ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
T I K O |
Sep 23 2008, 02:50 PM
პოსტი
#61
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
Nefertiti
მე უნდა მქონდეს "უცნობის" pdf ფაილი... ნუღარ იწვალებ, მოვძებნი და ავტვირთავ აჰა, http://www.link.ge/file/112337/ucnobi.pdf.html -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
iako |
Sep 23 2008, 03:24 PM
პოსტი
#62
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
მეც ძალიან მიყვარს ეს წიგნი. გალაქტიონი პირველი პოეტი იყო, ვისგანაც დაიწყო ჩემი პოეზიით დაინტერესება.
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
georgianeli |
Oct 13 2008, 04:33 PM
პოსტი
#63
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
გალა იგივეა პოეზიაში, რაც მოცარტი-მუსიკაში...
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
georgianeli |
Oct 13 2008, 04:37 PM
პოსტი
#64
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
გალა... იგივე გალაკტიონი.
თუნდაც, გატუნია... -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
თამარი_ცქნაფო |
Oct 13 2008, 04:51 PM
პოსტი
#65
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ნუ დაიბენი, გოგო, უყვარს კოკას ეგეთები. ისე მართლა, ოლია ოკუჯავასა და მის მიმოწერას თუ გადახაედავ, სულ ასე მიმართავს ქმარს: ''ჩემო გალ''... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მარიამი |
Oct 13 2008, 05:08 PM
პოსტი
#66
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნუ დაიბენი, გოგო, უყვარს კოკას ეგეთები. ისე მართლა, ოლია ოკუჯავასა და მის მიმოწერას თუ გადახაედავ, სულ ასე მიმართავს ქმარს: ''ჩემო გალ''... კოკა კი არა, სხვებიც იხსენიებენ "გალად" გალაკტიონს. მე აგერ უცბად მურმან ლებანიძის ორი ლექსი გამახსენდა ეგეთი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
guest |
Oct 15 2008, 03:46 PM
პოსტი
#67
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
"ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ,
ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის: -ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ მეორე პოეტი. უცებ ჭინკებით აევსო თვალი, თავის სიმაღლით ის იყო მთვრალი. -საქართველოში?!- ჩაიქირქილა და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.. " ლებანიძისაა თუ მაჭავარიანის აღარ მახსოვს. |
georgianeli |
Oct 29 2008, 08:25 PM
პოსტი
#68
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
ჰოოო... კარგია, რომ ემოციური ხალხია ღრიანკალები, მაგრამ ზოგჯერ ისე, ისე უნაპიროდ ღრმა... ამ ლექსებით რომ არ დაძლიონ თავი, ინფარქტს მიიღებენ ალბათ.. ამ შემთხვევაში, წარმომიდგენია გალას შინაგანი მდგომარეობა მათი წერისას და ახლა სულაც არ მეცინება... ამას ჰქვია პოეზიით შინაგანი ჯოჯოხეთის ამორტიზირება, ჩაქრობა... ბიძია მარკ ტვენი ამბობდა, რომ საუკეთესო იუმორის საფუძველი დიდი შინაგანი ტკივილებიაო. სამოთხეში არ არსებობს იუმორივოოო.
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
veriko7 |
Nov 8 2008, 02:21 PM
პოსტი
#69
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
"ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები და წავალ ქარში როგორც მოცარტი გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით. დღეს ყველგან მზეა, ეხლა ამ ბაღებს და მყინვარს მაღალ ზრახვათა მეფეს მაისი ალით ააზამბახებს ვინ შეყვარებულს და მეოცნებეს. ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი ლამაზი შუქთა მარადი ნთებით: მე-მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე მყინვარს-უმძიმეს იაგუნდებით. ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე მშვენიერების ლექსით მქებელი დღეს ყველგან მზეა და სილამაზე სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი. მაგარია გალაკტიონი |
iisperiTOVLI |
Nov 13 2008, 11:00 PM
პოსტი
#70
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
ხვალემ იზრუნოს ხვალისა
ხვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა, ღვინომ მიიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა. შეხედე, როგორ ჩქარია ამქვეყნიური დიდება, შეხედე, რა სიზმარივით წუთი წუთს მიეზიდება! არც ვწუხვარ, არც მერიდება მიმავალ-მომავალისა, წყალმა წაიღოს დიდება, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. გულმა მიიღოს გულისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა. ღვინომ მიიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
k@the |
Nov 17 2008, 01:56 PM
პოსტი
#71
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
წელიწადები წავლიან ძველი,
შეიცვლებიან ქარით სიონი, როგორც ერთია ქვეყანა მთელი ისე ერთია გალაკტიონი! ვულოცავ, ჩემს გალაქტიონს დაბადების დღეს! -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iisperiTOVLI |
Nov 17 2008, 08:01 PM
პოსტი
#72
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
მეც ვულოცავ! : )
-------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
k@the |
Nov 17 2008, 08:35 PM
პოსტი
#73
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
iisperiTOVLI
მერე ხელცარიელი ულოცავ? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
nat_uly |
Nov 19 2008, 12:19 AM
პოსტი
#74
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
გუშინ ჩვენმა ლექტორმა მთაწმინდაზე აგვიყვანა, გალაქტიონის საფლავზე.
მისი თაყვანისმცემლებიც გავიცანით იქ და ლექსებიც წავიკითხეთ, ჯერ ქართულად მერე რუსულად და ბოლოს ინგლისურად თუ დაგაინტერესებთ გალაკტიონის ინგლისურად გათარგმნილ ლექსებს დავდებ.(ჩემი ლექტორის ნათარგმნს) -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
T_a_M_o |
Nov 19 2008, 12:20 AM
პოსტი
#75
|
Me =) ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 10-November 08 მდებარ.: In My Mind წევრი № 5,925 |
ai gogoo
აჰაა საინტერესოა -------------------- Sometimes i think.. sometimes i don't...
|
KAIROS |
Nov 19 2008, 03:53 AM
პოსტი
#76
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნოდარ დუმბაძე "გალაკტიონი"
გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა... სინამდვილეში აი რა მოხდა: გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში. ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს. რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი. სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი. გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი. ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო... სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული. პ.ს. ჩემი გალაქტიონი... როგორ მიყვარს და თან მემშობლიურება პ.ს.ს. ციტატა აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება იცით ხომ ეს ლექსი? აი, რა მზის სიზმარია გალაკტიონ ტაბიძე აი, რა მზის სიზმარია - აირევი ივერია... აი დროშა, აშორდია, ჰაერების სიბერეა. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
georgianeli |
Dec 11 2008, 09:13 PM
პოსტი
#77
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
სანამ გალა ცოცხალი იყო, თბილისი მსოფლიო პოეზიის დედაქალაქს წარმოადგენდა...
შემდეგ?.. ბევრი რამე შეიცვალა და ახლა ისევ ხელია გამოსაღები ძველი დიდების დასაბრუნებლად -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
milana |
Dec 12 2008, 12:15 AM
პოსტი
#78
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 278 რეგისტრ.: 14-February 08 წევრი № 3,934 |
მცხვენია ...
-------------------- ”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
|
nino84 |
Sep 19 2009, 07:30 PM
პოსტი
#79
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
...დიდი ბავშვები! ამდგარან და და დამსხდარან ერთად და პოეზია უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად... -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
nino84 |
Sep 21 2009, 03:41 AM
პოსტი
#80
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
საუბარი ედგარზე
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი, როცა საუბარი ედგარ პოეზეა! აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი დასდევს განწირულთა შავი პოეზია. ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი, სახემიბნედილი ქალის მწუხარება! მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილი, მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება! (რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!) მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით... სანთლებს გაანელებს. დარბაზს დააბნელებს, მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით, უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა, ფარდა შეირხევა როგორც ყრუ ფოთოლი. კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება, ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი, თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები - ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი; ასეთ სანახავად, როგორც თანამდები, ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი! -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 09:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი