თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ეგებ დავეხმაროთ თორნიკეს :(

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 29 2008, 12:38 PM

16 წლის თორნიკე ჭუმბაშვილი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რამდენიმე თვის წინ
თითქოს სრულიად ჯანსაღ ბავშვს დაეწყო მაღალი სიცხეები და ლოგინს მიაჯაჭვა.
ეხლა მდგომარეობა უფრო გართულებულია, ბავშვი რეანიმაციაშია აპარატზე შეერთებული.
ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად უკეთესობა მაინც არაა,
ექიმებიც დიდ იმედებს ვერ იძლევიან.
მშობლებს უკვე აღარანაირი შესაძლებლობა და თანხები არა აქვთ ბავშვის მკურნალობისთვის.

ეგებ როგორმე შევძლოთ და მცირედით მაინც დავეხმაროთ ავადმყოფ ბავშვს. cray.gif cray.gif

ძალიან დიდი მადლობა ვინც შემოიხედა და წაიკითხა თორნიკეს გასაჭირის შესახებ.
თუ დაგაინტერესებთ შემიძლია მისი მშობლების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მოგაწოდოთ.


თემა სასაუბროში გავხსენი, თუ არაა აქ შესაფერისი ადგილი მოდერს ვთხოვ მაპატიოს და შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 29 2008, 12:41 PM

ნაინა
ძალიან სამწუხაროა. იმედია ღვთის შეწევნით თორნიკე გადარჩება! მოიხსენიეთ ლოცვებში. პირველ რიგში ოჯახს დაჭირდება რეანიმაციის ხარჯებში ფინანსური დახმარება.

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Nov 29 2008, 12:41 PM

და ამისთანა რა ჭირს?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 29 2008, 12:45 PM

MARDUK
კუნთების დაშლა აქვსო როგორც ექიმები ამბობენ,
ასეთ დაავადებას გერმანიაში მკურნალობენო, მაგრამ ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
სკოლაც ეხმარება, ცოტა-ცოტა თანხებსაც უგროვებენ, რამოდენიმე
კომპანიასაც მიეწოდა მონაცემები, ეგებ ვინმე გამოჩნდეს და ბავშვს დაეხმაროს.
დღევანდელ დღეს ყველაზე მეტად რეანიმაციის ხარჯების გადახდა უჭირს ოჯახს.
მარტის შემდეგ ძალიან დიდი თანხები დასჭირდა ბავშვის მკურნალობას sad.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 29 2008, 01:47 PM

sad.gif((((((((((((((((

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 29 2008, 02:46 PM

დედა, რა საშინელებაა! sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 29 2008, 02:55 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Nov 29 2008, 05:12 PM

სამწუხაროა sad.gif
სად წევს ბავშვი?

პოსტის ავტორი: iber თარიღი: Nov 29 2008, 05:39 PM

ღმერთმა უშველოს თორნიკეს
გთხოვთ გადაცეთ მშობლებს ჩვენი კოორდინატები და რაც შეგვეძლება დავეხმარებით –მატერიალურადაც და წამლებითაც
98–64–86 აქ თქვან თორნიკე ჭუმბაშვილის საკითხზე ვრეკავთო და თორნიკე ალაშვილს დაგაკავშირებენ
მოგვაწოდეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია რა დაავადებაზეა საუბარი და რა გარემოებებში გახდა ავად
http://www.curamediana.ge/index.php?go=Content&id=11

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Nov 29 2008, 05:53 PM

ციტატა(ნაინა @ Nov 29 2008, 01:45 PM) *

კუნთების დაშლა აქვსო როგორც ექიმები ამბობენ,

დროზეა ეგ ბავშვი სამკურნალო.
რეანიმაცია ვერაფერს უშველის

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 29 2008, 08:26 PM

iber
გაიხარე, გადავეცი ტელ-ნომერი აუცილებლად დაგიკავშირდებიან, დიდი მადლობა. ღმერთმა გაგახაროს.

orthodox-georgia
საქმეც ეგაა რომ რეანიმაცია ვერ უშველის, სამწუხაროდ ოჯახს უკვე დიდი შესაძლებლობები აღარ გააჩნია sad.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Nov 29 2008, 10:04 PM

იქნებ შევაგროვოთ თანხა ფორუმელებმა და გადავცეთ ოჯახს. ასე უკეთესი იქნება.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 29 2008, 10:19 PM

natianatushki

ციტატა
იქნებ შევაგროვოთ თანხა ფორუმელებმა და გადავცეთ ოჯახს. ასე უკეთესი იქნება.

გაიხარე ჩემო კარგო. smile.gif

ფორუმზე ყოველთვის გროვდება თანხა მსგავსი დახმარებებისთვის, იმედია ეხლაც აგროვდება.



ეს კი თორნიკეა

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Nov 29 2008, 10:22 PM

აუ ძან სამწუხაროა გმერთმა დაიფაროს და გამოაჯანმრთელოს.

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Nov 29 2008, 10:24 PM

ხალხნო რომ შევაგროვოთ რამე თანხა არ გინდათ?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Nov 29 2008, 10:47 PM

ნაინა

ონკოლოგიური ხომ არ მკურნაობს ეს ბავშვიი? blink.gif

sad.gif((((((((

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Nov 29 2008, 11:08 PM

ტელეფონი რომ გააკეთოთ რომ დარეკოს კაცმა და გადაირიცხოს თანხა კაი იქნებოდა ან კიდე ხო გაქვთ საქველმოქმედო ფონდი და იმის ტელეფონი გამოაცხადეთ და მიაბით ამ ბავშვის საკითხს!

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Nov 29 2008, 11:19 PM

მოკლედ, დაწერეთ აქ ვისაც გექნებათ საშუალება, რომ თანხის შეგროვებაში მიიღოს მონაწილეობა.. ამ დღეებში შევიკრიბოთ და გადავცეთ ოჯახს. აბა გელოდებით. და კიდევ ყველას უთხარით ეს ამბავი და იქნებ გამოჩნდეს ვინმე,ვინც შეძლებს თორნიკეს დახმარებას.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Nov 29 2008, 11:22 PM

ციტატა(.:Lela:. @ Nov 29 2008, 11:24 PM) *

ხალხნო რომ შევაგროვოთ რამე თანხა არ გინდათ?


კარგი ქინება

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 29 2008, 11:54 PM

S a l l y

ციტატა
ამ თემას კითხულობს 19 მომხმარებელი (მათ შორის 17 სტუმარი და 2 დამალული წევრი)

არა სალი, ღუდუშაურში წევს დიღომში.

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Nov 30 2008, 12:21 AM

ეს ბიჭი ჩემი პარალელური კლასელია ძალიან ცუდადაა sad.gif რეანიმაციაშია აპარატზეა შეერთებული ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი კარგად იყოს sad.gif დიღომში წევს ღუდუშაურში. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის sad.gif

პოსტის ავტორი: KoSMoS თარიღი: Nov 30 2008, 06:48 AM

TOka chemi dzmaakacia chemi ubneli anu bavshobis dzmaakaciii ...vinc amas caikitxavs da visac risi sashualeba ekneba da gadaricxavs didi madlobas uxdi me.... yvelam tavisi dzmakaci carmoidginos da ravici raa... madlobat yvelasss

პოსტის ავტორი: zOnIc თარიღი: Nov 30 2008, 09:52 AM

მაგის მშობლების ტელეფონის ნომერი მითხარით, ჩემ საიტზე გავავრცელე ეს და ვიღაც არის ვისაც უნდა დახმარება და იქნებ რამეში მართლა დაგეხმაროთ smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 30 2008, 10:06 AM

zOnIc

ციტატა
მაგის მშობლების ტელეფონის ნომერი მითხარით, ჩემ საიტზე გავავრცელე ეს და ვიღაც არის ვისაც უნდა დახმარება და იქნებ რამეში მართლა დაგეხმაროთ

კი ჩემო კარგო, ოღონდ ვინმემ დახმარების სურვილი გამოთქვას და ნომერს როგორ არ მოგცევ.

98-47-30-74 ეს მობილური.

77-05-05 ეს სახლის.

მობილურზე დარეკვა უმჯობესია დღის საათებში.

დიდი მადლობა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 30 2008, 11:37 PM

ფორუმელები არ ვკრებთ თანხას?

ვის სურს ტანხის დადება დაწერეთ და დავტქვათ შეხვედრის ტარიღი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 1 2008, 12:47 AM

სპორტის სასახლესთან შევხვდეთ ხვალ... ვის შეუძლია? დრო 6-ზე ვთქვათ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 1 2008, 12:57 AM

მადლობა ბავშვებო, გაიხარეთ.
ვიცი დღეს ყველას უჭირს საქართველოში,
მაგრამ მადლიც ეგაა, შენც რომ გიჭირს მაგრამ მაინც რომ ეხმარები
უარეს გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს. kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: KoSMoS თარიღი: Dec 1 2008, 04:08 PM

SAQARTVELOS BANKI... KODI 220101502...ANGARISHIS NOM.124101800...davexmarot tornikess cheM dzmakacs

SAQARTVELOS BANKI... KODI 220101502...ANGARISHIS NOM.124101800...davexmarot tornikess cheM dzmakacs

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 1 2008, 04:12 PM

"საქართველოს ბანკი" კოდი - 220101502 ანგარიშის ნომერი -124101800 დავეხმაროთ თორნიკეს

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 04:20 PM

alexx
KoSMoS
ისეც რო გავაკეთოთ ჯეოსელის ან მაგთის ნომრები რო არის 1 ზარი 1 ლარი რო ღირს მგონი მანდედანაც გამოვა რამე :|

პოსტის ავტორი: KoSMoS თარიღი: Dec 1 2008, 04:40 PM

ციტატა(leooo4 @ Dec 1 2008, 04:20 PM) *

alexx
KoSMoS
ისეც რო გავაკეთოთ ჯეოსელის ან მაგთის ნომრები რო არის 1 ზარი 1 ლარი რო ღირს მგონი მანდედანაც გამოვა რამე :|



ბზ არააა მარა მე აზე არ ვარ ეგ როგორ უნდა გაკეთდეს შენ თუ იზავ ბზ არაა დზმა

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 04:52 PM

KoSMoS
გავიგებ მაშინ ზუსტად მე როგორც ვიცი 150 ლარი ჯდება შეიძლება არც უნდა მაგხელა თანხა რავი ვნახოთ ან ვინმემ თუ იცით მაგგვარი რამე დაწერეთ.

პოსტის ავტორი: KoSMoS თარიღი: Dec 1 2008, 04:55 PM

ციტატა(leooo4 @ Dec 1 2008, 04:52 PM) *

KoSMoS
გავიგებ მაშინ ზუსტად მე როგორც ვიცი 150 ლარი ჯდება შეიძლება არც უნდა მაგხელა თანხა რავი ვნახოთ ან ვინმემ თუ იცით მაგგვარი რამე დაწერეთ.



ოკ ბზ არაა მიდით მეც აქ ვაქ

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 05:00 PM

დაველოდოთ აქ რას დაწერენ მაგ საკითხთან დაკავშირებით მანამდე გავიგებ მეც რამეს sad.gif

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 1 2008, 05:29 PM

ლეო კაცურად გაიგე რა ეგ რა ჯდება ტელეფონიდან როგორ უნდა გაკეთდეს და რა ჯდება ? კაი ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 1 2008, 05:31 PM

ვინმემ იცით როგორაა? ცოტა მის ჯანმრთელობის მდგემარეობაზეც დაწერეთ sad.gif

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 1 2008, 08:54 PM

რავიცი ოდნავ უკეთაა, მარა რეანიმაციაშია ჯერ კიდევ sad.gifsad.gifsad.gif ეხლა ფილტვებზე მკურნალობენ, მარა თვითონ დაავადებს აქ ვერ უშველიან აუცილებლად გერმანიაშია წასაყვანი, თორე დაავადება პროგრესირებს sad.gif

პოსტის ავტორი: Lekk თარიღი: Dec 1 2008, 08:55 PM

ამჯამად იმყოპება რეანიმაციაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ.... ჯერ ჯერობით მდგომარეობა უცვლელია sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 09:04 PM

alexx
რავი გავიგებ და გავაკეთოთ და ვინმემ თუ იცის დაწეროს მაგ საკითხთან დაკავშირებით რამე.

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 09:20 PM

თუ ვინმემ ვიცით ან მაგთის ნომერზე ან ჯეოსელზე როგორ შეიძლება გაკეთდეს დაწერეთ აუცილებლად sad.gif

პოსტის ავტორი: KoSMoS თარიღი: Dec 1 2008, 10:39 PM

თოკა წასაყვანია გერმანიაში აუცილებლად აქ მაგარი ცუდია აქაური ექიმები მე ვიცი 5 იანზე. ვილოცოთ ყველამ და მოვიხსენიოთ თორნიკე

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 1 2008, 10:55 PM

KoSMoS
ხო აუცილებლად წასაყვანია აქ ვერ უმკურნალებენ ნორმალურად და ცოტა უკეთესობა ხო არ არის თუ ისევ ისეა? sad.gif

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 1 2008, 11:25 PM

უკეთესობა რა ეხლა ღუდუშაურში ფილტვებზე მკურნალობენ და იმ დაავადებს კიდე აქ ვერ მკურნალობენ რააააა.... : (( მარტო გერმანიაში უშველიან მაგას : |

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 1 2008, 11:32 PM

ციტატა(alexx @ Dec 1 2008, 11:25 PM) *

უკეთესობა რა ეხლა ღუდუშაურში ფილტვებზე მკურნალობენ და იმ დაავადებს კიდე აქ ვერ მკურნალობენ რააააა.... : (( მარტო გერმანიაში უშველიან მაგას : |

ბიჭებო იქნებ გაიგოთ რა დიაგნოზი დაუსვეს თორნიკეს ზუსტად და დაწეროთ sad.gif

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Dec 2 2008, 08:44 AM

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ ფორუმის საქველმოქმედო ფონდს აქვს ტელეფონის ნომერი - ახალის გახსნაში ფულის გადახდას მოგიწოდებთ რომ ეგ ნომრები დაუთმოთ თორნიკეს საკითხს- გარკვეული დროის განმავლობაში ამ ტელეფონზე შემოსული თანხა გადაერიოცხება მის ოჯახს სად არის ფონდის ხელმძღვანელბა ბლინ

პოსტის ავტორი: Lekk თარიღი: Dec 2 2008, 09:11 AM

თორნიკეს დიაგნოზია დერმატო პოლი მიოზიტი მაგრამ ზუსტად არ იციან... თუ გვათხოვებენ ამ ნომრებს და ფონდს დიდ მადლობას მოვუხდით....იქნება დაგვეხმაროთsad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 2 2008, 10:05 AM

d.p

ციტატა
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამ ფორუმის საქველმოქმედო ფონდს აქვს ტელეფონის ნომერი - ახალის გახსნაში ფულის გადახდას მოგიწოდებთ რომ ეგ ნომრები დაუთმოთ თორნიკეს საკითხს- გარკვეული დროის განმავლობაში ამ ტელეფონზე შემოსული თანხა გადაერიოცხება მის ოჯახს სად არის ფონდის ხელმძღვანელბა ბლინ


ჩემო კარგო, ასეთი საუბარი არ გვინდა ოკ? smile.gif




P.S. ჩვენ რაც შეგვეძლება ფონდიდან დავეხმარებით, მაგრამ იმას ვერავის შევპირდები რომ ყოველთვიურად დავასპონსორებთ (ეს იქნება ერთჯერადი დახმარება, ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე) დღეს საკითხის განხილვა მიდის და როგორც კი გადაწყდება დავუკავშირდები თავის მშობლებს

ციტატა(alexx @ Dec 1 2008, 05:29 PM) *

ლეო კაცურად გაიგე რა ეგ რა ჯდება ტელეფონიდან როგორ უნდა გაკეთდეს და რა ჯდება ? კაი ?

რაც შეეხება ნომრების აღებას, უფასოა, მაგრამ იურიდიული პირი უნდა იყოს (მე ასე ვიცი) თუმცა დიდი შედეგი ექნება მეთქი ვერ გეტყვით

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 2 2008, 01:06 PM

გროვდება თანხა თორნიკეს ოჯახის დასახმარებლად. ვისაც დახმარების სურვილი აქვს გთხოვთ დამიკავშირდით და შევთანხმდებით შეხვედრაზე, თანხის გადმოსაცემად. წინასწარ გმადლობთ. 899 55 97 28 - ვახო. skype: vakhushti_k

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 2 2008, 01:43 PM

ციტატა(Lekk @ Dec 2 2008, 09:11 AM) *

თორნიკეს დიაგნოზია დერმატო პოლი მიოზიტი მაგრამ ზუსტად არ იციან... თუ გვათხოვებენ ამ ნომრებს და ფონდს დიდ მადლობას მოვუხდით....იქნება დაგვეხმაროთsad.gif

დერმატოპოლიმიოზიტი მართალია მძიმე დაავადებაა, მაგრამ მკურნალობისა და კარგი მოვლის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა! იმედიანად იყავით!

პოსტის ავტორი: Lekk თარიღი: Dec 2 2008, 04:39 PM

ნათია ჩვენ ერთჯერადი დახმარება გვინდა ამჯერად გვესაჭიროება თანხა იმისთვის რომ თორნიკე გადაიგზავნოს გერმანიაში... დანარჩენს მერე ჩვენ მოვახერხებთ.... პირველ ეტაპზე კი ტორნიკეს გადაყვანაა საჩირო

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 2 2008, 05:22 PM

ციტატა(lingvo @ Dec 2 2008, 01:43 PM) *

დერმატოპოლიმიოზიტი მართალია მძიმე დაავადებაა, მაგრამ მკურნალობისა და კარგი მოვლის პირობებში პროგნოზი კეთილსაიმედოა! იმედიანად იყავით!


მართალია მკურნალობენ მაგრამ ეხლა მძიმე სტადიაშია და გეტყვი რომ აქაური ექიმები ვერ უშველიან, აუცილებლად წასაყვანია ... მაგრამ ჯერ ვერ მიყავთ 2 მიზეზის გამო 1 სასხსრები არ არის და მეორე ჯერ მისი ტრანსპორტირება არ შეიძლება ჯერჯერობით ფილტვებზეა მისახედი sad.gif თუ რამე გაინტერესებთ თორნიკეზე მკითხეთ ყველაფერი ვიცი : | ჩემი ბავშვობის ძმაკაცია.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 2 2008, 05:24 PM

ვისაც თორნიკეს ოჯახთან აქვს ურთიერთობა, იქნებ ყოველდღე დაწეროს აქ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 2 2008, 05:43 PM

გერმანიაში გადაყვანა და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული sad.gif

პოსტის ავტორი: d.p თარიღი: Dec 2 2008, 08:04 PM

ციტატა
ჩემო კარგო, ასეთი საუბარი არ გვინდა ოკ? smile.gif


გამოთქმაა ეგეთი - გამოხატავს მდგომარეობას როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა - მარტივია და არ გამოდის ასე რომ არაფერი "ასეთი" მაგ გამოთქმაში არაა რა გეწყინა ვერ ვხვდები რომ მიცნობდე ისიც გეცოდინებოდა რომ კორექტულობა სხვისგან არ მესწავლება.

ციტატა
რაც შეეხება ნომრების აღებას, უფასოა, მაგრამ იურიდიული პირი უნდა იყოს (მე ასე ვიცი) თუმცა დიდი შედეგი ექნება მეთქი ვერ გეტყვით


ზუსტად მაგას ვამბობ რომ თქვენი უკვე არსებული ნომერი გამოუყავით ამ ბავშვს კიდე მაგაზე საზრუნავი რო არ ქონდეთ. ვინც დარეკავს გარკვეული დროის პერიოდში ეცოდინება რომ ეხმარება ამ კონკრეტულ ადამიანს - შედეგი იქნება თუ არა მაგის წინასწარ განხილვას აზრი არ აქვს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 2 2008, 08:46 PM

ციტატა(Lekk @ Dec 2 2008, 04:39 PM) *

ნათია ჩვენ ერთჯერადი დახმარება გვინდა ამჯერად გვესაჭიროება თანხა იმისთვის რომ თორნიკე გადაიგზავნოს გერმანიაში... დანარჩენს მერე ჩვენ მოვახერხებთ.... პირველ ეტაპზე კი ტორნიკეს გადაყვანაა საჩირო

http://church.ge/index.php?showtopic=5479&pid=432344&st=0& და ხვალ გადავცემ დედამისს თანხას,
მართალია მცირედია მაგრამ ერთ წამალს მაინც იყიდის sad.gif

კარგი იქნება ჩვენც თუ ავაგროვებთ თანხას

d.p
ციტატა
ზუსტად მაგას ვამბობ რომ თქვენი უკვე არსებული ნომერი გამოუყავით ამ ბავშვს კიდე მაგაზე საზრუნავი რო არ ქონდეთ. ვინც დარეკავს გარკვეული დროის პერიოდში ეცოდინება რომ ეხმარება ამ კონკრეტულ ადამიანს - შედეგი იქნება თუ არა მაგის წინასწარ განხილვას აზრი არ აქვს.

ძალიან დიდ იმედებს არ ვამყარებ ამ ზარებზე, მეორეც ფონდს დასპონსორება შეუწყდა და მთლიანად ამ ზარებზეა დამოკიდებული ფონდის ფუნქციონირება, ასე რომ ვერ დავეთანხმები თქვენს მოსაზრებას!

დღეში რამდენი ადამიანი მირეკავს იმისთვის რომ შვილი, მამა, დედა ცუდად ყავს, რომ დახმარებას ელოდება ჩვენგან, ყველას შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, მე ვერ დავეთანხმები რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ვიყოთ ორიენტირებული, მართალია ძალიან მეცოდება და ვიცი რაც არის ცუდად ყოფნა (ამას ვერავინ მასწავლის), მაგრამ ჩვენ ყველას რაღაცით მაინც რომ დავეხმაროთ ეს უფრო დიდი საქმეა ვიდრე ერთ ადამიანზე დაიხარჯოს მთელი თანხა რომელსაც ჩვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება...

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Dec 2 2008, 08:59 PM

ბავშვებო მე ჩემს ჯგუფელებს ვუთხარი თორნიკეზე,თანხის აგროვებას ვიწყებთ და იქნებ დავეხმაროთ როგორმე.. იქნებ ფორუმელებმაც გავიღოთ რაიმე თანხა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 2 2008, 11:17 PM

Lekk

ციტატა
ნათია ჩვენ ერთჯერადი დახმარება გვინდა ამჯერად გვესაჭიროება თანხა იმისთვის რომ თორნიკე გადაიგზავნოს გერმანიაში...


სამწუხაროდ ეს საკმაოდ დიდი თანხაა, მაგდენი ფული მგონი მთელი წლის განმავლობაში არ ყოფილა ბიუჟეტში... საკმაოდ მცირე შემოსავლიანი ფონდია. შეგიძლია ნახო აქ: http://church.ge/index.php?showforum=42

რაც შეეხება ნომრებს, ნათიამ უკვე დაწერა, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, სამწუხაროდ მხოლოდ მაგ ნომრების ამარაღა დავრჩით... თანაც დამიჯერე, რომ მაგ ნომრით საჭირო ფულის მოგროვება წარმოუდგენელია...

ჯობია ოჯახს დაეხმაროთ და მოამზადოთ საბუთები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში და ბიზნესმენებთან დასაგზავნად... თუმცა ეხლა ისეთი კრიზისია, მეეჭვება რომელიმე ბიზნესმა ტანხა გაიღოს...

მაპატიე ასე რომ გადაგიწურეტ იმედი, მაგრამ ეს რეალობაა... სამწუხაროდ!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 2 2008, 11:19 PM

leooo4
ლევანიკო ეს ინფორმაცია ყველა ფორუმზე გაავრცელეთ...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 2 2008, 11:30 PM

natianatushki

ციტატა
ბავშვებო მე ჩემს ჯგუფელებს ვუთხარი თორნიკეზე,თანხის აგროვებას ვიწყებთ და იქნებ დავეხმაროთ როგორმე.. იქნებ ფორუმელებმაც გავიღოთ რაიმე თანხა.

გაიხარე ჩემო კარგო, ღმერთმა გაგაძლიეროს kiss1.gif




ჩვენი ბიუჯეტი იმდენად მცირეა, რომ ალბად რაც დაარსებულია, მის შემდეგ რომ გვეგროვებინა თანხა, მაინც ვერ გავწვდებოდით,
გავწვდებოდით კი არა ალბად მარტო გასამგზავრებელ ფულზე თუ გვეყოფოდა მხოლოდ, იქ მკურნალობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

მაგრამ რაც არის დღე ბიუჯეტში ის თანხა უკვე გამოყოფილია და გადაეცემა ოჯახს.
ნათიამ უკვე დაწერა გასაგებად.
ჩვენს ბიუჯეტზე იმედების დამყარება ვერაფერს გვიშველის, ვინმე სპონსორი უნდა გამოინახოს, თორემ ასე არაფერი გამოვა. sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 12:11 AM

ნათია
www.forum.ge აქაც გავხსენი თემა

აი ლინკი http://forum.ge/?showtopic=33908037&st=0&#entry11734882


პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Dec 3 2008, 01:25 AM

leooo4

ტბილისო-ზეც გახსენი... მთავარანელოზის ფორუმზეც....

რაც მეტი ადამიანი ნახავს, მიტ მეტი შანსია თუდაც მცირე დახმარების...

უფლის იმედით იმედია გამოჩნდება სპონსორი, ვისაც სურვილის გარდა, რეალურად დახმარების საშუალებაც ექნება...


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 3 2008, 11:56 AM

მე მთავარანგელოზთა ეკლესიის ფორუმზე გავხსენი თემა
http://archangels.wanex.net/forum/index.php?showtopic=76

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 3 2008, 02:25 PM

დღეს ვნახე თორნიკე და ქალბატონი მზია, გადავეცი თანხა...

პალატაში გადმოიყვანეს, თუმცა... sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 03:57 PM

ნათია
როგორ არის? რას ამბობენ ექიმები?

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 04:16 PM

www.tbiliso.ge-ზეც გავხსენი თემა

http://tbiliso.ge/index.php?showtopic=2983&st=0&gopid=194936&#entry194936

პოსტის ავტორი: Lekk თარიღი: Dec 3 2008, 04:21 PM

natia dzalian didi madloba ... da didi madloba yvelas rom gvexmarebit..gmerti gparavdet kiss1.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 06:17 PM

რაც ვიცოდი ფორუმები გავხსენი თემები და რამე იქნება ალბათ და ვინმემ კიდევ თუ იცით რამე ფორუმი დაწერეთ და იქაც გავხსნი

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Dec 3 2008, 06:34 PM

ციტატა(ნათია @ Dec 2 2008, 08:46 PM) *

მე ვერ დავეთანხმები რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე ვიყოთ ორიენტირებული, მართალია ძალიან მეცოდება და ვიცი რაც არის ცუდად ყოფნა (ამას ვერავინ მასწავლის), მაგრამ ჩვენ ყველას რაღაცით მაინც რომ დავეხმაროთ ეს უფრო დიდი საქმეა ვიდრე ერთ ადამიანზე დაიხარჯოს მთელი თანხა რომელსაც ჩვენი ბიუჯეტი ვერ გასწვდება...


ვერ დაგეთანხმები ,რადგან მართალია საბოლოოდ მთლიანი თანხაც რომ გადაურიცხო ვერ უშველი,მაგარმ ის რომ ძაალიან მცირედით სხვადასხვა ადამიანებსაც ვერ უშველი და მაინც ჯობია ალბათ 1 დაეხმარო და ზოგისთვის შესაძლოა ეგ თანხაც სრულიად საკმარისი იყოს smile.gif

იმედია თორნიკე მალე გამოჯამრთელდება smile.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 10:13 PM

http://tbiliso.ge/index.php?showtopic=2983...36&#entry194936

ამ ფორუმზე გამოგვეხმაურნენ ბანკის ანგარიშიც დავწერე.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 3 2008, 10:15 PM

leooo4
kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

კარგია დედი, იქნებ დახმარების სურვილიც გამოთქვან.

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Dec 3 2008, 10:23 PM

ეხლა როგორია მდგომარეობა არავინ არ იცით? sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 10:27 PM

პალატაში გადმოიყვანეს და ზუსტად არ ვიცი როგორ არის sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 3 2008, 10:52 PM

ციტატა(.:Lela:. @ Dec 3 2008, 06:34 PM) *

ვერ დაგეთანხმები ,რადგან მართალია საბოლოოდ მთლიანი თანხაც რომ გადაურიცხო ვერ უშველი,მაგარმ ის რომ ძაალიან მცირედით სხვადასხვა ადამიანებსაც ვერ უშველი და მაინც ჯობია ალბათ 1 დაეხმარო და ზოგისთვის შესაძლოა ეგ თანხაც სრულიად საკმარისი იყოს smile.gif



ეჰ, ჩემო ლელა....

Lekk
ციტატა
natia dzalian didi madloba ... da didi madloba yvelas rom gvexmarebit..gmerti gparavdet

სამადლობელო არაფერია! ნეტა მეტი შეგვეძლოს....

მხოლოდ მკურნალობის ხარჯი 7000 ლარზე მეტია... საზღვარგარეთ რა თანხები იქნება ხომ წარმოგიდგენიათ.. sad.gif

leooo4
ციტატა
როგორ არის? რას ამბობენ ექიმები?

დედამის ვკითხე რას ამბობენ ექიმები თქო და დამაიდებელს ვერაფერსო... sad.gif


აქ რა სურათიც დევს ნამდვილად ეგ ბავშვია? ძალიან დიდი იყო ალბათ გასიებული sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 10:55 PM

ნათია
და გერმანიაში რო გადაიყვანონ იქ შეიძლება მაგის განკურნება?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 3 2008, 10:56 PM

leooo4

ციტატა
და გერმანიაში რო გადაიყვანონ იქ შეიძლება მაგის განკურნება?

სიმართლეს გეტყვით და მსგავსი რამ არ იკურნება ვისაც ვკითხე.. sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 11:02 PM

ნათია
sad.gifsad.gifsad.gifsad.gif რა ცოდოა sad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 3 2008, 11:04 PM

ციტატა(ნაინა @ Nov 29 2008, 10:19 PM) *

natianatushki

გაიხარე ჩემო კარგო. smile.gif

ფორუმზე ყოველთვის გროვდება თანხა მსგავსი დახმარებებისთვის, იმედია ეხლაც აგროვდება.
ეს კი თორნიკეა

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

cray.gif cray.gif

ეს როდინდელი სურათებია?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 3 2008, 11:05 PM

სიტყვები არ მაქვს sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 11:07 PM

სანამ ცუდად გახდებოდა sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 3 2008, 11:07 PM

ნათია

ციტატა
ეს როდინდელი სურათებია?

ავადმყოფობამდე გადაღებული ნათ, ეხლა სულ შეცვლილიაო დედამისმაც მითხრა რომ ვესაუბრე, ბავშვს ვეღარ იცნობ ისეთიაო sad.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 3 2008, 11:11 PM

ციტატა(ნათია @ Dec 3 2008, 10:56 PM) *

leooo4

სიმართლეს გეტყვით და მსგავსი რამ არ იკურნება ვისაც ვკითხე.. sad.gif

განკურნებით არ იკურნება, მაგრამ შეიძლება რემისიულ მდგომარეობაშ გადავიდეს გამწვავებიდან მკურნალობის ფონზე და დიდხანს იცოცხლოს ადამიანმა! პროგნოზი კეთილსაიმედოა! ასე წერია სამედიცინო ენციკლოპედიაში ამ დაავადებაზე. ასე რომ საჭიროა მკურნალობა!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 3 2008, 11:11 PM

ციტატა(ნაინა @ Dec 3 2008, 11:07 PM) *

ნათია

ავადმყოფობამდე გადაღებული ნათ, ეხლა სულ შეცვლილიაო დედამისმაც მითხრა რომ ვესაუბრე, ბავშვს ვეღარ იცნობ ისეთიაო sad.gif

მე ვნახე დღეს, ეს სურათიც ხომ ნანახი მქონდა და მეგონა სხვაგან მოვხვდი, ამ ქალის პირადობის მოწმობა მჭირდებოდა საბუთისთვის და როცა სახელ გვარს დავაკვირდი მივხვდი რომ არ ვცდებოდი... იცი როგორ შეცვლილიააა.... sad.gif გასიებულია sad.gif

დედაა, ღმერთმა უშველოს, ნეტა არ მენახა... sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 3 2008, 11:18 PM

ნათია
ჰო ნათ, დედამისმაც ეგრე მითხრა, საერთოდ აღარ ჰგავს ჩემს შვილსო sad.gif

,,იქ'' გწერ და არა ხარ kiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 3 2008, 11:30 PM

აი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ რუსულად ამ დავადების შესახებ. http://www.max.1gb.ru/spv/spv054.shtml
იმედი უნდა ქონდეს ყველას!

პოსტის ავტორი: Lekk თარიღი: Dec 3 2008, 11:49 PM

chvenc yvelas imedi gvaq imis rom chveni toko momjobindeba da pexze dadgeba ;(

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 3 2008, 11:51 PM

http://tbiliso.ge/index.php?showtopic=2983
თემა მიპინეს

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Dec 4 2008, 12:19 AM

ციტატა(lingvo @ Dec 3 2008, 11:11 PM) *

განკურნებით არ იკურნება, მაგრამ შეიძლება რემისიულ მდგომარეობაშ გადავიდეს გამწვავებიდან მკურნალობის ფონზე და დიდხანს იცოცხლოს ადამიანმა! პროგნოზი კეთილსაიმედოა! ასე წერია სამედიცინო ენციკლოპედიაში ამ დაავადებაზე. ასე რომ საჭიროა მკურნალობა!
კაია რო თოკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მთლად გადაწურული არ არის და მკურნალობას ექვემდებარება rolleyes.gif ეხლა მთავარია გამოიძებნოს სახსრები მის ბოლომდე სამკურნალოდ unsure.gif

ძაან მეცოდება sad.gif მეგობრებმა თუ იცით,ნათლობის სახელი თორნიკეა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 4 2008, 06:59 PM

დღეს ვნახე თოკო და ოდნავ უკეთაა ... ფილტვებზე უკვე უმკურნალეს მადლობა ღმერთს რომ თავის დროზე მიხვდნენ... ეხლა ერთადერთი ხსნის გზააა მისი საზღვარგარეთ წაყვანა .... ფინანსებიც საჭიროა და კიდე გასარკვევია სად მკურნალობენ ამ დაავადებას ყველგან არ მკურნალობენ : |

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 4 2008, 09:54 PM

ციტატა(alexx @ Dec 4 2008, 06:59 PM) *

დღეს ვნახე თოკო და ოდნავ უკეთაა ... ფილტვებზე უკვე უმკურნალეს მადლობა ღმერთს რომ თავის დროზე მიხვდნენ... ეხლა ერთადერთი ხსნის გზააა მისი საზღვარგარეთ წაყვანა .... ფინანსებიც საჭიროა და კიდე გასარკვევია სად მკურნალობენ ამ დაავადებას ყველგან არ მკურნალობენ : |

მადლობა ღმერთს რომ უკეთაა!

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 6 2008, 12:13 AM

თორნიკე გამოწერეს უკვე სახლშია smile.gif ახალს რო შევიტყობ რამეს დავწერ აქ : ) ხვალე უნდა ავიდე დააა....

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 6 2008, 12:17 AM

alexx

ციტატა
თორნიკე გამოწერეს უკვე სახლშია ახალს რო შევიტყობ რამეს დავწერ აქ : ) ხვალე უნდა ავიდე დააა....

შენ გაიხარე შვილი კარგი ამბისთვის, გაგვაგებინე როგორ იქნება, გელოდებით kiss1.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 6 2008, 12:28 AM

alexx

ვაა კარგია smile.gif გაგვაგებინე აუცილებლად a075.gif გელოდებით

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Dec 6 2008, 04:53 PM

ვა რა მაგარი ამბავიაა. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს. smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 6 2008, 11:38 PM

ძაან გამიხარდა რომ უკეთაა! შეეწიოს უფალი smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Dec 6 2008, 11:39 PM

smile.gif იმედით ვარ , თვალს ვადევნებ თემას და გამიხარდა, ამდენი ცუდის მერე,.ღმერთმა გამოაჯამრთEლოს

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 8 2008, 02:29 PM

თოკო სახლშია .... მაგრამ ჯერ კიდე მძიმედააა... ტკივილები აქ, გამაყუჩებლებს უკეთებენ :| უეჩველი წასაყვანია რაააა.. sad.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Dec 8 2008, 04:51 PM

და რას ამბობენ წაყვანაზე? sad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 8 2008, 09:19 PM

alexx
sad.gif ცუდია

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 8 2008, 09:55 PM

ოდნავ უკეთესადაა, თოკოს დედას ვესაუბრე, გამაყუჩებელი კი მართლაც სჭირდება, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, იქნებ უკეთესად გახდეს.

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 8 2008, 10:16 PM

ციტატა(*ana* @ Dec 8 2008, 04:51 PM) *

და რას ამბობენ წაყვანაზე? sad.gifsad.gif


რას და ჯერ უნდა გაირკვეს რომელ ყვეყანაში და რომელ საავადმყოფოში მკურნალობენ ამ დაავადებას (დერმატოპოლიმიოზიტი)

პოსტის ავტორი: ნინო777 თარიღი: Dec 8 2008, 10:28 PM

უფალი ფარავდეს თოკოს,გამოჯამრთელებას უსურვებ. ყველა ჩვენთაგანს კი დიდ სიხარულს (თოკოს გამოჯამრთელებით)

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 9 2008, 09:38 PM

alexx
Forum.ge-ზე დაწერეს რომ გადავრიცხეთ და თანხა უკან დაგვიბრუნდაო და ვის სახელზა ანგარიში გახსნილი დაწერეთო და alex თუ იცი დაწერე sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 9 2008, 09:42 PM

leooo4

ციტატა
alexx
Forum.ge-ზე დაწერეს რომ გადავრიცხეთ და თანხა უკან დაგვიბრუნდაო და ვის სახელზა ანგარიში გახსნილი დაწერეთო და alex თუ იცი დაწერე

დედი, ვინც ეგ დაწერა მიეცით თოკოს დედის ტელეფონის ნომერი
და ისე გადასცენ თანხა, ვფიქრობ უკეთესი იქნება kiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 9 2008, 10:35 PM

ფორუმელებო, შეგახსენებთ, რომ გროვდება თანხა თორნიკეს ოჯახის დასახმარებლად. ვისაც დახმარების სურვილი აქვს გთხოვთ დამიკავშირდეთ და შევთანხმდებით შეხვედრაზე, თანხის გადმოსაცემად. წინასწარ გმადლობთ. 899 55 97 28 - ვახო. skype: vakhushti_k

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Dec 11 2008, 10:56 PM

Forum.ge ზე PM სჰი მომწერეს ეს ლინკი

http://forum.ge/?showtopic=33683930&st=1695&#entry11818760

ამათგან აიგეთ წამალი ესენი ბევრს შველიანო და გადავხედოთ აბა

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 11 2008, 11:04 PM

leooo4

ციტატა
Forum.ge ზე PM სჰი მომწერეს ეს ლინკი

http://forum.ge/?showtopic=33683930&st=1695&#entry11818760

ამათგან აიგეთ წამალი ესენი ბევრს შველიანო და გადავხედოთ აბა

დედი იცის ეს თოკოს დედამ და დაუკავშირდება აუცილებლად kiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 13 2008, 07:41 PM

როგორია თოკოს მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით იქნებ დაწეროთ, გთხოვთ.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 13 2008, 07:52 PM

ციტატა(lingvo @ Dec 13 2008, 07:41 PM) *

როგორია თოკოს მდგომარეობა ბოლო ინფორმაციით იქნებ დაწეროთ, გთხოვთ.

მეც ამის საკითახავად შემოვედი sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 13 2008, 08:25 PM

ბოლო ინფორმაციით თოკოს მდგომარეობა ოდნავ უკეთსეია.
ჩვენი ფორუმელის _იბერის_ მიცემულმა წამლებმა ბავშვს ტკივილები შეუმსუბუქეს.

დიდი მადლობა იბერს და ყველას, ვინც გულთან მიიტანა თოკოს მდგომარეობა kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 16 2008, 08:50 PM

თორნიკესთვის თანხის გადასარიცხი აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი:
სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502

მიმღების დასახელება: ყავლაშვილია მზია
მიმღების ანგარიშის ნომერი: 124101800

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 16 2008, 08:51 PM

alexx

როგორ არის?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 26 2008, 10:57 PM

თორნიკე როგორ არის დაწერეთ გთხოვთ unsure.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 26 2008, 11:02 PM

დღეს ველაპარაკი მის მეგობარს: უკეთ არის. ტკივილები ნაკლებად აქვსო.
ორშაბათს შევხვდები და უფრო დეტალურად გავიგებ მის ამბებს

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 27 2008, 02:10 AM

უკეთესად კია, მაგრამ ეხლა ისევ პრობლემები აქვს,
ფილტვებში წყალი ჩაუდგა და ისევ სამკურნალოა,
ორშაბათს უნდა მიიტანონ ანალიზების პასუხები ექიმთან.
ხოდა ორშაბათს, ან სამშაბათს დავწერ რას იტყვის ექიმი,
თოკოს დედას დაველაპარაკები და გაგაგებინებთ.

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 27 2008, 02:36 PM

ციტატა(ნაინა @ Dec 27 2008, 02:10 AM) *

უკეთესად კია, მაგრამ ეხლა ისევ პრობლემები აქვს,
ფილტვებში წყალი ჩაუდგა და ისევ სამკურნალოა,
ორშაბათს უნდა მიიტანონ ანალიზების პასუხები ექიმთან.
ხოდა ორშაბათს, ან სამშაბათს დავწერ რას იტყვის ექიმი,
თოკოს დედას დაველაპარაკები და გაგაგებინებთ.

sad.gif sad.gif
ღმერთმა ქნას გამოჯანმრთელდეს
და ყევლაფერი კარგად იყოს..

პოსტის ავტორი: alexx თარიღი: Dec 31 2008, 03:23 PM

გუშინ გადავეცი თანხა თორნიკეს ოჯახს. და თორნიკეს ოჯახის წევრებმა მთხოვეს ჩვენი სახელით დიდი მადლობა მოუხადეთო. ჩემგანაც დიდი მადლობა თანადგომისათვის. უფალი იყოს თქვენი მფარველი. თითოეული კეთილი საქმე ღვტისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 31 2008, 10:27 PM

რუისისა და ურბნისის დედათა მონასტრებში თორნიკეს სახელზე მოსახსენებელი შევაგზავნეთ....

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და გაძლიეროს!

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jan 1 2009, 04:14 AM

ყველას დიდი მადლობა თორნიკეს ავადმყოფობა გულთან რომ მიიტანეთ
და დახმარება გაუწიეთ.
უფალმა გაგაძლიეროთ ყველანი, კაქები ხართ kiss1.gif kiss1.gif
მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით toast.gif toast.gif

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Jan 5 2009, 08:55 PM

ეხლა ამ წუთში მამა გაბრიელის სასწაულები ვნახე, როგორ შველის მძიმე ავადმყოფებს, ეგებ წაგეყვანათ ბავშვი. http://www.saintnino.com/index_ge.html


ეს დამიწერეს http://forum.ge-ზე. თუ გსმენიათ რამე? :|

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 2 2009, 07:37 PM

ციტატა(leooo4 @ Jan 5 2009, 08:55 PM) *

ეხლა ამ წუთში მამა გაბრიელის სასწაულები ვნახე, როგორ შველის მძიმე ავადმყოფებს, ეგებ წაგეყვანათ ბავშვი. http://www.saintnino.com/index_ge.html
ეს დამიწერეს http://forum.ge-ზე. თუ გსმენიათ რამე? :|


როგორაა თორნიკე ბიჭებო?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 2 2009, 07:42 PM

lingvo
ისევ ცუდადაა თოკო, თან საკმაოდ ცუდად, ეხლაც საავადმყოფოში წევს და აპარატზეა შეერთებული, ამჯერად ფილტვების პრობლემაა.
ვნახოტ როგორ იქნება, ოდნავი უკეთესობაა ამჯერად თითქოს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 2 2009, 08:35 PM

ციტატა(ნაინა @ Feb 2 2009, 07:42 PM) *

lingvo
ისევ ცუდადაა თოკო, თან საკმაოდ ცუდად, ეხლაც საავადმყოფოში წევს და აპარატზეა შეერთებული, ამჯერად ფილტვების პრობლემაა.
ვნახოტ როგორ იქნება, ოდნავი უკეთესობაა ამჯერად თითქოს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

user.gif

მოვიხსენიებ ლოცვებში

პოსტის ავტორი: leooo4 თარიღი: Feb 4 2009, 06:19 PM

თორნიკე გარდაიცვალა sad.gifsad.gifsad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 4 2009, 06:46 PM

cray.gif cray.gif cray.gif
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი. როგორ მეწყინა.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 4 2009, 06:50 PM

leooo4

ციტატა
თორნიკე გარდაიცვალა

რაღა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის ისე განვიცდი
cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 4 2009, 07:15 PM

cray.gif cray.gif cray.gif cray.gif
ახალი წლის წინა დღეს ვნახე მისი მეგობრები და როგორი იმედით იყვნენ
არ ველოდი
სულ მქონდა იმედი, რომ...
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული
გული მომიკვდა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 4 2009, 08:08 PM

ვუთანაგრძნობ თორნიკეს ოჯახს და მეგობრებს. ძალიან განვიცადე. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი და გაანათლოს თორნიკეს სული!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Feb 4 2009, 08:11 PM

ციტატა
თორნიკე გარდაიცვალა

user.gif cray.gif არადა მეგონა....

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 4 2009, 08:20 PM

cray.gif cray.gif cray.gif

აუუ, რა მძიმეა...


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 4 2009, 09:40 PM

ციტატა(leooo4 @ Feb 4 2009, 06:19 PM) *

თორნიკე გარდაიცვალა sad.gifsad.gifsad.gif

ვიცოდი დასასრული sad.gif


მე ისეთ სიტუაციაში ვნახე... sad.gif


უფალმა აცხონოს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 09:44 PM

sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Feb 4 2009, 10:08 PM

ციტატა
არადა მეგონა....

აუ მეც მეგონა რომ გამოჯანმრთელდებოდა,ლოცვებში სულ ვიხსენიებდი და ეხლა რომ შემოვედი და ეს წავიკითხე ... cray.gif cray.gif cray.gif

უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს თორნიკეს სული!
ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და სამეგობროს sad.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Feb 5 2009, 01:39 PM

აუ ეს რა ცუდი ამბავი გავიგეე. sad.gif ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას. ღმერთმა აცხონოს თორნიკეს სული. sad.gif

პოსტის ავტორი: m... თარიღი: Jun 16 2009, 07:36 PM

თოკო იცი როგორ მენატრები? მიყვარხარ... ;( ;( ;( მენატრებიიიიიიიი sad.gif

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყა;ე მე ცოდვილი

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 16 2009, 07:44 PM

m...

ციტატა
თოკო იცი როგორ მენატრები? მიყვარხარ... ;( ;( ;( მენატრებიიიიიიიი

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყა;ე მე ცოდვილი

უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 16 2009, 07:59 PM

sad.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 16 2009, 10:53 PM

sad.gif sad.gif sad.gif რა უნდა ვთქვა არ ვიცი,ძალიან განვიცდი ამ ამბავს. აცხონოს უფალმა.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 16 2009, 11:21 PM

მოიხსენოს უფალმა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 16 2009, 11:22 PM

მოიხსენოს უფალმა და შეუნდოს შეცოდებანი, და აცხოვნოს ღმერთმა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)