IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >  
Closed TopicStart new topic
> კალენდარი, სტილი და ისტორია
კანუდოსელი
პოსტი Dec 24 2007, 01:53 PM
პოსტი #141


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



afxazi


სანამ სასულიერო აკადემიაში მ. ბიძინა გუნია ანათემებს უწერს ეკლესიებს კალენდრის "ცდომილების" გამო, რამდენიც გინდა დადე ეს სტატიები biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 24 2007, 07:03 PM
პოსტი #142


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
სანამ სასულიერო აკადემიაში მ. ბიძინა გუნია ანათემებს უწერს ეკლესიებს კალენდრის "ცდომილების" გამო, რამდენიც გინდა დადე ეს სტატიები




გაანებე ბიძინა გუნიას თავი, სამაგიეროდ ჩვენ პროგრესული ფორუმელები (სად შეგვიძლია) შობას ვულოცავთ ყველას ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს მას. ასე, რომ საგანგაშო არაფერია. ნუ იცი ხოლმე მძაფრსიუჟეტიანი მონოლოგები







tongue.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 24 2007, 07:13 PM
პოსტი #143


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მხევალი ნინო
ციტატა
მძაფრსიუჟეტიანი

გარდა ე.წ. "მართლმადიდებლური ბლოქბასტერებისა" არსებობს "მძაფრსიუჟეტიანი კომედიები" yes.gif

"მძაფრსიუჟეტიანი კომედიების" უბადლო პროდიუსერია კანუდოსა. rolleyes.gif wink.gif smile.gif biggrin.gif laugh.gif


P.S. <<მძაფრსიუჟეტიანი კომედია>> გიორგი©copyright

All rights reserved

ჩემს ინტელექტუალურ საკუთრებებს არავინ შეეხოს. laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 24 2007, 07:19 PM
პოსტი #144


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
"მძაფრსიუჟეტიანი კომედიების



არ დაიჯერო,

პირიქით, მძაფრისუჟეტიანი ტრაგედიები, ცუდი დასასრულითsmile.gif))

ნახე, ბიძინა გუნიას სასწრაფოდ ვიღაცა ანათემას გდაცემინა, ამასთან მამა ბიძინას არანაირი შანსი არ დაუტოვა სხვა თვალით შეხედოს კალენდარის საკითხს< თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზრი ადამიანმა შეიძლება სეიცვალოს.

ეს არ იცის, ან არ უნდა იცოდეს კანუდოსელმ, ხოდა ყველაფერს ბოროტად ამთავრებს ხოკლმე, ვითმ ჩვენი საინფორმაციო პროგრამები არ გვყოფნიდეს რა laugh.gif

კანუდოსელი

ეხლა ვინმემ ამ კაცისგან დამიცავით, თორემ მელოდრამის შემსწრე გახდებით, ცხადია ცუდი დასასრულით...



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 24 2007, 07:22 PM
პოსტი #145


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მხევალი ნინო
ციტატა
მძაფრისუჟეტიანი ტრაგედიები

არაფერიც no.gif

მძაფრსიუჟეტიანი ტრაგედიები ჩვეულებრივი მოვლენაა. კანუდოსა არის "მძაფრსიუჟეტიანი კომედიების" (გიორგი©copyright) ავტორი. rolleyes.gif wink.gif smile.gif biggrin.gif laugh.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 24 2007, 07:27 PM
პოსტი #146


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
არაფერიც

მძაფრსიუჟეტიანი ტრაგედიები ჩვეულებრივი მოვლენაა. კანუდოსა არის "მძაფრსიუჟეტიანი კომედიების" (გიორგი©copyright) ავტორი.




ეხლა ორივე მივიღებთ ბანს, ძველით და ახალი ტილით თუ აგვეკრძალა ფორუმზე შემოსვლა ტრაგედიები მერე ნახეეეეეsmile.gif)))


ისე, გამოთქმა მართლმადიდებლური კალენდარი მაგრად მომეწონაsmile.gif)) ნეტავ ფინელებმა თუ იციან, ჩვენ, რომ მართლმადიდებლური კალენდარი გავქვს და მაგათ ... მაგათ რა აქვთ არ ვიციsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 24 2007, 07:39 PM
პოსტი #147


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
ციტატა
ახლოს რომ იყო ყურს აგიწევდი, ხომ გითხარი ადრეც, რბილად ილაპარაკე, როცა და ეკლესიებზე ლაპარაკობმეთქი... რჯულისკანონს დოგმატურ ღვთისმეტყველებას ნუ უფარდებ! კანონისტი ხარ მართლა მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოგდის, ტუც!

რა არ არის დარღვევა? თავად ნუ ურევ ღვთისმეტყველებას და კანონიკას! მე არ მითქვამს მწვალებლობაა-მეთქი (ანუ დოგმატის დარღვევა), მე ვამბობ რომ სჯულისკანონის დარღვევაა (რაც არის!)




ეხლა ძველი პოსტებიც წავიკითხე, განმიმარტეთ რა არის რჯულის კანონის დარღვევ, რაღაც ვერ მივხვდი, დათო მიშველე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 25 2007, 11:33 AM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 24 2007, 08:19 PM) *

ეხლა ვინმემ ამ კაცისგან დამიცავით, თორემ მელოდრამის შემსწრე გახდებით, ცხადია ცუდი დასასრულით...

laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 02:02 PM
პოსტი #149


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



არ ვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ იმის, რელიგიურ საკითხებში ბოლომდე ვერ ვერკვევი, მაგრამ ვიტყვი, რომ მართლაც სერიოზულად დამაბნია კალენდარმა. უფრო სწორედ ჩვენმა განმარტებებმა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი კალენდარი ის იყო, რომელსაც ჩვენი ეკლესია მისდევდა. ალბათ რაღაც მნიშვნელობასაც ვანიჭევბდი, ოველ სემთხვევაში მშვიდად ვიყავი. ეხლა აღმოჩნადა, რომ 25 დეკემბერს არა მხოლოდ კათოლიკეები, არამედ მართლმადიდებლების ნაწილიც კი აღნიშნავს შობას. ხოდა მითი მართლმადიდებლური კალენდარისა დაიმსხვრა. მე დავიბენი user.gif . კარგი გავიგე, რომ მთავრაი კალენდარი არაა, მივულოცე სხვებს შობა და ვამჩნევ, რომ მეც საშობაო განწყობა მაქვს, არადა შობა ჯერ ჩვენთვის არ დამდგარა, თუმცა სხვისთვის დადგა... მ ა რ თ ლ მ ა დ ი დ ე ბ ლ ე ბ ი ს თ ვ ი ს ! ჩემთვის რა მოხდა? მე, რომ ფინეთსი ვცხოვრობდე, თუნდაც სასწავლებლად ვიყო, მაინც ქართულ ეკლესიას ვეკუთვნი და ჩემთვის ეხლა ისევ მარხვა იქნებოდა? ჩემთვის დღეს რა ხდება?


რატომ დამაბნიეთ? მამების მოსაზრბეაც მინდა და თქვენიც! user.gif

ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ რადგან დღეს ძალიან მძიმე ხასიათზე ვარ სხვადასხვა მიზეზების გამო, ამ მძიმე გულით ვიტყვი, ძალიან მაინტერესებს ღმერთის აზრი. (არ გაგეცინოთ) ხო, მაინტერესებს, რას აქვს მნიშვნელობა, იმას, რომ ვიმარხულე და სიხარულით შევხდევი შობას, რომელიც 25 დეკემბერსაა (ყოველ შემთხვევაში მსოფლიო დღევანდელ დღეს ასე მოიხსენიებს), ანუ ქრისტეს აღიარებას, თუ იამს, რომასევე ვიმარხულე და ასევე 25 დეკემბერს ავღნიშნე შობა,ისევ გავიხარე ქრისტეს მოსცვლით. როცა მსოფლიო კალლენდრით არაა 25, თუმცა ძველით არის. რატომ აქვს მნიშვნელობა კალენდარს, როგორ ასაბუთებენ ამას ჩვენები და ა თ ო ნ ი ს მთა!!!

მაინც რას ფიქრობს ამაზე ღმერთი! აი, ასეთ უმძიმეს (რიგი მიზეზების გამო) ხასიათზე ვარ დღესsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 25 2007, 02:28 PM
პოსტი #150


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მხევალი ნინო

ნინო, აბა კალენდარს რა მნიშვნელობა აქვს, დღესასწაულების აღნიშვნა პირობითია, თანაც აბსოლუტურად პირობითი. ჯერ ერთი არც ერთი კალენდარი იდეალური არაა, ცდომილება აქვს გრიგორიანულ კალენდარსაც, ოღონდ იულიანურთან შედარებით ნაკლები. ასევე არაა ცნობილი დღესასწაულების გარკვეული ნაწილის ზუსტი თარიღი, ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ ნებისმიერი კალენდარი პირობითია და თარიღების (დღესასწაულების) ერთ წელიწადში გამეორება ანუ ერთ წლიანი პერიოდის მქონე ციკლი მთლიანად ადამიანის მიერ მოგონილია და ხელოვნურია მაშინ მიხვდები, რომ ეს ყველაფერი ატარებს მხოლოდ სულიერ დატვირთვას, რომ რაღაც გარკვეულ დროებში (ცხადია ეკლესიის მიერ დაწესებული) მოხდეს ამა თუ იმ მოვლენის აღნიშვნა, მსახურების ჩატარება და ა.შ.

არ არსებობს მართლმადიდებლური და კათოლიკური კალენდრები. მარადიული ღმერთისთვის დროს არა აქვს მნიშვნელობა, მითუმეტეს არა აქვს მნიშვნელობა თუ რომელი კალენდრით აღირიცხება ის: იულიანური, გრიგორიანული თუ ე.წ. "შერეული".

რომ წერ, რომ საშობაო განწყობა მაქვსო და თან შობა არ დამდგარაო და ფინეთში რომ ვცხოვრობდე რა იქნებაო, ეს იმას ნიშნავს რომ ვერ გაიგე თარიღის მნიშვნელობა... yes.gif შობა ან რომელიმე დღესასწაული რაღაც აბსოლუტურ დროში კი არ დადგება ხოლმე, არამედ იმას ეკლესია ან სახელმწიფო აღნიშნავს რაიმე კონკრეტული მიზნით. კაი, ვთქვათ არის იულიანური კალენდარი (ძვ. სტილი) მაშინაც ხომ საქართველოში 7 იანვარი პრაქტიკულად ერთი დღით ადრე დადგება ვიდრე ამერიკის კონტინენტზე?! ანუ რა გამოდის თბილისში შეიძლება გახსნილება, მაგრამ ამავდროულად ა.შ.შ.-ში ან ევროპაში არა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დროის აბსოლუტური აღრიცხვა არ ხდება დედამიწაზე. არც უნივერსალური დროით ვხელმძღვანელობთ (რომელიც ყველა ქვეყანაში ერთია - უგულებელყოფილი სასაათო ზოლებით) და არც უნივერსალური კალენდრით, ამიტომ ყველა აღნიშნავს ერთი და იგივე დღესასწაულს განსხვავებულ დროს. ამაში ვგულისხმობ, როგორც განსხვავებული კალენდრის გამო (იულიანური/გრიგორიანული/შერეული) სხვა დროს აღნიშვნას, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვა სასაათო დროის გამო. ასეთი გაგება, რომ ამ წამს დედამიწაზე შობა დადგა არ არსებობს.

P.S. თუ რაიმე ვერ გაიგე შეგიძლია შემეკითხო... yes.gif smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 02:53 PM
პოსტი #151


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
მაშინაც ხომ საქართველოში 7 იანვარი პრაქტიკულად ერთი დღით ადრე დადგება ვიდრე ამერიკის კონტინენტზე?!




გიო, ზუსტად ეს ვიფიქრე მეც...

მადლობთ. ეხლა შეკითხვები აღარ მაქვს დროებით. ალბათ მართლა დღევანდელი უგუნებობის ბრალია, ცოტა, რომ ავურიე...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 03:04 PM
პოსტი #152


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
გავრცელებულია მოსაზრება თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიების ნაწილი გრიგორიანულ კალენდარზეა გადასული. ეს ასე არ არის. არცერთი (!) მართლმადიდებელი ეკლესია (გარდა ფინეთის ავტონომიური ეკლესიისა) არ არის გრიგორიანულ კალენდარზე. იმ კალენდარს, რომლებიც იქ გამოიყენება ეწოდება ე.წ. "შესწორებული იულიანური კალენდარი" და მასა და გრიგორისეულ კალენდარს შორის სხვაობა არის, რომელიც თავს იჩენს რამდენიმე 2800 წელიწადში ერთხელ. მთავარი ის არის, რომ პასქალიონი, ანუ აღდგომის განსაზღვრა ხდება იულიუსისეული კალენდრით, ანუ ყველა მართლმადიდებელი (გარდა ფინელებისა) აღდგომას ერთ დღეს ზეიმობს



ეს მოსაზრება ბოლოს დადებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. ანუ აქ ეხლა დაიწერა, რომ გარდა ფინეთისა ბულგარეთის, რუმინეთის და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები აღნიშნავენ შობას 25 დეკემბერს. ამასტაან
ციტატა
მე პირადად არ ვარ მომხრე შესწორებულ კალენდარზე გადასვლისა, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო (თუმცა რამდენად მარტივია, ესეც საკითხავია ). ისეთ წელს, როდესაც აღდგომა არის მაისში (ახალი სტილით), პეტრე-პავლობის მარხვა საერთოდ არ აღინიშნება (პეტრე-პავლობის მარხვას ვიცით აქვს მოძრავი დასაწყისი - 57-ე დღე აღდგომიდან და ფიქსირებული დასასრული - 29 ივნისი (12 ივლისი)). მაისში აღდგომისას, პეტრე-პავლობის მარხვა 13 დღეზე ნაკლებია, რაც 29 ივნისისს მოციქულთა თავთა ხსენების დღის შემთხვევაში იწვევს ამ მარხვის დატევებას. ეს კი უკვე სჯულის კანონის დარღვევაა



ფინეთი და სხვა მართლმადიდებლეი ამ პრობლემას როგორ აგვარებენ



ათონის მთა რატომ რჩება ძველ კალენდარზე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 25 2007, 03:06 PM
პოსტი #153


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მხევალი ნინო
ციტატა
ძალიან მაინტერესებს ღმერთის აზრი.

ციტატა
რატომ აქვს მნიშვნელობა კალენდარს, როგორ ასაბუთებენ ამას ჩვენები და ა თ ო ნ ი ს მთა!!!

ღმერთის აზრი არაა მიმართული რომელიმე კალენდრის სასარგებლოდ. რამდენადაც დროის აღრიცხვა ძალიან პირობითია ის კანონიკური სამართლის საქმე უფროა. შენ რადგან ცხოვრობ საქართველოში და იმყოფები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ამიტომ შენ შობა უნდა იდღესასწაულო 7 იანვარს. ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლმადიდებელი ეკლესიები (მათ შორის მსოფლიო საპატრიარქო), რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ არიან მცდარობაში. არ არსებობს ჭეშმარიტი კალენდრის გაგება. მაინც როგორ წარმოგიდგენია რა არის "ჭეშმარიტი კალენდარი"?! ამ სამი ყველაზე გავრცელებული კალენდრიდან (გრიგორიანული/იულიანური/შერეული) რომელი შეიძლება იყოს "ჭეშმარიტი"?! რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს "ჭეშმარიტი კალენდარი"?! ზუსტი? არა, აბსოლუტურად ზუსტი ვერც ერთი ვერ იქნება. შედარებით ზუსტი? არა, შედარება ძალიან პირობითია, რადგან თვითონ დროის ამგვარი აღრიცხვა - მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის ერთ წელიწადად მიჩნევა ხელოვნურია, შედარებით ზუსტი კალენდარი შეიძლება სულ სხვა პრინციპზე იყოს აგებული. უნივერსალური დროის აღმრიცხველი? არა, ასეთი არ არსებობს, რადგან ქვეყნები სხვადასხვა სასაათო ზოლში მდებარეობენ და დედამიწაზე ახალი დღის გათენების მერიდიანი ძალიან პირობითია, როდესაც იაპონიაში 7 იანვრის 00:00 საათია (შობის გამთენიაა), მაშინ თითქმის იქვე ერთი სასაათო ზოლის იქით წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სულ რამოდენიმე კილომეტრში 6 იანვრის 01:00 საათია ანუ მხოლოდ წინა დღეა, რამოდენიმე კილომეტრის იქით არის წინა დღე ანუ რამოდენიმე კილომეტრის იქით არ არის შობა დამდგარი - ეს იმას ნიშნავს რომ დღესასწაულების დადგომა უნივერსალური დროით არ აღირიცხება.

უბრალოდ ზოგი კონსერვატიულად უდგება და ტოვებს ძველ კალენდარს, ზოგიც კი გადადის ე.წ. "შერეულ" სტილზე. საერთოდ კალენდრის ცვლილება იწვევს რამოდენიმე წელიწადში ერთხელ პეტრე-პავლობის მარხვის გაუქმებას, აგრეთვე არის გარკვეული კანონიკური პრობლემები, როდესაც აწყობილია ყველაფერი ერთ კალენდარზე და ამ დროს გადადიხარ მეორეზე, თანაც ამას ისიც ემატება, რომ რეალური უპირატესობა არც ერთ კალენდარს არა აქვს, ცდომილება ყველგან იმდენად მცირეა რომ ასეულობით საუკუნის განმავლობაში უპრობლემოდ იმუშავებს, ამიტომ ზოგი ირჩევს ერთს და ზოგი მეორეს. ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ ჩვენს საპატრიარქოს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 03:10 PM
პოსტი #154


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



გიორგი
ციტატა
ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ ჩვენს საპატრიარქოს.



არანაირი პრობლემა არა მაქვს.

ამ წუთას ზუსტად ისე ვფიქრობ, როგორც აქამდე, ანუ ეჭვების გარეშე. ნუ ეჭვები რთული დღის ბრალი იყო, მოვიწყინეsmile.gif), ავურიე, თნ ამდენი მილოცვებისგან, მეც საშობაო განწყობა გამიოჩნდა, ხოდა მეტი რაღა უნდოდა , დავიბენი

მაგრამ ათონის მთაზე მაინც არ მპასუხობsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 25 2007, 03:11 PM
პოსტი #155


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 25 2007, 04:10 PM) *

მაგრამ ათონის მთაზე მაინც არ მპასუხობsmile.gif


ათონმა თავის დროზე, არჩია თავის ტრადიციაზე დარჩენილიყო, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ყველას აქვს არჩევანის უფლებაო და ეს არ არის დოგმატიკის საკითხიო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 03:14 PM
პოსტი #156


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
ათონმა თავის დროზე, არჩია თავის ტრადიციაზე დარჩენილიყო, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ყველას აქვს არჩევანის უფლებაო და ეს არ არის დოგმატიკის საკითხიო




როგორც იქნაsmile.gif

ციტატა
ციტატა
მე პირადად არ ვარ მომხრე შესწორებულ კალენდარზე გადასვლისა, თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო (თუმცა რამდენად მარტივია, ესეც საკითხავია ). ისეთ წელს, როდესაც აღდგომა არის მაისში (ახალი სტილით), პეტრე-პავლობის მარხვა საერთოდ არ აღინიშნება (პეტრე-პავლობის მარხვას ვიცით აქვს მოძრავი დასაწყისი - 57-ე დღე აღდგომიდან და ფიქსირებული დასასრული - 29 ივნისი (12 ივლისი)). მაისში აღდგომისას, პეტრე-პავლობის მარხვა 13 დღეზე ნაკლებია, რაც 29 ივნისისს მოციქულთა თავთა ხსენების დღის შემთხვევაში იწვევს ამ მარხვის დატევებას. ეს კი უკვე სჯულის კანონის დარღვევაა



ფინეთი და სხვა მართლმადიდებლეი ამ პრობლემას როგორ აგვარებენ




ამაზე რას იტყვით?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 25 2007, 03:16 PM
პოსტი #157


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მხევალი ნინო
ციტატა
ათონის მთაზე მაინც არ მპასუხობ

ზუსტი მიზეზი არ ვიცი, მაგრამ გარკვეული მოსაზრების გამო ალბათ ეგრე სურთ. ათონის მთა განსაკუთრებული ადგილია, კონსერვატიული დამოკიდებულებებია, იქ ელექტრომომარაგება და სხვა კომინიკაციებიც არ არის შეყვანილი, ძალიან მძლავრი მონასტრული ცხოვრებაა ყოველგვარი ხორციელის დათრგუნვის მცდელობა და არავითარი საჭიროება არაა ახალი კალენდრის, არც პეტრე-პავლობის მარხვის გაუქმების სურვილი აქვთ და ა.შ. ერთი ფაქტია, რომ ჭეშმარიტი კალენდრობის გამო არაა ძვ. სტილი ათონზე, უბრალოდ გარკვეული მოსაზრებებით უპირატესობას ანიჭებენ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Dec 25 2007, 06:02 PM
პოსტი #158


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მიპასუხეთ, პეტრე-პავლობის მარხვის პრობლემას როგორ აგვარებენ ფინელები? თუ არ მარხულობენ? ეს სჯულის კანონის დარღვევაა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Dec 25 2007, 07:06 PM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა მთელი მართლმადიდებლური "სამყარო" ერთი და იგივე კალენდრით რომ სარგებლობდეს, ჩემი პირადი აზრია, რომ კალენდრის შეცვლა იმ ქვეყნებში სოციალურ-ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეობს, სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ, თუ სხვანაირად არის საქმე, დაწერეთ, რა არის მიზეზი.

პ.ს. ნინო, მე რომ საბერძნეთში ვიყო, მაინც 7ში მექნება შობის დღესასწაული და მარხვასაც ისე დავიცავ, როგორც თქვენ. ცნობისათვის, ბევრი ბერძენი მაინც 7-ში ზეიმობს ( გუშინ ესაუბრა სწორედ ერთს ასეთს ჩემმა მეგობარმა).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 25 2007, 07:57 PM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?

- მართლმადიდებლებს შეგვიძლია კითხვა შევუბრუნოთ და შემკითხველებს თავად ვკითხოთ: რატომ უნდა ვუღალატოთ უძველეს ტრადიციას და გადავიდეთ გრიგორიანულ კალენდარზე? ჩვენთვის ტრადიციას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თანაც იულიუსისეული კალენდარი, რომლის ათვლის სისტემა ვარსკვლავთა განლაგებას ეფუძნება (და მზეც გათვალისწინებულია), უფრო ძლიერი სიმბოლური დატვირთვით წარმოაჩენს ეკლესიის მთლიან სამყაროსეულ მნიშვნელობას, ვიდრე გრიგორიანული კალენდარი, რომელის ათვლის სისტემა მზის მდგომარეობას ეფუძნება. სხვათა შორის, ამ ორი კალენდრის ათვლის სისტემათა სხვადასხვაობის გამო აბსურდულად გვეჩვენება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ზუსტია. მით უმეტეს, რომ ეკლესიის ლიტურღიკულ ცხოვრებაში კალენდრის დანიშნულება არა იმდენად დროის ათვლა, არამედ საეკლესიო ცხოვრების კანონზომიერების შენარჩუნება და უდროობის, ანუ მარადისობის ხატის შექმნაა.

გრიგორიანული კალენდრის შემოღებით ირევა საეკლესიო ცხოვრებაში საუკუნეობით არსებული კანონზომიერებანი, ირღვევა მარადისობის ის ხატი, რომელიც ასე ჰარმონიულს ხდის ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებას და რომელიც ასე მშობლიური და ძვირფასია ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნისათვის.

უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ისინი, რომლებიც მორწმუნეებს კალენდრის შეცვლას გვიკიჟინებენ, შორს არიან რელიგიური ცხოვრებიდან. მათთვის ეკლესია, უბრალოდ, ადამიანური ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფოში მხოლოდ უმნიშვნელო პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს. სამწუხაროდ, მათი ამგვარი „ზრუნვა“ „გააუმჯობესონ“ შიდა საეკლესიო ცხოვრება (რომელსაც საერთდ არ იცნობენ), ხშირად „გასტრონომიული“ ინტერესებითაა ნაკარნახევი (მათ სურთ, კალენდარულ ახალ წელს საცივიც მიირთვან, ღვინოც დალიონ და სინდისიც დამშვიდებული ჰქონდეთ ყოველი შემთხვევისათვის).

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თავად უფლისათვის არის სათნო იულიუსისეული კალენდარი. მართლმადიდებელ სამყაროში მრავალი ის სასწაული, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება, სწორედ იულიუსისეული კალენდრის, ანუ ძველი სტილის მიხედვით აღესრულება. ამ სასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესი - აღდგომის წინა შაბათს მაცხოვრის საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაც სწორედ მაშინ აღესრულება, როდესაც ამ დღეს მართლმადიდებლები ძველი სტილით აღნიშნავენ.

(მამა თეოდორე გიგნაძე)
კიდევ მასალები თუ დაგაინტერესებთ ამ საკითხზე
http://www.orthodoxy.ge/apologetika/kalendari1.htm
http://www.orthodoxy.ge/skhva/stili.htm
http://www.orthodoxy.ge/skhva/shoba_da_akhali_tseli.htm
http://www.orthodoxy.ge/skhva/tselitsadi.htm

დავამატებ ინფორმაციას ამ საკითხზე:ესეიგი
1923 წელს კონსტანტინოპოლის ეკლესიამ მიიღო შერეული კალენდარი და ასევე ნაწილმა მართლმადიდებელი ეკლესიისა მიიღო შერეული კალენდარი(თუ არ ვცდები ის პატრიარქი შემდგომ გააძევეს პატრიარქის ტახტიდან რიგი მიზეზების გამო ).თუმცა აღდგომას იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავს ყველა მართლმადიდებლური ეკლესია რადაგანაც არსებობს რიგი პირობებისა რომელთა დაცვაც საჭიროა აღდგომის დღის დადგენის გამო და რაც ვერ ხერხდება გრიგორიანული კალენდრით.თუმცა ამ მხრივ არის გამონაკლისი ფინური მართლმადიდებლური ეკლესია რომელიც სრულად გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე და გარკვეულ ცდომილებაში და უკიდურესობაში ჩავარდა.
ძველ ანუ იულიუსის კალენდარზე დარჩნენ შემდეგი მართლმადიდებელი ქვეყნები:
იერუსალიმის,რუსეთის,სერბეთის
,საქართველოს,ათონის მთა და უკრაინის ეკლესია.
http://www.orthodoxwiki.org/Julian_Calendar
აქ ვიკიპედიაში არის ამ თემაზე სხვადასხვა საკითხები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V « < 6 7 8 9 10 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2024 - 02:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი