ჯვარი და მისი ისტორია, ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯვარი და მისი ისტორია, ყველაფერი ჯვართან დაკავშირებით |
მხევალი ნინო |
Sep 28 2008, 12:15 PM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
გუშინ, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულს ვზეიმობდით. ჯვართამაღლების დღესასწაული საუფლო დღესასწაულია. დღესასწაული, მე მგონი ზეიმია, ამ დროს ხნილდება მარხვა. გუშინდელი დღესასწაული კი რატომღაც მარხვითაა, თიტქოს შეუსაბამოდ მეჩნებება ეს ყველაფერი. იქნებ, ამიხსნათ, ჯვარის ამაღლება, რა დროსაც მოხდა გარდაცვალების გაცოცხლება, ჯვრის პოვნა, ჯვრის ამაღლება და ტაყვანისცემა რატომ არის მარხვით.
ამის გარდა კარგი იქნება ამ თემაში თუ დავწერთ, ამ დროსმდე ანუ ჯვრის ამაღლებამდე, იწერდნენ თუ არა პირველი ქრისტიანები ჯვარს, რა სახით იწერდნენ (მე როგორც მახსოვს თითით გამოჰყავდათ ჯვრის ფორმა სუბზელ მაგრამ ეს რომელ საუკუნეში იყო არ ამხსოვს) და იყო თუ არა ჯვრის ტაყვანისცემა საერთოდ . 1.როდიდან და ვის მიერ დადგინდა ჯვრის თაყვანისცემა? 2. როგორი სახით იწერდნენ პირველი ქრისტიანები ჯვარს. 3. ვინ დაადგინა ჯვრისთაყვანისცემა მარხვით და რატომ? კიდევ, ერთი საკიტხი მინდა დავამატო, ჯვარი ძველ აღთქმაშიც რამოდენიმეჯერ ჩანს ბიბლიაში. ერთხელ როგორც ამბობენ, მოსემ ლოცვის დროს (ხელები განართხო) სწორედ ჯვრის სახის ფორმა მიიღოო. ეგებ მოვყვეთ, რა დროს და სად გვხდება კიდევ ჯვარზე თუნდაც არაპირდაპპირი მინიშნება ბიბლიაში. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
afxazi |
Sep 29 2008, 10:20 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეკატერინე
ციტატა მსახურება დღესასწაულებზე ყოველთვის სადღესასწაულოა, კვირის რა დღესაც არ უნდა დაემთხვეს. აქ ის საკვებით გახსნილებაზე საუბრობს. ციტატა ცოტა უკეთესად უნდა გაეცნოთ საღვთისმსახურო წიგნებს და ზღაპრებში აღარ იცხოვრებთ მადლობა რჩევისთვის ციტატა ამაში რა იგულისხმე ვერ გავიგე. ტიპიკონით გაწერილია ამ დღეს ზეთით გახსნილება მოგიყვები ამ ისტორიას. ორი თუ სამი წლის წინ მოხდა ისე რომ ხარება დაემტხვა ვნების შვიდეულის თუ არ ვცდები სამშაბათს. ხოდა საპატრიარქოში ვერ მიხვდნენ რა გაეკეთებინათ. ხარება თევზით ახსნილებს. ვნების შვიდეული კი უმძიმესი სამარხვო კვირეულია. ხოდა მიმართეს ბატონ ედიშერ ჭელიძეს (რომელიც ასე არ გიყვარს) მან მოუძებნა ნიკიფორე კონსტანტინოპოლელის ციტატა, რომ გახსნილება შეიძლებოდა. ამ ციატტას კარგა ხანს არ აქვეყნებდნენ, თუმცა შემდეგ მაინც გამოაქვეყნეს "საპატრიარქოს უწყებანში", სწორედ ამის საფუძველზე ტქვა პატრიარქმა რომ აჯობებს თუკი მხოლოდ ზეთით გავახსნილებთ და არა თევზითო. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2024 - 08:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი