თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი საუბრები ფორუმის შესახებ _ უკრაინა - რუსეთის ომი 24.02.2022წ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jun 11 2023, 02:20 AM

2022 წლის 24 თებერვალს რაშისტული რუსეთის დიქატატორმა ვლადიმირ პუტინმა ომი გამოუცხადა უკრაინას, რომლის მიზანი იყო უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია ანუ უკრაინის ეროვნული იდენტობის და სახელმწიფოებრიობის მოშლა.

როგორც მრავალი სამხედრო ექსპერტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი პროგნოზირებდა რაშისტული რუსეთის სამხედრო აგრესია გადაიზარდა ფართომასშტაბიან და გლობალურ ომში, რაც კაცობრიობას II მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

სხვისი ტერიტორიების და მიწა-წყლის ხელში ჩაგდების მიზნით ვლადიმირ პუტინმა უკვე შეიწირა 30,000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, 25,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინაში და დაახლოებით 100,000 საკუთარი ჯარისკაცი.

ფაშისტური გერმანიის შემდეგ ასეთი ბრუტალური ომი არავის წამოუწყია.

მსოფლიო გლობალურ კატასტროფასთან ასე ახლოს დიდი ხანია არ ყოფილა.

სამწუხაროდ რუსეთი დაადგა ბიზანტიის გზას, ქრისტიანობისა და მართლმადიდებლობის სახელით ძალადობას, სხვის მიწა-წყალზე იმპერიის მშენებლობას და გაუგონარ სისასტიკეს როგორც სხვისი, ისე საკუთარი მოსახლეობის მიმართ. დიდია ალბათობა რომ ამ ფორმაციის რაშისტული რუსეთია გაიზიარებს ბიზანტიის ბედს და მასშტაბური რღვევით დაასრულებს.

ვიმსჯელოთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2023, 12:30 PM

გიორგი

რუსეთი დაღუპა იმ განცდამ, რომ მესამე რომია, არადა ისტორიიდან ჩანს, რომ ყველა იმპერია დაემხო... წმინდა ბერების ნაწინასწარმეტყველებია, რომ რუსეთის ახლანდელი მთავრობაც დაემხობა...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)