IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ზეციური იერარქია
marine
პოსტი Aug 24 2016, 10:23 AM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საზოგადოდ, ეკლესიის ძველი მამები მიიჩნევდნენ, რომ სწავლება ზეციური იერარქიის შესახებ საიდუმლოებით არის მოცული. "სულ რამდენი რანგია ზეციური იერარქიისა, - მსჯელობს წმინდა დიონისე არეოპაგელი, - როგორნი არიან და რანაირად ასრულებენ საიდუმლოებებს, - ზუსტად იცის მხოლოდ ღმერთმა, მათი იერარქიისა და ყოფიერების მიზეზმა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 09:32 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ესაიას წინასწარმეტყველებაში" აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა ესაიას უზენაესი სერაფიმი. წმინდა დიონისე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც ესაიას უშუალოდ და პიროვნულად გამოეცხადა არა მართლაც სერაფიმი, არამედ ყველაზე ქვედა ანუ მეცხრე დასის (საკუთრივ "ანგელოზთა" დასის) ერთ-ერთი წევრი. მაგრამ რადგანაც ამ უკანასკნელისგან ნაუწყები ჭეშმარიტება მომდინარეობდა სწორედ სერაფიმთაგან, ანუ რადგანაც ეს ერთ-ერთი ანგელოზი (მეცხრე დასის წევრი) საკუთრივ სერაფიმის ბრძანებას ასრულებდა, შესაბამისად, ესაიას ხილვასაც სერაფიმის გამოცხადება ეწოდა, მსგავსად შიკრიკისა, რომელიც ბატონის ბრძანებას გადასცემს ადრესატს და ამ ბრძანების წყაროდ საკუთარ თავს კი არ წარმოადგენს, ცხადია, თავის ბატონს.

ამრიგად, არეოპაგეტული სწავლებით, ანგელოზთა ზენა დასთა წევრები უშუალოდ არასოდეს ეცხადებიან ადამიანებს, არამედ ისინი მეცხრე დასის წევრების ანუ საკუთრივ ანგელოზების მეშვეობით უკავშირდებიან კაცთა შორის განწმენდილ პირებს".

/დეკ. ლევან მათეშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 10:30 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტველის მოწაფემ] ნიკიტამ თავის ნაშრომში, "იერარქიის შესახებ", მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

პირველი სამეული
საყდარნი - პატრიარქები
ქერუბიმნი - მიტროპოლიტები
სერაფიმნი - მთავარანგელოზები

მეორე სამეული
უფლებანი - ეპისკოპოსები
ძალნი - მღვდლები
ხელმწიფებანი - დიაკვნები

მესამე სამეული
მთავრობანი - იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები)
მთავარანგელოზნი - მკითხველნი (მედავითნენი)
ანგელოზნი - მონაზვნები

ნიკიტას აზრით ამგვარი შესატყვისობა გულისხმობს არა მხოლოდ მოცემული პარალელური წყვილების თვისობრივ სამოღვაწეო თანხვედრას, არამედ იმასაც, რომ საეკლესიო იერარქიის ამა თუ იმ საფეხურზე მყოფი პირი, თუკი იგი ღირსეულად აღასრულებს თავის იერარქიულ დანიშნულებას, გარდაცვალების შემდეგ სწორედ იმ ანგელოზთა ადგილს მიიღებს მარადიულ სასუფეველში, რომელთა დასსაც შეესაბამებოდა მისი საეკლესიო პატივი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 10 2017, 10:44 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტრადიციულ იკონოგრაფიაში გამოისახება ანგელოზთა ხუთი დასი: სერაფიმები, ქერუბიმები, საყდარნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი, ხოლო დანარჩენი ოთხი დასი არ გამოისახება".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2017, 11:39 AM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზეციურ მხედართათვის საოცარი წესრიგია დამახასიათებელი, რადგან წესრიგია უფლის სიბრძნის, ჭეშმარიტებისა და სრულყოფილების სამშვენისი".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 10:54 AM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა ხსენების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე. ლაოდიკიის კრებამ დაგმო და უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი თაყვანისცემა და დაამტკიცა მათი ხსენების დღე".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 6 2017, 10:48 AM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ზეციურ ძალთა დასებისთვის გასაოცარი წესრიგი და სიმწყობრეა დამახასიათებელი, რაც უფლის ჭეშმარიტების, სიბრძნისა და სრულყოფილების სამშვენისია“.



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 11 2017, 11:25 AM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმინდის ნიჭთა სიმბოლოა".


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 07:55 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცნობილია, რომ ელვა ხშირად წვავს მკრეხელებს, სეტყვა ერთ მინდორს დასეტყვავს, მეორეს კი უვნებელს დატოვებს... ვინ აძლევს უსულო და უგონო სტიქიებს ასეთ გონივრულ მიმართულებას? ამას იქმან მთავრობანი [ანგელოზები]."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 6 2018, 05:27 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარანგელოზი სალათიელი (ლოცვა ღვთისადმი) ეზდრას III წიგნში იხსენიება. მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენით, მთავარანგელოზი სალათიელი გამოეცხადა აგარს, როცა აბრაამმა ის ვაჟთან ერთად სამშობლოში, ეგვიპტეში გაგზავნა. აგარს უდაბნოში გზა აებნა, წყალიც გამოელია. შეწუხებულმა დედამ შვილი ბუჩქის ქვეშ დატოვა - არ მინდა შვილის სიკვდილი ვნახოო. ბავშვმა ტირილი ატეხა. უფალს შეესმა ყრმის ტირილი... უფლის ანგელოზმა მოუწოდა აგარს: - რა დაგემართა, აგარ? ნუ გეშინია. ღმერთს აქედან ყრმის ტირილი მოესმა. ადექი, მოჰკიდე ყრმას ხელი... ღმერთმა აუხილა თვალნი აგარს და მან დაინახა ჭა. ჭურჭლით ამოიღო წყალი და ყრმას შეასვა. ამგვარად, ზეციერმა მაცნემ, სალათიელმა, აუხსნა აგარს, რომ სასოწარკვეთის ცრემლები ვერ დაეხმარებოდა, შეეწეოდა მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2018, 11:13 AM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 31,250
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შუაღამეა. ქალაქ სკოპელოსის გალავნის კარები დაკეტილია. ცუდი ამბები მოიტანეს - ხუთი თურქული ფრეგატა კუნძულის დასარბევად მოდისო. არც მოსახლეობას სძინავს, ტაძარში შეკრებილნი ღმერთს და მის მთავარანგელოზს შეწევნას სთხოვენ.

ძლიერი ქარი ამოვარდა. უზარმაზარი ტალღები სანაპიროს აწყდება. "ღვთისმშობელო, წმინდაო მთავარანგელოზო, გვიშველე!" - მდაბლად ლოცულობენ კუნძულის მკვიდრნი. "მოგვიახლოვდნენ, მოგვიახლოვდნენ", - ყვირის ღამის დარაჯი. ყველა ძრწოლამ აიტანა. თურქული ფრეგატი ტალღებს მოაპობს. გავიდა ერთი საათი. სუნთქვაშეკრული ხალხი ელოდება, - საცაა, ურწმუნოების ხმას გავიგონებთო, მაგრამ ხმა არ ისმის.

ლოცვა განთიადამდე გაგრძელდა. ქარიც ჩადგა. ხალხმა ზღვისკენ გაიხედა - ზღვა გემების ნამსხვრევებით იყო მოფენილი. წყალს უამრავი გვამი გამოერიყა. ერთადერთი გადარჩენილი თურქი ფეხზე წამოდგომას ამაოდ ლამობდა. თურქს გარს შემოერტყნენ. მან შიშით მიმოიხედა და იკითხა: - თქვენი სარდალი სად არისო. ხალხი გაოცდა, - რას კითხულობო. მაშინ თურქმა, რომელიც ხომალდების მეთაური აღმოჩნდა, თავის უბედურებაზე მოუთხრო:

- როცა ნავსადგურში შემოვედით, ზღვა აბობოქრდა, ჩვენი გადაყლაპვა მოისურვა. ვხედავდი, როგორ იმსხვრეოდა ხომალდები და ვერაფერს ვშველოდი. უეცრად უზარმაზარი კაცი გამოჩნდა და ყველას მახვილით დაუწყო ხოცვა. მთელი ჩემი მხედრობა უწყალოდ გაჟლიტა... მაშინ მის წინ მუხლებზე დავემხე და ვთხოვე, არ მოვეკალი ამ მოჩვენებას, რომლის მახვილიც ელავდა. ვინ არის ეს თქვენი ღვთაებრივი სარდალი? მინდა თაყვანი ვცეო.

ხალხმა თურქი ეკლესიაში შეიყვანა და ყველა ხატი აჩვენა. უეცრად ის მთავარანგელოზ მიქაელის ხატის წინ დაემხო!..

მადლიერმა თურქმა ეკლესიას ზარი შესწირა, რომელიც დღემდე შეგვახსენებს ამ კუნძულის სასწაულებრივ გადარჩენას."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th December 2018 - 08:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი