IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდა მამათა გამონათქვამები, გამონათქვამები, წერილები, ამონარიდები ქადაგებებიდან და ა.შ
იოანა
პოსტი Aug 17 2006, 04:44 PM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



კარგი იქნება თუ აქ დავპოსტავთ ჩვენთვის ყველაზე ახლო, მისაღებ და საყვარელ გამონათქვამებს, წერილებს, ამონარიდებს წმინდა მამებისა ან უბრალოდ მამების ქადაგებებიდან. ამდენად, მე მინდა ეს თემა გავხსნა ჩემთვის ძალიან საყვარელი სანუგეშოთი (როგორც შეგპირდით), რომელიც მღვდელ-მონაზონ სერაფიმე ვირიცელს ეკუთვნის. ალბათ, ბევრ თქვენგანს წაკითხული აქვს ეს წერილი, რომელიც წმინდა სერაფიმემ თავის სულიერ შივილს მისწერა და რომელიც ისე როგორც მე, ბევრ სხვას დღესაც ანუგეშებს... მაგრამ მანამდე მინდა მისი ცხოვრებიდან მოვიყვანო ერთი შემთხვევა: "მკაცრ მარხვასა და თავის საბერო კანონთან ერთად მამა სერაფიმემ დიდი ღვაწლი იტვირთა: თავისი საყვარელი რუსეთის გადასარჩენად ათასი ღამე იდგა ქვაზე ღია ცის ქვეშ და ევედრებოდა უფალს. ამით მიემსგავსა წმინდა სერაფიმე საროველს, თავის ზეციურ მფარველს". (ჟურნალი „კარიბჭე“, №21, 2005 წ)

ახლა კი წერილი "ეს ჩემგან იყო"

გიფიქრია ოდესმე, რომ ყველაფერი, რაც შენ გეხება, მეხება ასევე მეც? რადგან ის, რაც გეხება შენ, ეხება ჩემი თვალის ჩინს.
შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის, უძვირფასესი, მე შენ შეგიყვარე, ამიტომაც განსაკუთრებულ სიხარულს მანიჭებს შენი აღზრდა.
როდესაც თავს განსაცდელი დაგატყდება და მდინარესავით მოგადგება მტერი, მინდა იცოდე, რომ ეს ჩემგანაა.
შენი უძლურება ჩემს ძალას ითხოვს და თუ გსურს უსაფრთხოდ იყო, მომეცი საშუალება, ვიბრძოლო შენთვის.
მძიმე გარემოებაში იმყოფები? იმ ადამიანთა შორის, შენი რომ არ ესმით, ანგარიშს არ უწევენ შენი სულისათვის საჭიროს და გრთგუნავენ? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ უფალი, მეუფე ყოველგვარი გარემოებისა, შემთხვევით კი არ აღმოჩენილხარ იქ, სადაც დაგადგინე.
შენ არ მთხოვდი, მორჩილება მესწავლებინა შენთვის?! ჰოდა, დაგაყენე ზუსტად იმ გარემოში, იმ სკოლაში, სადაც ამ გაკვეთილს ასწავლიან. შენი გარემო და შენთან მცხოვრებნი მხოლოდ ჩემს ნებას აღასრულებენ.
გაჭირვებაში ხარ და თავი ძლივს გაგაქვს? გახსოვდეს ყოველთვის – ეს ჩემგანაა. ჩემს ხელშია მატერიალური კეთილდღეობა შენი, მინდა ჩემთან მოირბინო და ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი მარაგი ულევია.
მინდა, რომ დარწმუნდე ჩემს ერთგულებაში. არ დავუშვებ, გაბედონ და გითხრან შენი გასაჭირი – არ გწამდა ღმრთისაო!
ტანჯვას განიცდი ღამ-ღამობით? განშორებული ხარ ახლობლებს? გახსოვდეს – ეს ჩემგანაა.
მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სულის სიმშვიდე.
მოტყუვდი მეგობარში, ან ადამიანში, ვისთვისაც გული გიბოძებია? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. მე დავუშვი, ეს სიმწარე შეგხებოდა, რათა შეგეცნო, რომ უფალია ნამდვილი მეგობარი. მინდა, ყველაფერი ჩემთან მოგქონდეს ლოცვებში.
ცილი დაგწამეს? მომანდე ეს საქმე და იყავი ჩემთან, შენს თავშესაფარში, რათა მტკიცედ დაუხვდე „ენის ყივილს“. თავის დროზე ნათელს გავხდი შენს სიმართლეს, შენი სამართლიანობა კი გახდება მსგავსი შუადღისა.
დაინგრა შენი გეგმები? სულით დაეცი და დაიღალე? გახსოვდეს – ეს ჩემგან იყო. შენ აგებდი გეგმებს და მომიტანე, რათა მეკურთხებინა ისინი, მაგრამ არ მინდა დამითმო, არ მინდა მე წარვმართავდე შენს ცხოვრებას, მაშინ პასუხისმგებელი ყველაფერზე მე ვიქნები, რადგან ძალზედ მძიმეა ის შენთვის და მარტო ვერ შეძლებ გამკლავებას, რამეთუ იარაღი ხარ მხოლოდ და არა მოქმედი პირი. (ეს კარგად ვე რგავიგე, როგორც ჩანს თარგმანშია შეცდომა. იოანა)
იგემე მოულოდნელი ყოფითი წარუმატებლობები და უიმედობამ მოიცვა შენი გული? ეს ჩემგან იყო, რადგან მინდა, შენი სული და გული მუდამ ენთოს და ჩემი სახელით ამარცხებდე სულმოკლეობას.
დიდი ხნის მანძილზე არ იღებ შენი ახლობლებისა და ძვირფასი ადამიანებისაგან ცნობებს და, სულმოკლეობის გამო, უნუგეშობასა და დრტვინვას მისცემიხარ? იცოდე – ეს ჩემგანაა, რადგან ამ წუხილით ვცდი ახლობლებისათვის შენი ლოცვის კადნიერების ძალას. შენ არ დაავალე მათი მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს?
მოგიხილა მძიმე ავადმყოფობამ – დროებითმა ან უკურნებელმა და სარეცელს მიეჯაჭვე? იცოდე – ეს ჩემგან იყო. რადგან მინდა, უფრო ღრმად შემიცნო სხეულებრივი უძლურებისას და არ დრტვინავდე მოწევნული განსაცდელის გამო, არ ეცადო, ჩასწვდე ჩემს განგებას, ადამიანთა სულების სხვადასხვა გზებით გადასარჩენად დაშვებად მოუდრიკე ქედი წყალობას ჩემსას შენს მიმართ.
ოცნებობდი, ჩემთვის განსაკუთრებული საქმე აღგესრულებინა და ნაცვლად ამისა სარეცელს მიჯაჭვული აღმოჩნდი? იცოდე – ეს ჩემგან იყო. წარმატებისას საქმეებში იყავი გართული და არ შემეძლო, წარმომემართა შენი ფიქრები ჩემსკენ. მინდა გასწავლო ყველაზე ღრმა ფიქრი, იდგე ჩემს სამსახურში. მინდა გასწავლო შეგრძნება საკუთარი არარაობისა და იმისა, რომ საკუთარ თავს ვერაფერში ენდობი.
ჩემი საუკეთესო თანამებრძოლნი, ძირითადად, ისინი არიან, ვინც ცოცხალ მოღვაწეობას მოწყვეტილა, რათა ესწავლათ ფლობა იარაღისა, განუწყვეტელი ლოცვა რომ ჰქვია.
უეცრად მოგიწოდეს მძიმე და საპასუხისმგებლო მდგომარეობის დასაკავებლად? წადი ჩემი იმედით. მე გაბარებ ამ სიძნელეებს, რადგან მათთვის გაკურთხა უფალმა ყველა ჩემს გზაზე, ყველაფერზე, რაც გაკეთდება შენი ხელებით.
გაძლევ ჭურჭელს წმინდა მირონით. ისარგებლე, შვილო ჩემო! ამ მირონით იყოს ცხებული ყოველი წარმოქმნილი დაბრკოლება, ყოველი შეურაცხყოფა სიტყვითი, ყოველი მარცხი სამსახურში, გულისწყვეტის გამომწვევი, ყოველი აღიარება შენი უძლურებისა და უუნარობისა.
გახსოვდეს, რომ ყოველი მარცხი უფლის დარიგებაა!
ყოველი საწრეტელი შეხებისთანავე დაჩლუნგდება, რადგან გულში ჩაგითესე დღეს განცხადებული სიტყვები - ეს ჩემგან იყო!
1937წელი



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   წმინდა მამათა გამონათქვამები   Aug 17 2006, 04:44 PM
თათი87   "ყოველი იცდება თა...   Jan 14 2007, 12:22 AM
adamis_nekni   ნუ ტირი,თუ მართლა გ...   Jan 14 2007, 01:37 AM
adamis_nekni   ნუ დამელაპარაკები ...   Jan 14 2007, 02:08 AM
Маиа   Нужно за все "слава Богу...   Jan 14 2007, 02:39 AM
ლეონტი   Гоподь дотоле хранит твою...   Jan 25 2007, 11:21 AM
marine   "ილოცეთ, რომ მოგც...   Jan 18 2007, 05:19 PM
judi   გული მაშინ გამოიცდ...   Jan 24 2007, 04:20 PM
.:თამარი:.   თუ უფალთან იქნები, ...   Jan 25 2007, 01:16 AM
marine   "რომელი ეძიებს მშ...   Jan 25 2007, 11:38 AM
.:თამარი:.   თუ ღმერთთან ერთად ...   Jan 27 2007, 02:26 PM
marine   "შეაქე სხვა, მაგრ...   Feb 7 2007, 04:12 PM
.:თამარი:.   უფალი არ უშვებს ან ...   Feb 8 2007, 12:34 AM
marine   "ქალწულება ხომ უმ...   Feb 8 2007, 12:29 PM
Маиа   Надо всегда твердо помнить ...   Feb 9 2007, 01:14 AM
მარიამი   ახლა წავიკითხე მარ...   Feb 11 2007, 04:10 PM
.:თამარი:.   მარიამი :rolleyes: :rolleyes: :...   Feb 12 2007, 10:36 PM
ლეონტი   ეს შენი სიტყვებია ...   Feb 13 2007, 03:17 PM
.:თამარი:.   ეს შენი სიტყვებია ...   Feb 13 2007, 10:24 PM
marine   მარიამი .:თამარი:. გ...   Feb 13 2007, 03:41 PM
ლილიანა   "თავი დაანებეთ ად...   Feb 13 2007, 03:43 PM
marine   "ყოველი მორწმუნე ...   Feb 13 2007, 03:44 PM
.:თამარი:.   რას ნიშნავს, რომ არ...   Feb 13 2007, 10:41 PM
marine   "როცა კაცს ვისმე ...   Feb 15 2007, 05:08 PM
.:თამარი:.   მცნება მარხვის შეს...   Feb 18 2007, 09:37 PM
ქავთარაძე   .:თამარი:. მაგრად მო...   Feb 18 2007, 09:52 PM
.:თამარი:.   მარხვასთან შეერთე...   Feb 18 2007, 10:29 PM
ქავთარაძე   .:თამარი:. ეს მარხვი...   Feb 18 2007, 10:42 PM
.:თამარი:.   ლოთი შუაგულ სოდომშ...   Feb 19 2007, 09:17 PM
jeni   ჩამჭიდე ხელი უფალო...   Feb 22 2007, 02:26 AM
Irine   სქემ იღუმენი საბა 3...   Feb 23 2007, 03:01 PM
Qeti   ვინც ღრმად შეიცნო ...   Feb 23 2007, 06:20 PM
Qeti   შეუძლებელია ხომალ...   Feb 23 2007, 06:35 PM
Qeti   ღმერთმა ადამიანებ...   Feb 23 2007, 07:02 PM
.:თამარი:.   თუკი ხორციელი სიყვ...   Mar 5 2007, 12:28 AM
.:თამარი:.   თუ ძე ღვთსა ხარ, ეუბ...   Mar 16 2007, 01:18 AM
nino varadashvili   "ჭეშმარიტება სულ...   Mar 16 2007, 01:52 AM
.:თამარი:.   " ო, ნეტავ დატკბნე...   Mar 16 2007, 02:16 AM
marine   "გაშმაგებასა და ს...   Mar 28 2007, 03:28 PM
natali   წმინდა მამები გვას...   Mar 28 2007, 06:39 PM
avlabreli   "თავმდაბალი არას...   Mar 28 2007, 09:16 PM
avlabreli   "სიკეთე სპილენძზ...   Mar 29 2007, 11:17 PM
marine   "სჯობს ბოროტი ვიწ...   Mar 30 2007, 12:31 PM
მარინე   დადგა მარხვა სინან...   Apr 1 2007, 10:41 PM
marine   "სიტყვა განკაცდა,...   Apr 3 2007, 02:04 PM
.:თამარი:.   უფალმა ორი ნიჭი გვ...   Apr 3 2007, 08:34 PM
marine   "მარხვა - ეტლია ზე...   Apr 4 2007, 03:46 PM
sofi89   სიყუარულმან დაფარ...   Apr 6 2007, 04:00 PM
.:თამარი:.   თუ ძე ღვთისა ხარ, ეუ...   Apr 6 2007, 07:34 PM
ალექსანდრე   ნელსაცხებელთა და კ...   Apr 9 2007, 04:38 PM
ალექსანდრე   ამპარტავანი მონაზ...   Apr 10 2007, 03:00 AM
nini1   ჭეშმარიტად უყვარს ...   Apr 10 2007, 05:21 PM
marine   "როგორ უნდა სთხოვ...   Apr 11 2007, 04:10 PM
.:თამარი:.   მტრები უდიდეს კეთი...   Apr 16 2007, 01:06 AM
marine   "როცა გაჭირვებულ...   Apr 20 2007, 04:56 PM
.:თამარი:.   არავინ გვაყენებს ი...   Apr 21 2007, 07:58 PM
marine   "ადამიანის შესაძ...   Apr 24 2007, 01:26 PM
.:თამარი:.   დაე, ყველა მლანძღა...   May 6 2007, 05:03 PM
ilarion90   ადამიანი რომელსაც ...   May 9 2007, 06:32 PM
ioane_tornike   mogesalmebit yvelas.mixaria aseti saintereso teme...   May 9 2007, 07:51 PM
marine   ყველას ნუ გაუმხელ ...   May 11 2007, 11:38 AM
თამარი   თუ, შენი აზრით, მოყვ...   May 12 2007, 01:33 PM
marine   "ვერაფრით ისე ვერ...   May 14 2007, 11:58 AM
თამარი   განა მოწყალების გა...   May 14 2007, 10:58 PM
marine   "გიყვარდეს მორჩი...   May 15 2007, 12:12 PM
თამარი   ქრისტიანმა, შეძლებ...   May 21 2007, 12:18 PM
marine   "ფშვინვიერ ადამი...   May 24 2007, 04:09 PM
marine   "შეაჩვიე შენი თავ...   May 30 2007, 12:39 PM
თამარი   თუ ხორციელად იცხოვ...   Jun 1 2007, 01:24 PM
marine   "ნუ იტყვი უგულო ს...   Jun 1 2007, 02:12 PM
ნათია   კითხვა: რატომ ამბო...   Jun 1 2007, 07:56 PM
di_onise   უფრთხილდით საკუთა...   Jun 5 2007, 02:29 PM
butiko   ,, რა უგუნური ნათქვა...   Jun 5 2007, 03:05 PM
marine   "სანამ რაიმეს მიუ...   Jun 5 2007, 04:46 PM
catherina_10   "როგორც ქარწაღებ...   Jun 6 2007, 04:16 PM
თამარი   სათნოებათა დასაწყ...   Jun 7 2007, 02:56 PM
di_onise   ერთხელ ღირსი არსენ...   Jun 10 2007, 12:59 AM
თამარი   di_onise წმიდა მაკარის ...   Jun 18 2007, 12:50 PM
geoatak   რა კარგი საიტებია or...   Jun 18 2007, 07:08 PM
likita   " მე ის არ მიკვირს ...   Jun 19 2007, 12:36 PM
თამარი   ისე უნდა ვიცხოვროთ...   Jun 21 2007, 03:29 PM
stch   მე ვისი გამონათქვა...   Jul 4 2007, 12:28 AM
თამარი   მე ვისი გამონათქვ...   Jul 6 2007, 04:34 PM
alilo   გთხოვთ ილოცოთ მხეც...   Jul 6 2007, 05:54 PM
თამარი   ასეთი თხოვნა აქ უნ...   Jul 10 2007, 11:20 PM
თამარი   საკუთარ თავს აიძულ...   Jul 10 2007, 11:31 PM
Tatarashvili   სხვებს ყველაფერი მ...   Jul 11 2007, 12:12 AM
kisish   ბერი ამპილოქე ამბო...   Aug 16 2007, 01:03 PM
kisish   ბერი იოსები თავის ...   Aug 16 2007, 02:04 PM
geoatak   "ახლა უკვე ბევრად...   Nov 10 2007, 12:58 AM
მარიამი   ვეზიარე ქრისტიანო...   Nov 13 2007, 11:11 PM
თათარაშვილი   როდესაც მოყვასს წყ...   Nov 13 2007, 11:21 PM
ალექსანდრე   მარიამი რა კარგი ს...   Nov 14 2007, 02:59 AM
Маиа   "Как не тяжел крест, кото...   Nov 15 2007, 03:22 PM
sapo   "ღმერთი ჩვენს გვე...   Nov 20 2007, 03:25 PM
shengela   გამარჯვება მოთმინ...   Dec 19 2007, 10:14 PM
xornabujeli   :) კეთილშობილება და ...   Dec 20 2007, 04:38 AM
ნათია   "ჩვენ ქრისტეს სხე...   Jan 5 2008, 12:26 PM
q-e-T-i   უთხრა ადამიანს: "...   Jan 21 2008, 01:16 PM
sofi89   "სიმდაბლე იმაში მ...   Jan 28 2008, 04:27 PM
10 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2024 - 10:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი