კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანდელის და საკმევლის დანიშნულება |
marine |
Apr 21 2020, 07:55 PM
პოსტი
#21
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამები ამბობენ, რომ სანთლის, საკმევლის და კანდელის ზეთის გულით შეწირვისას სახარებაში მოხსენიებულ იმ დედაკაცს ვემსგავსებით, რომელსაც ქრისტეს ძალზე ძვირადღირებული, კეთილსურნელოვანი ზეთი სცხო ფერხთ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 18 2020, 01:21 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს
"ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთია კანდელი - ჭურჭელი ზეთის დასანთებად. კანდელის ნათელი სიმბოლოა ზეციური ნათლისა. რამდენადაც სასუფეველში მყოფი წმინდანები ზეციური ნათლით არიან მოსილნი, აქაც, დედამიწაზე, მათ ხატებს მუდამ ნივთიერი ნათელი - ზეციური ნათლის ნიშანი უნდა ეფინებოდეს. წმინდანები ზეცაში მარადიულ ნათელში განისვენებენ, ამიტომ მათი წმინდა გამოსახულებანიც უნდა განათდეს. ძველი აღთქმა მკაცრად მოითხოვდა, რომ ღვთის ტაძარში ცეცხლი ყოველთვის ანთებული ყოფილიყო. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი "გამოცხადებაში" უფლის საყდრის წინაშე ანთებულ შვიდ ცეცხლოვან სასანთლეს ხედავს, შვიდ სასანთლეს შორის ჭვრეტს იგი იესო ქრისტესაც. ხატის წინაშე კანდელი იმიტომაც ინთება, რომ რწმენა ჩვენი სინათლეა. უფალმა იესო ქრისტემ თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა" (იოან. 8,12). კანდელის შუქი იმ შუქს მოგვაგონებს, რომლითაც მაცხოვარი ჩვენს სულებს ანათებს. ამასთანავე, კანდელი შეგვახსენებს იმ წმინდანის ნათელი ზნეობის შესახებ, ვისი ხატის წინაშეც ვანთებთ, რამეთუ წმინდანები "ძედ ნათლისად" (იოან. 12,36) იწოდებიან. მას იმისთვისაც ვანთებთ, რათა მცირედი მსხვერპლი შევწიროთ უფალს, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის; მცირედით გამოვხატოთ უდიდესი მადლიერება და ნათელი სიყვარული მისდამი, ვისაც ჩვენს ლოცვებში სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ხსნას შევთხოვთ - ყველაფერ იმას, რისი ბოძებაც მხოლოდ უსაზღვრო ზეციურ სიყვარულს შეუძლია. კანდელის ნათელი ბოროტ ძალებსაც აფრთხობს, ლოცვისას თავს რომ გვესხმიან, ყურადღებას გვიფანტავენ და ჩვენს ფიქრებს შემოქმედს აშორებენ. რადგანაც ბოროტ ძალებს წყვდიადი უყვართ, სინათლის დანახვაზე თრთიან, განსაკუთრებით კი იმ სინათლისა, ღმერთს და მის წმინდანებს რომ ემსახურება. გარდა ამისა, ანთებული კანდელი თავგანწირვისკენ ლტოლვას აღგვიძრავს - როგორც იწვის კანდელში ჩვენს ნებას დამორჩილებული ზეთი და პატრუქი, დაე, ასევე იწვოდნენ ყველა სატანჯველისას სიყვარულის ალით ანთებული და შემოქმედის მორჩილი ჩვენი სულებიც. დაბოლოს, კანდელს იმ მიზნითაც ვანთებთ, რათა შეგვახსენოს, რომ როგორც მისი ანთებაა შეუძლებელი ჩვენს დაუხმარებლად, რაც უნდა სათნოებით აღსავსე იყოს სული, მისი - ჩვენი შინაგანი კანდელის - ანთებაც წარმოუდგენელია თვინიერ ღვთიური წყალობის წმინდა ცეცხლისა - ჩვენი სათნოებანია ის საწვავი, რომელსაც უფალი თავისი ცეცხლით აღანთებს." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2021, 02:40 PM
პოსტი
#23
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კანდელის შუქი მიუძლურდა, გახუნდა, დაილია - ჭიამაიასოდენა გახდა"
/ლევან გოთუა, "ხანძთის ზარი"/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 17 2021, 05:45 PM
პოსტი
#24
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ შენი გული მორჩილების ზეთით ავსებული და ღვთის სიყვარულის ცეცხლით ანთებული კანდელი არ არის, მაშინ უსარგებლოდ ანთებ ტაძარში კანდელს!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 15 2021, 03:25 PM
პოსტი
#25
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საუკუნეების წინ, მეცნიერები ბიბლიური საკმევლის სამკურნალო თვისებებით დაინტერესდნენ. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი უძლიერესი იმუნოსტიმულატორი აღმოჩნდა. მისი არომატი სიმშვიდის, ჰარმონიულობისა და დაცულობის შეგრძნებას გვანიჭებს. ამას გარდა, ანადგურებს მიკრობებსა და ბაქტერიებს, რომლებიც მრავლად ბუდობს ჰაერში, წყალსა თუ ადამიანის ორგანიზმში და აჯანსაღებს მას; აქვს დეპრესიისა და სტრესის დაძლევისა და სულიერი სიმშვიდის მინიჭების თვისება. მეცნიერების დასკვნით, ეს ყველაფერი მასში შემავალი ნივთიერებების დამსახურებაა. მისი უმცირესი ნაწილაკები, ფილტვებიდან ორგანიზმში შეღწევისას, წარმოუდგენელ გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 14 2023, 06:45 PM
პოსტი
#26
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კვლევამ საიდუმლოს ფარდა ახადა!
ის ფაქტი, რომ საკმევლის არომატი კურნავს სულიერ ტკივილს, ანიჭებს ადამიანს სიმშვიდესა და დაულობის შეგრძნებას, ბევრისთვის არის ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ამას გარდა იგი ხელს უშლის მიკრობების გამრავლებას ჰაერში, წყალსა და რაც მთავარია, ორგანიზმში! მაინც რა არის ამ სასწაულმოქმედი ნივთიერების საიდუმლო? ბიბლიაში ნათქვამია, რომ საკმევლის დამზადების რეცეპტი თავად უფალმა უკარნახა მოსეს: "უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა თანაბრად. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებლეთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა". სუფთა ლებონა - სწორედ ეს არის გუნდრუკი, ფისი ძალიან იშვიათი ხის, Boswellia-სი, რომელიც არაბეთში იზრდება. შტახსი მურის ხის სურნელოვანი ნივთიერებაა. სურნელოვანი ხელბანა - ქოლგისებრთა ოჯახის მცენარის რძისებრი წვენის შედედებული გრანულებია, რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური და შარდმდენი თვისებები. ონიქსი - წითელ ზღვაში ბინადარი, განსაკუთრებული ტიპის მოლუსკის ნიჟარის სარქველია, რომელიც დაფქვილ მდგომარეობაში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა მედიცინაში. აღნიშნული კომპონენტების ერთად შეზავების შემდეგ, მენიერები შეეცადნენ დაედგინათ, ჭეშმარიტი ბიბლიური საკმევლის სამკურნალო თვისებები. შედეგმა ყველა გააოცა: საკმეველი აღმოჩნდა უძლიერესი იმუნოსტიმულატორი! აქედან გამომდინარე, როცა ღვთისმსასხურები ავადმყოფ ადამიანებს სამკეველს უკმევდნენ, კვამლი, რომელიც რელიგიის მიხედვით, წმინდა ძალებს განასახიერებს, ოთახს ავსებდა. მედიცინის ენაზე კი - ვირუსებსა და მავნე ბაქტერიებს კლავდა". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 12 2023, 04:47 PM
პოსტი
#27
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და აი, მოდის მაკარუდასი - ასე ეძახდნენ მამა მაკარის მოფერებით. ის იყო სწრაფი და ტკბილმოუბარი. ანგელოზივით იყო. რა ლამაზად ანთებდა კანდელებსა და ქორკანდელებს! ისევ რა მშვენიერი იყო, როცა ერთიმეორის მიყოლებით აქრობდა მათ!"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2023, 12:59 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საკმეველი მოკრძალებული სურნელია, რომელიც ამშვიდებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი