IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 37 38 39 40 >  
Reply to this topicStart new topic
> მსოფლიო რელიგიები, სხვადასხვა სექტები და მიმდინარეობები
marine
პოსტი Aug 11 2019, 07:46 PM
პოსტი #761


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კითხვა: სხვადასხვა მიზეზთა გამო სახლში დამიგროვდა არამართლმადიდებლური, სექტანტური ლიტერატურა. რა ვუყო ამ წიგნებს?

პასუხი: არამართლმადიდებლური რელიგიური წიგნები შეუძლიათ იქონიონ მხოლოდ იმ მეცნიერებმა, ღვთისმეტყველებმა, ვისაც ეს სჭირდება კვლევითი საქმიანობისთვის. საერო მართლმადიდებელი პირისთვის შეიძლება მსგავსი ლიტერატურა საცდურად იქცეს. ამიტომ, მოიშორეთ ეს წიგნები. ზოგადად, ქრისტიანებს სახლში არ უნდა ჰქონდეთ ანტირელიგიური, ერეტიკული და არაზნეობრივი ლიტერატურა. ერთ-ერთ პატერიკში აღწერილია შემთხვევა, როდესაც დედაღვთისა არ შევიდა ერთი ბერის სენაკში, რომელსაც ერეტიკული წიგნი ჰქონდა და უთხრა, შენ ჩემი მტრისთვის მიგიცია ბინაო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2019, 01:51 PM
პოსტი #762


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარი I. რელიგია, რომელიც კლავს
თავი I. "სახალხო ტაძარი". 1978 წელს სამყარო შეძრა სექტა "სახალხო ტაძრის" საშინელმა აღსასრულმა, რომელსაც ჯიმი ჯონსი ხელმძღვანელობდა. წამყვანმა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა აჩვენეს საზარელი კადრები - შუა ტროპიკულ ტყეში, მინდორზე არაბუნებრივ პოზაში დასვენებული მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა უსულო ცხედრები. სულ 912 ადამიანი. ისინი თვალდახუჭულნი გაჰყვნენ თავიანთ ლიდერს გაიანის ჯუნგლებში და შეუდგნენ იდეალური ქალაქის მშენებლობას, რომელსაც სექტის ხელმძღვანელის სახელის მიხედვით ჯონსთაუნი დაარქვეს, მერე კი დაემორჩილნენ მის ბრძანებას და შხამი დალიეს. ვინც შეეწინააღმდეგა, კეფაში ტყვია მიიღო. ბავშვების აზრს არავინ კითხულობდა. ჩვილებს სითხეს ხახაში ასხამდნენ, უფრო მოზრდილები კი თამამად სვამდნენ დედების მიერ მიწოდებულ სითხეს. სვამდნენ, რათა რამდენიმე წამით დასცხრობოდათ საშინელი ტკივილი, რომელიც მთელ შინაგანს უგლეჯდათ და მერე სამუდამოდ დადუმებულიყვნენ.

სამყარომ ცხადად დაინახა ტოტალიტარული სექტიდან მომდინარე საფრთხე.

ახალი რელიგიური მოძრაობების ახალმოქცეული წევრების მშობლები და ახლობლები უჩიოდნენ სექტებს, ჩვენს ახლობლებს "ტვინს ურეცხავენ" და ისე ცვლიან, რომ მათ ვეღარ ვცნობთო, გამოჩნდა პუბლიკაციები არაერთი ახალი სექტის კრიმინალურ ქმედებებზე და მათგან ადამიანთა უფლებების დარღვევაზე, გაიმართა საპარლამენტო გამოძიებები ამა თუ იმ სექტის საქმიანობაზე, რაც საზოგადოებასა და სახელმწიფოს აშფოთებდა, გაიმართა პირველი სასამართლო პროცესები, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად განყენებული იყო, რომ შესაძლოა დაეეჭვებია ადამიანი. ახლა კი ყველამ დაინახა, რომ სექტა ხალხს ხოცავდა.

ყველაფერი კი მინეაპოლისში დაიწყო და გაგრძელდა სან-ფრანცისკოში, სადაც ჯონსის "ევანგელური ჯგუფი" ძალზე შეიყვარეს ლიბერალმა პროტესტანტებმა "სოციალური" მიმართულებისა და ღარიბი და უსახლკარო მოსახლეობისადმი დამოკიდებულების გამო. ქალაქის მემარცხენე ხელისუფლება თავდაპირველად მხარს უჭერდა "სახალხო ტაძარს" და მისი ლიდერი საპასუხისმგებლო სოციალურ პოსტებზეც კი დანიშნა.

რამდენიმე წლის მერეღა გამოჟონა ხმებმა ჯონსის სექტაში მორწმუნეთა მკაცრ კონტროლზე, მძიმე ფინანსურ გადასახადზე, ლიდერის გაღმერთებაზე, ადამიანების მკაცრად დასჯაზე, სექსუალურ ძალადობასა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე. სკანდალი მწიფდებოდა და ამ დროს ჯონსმა გამოაცხადა ახალი, "ზეითგან შთაგონებული" გადაწყვეტილება - ყველას უნდა დაეტოვებინა ეს გახრწნილი ქალაქი და წასულიყვნენ ლათინურ ამერიკაში, გაიანაში, სადაც მშვენიერი თბილი ჰავა იყო, უღრან ტყეებში, სუფთა ჰაერზე, ამერიკული ქალაქების ჭუჭყს, გარყვნილებას, რასიზმსა და სოციალურ უთანასწორობას განრიდებული ჭეშმარიტი მორწმუნეები სამოთხეს აიშენებდნენ დედამიწაზე. თავიანთი ღვთისმსგავსი ლიდერებისგან გონდაბინდულ და დაშინებულ მორწმუნეთა დიდი ნაწილი მას გაჰყვა.

ამ დროისათვის ჯონსმა უკვე საქვეყნოდ გამოაცხადა თავი ქრისტეს, ბუდას, წინასწარმეტყველ ბაბას (ბაჰაიზმის დამფუძნებელი), ლენინის და თვით ყოვლისშემძლე ღმერთის (ბუნებრივია, ქრისტეს ის ღმერთად არ თვლიდა, მხოლოდ დიდ სოციალურ რეფორმატორს უწოდებდა) რეინკარნაციად. სექტის ადეპტთა შეკრებებზე, ცეკვისას, ქოროს თანხლებით მღეროდნენ მარტივ ლექსებს და თავი ექსტაზამდე მიჰყავდათ:

მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
ჯონსმა თუ როგორ შეცვალა
ჩემი ცხოვრება.
ადრე მე დათრგუნული ვიყავი,
სასოწარკვეთილი ვიყავი,
მაგრამ მოვიდა წინასწარმეტყველი
და დამიხსნა მე.
მე შენ უნდა გითხრა,
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთი.
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთი.
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
მე ვიცი, რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთია, ღმერთია!

"ყოვლისშემძლე ღმერთმა" იმით დაიწყო, რომ იდეალური ქალაქის მშენებლობის ადგილი ეკლიანი მავთულხლართებით შემოღობა და საგუშაგოებზე კბილებამდე შეიარაღებული მცველები დააყენა. ის მათ თავის "ანგელოზებს" ეძახდა და აფრთხილებდა, - თუ ვინმე მოისურვებს ამ მიწიერი სამოთხის დატოვებას, ჩემი ანგელოზები ამაზე იზრუნებენო. ახლა გაუვალ ჯუნგლებში შეიარაღებული "ანგელოზების" გარემოცვაში მას შეეძლო სრულად ეკონტროლებინა თავისი მიმდევრები.

ყოველდღე ტროპიკულ მზეში თორმეტი საათი მუშაობდნენ. ხალხს სულს უხუთავდა ჭაობიანი ადგილის სინესტე, სამუშაოს მცველები აკონტროლებდნენ ჯონსის ისტერიული შეძახილების თანხლებით, რომელიც ჩანაწერის სახით ხმის გამაძლიერებლით გადმოიცემოდა. დაოჯახებულთა საბინადროს (თუ ერთად ცხოვრების ნება ჰქონდათ) სხვებისგან ფარდით გამოჰყოფდნენ. ადამიანები ბარაკებში ცხოვრობდნენ ორ-სამსართულიან ნარებზე. მათ აჭმევდნენ მოხარშულ ბრინჯს, ბულიონის ბრიკეტითა და ფქვილით მომზადებულ საწებელს, განსაკუთრებულ დღეებში უმატებდნენ ცოტაოდენ ცერცვსაც. ჯონსს კი საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი ჰქონდა, რომელიც მან თავისი მიმდევრებისგან მიიღო, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მთელი ქონება ლიდერისთვის გადაეცათ და მერე მასთან უფასოდ მუშაობდნენ.

თვითონ ჯონსი განცალკევებულ ქოხში ცხოვრობდა, გემრიელად ჭამდა, დიდხანს ეძინა და სექსსაც არ იკლებდა სექტის მიერ საამისოდ გამოყოფილ კაცებსა თუ ქალებთან. სამუშაო დღის დამთავრებისას შეზარხოშებული გარეთ გამოდიოდა და იწყებოდა ლოცვითი შეკრება, რომელიც ღამის 2-3 საათამდე მიმდინარეობდა. სექტის წევრები მზის ამოსვლისას უნდა ამდგარიყვნენ. ბუნებრივია, თვითონ ჯონსს ეს არ ეხებოდა.

მცირეოდენი დარღვევისათვის ხალხს სასტიკად სჯიდნენ, ზოგს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. სასჯელს თავს ბავშვებიც ვერ არიდებდნენ, რომელთაც დასასჯელად ჭაში ჩაუშვებდნენ და ვიდრე გაგუდვას არ დაიწყებდნენ, ზევით არ ამოსწევდნენ. დასჯის შემდეგ ცოცხალმკვდარ კაცს ჯონსისთვის ხმამაღლა უნდა მიემართა: "გმადლობ შენ, მამაო!"

ყველა კონატაქტი გარე სამყაროსთან მკაცრად კონტროლდებოდა. წერილებს ხსნიდნენ, ორიოდე სტუმარს, თუკი შეუშვებდნენ ჯორჯთაუნში, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ და წამითაც არ ტოვებდნენ მარტო. თუმცა საქმის ჭეშმარიტ არსზე ახალმა ამბავმა მაინც გამოჟონა. ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ამერიკელი კონგრესმენის ლეო რაიანის ხელმძღვანელობით გაიგზავნა ჟურნალისტებისა და ადვოკატებისგან შემდგარი საინსპექციო კომისია.

თავიდან ჯგუფის წევრებს ძალზე მოეწონათ ნანახი. დაკრიალებული ქუჩები, გულღია ხალხი, რომლებიც მუდმივად უმტკიცებდნენ, რომ ისინი თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ, უბრალო, მაგრამ ნოყიერი საკვები (ჯონსი ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ მოემზადა), შესანიშნავი ბავშვთა კონცერტი და ყველა შემხვედრის წრფელი ენთუზიაზმი. კონგრესმენი ლეო რაინი უკვე ბრაზობდა ცილისმწამებლებზე, რომლებიც ყველანაირ საშინელებას წერდნენ ამ შესანიშნავ კომუნაზე.

გვიან ღამით, როცა დასაძინებლად ემზადებოდა, რაიანმა თავის ქოხში რამდენიმე ჩანაწერი ნახა, რომლებიც ჯორჯთაუნის ნამდვილ ცხოვრებას აღწერდნენ. კიდევ რამდენიმე კაცმა სიბნელით ისარგებლა, მასთან ქოხში შეიპარა და ისეთი რამ მოუყვა, კონგრესმენმა დაძინება ვეღარ შეძლო. დილით მან სთხოვა ჯონსს, ხალხი დაემწკრივებინა. "ვის სურს ჩემთან ერთად წამოსვლა? - იკითხა ლეო რაიანმა, - ნუ გეშინიათ, ვიდრე მე აქ ვარ, არაფერი შეგემთხვევათ". წინ ერთი კაცი გადმოდგა, მერე მეორე, მესამე...

"წაგვიყვანეთ აქედან, - აყვირდა ყველა, - აქ თუ დავრჩით, დავიღუპებით, დაგვხოცავენ". ხალხი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე რაიანის ორი თვითმფრინავი დაიტევდა. მან ავადმყოფები გადაარჩია, დანარჩენების სახელები ჩაიწერა, დაჰპირდა, თქვენს წასაყვანად ზეგ ჩამოვალო. მიუხედავად ამისა, ყველანი საფრენი ზოლისკენ გაემართნენ.

ამ დროს ჯონსს ნერვებმა უმტყუნა. ისტერიკაში ჩავარდნილმა მდევარი დაადევნა "მოღალატეებს". თვითმფრინავები ჯერ არ იყვნენ აფრენილი, მდევარმა მათ ცეცხლი გაუხსნა. რაიანი და რამდენიმე ჟურნალისტი მოკლეს, მაგრამ მფრინავებმა მაინც მოახერხეს თვითმფრინავების აფრენა.

ჯონსი მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა, მან ჯორჯთაუნის მთავარ მოედანზე მოუხმო ხალხს და გამოუცხადა სარწმუნოების ბოლო აქტზე, რომელიც ყველას გადაარჩენდა კაპიტალიზმის, რასიზმის და მსოფლიო ბოროტების აგენტთა შეტევისგან. ყველას უნდა შეესვა "სიცოცხლის ელექსირი" და ტკბილი ძილით დაეძინა. "მოვკვდეთ რევოლუციური სიკვდილით - ეს ნიშნავს, რომ საუკუნოდ ვიცხოვროთ", - გაჰყვიროდა ჩახლეჩილი ხმით. ამ სცენის რეპეტიცია მათ უკვე ბევრჯერ გაიარეს: ჯონსი განგაშით შეკრებდა ხოლმე ხალხს, განახურვებდა მათ თავისი ქადაგებებით, მოუწოდებდა ერთგულნი ყოფილიყვნენ და შეესვათ სასმისი. პატარა ქვაბურადან მათ უსხამდნენ წითელ ტკბილ სასმელს "კულ ეიდს", ხალხი სვამდა და სიკვდილისთვის ემზადებოდა. შემდეგ ჯონსი მათ უცხადებდა, რომ ეს მხოლოდ შემოწმება იყო. ახლაც არავინ იცოდა, რეპეტიცია იყო თუ არა. ხალხი მდუმარედ იდგა რიგში, თითოეულ მათგანს ჭიქით სასმელს აძლევდნენ. მხოლოდ მაშინ, როცა პირველნი დაეცნენ მიწაზე კრუნჩხვითა და ყვირილით, რაც კალიუმციანიდის მოქმედების დამახასიათებელი ნიშანია - ყველა მიხვდა, რომ რეპეტიცია რეალობაში გადაიზარდა. თუ კაცი ყოყმანობდა, მას შხამს შპრიცით პირში ძალით ასხამდნენ, ანდა ტყვიას კეფაში ესროდნენ. მხოლოდ რამდენიმემ შეძლო გაქცევა ან დამალვა. ჯონსმა და მცველებმა უკანასკნელებმა მოიკლეს თავი. ზოგიერთი ცნობით, ჯონსი დამალვას ცდილობდა, მაგრამ მცველებმა მოკლეს.

მეორე დღეს მოსულ საზღვაო ქვეითთა რაზმს მინდორი გვამებით მოფენილი დახვდა. პათოლოგანატომებმა დაადგინეს, რომ 912 მსხვერპლიდან 700 კაცი მოკლული იყო, დანარჩენებმა კი სიცოცხლე "ნებაყოფლობით" დატოვეს. ყოვლისშემძლე ღმერთის - ჯონსის 236 მსხვერპლი ბავშვი იყო. ბევრი მათგანი ვერ ამოიცნეს და ისე დამარხეს საძმო საფლავში.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთელმა სამყარომ დაინახა რელიგიური ტოტალიტარიზმის მომაკვდინებელი საფრთხე. ეს იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ერთადერთი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2019, 03:42 PM
პოსტი #763


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების მიერ აღიარებული შვიდი საიდუმლოდან ლუთერანებმა პრაქტიკულად მხოლოდ ორი: ნათლობა და ევქარისტია აღიარეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 13 2020, 03:41 PM
პოსტი #764


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დე, მძვინვარებდეს რომის პაპი თავის მილიონობით ქვეშემდოვრთან ერთად, დე, იბობოქრონ პროტესტანტებმა! მათ ღმერთი არ ჰყავთ! ამის შესახებ წერს წმ. მოციქული და მახარებელი იოანე თავის მეორე ეპისტოლეში კრების მიმართ: ვინც გადადის ქრისტეს მოძღვრებას და არ მკვიდრობს მასში, არ ჰყავს ღმერთი (2 იოან. 1,9)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 15 2020, 03:37 PM
პოსტი #765


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტიანებად მართლმადიდებელთა გარდა კათოლიკეებიცა და პროტესტანტებიც მოიხსენებიან, მაგრამ მხოლოდ პირობითად, საუბრის დროს და არა საღმრთისმეტყველო მნიშვნელობით.

დღევანდელი ლიბერალები შეიძლება გაგვინაწყენდნენ: პირობითად მოხსენიება რა შუაშია, ისინიც ხომ იესო ქრისტეს აღიარებენო. - კი, ბატონო, აღიარებენ, მაგრამ თავისებურად და არასწორად, ხოლო ვინც მართალ სარწმუნოებას არ აღიარებს, ის გამოყოფილია მართლმადიდებლური ეკლესიისგან, ანუ მწვალებელია, რის გამოც არ შეიძლება ჭეშმარიტ ქრისტიანად იწოდებოდეს. ეს ფაქტია და არა შეურაცხყოფა, როგორც შესაძლოა ეს ვინმეს ეგონოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2020, 07:09 PM
პოსტი #766


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველ მიწიერ (ადამიანისმიერ) სარწმუნოებას ეწოდება ადამიანის სახელი: მაჰმადიანს - მუჰამედიდან, პაპისტი - რომის პაპიდან, ლუთერანელი - მარტინ ლუთერიდან, იუდეველი - იუდადან, პაშკოველი - პაშკოვიდან და სხვ. მისთ. - ესენი არ არიან ღმერთისაგან და ღმერთი არ არის მათში, ვინაიდან, უკუეთუ ისინი ღმერთისაგან არიან, რად იწოდებიან ადამიანთა სახელებით; ერთადერთი და ჭეშმარიტი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა, რომელიც თვით უფლის სახელით იწოდება - ქრისტიანენი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2020, 07:46 PM
პოსტი #767


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მწვალებლობა არის რაიმეს განსჯა საკუთარი გონებით, იმასთან შეუთანხმებლად, რაც უფალმა გადმოსცა ეკლესიას ამ საკითხის შესახებ. არიოზმა დაიწყო უფლის შესახებ თავისებურად განსჯა და წვალებაში ჩავარდა, რადგან არ აღიარებდა უფლის ერთარსებობას მამა ღმერთთან და სულიწმიდასთან.

ლუთერმა თავისებურად დაიწყო ქრისტიანული სწავლების სისტემის შედგენა და რამდენი სიცრუე გამოიგონა? ასევეა პაპი, ასევეა ყველა ახალი გზააბნეული სწავლებები. როდესაც იბადება კითხვა, მის გადაწყვეტას ქრისტიანი თავის თავში და საკუთარ გონებაში კი არ უნდა ეძიებდეს, არამედ ყველასათვის საერთო აღმსარებლობაში.''

/წმ.თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2020, 11:56 AM
პოსტი #768


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მამა პორფირე ამბობდა: "იეღოვას საცოდავი ცრუ მოწმეები შეიწყალოს ღმერთმა! ქრისტიანთა ერთ ნაწილს აღაშფოთებს მათი ხსენება, მეორენი ლანძღავენ და ეჩხუბებიან, სხვები კი სასამართლოში უჩივიან. მაგრამ ქილიაზმს ასე ვერ მოერევი. მხოლოდ ისინი სძლევენ მათ, ვინც ჯერ საკუთარ თავს განიწმენდს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 8 2020, 07:24 PM
პოსტი #769


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- არის ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ ყველა რელიგია საბოლოოდ ერთ ღმერთთან მიდის. ამ ლოგიკით, დასაშვებად მიაჩნიათ, მაგალითად, ბუდისტთან ერთად ლოცვა. ზოგჯერ კი მართლმადიდებელი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს და არ იცნობს მის კანონებს, შემთხვევით მოხვდება ასეთ ლოცვებზე და უნებლიეთ მათი მონაწილე ხდება...

- ყველა რელიგია ერთი რომ იყოს, ქრისტეს მოსვლას რა აზრი ექნებოდა? თუ მაცხოვრის შემდეგაც იგივეა, რაც მანამდე იყო, ესე იგი, მისი მსხვერპლი არ ყოფილა საჭირო. ყველაფრის გაიგივებით ღვთაებრივ ჭეშმარიტებას გავაუბრალოებთ და ხაზს გადავუსვამთ. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო "შემთხვევითი" ლოცვების, შეკრებების მიმართ.

ვიდრე სადმე მივალთ, უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა იქიდან წამოსვლას ან, თუ შევძლებთ, როგორები წამოვალთ. თუ ქრისტიანობას არ შევისწავლით და არ დავიცავთ, ჩვენივე ბრალი იქნება. ყველაფერი გარკვეული და ბოძებულია, ჩვენ მხოლოდ მიღება, შესისხლხორცება, ქრისტეს წმინდა სისხლითა და ხორცით შემტკიცება მოგვეთხოვება.

განათლება მხოლოდ წიგნის კითხვა არ არის, განათლება ქრისტესგან მოდის. სწორედ ქრისტიანული განათლება ზრდის და ხვეწს პიროვნებას, აცილებს ყოველივე უსარგებლოს და ზედმეტს. განათლების გარეშე იოლი იქნება ჩვენი ცდუნება და ვერც ჩვენს სარწმუნოებას დავიცავთ. თუ ის არ ვიცით, რას ვაღიარებთ, რისი გვწამს, გამოდის, ბრმად ვყოფილვართ ეკლესიაში, ეს კი დიდი ცოდვაა. ასე ვერასდროს ჩავწვდებით უფლის განხორციელების საიდუმლოს, ვერასდროს შევძლებთ მართლმადიდებლობის გააზრებას."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 02:06 PM
პოსტი #770


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



პილიგრიმობა

"ჰაჯი" - პილიგრიმობა მექაში მუსლიმის ხუთი ძირითადი მოვალეობიდან ერთ-ერთია. მის შესრულებას მოუწოდებს ყურანი. ჰაჯი სიცოცხლეში ერთხელ მაინც სავალდებულოა ყველა მუსლიმისთვის. ვისაც ეს არ ძალუძს, შეუძლია მექაში თავისი წარმომადგენელი გაგზავნოს. ჰაჯისაგან თავისუფლდებიან გონებასუსტები, უძლურები, ღარიბები, მონები, ქალები, რომელთაც არ ჰყავთ ქმარი და ნათესავები გზაში გამყოლად.

რა თქმა უნდა, ქრისტიანობაშიც მიღებულია პილიგრიმობა, თუმცა ისლამისგან განსხვავებით იგი არ ითვლება მორწმუნის ვალდებულებად და ისევე, როგორც ყველაფერი მართლმადიდებლობაში, ესეც დამოკიდებულია ადამიანის თავისუფალ ნებასა და ფიზიკურ შესაძლებლობაზე."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 10 2020, 10:19 PM
პოსტი #771


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთ წერილში წმინდა ილია მართალი წერდა: "ქართველმა, თავისი სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისთვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ, ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2020, 08:26 PM
პოსტი #772


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გიორგი, 18 წლის: - პატარაობიდანვე მქონდა რელიგიური გრძნობა, უფლის მსახურების სურვილი. 13 წლისა მოვინათლე, მაგრამ სარწმუნოებრივი საკითხები კარგად არ ვიცოდი და მწვალებლობაში ჩავვარდი. ტაძარში დავდიოდი, წირვა-ლოცვასაც ვესწრებოდი, მაგრამ მოძღვართან ვერ მივდიოდი, როგორც იტყვიან, "მღვდლების არ მწამდა".

სწორედ იმხანად გავიცანი სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად მთავაზობდნენ ამ რელიგიურ მიმდინარეობებში გაერთიანებას. რაკი აღმსარებელი და მაზიარებელი არ ვიყავი, კარგად არ ვიცნობდი მართლმადიდებლურ მრწამსს, მათ ადვილად გადამიბირეს. მცირე ხანს იეღოველებთან მქონდა ურთიერთობა. გარდა ამისა, რამდენიმე ბაპტისტი ნათესავი მყავს და სოფლად რომ ჩავდიოდი, მათ სახლში ბაპტისტთა შეკრებებს ვესწრებოდი. მერე ადვენტისტთა სექტის წარმომადგენლები შემხვდნენ და მითხრეს, ჩვენთან წამოდიო. დამპირდნენ, თუ მათთან ვივლიდი, ბიბლიასა და ადვენტისტურ ლიტერატურას მაჩუქებდნენ. მათ მსახურებებსაც ვესწრებოდი.

ყველაზე დიდხანს - წელიწადზე მეტი - ორმოცდაათიანელთა სექტაში დავყავი. ნაცნობმა ქალმა მითხრა, ძალიან კარგ ადგილას უნდა წაგიყვანოო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რატომღაც დავთანხმდი. ასე აღმოვჩნდი ორმოცდაათიანელთა სექტის შეკრებაზე. "ხუცესის" - კრების წამყვანის - თხუთმეტწუთიანი "ქადაგების" შემდეგ დაიწყო რიტმული მუსიკა სექტანტთა ცეკვის, შეძახილებისა და ხტუნაობის თანხლებით. შეკრების დასასრულს "ხუცესმა" გამოაცხადა, ვინც პირველად ესწრება, წინ გამოვიდესო. იმ ნაცნობმა, ვინც იქ მიმიყვანა, მხარი გამკრა - გადიო. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, როგორღაც დამითანხმა. სცენაზე ავედი. "ხუცესმა" მითხრა - ახლა შენთვის ვილოცებთო. მპირდებოდა, თუ იქ დავრჩებოდი, ჩემი ცხოვრება საოცრად შეიცვლებოდა. შემდეგ პროტესტანტობის აღიარების სიტყვები წარმომათქმევინა.

მას შემდეგ ხშირად დავდიოდი მათ შეკრებებზე, მაგრამ მუდმივი შინაგანი ბრძოლა მქონდა, სულიერად ვიტანჯებოდი. ღმერთს შევთხოვდი, ჭეშმარიტების პოვნაში დამხმარებოდა. საბედნიეროდ, სანამ ორმოცდაათიანელად "მომნათლავდნენ", გონება გამეხსნა, გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობა, მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი და სექტიდან წამოვედი. დედაეკლესიას დიდი სინანულით და ცრემლით დავუბრუნდი.

ეკლესიაში უფალს აღვუთქვი, რომ ავინაზღაურებდი იმ დანაკლისს, რაც უმადლოდ, მწვალებლობაში ვიცხოვრე. სულიერ მოძღვარს ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მოვინანიე ცოდვები. ამჟამად მონასტერში ვარ, ვცდილობ სულიერად გავძლიერდე და შევითვისო ჭეშმარიტება, რომლის არცოდნამაც ცდუნებამდე მიმიყვანა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:19 PM
პოსტი #773


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამა ილია, სხვადასხვა რელიგიისა და სარწმუნოების მიმდევარი თავისი ენით ლოცულობს. რას უწოდებენ მათ ლოცვას ქრისტიანები?

- სახარება ყველგან იყო ნაქადაგები დედამიწაზე, ყველა კუთხეში, ყველა ხალხში. განკითხვის დღეს, ალბათ, აუცილებლად იქნება ნათქვამი ის, რომ ქრისტე მთელი კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა, მაგრამ შენ არ მიიღე ეს ქადაგებები. ჩვენ მართლმადიდებლები გვქვია, ანუ მართლად განმადიდებელნი ვართ უფლისა, ჩვენი დედაეკლესიის წიაღში სწორად იდიდება ღმერთი. რა თქმა უნდა, სხვა რელიგიებშიც არის ღვთის თაყვანისცემის მცდელობა, მაგრამ რას და როგორ განადიდებენ, ეს უკვე სხვაა.

თუმცა სხვა რელიგიებშიც რამდენია კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ ყველა თავისი სინდისითა და არჩევანით განისჯება ღვთის სამსჯავროზე. ნებისმიერი მათი მოწყალების საქმეებითაც განისჯება, მთავარია, მოწყალენი იყვნენ. მოწყალება არ დაიკარგება. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ", - ამბობს უფალი. პირველ რიგში ჩვენ განვისჯებით, ქრისტიანები, რადგან ვისაც მეტი მოგვეცა, მეტი მოგვეთხოვება."

/მამა ილია ჩიკვაიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2020, 05:50 PM
პოსტი #774


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთელი ანტიკური ეპოქის ნაგრევებმა ტრადიციამ სული დალია ქრისტიანობის წინაშე. ეს იყო დიდი შეჯახება ადამიანის მოგონილი ღმერთებისა და ჭეშმარიტი ღმერთის მოძღვრებას შორის"

/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 23 2020, 05:24 PM
პოსტი #775


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გეშინოდეთ სექტანტების, საჩუქრები რომ მოაქვთ, განერიდეთ მათ ცეცხლის მსგავსად. ისინი მატერიალურს იძლევიან, რათა სულიერი წაგვართვან: უფასო ბროშურებით გვირყევენ სინდისს, ნასუფრალით ხალხში განხეთქილებას იწვევენ და ზოგიერთებს ერთმორწმუნე ძმებისაგან განაშორებენ"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2020, 10:21 PM
პოსტი #776


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პატარა ფარდაგის შეძენას ვაპირებდი, შევარჩიე და თანხა უნდა გადამეხადა. ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა, არ არის საჭირო, მუსლიმსა და ქრისტიანს შორის მეგობრობის ნიშნად იყოსო!..
P.S. ადამიანობა, ღირსება, ქცევა გამიხარდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2021, 09:00 PM
პოსტი #777


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იეჰოვას მოწმეები ანუ იაჰოველთა (იაღოველთა) სექტა - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ქრისტიანული სექტა, რომელიც იესო ქრისტეს ძე ღმერთად არ აღიარებენ. მათ არ სწამთ ყოვლადწმიდა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთი, ჯვარი, ხატი, ღვთისმსახურება, ეროვნება, უარს აცხადებენ ჯარში მსახურებაზე; არ სწამთ 7 საეკლესიო საიდუმლო, გარდა ნათლობისა, ისიც მხოლოდ მამა ღმერთის სახელზე და არა ყოვლადწმიდა სამების სახელზე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2021, 10:18 PM
პოსტი #778


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიური მოზაიკის მრავალფეროვნებით. ისტორიულად ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხოვრობდნენ ქრისტიანები და მუსლიმები, გრიგორიანელები და იუდაიზმის მიმდევრები, ლუთერანები და კათოლიკეები!...
ეს იყო ჩვენი ერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება...
ბევრი ამას არასწორად იყენებდა, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის წინსვლა და განვითარება რელიგიურ განსხვავებულობასაც ითვალისწინებდა...
დავით აღმაშენებელი ყველაზე მართლმკვეთელი მეფე იყო... მის სახელს უკავშირდება ეკლესიიის რეორგანოზაცია, საეკლესიო კრების ჩატარება და დიდი რეფორმები, მაგრამ ის არ დევნიდა სხვის რელიგიას, არ შეურაცხყოფდა სხვის რწმენას და სწორედ ამაში მდგომარეობდა მისი გენიალურობა...
არც ერთი რელიგია არ ქადაგებს სიძულვილს და აგრესიას...
შეიძლება ადამიანი იყოს ცუდი მართლმადიდებელი და კარგი არამართლმადიდებელი... ან პირიქით...
რელიგიის დაცვა არ განისაზღვრება სხვა ადამინების რწმენის დაკნინებით... ის შენი ცხოვრების წესით უნდა დაიცვა და დააფასო...
ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს ტოლერანტიზმი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2021, 09:24 PM
პოსტი #779


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა სექტები.
- იცით, ჩემი აზრით, ეს საშინელებაა. საქართველოს გადამრჩენი მართლმადიდებელი ქრისტიანობაა. დღეს დროებით ისარგებლა სატანამ. შეიძლება, კახელმა, რომელიც არის ჩვენი ფარი და მახვილი, იეღოველობა მიიღოს? რაღაც ჭინჭებისა და დახმარების გულისთვის ხალხი სარწმუნოებას იცვლის, ის კი აღარ ახსოვთ, როგორ იწერდა პირჯვარს თამარ მეფე და დავით აღმაშნებელი"

/გურამ დოჩანაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2021, 12:51 PM
პოსტი #780


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ანგლიკანურ ეკლესიას მიეკუთვნებით, თქვენი სარწმუნოება 1534 წელს დააარსა მეფე ჰენრი მერვემ, რადგან პაპმა არ მისცა განქორწინებისა და ხელახლა ქორწინების უფლება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 37 38 39 40 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი