შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? |
Sotiris |
Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.
1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ. 2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია. ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც: ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან. ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც. შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით. აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია. აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა. ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ. ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა. ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად). კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან... ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს? სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865 შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას... რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა. ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Jul 13 2007, 11:08 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რაფერ ჩამოგართვა ხელი არც კი ვიცი!
ფაქტი ერთია; ღვთისმსახურებისას ჯდომა, ლოცვის ხარისხს აუმჯობესებს დგომისას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jul 13 2007, 11:38 AM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
მნათე ამაზე კითხვა მეც მქონდა და თემაც გავხსენი ისე, ან ის თემა გახსენით ან ეს შეუერთეთ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jul 13 2007, 11:45 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ისე, ან ის თემა გახსენით ან ეს შეუერთეთ კარგად აქვს ჩამოყალიბებული შოთას, ვფიქრობ ის უნდა შეუერთდეს ამას... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 12:10 PM
პოსტი
#5
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Sotiris
ასეთი თემა იყო და დღემდე არის. ვინმემ თქვა, რომ დაჯდომა არ შეიძლება? დაიღალე და დაჯექი რა პრობლემას ჰქმნით ვერ გვიგე. მაინც და მაინც ისე გინდათ დაიდგას ეკლესიაში სკამები, როგორც ეს კათოლიკურ ეკლესიებში დგას და ამაზეა პრობლმემა? ვერ გავიგე მართლაც. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jul 13 2007, 12:13 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
Sotiris ასეთი თემა იყო და დღემდე არის. ვინმემ თქვა, რომ დაჯდომა არ შეიძლება? დაიღალე და დაჯექი რა პრობლემას ჰქმნით ვერ გვიგე. მაინც და მაინც ისე გინდათ დაიდგას ეკლესიაში სკამები, როგორც ეს კათოლიკურ ეკლესიებში დგას და ამაზეა პრობლმემა? ვერ გავიგე მართლაც. რომ დაიდგას, რა მერე? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 12:17 PM
პოსტი
#7
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელი
ციტატა რომ დაიდგას, რა მერე? მაშინ იძულებული იქნები გინდა თუ არა დაჯდომა იდგე კონკრეტულ სკამთან, გეტყვი, რომ ჩვენს ეკლესიების უმრავლეობაში ესწარმოუდგენლად მიმაჩნია იქიდან გამომდინარეც რომ წირვაზე განსაკუთრებულად ტევა არ არის ხალხის, ხოდა კიდევ სკამები ასეთი განლაგებით. თუ აქ მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ასეთი განლაგებით სკამი იმიტომ უნდა იდგეს, რომ კაცი დაჯდეს თუ დაიღალა, გეტყვი, რომ ყველას მაინც არ ეტყოფა არც სკამი და არც ადგილი, ანუ მაინც მოგიწევს შენაცვლება. ისა, სუფთა ცნობისმოყვარეობის გამო, როგორი განლაგებით იდგა ისტორიულად საქართველოში სკამები. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
Jul 13 2007, 12:21 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა დაიღალე და დაჯექი რა პრობლემას ჰქმნით ვერ გვიგე. მაინც ანუ თანამედროვე სლენგით რომ ვთქვათ "ჩორტებს ვკერავთ"? ნინო, შენ მართლა გჯერა რომ საპირისპირო მოსაზრება არ არსებობს, ჩვვენ კი ქარის წისქვილს ვებრძვით? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 12:31 PM
პოსტი
#9
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა ნინო, შენ მართლა გჯერა რომ საპირისპირო მოსაზრება არ არსებობს, ჩვვენ კი ქარის წისქვილს ვებრძვით? რომ ლოცვაზე თუ დაიღალე უნდა დაჯდე????? აბა რა უნდა ქნა მაინც და მაინც გული უნდა წაგივიდეს და იატაკზე უნდა გაგორდე? ლევანი გეხვეწები ერთი ადამიანი მაინც მითხარი ვინც ამბობს, რომ ლოცვის დროს კატეგორიულად არ სეიძლება დაჯდომა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანუდოსელი |
Jul 13 2007, 12:39 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მნათე რომ ლოცვაზე თუ დაიღალე უნდა დაჯდე????? აბა რა უნდა ქნა მაინც და მაინც გული უნდა წაგივიდეს და იატაკზე უნდა გაგორდე? ლევანი გეხვეწები ერთი ადამიანი მაინც მითხარი ვინც ამბობს, რომ ლოცვის დროს კატეგორიულად არ სეიძლება დაჯდომა. დაჯდომა კიო,მარა სკამების დადგმა არაო აბა სად უნდა დაჯდე კაცო ? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Jul 13 2007, 12:40 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა დაჯდომა კიო,მარა სკამების დადგმა არაო აბა სად უნდა დაჯდე კაცო ? იატაკზე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jul 13 2007, 12:44 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ლევანი გეხვეწები ერთი ადამიანი მაინც მითხარი ვინც ამბობს, რომ ლოცვის დროს კატეგორიულად არ სეიძლება დაჯდომა. ნინო, თავად ის რომ ტაძარში უმრავლესობა დგას, სულაც არ მოასწავებს იმას რომ ისინი სკამებზე დასხდომას არ ელტვიან თუმცა არაერთ მათგანში, ამ პრობლემის იდეოლოგიურ გადაწყვეტას ვხედავ, მაგ: - "რას ბრძანებთ, განა ქრისტეს ჯდომა ეკადრება?" "ჩვენ კათოლიკეები კი არ ვართ" "ვერ ძლებ უგნურო? ქრისტეც ვერ ძლებდა" "ბარემ ორღანიც შემოგეტანათ, ბეჩა" და ა.შ - ასე რომ არ არის აი ნაკლებადაქტუალური მოვლენა "D -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
Jul 13 2007, 12:48 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ნინო, თავად ის რომ ტაძარში უმრავლესობა დგას, სულაც არ მოასწავებს იმას რომ ისინი სკამებზე დასხდომას არ ელტვიან თუმცა არაერთ მათგანში, ამ პრობლემის იდეოლოგიურ გადაწყვეტას ვხედავ, მაგ: - "რას ბრძანებთ, განა ქრისტეს ჯდომა ეკადრება?" "ჩვენ კათოლიკეები კი არ ვართ" "ვერ ძლებ უგნურო? ქრისტეც ვერ ძლებდა" "ბარემ ორღანიც შემოგეტანათ, ბეჩა" და ა.შ - ასე რომ არ არის აი ნაკლებადაქტუალური მოვლენა "D ნამეტანი აქტუალური ნამდვილად არ არის....აქტუალური - ლიტურგიის არასწორი ცნობიერებაა...(დამკვიდრება აზრისა, რომ როცა ხარ მზად,მაშინ უნდა ეზიარო....) მაგრამ ახლა საკმარისია, სკამები დადგა ეკლესიაში - სქიზმა არ აგვცდება... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 12:51 PM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა იატაკზე ეგ მხოლოდ ღამისთევის სტილია))))))) სკამები დგას, ყველაგან დგას. გამოგიტყდებით და მეც კი ვზივარ ხოლმე -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
გიორგი |
Jul 13 2007, 12:51 PM
პოსტი
#15
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
აბა სად უნდა დაჯდე კაცო ? სკამზე. საბერძნეთში ბევრ ეკლესიაში სკამებია - კათოლიკური მერხებივით და ეს სულაც არ არის ქრისტიანული სწავლების დარღვევა. არადა ბევრს ეს მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების პრინციპული სხვაობა ჰგონიათ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
Jul 13 2007, 12:53 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მაგრამ ახლა საკმარისია, სკამები დადგა ეკლესიაში - სქიზმა არ აგვცდება... მაი მასეა, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მართლმადიდებლობა და სკამი, ნათელ თავში ვერ გაიგივდება ერთმანეთთან თუ მის თავში რასაკვირველია არის ნათელი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 12:55 PM
პოსტი
#17
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა მაი მასეა, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მართლმადიდებლობა და სკამი, ნათელ თავში ვერ გაიგივდება ერთმანეთთან თუ მის თავში რასაკვირველია არის ნათელი რომელ ეკლესიაში არ დგას სკამი? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მართა |
Jul 13 2007, 12:57 PM
პოსტი
#18
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 |
აუფ ეგ უთხარით თქვენ ჩემ ტაძარში მოხუც ქალებს ზოგი ისეთია რომ დიდუუუუუუუუუუუ!არა ჩვენთან ტაძAრში კიდეში დევს რამოდენიმე მერხი გრძელი და თავსდებიან მშვენივრად,ზოგჯერ ფეხმძიმეებიც ჩამოისვენებენ ხოლმე,ზოგს "ლიჩნი" სკამიც აქვს სახლიდან მოტანილი გასაშლელი და ასე შემდეგ.....არის ისეთი ავადმყოფები რომლებიც მართლაც ვერ გაძლებენ მთელი წირვა ფეხზემდგარი მეც მქონია მსგავსი მომენტები ავადყოფნისას რამოდენიმეჯერ დამისვენია,ჯვართამაღლებაში იმდენი ბავშვი და მრევლის წევრი ეზიარება ხოლმე ის პერიოდი ფეხზე მდგარმა რომ გაატარო არ მიმაჩნია სწორად ჯერ ერთი,რომ სახვას აბრკოლებ ელემენტარულად ადგილს იკავებ და მაზიარებლებს "ხელ უშლი"და მეორეც ძალიან დაიღლები,მე და მარიტა ამ დროს გარეთ გავდივართ და ვისვენებთ ზიარების დამთავრებისთანავე ახალი"შემართებით" ვბრუნდებით ტაძარში.გამიგრძელდა სიტყვა
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
მნათე |
Jul 13 2007, 12:57 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რომელ ეკლესიაში არ დგას სკამი? ჩემს ეკლესიაში 2 სკამია და ორივეს გველეშაპივით დაპატრონებია ბებია "ლალი" და ქალბატონი "ციური" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მხევალი ნინო |
Jul 13 2007, 01:00 PM
პოსტი
#20
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
მნათე
ციტატა ჩემს ეკლესიაში 2 სკამია და ორივეს გველეშაპივით დაპატრონებია ბებია "ლალი" და ქალბატონი "ციური" , სადაც ორია იქ უკვე ნათქვამია, რომ სკამები შეიძლება დაიდგას, ხოდა მერე ხომ ხედავ გველეშაპები არ ტოვებენ პოსტს და ტქვენ კიდევ დაამატეთ ერთი ორი გრძელი სკამი მადლიზა, ხოდა თემასაც გამოეცლება საფუზველი. მაინც და აინც ერთი ორზე ნუ გამომეკიდებით, 6-7 დაამატეთ -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი