IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეკლესიაში ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, კურთხევა სჭირდება თუ ნებადართულია?
Giorgi_Roganeli
პოსტი Aug 4 2008, 01:02 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 45
რეგისტრ.: 1-July 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 5,239



დამლოცეთ, მამაო smile.gif

საკვირაო წირვას დავესწარი სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თეოდორე
და ჩვენი პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირავდნენ. მრევლი სურათებს უღებდა პატრიარქებს და სხვა სასულიერო
პირებს, მონაზონიც იღებდა ვიდეოკამერით. მეც მობილური ტელეფონი ამოვიღე და რამდენიმე სურათი და ვიდეო გადავიღე.
ეს ცოდვად ითვლება? ზოგჯერ შენიშვნას იძლევა მრევლი: მანათით არ გადაუღოთო!
მე კი ერთმა ქალბატონმა მითხრა: ნუ იღებ ვიდეოს, არ შეიძლებაო! ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ცოდვაზე წამასწრეს, სხვებიც ხომ იღებენ-მეთქი,
მაგრამ ქალმა გამოლაპარაკების საშუალება არ მომცა, "ჩუო" (არ ილაპარაკოო) და გამშორდა.

თუ შეიძლება მითხარით, მამაო, შეიძლება ეკლესიაში ხატების და ჯვრების გადაღება ან ღვთისმსახურებისა და სასულიერო პირების გადაღება
თუ ეს ყველასთვის არ არის ნებადართული და კურთხევა სჭირდება? unsure.gif

წინასწარ გიხდით მადლობას smile.gif


P.S. ადმინისტრატორს ვთხოვ, თუკი კითხვა არასწორ ადგილას დავსვი ან თემა არასწორად გავხსენი,
გამისწორეთ რა smile.gif ახლებს უნდა მოგვიტევოთ rolleyes.gif


--------------------
"...დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი..." 89-ე ფსალმუნი
"მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს, რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი" (იოანე 9:30)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ირაკლი
პოსტი Aug 24 2008, 11:30 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 608
რეგისტრ.: 10-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,589



ფოტო და ვიდეო გადაღება ცოდვა არ არის!
ცნობისათვის მანათობელით გადაღებას უკრზალავენ პატრიარქისას,იმის გამო რომ თვალები აწუხებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 04:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი