კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
G_saxva |
Mar 11 2015, 11:01 AM
პოსტი
#181
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
რამდენადაც ვიცი კათოლიკურ ეკლესიაში მონათლულთ მხოლოდ მირონს ვცხებთ (სული წმინდის ბეჭედს).
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Mar 11 2015, 11:13 AM
პოსტი
#182
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ავტომატურად რატო ნიშნავს მაგას ვსო მიატოვა ისინი ქრისტემ აღარც ნათლობა აქვთ ჭეშმარიტი აღარც ზიარება რამე დარჩათ საერთოდ? იქნებ ქრისტიანები აღარც არიან? ციტატა თუ კათოლიკურ ეკლესიაში სულიწმინდით ინათლებიან , ე.ი. მთელი რიტუალი სამართლებრივად მიმდინარეობს , რაც ავტომატურად ნიშნავს რომ მართლმადიდებლობაში სულიწმინდით არ ინათლებიან და კანონიკური დარღვევებით სრულდება ეს საიდუმლო. მოციქულთა 47-კანონში ვკითხულობთ: აღნიშნულ განწესებებს უაღრესი მნიშვნელობა აქვთ მსჯელობისას იმის შესახებ, თუ რამდენად ჭეშმარიტად შეიძლება იქნეს მიჩნეული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს გარეთ აღსრულებული ნათლისღება. ახლანდელი არამართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლებს შორის, ვისთანაც შეხება გვიხდება უმთავრესს წარმოადგენს რომაულკათოლიკური. არც ერთი კრების კანონს, რომელსაც კი ჰქონია საყოველთაოსავალდებულო მნიშვნელობა, არ განუცხადებია ამ ააღმსარებლობის წესის თანახმად აღ-სრულებული ნათლისღება ყალბად. ამის გამო, აღნიშნულ აღმსაარებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცეული პირი კურთხევანში ზუსტად ჩამოყალიბებული წესით მიიღება, მაგრამ, რადგან მათი ნათლისღება დაგმობილი არ არის, ამიტომ ასეთ პირებს ახლიდან აღარ ნათლავენ. თუმცა, შემდგომში, იმ განსაკუთრებული ვითარების გამო რაც ბერძნულ და ლათინურ ეკლესიებს შორის შეიქმნა 1756 წლის კრებაზე გამოიცა განწესება, რომლის თანახმადაც, ყოველი რომაელკათოლიკე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევას განიზრახავდა, თავიდან უნდა მონათლულიყო. მსგავსად ამისა რუსეთში, მოსკოვის ერთერთ კრებაზე ჯერ კიდევ 1620 წელს, ასეთივე განწესება გამოიცა, რომლის წინაპირობაც ზუსტად ისეთივე იყო როგროც მანამდე ბერძნულ ეკლესიაში.მაგრამ ეს განწესება უთანხმოებაშია აღმოსავლური ეკლესიის საერთო მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან. იგი მხოლოდ განსაკუთრებული სიმკაცრის ზომად მიიჩნევა, რაც გარდაუვალად გამოიწვია დროის არასასურველმა გარემოებებმა და ამდენად მას არ გააჩნია და არც შეიძლება ქონდეს საყოველთაო მნიშვნელობა. ეს როგორ გავიგოთ? ან კონსტანტინე დიდი მონათლულად არ ითვლება? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 14 2015, 01:57 AM
პოსტი
#183
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა ავტომატურად რატო ნიშნავს მაგას ვსო მიატოვა ისინი ქრისტემ აღარც ნათლობა აქვთ ჭეშმარიტი აღარც ზიარება რამე დარჩათ საერთოდ? იქნებ ქრისტიანები აღარც არიან? არ ვამბობ რომ ქრისტიანები არ არიან .ბოლო მონაცემები რომ ვნახე , 33 000-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული ქრისტიანული მიმდინარეობაა. sanfol ციტატა მოციქულთა 47-კანონში ვკითხულობთ: აღნიშნულ განწესებებს უაღრესი მნიშვნელობა აქვთ მსჯელობისას იმის შესახებ, თუ რამდენად ჭეშმარიტად შეიძლება იქნეს მიჩნეული მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს გარეთ აღსრულებული ნათლისღება. ახლანდელი არამართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლებს შორის, ვისთანაც შეხება გვიხდება უმთავრესს წარმოადგენს რომაულკათოლიკური. არც ერთი კრების კანონს, რომელსაც კი ჰქონია საყოველთაოსავალდებულო მნიშვნელობა, არ განუცხადებია ამ ააღმსარებლობის წესის თანახმად აღ-სრულებული ნათლისღება ყალბად. ამის გამო, აღნიშნულ აღმსაარებლობიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცეული პირი კურთხევანში ზუსტად ჩამოყალიბებული წესით მიიღება, მაგრამ, რადგან მათი ნათლისღება დაგმობილი არ არის, ამიტომ ასეთ პირებს ახლიდან აღარ ნათლავენ. თუმცა, შემდგომში, იმ განსაკუთრებული ვითარების გამო რაც ბერძნულ და ლათინურ ეკლესიებს შორის შეიქმნა 1756 წლის კრებაზე გამოიცა განწესება, რომლის თანახმადაც, ყოველი რომაელკათოლიკე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქცევას განიზრახავდა, თავიდან უნდა მონათლულიყო. მსგავსად ამისა რუსეთში, მოსკოვის ერთერთ კრებაზე ჯერ კიდევ 1620 წელს, ასეთივე განწესება გამოიცა, რომლის წინაპირობაც ზუსტად ისეთივე იყო როგროც მანამდე ბერძნულ ეკლესიაში.მაგრამ ეს განწესება უთანხმოებაშია აღმოსავლური ეკლესიის საერთო მრავალსაუკუნოვან პრაქტიკასთან. იგი მხოლოდ განსაკუთრებული სიმკაცრის ზომად მიიჩნევა, რაც გარდაუვალად გამოიწვია დროის არასასურველმა გარემოებებმა და ამდენად მას არ გააჩნია და არც შეიძლება ქონდეს საყოველთაო მნიშვნელობა. ციტატა ეს როგორ გავიგოთ? ნამდვილად არ ვიცი როგორ უნდა გავიგოთ , რადგან 47-ე კანონში , აი ეს წერია : კანონი 47 თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 14 2015, 02:03 AM
პოსტი
#184
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა 33 000-ზე მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული ქრისტიანული მიმდინარეობაა. ეხლა უცბად 33 წლის ქრისტე გამახსენდა, მემგონი უწია მეორედ მოსვლის ჟამმა ციფრები საგანგაშოა ყველაფერი ბოლო ჟამისკენ მიდის A.V.M ციტატა ნამდვილად არ ვიცი როგორ უნდა გავიგოთ , რადგან 47-ე კანონში , აი ეს წერია : კანონი 47 მე რომელი კანონი დავწერე აბა? ამერია ალბათ მაგრამ ციფრი მხოლოდ, დანარჩენი ის რომ კათოლიკეებიც ჩვეულებრივ ნათლავენ და დაჟე მართლმადიდებლობაში იქ ხარისხის მქონე რომ გადმოვიდეს იგივე ხარისხს შეინარჩუნებს და ერისკაცობიდან არ დაიწყებს ცხოვრებას ახლიდან, მაგრამ ეს მარტო კათოლიკეებზეა მგონი და დანარჩენებზე რატომ არაა? თუკი მართლმადიდებლობას გამოეყო თავის დროზე, მაშინ განკვეთილი მოძღვრების ნათლობა რატომ არ ითვლება ნათლობათ თან მაშინ როცა ზუსტად ატარებენ ზუსტი წესის დაცვით? ანუ კათოლიკეები რეალურად არ არიან განკვეთილები ეკლესიიდან და მათაც აქვთ შენარჩუნებული მოციქულთა მაადლი ხელთდასხმით და იმ ყოფილ მართლმადიდებელ განკვეთილ მღვდლებს უქრებათ? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 14 2015, 02:06 AM
პოსტი
#185
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა მე რომელი კანონი დავწერე აბა? არცერთი . ეგ იყო ვიღაცის კომენტარი,რომელიღაც კანონზე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 14 2015, 02:08 AM
პოსტი
#186
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
წიგნი მაქვს გურამ ნაყიდი მოციქულთა კანონების რა კომენტარი იყო? წავიდე ვნახო ერთი რა წერია ახო მივხვდი ახლა რისი თქმაც გინდა ვიღაცის კომენტარი არისო, ვიღაცის რას ნიშნავს? განმარტება და სწავლება ასეთია არამართლმადიდებლურია? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 14 2015, 02:14 AM
პოსტი
#187
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა კათოლიკეებიც ჩვეულებრივ ნათლავენ და დაჟე მართლმადიდებლობაში იქ ხარისხის მქონე რომ გადმოვიდეს იგივე ხარისხს შეინარჩუნებს და ერისკაცობიდან არ დაიწყებს ცხოვრებას ახლიდან, მაგრამ ეს მარტო კათოლიკეებზეა მგონი და დანარჩენებზე რატომ არაა? ეგ ვრცელი საკითხია . ზოგადად , სხვადასხვა მწვალებლობიდან მიღების წესი მართლმადიდებლობაში სხვადასხვანაირი იყო . სომხურ მონოფიზიტმთან დაკავშირებით მაგალითად ,ბევრად უფრო ლმობიერად უყურებს მსოფლიო კრება მათგან მიღების წესს , ვიდრე საქართველოს ადგილობრივი ეკლესია. ამას კი ის განაპირობებს,რომ ჩვენ ტერიტორიული მეზობლობა გვაერთიანებს ამ ერთან და რელიგიური სინკრეტიზმისგან თავის დასაღწევად,რუის-ურბნისი კრებამ , იკონომია დაუშვა აკრიბიაზე. რაც შეეხება კათოლიკეეებს.მათზე საუბრისას პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გამოვიყენებთ მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებს.იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ მე-12 საუკუნემდე კარგა ხნით ადრე დასრულდა მსოფლიო კრებების ხანა. ციტატა განმარტება და სწავლება ასეთია არამართლმადიდებლურია? წმ.მამისა არ იქნება . რადგან წიგნი იყიდე კანონთა განმარტებაზე , ე.ი. ნიკოდიმ მილაშისაა ,რომელსაც დიდ პატივს ვცემ , როგორც თავისი ეპოქის კვალობაზე , უდიდეს კანონთმცოდნეს,მაგრამ წმ.მამათა კვალობაზე , სრული უფლება მაქვს ,,ვიღაც'' ვუწოდო მას... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 14 2015, 02:15 AM
პოსტი
#188
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა რაც შეეხება კათოლიკეეებს.მათზე საუბრისას პირდაპირი მნიშვნელობით ვერ გამოვიყენებთ მსოფლიო საეკლესიო კრების კანონებს.იმ მარტივი მიზეზის გამო,რომ მე-12 საუკუნემდე კარგა ხნით ადრე დასრულდა მსოფლიო კრებების ხანა. ანუ თუ მიიღებენ ხარისხში და მეორედ არ მონათლავენ ლოგიკურად ხომ გამოვა რომ ჭეშმარიტი ნათლობა აქვთ მათაც მიღებული? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 14 2015, 02:20 AM
პოსტი
#189
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
შენი აზრით, უბრალო კათოლიკეს რომ მოუნდეს მართლმადიდებლად გახდომა . ამ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 14 2015, 02:23 AM
პოსტი
#190
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
ციტატა წმ.მამისა არ იქნება . რადგან წიგნი იყიდე კანონთა განმარტებაზე , ე.ი. ნიკოდიმ მილაშისაა ,რომელსაც დიდ პატივს ვცემ , როგორც თავისი ეპოქის კვალობაზე , უდიდეს კანონთმცოდნეს,მაგრამ წმ.მამათა კვალობაზე , სრული უფლება მაქვს ,,ვიღაც'' ვუწოდო მას... ეგაა მილაშის განმარტებებია რომელიც ეყრდნობა იოანე ზონარას († 1159 წ.), ალექსი არისტინესა († 1166 წ.) და პატრიარქ ბალსამონის (†1199 წ.) განმარტებებს A.V.M ციტატა შენი აზრით, უბრალო კათოლიკეს რომ მოუნდეს მართლმადიდებლად გახდომა . ამ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ? უბრალო დაჩაგრულია თუ რა პონტია? უბრალო უნდა მონათლონ ხელახლა და სასულიერო პირი არა? ძალიან ჩახლართულია ვითარება -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 14 2015, 02:27 AM
პოსტი
#191
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა უბრალო დაჩაგრულია თუ რა პონტია? რა პონტია და ის პონტია,რომ როგორც სახლია არ შენდება სახურავიდან,ისევე სასულიერო იერარქიაზე ვერ გავიგებთ ვერაფერს, თუ ,,მრევლის'' ფენაში არ გავარკვიეთ საქმე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 14 2015, 02:28 AM
პოსტი
#192
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
სურვილი უნდა გამოთქვას უბრალოდ მეტი რა უნდა გააკეთოს? იესო ქრისტე იწამოს მეორედ? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 15 2015, 01:59 AM
პოსტი
#193
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
ციტატა იესო ქრისტე იწამოს მეორედ? ნწუ. მაგ: საქართველოს ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკაში,ნათლობის წესი სრული სახით აღესრულება კათოლიკეობიოდან მოქცეულზე . მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქმე იმაშია ,რომ აქ განსამიჯნია ორი რამ - 1-რა ტექსტი და როგორ აღევლინა მოსანათლზე. 2-სულიწმინდის მადლის საკითხი. ტექსტი,ეს ის საკითხია (ამ შემთხვევაში ფორმულას ვგულისხმობ. ანუ-,,ინათლება მონა ღვთისა,სახელითა მამისათა...) , რომ 2-ჯერ არ მეორდება. აქედან გამომდინარე, თუ ფორმულა ზუსტადაა წარმოთქმული ,მართლმადიდებლობაში მიღებისას იგი აღარ განმეორდება. ანალოგიურია სიტუაცია,როდესაც მომაკვდავია ვინმე,მონათლავს მას ერისკაცი ხსენებული ფორმულით,რის შემდეგაც ავადმყოფი გადარჩება.მასზე აღესრულება ნათლობის სრული წესი,მაგრამ ფორმულა აღარ განმეორდება,რადგან უკვე ნათქვამია. რაც შეეხება სულიწმინდის საკითხს . მართლმადიდებლობაში მოქცეულისათვის უმნიშVნელოვანესია,რომ მისადმი ადრე წარმოთქმული ლოცვა (ფორმულა) , რომელიც სწორად იყო ნათქვამი,გახდეს სულიწმინდის ძალის მატარებელი . გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გვწამს ერთი საყოველთაო ეკლესია,1 ნათლობა ცოდვების მოსაევებლად და 1 სულიწმინდა , აქედან გამომდინარე მას შემდეგ რაც მღვდელი მოისმენს მოსანათლისგან ძველი სჯულის სიმცდარის და ახლის ჭეშმარიტების აღსარებას, შეასრულებს სპეციალურ ლოცვებს და ქმედებებს,იმისათვის რომ წინათ წარმოთქმული ფორმულა,სულიწმინდამ აღავსოს თავისი მადლით.იმ მადლით რომელიც მხოლოდ ერთ ეკლესიაშIა. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
sanfol |
Mar 15 2015, 02:34 PM
პოსტი
#194
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
A.V.M
გასაგებია მადლობა -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
A.V.M |
Mar 19 2015, 03:46 AM
პოსტი
#195
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
sanfol
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:38 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი