გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! |
დიმიტრი_ |
May 6 2012, 10:31 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 16-April 12 წევრი № 12,268 |
გიორგობა — ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნება 23 აპრილს (ახ. სტილით 6 მაისი) და 10 ნოემბერს (ახ. სტილით 23 ნოემბერი). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა: ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.
დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის - ქრისტეს დიდი მოწამის წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმ. გიორგის დიდი სიყვარულის გამო „გეორგიას“ უწოდებენ უცხოელნი. დიახ ძმანო, წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა. დაილოცოს განგება ღვთისა, ვინ ჴასწვდება მის სიღრმესა და სიდიადეს. წმიდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს არს არც სხვა დიდი წმიდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმიდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არც ერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმიდა გიორგისათვის. არც ერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმიდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში. რით უნდა აიხსნას ეს გარემოება, ძმანო? რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმიდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვარის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ქართველობა ვერ გაუმკლავდებოდა იმ ურიცხვ მტერს, დღენიადაგ რომ ეხვია გარს. ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმიდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმიდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმიდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა. წმიდა დიდმოწამე გიორგის მიმართავდა განსაცდელის ჟამს დიდი და პატარა, ერი და ბერი და წმიდანიც არ აკლებდა მეოხებას თავის რჩეულ შვილებს. წმიდა გიორგით მოხდა ქართველთა ყველა დიდი გამარჯვება ბოროტ ძალებზე. წმიდა გიორგის მეოხებით უნდა მოხდეს მომავალში ჩვენი ხსნაც. ამიტომ, საყვარელო ძმანო, მოვედით და შევთხოვოთ დიდებულ წმიდანს: ტყვეთა განმათავისუფლებელო, და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო, და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე შენგან შეყვარებულ ქრისტე მაცხოვარს, რომ დაიფაროს და დაიცვას ერი და ეკლესია ჩვენი ბოროტისა და განსაცდელისაგან; განაძლიეროს და განამტკიცოს მართალი სარწმუნოება ჩვენში, რომ სარწმუნოებით განმტკიცებულნი და გაძლიერებულნი ღირსნი გავხდეთ მართალთა თანა დამკვიდრების, ქებისა და გალობისა ყოვლად პატიოსნისა სახელისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! © 1982 წ მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) მრავალს დაესწარით ! |
ikanosi |
May 6 2012, 12:10 PM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
მეც გილცავთ
-------------------- ფარით ან ფარზე
|
zaz |
May 6 2012, 02:16 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
გოლოცავთ! წმიდა გიორგის შემწეობა არ მოგკლებოდეთ.
|
karpaki |
May 6 2012, 08:01 PM
პოსტი
#4
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
გილოცავთ გიორგობას
-------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
marine |
May 7 2012, 02:00 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველა გიორგის და განსაკუთრებით ადმინს ვულოცავ გიორგობას!!! ძალიან ბედნიერი და წარმატებულები ყოფილიყავით ჩემმა მოძღვარმა იქადაგა, რომ არც ერთი გიორგი არაა დაჩაგრული, რადგან ყველანი წმინდა გიორგის მსგავსად მებრძოლები არიან
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
dr.house... |
May 7 2012, 09:28 PM
პოსტი
#6
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
მეც გილოცავთ ყველას..
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
A.V.M |
May 6 2013, 08:20 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ყველას გილოცავთ წმ.გიორგის ხსენების დღეს!
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ბადრი |
May 6 2013, 09:50 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
გილოცავთ ყველას
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
G_saxva |
May 6 2013, 11:11 PM
პოსტი
#9
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მე უკვე მოგილოცეთ და კიდევ გილოცავთ
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
May 6 2014, 12:53 AM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
გილოცავ სახვა !!! (ყველას გილოცავთ) : -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
May 6 2014, 09:26 AM
პოსტი
#11
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
გაიხარე გენაცვალე ყველას გილოცავთ ულამაზეს დღესაწაულს. წმინდა დიდმოწამე გიორგის ძალითა და მეოხებით მთელ საქართველოს სიკეთე ბედნიერი გამძლეობა ლხინი და ერთიანობა ჰქონოდეს. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
qetevano |
May 6 2014, 11:31 AM
პოსტი
#12
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
გილოცავთ გიორგობას, ნუ განსაკუთრებით G_saxva-ს რა თქმა უნდა
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
May 6 2014, 02:58 PM
პოსტი
#13
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
qetevano
გაიზარდე დიდი გოგო -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი