გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გალობა ინსტრუმენტების თანხლებით. . . (?) |
კანუდოსელი |
Jan 25 2010, 11:18 PM
პოსტი
#121
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რამდენადაც მახსოვს ორღანი გაჩნდა ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, თავიდან ასე ვთქვათ გაჩნდა შემთხვევიტ და შემდეგ ის შეითვისა ეკლესიამ.
ის არც ცუდია და არც კარგი...არის ჩვეულებრივი ტრადიცია დასავლეთის ეკლესიის. თუ ვინმე დადგამს ჩვენს ეკლესიაში მე პირადად გამიხარდება. არა იმიტომ, რომ რეფორმა მინდა, არამეტ იმიტომ, რომ პირადად მსიამოვნებს ორღანი . ერთი კია, რომ ლიტურგიკულ კონტექსტში ვერ ჯდება. თუმცა, კაცმა რომ მინდომოს, არც ესაა პრობლემა და ლიტურგიასთან ჰარმონიაში მოყვანაც არ უნდა გაძნელდეს... მოკლედ აბდაუბდა დავწერე, მაგრამ ცოტა გახსნილობა აჯობებს ორივე მხრიდან - ერთის მხრიდან რომ, ვტქვათ რომ ეს ეშმაკეული არაა და მეორე მხრიდან ვთქვათ მაინც რად გვინდა ორღანი? ჩემსავით წმინდა ესთეტიკის მიზნით, თუ ლიტურგიკული მიზნით? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
INFORMATION |
Jan 25 2010, 11:20 PM
პოსტი
#122
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
ნანინა
ციტატა ადამიანი, როდსაც ხმით გალობს, ის უშუალოდ ამყარებს კავშირს ღმერთთან. რაც შეეხება საკრავს, ის ამ შემთხვევაში შუამავალი გამოდის ადამიანისა და ღმერთის ერთობისა ნანინა, შენი ლოგიკით შუამავალი გამოდის- სანთელი, კანდელი, საცეცხლური და საკმეველი... მორწმუნე ლოცვის დროს სანთელს რატომ ანთებს იმიტომ ანთებს რომ ვერ ხედავს? საკმეველს იმიტომ ანთებს რომ ოჯახში ან ეკლესიაში კარგი სუნი დადგეს? და შენი აზრით სანთელი და საკმეველი შუამავალია ლოცვის დროს? კიდევ გიმეორებ- არანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ რომ საქ. მართლმადიდებელ ეკლესიაში ორღანი დაიდგას, და არც ვარ ამის მომხრე, თუმცა ვფიქრობ არაქრისტიანული არაფერია იმაში, თუკი ორღანის თანხლებით შესრულდება რომელიმე გალობა ციტატა ამიტომაა დადგენილი ვინ დაადგინა? |
ნანინა |
Jan 25 2010, 11:38 PM
პოსტი
#123
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
INFORMATION
ციტატა თუმცა ვფიქრობ არაქრისტიანული არაფერია იმაში, თუკი ორღანის თანხლებით შესრულდება რომელიმე გალობა ეს შენი პირადი აზრია უფრო სწორად არა მარტო შენი, დასავლეთის ეკლესიისაც არსებობს ადგილობრივი საეკლესიო ტრადიციები, მათ შორის გალობისაც ნუ საქართველოს მართლმადიდბელი ეკლესიის მაგალითზე არ ყოფილა მსგავსი ტრადიცია ორღანი რომც შემოვიდეს, ჯერ ერთი სავსებით შეუთავსებელი იქნება ქართულ საგალობლებთან და მეორე რატომ უნდა შემოვიდეს, როცა ეს ტრადიცია არ ყოფილა არც არასდროს მე არ ვაკრიტიკებ არც ორღანს და არ საორღანო მუსკიას დიდი სამოვნებითაც ვუსმენ პირიქით, ოღონდ როგორც მუსიკას და არა როგორც ლოცვას ციტატა ვინ დაადგინა? საეკლესიო პრაქტიკამ და წმინდა მამებმა ვინც ამ საგალობლებს ქმნიდნენ კონკრეტული დადგენილების ან რაიმე კრების განჩინების მითითება მე არ შემიძლია, მე ვსაუბრობ ადგილობრივი კელესიის პრაქტიკიდან გამომდინარე ციტატა რამდენადაც მახსოვს ორღანი გაჩნდა ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, თავიდან ასე ვთქვათ გაჩნდა შემთხვევიტ და შემდეგ ის შეითვისა ეკლესიამ. კი, თუ არ ვცდები VIII საუკუნეში, თუმცა არა მგონია თავიდანვე საღვთისმსახურო პრაქტიკაში დადგენილიყო, კი არა და არც დადგენილა საგალობლები სრულდებოდა თანხლების გარეშე მე ვერ ვხვდები რა უნდა ინფორმეიშენს ორღანის წინააღმდეგი არავინ ვართ, მის პრაქტიკაში დანერგვაზე გითხარი, რომ არსებობს შესაბამისი ტრადიციები ადგილობრივი ეკლესიების მე ვერ ვხვდები საერთოდ რაზე ვკამათობთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
INFORMATION |
Jan 25 2010, 11:47 PM
პოსტი
#124
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
ნანინა
ციტატა მე ვერ ვხვდები რა უნდა ინფორმეიშენს ციტატა მე ვერ ვხვდები საერთოდ რაზე ვკამათობთ მე დავწერე უკვე რატომაც ვერ ხვდები, თუმცა... ციტატა მის პრაქტიკაში დანერგვაზე გითხარი, რომ არსებობს შესაბამისი ტრადიციები ადგილობრივი ეკლესიების მეც დავწერე რომ აქ დანერგვა სისულელეა და დარწმუნებული ვარ რომც მოინდომოს პატრიარქმა ისეთ უნდობლობას და სქიზმას გამოუცხადებენ რომ გაფიქრებადაც არ ღირს. მოკლედ, მე გავდივარ ამ თემიდან ცოტა ხნით, რადგან აზრი არა აქვს საუბარს. დარჩეს ორღანი იქ სადაც არის, ჩვენ ვიგალობოთ ისე როგორც ტრადიციაა და კანონიკა, ორღანი მართალია არ ცხონდება მაგრამ არც ეშმაკისეულია და არც ანტიქრისტიანული! |
უჩა |
Jan 25 2010, 11:48 PM
პოსტი
#125
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
INFORMATION
ციტატა დარჩეს ორღანი იქ სადაც არის, ჩვენ ვიგალობოთ ისე როგორც ტრადიციაა და კანონიკა, ორღანი მართალია არ ცხონდება მაგრამ არც ეშმაკისეულია და არც ანტიქრისტიანული! ეე შე კაცო ესე არ ჯობია. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ნანინა |
Jan 25 2010, 11:50 PM
პოსტი
#126
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
INFORMATION
ციტატა მე დავწერე უკვე რატომაც ვერ ხვდები დაწერე კიდევ, გისმენ გულისყურით. ცდილობ მე გადმომაბრალო და ჩემს მიუხვედრელობას ყველაფერი, არა და თავად სვამ საკითხს არასწორად ახლა მაინც მიხვდი რომ უაზრობაზე კამათობ? მიხვდი კი არა დიდი ხანია ხვდებოდი, მაგრამ როგორც ყოველთვის არაფრისაგან აგორებ თემებს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
athos |
Jan 26 2010, 12:03 AM
პოსტი
#127
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
კანუდოსელი
ციტატა რამდენადაც მახსოვს ორღანი გაჩნდა ჯერ კიდევ განხეთქილებამდე, თავიდან ასე ვთქვათ გაჩნდა შემთხვევიტ და შემდეგ ის შეითვისა ეკლესიამ. რომელმა ეკლესიამ შეითვისა? გეთანხმები, განხეთქილებამდე გაჩნდა, თანაც ბიზანტიაში, მაგრამ იქ საერო მუსიკალური საკრავი იყო. ციტატა თუ ვინმე დადგამს ჩვენს ეკლესიაში მე პირადად გამიხარდება. არა იმიტომ, რომ რეფორმა მინდა, არამეტ იმიტომ, რომ პირადად მსიამოვნებს ორღანი . ერთი კია, რომ ლიტურგიკულ კონტექსტში ვერ ჯდება. თუმცა, კაცმა რომ მინდომოს, არც ესაა პრობლემა და ლიტურგიასთან ჰარმონიაში მოყვანაც არ უნდა გაძნელდეს... ახლა ეგრე ზოგს ბიზანტიური გალობა სიამოვნებს, თანაც ლიტურგიასთან ჰარმონიაში მოყვანა არ სჭირდება, მაგრამ მახსოვს რა დღეში იყავი მაგ გალობასთან დაკავშირებით და ცოტა უცნაურად მეჩვენება. INFORMATION ციტატა მოკლედ, მე გავდივარ ამ თემიდან ცოტა ხნით, რადგან აზრი არა აქვს საუბარს. საუბარს აზრი იმიტომ არ აქვს, რომ შენი მორიგი უაზრო თემაა -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
A.v.B |
Mar 8 2010, 11:23 PM
პოსტი
#128
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
ვერ გამიგია .... რა ორღანი... რის ორღანი ??? ვინც მართლმადიდებლურ ეკლესიაში ორღანის შემოტანას მოინდომებს , ან გინდაც ამოს მომხრეა ... ჩემი აზრით მისი აზროვნება ან უკვე ჩამოშორდა მართლმადიდებლურს... ან ჩამოშორების გზას ადგას... ! (ბოდიში თუ ვინმეს ვაწყენინე .. მე ჩემი აზრი გამოვხატე )
|
Atman |
Jul 2 2010, 06:50 PM
პოსტი
#129
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ფსალმუნი 149
1 ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში. 2 ახარებდეს ისრაელი თავისი შემოქმედით, ძენი სიონისა ზეიმობდნენ თავიანთი მეფით. 3 განადიდონ მისი სახელი ცეკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას. 4 რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს მორჩილებს შეწევნით. ცხორებითა. 5 იმხიარულონ წმიდანებმა ღირსებით, იღაღადონ თავიანთ სარეცლებზე. 6 ღმერთის განდიდება მათ ხორხში და მახვილი ორლესული მათ ხელში. 7 რათა შური იძიონ წარმართებზე, დასაჯონ ერები. 8 შეკრან მეფენი ბორკილებით და დიდებულნი მათნი - რკინის ხუნდებით. 9 განუმზადონ მათ სამართალი დაწერილი, დიდებაა ის ყველა მისი წმიდანისათვის. ადიდეთ უფალი! ფსალმუნი 150 1 ადიდეთ უფალი. ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში. 2 ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით. 3 ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით. 4 ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით. 5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. 6 ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი! ვფიქრობ ასეთი მოწოდების უარგუმენტოდ უარყოფა და მითუმეტეს მკრეხელობად გამოცხადება ცოტა უცნაური ჩანს. ყოველ შემთხვევაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს მეთოდი, რომელიც ვაიშნავებს და სუფიებს ძალიან აქცენტირებული აქვთ, "არ-ახალია". წინწილა მოდინახეს ციხის გათხერებისას მის ტერიტორიაზე არსებულ სამაროვანში სხვა ექსპონატებთან ერთად აღმოჩნდა წყვილი თეფშები, ანუ წინწილა. ეს სამარხი ჩვენი წელთაღრიცხვის IV-ე საუკუნით არის დათარიღებული. ანალოგიური საკრავები აღმოჩნდა მცხეთის, არმაზის გათხრების დროსაც. სულ ოთხი წყვილი, ე.ი. 8 წინწილა. დიდი და მცირე დიამეტრისაა. დიდი თეფშის დიამეტრი 40 სმ-ია, ხოლო მცირესი 20. წინწილები გარეგნულად ჩვეულებრივ თეფშებს გვანან, რომელთაც თავზე სარქველი აქვთ ხელის მოსაკიდი ყულფით. თეფშები ირგვლივ დაჩხვლეტილია. ისინი ხმის გამანაწილებლის როლს ასრულებენ. აღნიშნული საკრავი დღესაც არის ხმარებაში. ძველი და ახალი თეფშების შედარებამ ცხადყო, რომ გათხრებში მოპოვებული წყვილი წინწილა უკეთესად არის ნაკეთები ხმის განაწილების მხრივ, ვიდრე დღევანდელ სამხედრო ორკესტრებში არსებული უბრალო თეფშები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ხმის გამანაწილებელი სარტყელი და არც ხმის მარეგულირებელი ნახვრეტები. წინწილა ქართულ ლიტერატურაში ადრევე არის მოხსენიებული, მაგალითად, «ვეფხისტყაოსანში» ვკითხულობთ: "ბუკსა ჰკრეს და დაატკბობდეს მათთა ხმათა წინწილანი". ჩვენს მიერ განხილული საკრავის გარდა სხვადასხვა ლითონისაგან დამზადებული ხმის გამომცემი ანუ საჩხარუნებელი და ჟღარუნებიც არსებობდა. ესენია: ლინი, ეჟვანი, ქოსი და სხვ. ინდური კარატალები: მითუმეტეს ეს ქართულ ტრადიციაშიც იყო და არა მარტო "ძველი აღქმის" ტრადიციაში. პ.ს. ორღანი მართლა ზედმეტია. უბრალო ხალხური ინსტრუმენტები სრულიად საკმარისია. თუმცა მე ორღანსაც მივესალმები. ღმერთის დიდება ყველა ინსტრუმენტის თანხლებით შეიძლება -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
A.v.B |
Jul 2 2010, 07:01 PM
პოსტი
#130
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
Atman ... ძველ რჯულში საკრავების გამოყენება დაშვებული იყო ...
ახალში არ არის დაშვებული.. |
Atman |
Jul 2 2010, 07:04 PM
პოსტი
#131
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
დიპლიპიტო
დიპლიპიტო დასარტყამი საკრავია. მას უმთავრესად ანსამბლში უკრავენ. დიპლიპიტო შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან(1), რომლებზეც გადაკრულია ციკნის ტყავი(2). ქილები ერთმანეთთან თასმითაა(3) გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250მმ, პატარა ქილის დიამეტრია 90მმ, დიდის -170მმ. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით, ე.წ. «თხის ფეხუნებით»(4). ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში. ინდური მრიდანგა: A.v.B ციტატა Atman ... ძველ რჯულში საკრავების გამოყენება დაშვებული იყო ... ახალში არ არის დაშვებული.. გასაგებია, ჰოდა კითხვაც მაგაშია, რატომა არაა დაშვებული? სუსტი არგუმენტები იყო ზემოთ მოყვანილი. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dabneuli |
Jul 2 2010, 07:19 PM
პოსტი
#132
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 2-July 10 წევრი № 9,097 |
ანუ ლოცვაში უნდა ამაღლდეს ადამიანი; ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის მიერ, არამედ უსულო საგნის მიერ.
[www.orthodoxy.ge] კი მაგრამ ასე ხომ ზარიც უსულო საგანია და ის ჭურჭელიც, რომელიც გამოიყენება მსახურების დროს, მაგრამ მას ხომ იყენებენ სულიერი არსებანი, ეგ არგუმენტი ცოტა არ იყოს არ არის დამაკმაყოფილებელი |
Atman |
Jul 2 2010, 07:22 PM
პოსტი
#133
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
dabneuli
ციტატა ანუ ლოცვაში უნდა ამაღლდეს ადამიანი; ეს კი შეუძლებელია თუ ლოცვა სრულდება არა ადამიანის მიერ, არამედ უსულო საგნის მიერ. ინსტრუმენტი დამხმარე საშუალებაა და არა "მომღერალი". ხელს უწყობს სიმღერას და უფრო ლამაზს და რიტმულს ხდის მას, მითუმეტეს მაშინ, როცა ბევრი მღერის ერთად. ციტატა კი მაგრამ ასე ხომ ზარიც უსულო საგანია და ის ჭურჭელიც, რომელიც გამოიყენება მსახურების დროს, მაგრამ მას ხომ იყენებენ სულიერი არსებანი, ეგ არგუმენტი ცოტა არ იყოს არ არის დამაკმაყოფილებელი ზუსტად! და სხვათა შორის კარატალებს (იგივე წინწილას ქართულ ტრადიციაში) ინდოეთში ზარის ფუნქციას ანიჭებენ და ჟღერადობა და ვიბრაცია მსგავსი აქვს (პატარა ზარი იგულისხმება რა თქმა უნდა). იკარგება ცოდნაც და ტრადიციებიც... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dabneuli |
Jul 2 2010, 07:28 PM
პოსტი
#134
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 2-July 10 წევრი № 9,097 |
ise amovida kelshi amdeni dogmatebi da sisuleleebi, ra vici xalxo qriste sikvarulistvis movidao vamtkicebt da gvikvars gmertio da organisa da galobis gulistvis imdeni sisxlia vin icis dagvrili da axlac imdens vkamatobt rom... aramgonia sinamdvileshi gmerti zemot ijdes da chven msjelobas kulebs ucerdes. faqti isaa rom rac dro gadis mit ufro metad vartulebt gmerts da arada saertod ar aris igi rtuli
|
Atman |
Jul 2 2010, 07:30 PM
პოსტი
#135
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ძველი აღქმის ტრადიცია ამას ჰგავდა თუ იცის ვინმემ?
ან რა საგალობლებს გალობდნენ საერთოდ? "ადიდეთ უფალი. უგალობეთ უფალს გალობა ახალი, მისი დიდება წმიდათა კრებულში." ახალ საგალობელში რა იგულისხმებოდა აქ? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dabneuli |
Jul 2 2010, 07:32 PM
პოსტი
#136
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 2-July 10 წევრი № 9,097 |
ეს არის სუფთა ტრადიციებიდან გამომდინარე მომენტი რომელიც ზოგმა ეკლესიამ სჰეითვისა ზოგმა არა, თორე იოანე ოქროპირს ისიც არ უთქვამს ცირვის დროს თასით ცჰამოუარეთ ხალხსო და ფული მოაგროვეთო, მაგღამ რამდენ ეკლესიაშია ასე?
|
ნანინა |
Jul 2 2010, 11:23 PM
პოსტი
#137
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
Atman
მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში, მაგრამ როგორც ვიცი ძველ აღთქმაში დაშვებული იყო ინსტრუმენტების საშუალებით ღმერთის დიდება, ამაზე ძველ აღთქმაში არის საუბარი და პირველ რიგშI ფსალმუნებში. რაც შეეხება ახალ აღთქმა, ღვთისმსახურებაში ინსტრუმენტები არ გამოიყენება. ასეთია მართლმადიდებლური ტრადიცია, თუმცა კათოლიკები როგორც ვიცით ორღანს იყენებენ მე როგორც ვიცი (თუ არ ვცდები) წმინდა მამათა არგუმენტი ასეთია, რომ როდესაც ღმერრთს ხმით ადიდებ, უშუალო კავშირს ამყარებ ღმერთთან, ანუ შენი ლოცვა (ამ შემთხვევაში გალობის სახით გამოხატული) მიემართება ღმერთს. რაც შეეხება ინსტრუმენტს, ის შუამავალი ხდება შენსა და ღმერთს შორის. გარდა ამისა გალობა უპირველეს ყოვლისა არის ლოცვა და საგალობლებიც (ანუ მუსიკა) ლოცვის ადვილად აღსაქმელადაა გამიზნული. იგი ეხმარება მრევლს, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს სულ ერთ ტონში ლოცვა, თუმცა გალობის მთავარი დანიშნულება მაინც ლოცვაა, ანუ ღმერთის დიდება, ანუ ის სიტყვები, რომელსაც ადამიანის ბაგეები წარმოთქვამს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში გალობის სახით). ინსტრუმენტულ მუსიკაში კი არ არის ტექსტი (წმინდა ინსტრუმენტულ მუსიკზე მაქვს საუბარი), ხოლო რაც შეეხება ვოკალურ-ინსტრუმენტულ მუსიკას, ესეც არაა დაშვებული (წეღან განვმარტე რატომაც). ამ ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე ასე მაქვს გაგონილი dabneuli ციტატა se amovida kelshi amdeni dogmatebi da sisuleleeb დოგმები სისულელეები არაა ამიტომ გაიყო მართლმადიდებლობა და კათოლიკობაც თქვენი მსჯელობით მივალთ ეკუმენიზმის აღიარებამდე დოგმები იმიტომ დაადგინა ეკელსიამ, რომ უცვლელად დავიცვათ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ვეშაპო |
Jul 3 2010, 01:28 AM
პოსტი
#138
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Atman
ციტატა 5 ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით. ისე, სხვისი არ ვიცი, მარა წინწილას რაის ტკბილხმოვანია? Atman ციტატა ძველი აღქმის ძველი აღთქმის. ნანინა ციტატა ასეთია მართლმადიდებლური ტრადიცია, თუმცა კათოლიკები როგორც ვიცით ორღანს იყენებენ თან, როგორც ვიცი, პირველი ორღანი მაგათ ბერძნებმა აჩუქეს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Atman |
Jul 3 2010, 04:17 AM
პოსტი
#139
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ვეშაპო
ციტატა ისე, სხვისი არ ვიცი, მარა წინწილას რაის ტკბილხმოვანია? წინწილა არ ვიცი, ხმა არ მომისმენია, მაგრამ ინდური კარატალები ისეთივე ტკბილხმოვანია, როგორც ზარების წვრილი ხმა. ნანინა ციტატა მე როგორც ვიცი (თუ არ ვცდები) წმინდა მამათა არგუმენტი ასეთია, რომ როდესაც ღმერრთს ხმით ადიდებ, უშუალო კავშირს ამყარებ ღმერთთან, ანუ შენი ლოცვა (ამ შემთხვევაში გალობის სახით გამოხატული) მიემართება ღმერთს. რაც შეეხება ინსტრუმენტს, ის შუამავალი ხდება შენსა და ღმერთს შორის. გარდა ამისა გალობა უპირველეს ყოვლისა არის ლოცვა და საგალობლებიც (ანუ მუსიკა) ლოცვის ადვილად აღსაქმელადაა გამიზნული. იგი ეხმარება მრევლს, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს სულ ერთ ტონში ლოცვა, თუმცა გალობის მთავარი დანიშნულება მაინც ლოცვაა, ანუ ღმერთის დიდება, ანუ ის სიტყვები, რომელსაც ადამიანის ბაგეები წარმოთქვამს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში გალობის სახით). ეს როგორი არგუმენტია იცი? აი რო გინდა არგუმენტი გამონახო და სხვას ვერაფერს პოულობ სიხარულის ეფექტია მეტი ინსტრუმენტების თანხლებით და მე პირადად ეგეთი გალობის მოსმენისას უფრო ვგრძნობ ღმერთთან კავშირს, ვიდრე მხოლოდ ხმით გალობისას. ღმერთმა რისთვის შექმნა აბა ინსტრუმენტები? პირვანდელად სიმღერის ფუნქცია ღმერთის დიდებაა, ასევე ნებისმიერი მუსიკის ფუნქციაც. შესაბამისად ინსტრუმენტები ამის დამხმარე საშუალება უნდა იყოს (და საიდან მოიტანეთ რომ შუამავალია ინსტრუმენტი? უბრალოდ დამხმარეა). მოკლედ ზემოთმოყვანილი ფსალმუნების მერე, სადაც ძალიან ხმამაღალი მოწოდებაა თავად ცეკვისკენაც კი, ეს ყველაფერი ძალიან სუსტი არგუმენტია. მითუმეტეს აკრძალვის შესახებაც არსად წერია ახალ აღქმაში. ყველაფერი ღმერთს უნდა ემსახურებოდეს. მათ შორის ინსტრუმენტებიც. არსებობს ცეკვა როგორც ნიჭი? ეგეც ღმერთის დიდებისთვის უნდა გამოვიყენოთ. 1 და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა. 2 და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე. 3 და გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე; და არავის შეეძლო ესწავლა ეს საგალობელი, ას ორმოცდაოთხი ათასის გარდა, რომელნიც გამოსყიდულ იქნენ ქვეყნით. (იოანეს გამოცხადება. თავი 14) ეს ციტატა სრულიად აბათილებს თქვენს არგუმენტს, ასე რომ სხვა მოძებნეთ! ისლამისტებიც სასტიკად ეწინააღმდეგებიან სუფიებს, იმის გამო რომ ინსტრუმენტებით გალობის დროს ღმერთი გვავიწყდებაო! კაშმარ! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
dabneuli |
Jul 3 2010, 05:12 AM
პოსტი
#140
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 2-July 10 წევრი № 9,097 |
ციტატა დოგმები იმიტომ დაადგინა ეკელსიამ, რომ უცვლელად დავიცვათ ხო და მეც მანდ ვარ რომ ეკლესიამ დაადგინა და არაღმერთმა, მარა ის ნამდვილად არ უთქვამს მას რომ ინსტრუმენტის თუ ხმით გალობის გულისთვის დაახცჰვეთ ერთმანრთიო. და რაც სჰეეხება იამს თუ ვინ როგორ განცკობაზე დგება ამა თუ იმ გალობის დროს ესეც წმინდა აღზრდის საკითხია ვინ რა გარემოსჰი აღიზარდა. ცჰემთვის მაგალითად ბიზანტიური გალობა ძალიან რთული მოსასმენია და მიჭირს მისი მიღება როგორც საღვთო გალობად, რასაც ვერაფრითვერ ვიტყვი ქართულ და განსაკუთრებით ქართლ-კახურ კილოზე. დარწმუნებული ვარ ძველი ებრაელები საერთოდაც არ გალობდნენ ისეთი კილოებით რაც დგევანდელია მაგრამ ხო ადიდებდნენ უფალს მაინც და ეთვლებოდათ ეს დიდებად კიდეც. რა ვიცი ტუ კი ბაყაყს სჰეერაცხა თავისი ყიყინი უფლის დიდებად რომელიც დავით მეფსალმუნემ მოკლა და რის სჰემდეგაც დაცერა ფსალმუნი "ყოველი სული აქებდით უფალსო" მაშინ რატო არ შეიძლება ტუნდაც ორღანთან ერთად მისი დიდება? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი