თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თხოვნები, ვის რა თხოვნა და სურვილი გაქვთ |
ნათია |
May 8 2007, 10:42 PM
პოსტი
#21
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ეს ილიას წმინდანად შერაცხას არ ეხება, მაგრამ მაინც დავწერ, საინტერესოა.
ერთი მეფე საქართველოსი ილია ჭავჭავაძე თავიდანვე აღიარა ხალხმა უგვირგვინო მეფედ. ჯერ კიდევ ლევ ტოლსტოის სიცოცხლეში იასნაია პოლიანაში ამბობდნენ, ამიერიდან რუსეთს ორი მეფე ჰყავს, ერთ-ერთი ლევ ტოლსტოიაო. რუსეთისგან განსხვავებით, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ერთ მეფე ჰყავდა და ის ერთი ილია ჭავჭავაძე იყო. მსოფლიოს პრეზიდენტი 1936 წელი. ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეთა დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა. იგი კრემლში მიიღო საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა იოსებ სტალინმა. დელეგატთა შორის იყო გამოჩენილი მწერალი და მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის შეუდარებელი მკლევარი და პატრიარქი კორნელი კეკელიძე. სტალინსა და კორნელი კეკელიძეს შორის გაიმართა დიალოგი. სტალინი - პირდაპირ მითხარი, ილია ჭავჭავაძე უფრო დიდია თუ მე? კორნელი კეკელიძე - ცხადია, თქვენ, იოსებ ბესარიონის ძევ! ბელადს უხერხულად გაეღიმა. - თუ ნამდვილად არ იცი, - განაგრძო სტალინმა, - ძალიან მეცოდები. თუ იცი და მეპირფერები, უფრო მეცოდები. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ილია ჭავჭავაძე მსოფლიოს პრეზიდენტად გამოდგებოდა. ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი აღარავის ეპარება. ილიას მკვლელობის ადგილი ეს არის გოლგოთა და ქრისტეს ჯვარცმა, მამულში დაღვრილ სისხლს სისხლითაც ვერ მოშლი. - ვინ მოკლა ილია? - ქართველმა კაცმა! - სად მოკლეს ილია? - საქართველოში! ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა, საქართველოა ილიას მკვლელობის ადგილი. იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა, უცრემლოდ გავლა არაა ადვილი. ჯერ მოვკალით და მერე თავს ვევლებით, ის თავს გვევლებოდა, მამულის ველებო, ილიას მკვლელები ვართ ქართველები, ქართველები ვართ ილიას მკვლელები. მოკალით ილია. "დაეშვა ფარდა"... მიწა შევღებეთ პოეტის სისხლით, ვინ არის შემდეგი ილიას გარდა, საქართველოში მკვლელობის ღირსი?! იქ, სადაც წიწამურის ტყე და მდელოა, შავი ყორანი შავ ტყეს თავს ევლება... ილიას მკვლელობის ადგილი საქართველოა, ილიას მკვლელები ჩვენ ვართ, ქართველები! ვაი ქართველნო... * * * თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა თვით ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა: „მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა მათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზააბნეულ ძმებად მიიჩნევდა... მე თითქოს მხოლოდ იმისთვის დავრჩი ამსოფლად, რათა დავაბოლოო ის ღვაწლი კაცთა მიმართ მხურვალე სიყვარულისა, რომელსაც ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა - შეუნდო იმ უბედურ, გზააბნეულ მოყვასთ, რომელთავ თვით ის შეუნდობდა. ჩემი დღეები დათვლილია, ამჟამად თქვენგანაა დამოკიდებული მოიქცეთ ისე, რომ სიცოცხლის აღსასრულის ჟამს ვიგრძნო უმაღლესი ნეტარება, რომელსაც ადამიანის სულს ძალუძს მიაღწიოს ამ წუთისოფელში - შეერთება ღმერთთან, რომელიც განიცადა ქრისტემ, როცა ჯვარზე განრთხმული, სიკვდილის ჟამს, ღვთიური სიყვარულის შუქით განათლებული, ევედრებოდა შემოქმედს შენდობას იმ მტრებისას, „რამეთუ არა იციან, რასა იქმან“. ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა… არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ლეონტი |
May 10 2007, 11:57 AM
პოსტი
#22
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
ლეგენდას დღეს ჯავახეთში ასე გადმოსცემენ, თამარ მეფე პატარობისას ჩამორჩა ამალას და ბუნებით მოხიბლული დაიკარგა, მერე დიდხანს ეძებდნენ და ხმა რომ შემოესმა უპასუხა აქ ვარ ძიაო.
ამის მერე ადგილს ვარძია ეწოდა. პრიმიტიულია, ხომ, მაგრამ ვინ იცის.... -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
marine |
May 17 2007, 03:56 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ემიგრანტო ფორუმელებო, ამ წუთას მივიღე წერილი ჟურნალ "თანამემამულის" მთავარი რედაქტორისგან, ბ-ნ . ზაზა მესხისგან, რომელიც მწერს:
"შემთხვევით ხომ არ იცნობთ უცხოეთში მცხოვრებ რომელიმე ქართველ ჟურნალისტს, მწერალს, პოეტს, ან უბრალოდ წერის მოყვარულს. ჩემი ჟურნალის საკორესპონდენციო ქსელი დღეისათვის 20 ქვეყანას მოიცავს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ ავტორებს." თუ რომელიმე ემიგრანტი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებთ და გსურთ ამ ჟურნალთან თანამშრომლობა, გთხოვთ მომწეროთ საფოსტო მისამართზე makagelashvili@yahoo.com ან ფორუმში PM-ი. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მარინე პ.ს. ველი თქვენს გამოხმაურებას -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 27 2007, 01:26 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი.
წინასწარ დიდი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მანანა |
Jun 29 2007, 02:37 AM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 16-November 06 წევრი № 483 |
თუ ვინმეს გაქვთ, იქნებ მომაწოდოთ წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ტროპარი. წინასწარ დიდი მადლობა წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტროპარი მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ. http://www.kvirike.ge/?m=static&s=33 |
marine |
Jun 29 2007, 05:26 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მანანა
გაგახაროს, მანანა, უფალმა!! უღრმესი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 2 2007, 11:24 AM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
2 სათხოვარი მაქვს კიდევ:
1. თუ რომელიმე ფორუმელი დიდ დიღომში ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძრის მრევლი ხართ, გამომეხმაურეთ.. ფორუმში ობლად ვარ 2. თუკი ვინმეს გაქვთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დაუჯდომელი, იქნებ მათხოვოთ, რომ გადავაქსეროქსო.. ან ხომ არ იცით სადმე თუ იყიდება? წინასწარ დიდი მადლობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
di_onise |
Jul 7 2007, 03:46 PM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 |
helpppppppp
დამეხმარეთ რაა... გთხოვთ ეროვნული ბიბლიოთეკის საიტი არავინ იცით?? არ დაიზაროთ რაა |
piligrimi |
Jul 7 2007, 04:15 PM
პოსტი
#29
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
-------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
მაგდალინა |
Jul 13 2007, 03:15 PM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
di_onise
www.nplg.gov.ge zviadauri ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოდი, მეგზურობას გაგიწევ.. დამიკავშირდი მანამდე და ვნახოთ რამე, აუცილებლად იქნება III კორპუსში, ქართველოლოგიის განყოფილებაში უნდა მოიაზრებოდეს მსგავსი რამ.. ნუ, მოკლედ, თუ მოიფიქრე, დაგეხმარები -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
თათარაშვილი |
Jul 15 2007, 06:57 PM
პოსტი
#31
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ადრე რომ ფილმი გადიოდა "იესო ქრისტეს" ცხოვრებაზე,(ქართულად თარგმნილი) თუ ვინმეს სადმე გეგულებათ ძალიან გთხოვთ ლინკი მომცეთ... ფილმის სახელი არ მახსოვს ნამდვილად მაგრამ იმას გეტყვით რომ თვითონ მსახიობი სახით ძალიან გავს იესოს.. ძალიან გთხოვთ თუ იცით სად შეიძლება ვნახო მომწერეთ...
|
მაგდალინა |
Jul 17 2007, 12:49 PM
პოსტი
#32
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა
-------------------- დიდ არს უფალი!!!
|
k@the |
Jul 17 2007, 12:58 PM
პოსტი
#33
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ეგ ვნახე ინტერნეტში აი აქ წერია მაგ წმინდანზე http://www.holy-transfiguration.org/librar.../pr_about3.html მაგდალინა უი რუსული ვერსიაც აქვს საიტს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მარიამი |
Jul 17 2007, 01:00 PM
პოსტი
#34
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
წმიდა იოანე კრონშდატელის ხატი მჭირდება სასწრაფოდ და იქნებ მოგეპოვებოდეთ რა -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მაგდალინა |
Jul 17 2007, 01:24 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
მარიამი
გენაცვალეეეეეეეეე, დიდი მადლობა გადამეხადოს k@the უღრმესი მადლობა, ქეთ -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
gvantsi |
Jul 19 2007, 05:26 PM
პოსტი
#36
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 |
ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.)
-------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
marine |
Jul 19 2007, 05:38 PM
პოსტი
#37
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.) ამ საიტზე შეგიძლია მიიღო ინფორმაცია: http://www.kvirike.ge/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
gvantsi |
Jul 19 2007, 05:39 PM
პოსტი
#38
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 |
marineუღრმესი მადლობა!!!:)გაიხარე
-------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
piligrimi |
Jul 19 2007, 05:52 PM
პოსტი
#39
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
ვინმეს ხომ არ შგიძლიათ რაიმე ინფორმაცია მომაწოდოთ წმინდანების ივლიტესა და კვირიკეს შესახებ და მათი სახელობის ტაძრების შსახებ(სად მდებარეობენ და ა.შ.) წმინდა ივლიტესა და კვირიკეს სახელობის ტაძარი კიდევ მდებარეობს ზემო სვანეთში, სოფელ კალაში მთის თავზეა, ძალიან ლამაზია, მთის ბოლოდან უშბაც მოსჩანს და შხარას ნაწილიც, თვითონ ტაძარში ძველი ფრესკები თითქმის სრულყოფილად არის შემონახული, მათ შორის კვირიკესი და ივლიტასიც, თუმცა მრავალი ხატი ისევ სეიფში არის განთავსებული და ჩაკეტილი. რამოდენიმე ფოტო მაქვს მგონი და მერე გამოგიგზავნი თუ გინდა. მეორე ნაირად მაგ ტაძარს სვანები თუ არ ვცდებ ,,ლიგურკას" ეძახიან, და ყოველ წელს აღნიშნავენ კვირიკობის დღესასწაულს, საკმაოდ მაშტაბურადაც, როგორც მითხრეს. ასე რომ ღირს მგონი მაგ დროს სვანეთში წასვლა, წინა კვირიკობას მგონი მეუფე ილარიონმა და მეუფე სტეფანემ ერთობლივად წირეს კიდეც -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
gvantsi |
Jul 19 2007, 05:54 PM
პოსტი
#40
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 62 რეგისტრ.: 15-July 07 წევრი № 2,465 |
piligrimiგაიხარე!!!უფალმა გაგაძლიეროს!კარგი ადამიანები ხართ
-------------------- ვისაც არ უყვარს მას არ შეუცნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი