IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

Reply to this topicStart new topic
> კითხვები საკუთარ თავს, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ნათია
პოსტი May 6 2007, 11:56 PM
პოსტი #1

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..

დამაფიქრა ამ სიტყვებმა და თქვენ?

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Dec 20 2008, 11:55 PM
პოსტი #2

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934

ციტატა(ნათია @ May 6 2007, 10:56 PM) *

დამაფიქრებელია ნამდვილად sad.gif

--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_a_M_o
პოსტი Dec 20 2008, 11:57 PM
პოსტი #3

Me =)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 10-November 08
მდებარ.: In My Mind
წევრი № 5,925

ციტატა(ნათია @ May 6 2007, 11:56 PM) *

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

ნეტავ მეღირსოს, ღმერთო, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარების საზღაურად განსვენება ვპოვო შენში!..
დამაფიქრა ამ სიტყვებმა და თქვენ?

ჩვენც...

--------------------
Sometimes i think.. sometimes i don't...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2008, 12:02 AM
პოსტი #4

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

გრიგოლი ღვთისმეტყველი მაგარი ვინმეა! ძალიან, ძალიან!

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rozoma
პოსტი Dec 21 2008, 12:06 AM
პოსტი #5

levan
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 408
რეგისტრ.: 15-February 08
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 3,940

მნათე
smile.gif გეთანხმები

--------------------
საქართველოს მონასტრების სამი კანონი:

1) არ განიკითხო!

2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი!

3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Dec 21 2008, 12:31 AM
პოსტი #6

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532

ციტატა(ნათია @ May 6 2007, 11:56 PM) *

სად არის ამაღლებული მჭევრმეტყველება? – ჰაერში გაიფანტა.
სად არის ელფერი სიჭაბუკისა? – დაიღუპა.

სად არის დიდება? – განქარდა.

სად არის სიჯანსაღე სხეულისა? – ავადმყოფობამ შემუსრა იგი.

სად არის სიმდიდრე და ქონება? – ნაწილი ღმრთისადმია შეწირული, ხოლო ნაწილი – ადამიანთა შურმა მოიტაცა ბოროტმოქმედთა ხელით.

ჩემი მშობლები და ახლობლები საფლავებში განისვენებენ. მხოლოდ სამშობლოღა დამრჩა, მაგრამ ბოროტმა დემონმა ჩემზე სიძულვილის შავი ტალღები აღმართა და იქიდანაც გამაძევა; ახლა მე მარტოხელა მგზავრი ვარ, უცხო მხარეში დავეხეტები, მწუხარებით სავსე ცხოვრებასა და მიხრწნილ სიბერეს მივათრევ. არც ქალაქი გამაჩნია, არც საყდარი და ვეღარც სულიერ შვილებს ვხედავ, თუმცაღა მათზე ზრუნვით ძლიერ ვარ დამწუხრებული. დღესა და ღამეს მარტოობასა და ხეტიალში ვატარებ.

სად დასცილდება ჩემი სული სხეულს? სად შევხვდები აღსასრულს? რომელი მიწა, რომელი გლახაკთმოყვარე სამარე შემიფარებს? ვინ დამიხუჭავს სიკვდილ??ალ თვალებს? – მართლმორწმუნე და ქრისტეს მეგობარი თუ ვინმე ღვთისმგმობელი.

ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი სულმოკლეს, მაწუხებს აზრი – ჩემს სხეულს კუბოს მიაბარებენ თუ გარეულ მხეცთა შესაჭმელი გავხდები; ფერფლად და ჰარეში გავიფანტები, თუ კუბოს გარეშე სადმე უფსკრულში ჩამაგდებენ; მდინარე დაალპობს თუ ხანგრძლივი წვიმები? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი გვამის მთლიანობა დაირღვევა, რამეთუ ბოლო ჟამს უფალი აღადგენს და შეკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად იქცა ან ნადირთა საჯიჯგნი გახდა.

მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო!

ქრისტე, მეუფეო! შენა ხარ ჩემი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ჩემი ნეტარება. შენ ყველაფერი ხარ ჩემთვის!

კარგი იქნება თუ ამას განსაცდელების გარეშე მივხვდებით smile.gif

--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2008, 12:34 AM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
კარგი იქნება თუ ამას განსაცდელების გარეშე მივხვდებით

ვოტ... განსაცდელებისა და ფობიების გარეშე!

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
-tamar-
პოსტი Mar 6 2009, 11:58 PM
პოსტი #8

summer time :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 522
რეგისტრ.: 27-May 08
მდებარ.: საქართველო-თბილისი
წევრი № 4,927

ციტატა(მნათე @ Dec 21 2008, 12:34 AM) *

ვოტ... განსაცდელებისა და ფობიების გარეშე!

ფობიებში რას გულისხმობ?

--------------------
მიყვარხართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 12:07 AM
პოსტი #9

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ნათ, სუპერთემაა smile.gif

აი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის წმ. ნაწილები, ინახება რომის წმ.პეტრეს ტაძარში

ეს ის ადგილია სადაც მისი წმ. ნაწილები განისვენებს

IPB-ს სურათი

ეს კი უიშვიათესი ფოტოა და ალბათ ძალიან ბევრს ნანახიც არ გექნებათ smile.gif
ესაა მისი უძველესი ლუსკუმის ჩასასვენებელი, ანუ შიგნით არის ლუსკუმა,
სადაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის წმ. ნაწილებია და ინახება ზემოთ
ნაჩვენებ ადგილას

IPB-ს სურათი

მომავალში იქნებ შევეცადოთ ან რუსულად ან ქართულად ამოვკრიფოთ მისი ქადაგებები smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Mar 7 2009, 12:17 AM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910

ხელნაწერთა ინსტიტუტშია მისი ქადაქებები-ე.წ ,,სიტყვები"... აგრეთვე მისი დაწერილი ,,ბასილი დიდის ცხოვრება"ა...იქიდან გამოტანა დადაქსეროქსება რთულია sad.gif სამწუხაროდ...

ხუთი ტომია დაბეჭდილი ბელგიაში. ორი თარგმანია ძველ ქართულად ამ წიგნებში: ეფრემ მცირისა და არსენ იყალოელისა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 7 2009, 04:29 AM
პოსტი #11

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

არა უშავს აღმსარებელი, რუსულიდან დავაციტატოთ, ოღონდ მთლიანად კი არა რჩეული ადგილები და ცოტ-ცოტა, გრიგოლს გაგება უნდა smile.gif

მინდა, რომ ეგ მამა კარგად შევისწავლოთ smile.gif

ამიტომ ნელნელა შევკრებ ყველაფერს რაც ქართულად არის ნეტში ...

ოღონდ ნელნელა smile.gif

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

სინანულის საგალობელი ცხოვრების მიმწუხრზე

1.
სიცოცხლის უკანასკნელი გმირობა ახლოსაა; ურიგო ნაოსნობა გასრულებულია; საძულველი ცოდვისათვის სასჯელს აწვე ვხედავ, ვხედავ ბნელ ტარტაროზს, ცეცხლოვან ენებს, პირქუშ წყვდიადს და მხილებულთა საქმეთა საკიცხავს, რომელნიც აწ დაფარულ არიან. მაგრამ შემწყნარებელ მეყავნ, ნეტარო და მომანიჭე თუნდაც მწუხრი კეთილი, ჩემს დაშთენილ სიცოცხლეზე მოწყალედ მომზირალმა. ბევრი ვნება შემემთხვა და ფიქრი შიშმა მოიცვა, იქნებ, მეფეო, შენი მართლმსაჯულების საშინელმა სასწორმა უკვე იწყო ჩემგან განვლილი ცხოვრების აღწონვა?
დე, აქედან გარდასახლებულმა თვითონ ვიწვნიო ხვედრი ჩემი და სიხარულით ჩამოვიბერტყო აქვე გულის დამღრნელი უბედურებანი; გარნა თქვენ, ჩემს შემდეგ დაშთომილთ, მცნებად გიტოვებთ: უსარგებლოა არსებული ცხოვრება, რამეთუ ამა სიცოცხლეს აქვს დასასრული.
2.
გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა; კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი. ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება. ჰოი, ჩემი ბოროტი დღე! როგორ გავექცე? რა დამემართება? როგორ მაშინებს ცოდვა; რა საშინელებაა გომორის ეკალ-ბარდებითა და ტევნებით დახუნძლული აღმოჩნდე, როცა ქრისტე ღმერთებს* განიკითხავს, რათა თითოეულს ღირსებისაებრ მიაგოს საზღაური და განუჩინოს მხარე, რამდენსაც კი თვალი სინათლეს დაიტევს! ერთი მაქვს სასოება, ნეტარო, შენი წინამძღოლობით ამ ხანმოკლე დღეებში კვლავაც შენ მოგმართო.

პ.ს. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ნაზიანზელი გრიგოლი იყო უღრმესად მცოდნე მაშინდელი მეცნიერებისა, იცოდა მთელი ფილოსოფია და მითოლოგია, ამიტომ მისი ენა ხატოვანია და ღრმა, ამიტომ ნელა იკითხეთ, ნათქვამია, რომ გრიგოლის როცა რაიმეს განმარტავს ერთ ფურცელს, თავად გრიგოლის განმარტების განმარტებას სხვა 5 ფურცელი უნდაო smile.gif

აი რაც ახლა დავდე, ნახეთ რა შედარებებია და რა სიღრმეები:

ციტატა
სიცოცხლის უკანასკნელი გმირობა

ვეცადოთ პასუხი გავცეთ კითხვას, რას გულისხმობს აქ და რატომ?

თუ გმირობაა პირდაპირი გაგებით და არა "ირონიულად" , მაშინ რატომაა
სიცოცხლე
ციტატა
ურიგო ნაოსნობა

დატკბით ამათზე ულამაზესებია...

ციტატა
ჩამოვიბერტყო აქვე გულის დამღრნელი უბედურებანი

ციტატა
გახუნდა ყოველივე, მოახლოვდა მკათათვე: თმები გამითეთრდა;კალო აგროვებს თავთავს; მოსავალიც შემოვიდა; ახლოა რთველი

აქ ყველაფერი შედარებითია, რადგან "მკათათვე" არაა ივლისი, არამედ განკითხვა,იგივეა რთველი... ამიტომაცაა საწნახელი სიმბოლური:
ციტატა
ჩემი ბოროტგვემულებანი საწნახელში უკვე იწურება.

იქ კი როცა "ღმერთებს განიკითხავსო" ეს ფსალმუნიდანაა " ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს(ფს. 81: 1)" აქაა საუბარი წმიდათა შესაბამის სიკეთის მიგებაზე...

მოკლედ ძლიერია ღვთისმეტყველი გრიგოლი, ისიც საკმარისია სათქმელად, რომ ღვთისმეტყველი მამათა შორის სამია, იოანე მახარებელი, ეს გრიგოლი ნაზიანზელი და სვიმოენ ახალი...

იხარეთ;

კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Mar 8 2009, 01:28 PM
პოსტი #12

ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209

ძალიან მაგარია

--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 12 2009, 11:31 PM
პოსტი #13

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

KAIROS
ციტატა
უსარგებლოა არსებული ცხოვრება, რამეთუ ამა სიცოცხლეს აქვს დასასრული.

ციტატა
ერთი მაქვს სასოება, ნეტარო, შენი წინამძღოლობით ამ ხანმოკლე დღეებში კვლავაც შენ მოგმართო.

smile.gif

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი