IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 29 30 31  
Reply to this topicStart new topic
> მართლმადიდებლური სასწაულები, დასტური ეკლესიის ჭეშმარიტებისა
marine
პოსტი Apr 15 2022, 09:30 PM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს, მაგრამ ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი, ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი! თუმცა, ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 11:36 AM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ, საღმრთო ლიტურგიის მერე ტაძარში დარჩა მედავითნე პროდრომოსი, თავმჯდომარე, თანაშემწეებთან ერთად და რამდენიმე მნათე, მამა არსენი [კაბადოკიელი] სამეუფეო კარების წინ სახარებას უკითხავდა (ამ დროს სნელს თავზე ადებენ წიგნს) ერთ ბრმა ქრისტიან დედაკაცს. უეცრად ფერად-ფერადი ცისარტყელის მსგავსმა ბრწყინვალე ნათელმა მოიცვა მამა არსენი და ბრმა ქალი, რომელიც მის წინ მუხლთმოდრეკილი იდგა. ამ მონეტში მას თვალთ აეხილა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2022, 05:41 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ მამა ეფრემმა [კატუნაკელი] შენიშნა, რომ ხორბალს, რომელიც ბეღელში ჰქონდა შენახული, ჭია დასეოდა და ფუჭდებოდა. ის მარტო იყო სახლში სნეულ მამა ნიკიფორესთან ერთად და გაუჭირდებოდა, რაიმე ეღონა. მამა ეფრემმა ილოცა წმ. ნექტარიოსის მიმართ, პატარა ბამბით მის წმინდა ნაწილს ჯვარი გადასახა, ხორბალში ჩადო და ღმერთს მიენდო. კარგა ხნის შემდეგ, როცა ცომის მოსაზელად ხორბლის დაფქვა დასჭირდა ნახა, რომ იგი სრულიად სუფთა იყო. წმ. ნექტარიოსმა სასწაული მოახდინა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2022, 09:13 PM
პოსტი #604


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეს ამბავი ბაგრატ მეფის ზეობის დროს მოხდა. აღმოსავლეთ საქართველოს ჭირი მოედო. საშინელი შიმშილობა დადგა. მშობლებმა აღარ იცოდნენ, შვილები რით გამოეკვებათ.

ამ დროს გიორგი მთაწმინდელმა საოცარი რამ მოიმოქმედა: მან შეკრიბა გაჭირვებული ოჯახების ბავშვები - სულ ოთხმოცი ყრმა და მათი გაზრდა ითავა; და არა მხოლოდ გაზრდა.

წმიდა მამამ გადაწყვიტა ყრმები ჭეშმარიტ ქრისტიანებად გაეზარდა - ქრისტეს ნამდვილ მხედრებად ჩამოეყალიბებინა, რათა საკუთარი სულებიც გადაერჩინათ და სამშობლოსაც გამოსდგომოდნენ - ლოცვით შესწეოდნენ მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანას. ასეც იქცეოდა და ყმაწვილები იზრდებოდნენ რწმენითა და სიყვარულით.

როდესაც აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მამა გიორგიმ მოწაფეები საბერძნეთში წაიყვანა. სურდა ისინი ათონის მთაზე ქართველთა მონასტერში ჩაეყვანა, რათა ღვთის მსახურებად გაზრდილიყვნენ. ამ დროს ყველაზე პატარა შვიდი წლისა იყო.

გზაში გიორგი მთაწმინდელი გარდაიცვალა. სხვებთან ერთად ოთხმოცმა შვილობილმა მწარედ დაიტირა სულიერი მამა და მოძღვარი.

მთაწმინდელი მამის ცხედარი მისმა სულიერმა ძმებმა ათონის მთისკენ წაასვენეს. გზაში ასეთი ამბავი მოხდა: ყველაზე უმცროსს - პანტელეიმონს ეკალი შეერჭო ფეხში (რადგან ფფეხშიშველი იყო). ბავშვი მის ამოსაძრობად დაიხარა და მოულოდნელად ზურგზე იმ ურემმა გადაუარა, რომელზეც წმიდა ბერის სხეული ესვენა. ამის დამნახავი ბერები ტირილით და ყვირილით მიეჭრნენ ბიჭს და რა ნახეს!.. ბავშვმა მშვიდად უთხრა მათ: "მაცალეთ, ეკალი ამოვიღო!"

- ზურგი არ გტკივა? - ჰკითხეს შეშინებულმა და გაოცებულმა ბერებმა. - შენ ხომ ურემმა გადაგიარა.

- არც კი გამიგია, - უპასუხა ბავშვმა ისე, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარიყოს.

ასე აღამსუბუქა წმინდანის მადლმოსილმა სხეულმა ურმის თვალი.

გიორგი მთაწმინდელის მოწაფეები წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ ათონის მთაზე, ქართველთა მონასტერში. პანტელეიმონი კი, როცა გაიზარდა და მღვდელი გახდა, თავის ქადაგებებში ხშირად იხსენებდა წმიდა მამის ამ სასწაულს.

წმიდა მამა გიორგის ამ საქციელმა მხოლოდ ეს ბავშვები კი არ გადაარჩინა, არამედ ძალზე დადებითი შედეგები მოუტანა მთლიანად საქართველოს. აქედან იწყება საფუძვლის მომზადება მომავალი დიდი და ძლიერი საქართველოსათვის, რაც შემდგომში - დავითის და თამარის მეფობის დროს განხორციელდა".

/"სულიერი ყვავილნარი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 14 2023, 02:18 PM
პოსტი #605


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფმა, მე დავუწერე წერილი წმ. ქსენია პეტერბურგელს. ბევრს ვკითხულობდი და ვიცოდი, რომ ის სამსახურის ძებნაში ეხმარებოდა ადამიანებს. კონვერტზე დავწერე მისამართი არა ზუსტად, არამედ უფრო სიმბოლურად - ქალაქი სანქტ-პეტერბურგი, სმოლენსკის სასაფლაო, წმ ქსენია პეტერბურგელს.

და რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა ორი კვირის შემდგომ მომივიდა პასუხი: - "წმ. ქსენიას სამლოცველოში თქვენთვის გადახდილია პარაკლისი; გიგზავნით წმ. ქსენიას სამარხიდან ვარდის ფურცელს, რომელიც ჩაუქრობელი კანდელის ზეთშია დასველებული".

იმავე დღეს მე გამომიჩნდა სასურველი სამსახური. ოთხი თვის შემდგომ დამაწინაურეს კიდეც, ნახევარი წლის შემდგომ კი ისევ შევიცვალე ადგილი და სპეციალობის შესაფერისად დავსაქმდი, სადაც დღემდე ვმუშაობ.

შესაძლოა, ჩემი ისტორია ვინმეს დაეხმაროს რწმენის განმტკიცებაში და იმედს მისცემს, რომ წმინდანები ჩვენ, ცოდვილებს გვეხმარებიან, ამ შემთხვევაში კი დამეხმარა წმ. ქსენია პეტერბურგელი.

წმ. ნეტარო ქსენია პეტერბურგელო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 15 2023, 08:55 PM
პოსტი #606


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმ. ბესარიონის სასწაული

"როცა აღმოჩენილ იქნა ბერძნული მონასტრის აგათონის მღვდელ-მონაზვნის ბესარიონის წმ. ნაწილები, ეკლესიის მტრებს ეჭვი ეპარებოდათ და მკრეხელობდნენ, მაგრამ ღმერთს სურდა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ კიდევ არსებობენ უცნობი წმინდანები, რომლებზედაც დავანებული იყო ღვთის მადლი. ჩვენს დროში, როცა გვამების კრემაციას ახდენენ, ღმერთი ადასტურებს ადამიანის სხეულის მთლიანობას ან წმიდა ხუცესის უხრწნელი ნაწილების მაგალითზეც კი.

2006 წელს ხუცესის საფლავის გახსნისას, რომელშიც ხუცესმა 15 წელი დაჰყო, სხეული შეურყვნელი სახით ნახეს.

ნეტარმა მიტროპოლიტმა დაიბარა ექიმი-პათოლოგ-ანატომი პანონ ჯამერელო და დაავალა, გამოეკვლია ხელუხლებელი სხეული.

"როცა ეცადნენ ცხედრისთვის ხელიდან გამოერთვათ სახარება, ხუცესმა არ მისცა ამის შესაძლებლობა. ცხედარი ჯიუტად უწევდა წინააღმდეგობას. ამით განცვიფრებულმა ექიმმა წამოიძახა:

ღმერთო ჩემო, რისთვის ვცხოვრობ? ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს, კარიერის 50 წლის მანძილზე! 15 წლის გარდაცვლილი ცხედარი ისე იჭერს სახარებას, რომ ვერ გამოვართვი ხელიდან - ეს ჩემს ძალებს აღემატება.

გაოცებითა და აღფრთოვანებით აღსავსე ექიმმა მაშინ მიმართა წმინდანს:

მამაო, მომეცი სახარება მხოლოდ სანახავად და მე მას დაგიბრუნებ.

ამის შემდგომ ცხედრის ხელი მორბილდა და სახარება დარჩა ექიმის ხელში, რომელიც ისე იყო შოკირებული, რომ პირჯვარი გამოისახა. დათვალიერების შემდგომ სახარება კვლავ ცხედარს დაუბრუნა, რომელმაც მას კვლავ მოაჭდო თითები და ასეა დღევანდელ დღმდე, - იხსენებს თვითმხილველი, აგათონის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი დამასკინი (ზახარაკისი).

ბევრი ბერი გახდა ამ ამბის მომსწრე. ეს ამბავი წიგნში "ხუცეს ბესარიონის სახარება" - არის აღწერილი, რომელიც გამოსცა აგათონის მონასტერმა. ამ წმიდა ბერის წმ. ნაწილები კვლავ ავლენს სული წმიდის ნიშნებს და მორწმუნეებისთვის არის მოწმობა რწმენისა და ღვთაებრივი კურთხევისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 18 2023, 09:19 PM
პოსტი #607


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიეკლესიური კამპანიის ფარგლებში ცნობილ რევოლუციონერს ავგუსტ ვაგნერს 1918 წლის ოქტომბერში დაავალეს, წამოეღო ლადოგის ტბასთან მდებარე ალესანდრე სვირელის სავანიდან ძვირფასეულობა, ასევე გაეხსნა წმ. ნაწილებიანი ლუსკუმა, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ დროს. ჩეკისტებს სურდათ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ თაყვანცემული სიწმიდეები მხოლოდ ხრწნადი ძვლების გროვები იყო.

ღირსმა ალესანდრე სვირელმა XV საუკუნის ბოლოს ლადოგის ტყეებში დაარსა სავანე. წმინდანს ჯერ კიდევ სიცოცხლეში ეთაყვანებოდნენ. მთავარი, რაც წმინდანის ცხოვრებაში მოხდა - მასთან ყოვლადწმინდა სამების გამოცხადება იყო, რისი ღირსიც ძველ აღთქმაში წმ. აბრაამი გახდა.

ბერის კანონიზება მოხდა 1747 წელს, მისი გარდაცვალებიდან 15 წლის შემდეგ.

წმინდანს განსაკუთრებულად ეთაყვანებოდა ივანე მრისხანე. მას ტაძარიც კი მიუძღვნა. მიუხედავად ამისა, წმინდანის წმ. ნაწილები მხოლოდ XVII საუკუნის შუახანებში მოიპოვეს. როგორც წყაროები მოწმობს, წმ. ნაწილები უხრწნელი იყო.

ვერცხლის ლუსკუმას, რომელშიც ჩააბრძანეს წმ. ნაწილები, ბოლშევიკებმა კონფისკაცია გაუკეთეს. წმ. ნაწილები კი, რომლებსაც "ცვილის თოჯინას" ეძახდნენ, მედიკოსებს გადასცეს გამოსაკვლევად. მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად, მედიკოსებმა დაასკვნეს - ეს ნამდვილი ადამიანის სხეული იყო, როლის მუმიფიცირება მოხდა ბუნებრვი გზით.

შემდგომ წმ. ნაწილები გააგზავნეს ინსტიტუტში ფუნქციის ასაღებად, ანალიზების ჩასატარებლად და ა.შ. ამ კვლევებისას წმიდანი, როგორც ცოცხალი, აღებდა და ხუჭავდა თვალებს, რითაც ექიმებს მოთმინება ეკარგებოდათ და ერთხელაც, მორიგი კვლევისას, წმ. ნაწილებს თავლები დასთხარეს... გარკვეული დროის შემდეგ ამ მკრეხელ ქირურგს დაუბრუნდა ყველაფერი - ის დაბრმავდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2023, 08:01 PM
პოსტი #608


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განათლებული" ქრისტიანები სასწაულების ხილვის ღირსნი აღარ ხდებიან. ისინი უარყოფენ ყველაფერს, რაც მათ რკინის ლოგიკას ეწინააღმდეგება. ძველი ქრისტიანები სასწაულების ხილვის ღირსნი ხდებოდნენ იმის გამო, რომ თავმდაბალნი იყვნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 18 2023, 08:45 PM
პოსტი #609


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გარდა იმისა, რომ მეუფე კონსტანტინე [მიქელაძე] ახალგაზრდობიდანვე მუხჩაუხრელი ლოცველი იყო, შესანიშნავ ლექსებსაც წერდა. ერთგან აბობს:

"ზეცას შევხარი - ამ საოცრებას,
და აზრი ჩემი მასში რგულია,
რაც შექმნილია სასწაულისგან,
ეს ყველაფერი სასწაულია!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 13 2023, 05:04 PM
პოსტი #610


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოგვითხრობს მოსკოველი ინჟინერი "ს", ამჟამად მონაზონი "ნ": "II ჯგუფის ინვალიდი ვარ, ქალა-ტვინის გადატანილი ტრავმის შედეგად. მოსკოვში ხშირად მეხვეოდა თავბრუ და გულიც მიმდიოდა, ხოლო ოპტინამ გადამარჩინა. მონასტრის გვერდით დავსახლდი და ნელ-ნელა მოვძლიერდი. მონასტერში მორჩილებით დავიწყე მუშაობა. თუმცა ავტობუსით მგზავრობას ისე ვუფრთხოდი, როგორც წამებას - იმავე წამს ცუდად ვხდებოდი და თავი მისკდებოდა. ერთხელაც ფული გამითავდა, მოსკოვში უნდა წავსულიყავი, მით უფრო, რომ ნაცნობმა, რომელმაც ჩემგან ფული ისესხა, შემატყობინა, საჭირო თანხა შევაგროვე და რომ ჩამოხვალ, მოგცემო.

ავტობუსების ისე მეშინოდა, რომ გამგზავრების წინ ახალმოწამეთა [ვასილი, ფერაპონტე და ტროფიმე ოპტინელები] საფლავებზე დიდხანს ვლოცულობდი და გევედრებოდი, მოსკოვში ჩასვლაში დამხმარებოდნენ, ფულის აღების შემდეგ კი ისევ მშვიდობიანად დავბრუნებულიყავი. ახალმოწამეთა საფლავებიდან მიწა ავიღე და მოსკოვში ისე ჩავედი,რომ ვერც კი ვიგრძენი.

მოსკოვში ნაცნობს დავურეკე, მან მომახარა, რომ ფული მზად აქვს და მელოდება. მივედი მასთან და გაღიზიანებული მეუბნება, რომ ფული არა აქვს და ვალს ვერ დამიბრუნებს. გამოვედი ქუჩაში, ცრემლები მომდის: "ეს რა, დაცინვაა?" ხელში ახალმოწამეთა საფლავებიდან წამოღებული მიწის პაკეტი მიჭირავს. უცებ ვხედავ, ჩემს ფეხებთან ფული ყრია, დავიხარე, ავიღე, კიდევ დავიხარე და კიდევ ავიღე, შვიდჯერ დავიხარე და ზუსტად ის თანხა შეგროვდა, რაც მოვალეს ემართა.

შინ დავბრუნდი, დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი ვალი აღარა აქვს, რადგან ღმერთმა მომცა. მოვუყევი, რომ ფული ვიპოვე, მან კი მკითხა: "ამა და ამ კუპიურებად იყო?" და მაშინ აღიარა, რომ ჩემს მისვლამდე დალევის საცდურმა სძლია, ხელი სტაცა ჩემთვის მომზადებულ ფულს და გასტრონომში გაიქცა არყის საყიდლად, სალაროსთან კი აღმოაჩინა, რომ ჯიბე გახეული ჰქონია და ფული დაუკარგავს. სწორედ ეს ფული ვიპოვე და ახალმოწამეთა ლოცვით ყველაფერი კარგად დასრულდა, როგორც ჩემი ნაცნობისთვის, ასევე ჩემთვის".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 14 2023, 01:54 PM
პოსტი #611


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სრეტენსკის" (მირქმის) მონასტრის მუშაკის, მონა ღვთისა პავლეს მონათხრობი:

"ერთხელ იღუმენ იპატისთან ერთად მამა ვასილის [ოპტინელი] საფლავთან დიდხანს ვიდექით. მამა იპატი მასზე მიყვებოდა. მირჩია, მამა ვასილის წინაშე მელოცა, თუკი დაუყოვნებელი დახმარება დამჭირდებოდა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა, სანამ ეს გამახსენდა. გახსენებით კი ასე გამახსენდა. პეჩორიდან ვბრუნდებოდი და ჩემი ახალთახალი "ზილი" უცებ გაფუჭდა. აღმოჩნდა, რომ ძრავის ღვედი გაწყდა. როდესაც მისი გადაბმა ვცადეთ, ხელებში დაგვეშალა. და აქ დაიწყო ჩვენი ტანჯვა. ახლომახლო არავითარი დასახლებული პუნქტები არ იყო. ვაჩერებდით მანქანებს, ვითხოვდით დახმარებას, მაგრამ აბა, საიდან ექნებოდათ მსუბუქ ავტომანქანებს "ზილის" ღვედი? და აი, რა არის საინტერესო - ბევრმა სხვადასხვა მანქანამ ჩაგვიარა, მაგრამ "ზილი" არცერთი არ ყოფილა. ვთხოვეთ მძღოლებს, ავტოსერვისში დაერეკათ. მაგრამ ისე ცალყბად გვპირდებოდნენ, რომ ვხდებოდით, დარეკვით თავს არ შეიწყხებდნენ. არაერთმა საათმა განვლო ასე. ბნელდებოდა, თან წვიმამ წამოუშინა. სიტუაცია იმდენად გამოუვალი იყო, რომ გაგულისებით ფეხი ვკარი ბორბალს და აღმომხდა: "აბა, მამა ვასილი, გვიშველე, რადგან მამა იპატიმ გვითხრა, მას სთხოვეთ დახმარებაო!" შემინდე უფალო, რომ ასე უდიერად "ვილოცე" და უცებ თვალებს არ ვუჯერებ, პირდაპირ ჩემსკენ "ზილი" მოდის. მძღოლმა დაამუხრუჭა და გვეკითხება: "რაო, ირუჯებით?! დახმარება გჭირდებათ?" ღვედის ნაგლეჯი უსიტყვოდ ვაჩვენე. მძღოლს გაეცინა: "ძარაზე აძვერი!" ავძვერი და რას ვხედავ, ცარიელ ძარაზე, შუაში დგას ყუთი და "ზილის" ღვედებითაა სავსე. რა დამემართებოდა, ისედაც ცხადია. მძღოლმა სათადარიგო ღვედებიც კი მომცა. ერთი სიტყვით, მანქანა ავამუშავეთ და მთელი გზა უფალსა და ჩვენს მსწრაფლშემწე მამა ვასილის ვუხდიდით მადლობას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 3 2023, 08:05 PM
პოსტი #612


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნეტარი ნიკიტა კონსტანტინოპოლელი (XII)

"წმინდა ნიკიტა კონსტანტინოპოლში XII საუკუნეში ცხოვრობდა და ქარტულარად (საეკლესიო საქმის მწარმოებელი) მსახურობდა.

მისი დაფარული ღვაწლი და სიწმინდე, ნეტარი სულიერ სრულქმნილებას რომ აზიარა, ერთმა უჩვეულო შემთხვევამ გამოააშკარავა. ორი მეგობარი, ვინმე ხუცესი და დიაკონი სოზონტი ერთურთს წაეკიდნენ. ხუცესი მალევე მიიცვალა, დიაკონი კი ძლიერ წუხდა, რომ შერიგება ვერ მოასწრეს.

სინდისის ქენჯნით გატანჯულმა სოზონტმა თავისი ცოდვა ერთ დიდ მეუდაბნოე ბერს გაუმხილა.

მოსაგრემ წერილი გადასცა და უბრძანა, იმისთვის გადაეცა, ვისაც შუაღამისას, წმინდა სოფიას ტაძართან შეხვდებოდა.

ეს კაცი = წმინდა ნიკიტა აღმოჩნდა.

წერილი რომ წაიკითხა, ნეტარი ატირდა: - ჩემს ძალებზე აღმატებულ საქმეს მავალებენ, მაგრამ წმინდა მეუდაბნოის ლოცვით შევეცდები, აღვასრულოო. შემდეგ ტაძრის კარიბჭის წინ მუხლი მოიყარა და აღმოხდა:

- მოწყალების კარი განგვიღე, უფალო!

როგორც კი წარმოთქვა, კარი თავისით განიხვნა. ნიკიტამ დიაკონი ზღურბლზე დატოვა, თავად ლოცვად დადგა. სოზონტმა იხილა, თუ რა საკვირველი ნათლით გაბრწყინდა ნიკიტა.

შემდეგ ტაძარი დატოვეს და კარი კვლავ თავისით დაიხურა.

ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს რომ მიუახლოვდნენ, წმინდა ნიკიტას ლოცვით მათ წინ ისევ განიღო ბჭეები, ტაძარი განათდა და საკურთხევლიდან ხუცესნი გამოვიდნენ, რომელთა შორის სოზონტმა თავისი გარდაცვლილი მეგობარი შეიცნო.

წმინდა ნიკიტამ ჩუმად წარმოთქვა:

- მამაო, გაესაუბრე შენს ძმას და ერთურთს შეურიგდით!

ხუცესი და დიაკონი ერთურთს გადაეხვივნენ და შერიგდნენ, შემდეგ გარდაცვლილი კვლავ საკურთხეველში შებრუნდა, რომლის კარიც თავისით დაიხურა.

ნეტარმა ნიკიტამ კი სოზონტს უთხრა:

- ძმაო, სოზონტ, იხსენ სული შენი, შენს წარმგზავნელ ხუცესს კი უთხარი, რომ მისი წმინდა ლოცვებს მკვდართა აღდგენაც კი ძალუძთ!

ეს თქვა და წმინდა ნიკიტა უჩინარ იქმნა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2023, 07:04 PM
პოსტი #613


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დილის თერთმეტ საათზე ყვარჯნებით საავადმყოფოს ეკლესიაში ჩავედი. ჩემი და მაშინვე გაემზადა, რომ ხელჯოხის საყდილად წასულიყო. ის-ის იყო ტაძრიდან უნდა გავსულიყავი, რომ ერთი ქალბატონი შემოვიდა, ხელჯოხი ეჭირა და კითხულობდა:

- წმ. გერასიმეს ტაძარი ეს არის?

- დიახ, ქალბატონო, ეს არის, - უპასუხა მნათემ.

- და სად არის მისი ხატი?

- აი, იქ, - უპასუხა მნათემ და ხატი უჩვენა.

მაშინ ის უცნობი ქალბატონი წმ. გერასიმეს ხატთან დაემხო და აცრემლებულმა დაიწყო მოთქმა-გოდება ისე ხმამაღლა, რომ ყველას გვესმოდა:

- წმინდაო გერასიმე, მე შენ არ გიცნობდი. არც არასდროს მსმენია შენს შესახებ და არც შენი სახელი მქონდა გაგონილი. მიუხედავად ამისა, შენ პატივი დამდე, მესტუმრე და მთხოვე, რომ შენს სახლში მომეტანა ხელჯოხი, რომელიც იერუსალიმში მქონდა ნაყიდი. და აი, მოვიტანე. შენ მითხარი: "მინდა, რომ ხვალ დილით ხელჯოხი მომიტანო!" არ ვიცოდი, სად იყავი და კითხვა-კითხვით გიპოვე.

მე, ჩემი და და მნათე სტასიდებზე ვისხედით, დახლთან. ის ქალბატონი მოგვიახლოვდა და გვეკითხება:

- რა უნდა ყოფილიყო ეს? რატომ მთხოვა წმ. გერასიმემ ხელჯოხი? რაში სჭირდებოდა?

მნათემ კი უპასუხა:

- მისმინე და აგიხსნი, თუ რაში სჭირდებოდა წმინდანს ხელჯოხი. თვითონ ხელჯოხი არ სჭირდება, მაგრამ მას ჰყავს თავისი მსახურიც, ხოლო მისი მსახური აი, ეს მღვდელია, რომელსაც ხედავ. ფეხი ჰქონდა მოტეხილი და თვეების განმავლობაში ბევრი იწვალა, მაგრამ დღეს წამოდგა. ექიმებმა უთხრეს, რომ ხელჯოხი ატაროს. და აი, მისი და მზად იყო წასულიყო და მისთვის ხელჯოხი ეყიდა. ასე რომ, გამოართვი წმ. გერასიმეს ხელჯოხი და მიეცი მის მსახურს.

ქალბატონს გული აუჩუყდა, ხელჯოხი მომიტანა და ხელზე მემთხვია.

- აიღე, მამაო, ხელჯოხი და ილოცე ჩემთვის, რომ ღმერთმა ცოდვები მომიტევოს. იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე ვიყიდე ეს ხელჯოხი. პრომბონას დასახლებიდან მოვედი, იქ ვცხოვრობ. სწორედ იქ გამომეცხადა წმინდანი ძილში.

მადლობა გადავუხადე ქალბატონს. ავიღე ხელჯოხი და მისი დამხარებით დავდიოდი, ყავარჯნები კი მაშინვე მოვიშორე. ამ ხელჯოხს წმ. გერასიმეს ხელჯოხი დავარქვი და ძალიან შემიყვარდა. სათუთად ვუვლი, რომ არ დავკარგო. ამასთან, ძალიან საოცარი ხელჯოხია, რადგან, როდესაც ვინმეს რაიმე სტკივა, ცოტას მოვცხებ და კარგად ხდება. ნამდვილად, ძალიან საკვირველი ხელჯოხია. რა საოცარი მოვლენა იყო ეს! წმ. გერასიმემ იზრუნა ჩემთვის, უღირსისთვის! ცოცხლად გამოეცხადა ქალბატონს, რომელსაც არც წმინდანის შესახებ სმენოდა რაიმე და არც მე მიცნობდა. საკვირველ საქმეებს აღასრულებენ წმინდანები, ამიტომ მათ პატივი უნდა მივაგოთ. და მეც თაყვანს ვცემ წმ. გერასიმეს, რომელიც არის სნეულთა შემწე თავისი მადლით და სიწმინდით"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2023, 09:29 PM
პოსტი #614


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...შემდგომ მსაჯულმა ლუკიანე დაჰკითხა: მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში და იმპერატორის დაუმორჩილებლობაში. წმინდანმა უპასუხა, რომ ის ჯადოქარი კი არა, ჭეშმარიტი უფლის, იესო ქრისტეს მსახურია და ადამიანთა ხელით ქმნილი კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა.

მაშინ იგი სასტიკად აწამეს. მარტვილი მორჩილად ითმენდა ტკივილებს და დაუდუმებლად ადიდებდა ღმერთს, ბოლოს კი თავი წარკვეთეს.

მის ცხედარს ზეციური ნათელი დაადგა და გაისმა ხმა, რომელიც ახოვან მოსაგრეს ცათა სასუფევლისკენ მოუწოდებდა.

ღვთის ნებით, წმინდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, იმ ადგილს მიადგა, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით.

ამ უდიდესმა სასწაულმა 500-ზე მეტი წარმართი გააქრისტიანა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2023, 06:26 PM
პოსტი #615


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრის გარეშე დარჩა საბერძნეთში ეგინის მთიანი სოფელი 2001 წელს,აღდგომის დღესასწაულზე. ადგილობრივებმა წერილი მისწერეს მღვდელმთავარს და მოძღვრის მოვლინება სთხოვეს. მღვდელმთავარმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეს საკითხიც დააყენა და ყველა მღვდელს ჰკითხა, ვინ წავიდოდა სოფელში, მაგრამ ყველას მიზეზი აღმოაჩნდა და უარი განაცხადეს. მერე სხვა საკითხზე გადავიდნენ და წერილი დარჩა მაგიდის კუთხეში.

აღდგომა დადგა, ამ დღეს სოფელი განსაკუთრებულად ხვდებოდა, ხალხი რამდენიმე დღით ადრე ემზადებოდა აღდგომისთვის. სწორედ ამ დროს სოფელში მოძღვარი გამოჩნდა, რომელმაც რიტუალი ჩაატარა და ბრწყინვალე აღდგომის დღეს ისეთი წირვით ჩაატარა, რომ ისინიც კი მივიდნენ მის მოსასმენად და სანახავად, ვინც ეკლესიაში არ დადიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა მორიგი თათბირი მოიწვია, მაგიდაზე ისევ იმ სოფლის მაცხოვრებლების წერილი იდო, სადაც ისინი მადლობას უხდიდნენ ასეთი მოძღვრის გაშვებისთვის და ესოდენ დიდი რელიგიური დღესასწაულის ბრწყინვალედ ჩატარებისთვის. ეპისკოპოსმა ჰკითხა მღვდლებს, თუ რომელი იყო იმ სოფელში აღდგომას ჩასული, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა. მიტროპოლიტი ცნობისმოყვარეობამ შეიბყრო და წლების მანძილზე პირველად, ამ სოფლისკენ მიმავალ გზას დაადგა.


საბერძნეთში მამაოები ჟურნალში აკეთებენ ჩანაწერს, თუ რომელი მამაო წირავს კონკრეტულ ტაძარში. მთავარეპისკოპოსი როგორც კი ტაძარში შევიდა, აიღო ჟურნალი და სწრაფად ჩაიკითხა ,მერე თითი გააყოლა ჩანაწერს, სადაც ლამაზი ხელწერით ეწერა - ნექტარიოსი, პენტაპოლელი მიტროპოლიტი. მთავარეპისკოპოსს ჟურნალი ხელიდან გაუვარდა და მუხლებზე დაეცა.

2001 წელს 1920 წელს გარდაცვლილი ნექტარიოსი მთელი კვირა გაცოცხლდა და უფლის სადიდებელ ლოცვებს აღავლენდა. აი, აქ კი მიხვდნენ ადგილობრივები, რატომ ივსებოდა მათი გულები არამიწიერი სიხარულით, რატომ არ უნდოდათ ჭამა, ძილი და ამ მოძღვართან ერთად მხურვალე ცრემლებით ლოცულობდნენ. წმინდა ნექტარიოსის ხატი იმ ტაძარში საპატიო ადგილას იდგა, მაგრამ იმ ერთი კვირის განმავლობაში უჩინარი გახდა და არც ერთ იქ მყოფს აზრადაც არ მოსვლია, რომ ახალი მამაო ძალიან ჰგავს მათ წმინდანს."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2024, 04:24 PM
პოსტი #616


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ხარლამპი ანასტასისი, კონიცელი მღვდელი იგონებს: "ერთ წელიწადს ფეხით მივედი მამა პაისის [ათონელი] სანახავად "პანაგუდაში". ის ოცდახუთი წელი არ მყავდა ნანახი. იგი ტყეში ვიპოვე, მაშინვე მიცნო, გამაოცა, რომ ჩემი დიაკვნად და მღვდლად კურთხევის თარიღები მითხრა. დაღლილი ვიყავი და ვთხოვე: "მამაო, იქნებ გვეჭამა ცოტა?" "მაქვს რაღაც" - მიპასუხა და მაჩვენა სამი პამიდორი და ერთნახევარი ორცხობილა. "გუშიდელის შემდეგ მშიერი ვარ, ეს რას გვეყოფა?" "მამა ხარლამპი, ვილოცებთ, შენ აკურთხებ საჭმელს და მეტიც იქნება" - მომიგო მშვიდად.

ლოცვა წავიკითხეთ. სუფრა ვაკურთხე და მე ორი პამიდორი და ერთი ორცობილა მომცა, თავად კი დანარჩენი დაიტოვა. ვერ მივხვდი სად გაქრა შიმშილი. ეს საჭმელი მართლაც მეტი იყო, ერთი ორცხობილაც ვერ შევჭამე მთლიანად. მარტო წყალი მინდოდა. წამოვედი მონასტრიდან და მერეც არაფრის ჭამა აღარ შემეძლო. ვფიქრობდი: "ეს რა კურთხევა იყო! როგორც ქრისტემ აკურთხა ხუთი პური და ორი თევზი და დააპურა ათასობით ადამიანი, - უფლის კურთხევა!"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2024, 08:26 PM
პოსტი #617


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კვიპროსის ქალაქ პათოსის მცხოვრების ბატონ ნიკოლოზ ქსინარისის მოწმობა: "მე სანტექნიკი გახლავართ. ეს ამბავი 1997 წლის ივლისში მოხდა. იმ დღეს ჩვეულებრივად დავამთავრე სამუშაო, ხელსახწყოები შევაგროვე და მანქანაში ვალაგებდი. ღამდებოდა, მხედველობა ცუდი იყო. მანქანის გვერდით სარეცხის გასაფენი თოკი იყო გაჭიმული. თოკის ბოლოში მავთულის ნაწყვეტი ეკიდა, რომლის წვეტიანი ბოლოც, დაახლოებით ორი სანტიმეტრის სიგრძის, კაუჭივით იყო მოღუნული. სიბნელეში ის ვერ შევამჩნიე, როდესაც ხელსაწყოები მანქანისკენ წავიღე, ამ კაუჭს წამოვედე და და ის პირდაპირ თვალში შემერჭო. ადგილზე გავშეშდი, როგორც ანკესზე წამოგებული თევზი და მთელი ძალით დავიყვირე: "მიშველეთ!" სახლის პატრონი, სადაც ვმუშაობდი, გარეთ გამოვარდა, დამინახა და ჩემი თვალიდან კაუჭის ამოღება დააპირა. მაგრამ მე ნება არ მივეცი, რადგან შემეშინდა, რომ კაუჭის ამოღებისას, შეიძლება თვალის ჩინი დამეკარგა. მე მას ვთხოვე, ჩემი მანქანიდან საკვნეტი მოეტანა, მავთული გადაეჭრა და ტრავმატოლოგიურ პუნქტში წავეყვანე, რათა მავთული თვალიდან ექიმებს ამოეღოთ.

სანამ ის მანქანაში საკვნეტს ეძებდა, მე ვტიროდი, მებრალებოდა ჩემი სამი შვილი, არ მინდოდა, რომ მათ ბრმა მამა ჰყოლოდათ.

და აი, ამ დროს ჩემ თვალწინ შავანაფორიანი გამხდარი კაცი აღიმართა. მის დანახვაზე მე პირჯვარი გადავისახე. ცხელება დამეწყო. ვიგრძენი, როგორ მომკიდა მან ხელი ღაწვზე და მსუბუქი ხელისკვრით თავი ზემოთ ამაწევინა. მავთული თვალიდან იმავ წამს ამომივარდა.

სახლის პატრონის მიერ მოტანილი საკვნეტი უკვე აღარ დამჭირდა, თუმცა ტრავმატოლოგიურ პუნქტში თავი წავაყვავინე. ექიმებმა გამოკვლევა ჩამიტარეს. მე მათ მოვუყევი, რაც მოივიდა, მაგრამ არ დამიჯერეს. ექიმებმა მაზი მალამო წამისვეს და მითხრეს, რომ სამი-ოთხი დღე თვალზე სახვევი მეტარებინა.

მეორე დღეს მაღაზიაში შევედი და კედელზე იმ კაცის ფოტოსურათი დავინახე, რომელიც იმ საშინელ მომენტში გამომეცხადა. მაღაზიის პატრონს მისი ვინაობა ვკითხე. მან მიპახუსა, რომ ეს იყო ცნობილი ბერი და მას პაისი [ათონელი] ჰქვიოდა. მე შევეცადე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ეს სურათი შემეძინა, რამეთუ ის ჩემთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობის გახდა. მაღაზიის პატრონს ვთხოვე, მოეყიდა ჩემთვის ეს სურათი და ფასზე უკან არ დავიხევდი, მაგრამ მან სურათის ნაცვლად წიგნი მაჩუქა ბერი პაისის შესახებ. ეს წიგნი მე ერთ დღეში წავიკითხე და ახლა ის მუდმივად ჩემთან არის, მანქანაში, როგორც ჩემი მფარველი სიწმინდე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 11 2024, 06:17 PM
პოსტი #618


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასწულების გარეშე არასდროს გვეცოდინებოდა, რომ ქვეყნიერების მიღმა არსებობს ღმერთი, რომელსაც ჩვენივე ხსნისათვის ჩვენთან უშუალო ურთიერთობა სურს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2024, 12:12 PM
პოსტი #619


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა ეფრემის [არიზონელი] სახელს სხვა მრავალი სასწაულიც უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანი არის ახალგაზრდა ამერიკელის მოქცევის ისტორია.

ეს სასწაული არიზონაში აღესრულა. ერთხელ წმინდა ანტონი დიდის სავანეში ამერიკეთა ჯგუფი ჩავიდა. ერთმა ახალგაზრდამ სენაკიდან გამომავალ მამა ეფრემს მოჰკრა თვალი და პირდაპირ მისკენ გაემართა.

- შვილო ჩემო, მობილური ტელეფონი ხომ გაქვს? - ჰკითხა მას მამა ეფრემმა.

- დიახ, მამაო, რატომ მეკითხებით? - მორიდებით მიუგო ახალგაზრდამ.

- მინდა, რომ ათონის წმინდა მთის ერთ მონასტერში დაგარეკინო, ნომერი ჩაიწერე და დაახლეობით ერთ საათში დამაკავშირე, - სთხოვა ახალგაზრდას მამა ეფრემმა.

ერთი საათის შემედეგ ახალგაზრდამ მამა ეფრემის მიერ მითითებულ ნომერზე ათონის წმინდა მთის ერთ-ერთ მონასტერში დარეკა და როგორც კი უპასუხეს, უთხრა, რომ მათთან მამა ეფრემს ნებავს გასაუბრება; ახალგაზრდამ მამა ეფრემის საკნისკენ მიირბინა, რომ მისთვის ტელეფონი გადაეცა. სენაკიდან მორჩილი გამოვიდა, რომელმაც აუწყა, რომ ამჟამად მამა ეფრემი ათონის წმინდა მთის სწორედ იმ მონასტერს სტუმრობს, რომელსაც ეს ახაგალზრდა დაუკავშირდა!

- ჯონ, შვილო, - გაისმა ტელეფონში მამა ეფრემის ხმა, რომელმაც უცნობ ახალგაზრდას სახელით მიმართა და გაოგნებულ ჯონს განუმარტა: "ამიტომაც გთხოვე, რომ დაგერეკა ჩემთან, რათა შენთან საუბრის საშუალება მომცემოდა. მე ახლა ათონის წმინდა მთაზე ვარ, შენ კი არიზონაში მესტუმრე. ეს სასწაული იმიტომ დაგანახე, რომ განიცადო მართლმადიდებლური სარწმუნოების არსი და სულიწმიდის ძალმოსილება. ერთმანეთს მალე შევხვდებით".

ჯონი შეძრული იყო; მან ტელეფონი გათიშა და თავისი მეგობრებისკენ გაიქცა, რომ მომხდარი ამბავის შესახებ მოეთხრო.

შოკისგან გონს რომ მოეგო, ჯონმა, მამა ეფრემის სენაკის კარი შეაღო და მამა ეფრემი ცხადად იხილა:

"მოდი აქ, ჯონ, მოდი და ვისაუბროთ!" - მოუწოდა მას მამა ეფრემმა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ ახალგაზრდა კაცმა საერო ცხოვრება დატოვა და არიზონას წმინდა ანტონი დიდის სავანეში ბერად აღიკვეცა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2024, 12:33 PM
პოსტი #620


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"პროხორე მენაცარქათამე - (10/02 1107წ.) ასკეტურად ცხოვრობდა, და ხორბლის პურს კი არ ჭამდა, არამედ პურს გამხმარი ველურ ბალახის - თათაბოსგან (რუს. ლებედა - ამარანტის ქვესახეობა) აცხობდა. როდესაც გამუდმებული ომების გამო ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდა, პროხორემ მეტი პურის ცხობა დაიწყო და ხალხს ურიგებდა, მისი კურთხევით გაცემული თათაბოს პური ტკბილ გემოს იღებდა, ხოლო ქურდულად, კურთხევის გარეშე აღებული - ამ ბალახისთვის დამახასიათებელ სიმწარეს ინარჩუნებდა. კიევის და ვოლინის მთავრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში პროხორი კიდევ ერთი სასწაულით განდიდდა: იმის გამო, რომ ქალაქში კარპატებიდან მარილი აღარ შემოდიოდა, წმინდა მამა ნაცარს აგროვებდა, თავისი ლოცვის ძალით მარილად გარდაქმნიდა და ხალხს ურიგებდა, თანაც, რაც მეტს გასცემდა, მარილი უფრო მეტად მრავლდებოად. მარილით მოვაჭრეებმა მთავარ სვიატოპოლკთან იჩივლეს, რომ ბერმა ვაჭრობა ჩაუგდო. მთავრის ბრძანებით პროხორეს მარილი წაართვეს, მაგრამ სასახლეში ეს მარილი ნაცრად იქცა, გადაყრის შემდეგ კი ნაცარი ისევ მარილად გარდაიქმნა. დარცხვენილი მთავარი მონასტერში მივიდა და იღუმენსა და წმინდა მამას შენდობა სთხოვა. როდესაც წმ. პროხორე დასნეულდა და გარდაიცვალა, სვიატოპოლკმა მისი ცხედარი საკუთარი ხელით წაასვენა ანტონის მღვმიეებში [კიევ-პეჩორის ლავრა] და კუბოში ჩააბრძანა. ხს. 23(10)/02; ასევე სმოლენსკის წმინდანთა კრების დღეს, რომელიც აღინიშნება სმოლენსკის ოდიგიტრიას დღესასწაულის (10/08) წინა კვირადღეს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 29 30 31
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 01:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი