თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ პირადად ამ ფორუმის ადმინისტრატორს - გიორგის
პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 28 2013, 08:41 AM
გიორგი გამარჯობა!
იცი, რომ ამ ფორუმის კარგა ხნის წევრი ვარ, მგონი რიგით მე 12. ძალიან მიყვარდა ეს ფორუმი და ფორუმელები.
მადლობა, რომ შენს მიერ შექმნილ ამ ფორუმის მეშვეობით უამრავი ბრწყინვალე პიროვნება გავიცანი, მათ შორის შენც. ბევრ აქ გაცნობილ ადამიანთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ.
სამწუხაროდ, ამ ფორუმმა (ჩემთვის) ამოწურა თავისი თავი...დიდი ხანია...მას შემდეგ რაც ის ადამიანები აღარ არიან აქ, რომლებთანაც მძაფრი კამათიც კი ერთობ საინტერესო იყო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო - ჩემი თხოვნაა, გაუქმდეს ყველა ჩემი თემა და პოსტი, რაც ამ ფორუმის შექმნიდან დამიწერია და შემიქმნია..გაუქმდეს ჩემი ანგარიში.
იმედი მაქვს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და რაც შეიძლება მალე.
წინასწარ მადლობა.
პატივისცემით, სერგი
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 28 2013, 09:17 AM
ვუერთდები წინადადებას! ჩემი ყველა თემა და პოსტიც გააუქმეთ!
პატივისცემით, ატმანი!
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 28 2013, 10:35 AM
აი ორი ჭკვიანი.
გოორგი იმედია თავად გაგცემთ პასუხს, მაგრამ მეც მაქვს სურვილი საკუთარი აზრი გამოვხატო თქვენს მოთხოვნაზე.
თუ ასე ძალიან არ გინდათ ამ ფორუმზე თქვენი პოსტები არსებობდეს, თავადვე შეგიძლიათ ჩამოყვეთ და გაანადგუროთ.
სერგის ორი ნიკი აქვს რამდენადაც მე მახსოვს ( თუ არ ვცდები და მეტი არ აქვს სინამდვილეში ) მაგრამ ატმანის ნიკებს ვინ დაითვლის. ხომ ვერ მეტყვით ვის ექნება იმის დრო და საშუალება, რომ ჩამოყვეს და 2006 თუ 2007 წლიდან დღემდე მოიძიოს თქვენი დაწერილი პოსტები თუ გახსნილი თემები და ანადგუროს?
ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს და ზედმეტად ხომ არ ავალდებულებთ სხვას?
აბა კარგად დაფიქრდით. თუ პოსტების წერა არ გინდოდათ არც არავინ გაძალებდათ, თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ნაწერებში, ან თუნდაც არ გაქვთ სურვილი ამ ფორუმზე თქვენი პოსტი არსებობდეს, ადექით და თავად გაისარჯეთ მათ წასაშლელად.
რაც შეეხება ნიკის, უფრო სწორად ნიკების გაუქმებას, ჩამოწერეთ რა ნიკებიც გაქვთ და გააუქმებენ.
ესაა სულ.
პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 28 2013, 02:10 PM
ნაინა
არ გამოგეხმაურებოდი, მაგრამ აი ამის გამო უნდა გიპასუხო:
ციტატა
სერგის ორი ნიკი აქვს რამდენადაც მე მახსოვს ( თუ არ ვცდები და მეტი არ აქვს სინამდვილეში )
სერგის ქონდა, ერთი ნიკი, 'გლახა' და შემდეგ თავად დაბლოკა და ამ ფორუმზე პოსტავდა ახლანდელი ნიკით 'sergi_glaxa'
ვინც სერგის იცნობს, მათ იციან, რომ ის არის ნაღდი, თავისი პლუსებით და მინუსებით და ის არ თამაშობს და არც იტყუება (თუკი ტყუილს არ დავარქმევთ უწყინარ ხუმრობებს).
მე ვერავის ვერ დავუმტკიცებ რომ სხვა ნიკი არც არასოდეს მქონია..სეგიძლიათ კომპეტენტურმა პირებმა ნახონ, ის IP მისამართები საიდანაც მე ვპოსტავ და შემდეგ მტელს ფორუმს პასუხი მოახსენონ ასეა თუ არა..სამწუხაროდ, მრ რომ ტყუილის წესით ვცხოვრობდე ალბათ უფრო 'წარმატებული' ვიქნები მატერიალურადაც და ა.შ.
ციტატა
ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს და ზედმეტად ხომ არ ავალდებულებთ სხვას?
უკაცრავად, რა ზედმეტზე მესაუბრები? მე ვთხოვე ადმინს, გიორგის, რომელსაც პირადად ვიცნობდი და მასტან არასოდეს არანაირი პრობლემა არ მქონია..
ნაინაციტატა
რაც შეეხება ნიკის, უფრო სწორად ნიკების გაუქმებას, ჩამოწერეთ რა ნიკებიც გაქვთ და გააუქმებენ.ესაა სულ.
მე მაქვს მხოლოდ ერთი აქტიური ნიკი, და ამ ნიკით ვპოსტავ!!
მაპატიეთ მაგრამ მე თქვენთვის რჩევების მოცემა და ჩემი პოსტების შეფასება არ მითხოვია..
ეს არის პირადად გიორგისადმი მიწერილი თხოვნა. წერტილი
პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 28 2013, 10:52 PM
სერგი არ მინდა დაგკარგო, გთხოვ პირადში მობილურის ნომერი გამომიგზავნო. იქნებ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს
პატივისცემით აბო.
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 28 2013, 11:25 PM
ჩემი არც ყველა სახელი მახსოვს და მითუმეტეს არც პაროლები
მეგონა ადვილად შეიძLებოდა ყველას ერთად წაშლა, თუ ასეთი ძნელია დაე იყოს!
პოსტის ავტორი: თემო თარიღი: May 29 2013, 12:24 PM
სერგი კარგი კაცია, ჯერ კიდევ ცაგერიდან მახსოვს
Atm@n-ც კარგია ტიპია თავის აზრებიანად
მოკლედ თუ დარჩებით მე გამეხარდება გულწრფელად.
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 29 2013, 03:41 PM
თემო
კაი, შენი ხათრით ვრჩები!
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 29 2013, 05:55 PM
წადით ბატონო, რახან მასეა საქმე. საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ძველებს უთქვამთ
პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: May 29 2013, 11:05 PM
ქევანა
პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: May 29 2013, 11:33 PM
მეც გამიუქმეთ !!! წინასწარ მადლობა
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 29 2013, 11:54 PM
esre ars cheshmariteba
შენ არავინ გეხვეწება ამ ფორუმზე ყოფნას. რაც ფორუმზე იწერება ის ფორუმს ეკუთვნის და მათი წაშლა მიმაჩნია, რომ დაუშვებელია (თუ რაღაც უზრდელობას არ შეიცავს). რაც შეეხება შემოსვლა არ შემოსვლას ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2013, 04:21 PM
ბიჭებო, ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ყველაფრისა, ფორუმელებისთვის ძვირფასები ხართ და გვიყვარხართ!!!!!!!
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 30 2013, 09:49 PM
Atm@n
აბა კალთებს ვერ დაგახევთ
ძალად ადამიანის ერთ ადგილზე გაჩერება ვერ წარმომიდგენია
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: May 31 2013, 11:13 PM
ციტატა(afxazi @ May 29 2013, 11:54 PM)
რაც ფორუმზე იწერება ის ფორუმს ეკუთვნის და მათი წაშლა მიმაჩნია, რომ დაუშვებელია (თუ რაღაც უზრდელობას არ შეიცავს).
ზუსტადაც!
მაგის თქმას ვაპირებდი და კი დამხვდა შენი პოსტი.
შეიძლება ისეთ თემაზე იყოს კამათი და მსჯელობა, მომავალში სხვას გამოადგეს.
პოსტის ავტორი: rosto თარიღი: Jun 1 2013, 12:37 AM
ციტატა(ნაინა @ May 28 2013, 10:35 AM)
აი ორი ჭკვიანი.
გოორგი იმედია თავად გაგცემთ პასუხს, მაგრამ მეც მაქვს სურვილი საკუთარი აზრი გამოვხატო თქვენს მოთხოვნაზე.
თუ ასე ძალიან არ გინდათ ამ ფორუმზე თქვენი პოსტები არსებობდეს, თავადვე შეგიძლიათ ჩამოყვეთ და გაანადგუროთ.
სერგის ორი ნიკი აქვს რამდენადაც მე მახსოვს ( თუ არ ვცდები და მეტი არ აქვს სინამდვილეში ) მაგრამ ატმანის ნიკებს ვინ დაითვლის. ხომ ვერ მეტყვით ვის ექნება იმის დრო და საშუალება, რომ ჩამოყვეს და 2006 თუ 2007 წლიდან დღემდე მოიძიოს თქვენი დაწერილი პოსტები თუ გახსნილი თემები და ანადგუროს?
ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს და ზედმეტად ხომ არ ავალდებულებთ სხვას?
აბა კარგად დაფიქრდით. თუ პოსტების წერა არ გინდოდათ არც არავინ გაძალებდათ, თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ნაწერებში, ან თუნდაც არ გაქვთ სურვილი ამ ფორუმზე თქვენი პოსტი არსებობდეს, ადექით და თავად გაისარჯეთ მათ წასაშლელად.
რაც შეეხება ნიკის, უფრო სწორად ნიკების გაუქმებას, ჩამოწერეთ რა ნიკებიც გაქვთ და გააუქმებენ.
ესაა სულ.
პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 1 2013, 01:06 AM
ციტატა
მეც გამიუქმეთ !!! წინასწარ მადლობა
სპეცრაზმს მოგიყვანთ ახლა კიდევ...
არ გინდა და ნუღარ შემოხვალ...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)