თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო სამართალი _ სასულიერო პირის

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 18 2008, 11:14 PM

არ ვიცი (სიმართლე გითხრათ არც მიძებნია, ზარმაცი ვარ IPB-ს სურათი ) მსგავსი თემა თუ არსებობს ფორუმზე. თუ არის შთააერთეთ მოდერებმა. IPB-ს სურათი

ძალიან საინტერესოა.
რას ნიშნავს სასულიერო პირისათვის(მღვდლისათვის) ანაფორა და რამდენად დიდი როლი აკისრია მას?

რა დატვირთვა გააჩნია მას და არსებობს თუ არა რაიმე დადგენილი კანონი მის ტარება/არ არებასთან დაკავშირებით (სასულიერო პირისათვის)?

ისტორიულ/ტრადიციული დატვირთვა აქვს მას თუ რაიმე დოგმატური თუ კანონიკური?

და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ვისაუბროთ...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 18 2008, 11:20 PM

ციტატა
რა დატვირთვა გააჩნია მას და არსებობს თუ არა რაიმე დადგენილი კანონი მის ტარება/არ არებასთან დაკავშირებით (სასულიერო პირისათვის)?

უნდა არსებობდეს...

ციტატა
ისტორიულ/ტრადიციული დატვირთვა აქვს მას თუ რაიმე დოგმატური თუ კანონიკური?

დოგმატური ვერ ექნება, კანონიკური თუ აქვს, შეცვლა შეიძლება... თუ არ აქვს, მხოლოდ ტრადიციაა და არც ამ შემთხვევაშია ხელწამოსაკრავი თემა, მაგრამ ალბათ ეპოქალურობა დიდ როლს თამაშობს...

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

თუ ტრადიციას მისდევს ეკლესია, მაშინ მოტივს გააჩნია...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 18 2008, 11:23 PM

სასულიერო იერარქია ერული გახდა

მამა პაისი მთაწმინდელი

- წმიდაო მამაო, აუცილებელია, რომ ეკლესიის მსახური ზაფხულში, სიცხეშიც კი მანტიით იყოს მოსილი? მე ზაფხულობით მანტია რომ მაცვია, ერთიანად ოფლში ვიღვრები ხოლმე.

- აბა, როგორ? აი, რა მონაზვნობაა დღევანდელი მონაზვნობა!.. რას იტყვი!.. ღირსი ათანასე ათონელი მოღვაწეობისას სქელ ტანსაცმელსა და მძიმეზე მძიმე ჯვარს ატარებდა, ჩვენ კი... სადამდე დავეცით ჩვენ! ავსტრალიაში ყოფნისას ერთ ტაძარში მნათე ვნახე - შორტებში. „- ასე პლაჟზე დადიან და ზღვაში ბანაობენ“. - ვუთხარი მე. მან კი მიპასუხა: „- ასე უფრო მოსახერხებელია ჩემთვის“. აქედან იწყებენ, ნელ-ნელა ღრმად შედიან და ბოლოს იქამდეც მიდიან, რომ ამბობენ: „- მოდი, შესამოსლები გადავყაროთ, რომ მზეზე არ დაგვცხეს“. მანტია გიშლის? გადააგდე. გიშლის კუნკული, ბარტყული ოფლად იღვრები? ისინიც გადაყარე, რა მოხდა! დიახ, დიახ, ჩვენ აქეთკენ მივექანებით. ჩემო ძმაო, თუ ცხელა, ყველა ბერმა საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. შესამოსელის ქვეშ ნაკლები ტანსაცმელი ჩაიცვან.

- წმიდაო მამაო, შეიძლება ბერისათვის, რომ შესამოსელი გაიხადოს და მხოლოდ მანტიით იყოს შემოსილი?

- მღვდლებმა კი კაბები გაიხადონ და შარვლებით იყვნენ, არა? რა გიპასუხო ამაზე? მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას. ალექსანდრიაში რომ ვიყავი, განმაცვიფრა იმან, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ქალი თავიდან ფეხებამდე შავად იყო ჩაცმული. ასეთია მათი ტრადიცია. და ეს იქაური სიცხის პირობებში! ჩვენ კი ისიც კი არ გვინდა, რომ გავუძლოთ შესამოსელებს, რომლითაც ჩვენმა მამებმა შეგვმოსეს.

- წმიდაო მამაო, ზოგიერთი გაურკვევლობაშია, განა შესამოსელი ღვთისმსახურად აქცევს კაცს?

- აბა, შეხედე ორ ზეთისხილის ხეს. ერთს ფოთლები აქვს, მეორეს - არა. ამ ორიდან რომელი მეტად მოგეწონება? ფოთლებიანი თუ - უფოთლებო? როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ერთხელ ჩემს ეზოში ქერქი შემოვაცალე ზეთისხილის ხეს და მივაწერე: „ხეებმა ტანსაცმელი შემოიძარცვეს. ვნახოთ, როგორ ნაყოფს მოიწევენ“. ხოლო იქვე: „- მღვდელი უსამოსელოდ - ჩაითვლება უზნეოდ“. იმ დროისათვის ცხარედ განისჯებოდა საკითხი, რომ ღვთისმსახურებს განმოსილებს ევლოთ და ამაზე კურთხევის მისაღებად ჩემთანაც ბევრი მოდიოდა!

- წმიდაო მამაო, ერთმა კაცმა ჩვენთან მოიყვანა განმოსილი მღვდელი, უნდა აგვეღო თუ არა კურთხევა მისგან?

- რა კურთხევა! ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ვინც ეს მღვდელი მოიყვანა, უნდა გეთქვათ: „უკაცრავად, ჩვენ წესად გვაქვს, რომ სასულიერო პირებს შესამოსელი მივცეთ, განა შეიძლება, რომ დედათა მონასტერში მღვდელი შარვლით მოდის? ეს უწესობაა“. თუ არც იმას რცხვენია, ვინც ის მოიყვანა და არც თვითონ მღვდელს, მაშინ რაა სასირცხვილო იმაში, რომ მას ანაფორა მისცეთ? ერთხელ აეროპორტში შევხვდი ახალგაზრდა არქიმანდრიტს - ერულ ტანსაცმელში, რომელიც საზღვარგარეთ მიფრინავდა. „- მე მამა ესა და ესა ვარ“. - გამეცნო იგი. „- ანაფორა სადღა გაქვს?“ - ვეკითხები და, რა თქმა უნდა, კურთხევაც არ ამიღია მისგან.

- ზოგიერთი კი, წმიდაო მამაო, ირწმუნება, რომ თუ უფრო თანამედროვე გახდება სასულიერო წოდება, ის მეტ სარგებლობას მოიტანს.

- როდესაც პატრიარქმა დიმიტრიმ ამერიკაში ყოფნისას პატიოსანი ჯვრის საღვთისმეტყველო სკოლა მოინახულა, მასთან ამერიკელი ღვთისმოსავი სტუდენტები მივიდნენ და უთხრეს: „თქვენო უწმიდესობავ, ჩვენს დროში სასულიერო წოდება უფრო თანამედროვე უნდა გახდეს“. პატრიარქმა კი უპასუხა: „- წმ. კოსმა ეთოლიელი ამბობს, რომ, როდესაც სასულიერო პირები საეროდ გადაიქცევიან, ერისკაცები გადაიქცევიან ეშმაკებად“. ხომ კარგად უპასუხა?! მას დიდებული ოთახი მოუმზადეს, ძვირფასი საწოლი, მდიდრული მორთულობა. ეს ყველაფერი რომ დაინახა, თქვა: „სად მომათავსეთ? ჯობია, რაიმე უბრალო საწოლი დამიდგათ, როცა სასულიერო პირი ერული გახდება, იგი ეშმაკობის კანდიდატად გადაიქცევა“.

- წმიდაო მამაო, შეიძლება, რომ ჩვენ უფრო უბრალო და მარტივი სამღვდელო კაბები ვკეროთ? ასე მოქარგული სამოსელი მოუხერხებელია!

- კარგს იზამთ, თუ შემკვეთებს ეტყვით: „- ჩვენ ასეთ უბრალო შესამოსლებს ვკერავთ, შეგვიძლია ისიც, რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი შევკეროთ, მაგრამ არ ვკერავთ, რადგანაც გვეშინია, ამით ადამიანები არ ვაცდუნოთ“. თანაც ამას ურწმუნოებიც იყენებენ. ჩვენამდე მოდის ხმები, რომ ხალხში ლაპარაკობენ: „- ჩვენ პურის ფული არა გვაქვს და მღვდლებს ნაირ-ნაირი შესამოსლები აცვიათ“. თუ უბრალონაქარგიან შესამოსლებს შეკერავთ, თქვენგან მას სერიოზული მამები იყიდიან. ხოლო ის მღვდლები, ვინც ერულად აზროვნებენ, თქვენგან რომ მრავალნაქარგიანი სამოსელი იყიდონ, თვითონაც მასხარებს დაემსგავსებიან და თქვენს კომპრომიტირებასაც შეძლებენ. ხოლო, აი, წმ. ტრაპეზის შესამოსელი და წმ. ჭურჭელის დაფარნები შეგიძლიათ, მდიდრული ნაქარგებით შეამკოთ. ეცადეთ, ჯვრებს და წმიდათა გამოსახულებებს სტიქარის, ფილონის და კაბების ქვედა ნაწილში ნუ ამოქარგავთ. ასეთ ადგილებში უბრალო, არასიწმიდეების ამსახველი ორნამენტები გამოიყენეთ. თორემ ღვთისმსახური შეიძლება, პირდაპირ ჯვარზე ან წმიდანის გამოსახულებაზე დაჯდეს და ეს კარგი არ იქნება.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 19 2008, 01:08 AM

ციტატა(შოთაძე @ May 18 2008, 10:23 PM) *

საინტერესო იყო smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 19 2008, 01:17 AM

ციტატა(თათარაშვილი @ May 19 2008, 12:08 AM) *

საინტერესო იყო smile.gif

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/paisi/1-4-2.htm

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 19 2008, 01:35 AM

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ვისაუბროთ...

შეიძლება, მაგრამ მნათესიც არ იყოს მოტივს გააჩნია. ჩემი მოძღვარი ქუჩაში ანაფორას არ ატარებს, იმიტომ რომ არ არის აქ მიზანშეწონილი, აკრძალული არ არის, მაგრამ არც მისაღებად ითვლება სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთერთია პოლიტიკური ან რელიგიური ექსტრემიზმი (არა მამა მარკოს მხრიდან ცხადია).მაგრამ იცვამს შავი ფერის საერო ტანსაცმელს.

პ.ს. 2000 წელს ჩვენTან ჩამოსული იყვნენ სასულიერო პირები საქართველოდან პირადი საქმეების გამო, მათ შორის ბერ-მონაზვნებიც და იმათაც არ ეცვათ ანაფორა. თუმცა, მანამდე იყო ჩვენი ფორუმელი სალომეს მოძღვარი მამა პეტრე ჩემთან ჩამოსული, მაგრამ მას ანაფორა ეცვა და ჯვარიც ეკეთა smile.gif ისე, ბევრი კომიკური თავგადასავალი გადაგვხდა ამის გამო ქუჩაში biggrin.gif უსაყვარლესი მოძღვარია მამა პეტრე wub.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 19 2008, 03:30 AM

პაისი მთაწმიდელი წერს ბერებზე, და მონასტერში მცხოვრებებზე

ციტატა
მანტია ეს მონაზვნის შესამოსელია. მასში იმოსება ბერი, რომელმაც მცირე ან დიდი სქემა მიიღო. აღკვეცის დროს მანტიით ბერს მისი მიმრქმელი მოსავს. როდესაც ახლადაღკვეცილს შესამოსელს შემოსავს, მიმრქმელი თვით იხდის მანტიას და მოსავს მას

და საერთოდ მამა პაისის პოზიცია იყო კონსერვატორული, თორემ ალბათ ბევრი ვერ დაეთანხმება, იმას რომ განმოსილი მღვდლისაგან კურთხევა არ უნდა აიღო, რა კაბა აძლევს ან ართმევს მადლს? საქმე იმაშია, რომ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 20 2008, 01:16 PM

ციტატა(KAIROS @ May 19 2008, 03:30 AM) *

პაისი მთაწმიდელი წერს ბერებზე, და მონასტერში მცხოვრებებზე

და საერთოდ მამა პაისის პოზიცია იყო კონსერვატორული, თორემ ალბათ ბევრი ვერ დაეთანხმება, იმას რომ განმოსილი მღვდლისაგან კურთხევა არ უნდა აიღო, რა კაბა აძლევს ან ართმევს მადლს? საქმე იმაშია, რომ უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს...

თემას არ ეხება მარა ერთი შენი თავი მანახა მანტიაში, მერე ნახე დაგნარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 20 2008, 01:39 PM

ციტატა
და რამდენად მისაღებია როცა სასულიერო პირს სახლში თუ ქუჩაში საერო ტანსაცმელი (შარვალი) აცვია?

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 20 2008, 01:48 PM

lch

ციტატა
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

თემა არ გამიხსნია სასულიერო პირების განკითხვის მიზნით და ძალიან გთხოვთ მოერიდეთ თავი შეიკავოთ მოძღვრების განკითხვისგან...

ვინ რას აკეთებს ეს მისი საქმეა და მას უფალი თავისას მიუზღავს, ჩვენ ჩვენს ცოდვებს ვუყუროთ და გამოვასწოროთ და მოძღვარმა თავისი საქმე თვითონ იცის...

ველოდებით კანონისტს smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 20 2008, 02:12 PM

საინტერესო კანონები ვნახე. საღამოს დავდებ yes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 20 2008, 02:18 PM

ციტატა
საინტერესო კანონები ვნახე. საღამოს დავდებ

გელოდები, საეკლესიო კანონიკა ის მაგიდაა, რომელზედაც ჩვენი პირადი შეხედულებები უნდა გაირჩეს smile.gif

ციტატა

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

ეს უკვე სრული მატრაკვეცობაა.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 20 2008, 02:29 PM

მნათე

ციტატა
ეს უკვე სრული მატრაკვეცობაა.

ვერ გავიგე, რას გულისხმობ, მღვდლის საქციელს თუ პირადათ ჩემზე გაქვს აქცენტი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 20 2008, 02:33 PM

მნათე
lch
დეტალები PM-ით გაარკვიეთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2008, 02:37 AM

ციტატა

თემას არ ეხება მარა ერთი შენი თავი მანახა მანტიაში, მერე ნახე დაგნარი

რა იცი რა ხდება biggrin.gif
ციტატა
ბევრი მღვდელი

იჩ,საქმე აქ იმას არ ეხება ვინმე რას აკეთებს, არამედ იმას ზოგადად რაა წესი, ასე რომ შენი პოსტი უადგილო იყო...
კანონისტ, კანონები საინტერესოა, თუმცა გადახედვასაც ექვემდებარება...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 21 2008, 10:48 AM

ციტატა(KAIROS @ May 21 2008, 02:37 AM) *

რა იცი რა ხდება

მე ვიცი რაც მოხდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2008, 11:14 AM

ციტატა
მე ვიცი რაც მოხდება

Il profeto! dici anche a noi biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 21 2008, 11:17 AM

კანუდოსელი
KAIROS

აოფებთ მამებო tongue.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 21 2008, 11:22 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 21 2008, 11:17 AM) *

კანუდოსელი
KAIROS
აოფებთ მამებო tongue.gif

კაიროსია მამა, მე დუხაბორი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 21 2008, 11:38 AM

ციტატა(lch @ May 20 2008, 01:39 PM) *

ჩემთვის მიუღებელია...
ჩემი გასარჩევი არ არის, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მღვდელი მსახურების შემდეგ იხდიან ანაფორასაც, კაბასაც და საღამოებს საერო ჩაცმულობაში ბარ-რესტორნებში ატარებენ სიგარეტით პირში...

საერო ტანსაცმლის ჩაცმულობა რა პრობლემაა ვერ გავიგე?... აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ? laugh.gif აი სიგარეტის გაბოლებისა და ღრეობისა რა მოგახსენო არ ვიცი...
ისე არსებობს ერთი ფაქტორიც: ზოგიერთი იმიტომ ატარებს სულ ანაფორას, რომ გახდა ეზარება და გამოცვლა..

ნამდვილად ვერ ვხედავ ცუდს იმაში რომ სასულიერო პირმა საერო ტანსაცმელი ატაროს...

აი პროტესტანტებსი სხვა უკიდურესობებია: მე მაგალითად ვერ ვიტან პროესტანტი პასტორები შარვალ კოსტუმით და ჰალსტუჰით რომ დგანან კათედრასტან და გაჰკივიან ასე...ზოგიერთ პასტორს კი რომ სეხედავ ვერ მიხვდები ვინ არის: ბიზნესმენი, მაფიოზი თუ ღვთისმსახური...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: May 21 2008, 03:31 PM

ციტატა
აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ?

არ არის სახუმარო სერგი smile.gif

თემა გაწმინდეთ ოფებისაგან და დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტებისაგან...

ველოდებით კანონას...

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 21 2008, 07:37 PM

KAIROS

ციტატა
იჩ,საქმე აქ იმას არ ეხება ვინმე რას აკეთებს, არამედ იმას ზოგადად რაა წესი, ასე რომ შენი პოსტი უადგილო იყო...

ხო, შეიძლება ასეც არის, მაგრამ ფაქტს პირადად შევესწარი ადრე და დიდი აღშფოთება გამოიწვია ჩემში...
ციტატა
საერო ტანსაცმლის ჩაცმულობა რა პრობლემაა ვერ გავიგე?... აბა შალახოს და ბრეიქდანსს ანაფორით ხომ არ იცეკვებენ?

რაა, მღვდელმა ნაცვლად იმისა რომ მარადიულად უფლის ვნებები და მრევლის ცოდვები იგლოვოს, შალახოზე უნდა იკუნტრუშოს? laugh.gif
ჩემთვის მაინც მიუღებელია სასულიერო პირი საერო ჩაცმულობაში; ყოველთვის ანაფორა თუ არა კაბა მაინც უნდა ემოსოს ყოველთვის... (ანაფორა მაინც განსაკუთრებული სამოსია და ძირითადათ მსახურებაზეა აუცილებელი)...
ისე, წვერიც არ არის დოგმატური აუცილებლობა, მაგრამ ჩვენთან ტრადიციაა წვერის გაშვება ერშიც და ბერშიც, რადგან თვით მაცხოვარი ატარებდა წვერს; და კვართი იყო მაცხოვრის სამოსი... ასე რომ კაბა მგონია აუცილებელია...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 21 2008, 07:52 PM

ადრე , კომუნისტების პირობებში როგორ იყო , არ გვინდა ეხალ მაგაზე საუბარი.
მაგრამ ეხლა ხომ ძალადობითი პროცესი არაა მღვდლად კურთხევა.
ანუ ვინც გადაწყვეტს თავის ნებით მღვდლობას, უნდა განეშოროს სიგარეტს, ქეიფ-დროსტარებას და ცეკვებს და მიხედოს ლოცვას.
ეს აქსიომაა და არ უნდა ბევრი ლაპარაკი.
ჰოდა იმიტომ ვამბობ, ყველაფერს, მათ შორის სამოსს უნდა შეეგუოს , გინდა ოფლად დაიღვაროს აგვისტოში.
და დიდება უფალს მე ვისაც ვხედავ ირგვლივ , ყველა ეგრეა, კაცურად ,მაგრად დგანან.
ერთი მღვდელი იძახოდა, ძველი, სახელს არ ვამბობ.
ეგ კომუნისტების დროს იყო:
ამათ ,გონიათ მღვდლის ანაფორას რომ ჩაიცმევენ, ძველებურად შეუძლიათ შეუბერონო.
ის კი არ ესმით რომ ეს ანაფორა არის კუბო.
კუბოში წვანან და შესაბამისად უნდა იქცეოდნენო.
(განმარტება ყოველ შემთხვევისთვის კუბო ნიშნავს:მკვდარი ცოდვისთვის ანუ ამქვეყნიური ვნება-შესაქცევებისგან განშორება)

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 21 2008, 08:00 PM

სარდიონ გეთანხმები,

ანაფორის ტარება ღვაწლია და მასზე უარს მღვდელი არ უნდა ამბობდეს, ერთხელ სხვა ქვეყანაში ვიყავი და რამოდენიმეჯერ მარხვა დავარღვიე (ლუდი ქონდათ კარგი), როცა დავბრუნდი მერე მივხვდი რომ არ უნდა მიმეცა ჩემი ტავისათვის ამის უფლება...

არ შეიძლება იმის გამო რომ სხვა გარემოში მოხვდი არებულ ღვაწლზე უარი თქვა...

იმ მღვდლებს ვკითხოთ ვინც იხდის ხოლმე ანაფორას, - რას ეუბნება სინდისი...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 21 2008, 08:05 PM

neoშენ მკაცრად უდგები მარხვას , ღმერთმა შეგაძლებინოს.
უცხოობაში და მგზავრობაში ალბათ იცი რომ შეღავათები იყო ძველთაგანვე.
ისე რაც დაწერე ზემოთ იმასთან დაკავშირებით:
ერთი მღვდელი ხშირად დადიოპდა ევროპაში და მე ვკითხე :
იქ რო ჩადიხარ რა გაცვია თქო.
მან მიპასუხა : ერთხელ შევცდი და საეროში გავედი ქალაქშიო.
ცოტა ხანში ტილები დამეხვია, რაც არასოდეს, თან ევროპაში არ დამმართნიაო.
მას შემდეგ ანაფორას არ ვიცილებო.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 21 2008, 08:35 PM

სარდიონ

ციტატა
უნდა განეშოროს სიგარეტს

რას გადაეკიდეთ ამ სიგარეტს არ ვიცი პირდაპირ.

და ნუ უდგენთ სხვას რა უნდა გააკეთოს, უთქვენოდ გაარკვევს.

lch
ციტატა
მღვდელმა ნაცვლად იმისა რომ მარადიულად უფლის ვნებები და მრევლის ცოდვები იგლოვოს, შალახოზე უნდა იკუნტრუშოს?

ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? ჟელეზნაია ლოგიკა! ნეჩეგო ნე სკაჟიშ!

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 21 2008, 08:43 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 21 2008, 08:35 PM) *

სარდიონ
რას გადაეკიდეთ ამ სიგარეტს არ ვიცი პირდაპირ.

და ნუ უდგენთ სხვას რა უნდა გააკეთოს, უთქვენოდ გაარკვევს.

მე არ ვუდგენ, ქრისტემ დაუდგინა, არა მარტო მღვდელს არამედ ყველას , ვისაც უნდა მის შემდგომად მისვლა.
მაგრამ მღვდელი ერისკაცისგან მე მგონი რაღაცით განსხვავდება, ესე არაა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 21 2008, 09:52 PM

ციტატა
ქრისტემ დაუდგინა

სიგარეტი არ მოწიოთო? biggrin.gif მაგაზე არის თამბაქოს თემა და იქ ვარკვიოთ, აქ კი:
ციტატა
უნდა დაიცვან ოქროს შუალედი, არც ისე უნდა მოხდეს, რომ უპატივცემულობა გამოვხატოთ მოძღვრების მიმართ, ვინც სხვადასხვა და ძალიან ბევრი დეტალების გამო, დროებით განმოსილია და არც ისე უნდა მოხდეს, რომ განმოსილება წესად იქცეს...

კტოტა პროტივ?smile.gif
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 09:56 PM

ახალგაზრდებო და კაი ხალხო smile.gif რატომ ურევთ ერთმანეთში უცხოეთში რამდენიმე დღით ჩასულ სასულირო პირების სიტუაციას აქ მუდმივად მყოფების შემთხვევებში , გაუგებარია, როცა არ იცით რა ხდება აქ (ამ შ-ში გერმანია მაგალითად). ტაძრამდე მისვლა და მერე სახლში დაბრუნება არანაირი პრობლემა არაა კაბით, მაგრამ აქ არ არის დაშვებული, თუნდაც კანონი არ კრძალავს, მაგრამ აფრთხილებს, არსებული მრავალჯერადი ინციდენტების გამო, რასაც ექსტრემიზმი ქვია. აქაური სასულიერო პირი მარტო ეკლესიაში კი არ დადის, ცხოვრობს ჩვეულებრივ ,მიდის მაღაზიაში, პროფილაკტიკაში, ექიმთან და ა.შ. ამიტომ ვიღაც იდიოტის შეხვედრა მეტად ალბათურია. მამაპეტრე ვახსენე ზედა პოსტში , იმას ეცვა კაბა აქ რომ იყო ჩემთან და იცით რამდენი შემთხვევა იყო ქუჩაში გამოკიდების, გამასხარავების,გინების? ალბანელებმა ნაყინები ესროლეს, თავს ესხმოდნენ, ძლივს მოვიგერიეთ! იტყვით ალბათ, ეს ღვაწლია, მაგრამ უაზრობით და ძალით გამოწვეულ დამცირებას ან ვინმეს რომ გცემს სხვა თუ არაფერი (თუ არ შემოაკვდი) არა მგონია ღვაწლი ერქვას. რაც შეეხება სიცხის ატანას, რა გგონიათ,ახლა თუ ვინმე სასულიერო ქუჩაში საერო ტანსაცმლით გამოდის ისინი ჯინსებში ან შორტებში ჩაზმანულები დადიან? rolleyes.gif არანაირად, აცვიათ "საპოგები", შავი ფერის ხალათი , შავი ფერის შარვალი.

აგერ გუშინწინ გაასამართლეს ერთი არაბი , რომელმაც ებრაელ რაბინს ქუჩაში დანა დაარტყა, იმის გამო რომ სასულიერო სამოსი ეცვა.

ამიტომ გთხოვთ, ნუ იტყვით ასე ხელაღებით რაიმეს, კონკრეტული მაგალითები და "გულავი" სხვა საქმეა, ხოდა ყველაფერს ნუ გააიგივებთ, მოტივსაც დაუკვირდით.

პ.ს. დიდი, ხალხმრავალი დღესასწაულების დროს კი ეკლესიასთან პოლიციის პატრული დგას , იმედია გამოიცნობთ რატომ...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 10:09 PM

პ.ს. ხო დამავიწყდა, იერარქები მუდამ ატარებენ კაბას, მაგრამ მათი ყოველდღიურობა განსხვავდება ჩვეულებრივი მღვდელის , დეკანოზის ყოველდღიურობისაგან, ეპისკოპოსები ცხოვრობენ რეზიდენციაში, რომელიც დაცულია და ასევე მოძრაობენ დაცვით და ძირითადად ავტომობილებით.

მღვდელებს კი აქვთ კურთხევა მათი მოძღვრებისგან, რომ შეუძლიათ ეკლესიის გარეთ კაბა გაიხადონ (აქ მხოლოდ და არა სამშობლოში!)

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 21 2008, 10:13 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს?

არა რა თქმა უნდა, მონანულმა უპირველესად თავად უნდა იტიროს და იგლოვოს თავისი შეცოდებანი; მეც ასევე განვიცდი ჩემს წილ ცოდვებს...
ასევე, მოძღვარსაც უნდა სტკიოდეს თავისი სულიერი შვილების შეცოდებანი და იღვაწოს მათი სულებისთვის, სხვანაირად ვერ შეირაცხება "სიტყვიერთა ცხოვართა მწყემსად"...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 22 2008, 11:15 AM

მხევალი ნინო

ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? ჟელეზნაია ლოგიკა! ნეჩეგო ნე სკაჟიშ!

კანუდოსასი არ იყოს: დაგლიჯაააა laugh.gif
გეთანხმები smile.gif

ციტატა(სარდიონ @ May 21 2008, 08:43 PM) *

მე არ ვუდგენ, ქრისტემ დაუდგინა, არა მარტო მღვდელს არამედ ყველას , ვისაც უნდა მის შემდგომად მისვლა.
მაგრამ მღვდელი ერისკაცისგან მე მგონი რაღაცით განსხვავდება, ესე არაა?

ისე სიგარეტი ნამდვილად არ უხდება სასულიერო პირს, მაგრამ საიდან იცი რომ ქრისტემ დაუდგინა ვინმეს სიგარეტი არ მოწიოსო?
მაშინ არც კოკა კოლა დალიოს, ჯანმრთელობას ისიც ვნებს? არა?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 22 2008, 11:51 AM

ციტატა
ზოგიერთ პასტორს კი რომ სეხედავ ვერ მიხვდები ვინ არის: ბიზნესმენი, მაფიოზი თუ ღვთისმსახური...

ამიტომ აჯობებს, თუ ნამეტანი მკაცრად არა, ზოგადად მაინც დაიცვა "უნიფორმის წესი"...უნიფორმა უნდა გამოარჩევდეს ადამიანს სხვებისგან...ეს მისიისთვისაც კარგია

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 22 2008, 01:25 PM

sergi_glaxa

ციტატა
ისე სიგარეტი ნამდვილად არ უხდება სასულიერო პირს, მაგრამ საიდან იცი რომ ქრისტემ დაუდგინა ვინმეს სიგარეტი არ მოწიოსო?
მაშინ არც კოკა კოლა დალიოს, ჯანმრთელობას ისიც ვნებს? არა?

ასეთი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ქრისტემ მხოლოდ 10 მცნება დაგვიდგინა და მორჩა...
და კოკა-კოლას და სიგარეტს (ნიკოტინს) ადარებ ერთმანეთს? კოკა-კოლა დამოკიდებულებას მაინც არ იწვევ, ნიკოტინი კი იწვევს - ნიკოტინომანია ვითარდება, ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული, ეს კი უკვე თავისთავად არის ცოდვა ... (თავი რომ დავანებოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენებას, რაც თვითმკვლელობასთან გაიგივდება)...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 22 2008, 02:30 PM

ვისაც სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის საიტზე (ინგლისურენოვანი), თუმცა ინფორმაციე ნებისმიერ ენაზე მოიპოვება.

http://www.cancer.org/docroot/PED/ped_10_1.asp

ისე ხალხო რა გჭირთ, ტელევიზორს ბევრს ხომ არ უყურებთ?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 22 2008, 02:33 PM

ციტატა
სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის

კაცო, ეგ ცოდვილიანობს კი არა მავნებლიანობის შესახებაა, მაგას ვინ უარყოფს? უბრალოდ მისტიური ამუნიებით არ შემოსოთ, თორემ მავნე რომაა და საზიზღრობა მაგას რათ უნდა ზედმეტი მტკიცება, დიდება ღმერთს არც კი ვიცი რაა biggrin.gif

კოკა-კოლის და სიგარეტის შედარება მართლა არ შეიძლება, მთლად მასეც ნუ გააბრალოებთ...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 22 2008, 02:33 PM

ციტატა(სარდიონ @ May 22 2008, 01:30 PM) *

ვისაც სიგარეტის ცოდვილიანობაში ეჭვი ეპარება, მე გავაგზავნიდი ამერიკის კიბოს ასოციაციის საიტზე (ინგლისურენოვანი), თუმცა ინფორმაციე ნებისმიერ ენაზე მოიპოვება.

http://www.cancer.org/docroot/PED/ped_10_1.asp
ისე ხალხო რა გჭირთ, ტელევიზორს ბევრს ხომ არ უყურებთ?

სიგარეტზე სულ სხვა თემა გვაქვს! ეს თემა არ ეხება სიგარეტს!

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 22 2008, 02:36 PM

KAIROS
კარგია თუ არ იცი, მიხარია.
მისტიკა არაფერ შუაშია.
ცოდვაა, ორგანიზმის დამანგრეველი ნივთიერებების მიღება ფიზიკური სიამოვნების მისაღებად.
რაც აგრეთვე მონურ დამოკიდებულებაში გადადის.
განა ძნელი გასაგებია?

მხევალი ნინო
მეტს აღარ ვიზამ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 22 2008, 03:03 PM

ციტატა
ცოდვაა, ორგანიზმის დამანგრეველი ნივთიერებების მიღება ფიზიკური სიამოვნების მისაღებად.
რაც აგრეთვე მონურ დამოკიდებულებაში გადადის.
განა ძნელი გასაგებია?

ასე ვერ განსაზღვრავ, რადგან გვყავს ბევრი წმიდანები რომლებიც ეწეოდნენ, ანუ ეს იყო მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, რადგანაც შეუძლებელია ცოდვა წმიდანს ჩვევად ქონდეს, ამიტომ ასეთ განსაზვრას ვერიდებით, არამედ მხოლოდ მავნე ჩვევის სახელს ვაძლევთ... თუმცა თქვა ნინომ არის მაგის სხვა თემა და რასაც შენ წერ ეგ დიდი ხანია დაწერილი და პასუხგაცემულია...

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: May 22 2008, 03:59 PM

ციტატა(KAIROS @ May 22 2008, 03:03 PM) *

ამიტომ ასეთ განსაზვრას ვერიდებით, არამედ მხოლოდ მავნე ჩვევის სახელს ვაძლევთ... თუმცა თქვა ნინომ არის მაგის სხვა თემა და რასაც შენ წერ ეგ დიდი ხანია დაწერილი და პასუხგაცემულია...

ამ განსაზღვრას ვინ აძლევს, ფორუმის საბჭო?
ის ლინქი მინდა , თუ შეილებოდეს, სადაც ამ თემაზე მიდის საუბარი.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 22 2008, 04:04 PM

კანონმა და კანონამ რაო?

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 04:44 PM

ციტატა
ის ლინქი მინდა , თუ შეილებოდეს, სადაც ამ თემაზე მიდის საუბარი.

სიგარეტის თემა დახურულია,განკითხვების გამო.

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 22 2008, 06:11 PM

ციტატა(sergi_glaxa @ May 22 2008, 12:15 PM) *

მხევალი ნინო

ანუ შენ გინდა, რომ შალახოზე სენ იკუნტრუშო და მღვდელმა შენი ცოდვები იტიროს? ჟელეზნაია ლოგიკა! ნეჩეგო ნე სკაჟიშ!

კანუდოსასი არ იყოს: დაგლიჯაააა laugh.gif
გეთანხმები smile.gif

რა არის მანდ სასაცილო, ყველამ თავის კუნტრუშს მიხედოს

ციტატა(sergi_glaxa @ May 22 2008, 12:15 PM) *
ისე სიგარეტი ნამდვილად არ უხდება სასულიერო პირს, მაგრამ საიდან იცი რომ ქრისტემ დაუდგინა ვინმეს სიგარეტი არ მოწიოსო?
მაშინ არც კოკა კოლა დალიოს, ჯანმრთელობას ისიც ვნებს? არა?

ამაზე უკვე გაგეცით პასუხი...

P.S.
სიგარეტის ხსენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აქ და ზოგიერთები ძალიან გააღიზიანა, ალბათ თვითონაც მოიხმარენ ნიკოტინს...

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 22 2008, 06:23 PM

lch

ციტატა

ალბათ თვითონაც მოიხმარენ ნიკოტინს...

ადამიანი ნიკოტინი მოხმარების გამო შეიძლება განიკითხო? ან უარი უნდა თქვა მასთან მეგობრობაზე, ნიკოტინის მომხმარებელი როა მაგიტომ ? blink.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 22 2008, 06:35 PM

ციტატა(lch @ May 22 2008, 06:11 PM) *

რა არის მანდ სასაცილო, ყველამ თავის კუნტრუშს მიხედოს

მე ნინოს ნათქვამს გამოვეხმაურე..თქვენ ნუ განმირისხდებით... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 06:43 PM

შოთაძე 2kiss.gif

ციტატა

სიგარეტის ხსენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აქ და ზოგიერთები ძალიან გააღიზიანა, ალბათ თვითონაც მოიხმარენ ნიკოტინს...

რა ეშველებათ საცოდავებს ხომ? biggrin.gif ჩასვით დილეგში, მოაჭერით მარჯვენა ხელი,
ამოაცალეთ ენაც, თავი რომ არ გაიმართლონ... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 22 2008, 09:11 PM

შოთაძე

ციტატა
ადამიანი ნიკოტინი მოხმარების გამო შეიძლება განიკითხო? ან უარი უნდა თქვა მასთან მეგობრობაზე, ნიკოტინის მომხმარებელი როა მაგიტომ ?

და რატომ გამოგაქვს ასეთი დასკვნა, არც განვიკითხავ და არც არავისზე ვამბობ უარს, ჩემი რამოდენიმე უახლოესი მეგობარი ნიკოტინს კი არა ბევრად უფრო საშინელ რამეებს მოიხმარენ და მათთან მეგობრობაზე და ურთიერთობაზე უარი ასდროს მითქვამს და დღემდე შესანიშნავი მეგობრობა გვაქვს... მაგრამ ვერც მთლად მშვიდად ვუცქერ თუ როგორ იწამლავს მოყვასი საკუთარ თავს და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისაკენ მოწოდება თუ განკითხვაა, მაშინ პატიებას ვითხოვ, შემინდოს უფალმა... girl_angel.gif
nana_007
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 22 2008, 09:15 PM

ნანა,

გეთანხმებით ეგ განსაკუტრებული შემთხვევაა და ისეთ მოვლენასტან გვაქვს საქმე რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავისაგან ვერ მოითხოვთ... თუმცა რომ დადიოდეს მღვდელი კაბით და ამის გამო ტკივილებს იტანდეს ეგ ნამდვილად ღვაწლია, - აღმსარებლობისათვის მოწამეობრივი ღვაწლი...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 22 2008, 09:15 PM

უკაცრამად პასუხია და ადრეულ შუა საუკუნეებში, რამდენად არსებობდა მიჯნა სასულიერო სამოსსა და საეროს შორის? მათი ტიპობრივი განსხვავება ხომ ძირითადად არაფერში მდგომარეობდა?

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 22 2008, 09:33 PM

ციტატა
უკაცრამად პასუხია და ადრეულ შუა საუკუნეებში, რამდენად არსებობდა მიჯნა სასულიერო სამოსსა და საეროს შორის? მათი ტიპობრივი განსხვავება ხომ ძირითადად არაფერში მდგომარეობდა?

laugh.gif

P.S.

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების..."

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 09:46 PM

ციტატა(neo @ May 22 2008, 09:15 PM) *

ნანა,

გეთანხმებით ეგ განსაკუტრებული შემთხვევაა და ისეთ მოვლენასტან გვაქვს საქმე რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავისაგან ვერ მოითხოვთ... თუმცა რომ დადიოდეს მღვდელი კაბით და ამის გამო ტკივილებს იტანდეს ეგ ნამდვილად ღვაწლია, - აღმსარებლობისათვის მოწამეობრივი ღვაწლი...

neo

აკრძალული არ არის, მაგრამ გაფრთხილებაა, ელემენტარულად გაგაფრთხილებს რამდენიმეჯერ პოლიცია და მერე ზომებსაც მიიღებს არშესრულების დროს, ეს ზუსტად ასეა როგორც ვამბობ, გამოწვევა ქვია ამას და სამართალდამცავთ არ აწყობთ გამომწვევი სიტუაციები, რამაც დანაშაულებები შეიძლება გამოიწვიოს დიდი ალბათობით ,დანაშაულის "პროვოკაცია" კი კანონით ისჯება.

უაზროდ ტკივილი და დაღუპვა არა მგონია ღვაწლი იყო, იგივეა, რომ სხვა გამოიწვიო ცოდვის ჩასადენად და თითქოს თავსაც ძალით ვნებ...რაც შეეხება ჩემსმოძღვარს, იმის რწმენა და ღვაწლი არა ქუჩაში კაბით სიარულით,არამედ მისი სულით, ქველმოქმედებით,მოყვასის სიყვარულით და სხვა საზრიანი მიზნებისთვის თავგანწირვით გამოიხატება...

პოსტის ავტორი: მამა ირაკლი თარიღი: May 22 2008, 11:24 PM

ისე გაოცებილი დავრჩი,იმის ნაცვლად რომ თემაზე ესაუბრათ განკითხვით იყვნენ ზოგიერთები დაკავებულნი და თვითონ როცა სამღვდელონი(თუ) გახდებიან, ანაფორაშიც ბევრ ცოდვას ჩაიდენენ და მის გარეშეც,ეს ეჭვგარეშეა.
რა შეეხება ტემას ქრისტეს შემოსვაზე იყო საუბარი აქ.რაციონალიზმი აქ ბუნებრივია ,ქრისტე არ დადიოდა (ძველი აღთქმის)მღვდლის შესამოსელში ის ჩვეულებრივი საერო სამოსით დადიოდა. არც მოციქულები დადიოდნენ სხვაგვარად.
სხვათაშორის სამოსის ფერიც კი არ იყო შავი,ამის საშუალება რომ ვინმეს შავი სამოსი ქონოდა ბევრს არ ქონდა(ის ზაან ზვირი იყო,ბუნებრივად ამ ფერის არ არსებობს ქსოვილი მისი შეღებვაა საჭირო). პრველი საუკუნის სასულიერო პირებს უბრალო ჯვალოს სამოსი ეცვათ.მხოლოდ შემდგომ საუკუნეებში შემოვიდა დღევანდელი შესამოსელი.ის არანაირად დოგმატური არ არის.მაგრამ ტრადიციაა რომელიც დიდხანს გრზელდება,ამიტომ კანონის ზალას იძენს.

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 23 2008, 09:43 AM

ციტატა(neo @ May 22 2008, 09:15 PM) *

ნანა,

გეთანხმებით ეგ განსაკუტრებული შემთხვევაა და ისეთ მოვლენასტან გვაქვს საქმე რომელსაც ჩვეულებრივი მოკვდავისაგან ვერ მოითხოვთ... თუმცა რომ დადიოდეს მღვდელი კაბით და ამის გამო ტკივილებს იტანდეს ეგ ნამდვილად ღვაწლია, - აღმსარებლობისათვის მოწამეობრივი ღვაწლი...

ჯერ ერთი ვინ არის ჩვეულებრივი მოკვდავი და ვინ არაჩვეულებრივი? რატომ გონია ვინმეს რომ ანაფორით მოარული არაჩვეულებრივი მოკვდავია? ყველა მიწად იქცევა ერთ დროს და მორჩა....
სამწუხაროდ ზოგს რომ მარტო კაბით და ანაფორით სიარული გონია ღვაწლი, იმიტომ არის საქმე მაგრად...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 23 2008, 10:24 AM

ვინმე მადლიანმა გაასუფთავეთ თემა უხვი ოფებისგან. lch

lch

ციტატა
სიგარეტის ხსენებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აქ და ზოგიერთები ძალიან გააღიზიანა, ალბათ თვითონაც მოიხმარენ ნიკოტინს...

შენი საქმე არ არის ვინ რას მოვიხმართ. ერთი ამას უყურე რა დღეშია! ჩემი პირადი მოსაზრებით, შენიშვნას იმსახურებ.

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: May 23 2008, 10:43 AM

ციტატა(nana_007 @ May 21 2008, 11:09 PM) *

პ.ს. ხო დამავიწყდა, იერარქები მუდამ ატარებენ კაბას, მაგრამ მათი ყოველდღიურობა განსხვავდება ჩვეულებრივი მღვდელის , დეკანოზის ყოველდღიურობისაგან, ეპისკოპოსები ცხოვრობენ რეზიდენციაში, რომელიც დაცულია და ასევე მოძრაობენ დაცვით და ძირითადად ავტომობილებით.

მღვდელებს კი აქვთ კურთხევა მათი მოძღვრებისგან, რომ შეუძლიათ ეკლესიის გარეთ კაბა გაიხადონ (აქ მხოლოდ და არა სამშობლოში!)

+1

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 23 2008, 10:52 AM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 23 2008, 10:24 AM) *

ვინმე მადლიანმა გაასუფთავეთ თემა უხვი ოფებისგან. lch
lch
შენი საქმე არ არის ვინ რას მოვიხმართ. ერთი ამას უყურე რა დღეშია! ჩემი პირადი მოსაზრებით, შენიშვნას იმსახურებ.

როგორ შეიძლება ქართველმა ქალმა გააფუიოლოს "პაპიროზი?" თან "პეპელნიცაში" ჩააფერფლოს?
მელანო ქართველი არ იყო? laugh.gif

მხევალი ნინო
აი სენგან სიგარეტის მოწევას არ ველოდი...
lch
ნინო მართლა ეწევა?
rolleyes.gif
მე ეგ პატიოსანი ქალი მეგონაააა...ვაიმე ვაიმე როგორ ვცდებოდიიიიიიიიი

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2008, 10:55 AM

ციტატა
მხევალი ნინო
აი სენგან სიგარეტის მოწევას არ ველოდი...
lch
ნინო მართლა ეწევა?
rolleyes.gif
მე ეგ პატიოსანი ქალი მეგონაააა...ვაიმე ვაიმე როგორ ვცდებოდიიიიიიიიი

გაწმინდეთ თემა... კარგი რა სერგი, ორი პივა შენ ჯარიმად biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 23 2008, 11:11 AM

ციტატა(KAIROS @ May 23 2008, 10:55 AM) *

გაწმინდეთ თემა... კარგი რა სერგი, ორი პივა შენ ჯარიმად biggrin.gif

არა, ოთხი კათხა ლუდი: მე , შენ, გუჯა და ნინო
უკვე დაპატიჟებული ხართ laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 23 2008, 12:40 PM

საშინლად ბევრი ოფტოპიკია mad.gif

ზოგიერთებს ვორნის შანსი აქვს yes4.gif

თემას დროებით ვხურავ, გავწმენდ და ისევ გავხსნი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)