თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ თამბაქოს მავნეობა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 26 2007, 11:58 PM

http://files.ge/file/84075/tambaqos-kontroli-ppt.html


პრეზენტაცია თამბაქოს ისტორიის, კონტროლის, მავნეობის და ა.შ. შესახებ

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Dec 27 2007, 12:31 AM

ასეთი თემა რომ უკვე გვაქვს? unsure.gif

მოდი იქეთ გადავიტან, იმედია არ მიწყენთ

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 27 2007, 02:04 PM

ციტატა(ქეთი. @ Dec 27 2007, 12:31 AM) *

ასეთი თემა რომ უკვე გვაქვს? unsure.gif

მოდი იქეთ გადავიტან, იმედია არ მიწყენთ



რათქმაუნდა გადაიტანე, სპეციალურად ვეძებდი ხომ არ არის მსგავსი განყოფილებათქო, მაგრამ ვერ დავინახე. გმადლობ smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 05:30 AM

რახან ეს თემა არის, ახალს აღარ გავხსნი
http://church.ge/index.php?showtopic=378&mode=threaded&pid=27824 თვალი ზედაპირულად და 2010 წლის 19 ივლისს, დილის 5 საათსა და 10 წუთზე, მივიღე გადაწყვეტილება მოვწიო უკანასკნელი ღერი და საღამოს 9 საათზე გახსნილი სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მხოლოდ 9 ღერი სიგარეტია დარჩენილი, დავკუჭო და დავდო დასანახ ადგილზე, როგორც ჩემი მასზე გამარჯვების სიმბოლო.

ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი მწეველი, სხვადასხვა მიზეზებით ვახდენდი საკითხის გადავადებას, რახან დღეს ღამე ეს ფორუმი აღმოვაჩინე, იმედი მომეცა თქვენი, თითოეული წევრის დახმარებისა და სწორედ ამ გარემოებამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება

იმედი მაქვს, რომ ხვალ დილიდან, სამსახურში მისულს, როდესაც მომინდება სიგარეტის მოწევა, გავხსნი ჩემს მაილს და ვიხილავ ამ თემაში თითოეული თქვენგანის მიერ გაკეთებული პოსტის შესახებ შეტყობინებას, წავიკითხავ და დამეხმარება იმ სურვილის დაძლევაში, სასურველია საკუთარი გამოცდილებები დაწეროთ, რომლებსაც მე ერთბაშად არ წავიკითხავ და თითოეულ პოსტს წავიკითხავ, მხოლოდ მაშინ, როცა მოწევის სურვილი გამიჩნდება...

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხო ამ ეშმაკისეული სურვილისა და წესის დასაძლევად დამიწერეთ რა ძალიან გთხოვთ...

უფალმა შემინდოს რაც აქამდე ხატებთან მიფუილებია და მიწამლია ჩემი ცოლშვილის ჯანმრთელობა...

რა თქმა უნდა ჯერ საკუთარი თავის იმედი მაქვს და მერე თქვენი დახმარების, არ დაგეზაროთ ძალიან გთხოვთ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 19 2010, 11:00 AM

როგავა

არ ვიცი რა ლოცვას კითხულობენ ამის დასაძლევად smile.gif

და ისე მწეველის გარშემო მყოფების ჯანმრთელობა რომ თვით მწეველებზე უფრო ზიანდება, ეს მსმენია და ვიცი biggrin.gif ვერ ვიტან ხოლმე რომ მომაბოლებენ, ასეთ დროს ბრაზისგან კბილებს ვაკრაჭუნებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jul 19 2010, 11:01 AM

როგავა

ალენ კარის "ბოლო ღერი" რომ წაიკითხო ძალიან დაგეხმარება ფსიქოლოგიურად. ხოლო სულიერად ლოცვა გაგაძლიერებს რა თქმა უნდა.

და პირველი რაც უნდა გააცნობიერო ისაა, რომ შენი ძალებით კი არ გადააგდე სიგარეტი, არამედ ღმერთის წყალობით და დახმარებით. თუ შინაგანად იამაყე, რომ შენ, დამოუკიდებლად მოერიე ამ ვნებას, მაშინ ისევ დაუბრუნდები. ან შეიძლება არ დაუბრუნდე, მაგრამ ახალ ცუდ ჩვევას შეიძენ.

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 11:18 AM

ციტატა(Atman @ Jul 19 2010, 11:01 AM) *

როგავა

ალენ კარის "ბოლო ღერი" რომ წაიკითხო ძალიან დაგეხმარება ფსიქოლოგიურად. ხოლო სულიერად ლოცვა გაგაძლიერებს რა თქმა უნდა.

და პირველი რაც უნდა გააცნობიერო ისაა, რომ შენი ძალებით კი არ გადააგდე სიგარეტი, არამედ ღმერთის წყალობით და დახმარებით. თუ შინაგანად იამაყე, რომ შენ, დამოუკიდებლად მოერიე ამ ვნებას, მაშინ ისევ დაუბრუნდები. ან შეიძლება არ დაუბრუნდე, მაგრამ ახალ ცუდ ჩვევას შეიძენ.


გმადლობ... smile.gif

რა თქმა უნდა მასეც ვფიქრობ, რომ ღვთის წყალობითა და მადლით მოვახერხებ მაგას, თუ არა რატომ მაინცდამაინც ახლა და ამ დროს?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 19 2010, 12:14 PM

როგავა


მწეველებზე ამბობენ, ერთ ბოლოში ცეცხლია (სიგარეტის) და მეორე ბოლოში იდიოტიო smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 19 2010, 12:38 PM

lingvo
ვიყავი მწეველი. ერთხელ ძალიან მომინდა თავის დანებება და გულში ვთქვი: ხვალ ახალი ცხოვრება დაიწყება თამბაქოს გარეშეთქო. ღვთის მადლის დავანებე თავი.

გირჩევ, რომ რაც უნდ ამოხდეს თავი აარიდო თამბაქოზე ფიქრს, თითქოს არც არსებობდეს შენთვის, ის კი რაც გახსოვს წარსულს ჩაბარდა სამუდამოდ. განდევნე ყოველგვარი ფიქრები ტამბაქოზე როდესაც მოვა. იმედია შენც გადააგდებ თამბაქოს ძმაო. უფალი შეგეწიოს და შეგაძლებინოს. smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 01:07 PM

lingvo
დიდი მადლობა

ძალიან ვსაჭიროებ ფორუმელებისაგან ამგვარ პოსტებს...

არ დაიზაროთ რა...

ჯერჯერობით წარმატებით ვართმევ თავს და ისეთი პირი უჩანს ბოლომდე გავარმთმევ, რადგანაც წინა მცდელობებისაგან განსხვავებით ახლ ღმრთისადმი რწმენა მეხმარება, ამას აშკარად ვგრძნობ...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 01:51 PM


7 წელი მქონდა გადაგდებული.


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 19 2010, 01:59 PM

terra
და 7 წლის სიმტკიცე და გამძლეობა წყალში ჩაყარე? huh.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 19 2010, 02:11 PM

როგავა
საკუთარ ძალებს არ მიენდო, უფლის იმედი ქონდეს და მისი ყოვლისშემძლეობის. არ თქვა რომ მე ძალა მეყოფა თამბაქოს თავის დასანებებლადო. შენგან საკმარისია მხოლოდ გულრწფელი სურვილი იმისა, რომ გსურს ნამდვილად ტავის დანებება. დანარჩენზე უფალს მიენდე და შეძლებ. აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 19 2010, 02:11 PM

terra
ახლა ისევ ეწევი? user.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 02:18 PM

ციტატა(k@the @ Jul 19 2010, 01:59 PM) *

terra
და 7 წლის სიმტკიცე და გამძლეობა წყალში ჩაყარე? huh.gif

ასე გამოვიდა smile.gif

ციტატა(ikanosi @ Jul 19 2010, 02:11 PM) *

terra
ახლა ისევ ეწევი? user.gif

ვეწევი smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 02:56 PM

terra
და აქ რატომ დაპოსტე?

რაღა უკუღმა გაიგე ჩემი თხოვნა?

გაუგებარია შენი საქციელი და სამწუხარო...

ადამიანისათვის, რომელიც ცდილობს მავნე ჩვევას თავი დააღწიოს, მემგონი უკეთესი იქნებოდა შენი მხრიდან გერჩია თუ როგორ მოახერხე ეს და არა ის რომ თურმე 7 წელი აღარ ეწეოდი და ახლა მაინც ეწევი... ეს ჩემი მდგომარეობის ადამიანისათვის არაჯანმრთელი მაგალითია და ნაკლებად იმედისმომცემი...

თუმცა მე დარწმუნებული ვარ ღვთის შეწევნით გადავლახავ ამას...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 03:22 PM

ციტატა(როგავა @ Jul 19 2010, 02:56 PM) *

terra
და აქ რატომ დაპოსტე?

რაღა უკუღმა გაიგე ჩემი თხოვნა?

გაუგებარია შენი საქციელი და სამწუხარო...

ადამიანისათვის, რომელიც ცდილობს მავნე ჩვევას თავი დააღწიოს, მემგონი უკეთესი იქნებოდა შენი მხრიდან გერჩია თუ როგორ მოახერხე ეს და არა ის რომ თურმე 7 წელი აღარ ეწეოდი და ახლა მაინც ეწევი... ეს ჩემი მდგომარეობის ადამიანისათვის არაჯანმრთელი მაგალითია და ნაკლებად იმედისმომცემი...

თუმცა მე დარწმუნებული ვარ ღვთის შეწევნით გადავლახავ ამას...


აქ იმიტომ დავპოსტე, რომ ჩემი პოსტი თემატურია.
იმიტომაც, რომ ილუზიებით არ ვიცხოვროთ და იმის შემეცნება გვქონდეს,
რომ ხვალ თუ ზეგ შეიძლება პაპიროსსაც მივუბრუნდეთ და მოსაწევსაც (დაგვიფაროს უფალმა)
გეტყვი, როგორც დავანებე თავი : 23 თებერვალს, ბოლო ღერი ჩავაქრე და მას მერე 7 წელი ნაფაზი არ დამირტყამს.
ნუ, მერე რატომ მივუბრუნდი და რა მოხდა, ეს სხვა თემაა და არავის ეხება ჩემ გარდა.

პრაქტიკულ რჩევებსაც მოგცემ : ლომკა რომ შემოგიტევს, წყალი სვი დიდი ოდენობით. ეს, ძველი გერმანული ემპირიაა და ნამდვილად შველის, გამოცდილი მაქვს.
ან ჭამე ბევრი საჭმელი, ანუ, მოწევა რომ მოგინდება, ეგრევე სუფრას მიუჯექი.
დაიწყე ვარჯიში, ეგეც შველის. თავს რომ ჯანსაღად იგრძნობ, ნაკლებად მოგინდება თამბაქოს სიტუაციაში დაბრუნება.


პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 03:28 PM

terra
გმადლობ...

ეს პოსტი უმჯობეს არს... smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 03:30 PM

როგავა

შენ გაიხარე smile.gif
შეგეწიოს უფალი..

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 19 2010, 08:15 PM

ვაი სიგარეტის მოწევა თუ მოგინდება და სუფრას მიუჯექით დაიდებთ მერე პატივსაცემ ღიპებს, დიდი რაოდენობით წყლის დალევა და ვარჯიში უკეთესი რჩევაა

ტერრაჯან რაც სურათებში შეგხედე კაი წიწკვი უნდა იყო მამაკაცის კვალობაზე და 7 წელი რამდენი სიგარეტიც მოგინდებოდა თუ სუფრას მიუჯდებოდი, რამფერ შეინარჩუნე მაშინ ეგ წონა smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 08:21 PM

ციტატა(Ligia @ Jul 19 2010, 08:15 PM) *

ვაი სიგარეტის მოწევა თუ მოგინდება და სუფრას მიუჯექით დაიდებთ მერე პატივსაცემ ღიპებს, დიდი რაოდენობით წყლის დალევა და ვარჯიში უკეთესი რჩევაა

ტერრაჯან რაც სურათებში შეგხედე კაი წიწკვი უნდა იყო მამაკაცის კვალობაზე და 7 წელი რამდენი სიგარეტიც მოგინდებოდა თუ სუფრას მიუჯდებოდი, რამფერ შეინარჩუნე მაშინ ეგ წონა smile.gif


წიწკვობის რა მოგახსენო ჩემო კარგო, პად სოროკ ტიპი ვარ რა tongue.gif

ჭამას რაც შეეხება, რამდენიმე კვირა დამჭირდა თავგამეტებული კვება, თუ სწორად მახსოვს.
მერე ლომკა მოიხსნა, ვარჯიში დავიწყე და თან და თან დალაგდა ორგანიზმი.

ხო, და თან მიდრეკილება არ მაქვს სიმსუქნისკენ და მაშინ მხოლოდ 4-5 კილო მოვიმატე, აქედანაც 90% კუნთში წავიდა.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 19 2010, 08:29 PM

მაიცა კაცო მართლა პოდ სოროკ ხარ? smile.gif))) ვააა შენ მართლა გარგო 7 წელი სიგარეტის არ მოწევამ smile.gif კაი შენახული კაცი ყოფილხარ

ისე სიგარეტის მოწევა რომ დაიწყოს ადამიანმა ნეტა წონაში თუ დაიკლებს?
ხალხნო ეს ისე ვთქვი, წონაში დაკლება თუ გინდათ ივარჯიშეთ და სწორად იკვებეთ

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 08:36 PM

Ligia

ციტატა
მაიცა კაცო მართლა პოდ სოროკ ხარ? smile.gif))) ვააა შენ მართლა გარგო 7 წელი სიგარეტის არ მოწევამ smile.gif კაი შენახული კაცი ყოფილხარ

გენეტიკა მაქვს ეგეთი smile.gif

ციტატა
ისე სიგარეტის მოწევა რომ დაიწყოს ადამიანმა ნეტა წონაში თუ დაიკლებს?

ზოგზე მოქმედებს, ზოგზე არა, ტაკ ჩტო - არ სცადო ჯობია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 19 2010, 08:38 PM

terra
რაიო biggrin.gif 40 წლის ხარ? biggrin.gif ვარ გმაშერა ასე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 19 2010, 08:49 PM

ციტატა(terra @ Jul 19 2010, 09:36 PM) *

Ligia

გენეტიკა მაქვს ეგეთი smile.gif
ზოგზე მოქმედებს, ზოგზე არა, ტაკ ჩტო - არ სცადო ჯობია biggrin.gif


ვაა გენეტიკა ნახე რა რეებს შვრება smile.gif
არა 40 წლის არ ვარო, პად სოროკ ვარო ანუ 35-40 შორის, მარა ნუ მაინც მოლოდეც გენეტიკას

არ ვცდი გენა, არც რაი მაქვს საცდელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 19 2010, 09:12 PM

terra

ციტატა

მწეველებზე ამბობენ, ერთ ბოლოში ცეცხლია (სიგარეტის) და მეორე ბოლოში იდიოტიო smile.gif




გაიგე ხორხე?





laugh.gif

პ.ს. ერთხელაც იქნება გამპუტავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 19 2010, 09:20 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jul 19 2010, 09:12 PM) *

terra

გაიგე ხორხე?
laugh.gif


გავიგე და დავაიგნორე, რაღას მახსენებ biggrin.gif

ციტატა
პ.ს. ერთხელაც იქნება გამპუტავს biggrin.gif


ჩათვალე, რომ გაპუტული ხარ უკვე cool.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 19 2010, 09:21 PM

ციტატა(terra @ Jul 19 2010, 10:20 PM) *

გავიგე და დავაიგნორე, რაღას მახსენებ biggrin.gif
ჩათვალე, რომ გაპუტული ხარ უკვე cool.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif



პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 19 2010, 09:30 PM

ვაა ანუკას კიდე გაპუტვა უნდა? მაგას ჯობდა დაგეწერა სულს შეგიბერავო

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 19 2010, 10:49 PM

თქვენი არ ვიცი და მე მინიმუმ 15 კილოს ისე შევირგებდი, როგორც არაფერი, იმენნა ჩემს წონამდე მაგდენი მაკლია, ახლა 68 კგ ვარ... ასე რომ სიგარეტის გადაგდებას ჩემთვის სხვა ბევრი სარგებლის მოტანაც შეუძლია... smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 19 2010, 10:57 PM

ციტატა(Ligia @ Jul 19 2010, 10:30 PM) *

ვაა ანუკას კიდე გაპუტვა უნდა? მაგას ჯობდა დაგეწერა სულს შეგიბერავო

biggrin.gif მაგარი ხარ ლიგიიი biggrin.gif



ასუქებს? ე.ი. დავიწყო და მერე დავანებო? biggrin.gif
სხვანაირად ვერ ვსუქდები და .... unsure.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 20 2010, 11:14 AM

წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 20 2010, 11:26 AM

ციტატა(როგავა @ Jul 20 2010, 11:14 AM) *

წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif


მშვენიერია smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 20 2010, 11:26 AM

ციტატა(როგავა @ Jul 20 2010, 11:14 AM) *

წარმატებით მიდის ჩემი მეორე დღე სიგარეტის გარეშე... smile.gif

ეცადე დღები არ დაითვალო, ჩათვალე, რომ არ ეწეოდი. უბრალოდ დაივიწყე სიგარეტის არსებობაზე smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 20 2010, 11:30 AM

terra
lingvo


გმადლობთ...

ეგეც ვიცი რომ არ უნდა ვითვალო... 2 დღე რა დასათვლელია მაგრამ მაინც... smile.gif

დარწმუნებული ვარ დავაგდებ ბეჭებზე ამ მავნე ჩვევას...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 20 2010, 11:53 AM

როგავა

ისე, რა სისულელეა, წარმოიდგინე,
ადამიანები ისედაც ვიხოცებით და ამაში ფული რატომ უნდა ვიხადოთ დამატებით - გაუგებარია mellow.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 20 2010, 11:59 AM

terra
გეთანხმები...

სუიციდი არ ჰქვია, მაგრამ კარგად რომ დაფიქრდე შეიძლება ეგეც იყოს...


რამხელა ასოებით აწერია - კლავსო... და მაინც ვეწევით

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jul 20 2010, 12:15 PM

ციტატა(terra @ Jul 20 2010, 11:53 AM) *

როგავა

ისე, რა სისულელეა, წარმოიდგინე,
ადამიანები ისედაც ვიხოცებით და ამაში ფული რატომ უნდა ვიხადოთ დამატებით - გაუგებარია mellow.gif



ადამიანს არ აქვს უფლება აირჩიოს როგორ მოკვდება?

არ მილოცია და არც მორწმუნეობით გამოვირჩევი, მით უმეტეს მაშინ, როცა დავანებე თავი მოწევას, ღმერთი ვის ახსოვდა smile.gif მაგრამ დილით გავიღვიძე 2 წლის წინ და აღარ მოვწიე და არც ახლა ვეწევი smile.gif
არაფერი არ ხდება უფლის გარეშე, მაგრამ უფალი რა შუაშია თუ ჩვენ არ მოვინდომეთ და ნებისყოფა არ გვეყო smile.gif
არ მჯერა მე რომ ლოცვა გვიშველის და დაგვანებებინებს თავს ათას მაიმუნობას, ლოცვა მხოლოდ ნებისყოფის განსამტკიცებლად თუ დაგვეხმარება მაგ დროს smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 20 2010, 12:21 PM

თამბაქოს წევაზე


ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს.
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.
ღირსი ამბროსი ოპტინელი

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა. ამას მოჰყვება გაუცხოება ოჯახთან და მეგობრებთან. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს უმსგავსობაა, განსაკუთრებით აუტანელი ქალიშვილებში. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კი - თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს.
თამბაქოს წევა და ყოველგვარი ნარკოზი ახშობენ ჩვენს გრძნობას სიწმინდისა და უბიწოებისადმი. პირველი სიგარეტი - ეს პირველი დაცემაა, უმანკოების დაკარგვა. არა ცრუ პურიტანობა, არამედ უშუალო გრძნობა და ღრმა რწმენა მიბიძგებენ ეს ვთქვა. ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო.
მამა ალექსანდრე ელჩანინოვი



ეპისკოპოსი ბარნაბა ბელიაევი

მოკლე ისტორიული მიმოხილვა მეცნიერების თვალსაზრისი თამბაქოს წევაზე

(წიგნიდან „სიწმინდის ხელოვნების საფუძვლები“)


ნიშანდობლივია თამბაქოს წევის ისტორია. იგი გვიჩვენებს, რომ ვერავითარმა წამებამ და სიკვდილით დასჯის შიშმაც კი ვერ აიძულა ადამიანები უარი ეთქვათ ამ საშინელ, მართლაც რომ დამღუპველ ჩვეულებაზე. ამასთან ეს ისტორია იმდენად ხანმოკლეა და ისე ცოცხლადაა შემონახული კოცობრიობის მეხსიერებაში, რომ ადვილად შეიძლება აღვადგინოთ მისი ყველა წვრილმანი. მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ამ გარემოების გამო იგი უკიდურესად მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მთელი სიცხადით წარმოაჩენს დემონთა იმ მზაკვრობას, რომლითაც ისინი ადამიანებს ამ შხამით გატაცებისაკენ სრულიად აშკარად და დაუფარავად აქეზებენ, თუმცა სხვა შემთხვევებში ისინი ჩვეულებრივ ფარულად, შენიღბულად მოქმედებენ.

... როდესაც 1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი კუნძულ სან-სალვადორს მიადგა, ის და მისი თანამგზავრები უჩვეულო სანახაობის მოწმენი გახდნენ: კუნძულის წითელკანიანი მკვიდრნი პირიდან და ნესტოებიდან კვამლის ბოლქვებს უშვებდნენ. საქმე იმაში იყო, რომ ინდიელებს რელიგიური დღესასწაული ჰქონდათ, რომლის დროსაც ისინი განსაკუთრებულ ბალახს ეწეოდნენ, და ეწეოდნენ გონების დაკარგვამდე. ასეთ მდგომარეობაში ისინი კონტაქტში შედიოდნენ დემონებთან და შემდეგ ჰყვებოდნენ, თუ რა ამცნო მათ „დიდმა სულმა“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მეზღვაურები იგივე დემონებმა, რომლებიც ინდიელებს რიტუალური თამბაქოს წევისას ეჩურჩულებოდნენ, ჩურჩულითვე წააქეზეს გაეცნოთ ევროპელთათვის ეს ახალი „სიამოვნება“. და აი, კეთილგანწყობილი დემონების ფარული წაქეზებით მთელ ევროპასა და აზიაშიც კი დაიწყო თამბაქოს წევის საყოველთაო ციებ-ცხელება. რა არ იღონეს საერო და საეკლესიო ხელისუფლებმა, რომ აღეკვეთათ ეს ბოროტება - მაგრამ ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა!

ასე, მაგ., 1623 წელს პაპმა ურბან VIII-მ გამოსცა ბულა, რომლითაც ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა ყველას, ვინც თამბაქოს ეწეოდა ტაძარში; თურქეთში 1625 წელს ამურატ IV-მ ბრძანა კისერზე მარყუჟჩამოცმული თამბაქოს მწეველები ეტარებინათ ქუჩებში, შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ და მათი მოკვეთილი, პირში ჩიბუხგაჩრილი თავები საჯაროდ გამოეფინათ; 1638 წელს, სპარსეთში ლაშქრობისას, იმ ჯარისკაცებს, რომელთაც თამბაქოს წევისას წაასწრებდნენ, ხმლით აჩეხვა, ჩამოხრჩობა ან ძელზე გასმა ელოდათ... სპარსეთში შაჰ აბასმა ბრძანა - თამბაქოს მწეველები დაესაჯათ ცხვირისა და ტუჩების მოჭრით, თამბაქოთი მოვაჭრენი კი ცოცხლად დაეწვათ თავის საქონელთან ერთად.

შვეიცარიაშიც კი, ამ მარადი თავისუფლების (რასაკვირველია არა სახარებისეული გაგებით) ქვეყანაში, 1661 წელს აპენელის მაგისტრატმა თამბაქოთი ვაჭრობისათვის, როგორც თვით ღმერთის მიერ აკრძალული ცოდვისათვის, სასჯელის იგივე ზომა განსაზღვრა, რაც მკვლელობისათვის იყო დაწესებული...

მკაცრმა ზომებმა ვერ შესძლეს ახალი, მანამდე უცხო ხილისადმი მზარდი ლტოლვის შეჩერება. აკრძალული, იგი კიდევ უფრო ტკბილი ხდებოდა... და აი, ეწეოდნენ ფარულად, რისთვისაც მიდიოდნენ ტყეებში, იმალებოდნენ სარდაფებში. და ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე თავად ხელისუფალნი არ დანებდნენ.

რუსეთში მეფე მიხეილ თეოდორეს ძე თამბაქოს მოწევის გამო (რომელიც პირველად ინგლისელებმა შემოიტანეს, და უნდა ითქვას, ყველაზე ცუდი ხარისხისა, რასაც ინგლისში უკვე აღარავინ აღარ ეწეოდა) 1634 წლის განჩინებით ბრძანებდა უდიდესი სასჯელი დაედოთ - სიკვდილით დასჯამდე. ალექსი მიხეილის ძემ 1649 წლის სჯულისდებით დაადასტურა მამის განკარგულება და ბრძანა საჯარო ბაზრობებზე გაეშოლტათ ყველა, ვისაც თამბაქოს აღმოუჩენდნენ, ნესტოები და ცხვირი მოეჭრათ მათთვის და წამების შემდეგ გაესახლებიანთ შორეულ ქალაქებში, რათა ამის მხილველთ თამბაქოს წევის სურვილი გაჰქრობოდათ და არ დაჩვეულიყვნენ.

ვითარება შეიცვალა პეტრე I-ის გამეფების შემდეგ, რომელმაც ყველა თავის მანკიერებას ესეც დაუმატა: მან 1697 წელს გასცა რა თამბაქოთი თავისუფალი ვაჭრობისა და თამბაქოს წევის ნებართვა, არა მარტო გააუქმა ყოველგვარი აკრძალვები თამბაქოზე, არამედ პირადად, ლონდონში ყოფნისას (1698წ.) დადო ხელშეკრულება თამბაქოთი ვაჭრობის თაობაზე მარკიზ კარმარტენთან, ამასთან, ამ უკანასკნელს წინასწარ უნდა გადაეხადა მისთვის თორმეტი ათასი გირვანქა სტერლინგი, ხაზინისათვის კი ყოველწლიურად ათასი გირვანქა თამბაქო გადაეცა; საბაჟო გადასახადი განისაღზვრა ოდენობით - ოთხი კაპიკი გირვანქაზე. ამ დროიდან საქმე სრული სვლით დაიძრა დასახული მიმართულებით.

მაგრამ საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ როგორმე შეესუსტებინათ ეს საყოველთაოდ გავრცელებული ბოროტება და გამოეაშკარავებინათ მთელი ის ზიანი, რაც ამ ჩვევას მოაქვს. ისინი ქმნიან საზოგადოებებს, გამოსცემენ ჟურნალებს, ბეჭდავენ ბროშურებს, აწყობენ კონკურსებს და აწესებენ პრემიებს საუკეთესო ნაშრომებისათვის თამბაქოს წევის მავნეობაზე.

და მართლაც, თამბაქოთი (Nicotiana tabacum-ის ფოთლებით) გამოწვეული ზიანი, როგორც მეცნიერებამ ზუსტად დაადგინა, ძალიან დიდია.

თამბაქოს ბოლი (ნიკოტინის მჟავის გარდა) შეიცავს: გოგირდწყალბადს, გოგირდმჟავას, გოგირდოვან ტყვიას, ნახშირის ჟანგს, ნახშირმჟავას და ა.შ. დადგენილია, რომ ყველა ეს შხამი გარკვეულ პირობებში ჰაერის მეშვეობით სისხლში ხვდება.

„წყალთან ერთად მიღებული 15 მილიგრამი ნიკოტინი, უკვე იწვევს ნიკოტინური მოწამვლის პირველი ნიშნების გამოვლენას, - ვკითხულობთ დასავლეთის ერთ-ერთ ცნობილ ჰიგიენისტთან, - დაახლოებით ოთხი გრამის წონის სიგარა 1(2-3)4 საათში გადასცემს ორგანიზმს 7-10 მილიგრამ ნიკოტინს... აქტიური მწეველებისათვის ჩვეულებრივია სასის კატარი. ხშირად აღენიშნებათ ნერვული აშლილობანი, ნერვოსთენური მოვლენები, გულისცემის აჩქარება, აგზნებადობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ბუნდოვანი მხედველობა, სუსტი მეხსიერება და ა.შ. უფრო სუსტი ადამიანებისათვის, რომლებიც თამბაქოს შეჩვეულნი არ არიან, თამბაქოს ბოლის ერთი ჩასუნთქვაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ გამოიწვიოს თავის ტკივილი, სულის შეხუთულობა ან ბნედა.

თამბაქოს წევა აქვეითებს მადას, არღვევს საჭმლის მონელების პროცესს. ეს უკანასკნელი გასაგებიცაა, რადგან თამბაქოს წევა იწვევს ნერწყვის გაძლიერებულ გამოყოფას, რომელიც იმის გამო, რომ მწეველი მას მაშინვე გადაანერწყვებს, იკარგება. ნერწყვი კი აუცილებელია საკვებ ნივთიერებათა მთელი კლასის (სახამებლის) მონელებისათვის. გარდა ამისა, თამბაქოს ბოლი გადაყლაპვისას იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას“. და რა ხშირად შეიძლება გავხდეთ (არამწეველი ადამიანისათვის) ასეთი უმსგავსო სურათის მოწმე, როდესაც ადამიანს სადილობისას ერთ ხელში სიგარეტი აქვს, მეორეში - კოვზი ან ჩანგალი და საკვების ყოველ ლუკმას თამბაქოს ბოლს აყოლებს. მართალია, ნიკოტინი უშუალოდ არ იწვევს სასიკვდილო დასასრულს, მაგრამ აქვეითებს შრომის სურვილს, შრომის უნარს, აზროვნების ძალას და სასიცოცხლო ენერგიას. მართალია, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ თითქოს უკეთ მუშაობენ და აზროვნებენ, როდესაც ეწევიან. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ ისინი ნიკოტინით გამოწვეულ აგზნებას ძალის გამოვლინებად აღიქვამენ, და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხოვრობენ არა პროცენტებით, არამედ საკუთარი სასიცოცხლო ძალის კაპიტალის ფლანგვას ეწევიან.

ასეთია თანამედროვე მეცნიერების დასკვნები თამბაქოს წევის მავნეობაზე.

პოსტის ავტორი: ლურჯი ბუ თარიღი: Jul 20 2010, 12:27 PM

ციტატა(lingvo @ Jul 20 2010, 12:17 PM) *

თამბაქოს წევაზე

როდესაც ადამიანი ეწევა, მისი სული უკვე დემონური ძალების ტყვეობაშია. იცოდეთ, რომ (მსოფლიო) წარღვნამდე არც თუ ისე დიდი ხნით ადრე, ადამიანები თან დაატარებდნენ წყლით სავსე პატარა დოქებს: ერთმანეთს სთავაზობდნენ ამ წყალს. მათ არც კი უწყოდნენ, რომ წყლით დაიღუპებოდნენ. დღეს კი ყველას ჯიბით ასანთი ან სანთებელა ე.ი. ცეცხლი დააქვს. პირველი სამყარო უსჯულოებისათვის წყლით განადგურდა, ახლანდელი კი ცეცხლით განადგურებისათვის ემზადება, ამიტომაა რომ ბევრი ეწევა და ჩვენ დავიწვებით, ფერფლად ვიქცევით.
არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი)


მომკალით და ასეთი რამ ნამდვილად მაოცებს smile.gif
არ შეიძლება რაიმე უფრო დამაჯერებელი არგუმენტი მოიტანონხოლმე?
მაგალითად:

თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონებას და ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით. გაღიზიანებადობა და სევდა - ეს შედეგია თამბაქოს წევისაგან ავადმყოფურად განმცდელი სულისა.

ზუსტია!

ესეც:

თვალშისაცემია სიმდაბლე და უსუსურობა დამწყებ მწეველთა მოტივებისა - სურვილი მოიქცნენ ისე, როგორც ყველა, დაცინვის შიში, სხვის თვალში ამაღლების სურვილი. ეს ერთდროულად ლაჩრისა და გაიძვერას ფსიქოლოგიაა.

ეს არის ფაქტი, ხოლო რა იყო წარღვნამდე და აწი როგორ დავიფერფლებით, ეგ, ჩემი აზრით სასაცილოდ და არარეალურად ჟღერს ამ ყველაფერთან smile.gif





ეპისკოპოსი ბარნაბა ბელიაევი - მოკლე ისტორიული მიმოხილვა მეცნიერების თვალსაზრისი თამბაქოს წევაზე
- მომწონს ეს!
ამით ნამდვილად შეიძლება დააფიქრო მწეველი smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 20 2010, 01:05 PM

ხალხო მე იმაზე მეცინება სიგარეტის კოლოფებს დიდი ასოებით რომ აწერია მოწევა კლავსო biggrin.gif

ხალხი კიდევ მაინც ეწევა sad.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 20 2010, 01:12 PM


მწეველის ფილტვები
\
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც


ციტატა(ნანინა @ Jul 20 2010, 01:05 PM) *

ხალხო მე იმაზე მეცინება სიგარეტის კოლოფებს დიდი ასოებით რომ აწერია მოწევა კლავსო biggrin.gif

ხალხი კიდევ მაინც ეწევა sad.gif


მაინც ეწევიან, მაგრამ ნერვებმოშლილები და დაძაბულები.
მე ვაჭრი ხოლმე წარწერიან ფენას და მშვიდად ვიკლავ თავს.

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jul 20 2010, 04:06 PM

terra

ციტატა
მე ვაჭრი ხოლმე წარწერიან ფენას და მშვიდად ვიკლავ თავს.

შენ ეწევი? ohmy.gif ვერ წარმოვიდგენდი
ცუდია ძალიან, მალე უნდა გადაეჩვიო user.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 20 2010, 04:59 PM

ციტატა(ნანინა @ Jul 20 2010, 04:06 PM) *

terra

შენ ეწევი? ohmy.gif ვერ წარმოვიდგენდი
ცუდია ძალიან, მალე უნდა გადაეჩვიო user.gif


ვერც მე წარმოვიდგენდი თუ ისევ მივუბრუნდებოდი ამ ეშმაკის ცეცხლს mellow.gif
უნდა მოვიშორო, აბა რა.

ისე, დღეს არ მომიწევია საერთოდ და იქნებ შევძლო..

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 20 2010, 05:20 PM

terra
აუ მიდი რა შემომიერთდი... biggrin.gif


ერთად უფრო ადვილად დავძლევთ... biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 20 2010, 05:24 PM

ციტატა(როგავა @ Jul 20 2010, 05:20 PM) *

terra
აუ მიდი რა შემომიერთდი... biggrin.gif
ერთად უფრო ადვილად დავძლევთ... biggrin.gif


კაი აზრია ohmy.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 20 2010, 08:14 PM

terra

მერე განხორციელება უნდა მაგ კაი აზრს...

მით უმეტეს შენნაირ გამოცდილ კაცს არ გესწავლება როგორ რესკად უნდა მოისროლო ეგ ჩვევა... biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 21 2010, 03:08 PM

როგავა

აბა როგორაა საქმე??

მე ვქაჩავ ჯერ უნიკოტინობას და დავდივარ საამოდ გაბრუებული.
ვჭამ და ვსვამ cool.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 21 2010, 06:58 PM

terra
ანუ აღარ ეწევი შენც??? biggrin.gif

ძალიან კარგი თუ მასეა... smile.gif


მე ვერ შემაცვლევინებს ჩემს პოზიციას ვერაფერი... ჩავაბარე სიგარეტი ისტორიას...

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jul 21 2010, 06:59 PM

ციტატა(terra @ Jul 21 2010, 04:08 PM) *

[ვჭამ და ვსვამ cool.gif

და ვარჯიში? თუ გაგიტკბა გენეტიკა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 21 2010, 09:07 PM

ციტატა(როგავა @ Jul 21 2010, 06:58 PM) *

terra
ანუ აღარ ეწევი შენც??? biggrin.gif

ძალიან კარგი თუ მასეა... smile.gif
მე ვერ შემაცვლევინებს ჩემს პოზიციას ვერაფერი... ჩავაბარე სიგარეტი ისტორიას...

smile.gif

ციტატა(Ligia @ Jul 21 2010, 06:59 PM) *

და ვარჯიში? თუ გაგიტკბა გენეტიკა? biggrin.gif

ვვარჯიშობ. მაზოხიზმში cool.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 21 2010, 09:28 PM

ნანინა

ციტატა
ხალხო მე იმაზე მეცინება სიგარეტის კოლოფებს დიდი ასოებით რომ აწერია მოწევა კლავსო

კახელი კი ბრაზობს, ამ სიტყვებს თოხს კი არ დააწერენო არა? tongue.gif

ყველაფერი კლავს, ნიკოტინიც, ჭამაც, დალევაც, ზედმეტი სიზარმაცე და ზედმეტი შრომაც კი.
ბაბუაჩემი 102 წლის გარდაიცვალა და ჩიბუხი არ გაუგდია ხელიდან.
მთელი ცხოვრება ეწეოდა.
ბოლოს მაინც მოკვდა, ოღონდ 102 წლის. tongue.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 21 2010, 09:38 PM

terra
რაღაც პირდაპირ პასუხს არ წერ და ეტყობა არ მიგიტოვებია პაპიროსის ქაჩვა... შენი ტექსტის მიხედვით დოზა გაქ დაგდებული როგორც ჩანს... smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 21 2010, 09:41 PM

როგავა

გუშინწინ ღამის შემდეგ ნაფაზი არ დამირტყამს smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 21 2010, 09:51 PM

terra

აი ეს კი გამიხარდა... პად სოროკ ხალხი ვართ და სიმტკიცე მეტი სიმტკიცე გვმართებს ამ "სიბერეში" biggrin.gif biggrin.gif

ნაინა

გეთანხმები, ზედეტი ყველაფერი კლავს, სხვათაშორის თოხიც... biggrin.gif

ბაბუას და მის ჩიბუხს რაც შეეხება, იმ ჩიბუხში ნამდვილი თამბაქო იქნებოდა და ჩვენს კოლოფებში კი, რომლებზეც "კლავს"-ო აწერია ის თამბაქო არ დევს რომელსაც ბაბუა ეწეოდა, ეს თამბაქო მართლა კლავს იმდენად არის დამუშავებული სხვადასხვა ქიმიური საშუალებებით...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 22 2010, 05:47 PM

როგავა

რავაა საქმე ძმაკაც? smile.gif

ხარ სტრესებში თუ არა?

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 22 2010, 08:00 PM

ვარ რა... გაიხარე მოკითხვისთვის...

არანაირი სტრესები, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე ადვილად შევძლებდი ამ პრობლემის დაძლევას... საღამოობით ოდნავ მიჭირს, მაგრამ ბარამბოს კოწახურს ვიხმარებ... smile.gif

შენ რას შვები? შენ როგორც ვხედავ მართლა სტრესებში ხარ... smile.gif

გამძლეობას და სიმტკიცეს გისურვებ...

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 22 2010, 08:24 PM

ციტატა(როგავა @ Jul 22 2010, 08:00 PM) *

ვარ რა... გაიხარე მოკითხვისთვის...

არანაირი სტრესები, ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე ადვილად შევძლებდი ამ პრობლემის დაძლევას... საღამოობით ოდნავ მიჭირს, მაგრამ ბარამბოს კოწახურს ვიხმარებ... smile.gif

შენ რას შვები? შენ როგორც ვხედავ მართლა სტრესებში ხარ... smile.gif

გამძლეობას და სიმტკიცეს გისურვებ...


კი, სტრესი ნამდვილად მაქვს smile.gif
ამ ეტაპზე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აბსტინენციას ერთად განვიცდი.
რაღაც პერიოდი თუ გავქაჩე, ფიზიკური მოიხსნება თან და თან.
ნუ, ვსვამ წყალს და სითხეს ზოგადად - დიდი რაოდენობით, მადაც აშკარად მომემატა და ვუბერავ როგორც შემიძლია biggrin.gif
როგორმე, რაიმეთი უნდა შევავსოთ ვაკუუმი, რომელიც უსიგარეტობამ დატოვა.
შენც წარმატებას გისურვებ, შეგეწიოს უფალი.


ციტატა(terra @ Jul 20 2010, 01:12 PM) *

მწეველის ფილტვები
\
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ესენი გადმომაქვს, რომ მუდმივად თვალში გვეჩხირებოდეს smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 22 2010, 09:00 PM

IPB-ს სურათი
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მწევლის, ტუჩის დაავადება

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
განგრენა მოწევის გამო

ვის უნდა, რომ ასეთი იქცეს მისი სხეული? sad.gif

IPB-ს სურათი

მოწევა = ნელი და მტანჯველი სიკვდილი

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 28 2010, 05:55 PM

როგავა

აბა, ჩავაბაროთ ატჩოტები ერთმანეთს? biggrin.gif

რა ხდება შენკენ? piqri.gif

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Jul 28 2010, 06:22 PM

მე ვეწეოდი 15 წლიდან (5 წელზე მეტი sad.gif ) და ახლახანს დავანებე 5 თვეა დაახლოებით..


ადვილი ყოფილა დანებება smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 28 2010, 06:26 PM

ციტატა(A.v.B @ Jul 28 2010, 06:22 PM) *

ადვილი ყოფილა დანებება smile.gif


კი კაცო, ერთი 30-ჯერ მაინც მაქვს თავი დანებებული biggrin.gif
მაგარი ადვილია cool.gif

პოსტის ავტორი: mata თარიღი: Jul 28 2010, 08:02 PM

მეც 5 წელი ვეწეოდი და ორი წლის წინ დავანებე თავი. სხვათაშორის არ გამჭირვებია, იმიტომ, რომ ძაან მაწუხებდა ეგ ამბავი და ერთ მშვენიერ დღეს მოვიკრიბე ძალა და შევეშვი.

ვისაც უნდა და ვინც ცდილობს, დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან დაანებებს თავს
წარმატებებს გისურვებთ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Jul 28 2010, 09:07 PM

terra
გაგიმარჯოს მეგობარო... როგორ ხარ? smile.gif

რახან ამდენი ხანი არ დამიპოსტავს შეიძლება იფიქრე, რომ ვერ გავუძელი... smile.gif
მაგრამ ეგრე არ არის... მედგრად ვარ და ეგრე ადვილად არ გავტყდები... სიგარეტს მოვაკვლევინდებ თავს? (აი ჩემი ახალი დევიზი, სლოგანი) biggrin.gif

ვერ წარმომედგინა თუ ასე ადვილად შევძლებდი თუნდაც ამდენი დღით თავის დანებებას... აშკარად ვგრძნობ რომ უფლის ძალა არის შემწე...

გფარავდეთ ყველას მისი მადლი...

შენ რას შვები?

mata

ციტატა
წარმატებებს გისურვებთ ყველას


გმადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jul 29 2010, 11:24 AM

როგავა

ციტატა
შენ რას შვები?

ცოდვა გამხელილი სჯობს და ლუდის სმა მომიწია ამას წინათ. ჰოდა 4-5 ღერიც მივაყოლე unsure.gif
მაშინ მეამა, მაგრამ დილით რომ გავიღვიძე, მაგარი ცუდი გრძნობა მქონდა.
იმის მერე არც მომიწევია.

დერჟის ბრატოკ!!


პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 6 2010, 11:40 AM

როგავა

რატომ დუმხარ? gio.gif

პოსტის ავტორი: როგავა თარიღი: Aug 6 2010, 11:50 AM

ციტატა(terra @ Aug 6 2010, 11:40 AM) *

როგავა

რატომ დუმხარ? gio.gif



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

არა მე არ ვდუმვარ, უბრალოდ არ ვამახვილებ ყურადღებას... smile.gif

მე ისევ "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს"...

ანუ არანაირი სურვილი არ მაქ თუნდაც ერთი ნაფაზის მოქაჩვის.... smile.gif

და რასა იქმ შენ? smile.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Aug 6 2010, 02:35 PM

ციტატა(როგავა @ Aug 6 2010, 11:50 AM) *

და რასა იქმ შენ? smile.gif


ყველაფერი კარგადაა, ღმერთს მადლობა rolleyes.gif

გაგაძლიეროს უფალმა.

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Aug 8 2010, 08:35 PM

ნუ აქტიური არა, მარა რაღაც პერიოდი პონტისთვს მწეველი : D

ამ ეტაპზე, ალბათ რელიგიური ღირებულებასთან რომ არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში მაინც არ მოვწევდი ..
რაღაც არაესთეტიურია, ადამიანი ცდილობს რასაც იღებს, ჭამს სუფთა, ჯანსაღი იყოს, სიგარეტი, ბოლი სიბინძურესთან ასოცირდება, და ნაკლებად სასიამოვნოა..
ამას გარდა ფილტვებს გარდა გულის, კუჭის პრობლემებსაც იწვევს, რაც შეიძლება ადამიანს ძალიან ძვირი დაუჯდეს, ასე რომ..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2014, 02:33 PM

ღვთისმშობლის ხატი "დაულევნელი ბარძიმი" არის შემწე მათიც, ვისაც თამბაქოს გადაგდების სურვილი აქვს და თავს ვერ ერევა smile.gif ამ ხატის წინაშე ვლოცულობდი ჩემ თანამშრომელზე, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ჩემდა საბედნიეროდ სიგარეტის წევას თავი დაანება smile.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Jan 30 2014, 06:26 PM

ციტატა
ღვთისმშობლის ხატი "დაულევნელი ბარძიმი" არის შემწე მათიც, ვისაც თამბაქოს გადაგდების სურვილი აქვს და თავს ვერ ერევა ამ ხატის წინაშე ვლოცულობდი ჩემ თანამშრომელზე, რომელსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს და ჩემდა საბედნიეროდ სიგარეტის წევას თავი დაანება


შენ გახარებას ჩემთვისაც ილოცე sad.gif ძალიან მიჭირს დიდი ხანია ვცდილობ შევეშVა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:47 PM

"მწეველი არ განიკითხო, ღმერთმა მას იმის ნებისყოფა მისცა, რომ თავი დაანებოს"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:11 PM

"მაინც საიდან გაჩნდა მოწევის მოთხოვნილება? ადამიანური ბუნებისთვის ხომ იგი უჩვეულოა? ადამიანისთვის ბუნებრივია სუნთქვის, ჭამის, სმის, ძილის მოთხოვნილება, მაგრამ მოწევა, ორგანიზმის მოშხამვა - ეს მხოლოდ ცოდვის მოთხოვნაა და არა ბუნების".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 07:00 PM

"გაღიზიანება და სევდა - ესაა სულის ავადობის ნიშანი, რომელსაც იწვევს მოწევა"

/წმ. ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2019, 09:05 PM

"ეწევი? დემონებს უკმევ!"

(ხალხური სიბრძნე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2019, 06:12 PM

"თამბაქოს წევა კარს უხსნის ყველაფერს აკრძალულს, მანკიერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2019, 06:25 PM

"ჰკითხეთ ნებისმიერ მწეველს და დარწმუნდებით, რომ თამბაქოს წევის დაწყება მისთვის რაღაც თვალსაზრისით დაცემა იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 12:13 PM

"სპორტს ვასწავლიდი პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით. ერთი ბავშვი სკოლაში სიგარეტს ეწეოდა. სკოლის შენობაში არ შეიძლებოდა სიგარეტის მოწევა. ერთხელაც დირექტორთან ერთად დერეფანში მოვდიოდი, სიგარეტის სუნი მეცა. მაშინვე იმ ბავშვისკენ გავიქეცი და სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე, თითები ჩამეწვა, მაგრამ ბიჭი გადავარჩინე.

ცხადია, დირექტორი მე არ გამიხსნიდა ხელს. მერე ის ბავშვი ჩემთან მოვიდა, მადლობა გადამიხადა - მასწავლებელო, დღეის ამას იქით სიგარეტს აღარ მოვწევო და შეასრულა პირობა..."

/პედაგოგი რუსუდან ხუხუნიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 08:46 PM

dialogue:

A- I can't quit smoking.

B - Of course, you can.

A - I don't have enough will power.

B - Of course, you do.

A - I wish I had never started.

B - So does every smoker.

A - I've tried to quit so many times.

B - So has everyone else.

A - Nothing seems to work.

B - All it takes is will power, and you have it.

A - Then why can't I quit?

B- You have to believe in yourself.

A - My brother smokes three packs a day.

B - Three packs of what?

A - Cigarettes, of course?

B - How can he do that?

A - When he's almost finished with one cigarette, he uses it to light another.

B - He's a chain smoker.

A - He's been a chain smoker for thirty years.

B - That's unbelievable, can he still breathe?

A - He can, but the people around him can't.

B - How can he still be alive?

A - His doctor says his heart and lungs are strong and healthy.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:17 PM

"ვინც თამბაქოს ყნოსავს და ეწევა, ის სულიწმინდას განდევნის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:18 PM

" - როგორ უნდა უყუროს ქრისტიანმა სიგარეტის წევას?

- სიგარეტის მოწევას ქრისტიან ადამიანს ბოროტი სული ჩააგონებს. თამბაქოთი მტერი ცდილობს განაგდოს ჩვენგან ღვთის მადლი, რომელიც ჩვენში, ქრისტიანებში, გროვდება წმიდა საიდუმლოთა მეშვეობით. თამბაქოს მოწევა ბოროტებაა და ჭეშმარიტმა ქრისტიანმა ის უნდა მოიშოროს და შეიძულოს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2020, 08:06 PM

" - როგორ გადავეჩვიო სიგარეტის მოწევას?

- წმიდა ამბროსი ოპტინელის რჩევა: "ამ ვნების წინააღმდეგ მიმართეთ სულიერ კურნებას: შვიდი წლის ასაკიდან მთელი თქვენი ცხოვრების ცოდვები დაწვრილებით აღიარეთ და ეზიარეთ წმიდა საიდუმლოებას; ყოველდღე იკითხეთ სახარების თითო თავი ან მეტი. როდესაც სევდა მოგერევათ, ისევ წაიკითხეთ, სანამ სევდა გაივლის. ისევ დადარდიანდებით, ისევ წაიკითხეთ სახარება, ან ამის ნაცვლად გააკეთეთ 33 დიდი მეტანია ჩვენი მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების მოსაგონებლად"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2020, 08:43 PM

ხალხური საშუალება სიგარეტის წინააღმდეგ

ივლებენ პირში სასმელი სოდის წყალხსნარს (1 ს.კ. სოდას 1 ჭიქა წყალზე) რამდენჯერაც სიგარეტის მოწევა მოუნდებათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2023, 09:33 PM

"Каждый курильщик должен задуматься о последствиях своего выбора. Готовы ли вы сократить себе жизнь ради минутного дымного увлечения?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2023, 07:41 PM

"თამბაქოს მოწევა აჩლუნგებს სულიერ ძალებს და რელიგიურ ინტუიციას, ავიწროებს გონების მოქმედების არეალს, თითქოს შემეცნები ზედა სართულებს უკეტავს მას.

გარდა ამისა, მოწევა ასუსტებს ზნეობრივ გრძნობას: თამბაქო ცრუდა დროებით სიმშვიდეს გვრის მწეველს, რომელსაც ნაკლებად აწუხებს სინდისი. ამ დროს თითქოსდა წაშლილია დაპირისპირება მარადისობისკენ მიმართულ სულსა და ვნებებით აღვსილ სამშვინველს შორის;

ქრება წინააღმდეგობები სინდისის მოთხოვნილებებსა და ადამიანის რეალურ ცხოვრებას შორის, მოვალეობასა და ცოდვას შორის.

როცა მწეველი ანთებს სიგარეტს, იგი თავისი გონების სინათლეს აქრობს და მშვინვიერში იძირება, სადაც საკუთარ თავს იღებს ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში - თავისი ვნებებითა და სისუსტეებით, და არა ისეთს, როგორიც უნდა იყოს სახარების მოთხოვნის შესაბამისად.

ამ კაპიტულაციას იგი აღიქვამს როგორც სიმშვიდეს, რომელიც სიგარეტმა მოჰგვარა"

/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2023, 07:02 PM

"მოწევა [ახალმოწამე] ტროფიმემ [ოპტინელი] შემდეგნაირად მიატოვა: მოქცეული ისეთ მოშურნეობას ამჟღავნებდა, რომ საკურთხეველში დამხმარედ დაუძახეს. თამბაქოს სუნი რომ იგრძნო, მღვდელმა უთხრა: "აირჩიე, ღმერთი ან თამბაქოო". მაშინ ლოცვითა და ღვთის შემწეობით მრავალი წლის ვნება ერთიანად მოიკვეთა.

ბერი ტროფიმე სიგარეტს სატანის სტვირს უწოდებდა. რადგან ეს საცდური თავად დაძლია, შეეძლო ამაში სხვებსაც დახმარებოდა. ერთი მორჩილი მოგვითხრობდა, რომ ოპტინაში მომლოცველად ჩასული სიგარეტის მოსაწევად ტყეში დარბოდა. ბერი ტროფიმეს საფლავზე ლოცულობდა ამ ვნებისგან გასათავისუფლებლად. ისიც გამოეცხადა ძილში და მრისხანედ უთხრა: "ჩემს საფლავს ფერფლს რატომ აყრიო?" და მორჩილს ისე შეეშინდა, რომ მოწევის სურვილი ერთიანად გაუქრა.

ცნობილია სხვა შემთხვევაც. ტროფიმეს საფლავზე მისი თანამემამულე ჩავიდა და ყვებოდა, რომ წინათ ბევრს სვამდა და ეეწოდა. მკვლელობის შემდეგ ტროფიმე სიზმრად გამოეცხადა და უთხრა: "მე შენთვის ვლოცულობ, შენ კი არაყს მასხამ და ფერფლს მაყრი. სამწუხაროდ, ამ კაცის სახელი და გვარი არავის ჩაუწერია, არადა, ის საგანგებოდ ჩამოვიდა ციმბირიდან, განკურნებისთვის მადლიერება რომ გამოეხატა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2023, 02:04 PM

"მამაო, ვეწევი და მომავალშიც მოვწევ". - "რა ვქნა, ამის გამო სიგარეტით მოგკლა? მაგრამ იცოდე, მოწევას ხომ განსაცდელი მოყვება და მწეველისთვის მადლის მოხვეჭა იგივეა, რაც საცერით წყლის ტარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2023, 11:30 AM

"ერთხელ ავადმყოფი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან, მე ის სენაკის ეკლესიაში შევიყვანე, მისი უბედურება მოვაყოლე და დახმარების სურვილით ვუთხარი: - "იმისთვის, რომ შვილი გამოგიჯანმრთელდეს, შენც უნდა გააკეთო რამე, მაგრამ რა?

მეტანიებს შენ არ ასრულებ, მარხვას არ იცავ, ფული, იმისთის, რომ მოწყალება გასცე, არ გაქვს, ამიტომ ღმერთს ასე მიამრთე: "ღმერთო ჩემო, მე არაფერი მაქვს ისეთი, რასაც შესაწირად გაკადრებდი ჩემი შვილის ჯანმრთელობისათვის, მაგრამ იმას მაინც შევეცდები, რომ მოწევა მივატოვო".

ამ სიტყვებმა იმოქმედა უბედურ მამაზე და მან აღმითქვა, რომ ჩემს რჩევას გაითვალისწინებდა. ვიდრე მას სენაკიდან გავისტუმრებდი, ურდულის გასაღებად მივბრუნდი, მან თურმე ჯიბიდან ამოიღო სანთებელა და სიგარეტი და ტაძარში, მაცხოვრის ხატთან დადო.

ეს მე არ შემინიშნავს. შემდეგ ჩემთან ერთი ყმაწვილი მოვიდა რაღაცის სათქმელად, საუბრის შემდეგ სენაკიდან გასვლასაც არ დაელოდა, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. - "ყმაწვილო, აქ მოწევა არ შეიძლება, სადმე, შორს წადი და იქ მოსწიე", ვუთხარი მე, - "შენთან ეკლესიაში მოწევა კი შეიძლება?" მომიგო პასუხად.

ეკლესიაში სიგარეტისა და სანთებელის დანახვაზე ამ ბიჭმა იფიქრა, რომ მე ვეწეოდი. არც მიფიქრია მისი გადარწმუნება, ისე წავიდა, რომ შეხედულება არ შეუცვლია. კარგი, ვთქვათ, ვეწევი კიდეც, განა ამას ტაძარში გავაკეთებდი?! ხედავ, რა არის მცდარი აზრი?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2024, 09:16 PM

"ცნობილია ბევრი შემთხვევა, როცა თავგამოდებული თამბაქოს მწეველები ბერის [ღირსი პაისი ათონელი] წყალობით მოწევას თავს ანებებდნენ. სიტყვები, რომლებსაც ბერი ამ ადამიანებს ეუბნებოდა, მხოლოდ რჩევა არ იყო; მის სიტყვებს ძალა ჰქონდა. ეს სიტყვები ადამიანში თამბაქოსადმი ზიზღს იწვევდა და მოწევის სურვილი ურქრებოდათ. მაგრამ მსგავს შემთხვევებში ბერი ადამიანებს უფრო ლოცვებით ეხმარებოდა, ვიდრე სიტყვებით.

აქვე მოვიყვანთ ერთი ადამიანის მოწმობას, რომელმაც არჩია თავისი სახელი არ გაემხილა: "წმინდა მთაზე იმიტომ მივედი, რომ ბერი გავმხდარიყავი, მონასტერში სკუფია* (*წმინდა მთის მონასტრებში დამწყები მორჩილები მხოლოდ სკუფიას ატარებენ, კაბის გარეშე) არ მომცეს, რადგან მოწევას თავი ვერ დავანებე. იმ დროს დღეში ორ ყუთ სიგარეტს ვეწეოდი. ვცდილობდი, როგორც შემეძლო, ვხევდი ყუთებს, ვაგდებდი სიგარეტებს, მაგრამ... მეორე დღეს ვეძებდი სანაგვე ყუთებში და კვლავ ვეწეოდი. მრცხვენოდა ყოველივე ამის მოყოლა, მაგრამ მაინც მივედი ბერთან და ყველაფერი მოვუყევი. ბერმა მიპასუხა: "ნუ გეშინია, ადგები", - ამ სიტყვებით მან მანუგეშებლად დამკრა ხელი მხრებზე.

ჩვენი საუბარი შედგა დილის ათ საათზე. იმ დღეს საღამომდე არც კი გამხსნეებია სიგარეტი. იმ მომენტიდან, ბერის ლოცვებით, მოწევას თავი დავანებე. აღვიკვეცე ბერად. ეს ჩემთვის სასწაული იყო".

სხვა მომლოცველის მონათხრობი: "როდესაც ბერთან მივედი და მასთან ეზოში ვიჯექით, მე სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე. იმ დროს დღეში სამ ყუთს ვეწეოდი, ამიტომ სრულიად მექანიკურად მოვუკიდე. ბერი მომიახლოვდა, სიგარეტი პირიდან გამომიღო და მითხრა: "აი, რა: ახლა შენ უკვე იქამდე აღარ მოწევ, ვიდრე გერმანელები არ მოიგონებენ ისეთ ხელსაწყოს, რომელიც ფილტვებს გაწმენდს". ღამის გასათევად წავედით, სადაც უცებ გავაცნობიერე, რომ უკვე სამი საათი გავიდა, რაც არ მომიწევია. მაგრამ მოწევის სურვილიც აღარ მქონდა. ბერთან იმ საუბრის შემდეგ სიგარეტი ერთხელ და სამუდამოდ გადავაგდე".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)