IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები
marine
პოსტი Jan 6 2018, 10:22 AM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეგოდრეთუხუცესი"

"ამავე დავთარში იხსენიება გარე კათის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები სახასო გლეხი კახაბრიშვილ დათუნას ობოლი (სახელი უცნობია). მასაც თოფით ლაშქრობა ევალებოდა. უნდა შევნიშნოთ, რომ იმხანად თოფით ლაშქრობა გლეხთა შედარებით შეძლებულ ნაწილს ევალებოდა".

"ანაზდად სიკუდილით მომკვდარიყო, შვილი არ დარჩენოდა ამოვარდნილიყო". "ამოვარდნილა" ესე იგი მემკვიდრე არ დარჩენია"

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.43, 44/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2018, 03:01 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბახტრიონის აღების შემდეგ თუშებს და ფშავლებს მეფემ მიწებით დასაჩუქრება დაუპირა. ფშაველებს შირაქი ერგოთ, თუშებს კი ზეზვას პირით განუცხადებიათ, რასაც ზეზვას ცხენი ერთი შემორბენით შემოირბენს, ჩვენი ადგილი ის იყოსო. ცხენს დიდი განი აუღია, უბრენია 15 კმ და სოფ. ქვემო ალვანის და სოფ. ლალისყურის მიჯნაზე, ე.წ. ტახტის გორთან, დაცემულა.

მას აქეთ თუშებში ვისაც უნდოდა ცხენი შერჩენოდა ან ცხენებში ბედი ჰქონოდა, ამ ცხენის საფლავზე საღვთოს იხდიდა. თუშ-ფშავ-ხევსურნი აქ ისე არ გაივლიდნენ, რომ შესანდობარი არ დალიონ ცხენის პატრონის ზეზვასი".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.27/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:54 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხავატის ნაცვალმა სამუკა ამირიძემ ხადას ციხისთავ ლევან ნაზღაიძესთან ერთად წამოიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება - პირველი და ყველაზე მრისხანე აჯანყება საქართველოში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ."

"ხმალზე ნაფიცობა აქვნდათ მთიულეთში: ამირთკარელ ამირიძეთ, შონჩოელ ნარიმანიძეთ და მლეთელ ნაზღაიძეთ. ესენი ბიძაშვილობენ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ მოაქჟამამდე."

"ამირიძეთა დასახლებას ამირთკარი ეწოდა. ამირთკარს ამირიძეთ ციხე ედგათ - ერთი რგოლი საქართველოს ჯაჭვის პერანგისა."

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.54/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2018, 04:58 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასემ, სჯულიერი მეუღლე, ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისა, მეძავი დედაკაცის შესმენით განიშორა და გაგზავნა უკან, აფხაზეთში. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ამხილა ადარნასე, მაგრამ მან ყურად არ იღო ეს მხილება და სხვა ცოლი მოიყვანა.

მაშინ წმინდა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა: ამ ცოდვის გამო დასნეულდები, ხოლო შენი შვილნი ეშმაკეულნი შეიქმნებიან. ვერ განიკურნოთ, სანამ იქ უსამართლოდ დასჯილი ღვთის მხევალი არ შეგინდობთ. თუმცა დედოფალი ამ დროს გარდაცვლილი იქნება, მაგრამ შენმა შვილებმა მის საფლავთან მიიღონ შენდობაო.

მართლაც, ადარნასეს მალე ნიკრისის ქარი შეეყარა და იგვემებოდა ფრიად. მაშინ კი ინება და ცოლყოფილს მოციქული გაუგზავნა - "შენდობა გამომითხოვეო მისგან". მივიდა კუპრა (ასე ერქვა მოციქულს) ფერსათის მონასტერში და იხილა თავისი დედოფალი ბევრელი, რომლისთვისაც მონაზვნობაში ანასტასია უწოდებიათ.

დედა ანასტასიას შეურაცხი ჩოხა ეცვა, ემოსა სქემა და ზურგზე შეშა ჰქონდა მოკიდებული. კუპრა შეევედრა მას: ქრისტეს ნების მყოფელო, შეუნდე ჩემს ბატონს და ნუ დაწყევლიო. დედა ანასტასიამ უპასუხა: - ქრისტეს გეფიცები, არასოდეს დამცდენია წყევლა ბაგეთაგან და არც ის დამიწყევლია. ღმერთმა შეუნდოს ცოდვანი ადარნასეს და განიკურნოს სულით და ხორცითო. იმწამსვე გამოჯანმრთელებულა ადარნასე.

დედა ანასტასიამ დიდი მოთმინებით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით განვლო ცხოვრება, ხოლო მისი საფლავის მიწას, როგორც სიწმინდეს, მიიღებდნენ მორწმუნენი და იკურნებოდნენ. ადარნასეს სამი ვაჟი ეშმაკისგან იტანჯებოდა. გაგზავნა ისინი დედის საფლავთან, შეურაცხი სამოსლით მოსილნი და ურიცხვი შესაწირით. რაჟამს ილოცეს საფლავთან მეფის ვაჟებმა, მყის განიკურნენ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.11/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:14 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა: როგორც ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო.

უკვე ამდენი საუკუნე გავიდა. იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა..."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.25/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:44 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახუშტი ბაგრატიონი არა მხოლოდ ზოგადად ქართველთა სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს, არამედ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მკვიდრთა შესახებაც. საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა, მას არაერთი მესტუმრე ემორჩილებოდა."

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2018, 03:03 PM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ზემო იმერეთში, ჭიათურის მახლობლად] მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში.

რაჭის ერისთავების მაღალი წოდება კახაბერიძეებს, მატიანეების მიხედვით, თამარის მეფობაში ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII საუკუნის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერიძეთა ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი-ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო."

/"კარიბჭე" N24, 2010, გვ.40/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 10:32 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პერიოდში მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოწყალების დებად თავის ორი ასული დაუნიშნა".

/"კრიალოსანი" N1, 2009, გვ.26/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 07:28 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ცნობილია, ძველად არა მარტო კათოლიკოსები, ეპისკოპოსებიც კი დიდგვაროვნები უნდა ყოფილიყვნენ. ბაგრატიონი კათოლიკოსებიც არაერთი ჰყავს საქართველოს."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ. 57/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2019, 07:39 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა ძველი ზნე-ჩვეულებებიდან ნაშრომში აღნიშნულია "პირ-მტკიცობა". ძველ ქართველს სიტყვა დაეჯერებოდა. მისი სიტყვა და მისი პირობა მტკიცე ყოფილა. ძველი ქართველები თურმე "ფუცვიდიან ქართლოსის საფლავს". მათ სწამდათ, რომ ქართლოსი იყო ქართველთა ლეგენდარული წინაპარი, ძე თარგამოსისა, ძისა თარშისა, ძისა ავანისისა, ძისა იაფეტისა, ძისა ნოესი. ძველი ქართველი წინაპრის საფლავს ფიცულობდა და მისი სიტყვა მტკიცე იყო".

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.30/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2019, 08:43 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს აროდეს კლებია ვაჟკაცნი, უსახელოდ რომ შესწირვიან მამულს, თავისუფლებას და გმირები, რომელსა სახელებსაც სანთელს უნთებს მადლიერი ერი"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ. 24/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2019, 09:56 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 34,286
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვინ მოუყვანეს ცოლად მცირეწლოვან ბაგრატ მეოთხეს და სად გაიმართა ქორწილი

"1027 წელს გარდაიცვალა დამპყრობლების დაუძინებელი მტერი, დიდი მეომარი, მეფე გიორგი პირველი, რომელზეც მემატიანეს უწერია, ბიზანტიის იმპერატორი ბასილი გააქციაო. ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ბაგრატ მეოთხე. ის 7-9 წლის თუ იქნებოდა მაშინ. ბრძოლა გაგრძელდა. ბიზანტიას სურდა ქართული და სომხური მიწების სრული ოკუპაცია და ანექსია.

ბიზანტიელებს მიემხრო მოღალატე არისტოკრატიის ნაწილი, ვაჩე კარიჭის-ძე, ეპისკოპოსი იოანე ბანელი და სხვები. მაგრამ, მამულიშვილები ყოველთვის ჰყავდა ჩვენს სამშობლოს. ტბეთის ეპისკოპოსი საბა და ანჩის ეპისკოპოსი ეზრა სათავეში ჩაუდგნენ წინააღმდეგობის მოძრაობას და ქართველებმა მტერი შეაჩერეს. ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე მერვემ ვერ შეძლო ამიერ ტაოსა და კლარჯეთის დაკავება. შემდეგ ბიზანტიელებმა საქართველოში ჯარით გამოაგზავნეს ბაგრატიონი დემეტრე და მისი ტახტზე აყვანა სცადეს ბაგრატ მეოთხის ნაცვლად. დემეტრე მათი ერთგული ვასალი იქნებოდა, მაგრამ ამ გეგმასაც არ ეწერა განხორციელება.

1028 წელს კონსტანტინე მერვე მოკვდა. მას მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდა. ქალის იმპერატორობა წარმოუდგენელი იყო, ამიტომ, ბიზანტიის კეისრების ტახტზე ავიდა კონსტანტინეს სიძე რომანოზ მესამე, რომელსაც თანამმართველად ჰყავდა ცოლი, კონსტანტინე კეისრის ასული ზოია.

ქართველების თავდადებული ბრძოლის გამო ბიზანტიამ უკან დაიხია და ფაქტობრივად, უარი თქვა თავის გეგმებზე, დროებით მაინც. ბაგრატ მეოთხის დედა, სომეხთა ერთ-ერთი ყოფილი მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული, მარიამი, ნიჭიერი ადამიანი იყო. იგი გაემგზავრა ბიზანტიაში და საიმპერატორო კარზე მოლაპარაკება გამართა. დედოფალმა მარიამმა მოახერხა და ზავი ჩამოაგდო ბიზანტიასა და საქართველოს შორის. ზავის საფუძველი იქნებოდა ბიზანტიის საიმპერატორო და საქართველოს სამეფო ოჯახების დანათესავება. გამოემგზავრა მარიამ დედოფალი საქართველოსკენ და თან წამოიყვანა სარძლო, ბერძენი პრინცესა, რომანოზ კეისრის ძმის, ბასილის შვილი, ელენე.

ქორწილი მალე გაიმართა. 1030 წელს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხემ იქორწინა ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ მესამის ძმისშვილზე – ელენეზე.
ქორწილი ბანაში გადაიხადეს. იქ მიიწვიეს მაყრიონი. საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიწაზე, ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანას მარჯვენა სანაპიროზე დღესაც ჩანს ბანას დიდებული ტაძრის ნანგრევი. მეთერთმეტე საუკუნის პირველ მესამედში მოღვაწე ისტორიკოსის, სუმბატ დავითის ძის თხზულების, „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთას“ მიხედვით, ბანას ტაძარი მეცხრე-მეათე საუკუნეებში ეპისკოპოს კვირიკე ბანელს ადარნასე მეორის ბრძანებით აუშენებია. კვირიკე ბანას პირველი ეპისკოპოსი გახდა. სხვა ვარაუდით, ბანა მეშვიდე საუკუნის ნაგებობაა. „ადარნასე, ალბათ, ტაძრის ხელმეორედ მაშენებელი იყოო“, – ვარაუდობდა გიორგი ჩუბინაშვილი. შეიძლება, ეს ვარაუდი უფრო სწორი იყოს.

მეთერთმეტე საუკუნის ოციანი-ოცდაათიანი წლებისთვის ბაგრატიონები იდეოლოგიურად ძალიან მომძლავრებულნი იყვნენ. საქართველოში, ალბათ, აღარავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ქრისტეს ნათესავების შთამომავლები იყვნენ. ამ საკითხს ეძღვნება კიდეც სუმბატ დავითის ძის თხზულება. ბანა (ბანაკი) ოლთის-ტაოს და მთელს გარშემო ტერიტორიების სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი გახლდათ. ბანას ტაძრის გარშემო იდგა მეფის, მღვდელმთავრისა და სხვა დიდებულების სასახლეები, სხვადასხვა სიმაგრე-საფორტიფიკაციო ნაგებობები, ვაჭრების, უბრალო ადამიანების სახლები. აქვე იყო ბაზრები, სასტუმროები. ბანადან მთელი სამხრეთ-დასავლეთ ქართული მიწების პერსპექტივა იშლებოდა ბაგრატიონებისათვის – ძველი ქართული მიწები ბასიანისა, სპერისა, უფრო დასავლეთით ლაზეთ-ქალდეასი.
მონუმენტური ტაძარი ბანა, ქალაქისა და მთელი კუთხის მშვენება იყო. ის სამსართულიანი შენობა ყოფილა, შიგნიდან ერთიანი. მისი სიმაღლე 32 მეტრი უნდა ყოფილიყო (დაახლოებით თანამედროვე 10-11 სართულიანი კორპუსის სიმაღლე). მრგვალი, ოვალური, ტეტრაქონქი (ასეთი ტაძრები მეშვიდე საუკუნის მერე აღარ შენდებოდაო, ამბობდა გიორგი ჩუბინიშვილი), ცილინდრული გუმბათის ყელით. გარშემოწერულობა 40 მეტრზე მეტი.

ბანას ტაძარი უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებდა როგორც გარედან – შორიდანაც და ახლოდანაც, ისე შიგნიდან. როგორც მონუმენტურობით, ისე გაფორმებით. შთაბეჭდილებას ამძაფრებდა გარშემო ულამაზესი ფერადი მთები და ალბათ, ქალაქის ციხე-კოშკები და სასახლეები.

ყველა სტუმარი, რომელიც სავაჭროდ თუ დიპლომატიური მიზნით ჩამოვიდოდა ბანაში, უდიდესი შთაბეჭდილებით წავიდოდა უკან და გაავრცელებდა ამბავს ქართველთა და ბაგრატიონთა დიდებულებისა და სიძლიერის შესახებ. ბაგრატიონები და ქართველები აცხადებდნენ: როგორც პოლიტიკური და მილიტარისტული ქმედებებით, ისე არქიტექტურითაც, მათი სამეფო არც ერთ სახელმწიფოს არ ჩამოუვარდებოდა. ბაგრატიონები არ აპირებდნენ, საბოლოოდ უარი ეთქვათ ბიზანტიის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე.

ბაგრატიონთა გავლენის ზრდას ამტკიცებს 1030 წლის სამეფო ქორწილის ჩატარება ბანაში. ეს სიჩქარის გამო არ მოხდებოდა. ბანაში ქორწილით ქართველი პოლიტიკოსები ყველას უმტკიცებდნენ, რომ ქალაქი ბანა და მისი შემოგარენი ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ტერიტორიაა, რომ აქ ტარდება მცირეწლოვანი მეფის, მაგრამ, პერსპექტიული ქვეყნის სუზერენის ქორწილი. საერთოდ, დინასტიური ქორწილები თანაბარუფლებიან ქორწილებად ითვლებოდა და ქართველები ამ ამბავს ხაზს უსვამდნენ. აქცენტი კეთდებოდა იმაზეც, რომ ეს ტერიტორია საქართველომ შეინარჩუნა და ბიზანტიამ ვერ წაართვა და რომ ბიზანტია ამას შეეგუა. მართალია, ბანა არ იყო სახელმწიფოს დედაქალაქი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი მაშინ ქუთათისი გახლდათ, მეფის ქორწილები კი, როგორც წესი, მეტი პომპეზურობისათვის, დედაქალაქებში ეწყობა ხოლმე, მაშინ უკვე აშენებული იყო ბაგრატის დიდებული ტაძარი ქუთათისში, ბაგრატ მეოთხის პაპის, ბაგრატ მესამის მიერ, მაგრამ ბანას სტუმრად მოწვეული ბერძენი დიდებულებისათვის, პრინცესას მაყრიონისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ არქიტექტურული, სტრატეგიული თუ სხვა თვალსაზრისით, ჩვენი მეფის ერთ-ერთი რეზიდენცია სხვა პოლიტიკურ ცენტრებს არ ჩამოუვარდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ბანა უნახავს გერმანელ მოგზაურს კარლ კოხს, რომელიც წერდა: „ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ, რა თქმა უნდა, კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლითო“.

ბანაში გამართული ქორწილი იმდენად დიდმნიშვნელოვანი იყო, რომ ის მხატვრულად აღწერეს ოშკის დიდებული ტაძრის კედელზე, ფრესკაზე. ფრესკაზე დღესაც ჩანს ტაძრის გამოსახულება და მაყრიონი.

სამწუხაროდ, ბაგრატ მეოთხის პირველი ცოლი, დედოფალი ელენე ძალიან მალე გარდაიცვალა. მოკლეს იმპერატორიც. ბიზანტიასთან დაპირისპირება გაგრძელდა."

/"თბილისელები" N7, 2019, გვ.42/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th November 2019 - 12:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი