"სულიერი მეომარი", ჯონ ფეივორსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"სულიერი მეომარი", ჯონ ფეივორსი |
Atman |
Aug 8 2010, 05:14 AM
პოსტი
#41
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
vivi
ფეივორსი რომ მასონი არა იყო 100% დარწმუნებული ვარ. რატომ არაა მაგის მტკიცებას არ დავიწყებ. ვისაც არ უნდა დაჯერება მაინც არ დაიჯერებს. ციტატა რაღაც საოცრად გავს გლობალური სამყაროს გლობალურ საკითხს:გამოვიდეთ ვიწრო ეროვნული ჩარჩოებიდან და შევქმნათ ზე-სახელმწიფო... გამოვიდეთ რელიგიური ჩარჩოებიდან და შევქმნათ ზე-რელიგია... მრავალფეროვნებათა ერთიანობა. მისი ასეთი ტერმინიცაა წიგნში. ეს არ ნიშნავს ერთი ზე-რელიგიის შექმნას. მას საკუთარი რწმენა თავისი ხალხისთვისაც (სამეფოში) კი არ მოუხვევია თავს. უბრალოდ ვედების სიბრძნეს იყენებდა სამეფოს მართვისთვის (და არა ჰიპნოზის ხელოვნებას). ეგრე ჰიპნოზიორად შეიძლება ნებისმიერი ჩავთვალოთ თუ მოგვინდება: დაწყებული ქრისტე ღმერთით, დამთავრებული ჩვენი მშობლებით, რომლებიც ჩვენს მანიპულირებას ხშირად ცდიოლობენ... ციტატა მაგრამ ერთი წუთით მაინც წარმოიდგინე,შენი დიადი მიზანი რომ ახდეს და ხვალ ქართველობამ გონების ვარჯიში დაიწყოს და ზეგ (პირობითი დროებია)კრშნას მმიდევრებად გაიღვიძონ,რას ეტყვი საკუთარ თავს :რა მაგარი ბიჭი ვარ,რა ვუქენი ამ ხალხს,დიად კრშნას ვაზიარე და ახალ სუბსტანციაში მარადიული ზეობა მოვიპოვე,ჭიაში აღარ ჩასახლდება ჩემი სულიო? ჯერ ერთი მე მაგის ილუზია არ მაქვს. მეორეც ქართველები თუ ძილის მდგომარეობიდან გამოვლენ და ჭეშმარიტების (და არა კონკრეტულად კრიშნას ფორმის) მიმდევრები გახდებიან, ეს მემგონი ყველას უნდა გვინდოდეს. ფეივორსი არსად არ ქადაგებს კრიშნას ამ წიგნში. შენ თუ შენიღბულ და ფარულ ქადაგებას ხედავ სადმე, ეს წინასწარგანწყობილი ეჭვიანი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ობიექტურობა, იმიტომ რომ ვერცერთ ციტატას ვერ მომიყვენ, სადაც ამბობს, კრიშნაზე ილოცეთო... ციტატა ატმან,ძვირფასო,შენი საყრდენი შენი ღრმადგანსწავლულობაა და კამათის ხელოვნებაც კარგად გაქვს დამუშავებული... მეც პრინსტონში ვსწავლობდი და ამერიკა მაფინანსებს სიმართლე გითხრა რაც დრო გადის უფრო ნაკლებად ვკამათობ და ვცდილობ ჩემი საყრდენი ღმერთი იყოს და არა ჩემი "კამათის ხელოვნება". ციტატა გიფიქრია ოდესმე რატომ დასაჯეს ასე სასტიკად და ახლაც რატომ ატანთ ქილიკლანძღვისჯვარცმის ქარცეცხლში???და რამდენჯერ აწამეს ქრიტე პირველი წამების შემდეგ? სწორედ იესოს წყალობით ვარ მამა ღმერთის მსახური. ჩემი საბოლოო მიზანი კი უანგარო და აბსოლუტური მსახურებაა. მეორე მხარეს არ იცნობ, ამიტომ კამათს აზრი არ აქვს. რაც შეეხება საქართველოს: მე პირველ რიგში ღმერთის მსახური ვარ და არა საქართველოსი, ხოლო საქართველოს ღმერთის მსახურებით ვემსახურები შესაბამისად... საქართველო სამყაროს ნაწილია და ერთი დიდი ხის ერთი პატარა ტოტია, და იმისათვის რომ ამ ტოტმა გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს, ფესვებს უნდა დაასხა წყალი და არა ამ ტოტს, ან მის ფოთლებს. ღირებულებათა იერარქიაში საქართველოს მესამე ადგილზე ვაყენებ ღმერთის და მთლიანად ადამიანთა მოდგმის შემდეგ... ღმერთი არც მარტო საქართველოს იფარავს და არც მარტო მართლმადიდებლობას. იგი ერთია, და ჩვენ მოგვცა მრავალფეროვნება. და ეს არაა ეკუმენიზმი, რომელიც ფერთა შერევას და ადღვებას გულისხმობს ერთი ზე-რელიგიის ნიშნით. იმ ერთ "რელიგიას" რომელიც ყველასთვის საერთო უნდა იყოს - ღმერთის უანგარო ერთგული მსახურება ეწოდება, მაგრამ ამის ფორმა და ფერი სხვადასხვაა. რელიგიაზე მაღლა ის მიზანი დგას, რასაც რელიგია ემსახურება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. პ.ს. კამათის დროს ემოციებით მანიპულირება შენც მშვენივრად გამოგდის კამათის დროს ნებისმიერ თეზას მოეძებნება ღირსეული ანტითეზა. ჩემი მიზანი კამათში გამარჯვება აღარაა (ადრე იყო ალბათ). მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ შეძლებისდაგვარად და შედეგი ღმერთზეა დამოკიდებული. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Fee |
Aug 8 2010, 02:10 PM
პოსტი
#42
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 59 რეგისტრ.: 18-April 10 წევრი № 8,647 |
vivi რაც შეეხება საქართველოს: მე პირველ რიგში ღმერთის მსახური ვარ და არა საქართველოსი, ხოლო საქართველოს ღმერთის მსახურებით ვემსახურები შესაბამისად... საქართველო სამყაროს ნაწილია და ერთი დიდი ხის ერთი პატარა ტოტია, და იმისათვის რომ ამ ტოტმა გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს, ფესვებს უნდა დაასხა წყალი და არა ამ ტოტს, ან მის ფოთლებს. ღირებულებათა იერარქიაში საქართველოს მესამე ადგილზე ვაყენებ ღმერთის და მთლიანად ადამიანთა მოდგმის შემდეგ... ღმერთი არც მარტო საქართველოს იფარავს და არც მარტო მართლმადიდებლობას. იგი ერთია, და ჩვენ მოგვცა მრავალფეროვნება. და ეს არაა ეკუმენიზმი, რომელიც ფერთა შერევას და ადღვებას გულისხმობს ერთი ზე-რელიგიის ნიშნით. იმ ერთ "რელიგიას" რომელიც ყველასთვის საერთო უნდა იყოს - ღმერთის უანგარო ერთგული მსახურება ეწოდება, მაგრამ ამის ფორმა და ფერი სხვადასხვაა. რელიგიაზე მაღლა ის მიზანი დგას, რასაც რელიგია ემსახურება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ასე ვფიქრობ მეც |
აკაკი |
Aug 8 2010, 02:30 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
არასწორია მერე ... ქვედა ნაწილი
|
vivi |
Aug 8 2010, 04:02 PM
პოსტი
#44
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-July 10 წევრი № 9,172 |
,,,მეფის არა, ღმერთის... აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს... ,,
სხვათაშOრის ეს სიტყვები მუშნი ზარანდიას პასუხი არ არის,რევოლუციონერს ეკუთვნის და რა ბედიც ეწია მის ,,იდეალებს,, მხოლოდ სამოცდაათი წლის შემდეგ შევიტყვეთ... ასე რომ რასაც ემსახურებოდა და ეწირებოდა ფუჭი ყოფილა და ამაოდ გასწირა თავი... ,,მრავალფეროვნებათა ერთიანობა. მისი ასეთი ტერმინიცაა წიგნში. ეს არ ნიშნავს ერთი ზე-რელიგიის შექმნას. მას საკუთარი რწმენა თავისი ხალხისთვისაც (სამეფოში) კი არ მოუხვევია თავს. უბრალოდ ვედების სიბრძნეს იყენებდა სამეფოს მართვისთვის (და არა ჰიპნოზის ხელოვნებას). ვერაფერი დიდი არგუმენტია,კარგი იყო გეთქვა:ვედების ხელოვნებას იყენებს ჰიპნოზის ხელოვნებაში...მრავალფეროვნებათა ერთიანობაოოო,კარგია,ამ წიგნს აშკარად ეტყოვბა სხვადასხვა რელიგიათა შეკრების სურვილი,სხვადასხვა პროდუქტებით გაკეთებულ საწმელს იმერეთში მგონი აჯაფსანდალს ეზახიან და დაახლოებით ასეა მისი აღმატებულება მეფის ნააზრევი... ,,ეგრე ჰიპნოზიორად შეიძლება ნებისმიერი ჩავთვალოთ თუ მოგვინდება: დაწყებული ქრისტე ღმერთით, დამთავრებული ჩვენი მშობლებით, რომლებიც ჩვენს მანიპულირებას ხშირად ცდიოლობენ...,, ,,მე მოვკლავ დედას,დავახრჩობ მამას თუ რევოლუცია მოითხოვს ამას..,,აი რას იტხოვს ზოგჯერ იდეები..ქრისტეს მცნებათაგან კი ერტერტი სწორედ მშობლების პატივისცემააა...ქრისტეს ჰიპნოზიორობაზე კი რაღა გელაპარაკო,ეგ მეტისმეტად ფრჩხილიდან გამოტყუებული არგუმენტია,ვიცი ტავადაც არ გჯერა და ამაზე აგარ გავივრცობი... ,,,სიმართლე გითხრა რაც დრო გადის უფრო ნაკლებად ვკამათობ და ვცდილობ ჩემი საყრდენი ღმერთი იყოს და არა ჩემი "კამათის ხელოვნება,, კაი რა ,ატმან,ნუ მესაუბრები რა ღმერთების ენით,თანაც იმ ღმერთის რომელიც ჩემთვის არაფერია...ვიცი ჩემი ღმერთიც შენტვის არაფერია,ამიტომ იდეოლოგიაზე ვისაუბროთ,უფრო გასაგები რომ იყოს... ,,რაც შეეხება საქართველოს: მე პირველ რიგში ღმერთის მსახური ვარ და არა საქართველოსი, ხოლო საქართველოს ღმერთის მსახურებით ვემსახურები შესაბამისად... საქართველო სამყაროს ნაწილია და ერთი დიდი ხის ერთი პატარა ტოტია, და იმისათვის რომ ამ ტოტმა გაიხაროს და ნაყოფი გამოიღოს, ფესვებს უნდა დაასხა წყალი და არა ამ ტოტს, ან მის ფოთლებს. ღირებულებათა იერარქიაში საქართველოს მესამე ადგილზე ვაყენებ ღმერთის და მთლიანად ადამიანთა მოდგმის შემდეგ...,, ჰოდა მივყვეთ ახლა სამშობლოსა და კაცობრიობის საკითხს...ხო არ გადაგვეხედა ჩვენებური მოაზროვნის პუბლიცისტური წერილისთვის:,,კოსმოპოლიტიზმი და პარტიოტიზმისატვის,,?..თუმცა დამავიწყდა,ჩვენ ხო ყველაფერი უცხოური გიყვარს,ჩვენი ,,კაცი,, ამ ამერიკაში განსწავლულ მეფესთან რას მივა? ,,იმ ერთ "რელიგიას" რომელიც ყველასთვის საერთო უნდა იყოს - ღმერთის უანგარო ერთგული მსახურება ეწოდება, მაგრამ ამის ფორმა და ფერი სხვადასხვაა. რელიგიაზე მაღლა ის მიზანი დგას, რასაც რელიგია ემსახურება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს...,, კარგი რა, ატმან,კარგი, კარგი და კიდევ კარგი...მაგ შარბათში საწამლავს სვამ იცოდე...მაგრამ სხვას ნუ წამლავ.. დრო არამაქვს,ვაპირებდი კიდე ერტი-ორი სისულელის თქმას |
Atman |
Aug 8 2010, 04:06 PM
პოსტი
#45
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
vivi
ციტატა სხვათაშOრის ეს სიტყვები მუშნი ზარანდიას პასუხი არ არის,რევოლუციონერს ეკუთვნის და რა ბედიც ეწია მის ,,იდეალებს,, მხოლოდ სამოცდაათი წლის შემდეგ შევიტყვეთ... მაგდენი მეც ვიცი. და არც მაგ იდეალებს ვემსახურები ციტატა ვიცი ჩემი ღმერთიც შენტვის არაფერია,ამიტომ იდეოლოგიაზე ვისაუბროთ,უფრო გასაგები რომ იყოს... შენი და ჩემი ღმერთი არ არსებობს. ღმერთი ერთია. მანახე ქრისტეს უშუალო მსახური, რომელსაც მთელი სულით გულით და გონებით უყვარს ქრისტე და უანგაროდ ემსახურება მას, ასეთივე ერთგული მსახურის მოსწავლეა და მზადაა ყავდეს მოსწავლედ ადამიანი, რომელსაც ასეთ მსახურად გაზრდის და წამოგყვები მასთან... დანარჩენებზე უკომენტაროდ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
vivi |
Aug 8 2010, 04:20 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-July 10 წევრი № 9,172 |
ატმან,არავისიც და არაფრისიც არ გწამს...შენს შეხედულებებს ქრისტიანობისადმი გულგრილობა და ურწმუნოება კვებავს...შენ იმდენად კრიშნაიდი არ ხარ რამდენადაც მართლმადიდებლობის რწმენისადმი (როგორ გითხრა სიტყვაც ვერ მოვზებნე)მოწინააGმდეგე...შენს ღრმა შEმეცნებას რაღაც არ აკმაყოფილებს და ეძებ და ეძიებ და ვერ პოულობ...შენ კიდევ არა გაქვს შენი თავი ნაპოვნი...კარგად დაფიქრდი...
და იცი რატომ ხარ ასე?საკუთარი ფესვებიდან მოწყვეტას ცდილობ...საღამოს კიდევ შEმოვალ და მერე გავაგრძელებ...თუ სურვილი გაქვს რატქმაუნდა, კარგი ადამიანი ხარ და კარგად დაფიქრდი... |
Atman |
Aug 8 2010, 04:24 PM
პოსტი
#47
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
vivi
ბრალდება დამაფიქრებელია და ველი არგუმენტაციას (საღამოს) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Aug 8 2010, 06:12 PM
პოსტი
#48
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
.
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
vivi |
Aug 9 2010, 01:14 AM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-July 10 წევრი № 9,172 |
თქვენ ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურს ეძებთ...
არც კვიპრიანეს ჰყოლია მოძღვარი..პავლეც ქრისტიანების სისხლით იღებავდა ხელებს,სანამ უფლის ანგელოზზი ა გამოეცხადა.. ასეთი ანგელოზები ყველასთან მიდის,მაგრამ ,,ნავარჯიშებ ,,გონებას არ შეუძლია მისი აღქმა ციტატა მეორეც ქართველები თუ ძილის მდგომარეობიდან გამოვლენ და ჭეშმარიტების (და არა კონკრეტულად კრიშნას ფორმის) მიმდევრები გახდებიან, ეს მემგონი ყველას უნდა გვინდოდეს. მაინც როგორიUნდა იყოს მესამეხარისხად ქცეული საქართველო შენთვის?ძილის მდგომარეობიდან გამოსვლა ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე არც კრიშნაზე გადის თურმე...???ღრმარწმენაა მთელ მსოფლიოს არ ძინავს ჩვენი უმეცრების შემყურეს.იაღოველები თავის იეHოვას გვაჩეჩებენ ხელში ჩვენს გადასარჩენად,სამოციანელებიო, ბაბტისტები,ბუდისტები ხო ჯავრით აღარ არიან,ეგ რა ცამორჩენილობა გჭირთო,გამოიხედეთ თვალებშიო, რომელ ერთს დავუჯეროთ ბატონო?რატომ მაინდამაინც დანარჩენი არ ცდება და ჩვენ ვცდებით? რასაც თქვენ ტარგმნით,ენ პრელუდიაა,წვეთია საწამლავისა...სიმართლით მოხიბლული მკთხველ მეორე წვეთის ძიებას თავად დაიწყებს(მოიზევს და წაიკითხავს ბოლომდე),ბოლოს კი არჩეული მეფის ჭკუისსწავლებებსაც საცდელად გადაწყვიტავს,ანუ საბოლოოდ ,მოიწამლება .. ასე რომ გასაგებია თქვენი მიზანი:,,ჩემი მიზანი კამათში გამარჯვება აღარაა (ადრე იყო ალბათ). მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ შეძლებისდაგვარად და შედეგი ღმერთზეა დამოკიდებული,, |
vivi |
Aug 9 2010, 01:26 AM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-July 10 წევრი № 9,172 |
ბაბილონის გოდოლს აშენებთ და ღმერთი არ დაუშვებს ამას,
მე შეიძლება თქვენზე პატარა ვიყო,განათლების დიდ სამყაროში ახლა ვადგამ პირველ ნაბიჯებს,მაგრამ ვხვდები რომ ამქვეყნად დიდი მომავალი გაქვტ,თქვენს კრშნაზე მეტი თაყვანისმცემლები გეყოლებათ,კარიერაც არ დააყოვნებს მაგრამ არამგონია სულიერად წარემატოთ...იმიტომ რომ ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია ასე გულზე რომ გერჭობათ ეკალივით.. |
აკაკი |
Aug 9 2010, 01:30 AM
პოსტი
#51
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ორი ბატონის მსახურება არ გამოვა.
ან კრიშნა | ან | ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა. |
vivi |
Aug 9 2010, 01:41 AM
პოსტი
#52
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 20-July 10 წევრი № 9,172 |
საბჭოთა ადამიანს ღმერთი გამოაცალეს და უტრადიციო,ურელიგიო,უსამშობლო
ადამიანის მოდელმა არ გაამარტლა.. ახალ მსოფლიო ადამიანს კი ახალ რელიგიას თავაზობენ,რომელიც გამოსულია ვიწრო რელიგიური ჩარჩოებიდან და უფრო მეტია,ქრისტეც,ალაჰიჰ,კრიშნაც ყველა ერტად ახალი რელიგიის მსახურებაში...მაგრამ ამას რომ მიაღწიონ ჯერ გონების წვრთნებია საჭირო... დავდივარ,ვწუხვარ და მენანება... |
Atman |
Aug 9 2010, 04:43 AM
პოსტი
#53
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
vivi
ციტატა მაინც როგორიUნდა იყოს მესამეხარისხად ქცეული საქართველო შენთვის?ძილის მდგომარეობიდან გამოსვლა ჭეშმარიტებისაკენ სავალ გზაზე არც კრიშნაზე გადის თურმე...??? ხო ხედავ ჩემს სიტყვებ თითზე იხვევ და ემოციური ქარგით ქსოვ შენთვის მერამდენეა საქართველო იერარქიათა რიგში? ციტატა რომელ ერთს დავუჯეროთ ბატონო?რატომ მაინდამაინც დანარჩენი არ ცდება და ჩვენ ვცდებით? არასწორი წარმოდგენა გაქვს ჩემს პოზიციაზე. რელიგიათა შორის მართლმადიდებლობას ყველაზე მაღლა ვაყენებ მე პირადად. და სხვა რელიგიებიდან ჭეშმარიტ რელიგიებად მხოლოდ ავტორიტეტულ და უძველეს რელიგიებს ვთვლი და არა სექტებს და თანამედროვე მიმდინარეობებს. ბუდისტი ჩვენ სიყვარულს და მითუმეტეს ღმერთის სიყვარულს ვერ გვასწავლის. არა იმიტომ რომ სიყვარული არ იციან, უბრალოდ სკოლის მოსწავლე ვერ ასწავლის უნივერსიტეტის მოსწავლეს... მაგრამ მათგანაც შეგვიძლია ვისწავლოთ ბევრი რამ... ციტატა რასაც თქვენ ტარგმნით,ენ პრელუდიაა,წვეთია საწამლავისა...სიმართლით მოხიბლული მკთხველ მეორე წვეთის ძიებას თავად დაიწყებს(მოიზევს და წაიკითხავს ბოლომდე),ბოლოს კი არჩეული მეფის ჭკუისსწავლებებსაც საცდელად გადაწყვიტავს,ანუ საბოლოოდ ,მოიწამლება .. ესეც უარგუმენტო სუბიექტური განწყობაა. ციტატა მე შეიძლება თქვენზე პატარა ვიყო,განათლების დიდ სამყაროში ახლა ვადგამ პირველ ნაბიჯებს,მაგრამ ვხვდები რომ ამქვეყნად დიდი მომავალი გაქვტ,თქვენს კრშნაზე მეტი თაყვანისმცემლები გეყოლებათ,კარიერაც არ დააყოვნებს მაგრამ არამგონია სულიერად წარემატოთ... შენი აზრით კარიერის გაკეთების მიზნით ვაკეთებ ამ ყველაფერს? ან თაყვანისმცემლების ყოლის მიზნით? ციტატა ჭეშმარიტება ქრისტიანობაშია ასე გულზე რომ გერჭობათ ეკალივით.. კიდევ ერთხელ გიმეორებ, ნუ მოგყავს უარგუმენტო ბრალდებები. ქრისტიანობასთან ჩემი დამოიკიდებულების შესახებ არაფერი იცი და ცრუ ბრალდებებს ნუ მიყენებ თუ შეიძლება. აკაკი ციტატა ორი ბატონის მსახურება არ გამოვა.ან კრიშნა | ან | ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა. ძე და მამა ერთია! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Aug 9 2010, 04:54 AM
პოსტი
#54
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
vivi
აკაკი რადგანაც ასე ნეგატიურად და მტკივნეულად აღიქვამთ ამ წიგნს, თანაც უკვე ერის და ქრისტეს მოღალატედ მაცხადებთ, შევეცდები აღარ ავაფორიაქო თქვენი ნერვები და წიგნსაც წავშლი საერთოდ. ოღონდ თქვენ იყავით მშვიდად და... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
Aug 9 2010, 08:42 AM
პოსტი
#55
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Atman
არც ქრისტეა მამა და არც კრიშნა ძე... სწორედაც, რომ ძე(ქრისტე) და მამა ერთია, აირჩიე ან სრულიად სხვა (კრიშნა) ან ძე, მამა და სულიწმინდა, რომელიც, როგორც შენ ამბობ და საერთოდაც ასეა, ერთია |
Atman |
Aug 9 2010, 08:59 AM
პოსტი
#56
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
აკაკი
ციტატა არც ქრისტეა მამა და არც კრიშნა ძე... პირიქითაა. ციტატა სწორედაც, რომ ძე(ქრისტე) და მამა ერთია, აირჩიე ან სრულიად სხვა (კრიშნა) ან ძე, მამა და სულიწმინდა, რომელიც, როგორც შენ ამბობ და საერთოდაც ასეა, ერთია არ გეჩვენება, რომ ცოტა აჭარბებ როცა ჭკუას მასწავლი? ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს მართალია, მაგრამ რა ვიცი რა ვიცი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
Aug 9 2010, 09:07 AM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Atman
ვერ დაამტკიცებ 20 სმ წინადადება წაიკითხე და მეუბნები ააჭარბებ და ჭკუას მასწავლიო.. და შენს თემებზე და პოსტებზე, ქადაგებებზე, მართლმადიდებლურ ფორუმზე რაღა უნდა ითქვას |
Atman |
Aug 9 2010, 09:22 AM
პოსტი
#58
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
აკაკი
მე ზოგადად "ვქადაგებ" და ჩემზე უფროსებს არ ვასწავლი ჭკუას თუ თვითონ არ მკითხავენ რამეს. ციტატა ვერ დაამტკიცებ არც ვაპირებ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
Aug 9 2010, 09:26 AM
პოსტი
#59
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
Atman
უფროსის თაობაზე თვითონ არ თქვი, დიდი მნიშვნელობა არ ააქვსო? მით-უმეტეს მე და შენ ჭკუას კი არ ვისწავლებით, არამედ თუ ვისწავლებით იმ მოძღვრებას ვისწავლებბით რაც ჩვენ გვისწავლია და ვიცით |
Atman |
Aug 9 2010, 09:38 AM
პოსტი
#60
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა უფროსის თაობაზე თვითონ არ თქვი, დიდი მნიშვნელობა არ ააქვსო? დიდი არა, მაგრამ მაინც აქვს მნიშვნელობა. მითუმეტეს შენს ასაკში ვერ გენდობი რომ ჭკუა ვისწავლო შენგან ციტატა მით-უმეტეს მე და შენ ჭკუას კი არ ვისწავლებით, არამედ თუ ვისწავლებით იმ მოძღვრებას ვისწავლებბით რაც ჩვენ გვისწავლია და ვიცით ჰოდა მე სხვა მოძღვრების სწავლებასაც ვიცნობ, არა მარტო მართლმადიდებლების... კაი მორჩა კამათი. აზრი არ აქვს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 12:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი