IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamara
პოსტი Jun 14 2008, 01:09 AM
პოსტი #141


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
ტყუილი!!!
მეცნიერება ამტკიცებს რელიგიის ჭეშმარიტებას.
რაც უფრო ვითარდება მეცნიერება, მით უფრო უახლოვდება იგი ღმერთს!

ეგრე რა!
100%
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jun 14 2008, 12:05 PM
პოსტი #142


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მე მგონი ცოტა აცდა თემას თქვენი მსჯელობა რადგან აქ უბრალოდ ვწერთ იმ რეალობებს რაც წარმართულ საქართველოში ახასიათებდათ. აქ არავინ არ ამტკიცებს იმას რომ ეს ყოველივე დღესაც უნდა აღვადგინოთ, ამაზე კომენტარიც არ ღირს. უბრალოდ ვიხსენებთ ჩვენს წარსულს, და გვინდა თუ არა ეს ჩვენი წარსული იყო და ის არ უნდა ვუარყოთ. და ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო შესაძლოა ქრისტიანობა ისე ვერ გამჯდარიყო ქართველი ადამინის ცნობიერებაში როგორც დამკვიდრდა საქართველოში. ისევე როგორც ანტიკური ფილოსოფია გახდა საფუძველი ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარებისა.

ასე რომ საწინააღმდეგო არაფერია იმაში თუკი აქ დავწერთ იმ წარმართული საქართველოს რელური ცხოვრების ამსახველ ასე ვთქვათ სურათებს. თუმცა რა თქმა უნდა ამ საკითხების ირგვლივ საუბარიც აუცილებელია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jun 14 2008, 01:54 PM
პოსტი #143


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ე. ი. მეც ვაგრძელებ a075.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jun 19 2008, 05:26 PM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ლომისა, წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე — სოფ. მლეთაში. ლომისას დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას.

ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებოდნენ მთელი აღმოსავლეთი საქართველოდან. დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და „ფერხისას“ სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმ. გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისასსახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლოზე სოლარული სიმბოლოები — ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც წვავს ბოროტს. ლომისა გენეტიკურად უკავშირდება მონადირე, მხედარ ღვთაებას, რომელთა კულტი ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ჩანს გავრცელებული საქართველოში. ლომისას კულტს სინკრეტიზაციის რთული გზა აქვს გავლილი და ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს დაუკავშირდა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 4 2008, 06:15 PM
პოსტი #145


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



უფალანი

"არხოტში იცის მოცვი, რომელსაც იქაურად შალშავს ეძახიან. შალშვის დასაკრეფად ბავშვები დაიარებიან. იმ გზაზე სალოცავია, რომელსაც "უფალათ" ეძაიან. იგი წამოხრილი ტყეა, ბავშვები იმ უფალათ შეეხვეწებიან: "დალოცვილნო უფალნო, ნუ დაგვიშლით დაწილულს (მოკრეფილს), ნუ დაგვიშლით (ნუ დაგვიბნევთ) შალშავსა-დ, რო გამოვივლით, თვენს წილს არ დაგყრით".
წავლენ, შალშვილთ აავსებენ ჭურჭელს და იმავე გზით დაბრუნდებიან. უფალთან რომ მივლენ, ამოიღებენ "კოფიდან" (ხის პატარა კასრი) შალშავს, წაუსვამენ უფალთ კლდეს და იტყვიან: "ნუ დამიშლით, უფალანო, კლოვაც კიდე მაგისომთა". შალშავი კლდეს სულ შავ ფერად შეღებავს. ბავშვებს სწამთ, რომ თუ არ წაუსვამენ "უფალათ", შალშავი დაებნევათ."


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 5 2008, 12:01 PM
პოსტი #146


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



საკვირაო

"საკვირაო არხოტის თემში სოფ. ამღაშია. აქ მდინარის პირზე ერთი ძალიან ცივი წყარო არის. მთაში ამისთანა ცივი და უწყინარი არ მოიპოვება. იმ წყაროს "საკვირაოს" ეძახიან, რაკი ხალხური თქმულებით აქ კვირიასაც ილოცავდნენ. ახლაც "ნაწყაროვალს" ეძახიან ამ ადგილს. ამობებნ, რომ ეს წყალი წმინდად ყოფილა დაცული (სიწმინდის ხევსურული გაგებით). ამ წყაროზე, ქალებიც მიდიოდნენ, მაგრამ სარეცხს არ გარეცხავდნენ. მაგრამ ამ წყაროში ერთხელ ქალს სამრელოში ნაცვამი სადიაცო გაურეცხია და მაშინვე ეს წყალიც დაკარგულა იმ ადგილიდანო. მკითხავის რჩევით დამნაშავეს მიუყვანია წყაროს ადგილთან ერთი საკლავი, დაუკლავს, მაგრამ წყალი მაინც აღარ ამოსულა. იგი იქიდან დაახლოებით 40 საჟენის დაშორებით მდინარე - ასას პირზე აღმოჩენილა. ამ წყაროს ძალიან უვლიან და წმინდად ინახავენ. ქალები, სამრელოდან შემოსვლის შემდეგ მესამე დღემდინ იქ არ მოვლენ, ამ წყალში გასარეცხს არაფერს მიიტანენ."


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 7 2008, 07:52 PM
პოსტი #147


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

მწერელთ ნაძახინა
ხევსურების რწმენით, რცა ქოხში ბავშვი დაიბადება, მწერლები ბედს დაუძახებენ. ერთ დედაკაცს შვილი რო გასჩენია, მწერლები ერთმანეთს შესცილებიან, უნდა მოვკლათო. დედას სეშინებია, თავისი ტანისამოსი ცეცსლში დაუწვავს და შვილით ამით გამოუხსნიაო. ამიტომ, ვისაც ქოხში შვილები ეხოცება (ვფიქრობ, აქ ავტორს შეეშალა და უნდა იყოს "ებადება" და არა "ეხოცება"), დედაკაცები იტყვიან: ტანისამოსი დაწვიო. შემდეგ მას ახალ ტანისამოსს მოუტანენ.
ორი თვის შემდეგ მშობიარე უნდა გაინათლოს. დაიწვევენ ხუცს, რომელიც სახლის ბანზე ავა და იქ დაილოცება. შემდეგ ცხვარს დაკლავს, მშობიარე საკლავის სისხლს ხელს შეუშვერს და ამ სისხლის ხელს დაიბანს. ხუცი მშობიარეს საკლავის სისხლს შუბლზე და გულზე ჯვარულად წასცხებს. ცხრა კვირისა და ცხრა დღის შემდეგ მშობიარეს ყველგან შეუძლია სიარული; ხატში გასვლისას კი სამადლობელი საკლავიც უნდა დაკლას.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Jul 10 2008, 08:29 AM
პოსტი #148


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ძველი აღთქმის ერთ მნიშვნელოვან პასაჟთან დაკავშირებული მითოლოგიური ლექსი:

იამბე ციხის ნაშალო

იამბე ციხის ნაშალო,
რა დრო გაქ გამოვლილიო,
ვისი რა აგებული ხარ,
ვისი რა ჩამოშლილიო.
ერთი სთქვა ციხის ნაშალმა
ძალიან გასაკვირიო,
შავაის აგებული ვარ,
სინისა მედგა ძირიო,
სისხლის ღვრა, შვილდის ზუილი
ბევრი მაქ გამოვლილიო,
ხევის ბერს ვუკურთხებივარ,
მაშინ არ იყო ღვდელიო,
მოულოცია ჩემთვისა,
ნურც მოგრევია მტერიო.
ზურაბმა, ერისთვის შვილმა,
ვერ შემიცვალა ფერიო.
ჩემი მკერდი და კალთები
სულ სისხლით გადასვრილიო.
ალვის ხეც მკერდზე მდგომია,
ღვთისაგან მოლოცვილიო.
ერთი ყოფილა ღულელი,
ალშაურელი ბერიო,
იმან ასწავლა კატაი,
ზედ ხეზე დასაკვლელიო,
შიბი ცისაკენ წავიდა,
წიოდა, როგორც გველიო.

ლექსიდან ზოგიერთი მოტივი შემდგომ ამ გენიალურ და წინასწარმეტყველურ იგავშიც იქნა გამოყენებული


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 10 2008, 12:06 PM
პოსტი #149


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

სულის სახლი
როდესაც ბავშვი აკვანში ანჩხლობს და ტირის, იტყვიან, ბავშვს აწუხებს მიცვალებულის სულიო, რომელსაც სურს ბავში თავის მოსახელედ დააყენოსო. ზოგჯერ დედა სიზმარში ნახავს, რომ მიცვალებული ბავშვის აკვანს არწევს. მაშინ მშობლები მესულთანესთან მივლენ და სთხოვენ მიცვალებულის სულის გამოცნობას, მესულთანესთან ოჯახის მიცველებულის სუფრას დასდგამენ, სანთლებს აანთებენ და მესულთანე დაიწყებს სულების ჩამოთვლას, ბოლოს ის ერთზე შეჩერდება და იტყვის იმ მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ატირებს. ამის შემდეგ მშობლები ბავშვს ამ მიცვალებულის სახელსაც არქმევენ.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 14 2008, 12:14 PM
პოსტი #150


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ხევსურეთის რწმენა (სერგი მაკალათია)

მკვდრის დაკრეფა
მომაკვდავ ადამიანს ხევსურეთში ხელში ანთებულ სანთელს ჩაუდებენ. ვაჟკაცს კი მარჯვენა ხელში ხმალს მისცემენ, მარცხენაში ანთებულ სანთელს და ეტყვვიან: "იაღიმც შეხვალ იაღში, გზაიმც ხსნილ გაქვს, სულიმც იაღი, გზათამაც ინათებ, ბნელაშიამც ნუ დარჩები, ნუმცრა დაგაშინებს, ხმალიტამც ილალაო, მტერსაც იბრუნებო, გულმაგარადამც ხარო. თავისებმსაც შეეყრები, ცნობა-ნდომით, განათლებითა ერთადამც ხართო, ძმა-ბიძაშვილნიო!" ამ სიტყვების შემდეგ დამწვარ სანთელს ართმევენ და ხმალს გვერდში დაუდებენ.
წინათ ხევსურეთის მომაკვდავი სახლში სულს ვერ დალევდა: მას კარში გამოასვენებდნენ და აქ ციშ ქვეშ კვდებოდა. მიცვალებული უწმინდურად ითვლებოდა და მას ოჯახში არ შეასვენებდნენ. ადამიანი თუ სულს სახლშI დალევდა, სახლი უნდა გაენათლათ.
ადამინი რომ სულს დალევს მაშინვე ნარევებს დაუძახებენ. ნარევები უფრო უცოლო ახლგაზრდებია, რადგანაც, ხალხის რწმენით მათში მეტია მადლიანობაც და უწმინდურობაც ნაკლებად ეკარებათ. ნარევები მიცვალებულს ტანს დაბანენ, თავ-წვერს შეუსწორებენ და კარში დაასვენებენ, რადგანაც მკდრის სხეული უწმინდურია.
ცრემლობის ამ რიგით არ თავდება ხევსურეთში მიცვალებულზედ ზრუნვა. ამას ჩქარა მიჰყვება მეორე რიგი-სანათლობა. ამ დღისთვის საკლავებს დახოცავენ, ლუდსა და არაყს მოამზადებენ და დაიწვევენ ნათესავ-მოკეთეებს, რომლებსაც თან მიაქვთ შესაწევარი არაყი და პური. სანთლობის სახლის კარზე ტალავარს გაშლიან და მოტირალს დაიწვევენ. ყველას სანთლებს ჩამოურიგებენ, ორსულ დიაცს ორ სანთელს მისცემენ. გოდება-ტირილის შემდეგ სულის ხუცი მიცვალებულის ტაბლას "სახელს შესდებს" და კურთხევას "პირქარით" დაიწყებს:
"ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა, ღმერთი დიდებისაა, მადლის მეტი შენ არა მოგეხსენების! ღმერთო, გეძახის (იტყვის მიცვალებულის სახელს), ღმერთო გეხვეწების, ღმერთო, შაიხვეწე, ღმერთო იხვაიშნე! ღმერთო ნაცემი ნაცემად აკმარე, ნაცემისა აადგინე, ატირდომისად გააცინე! ღმერთო ნუ დაღლევ შენად სახსენებლად სულის საგონებად! ღმერთო, ახადე ხელი და ხმალი მტრისა, ხმა სიკდვილისა უზუბუქოთ! წმინდა ღვთისმშობელნო, თვით მთავარნო ცათა ნათელნო, სულთა ბორკვანო, სულთ წინამძღვარნო, თქვენ მიუთვალეთ, თქვენ მიუჩვენეთ მანდიურ რიგითა, მანდიურ წესითა, წირვა-მწირველტა ჟამითა, არუმსალეთის ნათლითო, ქრისტის გარიგებით.
საცა ქრისტენ პურობენ, ანგელოზნ ჟამობენ, ცოდვიან ნანობენ, მადლიან განისვენებენ, სულიწმინდა მოიხსენების, საცა შენ ხარ (იტყვიან მიცვალებულის სახელს), სული შენი მოიხსენების, სულსა სენსა მეეხმარების დადგმული ტაბლა, დაკრულ სანთელი, დაჭვრეტილ ღვთის წესი, ყანწიო ჭურჭელი, სააქაოს გამოქჩერებული, გამომზადებელი, სამანდაოსამც შენი სახმარია, შენიმც საგზალია, ცოდვის იაღად მქნელია. მჯელსა მჯავრებსამც გარიდებს, მძიმესაც გიზუბუქებს, ცოდვასა წინ მოგებებულსა, უკან მოწეულსა, სიკვდილის დღეს დამწყვდეულსა, ხელით ნაქნარსო, ენით ნათვქამს, თავლით ნანახს, ყურით განაგონსა.
შემოვიდა ანგელოზი ფეხითა ქრისტესითა, ქრისტეო ღმერთო, დასწერე ჯვარიო სულსა იმასა, სუფრას ამასო, კარს იმასო, სარკმელს ამასო. შენ დედაო დიდის ღვთისაო, დიდის სახარებისაო, ცაო ქერებისაო, ღრუბელო ნათლისაო, მფარველო სულისაო, მხვეწეო კაცისაო, სამართალო ღვთისაო, იყავს ბრძანებისაო. ალალი უყავ მრავალთა მოწყალეო."
იქ დამსწრენი იტყვიან: " შაუნდნას, ალნად მაახმარის ღმერთმ"-და ყანწით სასმელს შესვამენ.
ამას ხუცი მოაყოლებს "კურთხევას".
"ცია ღმერთი თიკუნი კურთხევა ჩვენდა ღირსია მარადისადმი. კურთხევა ცეცხლის კრავისა აბრამისათა, ზესით მოდიოდა პურუმთა თუ პურმატყველთა, დაუტოვნა სიონელმა ასი ვაცი, ასი ვერძი წაიღეს და წამოიღეს აიმ მთათა სახარებო მურკოზითა, რომელიც გამოჩნდებოდა ქვებითა შენითა მიხიელ სარხიელისითა ან დედაკაცისითა ან მამაკაცისითა. გამოჩნდა შაბათს დღეს, მარამ მაგავდანელია ისეო კოროზმანელია, მაიკითხნა მოძებარნი ჩვენდა, ჩვენი მწევრისანი, წავიდეს და ქრისტეს უთხრეს, ეგია უფალო, დიდევა და აღდგომა რაჟამთა მოგეწიენით კაცნი მდიდარნი მცხრომალთა ამპარტიონთა. უფალო, შენია დღე და სენი ღამე. შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი, სენდა გიარა ერმა ყოველმა, უფალო, აკურთხე პური და მარილი სკანი სკანალე წყალს იორდანე, რვინო გადმოსცალე, აკურთხე უფალო წინ დაგებულითა ხუთითა ხუდაბურითა, რომელმაც ასთორმეტნი აავსო, არ მისისთა ნესტითამ ხუთ ათასნი დააძღვნა. უფალო წასვლითა შენითა პავლე მოვიდა, მოკვდა ცოდვათა მისა წილთა განაიმნა ასთორმეტნი მოციქულთა ხოლო ღმერთსა მადლი მისა მე გინათო. ლოდნი ვინ გდააგორნა, კარნი გადალახნა, მისანი შიგნაწოლნი შააშინნა, უდედონი მგლევარენი. სიხარულია სიტყვა ურწყისა, უკვდავისა მარიამისა.
ქრისტემა სთქვა წმინდა ვარო, გამოველ გამორობული, გამდი გამოვეცხადენი, თუ ვინმე ხართ ბნელეთშია ან ბერი, ან უძლური ხორცნი მოიხედვენ უფლისანი სისხლი მაცხოვრისანი, რომლნიც დუღდა და გამოდიოდა, გადმეეცხებოდა თმასა და წვერსა დავითნონი შენისა. უფალო თესლი ეგია, რომელნიც სამნი ყრმანი, მარმანი სმენ და ჭმანე, მაგათ ტაბლისაგან არის შეგვერგინებოდა მთიაღო ამაღლდებოდა, სული წმინდა გადადაბლდებოდა. ამინ."


......

გაგრძელება იქნება...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 14 2008, 12:28 PM
პოსტი #151


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(tamuna m @ Jul 10 2008, 10:06 AM) *

ხევსურთა რწმენა (სერგი მაკალათია)

სულის სახლი
როდესაც ბავშვი აკვანში ანჩხლობს და ტირის, იტყვიან, ბავშვს აწუხებს მიცვალებულის სულიო, რომელსაც სურს ბავში თავის მოსახელედ დააყენოსო. ზოგჯერ დედა სიზმარში ნახავს, რომ მიცვალებული ბავშვის აკვანს არწევს. მაშინ მშობლები მესულთანესთან მივლენ და სთხოვენ მიცვალებულის სულის გამოცნობას, მესულთანესთან ოჯახის მიცველებულის სუფრას დასდგამენ, სანთლებს აანთებენ და მესულთანე დაიწყებს სულების ჩამოთვლას, ბოლოს ის ერთზე შეჩერდება და იტყვის იმ მიცვალებულის სახელს, რომელიც ბავშვს ატირებს. ამის შემდეგ მშობლები ბავშვს ამ მიცვალებულის სახელსაც არქმევენ.

blink.gif

ვახ, რა საინტერესო რამეებს გვიწერ თამუნა 2kiss.gif
გაიხარე!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jul 14 2008, 12:34 PM
პოსტი #152



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



tamuna m
ციტატა
"იაღიმც შეხვალ იაღში, გზაიმც ხსნილ გაქვს, სულიმც იაღი, გზათამაც ინათებ, ბნელაშიამც ნუ დარჩები, ნუმცრა დაგაშინებს, ხმალიტამც ილალაო, მტერსაც იბრუნებო, გულმაგარადამც ხარო. თავისებმსაც შეეყრები, ცნობა-ნდომით, განათლებითა ერთადამც ხართო, ძმა-ბიძაშვილნიო!"


ეგ გამსახურდიას არ უწერია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jul 14 2008, 08:46 PM
პოსტი #153


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Giorgi-
რომელ ნაწარმოებს გულისხმობ?
ამის ავტორი სერგი მაკალათიაა, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ სხვასთანაც განმეორდეს ეს ინფორმაცია.
ეს ხომ რეალურად ასე ხდება და ცნობილი ფაქტია.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Oct 21 2008, 09:40 AM
პოსტი #154


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



წინა გვერდებზე ცოტა რამ უკვე ეწერა, მაგრამ შეძლებისდაგვარად მეტი ინფორმაცია მისი უდიდებულესობა ლაგურკის სალოცავის შესახებ სოფელ კალადან (რა თქმა უნდა, იმის გარდა, რაც უკვე ინტერნეტშია განთავსებული)... ჩემს გვართან დაკავშირებული ძველი სვანეთის ეს მითაჟამური დელფო... როლანდ თოფჩიშვილის ნაშრომების გარდა სხვა რამ თუ მოგეპოვებათ ვინმეს ლაგურკის შესახებ, ან ახალი ლიტერატურა თუა გამოცემული და იცის ვინმემ?


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Oct 29 2008, 08:14 PM
პოსტი #155


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ტუკ-ტუკ...


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 3 2009, 12:40 PM
პოსტი #156


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ოქტომბრის ამ ტუკ-ტუკს ვუერთდები ივნისში smile.gif

თამარა, თამუნა, კოკა სხვები... ამოქაჩეთ ეს თემა, ძალიან საინტერესოა smile.gif

ციტატა
ჯოხი სამოთხიდან გამოსულია-გიჟს დააჭკვიანებს, ჭკვიანს გააფრთხილებსო.

აჰა... განსაცდელზე ითქმის smile.gif
ამოკრიფავ ამათ და განსაცდელის თემაში გადავიტან smile.gif

ციტატა
თუ ლხინი გვინდა ღვთისაგანა, ჭირნიცა შევიწნაროთაო.

ციტატა
თუ ღმერთი სახლს არ აშენებს, ცუდად შვებიან მშენებელნიო.

ციტატა
რა ღმერთმაც ჩამოჰქინქლა, ის რმერთივე აჰქინქლავსო.

რეგვენს, ღმერთი გასაჭირში მოაგონდებაო.

ციტატა
ქათამი რომ წყალს დალევს, ღმერთს შეხედავსო.

ქათამი წყალს დალევს და ზევით აიხედავს: ღმერთო შემარგეო

ციტატა
ქვრივსა და ობოლს ღმერთი დღეში სამჯერ გადმოხედავსო.


ციტატა
ღმერთი ვისაც მისცემს, ორი ხელით მისცემს, ვისაც წაართმევს ორივ ხელით წაართმევსო.


მოკლედ რა, რაც კარგია კარგიაო....

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 3 2009, 10:08 PM
პოსტი #157


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა
ლომისა, წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, მეორე — სოფ. მლეთაში. ლომისას დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე-7 კვირას.ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებოდნენ მთელი აღმოსავლეთი საქართველოდან.

ახლოვდება უკვე ლომისობის დღესასწაული, (17 ივნისი) სამწუხაროდ ეს წარმართული ტრადიცია კიდევ არის შემორჩენილი მთაში, უამრავი ცხვარი იკლება მაგ დღეს და მთელი ტერიტორია საშინელ სააკლაოდ იქცევა ხოლმე, საშინელი ტრადიციაა sad.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jul 2 2009, 09:20 PM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



აი კიდევ ცნობა ბარბალეზე
აკაკი გელოვანის მითოლოგიური ლექსიკონიდან

ბარბალე
- ბაბარი, (შუმერულ ქართული ბარბარ - ბარბარე)
- ერთ ერთი უძველესი წარმართული ქალღმერთი - ქართულ (ძირითადად სვანურ) მითებში, მზის მოქცევის ადგილობრივი ღვთაება, დედობისა და ფურობის ასტრალური სახე. ეს ძალზე პოპულარული ქალღვთაება ნათლისა და ბნელის ბრძოლაში პირველს ემსახურება, ჩაბმულია კოსმოგონიურ მოვლენების რკალში, რადგან ზეგავლენას ახდენს მზის ბუნიობაზე, ებრძვის ციურ გველეშაპს, რომელიც ლამობს მზისა და მთვარი ჩაყლაპვას (კიდეც ყლაპავს ხოლმე მთვარეს და ამ დროს მთვარე სისხლისფრად ჩანს - ესაა მთვარის დაბნელების ახსნა სვანურ მითებში. შემდეგ მზე გველეშაპს ფატრავს სხივებით და ათავისუფლებს მნათობს).
უძველეს წარსულში მისი სახელობის თვე იყო დაალოებით იანვარი.
შუმერთა მზის ღვთაების ბაბბარის კავშირი ქართულ წარმართულ ბარბარესთან მზის ღმერთტან და ქალღმერთთან - უდავოა. სახელთა სხვადასხვაობის მიუხედავად მათი ფუნქცია და ხასიათი მთლიანობით ხასიათდება: ბარბარ - ბაბალე - ბარბარე - შამაში,
ენლილი - ლილე - და უთუ შეიძლება იწოდონ შუმერულ ქართული პანთეონის მზის ღვთებად. სვანეთში ბარბალეს სახე ღრმად დამკვიდრდა, შემდეგ შეცვალა ტარ-ღვთაებამ (" ტარ-ბედნიერმა"), ცხვრის მფარვლმა ღვთაებამ. კულტი მაინც დარჩა (ი .ჯავახიშვილი, ვ. ბარდაველიძე)

ბარბალეს საკულტო "გირგედს", მარმარილოს მრგვალ გამოსახულებას, "ხაჭაპურის გულს" უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში დღემდე ინახავენ უთუოდ მზის სიმბოლოს მნშვნელობა ჰქონდა, სენთან ბრძოლა ევალებოდა, ამიტომ უკლავდნენ ძროხას ან ხარს. მისი დღესასწაული ბარბალობა მზის მობრუნებასთან იყო დაკავშირებული. დიდ წმინდა სალოცავზე ბარბალ - დოლაშა ეძრვნებოდა სიმღერა, რაც მსხვერპლშეწირვის წინ სრულდებოდა და უდავოდ მზისა და ხარის კულტის შერწყმას გულისხმობდა:
"მზე შემოაქვთ რქებით ხარებს!! მზე შენია, ბარბალ - დოლაშ!!"
საკულტო ლოცვა სრულდებოდა ბარბალობას - სვანურად ბარბლობ, ბარბლაშ.
სარიტუალო შესაწირავი იყო რძის ფაფა, დიდი მრგვალი ხაჭაპურები (სვანურად მურგვალ ქუთ), ტაბლა (ლეჩხუმში) მრგვალი საგნები,
რომელნიც მზის დისკოს ემსგავსებიან: ნედლი წკნელის და მწვანე რტოების რგოლი, გვერგვი, გახვრეტილი კვირისტავი და სხვ...

მწვანე გრეხილის წკნელის რგოლები - "კირკვტაილები" სვანეთში განცხდაბ დღეს - ნათლიღებასაც იცოდნენ: სახლში ჰკიდებდნენ მრავლად. ეს სულ სოლარული (მზის) ატრიბუტებია. ღამით გამოცხობილ ხაჭაპურებს ბოსელში წაიღებდნენ,ან ფარეხში, იქვე ლოცულობდნენ და ჭამდნენ შინაურები, უცხოს არ უნდა ენახა.
თუ ამ რიტუალს რამე დააკლდებოდა, იმ წელს საქონელს ზიანი არ ასცდებოდა და "სულ უკუღმა მიდიოდა" პირუტყვი.


ანუ ჩვენ რომ ვიცით ლობიანების ცხობა ბარბარობაზე -
ეს წარმართული კულტის გადმონაშთია.

თან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი
დეკემბერში ანუ 22 დეკემბერს ყველაზე მოკლე დღეა -
ანუ ამ დღის მერე ხდება "მზის შემობრუნება"
ანუ დღის ზრდა....
გარკვეულ წილად ეს სვანური რიტუალი ამასაც ასახავს..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Jul 4 2012, 08:04 PM
პოსტი #159


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



საინტერესო თემაა


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 14 2017, 10:12 AM
პოსტი #160


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა ღმერთი მზე იყო და საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებაც სწორედ თხოთის მთაზე მზის დაბნელების სახით მოვლენილ სასწაულს უკავშირდება. მირიან მეფემ ლოცვა აღავლინა წმინდა ნინოს ღვთაებისადმი და ანაზდეულად მზემაც გამოანათა. უმზეოდ სილამაზე ვერ იქნებაო, - ამბობდა ხალხი. ამიტომაცაა, რომ ქართულ აზროვნებასა და სახისმეტყველებას ღრმად განმსჭვალავს მზისა და ნათლის ესთეტიკა."


/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.29/

"მზის სილამაზემ ოჯახშიც დაისადგურა. ძველ ქართულ საცხოვრისში დედაბოძი იდგა. მას თავზე მზე დაჰნათოდა. ცენტრში, კერიაზე, შუაცეცხლი ენთო. ჩაუმქრალი კერა მზის სიმბოლო იყო. თუ მზე არ მოაკლდებოდა ოჯახს, თუ არ ჩაქრებოდა კერა, იგი აღვსილი იქნებოდა სიკეთითა და მშვენიერებით, მზეგრძელობა იქნებოდა ამ ოჯახში.

/პროფესორი რევაზ სირაძე
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.31/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 12:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი