მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა, "გადაზომილი მამის ბეჭებით" |
marine |
Sep 20 2021, 10:28 PM
პოსტი
#101
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კეთილი მაგალითი ყოველგვარ სწავლებაზე აღმატებულია, - ნუ დაივიწყებ ამას, მამავ!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 26 2021, 06:38 PM
პოსტი
#102
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბედნიერია ის მამა, რომელიც თავის შვილებს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულებსა და სათნოებებით აღსავსეს ხედავს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 26 2021, 09:18 PM
პოსტი
#103
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გონიერი და კეთილი ძე დიდება და პატივია მამისათვის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 27 2021, 09:20 AM
პოსტი
#104
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მამის მონატრება
დღესაც უსაშველოდ მენატრები, ძვლების ტკივილამდე, უიმედოდ. იმ ქვეყნად ცოცხალივით მედარდები, მკვდაროც კი, ჩემდა საიმედოვ. ზოგჯერ ბინდი ფარავს მოგონებებს, ზოგჯერ საუბრებში გეხუტები, ხანაც გაბრაზება დამიმონებს და ცელქი ბავშვივით გებუტები. მამის მონატრება, სიყვარული, რთული ასატანი, სათმენია. გოგოსთვის ყოფილა უფრო რთული, წლებია შენი ხმა არ მსმენია . წლებია, შენი ტკბილი გამოხედვა, მამის დაძახება მენატრება, ამხელა ქალი ხარო, არვინ მითხრას, დაგეძებ და ბავშვობა მიემართება წლები? - არ ყოფილა არაფერი, მშობელს ასი წლისაც ვერ მოიწყენ, მინდა, გეჭორაო ყველაფერი, როგორც ბავშვობაში - ვეღარ ვითმენ. ხან ისე მჭირდები, სიმწრისაგან საკუთარ უმწეობას ვუბრაზდები. ვაგლახ, შენ ჩვენს გვერდით აღარა ხარ, მწარე მონატრებას ვუმკლავდები. ყოველთვის ფიქრებში გიყვებოდი, ახლაც ალბათ ასე გაგრძელდება, შენს გზას უშეცდომოდ მივყვებოდი, - ეს დილაც ასე გათენდება. დღესაც უსაშველოდ დამიარა, დარდმა, შენი ხილვა მენატრება. წლებმა ვერაფრით ვერ დამიამა, გნატრობ და "ბავშვობა მემართება" / ირმა სარაული / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 13 2022, 01:51 PM
პოსტი
#105
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პატარა გოგოს მამიკო უყვარს
არ აპანტურებს მურია ყურებს, არ აფახულებს თოჯინა თვალებს, პატარა გოგო სარკმელს გაჰყურებს: უნდა მოვიდეს მამიკო მალე. მხიარულ ქუჩებს მოწყენით უმზერს, პატარა გული ვერ უძლებს ლოდინს, პაწია ხელებს შემოჰკრავს უცებ: - მამიკო მოდის!.. - მამიკო მოდის!.. პატარა გოგოს მამიკო უყვარს..." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2022, 11:15 PM
პოსტი
#106
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენ შვილების ხორციელ მამად იწოდები; სულიერი მამაც იყავი!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 4 2022, 07:52 PM
პოსტი
#107
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"რობერტ ლოუელის სიტყვებით დავამთავრებ (მან მამას მიუძღვნა, 40-ს გადაცილებულ ასაკში):
"სიონის მთაზე არ ასულხარ, მაგრამ დატოვე დინოზავრული კვალი გზაზე, რომელზეც ვდგავარ". /ლელა ჩხარტიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 23 2022, 08:00 PM
პოსტი
#108
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[მთიულეთ-გუდამაყარში] მამა სახელით არ მოიხსენებდა შვილებსაც, თუმცა დედა მათ სახელს ეძახდა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 282/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 29 2022, 12:10 PM
პოსტი
#109
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხევსურეთშ საბრძოლო განწყობას ვაჟს ადრეული ბავშვობიდან უნერგავდნენ. ამის მაგალითს ოჯახში მამა იძლეოდა, რომელიც ბავშვების აღზრდაში ფიზიკურად მინიმალურად მონაწილეობდა. "მამა შვილს ხელში არ აიყვანს, თუნდაც იგი ბანიდანაც ძირს ვარდებოდეს. მივა და ფეხს ადგამს პერანგის ბოლოზე ან ფეხების ბოლოზე და უყვირის ცოლს: - "არ მაგდისა! ყმაწვილს მაუდით!" მიუხედავად იმისა, რომ მამის მხრიდან შვილის მოფერებაზე, კოცნასა და ალერსზე ლაპარაკიც ზედმეტია, ნ. ხიზანიშვილი მათი ურთიერთობების შესახებ წერდა: შვილები მამისაა, და სხვათაშორის, ამ ჩვეულებით უნდა აიხსნას ის საყურადღებო მოვლენა, რომ ხევსური მამროვანი, დიდი ოსტატია შვილების აღზრდაში, თავისუბურად დავარჯიშებული პედაგოგია. პატარაობიდანვე შვილები მამას უფრო ეტრფიან, გარშემო ახვევიან". მამის ავტორიტეტი და მისდამი პატივისცემა ხელშეუხებელი იყო და დამატებით განსჯას არ საჭიროებდა. ვაჟის სოციალიზაციის აგენტი უპირველესად მისი მამა ან ოჯახის უახლოესი მამაკაცი იყო".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 433/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 09:15 PM
პოსტი
#110
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები".
/სიბრძნე ზირაქისა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2022, 10:07 PM
პოსტი
#111
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე"
/სიბრძნე ზირაქისა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 10 2022, 10:04 PM
პოსტი
#112
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"პირველ ქრისტიანულ კრებულში კულტურული გამაერთიანებელი თავიდანვე იყო მამისადმი პატივისცემა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 16 2022, 11:42 AM
პოსტი
#113
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამები რომ გულმოდგინედ აღზრდიდნენ თავიანთ შვილებს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც კანონები, არც სასამართლოები, არც დამნაშავეთა დასჯა და წამება, რადგან მოციქულისსიტყვით, "მართალსა სჯულ არა უც, არამედ უსჯულოთა და ურჩთა, უმსახურებელთა და ცოდვილთა, უღირსთა და ბილწთა, მამის მაგინებელთა და დედის მაგინებელთა"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 16 2022, 11:57 AM
პოსტი
#114
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ოდენ ხორციელი შობა როდი ხდის ადამიანს მამად, არამედ - კარგი აღზრდა-განათლებაც"
/წმ. იოანე ოქროპირი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 17 2022, 12:52 PM
პოსტი
#115
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უკეთესია, ბავშვი ტიროდეს მამის გამო და არა მამა - შვილის გამო!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 19 2022, 08:27 PM
პოსტი
#116
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენი გამოცდების შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მომავლის შეუცნობლობა. ამით უფალს სურს, გვიჩვენოს, რომ ჩვენ თავად არ შეგვიძლია, დავიცვათ თავი, არ შეგვიძლია, თავად მოვუფრთხილდეთ თავს. ბავშვი ტყეზე გავლისას მამის ხელსაა ჩაჭიდებული: მან არ იცის, სად და როდის შეხვდება კუნძები და ქვები, რომლებზეც უნდა გადაიაროს; ორმოები და ნაპრალები, რომლებშიც შეიძლება ჩავარდეს; გველები და სხვა შხამიანი ცხოველები, რომლებსაც შეუძლია დაგესლოს იგი. არ იცის, მაგრამ მიდის იმიტომ, რომ მამის ხელი მას ამხნევებს და ხედავს, რომ ბოროტებისგან იცავს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 29 2022, 09:34 PM
პოსტი
#117
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შენს ვაჟიშვილს სიმდიდრეს კი ნუ დაუტოვებ, არამედ - საკუთარ თავზე კეთილი ხსოვნა; არა - ოქრო, არამედ პატიოსანი სახელი; არა - ვერცხლი, არამედ მეცნიერება, არა - მდიდრული სახლი, არამედ - მოთმინების უნარი, არა - ცნობილი, არამედ - კეთილი მეგობრები".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 30 2022, 03:37 PM
პოსტი
#118
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გამომეტყველებით პოლი მამას არ ჰგავდა, მაგრამ მაინც მისი ჯიშისა იყო: მამის გონება ისე გადასხმოდა, თითქოს ბოთლიდან ფიალაში გადაუსხამთო"
/შარლოტ ბრონტე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 21 2022, 07:40 PM
პოსტი
#119
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამას, როგორც ოჯახის მეთაურს, ქართული ჩვეულებითი სამართლით, განუსაზღვრელი უფლება ჰქონდა თავისი ოჯახის თითოეულ წევრზე. ჩვეულებითი სამართლის ეს დებულება ვახტანგის სამართლის წყარო გახდა და მასში ჰპოვა სანქციონირება. იგივე როლი შეეძლო შეესრულებინა რომაულ სამართალსაც, რომელიც ასევე იცნობს ამ ნორმას.
საქართველოში ოჯახი დაფუძნებული იყო მამის უსაზღვრო ძალზე. მის ძალაუფლებას ემორჩილებოდნენ ოჯახის წევრები. თვით ოჯახი, როგორც თავდაპირველი იურიდიული კავშირი - უჯრედი, აგებული იყო ოჯახის მამის დესპოტურ უფლებაზე. "ჩვენში ოჯახის ყოველი წევრი იურიდიულად დათრგუნვილი იყო ოჯახის მამისაგან", - წერდა ნ. ხიზანიშვილი. თუ რამდენად განუსაზღვრელი იყო ოჯახის მამის ნება, ჩანს იქიდან, რომ მას სრული უფლება ჰქონდა თავისი შვილის გაყიდვისა, დაგირავებისა და სხვ. ოჯახის წევრი მამის ხელში წარმოადგენდა ნივთს, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სხვადასხვა იურიდიული მოქმედებისათვის. ამას ადასტურებს კათოლიკე მისიონერთა ცნობები, მოგზაურთა აღწერილობები და, რაც მთავარია, უამრავი დოკუმენტური მასალა". /საქართვლოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.171/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 9 2022, 07:28 PM
პოსტი
#120
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და შენც, შვილო, მამის გარდაცვალების შემდეგ ბევრი ტანჯვა გამოიარე. მაგრამ, დიდება ღმერთს, ახლა მშვიდობისა და სიხარულის გარემოში შედიხარ. უკვე დასრულდა, გადაიარეს შავმა ღრუბლებმა, რომლებიც შენს სულს ახრჩობდნენ"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:09 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი