IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

208 გვერდი V « < 91 92 93 94 95 > »   
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Sep 21 2017, 06:45 PM
პოსტი #1841


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაოცებდა დედათა მონასტრების მკვიდრ მონაზონთა გონიერება. ისინი ფულს ხელში არ იღებდნენ და თავიანთ ნაკეთობებს ცვლიდნენ ნემსებში, ძაფში, ნართში და აგრძელებდნენ თავიანთ სამუშაოს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 22 2017, 11:34 AM
პოსტი #1842


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ვიცნობდით მეუდაბნოეებს, რომელებმაც მოუმზადებლად იტვირთეს მყუდროებისა და განმარტოების ღვაწლი, ამიტომაც გონებააშლილობამდე მივიდნენ. დემონებისგან ერთი ასეთი მოხიბლული უდაბნოში დარბოდა და ყვიროდა: "სერაფიმე ჯადოქარია, არც დღისით და არც ღამით მოსვენებას არ მაძლევსო".

მამა მერკური აღწერს მონაზონს, რომელმაც ბერებისთვის განკუთვნილი შეწირულობით თავისთვის სოხუმში სახლი იყიდა და ჩაეწერა. მაგრამ, ეტყობა, მამა მერკურიმ არ იცოდა, რომ ამ მონაზვნის დაცემის თავდაპირველი მიზეზი ურჩობა იყო საკუთარი სულიერი მამის მიმართ. ეს ურჩობა დაიწყო გლინის მონასტრის არსებობის ბოლო წლებში და უსაშინლესად დასრულდა. გლინის მონასტრის ყოფილმა მონაზონმა ჯვარი მოიხსნა, ერში წავიდა და გალოთდა.

ძალიან ჯავრობდა ხოლმე ამ კაცზე მამა სერაფიმე! ტიროდა, ლოცულობდა, რომ უფალს არ გაეწირა უბედური სული! მართლაც, სიკვდილის წინ ეს მონაზონი, თითქოს გამოიღვიძაო, გონს მოვიდა, ღრმა სინანული აჩვენა, კვლავ ჩამოიკიდა ჯვარი, აღიარა ცოდვები, ეზიარა და გარდაიცვალა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 09:59 AM
პოსტი #1843


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზონი უნდა ემორჩილებოდეს მოძღვარს და ძმათა წინაშე მოიკვეთოს საკუთარი ნება. მონაზვნობის ამ დოგმატზე ღირსი ეფრემ ასური წერდა, - მონაზვნის თავმდაბლობა საშიშია დემონებისთვისო."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 24 2017, 12:36 PM
პოსტი #1844


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა სერაფიმემ მონასტრული მორჩილების მრავალწლიანი სკოლა განვლო, შემდეგ სწავლობდა სიმდაბლის "აკადემიაში" - ციხეებში, გადასახლებებსა და ბანაკებში, ყირგიზეთის სტეპებსა და კავკასიის მთებში შეიძინა მეუდაბნოე ცხოვრების გამოცდილება. ამიტომაც შეგვიძლია მას "მონაზვნური მეცნიერების დოქტორი" ვუწოდოთ."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 11:02 AM
პოსტი #1845


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი მონაზონი ჰყვებოდა, რომ იგი ერთხანს თავის მოძღვართან ერთად მღვიმის კელიაში ცხოვრობდა. სიკვდილის წინ მოძღვარმა უბრძანა, მღვიმეში დაემარხა, თვითონ კი მაშინვე სოხუმში წასულიყო. თანაც მიუთითა შემოვლითი გზა - გრძელი და მძიმედ გადასალახი. მაგრამ მოძღვრის დამარხვის მერე მონაზონმა ნაცნობი და მოკლე გზა ირჩია. თავს იმშვიდებდა - მოძღვრის ნება მხოლოდ სოხუმში წასვლა იყო, ხოლო რა გზით, ეს სულერთიაო.

ნათელი დილა იდგა. ბერი სწრაფად მიდიოდა, თან ლოცვას კითხულობდა. უეცრად დაუბერა ქარმა და ზეცა ღრუბლებით აივსო. დაიწყო თოვა. ნამქერით დაფარული ბილიკით წასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა, ვეღარც უკან დაბრუნდებოდა. დაღამდა. იდგა ბერი კლდეს მიყრდნობილი, სიცივით გაფიჩხებული. მიხვდა, რომ მორჩილება და ურჩობა სიკვდილ-სიცოცხლის არჩევნად ექცა.

ეტყობა, განსვენებული მოძღვრის მრავალწლიანი შრომისა და ლოცვის გამო ღმერთმა შეიწყალა ურჩი მორჩილი. ცოცხალმკვდარი და გაყინული შემთხვევით იპოვეს მგზავრებმა და ქალაქში ჩაიყვანეს. ამის მერე დიდხანს ავადმყოფობდა. ხშირად ყვებოდა, რაც შეემთხვა და ამბობდა, ურჩობა - ღალატია საკუთარი თავისა და ეს ცოდვა მონაზვნისთვის თვითმკვლელობის მსგავსიაო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 10:00 PM
პოსტი #1846


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეუფე ილარიონს ჰკითხეს, - მონასტერი თუ არის სვანეთშიო. სვანეთი თავად მონასტერიაო, - მიუგო მეუფემ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სვანეთში სასულიერო ცხოვრება ჩქეფდა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 26 2017, 07:03 PM
პოსტი #1847


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნად აღკვეციდან სიკვდილამდე მონაზონი ამბაკუმი ფეხშიშველი დადიოდა. ფეხსაცმელს მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა დიდი ლავრა დღესასწაულობდა (5 ივლისს, წმინდა ათანასე ათონელის ხსენებას)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2017, 04:53 PM
პოსტი #1848


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმშობლის შობის ეკლესია მიწით იყო დაფარული. მოძღვარმა ტაძარში მცირე პანაშვიდი გადაიხადა. მამა დიონისეს გავუმხილე - ძალიან მინდა, აქ მონასტრული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. მართლაც საოცარი სამონასტრო ადგილია. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ნელ-ნელა დავიწყე მონასტრული ცხოვრება. ვიდრე ქციის ხეობიდან წამოვიდოდი, ღვთისმშობელს ვთხოვე, - დედაო ღვთისა, აქ მინდა დარჩენა, მონასტრული ცხოვრება, ღმერთთან სიახლოვე, მაგრამ ერშიც მინდა ცხოვრება-მეთქი. ვთხოვდი, როგორმე ეჩვენებინა მომავალი ცხოვრების გზა.

მონასტრიდან ერში რომ დავბრუნდი, ვიგრძენი ცივი დამოკიდებულება. მივხდი - ეს იყო ღვთისმშობლის მინიშნება და დიდი შემართებით წამოვედი მონასტერში. ისეთი ძალა შემოვიდა ჩემში, მეგონა, ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი. ჩემი განზრახვა მხოლოს სულიერ მოძღვარს გავუმხილე და დმანისში მამა დიონისესთან წავედი.

ექვს თვეში შევიმოსე. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილება. ღვთისმშობელს ვთხოვდი, დედას იოლად გადაეტან ჩემი დანახვა. მადლობა ღმერთს, სიხარულით შემხვდა, ცრემლები წამოუვიდა.

მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები გვერდით მიდგანან. მამა ჩემთან არის მონასტერში. შესაძლებელი რომ იყოს, დედაც აქ იქნებოდა. ჯერჯერობით ასეა, მომავალში ვნახოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა. შემდეგ ბერად აღვიკვეცე. წლების შემდეგ ქციის ხეობის პირველი ბერი ვარ. გადმოცემით ვიცით, რომ XVII საუკუნეში აქ ერთი ბერი მოღვაწეობდა. მას შემდეგ ამ მონასტეში არავის უმსახურია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის".

/მღვდელმონაზონი ხარიტონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2017, 10:11 AM
პოსტი #1849


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამოცდილებამ მასწავლა ამგვარი წესი: როცა საჭიროა, ვინმეს საყვედური გამოვუცხადო ან შენიშვნა მივცე, საჭიროა ჯერ გულში ვილოცო მისთვის. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ის ძმა არ მიიღებს შენიშვნას, მაგრამ თუ ილოცებ მისთვის, ხედავ - მოულოდნელად შენიშვნასაც მშვიდად იღებს და გამოსწორებაც ხდება".

/წმ. მოსე ოპტელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 29 2017, 10:45 AM
პოსტი #1850


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც მონაზონი აღთქმას დებს, მასაც აღთქმის შესაბამისად მოეკითხება და პასუხს აგებს უფლის წინაშე. ვფიქრობ, ბერები ხშირად უნდა კითხულობდნენ და ახსენებდნენ საკუთარ თავს იმ აღთქმას, რომელიც აღკვეცის დროს დადეს მაცხოვრის წინაშე. ალბათ ამის შეხსენება აუცილებელია, რათა არ აღმოჩნდე დადებული აღთქმის მოღალატე. ერისა და ბერის ღალატი უფლის წინაშე თანაბრად განისჯება. შეიძლება ბერმა ფიქრით, გონებით და სხვა მოქმედებით უღალატოს უფალს, ერის ადამიანმა კი სხვაგვარად. ამას ძალიან დიდი განსხვავება და მნიშვნელობა აქვს. თუმცა ღალატის ცოდვა ყველას ერთნაირად მოეკითხება."

/მამა ეგნატე კურტანიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:20 AM
პოსტი #1851


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მამა [წმ. ალექსი შუშანია] მოუწოდებს მონაზვნებს და ქრისტიანებს: არა ესვიდეთ თავთა თქვენთა, ზრუნვასა და ქონებასა ზედა თქვენსა არა იმედობდეთ, არამედ ერთ არს იმედი - იესო მზრდელი ყოველთა. ამას შეეხიზნეთ, ამას მიანდვეთ ზრუნვა თქვენი. ამან ტკბილმან იესომ განაგოს ცხოვრება თქვენი."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:37 AM
პოსტი #1852


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში ომონიის მოედნის (ათენის მთავარი მოედანი) ყავახანის ყოფილი მფლობელი მოვიდა - მონაზვნობა განეზრახა. მისი ამბავი გამოვიძიეთ.

ყავახანაში მიღებული იყო კარტის თამაში, ისიც თამაშობდა და ყველაფერი წააგო, თვით ყავახანის სკამებიც კი, ამას ცოლიც მიაყოლა. როცა მიხვდა, რა ჩაიდინა, აღაპყრო თვალნი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეევედრა: - დედა ღვთისავ, დამეხმარე წამოვდგე და გპირდები, ათონზე შევმონაზვნებიო.

ანგელოზთა დედოფალმა ისმინა მისი და მოგების საშუალება მისცა.

ცოლის თანხმობით, იგი ათონზე გაემგზავრა და გრიგორიატის მონატერში მოეწყო. მტერი (ეშმაკი) ისე ხშირად ესხმოდა თავს, რომ მალე მთლად გაჭაღარავდა.

ორჯერ სცადა ერში წასვლა, მაგრამ შემდეგ განთავისუფლდა ბრძოლისაგან და მონასტერშივე მშვიდად გარდაიცვალა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:25 PM
პოსტი #1853


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 1 2017, 08:40 PM
პოსტი #1854


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[გრიგორიატის] მონასტრის მამებმა რომ შეიტყვეს, სავანეში ექიმი ჩამოვიდაო, მაშინვე იღუმენთან მივიდნენ და სთხოვეს, გავესინჯებითო, რადგან ყველა რაღაც უძლურებით იტანჯებოდა. მამა სიმეონი მუხლებში ჩაუვარდა იღუმენს - არავინ გაეშვა ექიმთან, თორემ არავინ დარჩება, ვინც ტაძარში იგალობებს, იმსახურებს, ანდა მოემსახურება მღვდელსო.

იღუმენმა თავისი უბრალოებით უთხრა: - ძმაო, თუ ისინი ავად გახდნენ, როგორ შემიძლია, ექიმთან არ გავუშვაო. მამა სიმეონი გაჩუმდა, მეორე დღეს არც ერთი მონაზონი სამუშაოდ აღარ გამოვიდა: ყველანი თავიანთ კელიებში დარჩნენ, რადგან დაიჯერეს, რომ ავად იყვნენ.

ღირსსახსოვარი იღუმენი გიორგი ძალზე გაბრაზდა და მამა სიმეონს უთხრა: - უნდა დამეჯერებინა შენთვის, ახლა რაღა ვქნაო.

მან კი თავმდაბლურად ურჩია: ექიმისთვის ავადმყოფების შემოვლა ებრძანებინა და დაემშვიდებინა ისინი, ეთქვა, - უკვე გამოჯანმრთელება დაგეტყოთო.

ექიმი დაემორჩილა იღუმენს. მან ყველა მონაზონი მოინახულა, მათაც ისმინეს ექიმისა და სამუშაოდ წავიდნენ.

როცა დაინახეს, რომ მონაზვნები სამუშაოდ გამოვიდნენ, იღუმენმა ჰკითხა მამა სიმეონს:

- ღმერთმა გაკურთხოს, ამას როგორ მიხვდი?

- მამაო, - უპასუხა მამა სიმეონმა, - მთაწმინდაზე ყველანი უძლურები ვართ. ჩვენ ხომ ღამისთევის ლოცვებზე ვდგავართ, ბევრს ვმარხულობთ, მოვიკვეთავთ საკუთარ ნებას და გულისთქმებს, რაც მთავარია, ხშირად მძიმე სამუშაო გვაქვს. მივდივართ მთებში, ვჭრით შეშას და გუდურებით ზურგით მოგვაქვს. განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვინც ათონის ზედა ტყეებიდან მოათრევს შეშას.

მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაგვპირდა, რომ იგი იქნებოდა ჩვენი მკურნალი, გამომზრდელი და უძლურების ჟამს მანუგეშებელი. იგი თავისი მადლითა და ძალით გვაძლიერებს და ჩვენ ყველა იმ 650 სახის უძლურებაზე მაღლა ვდგებით, რომელიც შეიძლება თითოეულ ადამიანს დაემუქროს. ამიტომაც, მამაო, სჯობს მიხედო იმ მამებს, რომლებიც აქ დიდი ხანია ცხოვრობენ, მარტო პურსა და წყალზე არიან და ას წლამდე ცხოვრობენ".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 11:02 AM
პოსტი #1855


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღირსი მამა [ავგუსტინე] კი ყოველთვის ბრწყინავდა, რადგან ის საღმრთო მადლით იყო მოცული. საკმარისი იყო მისთვის შეგეხედა, რომ ყველანაირი მწუხარება გავიწყდებოდა, შინაგანი სიკეთით სავსე, გარშემო სიხარულს აფრქვევდა. ეცვა ძველი, დაბებკილი კაბა. როცა რაიმე კარგ სამოსს ჩუქნიდნენ, იმწამსვე სხვას აძლევდა. ხშირად მიდიოდნენ მასთან მუშები, რომლებიც გემზე მონასტრის ხეტყეს ტვირთავდნენ. თუ რამე სჭირდებოდათ, დაუკითხავად იღებდნენ, ხშირად უკანასკნელ ნივთსაც კი. ამიტომ ღირსი მამა ბევრჯერ უნახავთ საწოლზე მიწოლილი, შიმშილით ღონემიხდილი. აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო - მონასტერს მისთვის ფქვილი გაეგზავნა.

ბერმა სადღაც ძველი ტაფა იშოვა და ლავაშებს აცხობდა. როცა ზეთით ხსნილი იყო, ფუნჯით საჭმელს ჯვრის სახით ზეთსა სცხებდა და ამგვარად ინუგეშებდა. ზოგიერთი ბერი ეხუმრებოდა ხოლმე: რასა სჭამ, მამაო? მთელი ეს ხანი ლავაშებს ვჭამდიო, - პასუხობდა ბერი. თუ ვინმე დამარილებულ ქაშაყს მისცემდა, სიხარულით მიჰქონდა კელიაში და სტუმრებს უმასპინძლდებოდა. ყოველთვის ასე იქცეოდა, ამიტომაც ქრისტე მას თავისი საღმრთო მადლით ასაზრდოებდა. მამა ავგუსტინე განსაკუთრებით ერისკაცებს და ფილოთეოსის მონასტრის ბერებს უყვარდათ. როცა მას თვალისჩინი დააკლდა, მათ მონასტერში გადასვლაც შესთავაზეს. ბერი უარობდა - რა ეშველება ჩემს ბებერ და სახიჩარ პირუტყვსო. საბოლოოდ მამებმა თავის ცხოველებიანად წაიყვანეს მონასტერში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 2 2017, 10:28 PM
პოსტი #1856


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მონასტრის მამები გულით ზრუნავდნენ მამა ავგუსტინეზე, ის კი ამას ღვთისმშობლის წყალობად თვლიდა და მადლიერებით მუდამ "ღირს არსს" გალობდა, თვალები სიხარულის ცრემლით ჰქონდა სავსე. მონასტრისთვისაც ღვთის კურთხევა იყო მამა ავგუსტინეს იქ ყოფნა. მასთან ბევრი მნახველი მოდიოდა და მათი შესაწირავით ღირსი მამა მონასტრის სასნეულოში მყოფ მოხუც ბერებს შეეწეოდა. სტუმრად კი ბევრი ვინმე ეწვეოდა ხოლმე: კაცნი, წმინდანები, ანგელოზები და თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც კი. ძალზე წუხდა ხოლმე, როცა უფლის დედას ანდა წმინდანებს ხედავდა და სხვა ბერები ამ დროს ისხდნენ ან იწვნენ. ხელსა ჰკრავდა მათ, წამოაყენებდა: - უფლის დედა არის აქო, თუ ანგელოზს ხედავდა, - ანგელოზიო. ბერები, რა თქმა უნდა, ვერაფერს ხედავდნენ, მაგრამ ხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, წამოიჭრებოდნენ ზეზე და იდგნენ კეთილმოკრძალებულად. ერთი მოხუცებულთა მომვლელი ბერი ამას ხიბლს ეძახდა და მამა ავგუსტინეს ლანძღავდა: დაანებე მამებს თავი, ის არ ეყოფათ, შენს ნაბოდვარს რომ ისმენენო.

უდიდესი სიკეთით სავსე ღირს მამას მუდამ უხაროდა, ადიდებდა ღმერთს, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, როგორც სამოთხეში, ისე ცხოვრობდა. მასში ყოველთვის ქრისტე იმყოფებოდა, გული მისი სამოთხე იყო. ის ღირსი შეიქმნა მიწიერ ცხოვრებაშივე ეხილა ანგელოზები, წმინდანები და ღვთისმშობელი, გარდაცვალების მერე კი გაეხარა საუკუნო სიხარულით. როცა მამა ავგუსტინე აღესრულებოდა, სახე სამჯერ ელვასავით გაუბრწყინდა. ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ამ დროს მის გვერდით სწორედ ის განმკითხავი ბერი იმყოფებოდა. განცვიფრებული, დარწმუნდა მამა ავგუსტინეს ხილვების ჭეშმარიტებაში.

83 წლის მამა ავგუსტინემ ღმრთივ შეისვენა 1965 წლის 27 მარტს. გვფარავდეს მისი წმინდა ლოცვები. ამინ!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 10:01 AM
პოსტი #1857


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცოდვასთან შებრძოლება ბერს უფრო უხდება. უფალმა რომ გამოირჩია, ეს იცის ეშმაკმაც და ცდილობს, ისეთი რამ შეამთხვიოს, რომ შინაგანად დაანგრიოს. ამიტომაც მეტი სიფრთხილე მართებს ყოველგვარ ქმედებაში, სიტყვაში. წინდახედულად უნდა მოქმედებდებს და ფიქრობდეს იმაზე, მისი საქციელი რა ნაყოფს გამოიღებს, იქნება თუ არა ღვთისთვის სათნო. ასევე პასუხს აგებს საკუთარ თავზე და სამწყსოზე, რომელიც მთელი არსებით მინდობილია მას."

/მამა თეოფანე (არღვლიანი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 3 2017, 02:46 PM
პოსტი #1858


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კარიესელი მონაზონი მამა ა-ი წმინდა ხარლამპეს კელიიდან იმდენად უპოვარი იყო, რომ თავისი მოძღვრის ანაფორის გარდა, სხვა არაფერი ეცვა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2017, 11:48 AM
პოსტი #1859


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონასტერში წასვლა ჩვენი ნებით არ ხდება. ღმერთი აძლევს ადამიანს ძალას წავიდეს მონასტერში. ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ უფალს თავად მივყავდი თავისთან. მწამდა რომ ღმერთის წყალობით შევძლებდი ბერულ ცხოვრებას. ბერობა შინაგანი, გულის აზრების განწმენდაა. ყოველწუთს ღმერთს უნდა ესაუბრებოდეს ბერი და ამქვეყნიურ საზრუნავებში არ ჩაებას."

/მამა ისიდორე (ოქროპირიძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2017, 11:23 AM
პოსტი #1860


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სასოწარკვეთილება - იმედის საპირისპირო გრძნობაა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს ადამიანის წინააღმდეგ და ამით ხშირად იმარჯვებს მასზე. როგორც დიდი წმინდა მამა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "არც ერთ ვნებაზე გამარჯვება ისეთ გვირგვინს არ ადგამს ბერს, როგორც გულგატეხილობაზე". მიუხედავად იმისა, რომ ეს გამონათქვამი სასულიერო პირს შეეხება, იგი გარკვეულწილად შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, მათ შორის - უბრალო ერის ხალხზეც."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

208 გვერდი V « < 91 92 93 94 95 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი