7 წლის ლუკა არდაშელს სასწრაფოდ წამალი სჭირდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
7 წლის ლუკა არდაშელს სასწრაფოდ წამალი სჭირდება |
ნათია |
Apr 23 2009, 03:41 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 7 წლის გალელი ლუკა არდაშელიას ოჯახი დახმარებას ითხოვს. ბავშვს, რომელსაც პოლინევრიტის მოვლენები აღენიშნება სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რისთვისაც თურქეთიდან პრეპარატი "იმუნოგლობალინი"-ა ჩამოსატანი, თუმცა ოჯახს ამისათვის ფინანსური სახსრები არ მოეპოვება.
ბავშვის მამის ინფორმაციით, ლუკას მდგომარეობა ძალიან რთულია. "თავიდან ბავშვს ფეხები წაერთვა, ბოლო დღეებში კი უკვე ხელებსაც ვერ ამოძრავებს". ლუკა 4 აპრილიდან იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, აუცილებელი სამკურნალო პრეპარატის თურქეთიდან ჩამოსატანად საჭირო 3 000 აშშ დოლარი. ბავშვის მკურნალობა მთლიანობაში დაახლოებით 10 000 ლარი ჯდება, საწყის ეტაპზე კი პრეპარატის შესაძენად 3 000 აშშ დოლარია საჭირო. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე გადარიცხონ: ბანკი: "სახალხო ბანკი" კოდი: 220101464 ანგარიშის ნომერი - 6319865740. ლუკას მამის ხვიჩა არდაშელის საკონტაქტო ტელეფონია: 899 71 34 93 -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი