირონცხებული მეფის სათავეში ყოლა უფრო მოქნილად ჯდება ქრისტეანული სახელმწიფოს მოწყობაში და მონარქის პიროვნება უფრო დაახლოვებს ეკლესიას, სახელმწიფოს და საზოგადოების მასას ერთმანეთთან.

რაც ყოვლად მიუღებელია. სახელმწიფო უნდა იყოს საერო და ეკლესიას მაქსიმალურად დაშორებული.
ციტატა
შემცირდება "პირველკაცობისთვის" ბრძოლა, რადგან გარეგნულად (და შესაძლოა ნაწილობრივ პოლიტიკურადაც) სახელმწიფოს პირველი პირი მონარქი იქნება, პარლამენტში კი მეტ-ნაკლებად ყველა თანაბარი გავლენისაა, არც ერთპიროვნული მმართველი იარსებებს და გაუთავებელი ქიშპი დაიკლებს.

პრეზიდენტის პოსტს შეცვლის პრემიერ-მინისტრის პოსტი. შესაბამისად არანაირი ბრძოლა არ მოიკლებს და არც უნდა მოიკლოს. სახელმწიფოს მართვის უფლებისთვის ბრძოლა ნორმალური მოვლენაა და ნორმალური არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებული როგორც წესი მართვის უნარის მქონე პიროვნებაა და არა გვარის გამო გამმართველებული ღლაპი.
ციტატა
ქართველი ადამიანის ცნობიერება მაინც მონარქიულ აზროვნებას ეფუძნება, სადაც ერთ პიროვნებაზე ხდება აქცენტირება, მაგალითად ნაციონალური მოძრაობა ზუსტად უდრის სააკაშვილს, ლეიბორისტული პარტია - ნათელაშვილს და ა.შ. ინდივიდუალური წევრების შეფასება პრაქტიკულად არ არსებობს, ჰოდა ერთიანი ერის ლიდერის სიმბოლო ჯობია მეფე იყოს, ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ან თუნდაც ნათელაშვილი, გამსახურდია და ა.შ.

ნაციონალური მოძრაობა არ უდრის სააკაშვილს. ლეიბორისტებს რაც შეეხებათ ეგ მათი პრობლემაა.

კონსტიტუციური მონარქიის შემოღებაზე კი არა არსებული დემოკრატიული რესპუბლიკის - საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, გამჭვირვალე არჩევნებისთვის და ა.შ. უნდა ვიბრძოლოთ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ამ და სხვა ქართულ პრობლემებს მეფე ვერ მოაგვარებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 8 2007, 03:07 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(rock @ Oct 8 2007, 03:05 PM) *


მაკუნა

რატომ?



blink.gif blink.gif blink.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 8 2007, 04:01 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



მე ვერ ვხვდები რატომ უნდა აღდგეს მონარქია?
მე პირადად არმინდა მყავდეს მეფე.
მერე წავა ადრე თუ გვიან ბრძოლები ტახტზე ძალაუფლების მოყვარე შთამომავლები... წავა გამოძიება მემკვიდრე მოკლეს თუ მოკვადა... ეჰ. sad.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 8 2007, 04:24 PM
პოსტი #46


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ილია @ Oct 8 2007, 04:01 PM) *

მე ვერ ვხვდები რატომ უნდა აღდგეს მონარქია?
მე პირადად არმინდა მყავდეს მეფე.
მერე წავა ადრე თუ გვიან ბრძოლები ტახტზე ძალაუფლების მოყვარე შთამომავლები... წავა გამოძიება მემკვიდრე მოკლეს თუ მოკვადა... ეჰ. sad.gif

სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, რა ტახტისთვის ბრძოლა წავა, შუასაუკუნეები კი არაა biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Oct 8 2007, 04:32 PM
პოსტი #47


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, რა ტახტისთვის ბრძოლა წავა, შუასაუკუნეები კი არაა


ოჰ! გჯერა მაგის რაც დაწერე?


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 8 2007, 04:42 PM
პოსტი #48


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ნიანია @ Oct 8 2007, 04:32 PM) *

ოჰ! გჯერა მაგის რაც დაწერე?

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ biggrin.gif მე მჯერა ჩვენი პატრიარქის, რომელიც არის ძალიან კარგი დიპლომატი და ბრძენი ადამიანი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 8 2007, 04:48 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ალექსანდრე @ Oct 8 2007, 04:42 PM) *

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ biggrin.gif მე მჯერა ჩვენი პატრიარქის, რომელიც არის ძალიან კარგი დიპლომატი და ბრძენი ადამიანი.

მიდი ალექსანდრე გაიარე და მეც მოგყვები smile.gif

+1


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 8 2007, 04:50 PM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



საქართველოში მგონი კაცი არ არის თავი "მეფე", რომ არ ეგონოს,პ.ს.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით
აქ მარტო მეფეზე კი არ არის საუბარი მერე ალბათ ყველას თავისი პრივილეგიების აღდგენა მოუნდება რავიცი აბა უარესი არ მოხდეს, თუმცა მე პატრიარქის სიტყვების მჯერა და ეტყობა საქართველოსთვის უკეთესია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 8 2007, 04:51 PM
პოსტი #51


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ვისაც არგვჯერა აზრი დაგვაფიქსირებინეთbiggrin.gif
პატრიარქის მეც მჯერა მაგას არვინ ამბობს არმჯერაო. მარა არმინდა მონარქია tongue.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 8 2007, 04:54 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ილია @ Oct 8 2007, 04:51 PM) *

ვისაც არგვჯერა აზრი დაგვაფიქსირებინეთbiggrin.gif
პატრიარქის მეც მჯერა მაგას არვინ ამბობს არმჯერაო. მარა არმინდა მონარქია tongue.gif

აბა რა გინდა? smile.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Oct 8 2007, 04:57 PM
პოსტი #53


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(მაკუნა @ Oct 8 2007, 04:54 PM) *

აბა რა გინდა? smile.gif

მე მირჩევნია საპარლამენტო მმართველობა მეფის გარეშე ოღონდ.
მერე ისე თავადებიც უნდა იყვნენ არა?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 8 2007, 04:59 PM
პოსტი #54


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ალექსანდრე
ციტატა
სისულელეებს ნუ ლაპარაკობ

მეტი შემწყნარებლობით მოვეკიდოთ განსხვავებულ აზრს!...

ილია
ციტატა
მერე ისე თავადებიც უნდა იყვნენ არა?

ცხადია არა. თავადები არა მემამულეები კიდევ.... tongue.gif

მხოლოდ კონსტიტუციური მონარქია, არჩეული პარლამენტით და მთავრობით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Oct 8 2007, 05:01 PM
პოსტი #55


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ილია @ Oct 8 2007, 04:57 PM) *


მერე ისე თავადებიც უნდა იყვნენ არა?

შენ ყოველშემთხვევაში ნურაფრის იმედი ნუ გექნება biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 8 2007, 05:04 PM
პოსტი #56


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



rock
ციტატა
რაც ყოვლად მიუღებელია.

გააჩნია ვისთვის...
ციტატა
პრეზიდენტის პოსტს შეცვლის პრემიერ-მინისტრის პოსტი. შესაბამისად არანაირი ბრძოლა არ მოიკლებს და არც უნდა მოიკლოს.

ეს ასე არაა. ქვეყნის პირველი პირი ხდება - მონარქი. მას გარკვეული (ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულიც) უფლებები გააჩნია. პრემიერ-მინისტრი არც პირველი პირია და მას პირდაპირ ხალხი საერთოდ არ ირჩევს, ის არჩეულია პარლამენტის მიერ. ძალთა ამგვარი გადანაწილება ყოველთვის ამცირებს დაუნდობელ ბრძოლას გრძელვადიანი "პირველკაცობისთვის", რომელიც კონსტიტუციური მონარქიის პირობებში არც არსებობს. უამრავი იურიდიული ნიუანსია გასათვალისწინებელი.
ციტატა
ნორმალური არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებული როგორც წესი მართვის უნარის მქონე პიროვნებაა და არა გვარის გამო გამმართველებული ღლაპი.

ნორმალური არჩევნები საერთოდ არც ერთ სახელმწიფოში არ ტარდება, მითუმეტეს საქართველოს ტიპის სამხრეთულ ქვეყანაში მისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით და კანონდაუმორჩილებლობით. და "ცუდი" პრეზიდენტი იქნება თუ მეფე ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ოღონდ კონსტიტუციური მონარქიის დროს მეფე, პრემიერი და პარლამენტი ერთმანეთს აბალანსებენ, ერთპიროვნული და უდიდესი ძალაუფლება არავის არ აქვს, არც დიდი პერიოდითაა ვინმე არჩეული გარდა მონარქისა, რომელსაც თავის მხრივ ბევრის უფლება არა აქვს.
ციტატა
ნაციონალური მოძრაობა არ უდრის სააკაშვილს. ლეიბორისტებს რაც შეეხებათ ეგ მათი პრობლემაა.

საერთოდ ქართული აზროვნებაა ასეთი. უდრის თუ არ უდრის ხალხი მაინც ასე ხედავს. საზოგადოება ინდივიდუალურ პიროვნებებზე აკეთებს აქცენტს, ეს ახალი ამბავი არ არის.
ციტატა
საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის, გამჭვირვალე არჩევნებისთვის და ა.შ. უნდა ვიბრძოლოთ. ჩემს მიერ ჩამოთვლილ ამ და სხვა ქართულ პრობლემებს მეფე ვერ მოაგვარებს.

გასაგებია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილისთვის ბრძოლა მონარქიას არ გამორიცხავს, პირიქით გარკვეულწილად ხელსაც შეუწყობს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Oct 8 2007, 05:07 PM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ილია @ Oct 8 2007, 04:51 PM) *

ვისაც არგვჯერა აზრი დაგვაფიქსირებინეთbiggrin.gif
პატრიარქის მეც მჯერა მაგას არვინ ამბობს არმჯერაო. მარა არმინდა მონარქია tongue.gif

მოდი რა პატრიარქს დაუჯერე ისა სჯობია სხვა ვიღაცეების დაჯერებას wink.gif

კანონისტი
ციტატა
მეტი შემწყნარებლობით მოვეკიდოთ განსხვავებულ აზრს!...

ილუშას არ ეწყინება, მიჩვეულია მაინც ჩემგან biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Oct 8 2007, 06:40 PM
პოსტი #58


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ერთი კითხა მაქ. თუ არ გინდათ რომ 1 კაქცზე ბევრი იყოს დამოკიდებული (მეც მასე ვფიქრობ, რაგდან ერთ კაცს აუცილებლად თავში აუარდება ძალაუფლება და თავს გავა). მაშინ იყოს ისეძთი წოყობა რომ არც მეფე და არც პრეზიდენტი, პარლამენტი და მროჩა. რა განსხვავებაა თუ ძალაუფლება არ ექნა მეფეს რა ჭირად გვინდა. რა ტყუილა ვარჩინოთ? არ გაამართლებს მე მგონი მეფე და ფარაონი ამ ქვეყანაში. სადაც ყველას დიდკაცობა უდნა და როცა დიდი კაცი გახდება მერე ავიწყდება იქ როგორ მიხვდა და ვისი წყალობით. ამიტომ ყველაზე კარგია ასეთ ამბიციურ ნაციაში იყოს საპარლამნეტო მმართველობა რომ რამოდენიმეს აზრზე იყოს დამოკიდებული ქვეყნის ბედი და არა ერთზე. (ეს ჩემი აზრია)

ამ ქვეყანაში პრეზიდენტი და მთავრობა ხალხის დაქირავებულია და მაინც თავისას უბერავენ, და მონარქი რომ იქნება, რომელსაც და დავიქირავებთ. ის ხომ საერთოდ "კარგად" მოიქცევა


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 8 2007, 07:27 PM
პოსტი #59


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



აქ მოკლედ დავწერ მემკვიდრეებზე, თუმცა ისტორიის განყოფილებაში ბევრი დაიწერა ამაზე და დიდი პოლემიკაც იმართება.

ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთივე პოლემიკა გაიმართება კანდიდატურის შერჩევისას. მეფე არის სასულიერო პირიც, და "მე მეფე არ მინდა" ცოტა უცნაურად ჟღერს მართლმადიდებლურ ფორუმზე.

რაც შეეხება მემკვიდრეებს: გააჩნია მემკვიდრეობის რომელ პრინციპს ავირჩევთ: სულ ოთხია ასეთი. მოკლედ რომ მოვჭრათ ქალს ან გადაეცემა მემკვიდრეობითი უფლებები ან არა.

თუ ქალს გადაეცემა (რაც საქართველოში რამდენჯერმე მოხდა) მაშინ მემკვიდრე გრუზინსკების ოჯახია, თუ არ გადაეცემა - მუხრანელების, იგივე ესპანელი ბაგრატიონების.

დაწვრილებითი ცნობებისთვის ან დამისვით შეკითხვები აქვე ან ისტორიის განყოფილებაში შემობრძანდით.

საბოლოოდ, მაინც შეიქმნება დიდი კომისია და ის გადაწყვეტს, პატრიარქის კურთხევის გარეშე კი ეგ ამბავი არ გადაწყდება, ასე რომ ნუ ღელავთ, ყველაფერი წესრიგში იქნება.

QUOTE
ერთი კითხა მაქ. თუ არ გინდათ რომ 1 კაქცზე ბევრი იყოს დამოკიდებული

ერთ კაცზეა ეკლესიაც დამოკიდებული მაგრამ ეს სფერო აღორძინდა ყველაზე მეტად.

საერთოდ სერიოზული საკითხები წყდება დარბაზის მოწვევით და არა მხოლოდ მეფის მიერ.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Oct 8 2007, 07:33 PM
პოსტი #60


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



საქართველოს პატრიარქი: მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა 8 ოქტომბერი 2007,

„საქართველოს პრეზიდენტის გარეშე“ - ამ ლოზუნგის შემდეგ აქტუალური კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი ხდება. ინიციატივის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია.

„მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს“ - ასე განმარტავს უწმინდესი მისთვის მისაღებ სახელმწიფო მოდელს. მისივე თქმით, მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა. მომავალი მემკვიდრე ბავშობიდან უნდა აღიზარდოს სამეფო ტახტისთვის და ეს საკითხი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.



უწმინდესის განცხადებას ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებიან. მათი თქმით, საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად კონსტიტუციური მონარქია საუკეთესო გამოსავალია.

ვინ იქნება მონარქი ეს თავად უწმინდესის და ხალხის გადასაწყვეტია. ოპოზიცია ერთსულოვანია იმ საკითხში, რომ მონარქი საქართველოს სამეფო დინასტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გადაწყვეტილება ქვეყნის სასიკეთოდ მიიღონ.



უწმინდესის განცხადებაზე ხელისუფლების წარმომადგენელთაგან პირველ კომენტარს განათლების მინისტრი აკეთებს. კახა ლომაია საკითხის შეფასებას პოლიტოლოგების პრეროგატივად მიიჩნევს. განათლების მინისტრი და სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საერთაშორისო კონფერენციის გახსნას დაესწრნენ.


8 ოქტომბერი 2007,


აქ ნახეთ პატრიარქის გამოსვლა

http://imedinews.ge/ge/news_read/69595

არასაპარლამენტო ოპოზიცია პატრიარქის ინიციატივას მიესალმება

არასაპარლამანტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარს უჭერენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას ქვეყანაში მონარქიის ინსტიტუტის შემოღებაზე.

‘ლეიბორისტული პარტიის’ ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, მეფის ინსტიტუტის აღდგენა ქვეყანას ისტორიულ-ეროვნულ პასპორტს დაუბრუნებს.

პოლიტიკური გაერთიანება ‘თავისუფლების' ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ მეფე არ ნიშნავს ‘მმართველ დიქტატორს’ და იგი იქნება ქვეყნის მთლიანობის გარანტი.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ემხრობა.

პატრიარქის მოწოდებას ეხმაურება მოძრაობა 'ნაციონალური ლობის' ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე. მისი თქმით, ნამდვილი მონარქი იქნება ის, ვინც აღიზრდება ქართულ ტრადიციებსა და ქართულ ღირებულებებზე.

'სხვაგან და სხვა ღირებულებებით აღზრდილი მონარქი არ მგონია, რომ იყოს ქართული სახელმწიფოს გარანტი,' - დასძინა გიორგი ანდრიაძემ.

უმრავლესობა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო მოწყობის შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან მონარქი საქართველოში უნდა იყოს გაერთიანებული საქართველოს მმართველი. მმართველობის მოდელის შეცვლაზე გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ მხოლოდ სახალხო კონსენსუსის გზით უნდა იქნეს მიღებული.





--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

35 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 02:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი