IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> მტკივა სამაჩაბლო... :(
marine
პოსტი Aug 22 2017, 02:27 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...სამაჩაბლოში მიწები ოხრავს..."

/გულნაზ ხარაიშვილი
"ათინათი" N2,2017, გვ.62/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 10:28 AM
პოსტი #22


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამაჩაბლოში ახლახან გაიხსნა რუსული მისია, რომელიც საეკლესიო ოკუპაციის ნაწილია. არის კი იქ ქრისტე? ამას თქვენ უპასუხეთ მეგობრებო, რუსებო, ქართველებო, სერბებო, და ასე შემდეგ".

/დეკ. შიო პაიჭაძე
"კარიბჭე" N19, 2017, გვ.21/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 12:54 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია, აღიმართა მტრული კედელი სოფელ კოდასა და წნელისის სოფელს შორის. დაიბოღმა ხალხი. სიძულვილი ძლიერდებოდა, ნახევრად დაიცალა წნელისისა და კოდის მოსახლეობა და სწორედ ეს უნდოდათ ოსებსა და ქართველების წამქეზებლებს, განმკითხველი აღარავინ იყო, გაქრა ნათელ-მირონობა, დაინგრა ოსურ-ქართული ოჯახები, სიძულვილს სიძულვილი მოჰყვა."


"აგვისტოს ომი კი იყო, ომი სისხლის ღვრისა, აფხაზეთს არ დაკმაყოფილდნენ და გორი, ქარელი, ბორჯომი, ცეცხლის ალში გაახვიეს, რუსული ტანკები ისე დასრიალებდნენ სოფლებში, როგორც კერძო მანქანები".

/გულნაზ ხარაიშვილი
"ათინათი" N2,2017, გვ.182-183/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:36 AM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალი ისე იყო ჩაკეტილი, ამ ქალაქში ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამდროს ერთ-ერთმა ასმეთაურმა, რომელსაც ქართველი მეომრებისთვის მამა გაბრიელის ზეთი მიჰქონდა, თავისი მსუბუქი ავტომანქანით მოახერხა შუა ცხინვალში შესულიყო.
მან მებრძოლებს უბრძანა, დაეტოვებინათ სანგრები და მამა გაბრიელის ზეთი ეცხოთ. როგორც კი ბიჭები ზეთის წასაცხებად გამოსულან, ყველა სანგარი აფეთქებულა.
"ცხინვალი გრადის ტიპის დანადგარებით იბომბებოდა და ცეცხლში იყო გახვეული, - ჰყვებოდა ასმეთაურის ძმა, რომელიც ამ ომში იბრძოდა, - გრადი ხომ კილომეტრებზე ანადგურებს ყველაფერს, ჩვენ მათგან სულ 100 მეტრში ვიბრძოდით, მაგრამ ვინც კი გაბრიელის ზეთი იცხო (მათ შორის მუსულმანებიც), ყველანი უვნებელნი გამოვიდნენ იქიდან იმის მიუხედავად, რომ ყველაზე ბოლოს მოგვიხდა ცხინვალის დატოვება.
ის მეომრები კი, ვინც უარი განაცხადა ზეთის წასმაზე, თითქმის ყველანი დაიღუპნენ, გადარჩენილთაგან კი ყველანი სამშობლოს მოღალატის ბრალდებით დააპატიმრეს", - გვიამბობდნენ ამ მოვლენების მონაწილე მებრძოლები".

/დედა პარასკევა
"კარიბჭე" N3, 2012, გვ.35/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 09:23 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეს ოსი და რუსი ე.წ. ისტორიკოსები არარსებულ ისტორიას თხზავენ: აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობდაო ალან-ოსთა წინაპარი. მათი უტიფრობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება.

როგორც დიდი, ისე პატარა ლიახვის (ფრონეს, ქსნის, მეჯუდის) ხეობაში ვერ მიაკვლევთ ოსური კულტურის თუნდაც ერთ ძეგლს. ტოპონიმიკა, არქიტექტურა ამ მხარეში მთლიანად ქართულია. ხუროთმოძღვარ-მშენებელნი ქართველები არიან. წარწერები ტაძრებზე, საფლავის ქვებზე მხოლოდ ქართულია. შესაძლებელია ძეგლების მშენებლობის დროს, გვიანდელ საუკუნეებში ოსებს მუშებად იყენებდნენ. ამავე დროს ორივე ლიახვის ხეობაში საფლავის ქვებზე აქა-იქ გვხვდება ქართული ასოებით დაწერილი ოსური ეპიტაფიები (რადგან დამწერლობა არ ჰქონდათ).

ხეობებში განხორციელებული არც ერთი არქეოლოგიური გათხრა არ ადასტურებს ოსურ კვალს. უცხო ეთნოსს არათუ რამე შეუქმნია აქ, პირიქით, მოსვლის დღიდან სხვადასხვა ხერხებით ისაკუთრებდა ქართულ მიწა-წყალს და შლიდა ქართულ ნაკვალევს. ამასთან, ცხადია, ქართველი ხალხი არ ივიწყებს ოსთა იმ ნაწილს, რომელმაც თავის სამშობლოდ აღიარა საქართველო და ქართველებთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში.

სეპარატისტულმა რეჟიმმა ზემოაღნიშნულ ხეობათა ისტორიული ძეგლები ე.წ. სამხრეთ-ოსეთის კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობად გამოაცხადა. საინტერესოა, რომ ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ძეგლთა მდგომარეობით დღემდე არ დაინტერესებულა არც ერთი ოსი ჩინოვნიკი, მეტიც, აგვისტოს ომში ხეობის არაერთი ეკლესია-მონასტერი გადაწვეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ასე საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას (და არც სხვისას) არ ექცევიან. ამას მტერი, მოძალადე აკეთებს.

არც ქართულ, არც უცხოურ ისტორიულ წყაროებს (მათ შორის არც რუსულს) არ მოუხსენიებიათ ქართლის ეს ნაწილი ოსეთად. ეს მახინჯი ტერმინი XIX საუკუნეში რუსმა დამპყრობლებმა ახსენეს პირველად. სამწუხაროა, რომ მტრისგან შემოგდებული ტოპონიმის დამკვიდრებას ჩვენც შევუწყვეთ ხელი.

ჩვენი პოლიტიკოს-ჟურნალისტები და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დღესაც გაუაზრებლად ხმარობს ამ ტერმინს. მაშ, რას ვედავებით გადამთიელებს, თუ მართლაც არსებულა შუაგულ ქართლში "სამხრეთ ოსეთი"? ჩვენი აზრით, დღევანდელი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი ათეული წლების მანძილზე ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე გატარებული მახინჯი საკადრო პოლიტიკა იყო. სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე პირველ პირებად ყველგან ოსები და თბილისიდან მოვლენილი რეგიონის სპეციფიკაში ჩაუხედავი პირები ინიშნებოდნენ. სრულიად იგნორირებული იყო ადგილობრივი ქართული კადრები, რამაც ქართველთა მასობრივი მიგრაცია გამოიწვია."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 26 2017, 10:11 AM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



---
"აგვისტოს ომის დროს მნიშვნელოვნად იმატა მლოცველთა რაოდენობამ. ერთი ბერმონაზონიც მეუბნებოდა, რომ იმ დროს სოფლებშიც კი ყოველდღიურად სავსე იყო ტაძრები. მერე კი ჩაიარა განსაცდელმა და, სამწუხაროდ, ტაძრები ისევ დაცარიელდა. ესეც კაცის ბუნებიდან გამომდინარეობს. გაჭირვებისას უფრო გვახსოვს უფალი."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 30 2017, 12:08 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა ლიახვის ხეობაში ერთ-ერთი უძველესია ამჟამად ოსებით დასახლებული სოფელი სათიხარი. იგი ლიახვის მარცხენა მხარეს, სოფელ ჭარების დასავლეთით მდებარეობს. სათიხარი ნელ-ნელა დაიცალა ქართველებისგან. ისტორიულმა ქარტეხილებმა ზოგი გვარი გადააშენა, ზოგიც, მოჰყვა რა ენობრივ და ეთნიკურ უმცირესობაში, გაოსდა. ნაწილი ქართლის სხვადასხვა სოფლებში გადასახლდა.

ტოპონიმი ქართულია. სოფელს თიხნარი მიწების, ასევე კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი თიხის არსებობის გამო ეწოდა სათიხარი. ომამდე აქ 160-მდე ოსური ოჯახი ცხოვრობდა.

სათიხარის ქვემოთ ქართული სოფელი ქსუისია, ახლა უკვე განადგურებული. აქაური მოსახლეობა აქტიურად ურთიერთობდა ერთმანეთთან. იყო სიძემოყვარეობა, ნათელ-მირონი. სკოლაში რამდენიმე სოფლის ქართველი და ოსი ბავშვები ერთად სწავლობდნენ. სამწუხაროდ, 80-იანი წლების ბოლოდან ოსთა უმეტესობა აჰყვა რუსების წაქეზებულ ე.წ. ოს ლიდერებს და ქართველებთან სიახლოვის მიუხედავად ექსტრემისტული პოზიცია დაიკავა.

აქ მცხოვრები ძველი ქართველები ძირითადად მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას მისდევდნენ.

სოფელში X საუკუნის ძლიერ დაზიანებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა. როგორც ამ პერიოდის ძეგლებს, სავარაუდოდ, მასაც უნდა ჰქონოდა სამშენებლო წარწერა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები. სოფლის მაღალი მთის ფერდობზე დგას XVIII საუკუნის დასაწყისის საკმაოდ მოზრდილი ციხე, რომლის ძირითადი ნაწილი დანგრეულია. ციხეს გალავანიც ჰქონია. სათიხარის სამხრეთ უბანს ნანიაური ჰქვია. ტოპონიმი ძველად აქ მცხოვრები ნანიაშვილების გვარიდან მოდის."


"მრავალი ათეული წელია, რაც [ლიახვის ხეობის] ამ სოფლებში [კოხათი და სარაბუკი] ქართული სიტყვა აღარ ისმის, სალოცავებში სანთელი არ დანთებულა და საქართველოს კეთილდღეობა არავის შეუვედრებია უფლისთვის..."

/"კარიბჭე" N15, 2009, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 27 2017, 09:57 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ვლადიკავკაზში ერთადერთი ოსური სკოლა იყო, საქართველოში 98 ოსური სკოლა ფუნქციონირებდა, მათ შორის, ცხინვალის რეგიონში - 90!"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2018, 06:54 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...ისევ დევნილობა და ცოცხლად გადარჩენით გამოწვეული სიხარულნარევი ტკივილი..."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 08:13 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვის უნდა

ვის უნდა შენი ქართველობა
ანდა მშრომელი,
ბატონკაცურად დადის ქალაქში
უცხოტომელი!
ჩემი კუთხიდან, ჩემი მხრიდან,
უნდათ, გამაგდონ,
ვის მიაქვს ჩემი სამაჩაბლო -
საათაბაგო!
ამომიშენეთ, მომიქარგეთ სული
მდელოთი,
რომ მარადისად ვიამაყო
საქართველოთი!

/მთვარისა კერესელიძე
"ლიტერატურული საქართველო" N47, 2017, გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2018, 09:10 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მათ [დევნილებმა] ყველაფერი დაკარგეს. იქ სული დარჩათ, აქ კი შინ დაბრუნების იმედი გამოჰყვათ."


ლელა მაზმიშვილი: "შეშინებული დედა შემოვიდა, კანკალებდა. მე ვიჯექი და ვტიროდი. დედამ ტირილით თქვა: "აბა, გავიქცეთ!" ისე გამოვიქეცით, არაფერი წამოგვიღია; ჩემი ახალი წიგნები, დისკები და შარიკა დამენანა. მივრბოდით ტყის გზაზე და შორს ჩანდა ჩვენი ძაღლი... მალე დაღამდა. ისე ისროდნენ, ცა საოცრად იყო განათებული, ცეცხლმოკიდებული სახლებიც ჩანდა. დედას ჩავეხუტე. ორივე ვტიროდით".



"აგვისტოს ომის შემდეგ კი მეორე სახლიც მივატოვეთ. ისევ ხელცარიელები წამოვედით. ბებო მაინც იქ დარჩა იმედით - გავიმარჯვებთო. ძალიან მძიმე დღეები გამოიარა. ერთი კვირა ორასლიტრიან კასრში იმალებოდა, რუსებს რომ არ ეპოვათ და არ მოეკლათ. ღვთის ძალამ გადაგვარჩინა".


"ახლა კი მხოლოდ ის სიცარიელე დგას ჩემს სულში, რომელიც მოგონებებით ივსება ხანდახან... აღარ ვნერვიულობ საკუთარ სახლზე, საკუთარ საწოლზე, ჩემს საყვარელ ნივთებზე, ფოტოსურათებზე და იმაზე, რომ მეორედ დევნილი გავხდი... მტკივა მხოლოდ ის, რომ ვერ ვხედავ იმ პეიზაჟს, რომელიც სიმშვიდეს მგვრიდა, ვერ ვსუნთქავ ჰაერს, რომელიც სიხარულით მავსებდა და ვერ ვსვამ წყალს, რომელსაც ვერსად დალევ ისე გემრიელად, როგორც იქ".


ლია და დიანა ჩალაურები: "ეს იყო დღეები, რომლებიც არ ღამდებოდა. გვინდოდა, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, ცუდი სიზმარი, მოსულიყო დედა და ეთქვა: "გაიღვიძეთ, ეს ცუდი სიზმარია!" ტიროდნენ მეზობლის ბავშვები და მშობლები ამშვიდებდნენ, - ქუხს და უნდა იწვიმოსო.
ფიქრობ ყველაფერზე - მშობლებზე, ახლობლებზე, სახლსა და პატარა ძაღლზეც კი... და გეშინია, დაკარგო შენი წარსული, საუკეთესო წლები და დაკარგო ადგილი, რომელიც საქართველოს გულია - შიდა ქართლი..."

/"კარიბჭე" N16, 2009, გვ.36-37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2018, 09:31 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დავით ქრისტესიაშვილი: - უამრავი დაიჭრა... ერთი ბომბი ცენტრალურ გზაზე ჩამოვარდა და უშველებელი ორმო გააჩინა. წამოსვლა ყველამ ვერ შეძლო. შინ მოხუცები და ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფები დარჩნენ - ჩვენ ხელს არავინ გვახლებსო. მაგრამ საწოლში მოკლეს მძიმე ავადმყოფი ალექსანდრე რომელაშვილი, არ დაინდეს მოხუცებული ნათელა ტარიელაშვილი.

ამ უბედურებას ვერ გაუძლო რამდენიმე მოხუცებულმა და თავი ჩამოიხრჩო. დღემდე დაკარგულად ითვლებიან გიორგი ბერუაშვილი და ქეთევან რომელაშვილი. ოც წელზე მეტი თითქმის ომში ვცხოვრობდით. ამ ვითარებაში თაობა გაიზარდა. ყველაფრის მიუხედავად გვწამს უკან დაბრუნებისა. საქართველოს არ უწერია გადაშენება, ჩვენი სამშობლო გაბრწყინდება და კვლავ დაიბრუნებს ულამაზეს ხეობებს".

/"კარიბჭე" N3, 2010, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2018, 01:49 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დაფერფლილი ისტორია

"დღეს დისევი აღგვილია პირისაგან მიწისა. ოსმა სეპარატისტებმა ეს უწმინდესი სოფელი ჯერ გაძარცვეს და მერე მთლიანად გადაწვეს. იროდიონ ოქროპირიძის სახლიდან ჯერ მთელი ქონება გამოუზიდავთ და მერე ცეცხლი წაუკიდებიათ. სამ დღეს იწვოდა თურმე უძველესი შენობა.

მეზობლად მცხოვრებ მოხუც ცოლ-ქმარს არ მიუტოვებია სახლ-კარი. ოსები რომ შემოესივნენ, შეშინებული მოხუცი ქალი შინ შევარდნილა. სახლს რომ ბენზინი გადაასხეს გადასაწვავად, ქალი გარეთ აღარ გამოუშვიათ. სასოწარკვეთილი მოხუცი ქმარი თავგანწირვით იწევდა თურმე ცოლის საშველად. არ დაანებეს. მის თვალწინ იწვოდა ცოცხლად აბრიალებულ სახლში გამომწყვდეული მოხუცი.

რამდენიმე დღის შემდეგ უკვე იავარქმნილი სოფლის შემოგარენში, ტყეებში მიმალული ოთხი ახალგაზრდა დისეველი დაუჭერიათ, ბენზინი გადაუსხამთ და ცოცხლად დაუწვავთ ოთხივე... ყოველდღიურად ველოსიპედებით მოდიოდნენ ოსის ბავშვები, ნანგრევებსა და ფერფლში ეძებდნენ და მიჰქონდათ ცეცხლს გადარჩენილი ნივთები...

დღეს მაინც იმედით ცოცხლობენ უბედურებას თავდაღწეული, ლტოლვილი დისეველები. იმედი ხომ ბოლოს კვდება. სწამთ, რომ არ უწერია საქართველოს გადაშენება. კვლავ გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა და დაიბრუნებენ თავიანთ უწმინდესსა და ულამაზეს სოფელსაც.

უფალმა გისმინოთ, დისეველებო!"

/"კარიბჭე" N6, 2010, გვ.57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2019, 07:11 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შიდა ქართლის ერთ-ერთი უძველესი ხეობა დღეისათვის ოკუპირებულია. მკვიდრი მოსახლეობა დევნილად იქცა. განადგურებულია ქართველთა საცხოვრებლები. ისტორიულ ქართულ მიწაზე რუსეთის ხელისუფლებამ სამხედრო ბაზები ააშენა. ქართველთა ცხოვრების ნაკვალევი იშლება, ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები კი ნადგურდება ან "ოსური კულტურის ძეგლებად "ცხადდება".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2019, გვ. 16/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2019, 03:36 PM
პოსტი #35


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ცოდვების შედეგია ის, რომ სამაჩაბლო დავკარგეთ"

/მამა პეტრე კვარაცხელია
"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 12 2019, 06:16 PM
პოსტი #36


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე მითხრეს: თქვენ იცით, რა საშინელებები ჩაიდინეს რუსებმა და სეპარატისტებმა? დახოცეს ქალი, ბავშვი, ახალგაზრდა, გადაწვეს სოფლები - თამარაშენი, ქურთა. ეს იყო ნამდვილი ტრაგედია. ტყეში რომ გაიქცა ხალხი, ვერტმფრენებით დასდევდნენ თითქმის ყოველ ადამიანს და ბომბებს უშენდნენ. საშინელი ტრაგედია იყო, ეს იყო ნამდვილი გენოციდი, რომელიც არ ჩანს ტელეეკრანიდანაც კი".

/მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.29/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2019, 10:20 PM
პოსტი #37


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რაც ჩვენს გარეშემო, ჩვენს სამშობლოში მოხდა და ხდება, ჩვენი სულიერი, შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია"

/მეუფე ანდრია (გვაზავა)
"კრიალოსანი" N10, 2008, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2019, 09:32 PM
პოსტი #38


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ ომმა დიდი დაღი დაასვა ყველას - დიდსა თუ პატარას. ეს ძნელად მოსაშუშებელი ტკივილია და დიდხანს გაყვება ადამიანებს. ერთი რამ ცხადია, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ეს ჩვენი სულის გასაძლიერებლად, ჩვენს გამოსაფხიზებლად მოხდა"

/"კრიალოსანი" N11, 2008, გვ.23/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2020, 08:11 PM
პოსტი #39


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტრაგედიის მიზეზებზე საუბარი ალბათ პირველ რიგში იმითაც უნდა დავიწყოთ, რომ ეს ჩვენს თავს დატეხილი ღვთის დიდი დაშვებაა, რათა კიდევ ერთხელ დაინახოს ქართველმა ერმა, რომ მას არასოდეს ჰყოლია ღვთის გარდა ჭეშმარიტი პატრონი და არც არასოდეს ეყოლება და საჭიროა მთელი სასოებით მას ჩაეჭიდოს და მხოლოდ მას მსახურებდეს"

/"ქვაკუთხედი" N8, 2008, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2020, 06:19 PM
პოსტი #40


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხინვალის რეგიონში 1200-ზე მეტი უძველესი ქართული ეკლესია-მონასტერია"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N4, 2020, გვ.18/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 10:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი