რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენიმე საინტერესო ფაქტი, ი |
vaxushti13 |
Mar 26 2013, 05:12 PM
პოსტი
#1
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
1) დაბადება თავი 2 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
-და სინამდვილეში ამ ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ ხომ არ მომკვდარა ადამი??? (და რა გამოდის ღმერთამ ტყუილი თქვა?) 2) საქმეები 10 39. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. -რატომ იძახის ძელზე და არა ჯვარზე??? საქმეებში კიდე ერთგან შემხვდა ეს ძელზე დაკიდება 3) მათე 3 4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. იოანე როგორც ვიცი წინასწარმეტყველი იყო, მამა გაბრიელთან თუ გავავლებთ პარალელს(როგორც წინასწარმეტყველთან) მამა გაბრიელიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი არაფერს ჭამდა არაფერს და მხოლოდ თაფლში ჩაჰყოფდა ნეკა თითს და რაც ამოვიდოდა ზედ ის იყო მისი საზრდო (საინტერესო დამთხვევაა) მარა ეს კალია რა იყო??? 4) მათე 9 22 შენ მე გამომყევი მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ -ამას ვერ მივხვდი რატომ არ დაამარხვინა მამა? 5) მათე 9 ორი ბრმის განკურნება როდესაც 2 ბრმა განკურნა მათ უთხრა რომ თუ სწამდათ რომ იესოს შეეზლო მათი თვალის ახელვა და თანხმობის შემდეგ მათ მართლაც აეხილათ თვალები... თან შემდგომ იესომ უთხრა რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი... "ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი" -თუ ამხელა რწმენა ქონდათ რატომ არ დაუჯერეს იესო ქრისტეს??? 10 ქალწულის და (სასხელი აღარ მახსოვს ამ იგავის მამას რომ ორი შვილი ყავდა ორივეს რომ თანაბრად გაუყო ქონება შემდეგ ერთი წავიდა სულ დახარჯა ფული და უკან რომ დაბრუნდა მამა დიდი პატივით მიიღო) თითქოს წინარმდეგობაში მოდის ერთმანეთთანო |
G_saxva |
Mar 26 2013, 05:23 PM
პოსტი
#2
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ამის ახსნა რომ დავიწყო შეიძლებ რამოდენიმე შეცდომა დავუშვა ამიტომ გირჩევ წმინდა მამათა განმარტებები წაიკითხო ამ კითხვებთან დაკავშირებით.
პირველ კითხვაზე მაინც გიპასუხებ, მოკვდებით აქ იგულისხმება მოკვდავები გახდებით. მათ უკვდავი სხეული ჰქონდათ ისეთი რომელსაც ყველა შეიმოსავს მეორედ მოსვლის დროს. (მგონი სწორე ავხსენი თუ შევცდი მომიტევეთ) -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მარიამი |
Mar 26 2013, 05:31 PM
პოსტი
#3
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
3) მკალი - განსაკუთრებული სახე კალიისა, რომელსაც ეხლაც იყენებენ საკვებად არაბები; ზოგი განმარტებით, ეს არის უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები.
4) http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/8_19-22.htm 5) http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/9_27-35.htm 10 ქალწულის და უძღები შვილის იგავები რითი მოდის წინააღმდეგობაში კონკრეტულად? მანდ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. აქ არის უძღები შვილის იგავის განმარტებები: http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi1.htm http://www.orthodoxy.ge/tserili/igavni/udzgebi.htm 10 ქალწულისას მოვძებნი. 1) და 2) კითხვაზე პასუხები კი ვიცი, მაგრამ დაწერილი არ მეგულება არსად და ჩემი სიტყვებით რომ გადმოვცე, შეიძლება კარგად ვერ ჩამოვაყალიბო. ვეცდები მოვძებნო მაგის "ოფიციალური" განმარტებებიც. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
vaxushti13 |
Mar 26 2013, 05:57 PM
პოსტი
#4
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
პირველ კითხვაზე მაინც გიპასუხებ, მოკვდებით აქ იგულისხმება მოკვდავები გახდებით. მათ უკვდავი სხეული ჰქონდათ ისეთი რომელსაც ყველა შეიმოსავს მეორედ მოსვლის დროს. (მგონი სწორე ავხსენი თუ შევცდი მომიტევეთ) აჰა ეს გავიგე 3) მკალი - განსაკუთრებული სახე კალიისა, რომელსაც ეხლაც იყენებენ საკვებად არაბები; ზოგი განმარტებით, ეს არის უდაბნოს განსაკუთრებული ბალახის თავები. 4) http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/8_19-22.htm 5) http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/9_27-35.htm ესეც... გადავიკითხავ აბა |
A.V.M |
Mar 26 2013, 11:17 PM
პოსტი
#5
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
vaxushti13
1- ციტატა 1) დაბადება თავი 2 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. -და სინამდვილეში ამ ხის ნაყოფის ჭამის შემდეგ ხომ არ მომკვდარა ადამი??? (და რა გამოდის ღმერთამ ტყუილი თქვა?) წმ.წერილში ტერმინ-,,სიკვდილს'' სხვადასხვა გაგება აქვს. შენ აბობ აქ , რომ არ მომკვდარა და რატომ თქვა მოკვდაო. მე მხოლოდ ორ მაგალის მოგიყვან ახ.აღთქმის სიტყვებიდან , და მითხარი მერე შენი აზრი: იესო არიგებს მოწაფეებს : ,,აცადე მკვდრებს თავისი მკვდრების დამარხვა.'' როგორ დამარხავს მკვდარი მკვდარს? რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია. შენი ლოგიკით უარესი რამ უთქმავს ახლა ხომ მაცხოვარს. არა ჩემო კარგო . სიკვდილი აქ გადატანითი მნიშვნელობით გაიგება და არა მარტო. შეცოდებამდე ადამ და ევა უკვდავები იყვნენ , სიკვდილი ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა ჩვენთან . მეორე- როდესაც უძღები შვილი დაბრუნდება მამასთან , მამა იტყვის , რომ ყოველივე საუკეთესო მისცენ მის შვილს , რადგან ,,მკვდარი იყო და გაცოცხლდა.'' პარადოქსია ხომ? და მესამე , მოგიყვან მაგალითს წმ.შუშანიკის წამებდან , ას ეუბნევა იგი გავიხსენოთ აბა ვარსქენის მოციქულს? რას და -თუკი სულით ცოცხალია მაშინ კარგი , მაგრამ - ,,უკუეთუ სულითა მკვდარ არს მოკითხვაი ეგე შენი შენადვე იყოს.'' მგონი გავიგეთ ხომ? თუ გსურს კიდევ ვისაუბროთ. 2- ციტატა 2) საქმეები 10 39. ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს. -რატომ იძახის ძელზე და არა ჯვარზე??? საქმეებში კიდე ერთგან შემხვდა ეს ძელზე დაკიდება ძელის განმარტება იცი როგორი იყო ქართულ ტერმინოლოგიაში? როგორ და როგორც–ხის ჯვარი . უფრო განვაზოგადებ– ,, რატომ წერია ახალ აღთქმაში ზოგიერთ ადგილას სიტყვა „ძელი“, იესო ქრისტე ბოძზე იქნა გაკრული? „ძელი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ხეს, მოჭრილ ხეს. ახალი აღთქმის რამდენიმე ადგილას (კერძოდ: საქმ. 5,30; 10,39; 13,29 და სხვა) მითითებულია სიტყვა „ძელი“ და ის აღნიშნავს თუ რა მასალისაგან იყო დამზადებული ქრისტეს ჯვარი. ქრისტეს წამების იარაღი ფორმით ჯვარი იყო, ხოლო მასალად ხე იყო გამოყენებული. რუსულ ბიბლიაში შესაბამის ადგილას წერია არა „სტოლბ“ - ბოძი, სვეტი, არამედ „დრევო“ - ხე. ხის გამო მოხდა ადამის დაცემა (კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე), ხის გამო მოხდა ადამიანის გამოხსნა (ჯვარი)'' მგონი გასაგებია ესეც , და თუ გინდა კიდევ გავაგრძელოთ. 3– ციტატა 3) მათე 3 4. ხოლო თვით იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი: და საზრდელი მისი იყო კალია და ველური თაფლი. იოანე როგორც ვიცი წინასწარმეტყველი იყო, მამა გაბრიელთან თუ გავავლებთ პარალელს(როგორც წინასწარმეტყველთან) მამა გაბრიელიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი არაფერს ჭამდა არაფერს და მხოლოდ თაფლში ჩაჰყოფდა ნეკა თითს და რაც ამოვიდოდა ზედ ის იყო მისი საზრდო (საინტერესო დამთხვევაა) მარა ეს კალია რა იყო??? მკალს–რამდენიმე განმარტება აქვს. ერთ–ერთი ისაა , რომ იგი იყო ბალახის ნაირსახეობა , ერთვარი ხის ფესვები , რომელიც იხარშებოდა და ასე მიიღებდნენ. (დაახლოებით რომ გავიგოთ– ე.წ. მხლი გიჭამია? კოფჩხილო და.ა.შ ) მაგრამ მეორე და უფრო სარწმუნო , ესაა კალია. კალიებს ახმობდნენ და ხარშავდნენ. ტერმინ მკალს ჩვენ ვხვდებით გამოსვლათა წიგნში , როდესაც საუბარია , რომ ღმერთმა მკალი შეუსია ეგვიპტეს . აგრეთვე ამავე ტერმინს ვხვდებით გრ.ხანძთელშიც . ციტატა 10 ქალწულის და (სასხელი აღარ მახსოვს ამ იგავის მამას რომ ორი შვილი ყავდა ორივეს რომ თანაბრად გაუყო ქონება შემდეგ ერთი წავიდა სულ დახარჯა ფული და უკან რომ დაბრუნდა მამა დიდი პატივით მიიღო) თითქოს წინარმდეგობაში მოდის ერთმანეთთანო 10 ქალწულზე რა გაინტერესებს? ანაც უძღებ შვილზე? უფრო კონკრეტულად მითხარი და გიპასუხებ. (მგნი ყველა კითხვაზე მიიე პასუხი. თუ რომელიმე ბნდოვანია , დააკონკრეტე.) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
Mar 27 2013, 06:58 PM
პოსტი
#6
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
არა ყველაფერი გავიგე კარგად ახსენი... მერე კიდე რამდენიმეს დავამ,ატებ
|
A.V.M |
Mar 27 2013, 11:36 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
vaxushti13
ციტატა არა ყველაფერი გავიგე კარგად ახსენი... მერე კიდე რამდენიმეს დავამ,ატებ გაიხარე... მზად ვარ ნებისმიერ დროს მოგეხმარო , თუ შემეძლება... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
vaxushti13 |
Mar 28 2013, 07:27 PM
პოსტი
#8
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
ანუ ფაქტია რო ახალ თარგმანებში ბევრი შეცდომა შეიძლება იყოს გაპარული და ამ შეცდომამ შეიძლება რო სხვა აზროვნებაზე წაგიყვანოს თუ ვინმე გამოცდილმა არ განგიმარტა
|
A.V.M |
Mar 29 2013, 12:33 AM
პოსტი
#9
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
vaxushti13
ციტატა ანუ ფაქტია რო ახალ თარგმანებში ბევრი შეცდომა შეიძლება იყოს გაპარული და ამ შეცდომამ შეიძლება რო სხვა აზროვნებაზე წაგიყვანოს თუ ვინმე გამოცდილმა არ განგიმარტა შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა . ნუ ახალ ქართულად კიდევ ძალიან ბევრი თარგმანებაა გამოსული. თუ მაინცდამაინც თანამედროვეზე გინდა შენ , მე მეგობრლად გირჩევ მეუფე იოანე გამრეკელის ხელმძღვანელობით გამოსული სახარებები და დაბადების წიგნები წაიკითხო. (მაგრამ ყველაფერს ჯობს , თუ ძვ.ქათულს კარგად ისწავლი და მთაწმინდელისას გამოიყენებ... გენიალური თარგმანებაა...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 07:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი