IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა, ომის და სხვადასხვა სტიქიური საშიშორების დროს
guest
პოსტი Sep 12 2008, 02:55 AM
პოსტი #41


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მოკლედ, თემა "სამხედროში" დავიწყეთ ამაზე საუბარი,მაგრამ რამდენადაც ვამჩნევ, ეს საკითხი თემას იმსახურებს, მისი ინტეგრაცია სხვა თემაში გამოიწვევს ამ საჭირო ინფორმაციის უნებლიემიმალვას და შესაძლებელია მავანმა არც შეიხედოს იმ თემაში,არადა ეს საკითხი აინტერესებდეს. ამიტომაც ჩემს ბოლო პოსტს თემა "სამხედროდან " გადმოვიტან აქ და შემდეგ განვავრცობ. სიამოვნებით ველოდები თქვენს ინფორმაციებსაც, ნებისმიერი რაც ამ დროს გამოსადეგია,დაწერეთ აქ და ვგონებ, მეტად საინტერესო და შემეცნებითი თემა გამოგვივა, ბოლო დროინდელმა მოვლენებმა გვიჩვენა ამის აუცილებლობაც... სამწუხაროდ...

.ნინომ წმოჭრა ეს საკითხი და მეც ვუპასუხე. აგერ ბოლო პოსტი "სამხედროდან",ამ თემაზე აქ გავაგრძელოთ:

ჯერ დავიწყებ საჰაერო თავდასხმის საშიშროების დროს მოქცევის წესებით. მერე გავაგრძელოთ ხანძრის და სხვადასხვა საშიში სიტუაციების დროს, ასევე სრული მობილიზაცია განვიხილოთ და სხვებზე დახმარების აღმოჩენაც:

საჰაერო თავდასხმის საშიშროება


ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად>

სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას:

* ჩავაქროთ სინათლეები,შუქი,
*გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები,
*გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები,
*ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი,
*გავაღოთ ფანჯრები,
*გადავწიოთ ფარდები,
*ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები


გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული:

* საკვები,
*წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია,
*ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები,
*პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი,
*ფული
*პირადი საბუთები,
*პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება,
*ტრანზისტორი, რადიო ხელის,
*ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი,
*"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად.

ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური.


სამუშაო ადგილზე ყოფნისას:

*სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა,
*პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა,
*შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა.

საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში :

*პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ,
*თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ,
*მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს,
*სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს.


მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია.

მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს:

*შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას,
*დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში,
*თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ,
*გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას,
*თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   მოსახლეობისთვის აუცილებელი მინიმუმის ცოდნა   Sep 12 2008, 02:55 AM
მარიამი   საჭირო ინფორმაცია...   Sep 12 2008, 09:39 AM
staywhite   მარიამი :მპუა: თუ ვ...   Sep 12 2008, 02:22 PM
კანუდოსელი   მაგარია ნანა... მადლ...   Sep 12 2008, 02:24 PM
k@the   staywhite გაიხარე ნან, მე ...   Sep 12 2008, 02:41 PM
staywhite   k@the მასეა, კატ :* გარდ...   Sep 12 2008, 03:02 PM
kato_Bato   არ შეიძლია არ აღვნ...   Sep 12 2008, 03:15 PM
მარიამი   +1   Sep 12 2008, 04:25 PM
ქავთარაძე   უალკოჰოლო რატომ? შ...   Sep 12 2008, 04:28 PM
staywhite   ქავთარაძე გათბობ...   Sep 12 2008, 04:45 PM
staywhite   1. პირველადი სამედი...   Sep 12 2008, 06:14 PM
kato_Bato   staywhite ვაიმე, ეს რატომ...   Sep 12 2008, 06:22 PM
staywhite   kato_Bato იმიტომ კატუშ, ...   Sep 12 2008, 06:30 PM
ქავთარაძე   staywhite სამასხარაოდ ვი...   Sep 12 2008, 07:27 PM
staywhite   ქავთარაძე აქ ტყეზ...   Sep 12 2008, 07:27 PM
ქავთარაძე   კიდე იმ შემთხვევაშ...   Sep 12 2008, 07:31 PM
staywhite   ქავთარაძე რა თქმა...   Sep 12 2008, 07:32 PM
ქავთარაძე   staywhite რავი ნანა, ამ ომ...   Sep 12 2008, 07:33 PM
staywhite   ქავთარაძე ფიზიკი...   Sep 12 2008, 07:39 PM
ქავთარაძე   staywhite პახოდების გამ...   Sep 12 2008, 07:59 PM
ქავთარაძე   არა, ცივი საგანი ავ...   Sep 12 2008, 08:13 PM
staywhite   ქავთარაძე კითხე შ...   Sep 12 2008, 08:22 PM
ქავთარაძე   staywhite აუ მობილურზე დ...   Sep 12 2008, 08:27 PM
q-e-T-i   staywhite :wub: :მპუა: გაიხა...   Sep 12 2008, 09:37 PM
nino kiwo   ბრავო ნანა. კარგი თ...   Sep 13 2008, 11:35 AM
staywhite   q-e-T-i nino kiwo მადლობა,ლამ...   Sep 14 2008, 08:14 PM
.ნინო   staywhite ნაან, რა მაგარი...   Sep 14 2008, 09:54 PM
staywhite   .ნინო :მპუა: რატომ? ...   Sep 14 2008, 10:58 PM
.ნინო   staywhite გაკეთებით კი გ...   Sep 15 2008, 02:55 PM
piligrimi   ხო კარგი თემაა მაგ...   Sep 15 2008, 03:02 PM
კანონისტი   staywhite მეჩეთის მითითე...   Sep 15 2008, 04:53 PM
staywhite   მართალი ხარ , დათო, ...   Sep 15 2008, 06:50 PM
HANIBALA   კაი თემაა მარა რათ ...   Sep 24 2008, 05:24 PM
staywhite   HANIBALA მოხიბლული ვრჩ...   Sep 24 2008, 08:20 PM
.ნინო   არ ვიცი, მე პირადა ...   Sep 24 2008, 08:52 PM
staywhite   მეგობრებო, იხილეთ ...   Oct 19 2008, 06:18 PM
ბადრი   ყოჩაღ!   Nov 3 2008, 04:31 AM
მხევალი ნინო   staywhite ნან, აქ სენ რაც ...   Feb 4 2009, 12:24 AM
orthodox-georgia   ძალიან საჭირო ინფ...   Feb 4 2009, 12:58 AM
staywhite   orthodox-georgia ჩემს დროს იყ...   Feb 4 2009, 11:07 AM
მხევალი ნინო   staywhite ხოდა, სწორედ მ...   Feb 4 2009, 11:59 AM
staywhite   მხევალი ნინო ნინო, ...   Feb 4 2009, 12:27 PM
მხევალი ნინო   staywhite შენ უფრო გამო...   Feb 4 2009, 03:35 PM
staywhite   მხევალი ნინო მაგ კ...   Feb 4 2009, 03:38 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 11:45 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი