როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ "გავარჩიოთ" ერთმანეთისგან ღვთისმსახურები? |
ზებედე |
May 5 2007, 02:21 PM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ამ თემაში მინდა ვისაუბროთ სასულიერო პირთა გარეგნულ მხარეზე, ანუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან მაგ: მღვდელმონაზონი ან მღვდელი, ბერი ან დიაკონი....ჩემის აზრით ეს გაურკვევლობა იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ბერივით გამოიყურება.
კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. და კიდევ, მაინტერესებს რატომ არ ატარებენ მღვდლები ჯვრებს? რატომ დადიან ჯვრის გარეშე, მე პირადად ვერ ვხვდები ვინ არის რომ დავინახავ სასულიერო პირს დიაკვანია თუ მღვდელი.... იმედი მაქვს ამ თემის გახსნისთვის მალე გამომაცხადებთ "შფოთის შემომტანად" "პატრიარქის და ეკლესიის მტრად" და თემასაც ააფეთქებთ, მაგრამ მაინც გავხსენი -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
May 5 2007, 02:26 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
საინტერესო თემაა, კარგი იქნება ვინმე მცოდნე თუ დაპოსტავს ამ თემაში და მოგვიყვება რის მიხედვით იმოსება მღდელი, უფრო სწორედ რას ემორჩილება რჯულის კანონს თუ სხვა რაიმე ტრადიციას, როცა ანაფორით შემოსილი დადის, ან რატომ არის აუცილებელი მღვდლებმა ჯვარი ატარონ. შეიძლება თუ არა ანაფორის გარეშე იაროს მღვდლმა. ან სად წერია წვერის სიგრძეზე, რატომ უნდა ჰქონდეს ბერს უფრო გრძელი წვერი?
ციტატა კარგი იქნება თუ ყველა თეთრი სამღვდელოება ტრადიციას გაყვება, ანუ დაბალ წვერს და თმას ატარებს, რომ ადვილად გავარჩიოთ თეთრი და შავი სამღვდელოება ერთმანეთისგან. გუჯიკო, მოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გავარჩიოთ ნუ მოვთხოვთ მოკლე წვერის ტარებას, როგორც მათ სურს ისე ატაროს. საერო პირს საერთოდ არ ევალდებულება წვერის ტარება, რა ვქნათ ამიტომ გავკრიჭოთ ალექსანდრე და ფლოიდი? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
May 5 2007, 03:24 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
ციტატა გუჯიკო, მოდი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გავარჩიოთ ნუ მოვთხოვთ მოკლე წვერის ტარებას, როგორც მათ სურს ისე ატაროს. საერო პირს საერთოდ არ ევალდებულება წვერის ტარება, რა ვქნათ ამიტომ გავკრიჭოთ ალექსანდრე და ფლოიდი? ჩვენ არ ვთხოვთ ამას. როდესაც ერში ცხოვრობს მღვდელი კარგია რომ თხელი წვერი ქონდეს, და არა მარტო ეს ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს. სამღვდელო კონდაკს ვერ წაიკითხავდი, მაგრამ იქ გარკვევით წერია წვრილმანი ჰიგიენური მოთხოვნილებანი, რომელიც მოეთხოვება მღვდელს (ერში მცხოვრებს) და ეს იმისთვის რომ არ ჩააგდოს ხალხი განკითხვაში. მონასტერი სულ სხვა რამეა, იქ როგორც უნდა ისე გამოიყურებოდეს მონაზონი, ეს უკვე უშუალოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, და მანაც როდესაც ერში რაიმე საქმეზე გამოვა თხლად უნდა შეიჭრას წვერი. მე შარვლითაც მინახავს თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ქუჩაში, ვფიქრობ ეს არასწორია, როგრო აიღებ მისგან კურთხევას, ან როგორ უნდა მიხვდე რომ მღვდელია. თუმცა მას აქვს უფლება ზოგჯერ გაიხადოს კაბა, მაგრამ მხოლოდ სახლში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მხევალი ნინო |
May 5 2007, 03:33 PM
პოსტი
#4
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა მე შარვლითაც მინახავს თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი ქუჩაში, ვფიქრობ ეს არასწორია, როგრო აიღებ მისგან კურთხევას, ან როგორ უნდა მიხვდე რომ მღვდელია. თუმცა მას აქვს უფლება ზოგჯერ გაიხადოს კაბა, მაგრამ მხოლოდ სახლში. ჩემო კარგო, შეიძლება კურთხევის მიცემის უფლება აღარ ჰქონდეთ უკაბო მღვდელს, მაგრამ შეიძლება თუ არა იგი უკაბოდ გამოვიდეს მნიშვნელოვანი ესაა და არა ის, ჩვენ რას მოველით მისგან. მოდი ჩვენ წესები და გამონაკლისები გავიგოთ მცოდნეებისგან და კონკრეტული სასულიერო პირი ამას როგორ შეასრულებს მათზე იყოს, ჩვენი საქმე არაა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ალექსანდრე |
May 5 2007, 03:34 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ჩემს წვერებს თავი გაანებეთ
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
afxazi |
May 5 2007, 03:46 PM
პოსტი
#6
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
ციტატა მაგრამ შეიძლება თუ არა იგი უკაბოდ გამოვიდეს მნიშვნელოვანი ესაა და არა ის, ჩვენ რას მოველით მისგან. და შენი აზრით შეიძლება უკაბოდ გამოვიდეს ხალხის დასანახად? ეს ნორმალური იქნება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
kato_Bato |
May 5 2007, 03:52 PM
პოსტი
#7
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
მხევალი ნინო
ციტატა მოდი ჩვენ წესები და გამონაკლისები გავიგოთ მცოდნეებისგან და კონკრეტული სასულიერო პირი ამას როგორ შეასრულებს მათზე იყოს, ჩვენი საქმე არაა. მე მგონი afxazi სემინარიაში სწავლობს და ეცოდინება, ზებედე_პროვოკატორია, მართალია, მაგრამ მეც მიჩნდება ეგ შეკითხვა როცა ანაფორიანს ვხედავ, ვთქვათ, მინდა კურთხევის აღება, ის კიდევ ან მორჩილია ან რა ვიცი. კარგი თემაა. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ზებედე |
May 5 2007, 04:01 PM
პოსტი
#8
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ზებედე_პროვოკატორია, მართალია, კარგი თემაა. ანუ პროვოკატორებიც ხსნიან კარგ თემებს ხო? მაგრამ მეც მიჩნდება ეგ შეკითხვა როცა ანაფორიანს ვხედავ, ვთქვათ, მინდა კურთხევის აღება, ის კიდევ ან მორჩილია ან რა ვიცი. არ ვიცი სწორად ვარ თუ არა ინფორმირებული, ასე გავიგე რომ ადრე მონასტრებში მორჩილებისგანაც იღებდნენ კურთხევასო... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
May 5 2007, 04:14 PM
პოსტი
#9
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
kato_Bato
ციტატა მე მგონი afxazi სემინარიაში სწავლობს და ეცოდინება, ძალიან კარგი, რომ აფხაზი სემინარიაში სწვალობს, მააშინ, როგორც პროფესიონალმა ისე გვიპასუხოს. დადოს ინფორმაცია, რა თქმა უნდა წყაროს მითითებით აქვს თუ არა მღვდელს უფლება იაროს უკაბოდ და არის თუ არა გამონაკლისი შემთხვევები. ვფიქრობ, ჩვენი პირადი დამოკიდებულება უკაბო მღვდლის დანახვაზე, უინტერესოა და საბოლოოდ განკითვაში გადავა, უმჯობესია გავიგოთ წესი. afxazi ციტატა და შენი აზრით შეიძლება უკაბოდ გამოვიდეს ხალხის დასანახად? ეს ნორმალური იქნება. მეგობარო, შენ გავიგე პროფესიონალი ყოფილხარ, ამიტომ ჩემი მოსაზრება აქ უადგილო იქნება, დაგვიდე ინფორმაცია როგორია წესი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
kato_Bato |
May 5 2007, 04:19 PM
პოსტი
#10
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ციტატა ანუ პროვოკატორებიც ხსნიან კარგ თემებს ხო? გუჯა შენ ცუდ თემას არსდროს ხსნი, უბრალოდ ხანდახან ადგილი არ ემთხვევა ან დრო და ან ისეთი კუთხით გვანახებ, რომ სურვილი ეკარგებათ აგყვნენ, განკითხვაში რომ არ ჩაიგდონ თავი. მხევალი ნინო -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ცოტნე |
May 5 2007, 04:21 PM
პოსტი
#11
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
QUOTE მონასტერი სულ სხვა რამეა, იქ როგორც უნდა ისე გამოიყურებოდეს მონაზონი, ეს უკვე უშუალოდ მის ნებაზეა დამოკიდებული, და მანაც როდესაც ერში რაიმე საქმეზე გამოვა თხლად უნდა შეიჭრას წვერი ასეთი რამ არ გამიგია, და არც მინახავს მონასტრიდან გასვლის წინ წვერი შეეჭრას ბერს. -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
afxazi |
May 5 2007, 04:24 PM
პოსტი
#12
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
პროფესიონალობაზე რა მოგახსენო. ცოტა ხმამაღალი სიტყვაა (თუ აქ ირონია არაა გარეული). უპირველესად აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მტკიცებით ფორმაში. მე იმას გეტყვი რაც წამიკითხავს და კომპეტენტური ხალხისგან გამიგონია. ესა თუ ის კანონი თან არ მაქვს რომ ზუსტი ციტირება მოვახდინო (შევეცდები უახლოეს მომავალში ვიშოვო). რაც შეეხება შეუძლია თუ არა მოძღვარს კაბის გარეშე სიარული ქუჩაში, მე არ მითქვამს რომ არ შეუძლია, გააჩნია გარემოებას. მაგალითად რუსეთში არის კურთხევა უმაღლესი იერარქისგან რომ მღვდლებმა შარვლით იარონ ქუჩაში და ეს იმიტომ რომ იქ სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან ისინი. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს ცოტა უცნაურია, თან აქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ მღვდელს შეუძლია იაროს კაბა გახდილმა, მაგრამ ეს ხალხის დასანახად, ანუ ქუჩაში (ნუ ვინც ცნობს მას, თორემ ვინც არ იცის რომ მღვდელია რა აზრი აქვს), უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის საშუალება ადამიანთა მიერ მისი განკითხვის. ასევეა წვერთან მიმართებაშიც. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ეკუმენისტი |
May 5 2007, 04:26 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
ასეთი რამ არ გამიგია, და არც მინახავს მონასტრიდან გასვლის წინ წვერი შეეჭრას ბერს. მთლიანად გაპარსვა არ იგულისხმა ახლობელი ბერებისგანაც გამიგია რომ როცა ბერი (ბერდიაკვანი, იღუმენი ან არქიმანდრიტი) ერში მიდის სამოღვაწეოდ წვერებს "ალამაზებს" ანუ დაბალზე შეუძლია ატაროს. დააკვირდი ზოგიერთ ეპისკოპოსს დაბალ წვერს ატარებენ, მე პირადად ძალიან მომწონს პატრიარქის და მეუფე ზენონის თმა-წვერი |
მაკუნა |
May 5 2007, 04:29 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ძალიან საინტერესო თემაა. ვინც რა იცის მოგვაწოდოს რა მასალა, წყაროების მითითებით. ასეთი პრობლემები მეც ხშირამ მექმნება ხოლმე და...
-------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მხევალი ნინო |
May 5 2007, 04:32 PM
პოსტი
#15
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
afxazi
ციტატა პროფესიონალობაზე რა მოგახსენო. ცოტა ხმამაღალი სიტყვაა (თუ აქ ირონია არაა გარეული). არა, არანაირი ირონია თუ შენ სემინარიის სტუდენტი ხარ, ცხადია ისწავლიდი, ამიტომ პროფესიონალი ხარ. რატომ იფიქრე ასე არ მესმის ციტატა ესა თუ ის კანონი თან არ მაქვს რომ ზუსტი ციტირება მოვახდინო (შევეცდები უახლოეს მომავალში ვიშოვო). რაც შეეხება შეუძლია თუ არა მოძღვარს კაბის გარეშე სიარული ქუჩაში, მე არ მითქვამს რომ არ შეუძლია, გააჩნია გარემოებას. მაგალითად რუსეთში არის კურთხევა უმაღლესი იერარქისგან რომ მღვდლებმა შარვლით იარონ ქუჩაში და ეს იმიტომ რომ იქ სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან ისინი. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს ცოტა უცნაურია, თან აქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. ძალიან კარგია თუ ზუსტად მიუთითებ წყაროს. ანუ მაინტერესებს კაბით სიარულის მხოლოდ ტრადიციაა თუ არსებობს რაიმე დადგენილი წესი , ვთქვათ სჯულის კანონი, სადაც კატეგორიულად ეწერება, რომ მღვდელმა უნდა იაროს კაბით. ასე უფრო ზუსტი იქნება ინფორმაცია, ვიდრე მე ვიცი ან მითხრეს. თუმცა, მჯერა შენიც და იმ ადამიანებისაც ვინც გითხრა, მაგრამ ვფიქრობ წყაროს მითითება უკეთესია. ამასთან, გამონაკლისებსაც თუ დაგვიზუსტებ კარგი იქნება. გამონაკლისებიც წესებით არის დადგენილი თუ ვთქვათ იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სასულიერო პირის კურთხევით, ვთქვათ რაღაც გარემოების გამო გამონაკლისის დაშვების სახით. რა ვიცი თუ შეგიძლია დაგვიდე ეს ინფორმაცია. რუსეთზე მეც გამიგია. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ეკუმენისტი |
May 5 2007, 04:33 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
მხევალი ნინო პროფესიონალობაზე რა მოგახსენო. ცოტა ხმამაღალი სიტყვაა (თუ აქ ირონია არაა გარეული). უპირველესად აზრის დაფიქსირება ყველას შეუძლია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მტკიცებით ფორმაში. მე იმას გეტყვი რაც წამიკითხავს და კომპეტენტური ხალხისგან გამიგონია. ესა თუ ის კანონი თან არ მაქვს რომ ზუსტი ციტირება მოვახდინო (შევეცდები უახლოეს მომავალში ვიშოვო). რაც შეეხება შეუძლია თუ არა მოძღვარს კაბის გარეშე სიარული ქუჩაში, მე არ მითქვამს რომ არ შეუძლია, გააჩნია გარემოებას. მაგალითად რუსეთში არის კურთხევა უმაღლესი იერარქისგან რომ მღვდლებმა შარვლით იარონ ქუჩაში და ეს იმიტომ რომ იქ სერიოზული საფრთხის ქვეშ არიან ისინი. მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ეს ცოტა უცნაურია, თან აქ არავითარი საფრთხე არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ მღვდელს შეუძლია იაროს კაბა გახდილმა, მაგრამ ეს ხალხის დასანახად, ანუ ქუჩაში (ნუ ვინც ცნობს მას, თორემ ვინც არ იცის რომ მღვდელია რა აზრი აქვს), უბრალოდ არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის საშუალება ადამიანთა მიერ მისი განკითხვის. ასევეა წვერთან მიმართებაშიც. არამარტო რუსეთში, ევროპის ქალაქებში და ამერიკაში კაბის გარეშე დადიან ბერებიც კი იქ სერიოზულ საფრთხესთან ერთად არანაირი მოკრძალება არა აქვთ, ორი ქართველი ბერი ტერორისტებს შეადარეს გერმანიაში, რადგან დიდი წვერი და კაბები ეცვათ, და "დაიჭირეს", მერე გამოუშვეს, მიხვდნენ.... |
ცოტნე |
May 5 2007, 04:33 PM
პოსტი
#17
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
QUOTE მთლიანად გაპარსვა არ იგულისხმა ახლობელი ბერებისგანაც გამიგია რომ როცა ბერი (ბერდიაკვანი, იღუმენი ან არქიმანდრიტი) ერში მიდის სამოღვაწეოდ წვერებს "ალამაზებს" ანუ დაბალზე შეუძლია ატაროს. დააკვირდი ზოგიერთ ეპისკოპოსს დაბალ წვერს ატარებენ მთლიანად გაპარსვა რომ არ იგულისხმება ვიცი მაგრამ მე პირიქით მაქვს გაგონილი (არ ვიცი რამდენად სწორია) რომ ბერი არ უნდა ითხელებდეს წვერს. გარდა ულვაშისა (რომელმაც შეიძლება წირვის შემდგომ "ბარძიმის მიღების" დროს ხელი შეუშალოს). ერთ ერთ მამაოს (ბერს) სახის კანზე რაღაც დაავადება ქონდა, და მალამოს წასმით უნდა ემკურნალა, და სპეციალურად აიღო კურთხევა მეუფისგან რომ წვერი შეეთხელებინა. QUOTE მე პირადად ძალიან მომწონს პატრიარქის და მეუფე ზენონის თმა-წვერი პატრიარქი თუ შეითხელებს ეს სხვა ამბავია, და იგივე ლოგიკაა რის გამოც თეთრი სამღვდელოება უნდა ატარებდეს დაბალ წვერს ალბათ -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
afxazi |
May 5 2007, 04:44 PM
პოსტი
#18
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
მხევალი ნინო
ციტატა რა ვიცი თუ შეგიძლია დაგვიდე ეს ინფორმაცია შევეცდები ყველანაირად დაზუსტებული სახით მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. kato_Bato ციტატა მაგრამ მეც მიჩნდება ეგ შეკითხვა როცა ანაფორიანს ვხედავ, ვთქვათ, მინდა კურთხევის აღება, ის კიდევ ან მორჩილია ან რა ვიცი. ანაფორიანს როცა დაინახავ და გაგიჩნდება სურვილი, აიღო ლოცვა-კურთხევა. არ არის პრობლემა არის თუ არა ის მონაზონი, ან მღვდელი, იყოს მორჩილი არა უშავს ხომ ვერ მიხვდები რა ხარისხი აქვს. დალოცვა ყველას შეუძლია ადამიანსაც, ის კურთხევას ვერ მოგცემს, თორემ დალოცვით დაგლოცავს არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ მივდივარ ხოლმე თუ არ ვიცი რომ მღვდელი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადულია და არა ისე რომ წესი (ეს უცხოს), თორემ ვიცნობ დიაკონს, ბერს რომელსაც დალოცვას ვთხოვ და ისინიც მლოცავენ (კურთხევას ვერ მაძლევენ, ეს მხოლოდ მღვდლის კომპეტენციაა). ჩვენც რომ ვლოცავდეთ ერთმანეთს რა იდეალური მდგომარეობა იქნებოდა. პატრიარქმა მოგვცა ერთხელ ასეთი ლოცვა-კურთხევა, ფურცელზე დაწერეთ ადამიანის დალოცვა და რომელსაც გინდათ მიეცითო, ან ჩუმათ ჩაუგდეთ ჩანთაშიო. ის ამას ნახავს და ძალიან გაეხარდებაო. იცი ხშირად მიფიქრია რატომ იკლავს ადამიანი თავს და მივსულვარ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც ადამიანი ამას აკეთებს ის იმ დროს მარტო გრძნობს თავს, მიაჩნია რომ მარტოა, არადა ერთი ადამიანიც რომ ასე მოქცეოდა, ჩაიდენდა ამას? ვიქტორ ჰიუგო ამბობს "ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად იმის ცოდნაა, როცა იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ" -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ნათია |
May 5 2007, 06:35 PM
პოსტი
#19
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ანაფორიანს როცა დაინახავ და გაგიჩნდება სურვილი, აიღო ლოცვა-კურთხევა. არ არის პრობლემა არის თუ არა ის მონაზონი, ან მღვდელი, იყოს მორჩილი არა უშავს ხომ ვერ მიხვდები რა ხარისხი აქვს. დალოცვა ყველას შეუძლია ადამიანსაც, ის კურთხევას ვერ მოგცემს, თორემ დალოცვით დაგლოცავს არ არის პრობლემა. მე მაგალითად არ მივდივარ ხოლმე თუ არ ვიცი რომ მღვდელი არაა, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადულია და არა ისე რომ წესი (ეს უცხოს), თორემ ვიცნობ დიაკონს, ბერს რომელსაც დალოცვას ვთხოვ და ისინიც მლოცავენ (კურთხევას ვერ მაძლევენ, ეს მხოლოდ მღვდლის კომპეტენციაა). ალბათ შეამჩნევდით რომ არა მარტო მართლმადიდებელი ღვთისმსახურები ატარებენ ანაფორას. მამაოსგან ვიცი, ქუჩაში რომ შეგხვდება ანაფორით შემოსილი ადამიანი, თუ არ იცნობ და არ იცი რომელი სარწმუნოების აღმსარებელია მაშინ უნდა მოერიდო კურთხევის აღებას არამარტო რუსეთში, ევროპის ქალაქებში და ამერიკაში კაბის გარეშე დადიან ბერებიც კი იქ სერიოზულ საფრთხესთან ერთად არანაირი მოკრძალება არა აქვთ, ორი ქართველი ბერი ტერორისტებს შეადარეს გერმანიაში, რადგან დიდი წვერი და კაბები ეცვათ, და "დაიჭირეს", მერე გამოუშვეს, მიხვდნენ.... მე მყავს თეთრი სამღვდელოების უგოსლავიელი ნათლია, მაგრამ გერმანიაში მოღვაწეობს. საქართველოში რომ ჩამოვიდა სახლში შარვლით დადიოდა, როცა ეკლესიაში წავედით მაშინ შეიმოსა ანაფორით. გამიკრვიდა და ვკითხე თქვენთან შეიძლება მამაო ანაფორის გარეშე დადიოდეს თქო და კი პრობლემა არ არისო ჩემი აზრია რომ ყველა ღვთისმსახურს უნდა ეცვას ანაფორა, ისინი გამორჩეულები უნდა იყვნენ ჩვენგან. ანაფორა რომ აცვიათ უფრო დიდი მოკრძალება და რიდია სასულიერო პირის მიმართ. (ნუ მე ასე ვფიქრობ) -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ეკუმენისტი |
May 5 2007, 07:18 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 |
მინდა გამოკითხვა ჩავატარო...
გამომდინარე იქედან რომ ზოგიერთს გვიჭირს სასულიერო პირების გარჩევა, ეთანხმებით თუ არა აზრს რომ თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები უნდა დადიოდნენ დაბალი თმა-წვერით, და ჯვრით, ხოლო ბერები კუნკულით, ან საბერო მანტიით, რომ შევძლოთ მათი გარჩევა... 1) ვეთანხმები 2) არ ვეთანხმები 3) არა აქვს მნიშვნელობა როგორ ივლიან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი