IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ცნობილ მეცნიერთა ცხოვრება და შრომები, მნიშვნელოვანი შრომების მიმოხილვა, კურიოზები
guest
პოსტი Oct 17 2008, 03:26 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
აინშტაინის საყვარელზე დაწერე, კგბ-მ რომ მიუზავნა და რომ ჰყვარობდა აი აბდალა იმ ქალს თავდავიწყებით,

სვათაშორის სტატიის სახით ბიოგრაფიულ ნაშრომებში ეგ ვერ ვნახე smile.gif მხოლოდ რეპორტაჟი იყო ბატონ ალბერტზე და იქ ახსენეს smile.gif

პ.ს. ისე, სლავი ქალები მოსწონდა biggrin.gif სერბი ყავდა ცოლად და მერე პა სპისკუ ხან ჩეხი, ხან რუსი და მსგავსი საყვარლები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 17 2008, 07:04 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მეტად საინტერესოდ მიმაჩნია ანტონ ბაგრატიონის, როგორც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და სასულიერი პირის ცხოვრება და შრომები. აქ შემოგთავაზებთ:

****

ანტონ იესეს ძე ბაგრატიონი

(1720-1788 წწ)


ცნობილი ქართველი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე თეიმურაზ (ანტონ ) ბაგრატიონი დაიბადა 1720 წ. 11 ნომებრს. 7 წლის ასაკიდან მას მისცეს იმ დროისათვის შესანიშნავი განათლება. 1739 წ. გაცრუებულმა სიყვარულმა ის ბერობის იდეამდე მიიყვანა და 19 წლის ასაკში გელათის მონასტერში ბერად აღიკვეცა ანტონი სახელით. 5 წლის შემდეგ კი ის უკვე ქართლ-კახეთის სამეფოს კათალიკოსად იქნა დამტკიცებული .

1756 წ. ანტონ ბაგრატიონი რუსეთს გაემგზავრა, სადაც დანიშნეს ქ. ვლადიმირის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოსად. ამ თანამდეგობაზე მან 8 წელი დაჰყო. ვლადიმირში ა. ბაგრატიონმა საფუძვლიანად შეისწავლა ევროპული, რუსული და ლათინური ენები, ფილოსოფია, ფიზიკა და ასტრონომია. იგი შეუდგა უცხოენოვანი წიგნების ქართული სკოლებისთვის თარგმნას. ქართლ-კახეთის სამეფოს სათავეში ერეკლე მეორის ჩადგომის შემდგომ, ანტონ ბაგრატიონი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ კათალიკოსის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. გახსნა სასულიერო სემინარიები თბილისსა და თელავში. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოები. შექმნა ლინგვისტური, ფილოსოფიური, საღვთისმეტყველო , ფიზიკური და სხვა შრომები, მდიდარი წიგნსაცავები. მარტო მის პირად ბიბლიოთეკაში 7 000 ხელნაწერი და დასტამბული წიგნი ირიცხებოდა. როგორც პირველდაწყებითი, ისე სასემინარიო განათლება ხელმისაწვდომი გახდა არა მარტო არისტოკრატიისთვის, არამედ დაბალი ფენებისთვისაც. დაარსა კერძო სასწავლებლები. ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდობა სასწავლებლად რუსეთს მიავლინა. აღადგინა და გააფართოვა ვახტანგ 4-ის სტამბა. პარალელურად გახსნა გადამწერ კალიგრაფთა სკოლა. გაწმინდა ეკლესია უღირსი ელემენტებისაგან და სხვა.

1772 წ. ერეკლე II-ის დავალებით ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, რუსეთ-საქართველოს შორის მჭიდრო კავშირის დასამყარებლად. ანტონის ეს მოგზაურობა საფუძვლად დაედო 1783 წ. გეორგიევსკის ტრაქტატს.

ანტონ I 68 წლის ასაკში 1788 წ. 1 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.

ანტონ I-ის მეცნიერული მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. შევჩერდები მის ფიზიკურ შეხედულებებზე.

1762 წ. ვლადიმირში თარგმნა გერმანელი ფიზიკოსის ქრისტიან ვოლფის "თეორიული ფიზიკა" . უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახელმძღვანელოდან ანტონ I თბილისში ლექციებს კითხულობდა.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ ლექციებს თვით ერეკლე II-ც ესწრებოდა.

ანტონის გადმოცემით, ბაგრატიონთა ერთ-ერთ თავყრილობაზე მან თქვა, რომ ფიზიკა ადამიანს ცნობას ჭეშმარიტებად გადაუქცევს, ხოლო ვინმე "უგანსწავლულესმა და უდიდებულესმა" თქვა, რომ "უმეცარნი ფიზიკისაჲ მსგავს არიან ბრმათა". ანტონის აზრით, ფიზიკის უცოდინარნი შეისწავლიან მხოლოდ იმას, რასაც თვალით ხედავენ, შეხებით გრძნობენ, სინამდვილეში კი ფიზიკის საგანს წარმოადგენს ის მსჯელობაც, რაც თვალით უხილავს ეხება. ასეთი სახის მსჯელობა ადამიანს საგნის შეცნობასთან, მოვლენის გაგებასთან, ჭეშმარიტებასთან დაახლოვებსო.

"თეორიული ფიზიკის" წინასიტყვაობაში ანტონ I ბოდიშს მოიხდის, რომ ვერ შეადგინა სიბრძნის მოყვარულთათვის სატანადო წინასიტყვაობა. ეს სიტყვები თავმდაბლობად უნდა მივიღოთ, შემდეგ მთარგმნელი აღნიშნავს, რომ "ბუნებითი ფილოსოფია" გადმოღებული აქვს რუსული ენიდან და თარგმნა დასრულდა 1762 წლის 26 დეკემბერს.

ბოლოს ანტონ I აღნიშნავს, რომ მან წინამდებარე სახელმძღვანელო სხვადასხვა ავტორისაგან გადმოიღო და ამით ვოლფის მიერ შექმნილ "სისტემასა სოფლისასა მიჰრიდა" , ე.ი. მის ფილოსოფიას და ფიზიკასაც გადაუხვია.

როგორც ცნობილია, ანტონმა ვოლფის "ტეორიული ფიზიკა" თარგმნა და არა "ექსპერიმენტული", იმიტომ რომ ექსპერიმენტალურ ფიზიკაში ქართველ ერს გამოცდილება არ ქონდა, ხოლო თეორიულ ფიზიკაში მას საკმაო ტრადიცია გააჩნდა, ყოველ შემთხვევაში არსენ იყალთოელის წყალობით მაინც.

ანტონ I იზიარებს ვოლფის აზრს, რომ ნივთიერების რაოდენობა თვისობრივობაში გადადის და საამისოდ მოჰყავს მაგალითები. ანტონი ეწინააღმდეგება ვოლფის აზრს, რომ თითქოს ნივთიერების ნაწილაკთა რიცხვის განსაზღვრა შეუძლებელია. ანტონის მიხედვით, ნივთიერებატა ნაწილაკები მუდმივ მოძრაობაში არიან, ნივთიერების ზედაპირის შეცვლა მხოლოდ გარეგანი ზემოქმედების შედეგად არის შესაძლებელი. სითბომბადის ნივთიერების ხსენებისას ანტონი თავს არიდებს ზოგიერთი ფრაგმენტის თარგმნას და სითბოს გადაცემას სწორად განმარტავს. ანტონ I დაბალი ტემპერატურების ზღვარს არ გრძნობს. მსოფლიო მიზიდულობის ჱალას ღმერთს მიაწერს . სიმძიმის ძალის გამომწვევ ნივთიერებას იგი რეალურ შინაარსს აძლევს. ვოლფისგან განსხვავებით, ანტონ I სინათლის სიჩქარის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდის ჩამოთვლისას უპირატესობას ნიუტონის გამოთვლებს ანიჭებს. სინათლის სხვადასხვა თეორიებიდან ანტონი მთლიანად ემხრობა ვოლფის მიერ გადმოცემულ ნიუტონის სინათლის კორპუსკულურ თეორიას. ანტონის შემოქმედებაში სინათლის მატარებელი სითხე და ეთერი ერთნაირი უფლებებით სარგებლობს.

სხვადასხვა პლანეტებზე ადამიანის მსგავს არსებათა მოდგმმის არსებობას ანტონ I უარყოფს. მაგრამ პარაგრაფის ბოლოს ერთგვარ კომპრომისზე მიდის.
რაც არ უნდა ჩამოეთვალა ანტონ I-ს, ის ფაქტი რომ უცხოპლანეტელები არსებობენ, ეწინააღმდეგება საღმრთო წერილებს.

კომეტების გამოჩენის საკითხს ანტონი სასწაულებს მიაწერს. უნდა აღინიშნოს, რომ კომეტების პირველი სწორი თეორია 1862 წ. გამოაქვეყნა ბრედიხინმა და საბოლოოდ დადასტურდა 1900 წ. პ. ლებედევის მიერ პარიზში დემონსტირებული სინათლის წნევის დამამტკიცებელი ცდების შემდეგ.

ის პარაგრაფები, რომელიც ანტირელიგიურ პროპაგანდას ეხება, ანტონს არ უთარგმნია.

კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა ანტონის მიერ უარყოფილია. მის ნაცვლად შემოტანილია გეოცენტრული სისტემა.

სივრცის შესახებ განმარტება ანტონ I-ს უფრო სწორად აქვს ინტერპრეტირებული, ვიდრე თვით ვოლფს.

როდესაც ვოლფი წერე, თითქოს ორთქლის ნაწილაკების მოძრაობა სითბური ეფექტი არ არის, ანტონი მის შესწორებას ვერ ბედავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის გამოქვეყნებული იყო ვოლფის "ექსპერიმენტული ფიზიკის" მეორე გამოცემა, რომლის ბოლოში დართულია მ. ლომონოსოვის შენიშვნები სითბოს კინეტიკური ტეორიის შესახებ. დაუჯერებელია, რომ ანტონს ეს წიგნი წაკითხული არ ქონდა.

წყლის ბუშტების ამოსვლას ანტონ I სითბოს მიზეზით ხსნის. ვოლფის აზრით, ამ ბბუშტების შიგნით ჰაერია, ანტონს კი ორთქლი მიაჩნია მართებულად. ვოლფის მცდარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, ღრუბლებიდან მზის სხივების არეკლვლის შესახებ ანტონი სწორ განმარტებას იძლევა.

ნაცვლად ვოლფის ბუნდოვანი და ორაზროვანი მოსაზრებისა, ანტონი გარკვევით აღნიშნავს, რომ გამეში ვარსკვლავთა ელვარება და ციმციმი შედეგია ორთქლის სქელი მასების მოძრაობისა.

ცისარტყელას ირგვლივ მსჯელობისას ვოლფს მოჰყავს მინის სფეროში მოტავსებული წყლის და მასში გამავალი მზის სხივის გარდატეხის ცდა. ანტონი ამ ცდის ნაცვლად მკითხველს სთავაზობდ წვიმის წვეთს და მასში გამავალ მზის სხივს. ამით თავიდან აცილებულია მინის სფეროთი გამოწვეული დამახინჯებანი.

ვოლფი არასწორად განმარტავს პოლარულ ციალს. ასევე არასწორად თარგმნის მას ანტონ I. რაც გასაგებიცაა, რომ იმ დროისათვის ეს ფენომენი მეცნიერთაგან არ იყო სწორად ინტერპრეტირებული. თუმცა პარაგრაფის თარგმანს დართული აქვს შენიშვნა, რომელშიც ანტონი განმარტავს, რომ ზემოთ ასული ორთქლი მარტო წყლის ზედაპირიდან კი არა დედამიწის ზედაპირიდანაც წარმოიქმნება.

ცივი ნატების შესახებ მსჯელობის დროს, ვოლფი მას "მოხეტიალე ცეცხლს" უწოდებს. ანტონ I შენიშნავს, რომ ეს "ცეცხლნი შემწუელნი არ არიან" , ხოლო შემდეგ პარაგრაფში აზუსტებს ამ გამოთქმას: "ცეცხლნი არა შემწუელნი, არამედ მებრნი შეცთომილთა ცეცხლთა".

ანტონ Iვოლფისაგან განსხვავებით, ელექტრულ ნივთიერებაში ელექტრულ ზალას ხედავს. 1760-იან წლებში ელექტრონული ძალების არსებობას და მათ მანძილზე ქმედებას მხოლოდ ერთეულები იზიარებდნენ და მათ შორის ანტოონ ბაგრატიონიც.

ვოლფის განმარტებით, დედამიწიდან მხოლოდ ლითონები ამოიღება, ხოლო ანტონ I შენიშნავს: "არა თუ მხოლოდ ლითონნი აღმოთხრილნი სხეულნი, არამედ მარილიცა და სხვანი". აქ ანტონი პირადი გამოცდილებიდან გამოდის, საქართველოში სამთამადნო წარმოება და წიაღისეულის დამუშავება ოდითგანვე ხდებოდა და ანტონ I და ერეკლე II-ის მეცადინეობით იმ პერიოდში ახალი აღმავლობით ვიტარდებოდა.

ბოტანიკის საკითხების თარგმნის დროს ანტონის შენიშვნებისაგან ირკვევა, რომ ვოლფის სახელმძღვანოლოს გარდა მან ისარგებლა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის მასალებისგან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Oct 23 2008, 12:31 PM
პოსტი #23


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



უნდა ვიპოვოთ შენობის კომენდანტი და შევთავაზოთ ბარომეტრი, თუკი გვეტყვის შენობის სიმაღლეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 1 2009, 06:15 PM
პოსტი #24


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



***
"ყველაფერი რაც სავარაუდოა - სავავარაუდოდ მცდარია ".

რენე დეკარტი

***
"ნებისმიერი, ვინც არითმეტიკით დასაქმებაზე უარს იტყვის განწირულია სისულეების ლაპარაკისათვის".
ჯონ მაკარტნი

***
"რელიგია და მათემატიკა ერთი და იგივე საღვთო სიზუსტის სხვადასხვა გამოხატულებაა".
კარდინალი მიხაელ ფაულჰაბერი.

***
"ჭეშმარეტების დასამტკიცებლად მათემატიკოსებს იმდენი მტკიცებულება აქვთ, რომ აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მათი კვლევის საგანი უმარტივესი უნდა იყოს".
რენე დეკარტი


***
"მათემატიკოსები, რომლებიც მხოლოდ მათემატიკოსები არიან, ცხადია სწორად აზროვნებენ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ ყველაფერს განსაზღვრებებით და პრინციპებით ავუხსნით; სხვა შემთხვევაში ისინი არიან აზროვნებით შემოსაზღვრულნი და აუტანელნი, რადგანაც მხოლოდ მაშინ ფიქრობენ, როდესაც საქმე ცხად პრინციპებს ეხება".
ბლეზ პასკალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 2 2009, 01:27 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ცნობილი ფიზიკოსი (თეორეტიკოსი) ვოლფგანგ პაული (Wolfgang Pauli) ტექნიკურად მეტად მოუხერხებელი კაცი ყოფილა. ლაბორატორიაში როცა შევიდოდა, სულ რაღაცას აფუჭებდა: ან ტეხავდა, ან ხელსაწყოებს ამტრევდა , უვარდებოდა და ასე შემდეგ. ეს "თვისება" იმდენად ცნობილი იყო უკვე, რომ თანამშრომელმა ექსპერიმენტატორებმა მას "პაულის ეფქტი " უწოდეს და ის ყალიბდებოდა ასე : "შეუძლებელია ერთ სისტემაში იმყოფებოდნენ პაული და მომუშავე ხელსაწყო " ... smile.gif

ვ. პაული სხვათაშორის უკანასკნელი ავსტრიელი ფიზიკოსი იყო, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო (1945 წ.). პაული ასევე "ღამის ტიპი" ყოფილა, მუშაობდა ძირითადად ღამით.

(*პაულის პრინციპი ფიზიკის მცოდნეებმა კი იცით რაც არის. არაფიზიკოსებითვის კი უნდა ეწეროს თემაში "ფიზიკის ძირითადი კანონები" და შეგიძლიათ ინტერესის შემთხვევაში იქ იხილოთ ).


***
ერთმა სკოლის მოსწავლე გოგონამ ალბერტ აინშტაინს მიწერა წერილი, სადაც ჩიოდა, რომ პრობლემები აქვს მათემატიკაში. აინშტაინმა კი უპასუხა : ეგ არაფერია, დამიჯერე შენზე მეტი პრობლემები მე მაქვს მათემატიკაშიო smile.gif


***
ამერიკელი მათემატიკოსი და კიბერნეტიკის დამფუძნებელი ნორბერტ ვინერი [ Norbert Wiener (1894-1964)] უნივერსიტეტის ეზოში მიმავალი გააჩერა ერთმა სტუდენტმა და რაღაც მათემატიკური კითხვა მაქვსო და პასუხი სთხოვა. ვინერმა უპასუხა სტუდენტს რაც აინტერესებდა და მერე ეკითხება : "მე რომელი მხრიდან მოვედი, აქედან თU უკან ვბრუნდებოდი?" . სტუდენტმა აჩვენა მიმართულება , საიდანაც შეხვედრამდე ვინერი მოდიოდა. "აჰა" - უთხრა ვინერმა - "ესეიგი ეგ ნიშნავს , რომ ჯერ არ მისადილია" და გზა გააგრძელა სასადილოს მიმართულებით smile.gif


***
აინშტაინის დაუკვირვებლობაზე ბევრი მართალი ანეკდოტი დადის, ერთერთი შემდეგი: აინშტაინი ზის მატარებელში სადღაც მიემგზავრება და ამ დროს მოვა კონტროლიორი და ბილეთის ჩვენებას სთხოვს. მივარდება აინშტაინი ჩანთას და იქექება , იქექება, ამოყარა ყველაფერი. კონტროლიორი დგას ელოდება რამდენიმე წუთი და ბოლოს ეუბნება: "არ არის საჭირო ბატონო პროფესორო, მე თქვენ გიცნობთ და ვიცი უბილეთოთ არ იმგზავრებთ".
აინშტაინი მაინც აგრძელებს ქექვას და პასუხობს: "არა, მაგის გამო არ ვეძებ, არამედ არ მახსოვს სად უნდა ჩამოვიდე" . smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poligloti
პოსტი May 23 2009, 05:00 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: kazbegi-Tbilisi
წევრი № 7,022



მატერიალისტები იკვლევენ ახალ აღმოჩენამდე და მორწმუნეები კი მზად არიან მომავალ შეხვედრამდე .

მატერიალისტები ისე ცხოვრობენ როგორც ცხოველები და მორწმუნეები კი ემზადებიან მომავლისთვის.

მეცნიერებმა ახალ რამ აღმოაჩინა და სიხარულით ამაყობდნენ და ბოლოს სიკვდილის დროს უკვე ნანობდნენ ღმერთში რატომ არ ვეძიეო....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 23 2009, 06:19 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



poligloti
ციტატა
მატერიალისტები ისე ცხოვრობენ როგორც ცხოველები და მორწმუნეები კი ემზადებიან მომავლისთვის.

უკაცრავად, ეს რა შუაშია ამ თემასთან ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
laziale
პოსტი May 23 2009, 06:39 PM
პოსტი #28


ლაციალე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 159
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 851



ციტატა(staywhite @ May 23 2009, 06:19 PM) *

poligloti

უკაცრავად, ეს რა შუაშია ამ თემასთან ?

არვიცი ღმერთმანი..


--------------------
.........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 25 2009, 11:59 AM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

ცოტა არ იყოს არასასიამოვნო სათაურია მაგრამ წაკითხვად ღირს...


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 25 2009, 03:25 PM
პოსტი #30


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
ციტატა
საკმაოდ საინტერესო სტატიაა:
თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

საზღვარგარეთიდან არ იხსნება sad.gif თუ ძალიან ბევრი არ არის, იქნებ აქ ჩააკოპირო ან სხვა , უცხოურ სერვერზე ატვირთო smile.gif მადლობა წინასწარ yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 25 2009, 08:46 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



staywhite
გთავაზობთ ცნობილი ფიზიკოსის და ასტორომის, სტივენ ჰოუკინგის ერთ-ერთი საჯარო ლექციის თარგმანს.

ლექცია ეხება ბუნების, სამყაროს დეტერმინიზირების საკითხს. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ (გამოვიცნოთ) მომავალი, თუ ის თვითნებური და შემთხვევითია?

მაშ ასე, დავიწყოთ smile.gif
თამაშობს თუ არა ღმერთი კამათლით?

უძველეს დროში, ეჩვენებოდათ, რომ ბუნება თვითნებურია. ნებისმიერი სახის უბედურება, კატასტროფა, მაგალითად, წარღვნა ან რომელიმე დაავადების გავრცელება ხდებოდა ყოველგვარი „გაფრთხილების“, რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე. შესაბამისად, იმ დროს ხალხი ყოველ ასეთ მოვლენას მიაწერდა ღმერთებს და ზებუნებრივ ძალებს. არავინ იცოდა და ვერავინ გამოიცნობდა, თუ რას მოისურვებდნენ და გააკეთებდნენ ისინი. ერთადერთი, რასაც ადამიანები მოიმოქმედებდნენ მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ეს იყო სხვადასხვა შესაწირები, ძღვენები და რიტუალები ღმერთებისთვის…

თანდათანობით, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანებმა შეამჩნიეს გარკვეული სისტემურობა, კანონზომიერებები ბუნების ქცევაში. ეს კანონზომიერებები ყველაზე უფრო ცხადად პირველად შენიშნეს ციური სხეულების მოძრაობაში, ცაზე დაკვირვებისას. ასე, რომ ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება, რომელიც განვითარდა.
ეს კანონზომიერებები მათემატიკურად აღწერილი და გამყარებული იქნა ნიუტონის მიერ 300 წლის წინ და ჩვენ დღემდე ვიყენებთ მისი მოძრაობის კანონებს, რომ განვსაზღვროთ ციური სხეულების მოძრაობა.
ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ბუნების სხვა მოვლენებიც ასევე აღიწერებიან გარკვეული კანონებით. ამ ყველაფერმა მეცნიერები მიიყვანა ე.წ. „სამეცნიერო დეტერმინიზმის“ იდეამდე, რომელიც პირველად სახალხოდ გააჟღერა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა. ის დაახლოებით ასეთ რამეს ამბობდა:

თუ, დროის რომელიმე მომენტში ჩვენ გვეცოდინება სამყაროს ყველა ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნებისმიერი მოვლენა მომავალში და აღვადგინოთ ნებისმიერი მოვლენა წარსულში.

არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ნიუტონმა ჰკითხა მას, თუ როგორ ჯდებოდა ამ სისტემაში ღმერთი, მან უპასუხა: „სერ, მე არ მჭირდება მსგავსი ჰიპოთეზები“. მე არ ვფიქრობ, რომ ლაპლასი ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

იდეა, რომ სამყაროს მდგომარეობა დროის მოცემულ მომენტში გვაძლევს საშუალებას, ვიწინასწარმეტყველოთ მისი მდგომარეობები ნებისმიერ სხვა დროს, გახდა მეცნიერების ცენტრალური პრინციპი ლაპლასის შემდეგ. ის გულისხმობს, რომ ჩვენ პრინციპში შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება. პრაქტიკულად ეს არც ისე ადვილია (რბილად რომ ვთქვათ biggrin.gif) შესაბამისი განტოლებების სირთულის და რაოდენობის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ეს იდეა დომინირებდა მეცნიერებაში მთელი XIX საუკუნის მანძილზე. თუმცა, XX საუკუნეში ფიზიკის განვითარებამ გამოკვეთა ორი საკითხი, რომლებმაც აჩვენეს, რომ ლაპლასის ხედვა, მომავლის სრულიად წინასწარმეტყველების შესახებ, ვერ იქნებოდა რეალიზებული.

პირველი, ეს არის კვანტური მექანიკა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა გერმანელმა ფიზიკოსმა მაქს პლანკმა. მან გამოთქვა იდეა, რომ ნებისმიერი ნაწილაკი შეიძლება, ასხივებდეს მხოლოდ გარკვეული პორციებით, კვანტებით. მას არ ჩაუდია ამაში რაიმე ფიზიკური აზრი, მხოლოდ როგორც მათემატიკური ხერხი ისე გამოიყენა. შემდეგში სხვა მეცნიერები შეეცადნენ, რომ ეპოვნათ სხვა მოვლენები, რომლებიც იხსნებოდნენ კვანტური თეორიით. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ელემენტარული ნაწილაკები იქცევიან, როგორც ბზრიალა სათამაშოები. ისინი ბრუნავენ რაღაც ღერძის გარშემო, მაგრამ სპინის რაოდენობა ვერ იქნება ნებისმიერი სიდიდის. მას აქვს გარკვეული დაკვანტული მნიშვნელობები რომლებიც რაღაც სიდიდის ჯერადია. ყველაფერი კარგად იყო 1926 წლამდე, ვიდრე ასევე გერმანელმა ფიზიკოსმა ჰაიზენბერგმა არ აღმოაჩინა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ზუსტად გავზომოთ ნაწილაკის მდებარეობა და სიჩქარე (ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი). ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მიკროსამყაროში გაზომვისას შეტანილი შეშფოთება პრინციპული ხასიათისაა. რაც უფრო ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის სიჩქარეს, მით უფრო ნაკლებად ზუსტად შევძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას და პირიქით. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფორმულირდება შემდეგნაირად:

კოორდინატის გაზომვის ცდომილება გამრავლებული სიჩქარის გაზომვის ცდომილებაზე, ყოველთვის მეტია ვიდრე (h) პლანკის მუდივა გაყოფილი მასაზე.

ცხადია, რომ თუ ზუსტად გავზომავთ ნაწილაკის მდებარეობას, მაშინ არაფერი ვიცით მისი სიჩქარის შესახებ და პირიქით. შესაბამისად, ლაპლასის იდეას, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენ ერთდროულად, დროის ერთი და იგივე მომენტში უნდა გვცოდნოდა ნაწილაკების სიჩქარეები და მდებარეობა, ჰაიზენბერგის პრინციპი ძირს უთხრის, რადგან რეალურად შეუძლებელია ამ ორი სიდიდის ერთდროულად ზუსტად გაზომვა. ასე, რომ როგორი სწრაფი კომპიუტერებიც არ უნდა გვქონდეს ზემოთნახსენები განტოლებების დასათვლელად, აზრი აღარ აქვს, რადგან თუ არასწორი მონაცემები გადავეცით, შედეგადაც არასწორ გამოთვლებს მივიღებთ.

ეინშტეინს ძალიან აწუხებდა შემთხვევითობის პრობლემა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: „მე არ მჯერა, რომ ღმერთი კამათელს აგორებს“. იგი თვლიდა, რომ განუზღვრელობის პრინციპი დროებითია, რომ ნაწილაკებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული სიჩქარე და მდებარეობა და რომ ისინი აღიწერებიან დეტერმინიზირებული კანონებით ლაპლასის პრინციპის მიხედვით. იგი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ღმერთისთვის ნათელია და ჩვენ სინათლის კვანტური ბუნების გამო ვერ ვხედავთ ამას.

სხვა მეცნიერები უფრო მზად აღმოჩნდნენ XIX საუკუნის დეტერმინიზმის ხედვის მოდიფიცირებისთვის. კვანტური თეორია განავითარეს ჰაიზენბერგმა, ავსტიელმა მეცნიერმა შრედინგერმა და ინგლისელმა ფიზიკოსმა დირაკმა. კვანტური მექანიკა დაახლოებით 70 წელია რაც არსებობს და დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული და აღიარებული იმ ხალხისგანაც კი, ვინც იყენებს ამ მოდელს გამოთვლებში. კვანტური თეორია ეს მთლიანად სხვა სურათია ფიზიკური სამყაროსი და რეალობის. კვანტურ მექანიკაში ნაწილაკებს არ გააჩნიათ ცალსახად განსაზღვრული პოზიცია და სიჩქარე. ისინი წარმოდგენილი არიან ე.წ. ტალღური ფუნქციით (რაც გულისხმობს სივრცის სხვადასხვა წერტილებში რაღაც მნიშვნელობების მოცემას). ტალღის სიგრძე გვაძლევს ალბათობას, რომ ნაწილაკი აღმოჩნდება სივრცის კონკრეტულ წერტილში. სიდიდე, რომლითაც იგი იცვლება წერტილიდან წერტილამდე გვაძლევს ნაწილაკის სიჩქარეს. ვთქვათ ტალღურ ფუნქციას აქვს მკვეთრი პიკი სივრცის რაიმე პატარა არეში. ეს ნიშნავს, რომ მდებარეობის განუზღვრელობა მცირეა. თუმცა ფუნქცია ძალიან სწრაფად შეიცვლება პიკის მახლობლად რაც ნიშნავს, რომ სიჩქარის განუზღვრელობა დიდი იქნება. შესაბამისად, შეიძლება გვქონდეს ტალღური ფუნქცია, რომელშიც მდებარეობის განუზღვრელობა იქნება დიდი, ხოლო სიჩქარის — მცირე.

ტალღური ფუნქცია შეიცავს ყველაფერს, რაც შეიძლება ვიცოდეთ ნაწილაკის შესახებ — მათ სიჩქარეებსაც და მდეობარეობასაც. თუ ჩვენ ვიცით ტალღური ფუნქცია დროის ერთ მომენტში, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შრედინგერის განტოლებით ვიპოვოთ იგი დროის სხვა მომენტშიც. ეს წააგავს დეტერმინიზმს, მაგრამ არა ლაპლასის ხედვით. იმის მაგივრად, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ნაწილაკის სიჩქარე და მდებარეობა, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ტალღურ ფუნქციას, რომელიც გვაძლევს ალბათობებს ნაწილაკის სივრცის მოცემულ წერტილში აღმოჩენისას და მისი სიჩქარისას. რაც მხოლოდ ნახევარია იმისა რასაც ლაპლასი გულისხმობდა…

ასევე პრობლემას ქმნის გრავიტაცია, რომელიც ისე ამრუდებს სივრცე-დროს, რომ არსებობს ისეთი არეები, რომლებსაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვაკვირდებით.

საინტერესოა, რომ 1799 წელს ლაპლასმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც იგი ამბობდა, რომ არსებობენ ისეთი ვარსკვლავები, რომლებსაც აქვთ იმდენად მძლავრი გრავიტაციული ველი, რომ თვით სინათლის სხივიც ვერ გამოდის მათგან. იგივე იდეა გამოთქვა 16 წლის წინ მიტჩელმა. ისინი, ორივე ფიქრობდნენ რომ სინათლის სხივი ეს არის ნაწილაკების ნაკადი და ხსნიდნენ გრავიტაციული ველის ასეთ ზემოქმედებას მასზე. 1887 წელს მაიკელსონმა და მორლიმ ჩაატარეს შესანიშნავი ექსპერიმენტი, რომელშიც აჩვენეს, რომ სინათლეს აქვს ყოველთვის ერთი და იგივე სიჩქარე მიუხედავად იმისა, საიდან მოდის იგი. შეუძლებელი იყო, რომ სივრცეზე და დროზე მაშინდელი მოსაზრებებით აეხსნათ ეს მოვლენა. მაგრამ 1915 წელს გამოქვეყნებული აინშტაინის რევოლუციური ფარდობითობის ზოგადი თეორია მთლიანად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს სივრცეზე და დროზე. იგი განიხილავს ერთ ობიექტს სივრცე-დროს, რომელშიც ორივე (სივრცეც და დროც) არ არიან დამოუკიდებლები და განცალკევებულები, ისინი ერთი ობიექტია. მათ უბრალოდ აქვთ სხვადასხვა მიმართულება ერთ ობიექტში — „სივრცე-დრო“. აინშტაინი ამბობდა, რომ სივრცე-დრო არ არის ბრტყელი, მას ამრუდებენ მასში არსებული მატერია და ენერგია.

წარმოვიდგინოთ გაჭიმული ნაჭერი და მასში მოთავსებული მასიური სხეული (ნახსენები ვარსკვლავის ანალოგად). ცხადია, რომ ეს სხეული თავისი წონის გამო მის მახლობლად გაამრუდებს ნაჭერს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ნაჭერზე ვიღაცამ გააგორა ბურთულა. გასაგებია, რომ ამ ბურთის მოძრაობის ტრაექტორია გამრუდდება მასიური სხეული მახლობლად, იმის მაგივრად, რომ იყოს სწორხაზოვანი. დაახლოებით ეს არის სივრცე-დროის გამრუდების ადვილად წარმოსადგენი მაგალითი. 1919 წელს ბრიტანულმა ექსპედიციამ ჩაატარა ექსპერიმენტი დასავლეთ აფრიკაში საიდანაც აკვირდებოდნენ ვარსკვლავებიდან მოსულ სინათლის სხივებს, რომლებიც გაივლიდნენ მზის მახლობლად. მათ ნახეს, რომ ვარსკვლავების გამოსახულება იყო წანაცვლებული, რაც გამოწვეული იყო სინათლის სხივის ტრაექტორიის შეცვლით. ფარდობითობის ზოგადი თეორია იქნა მიღებული smile.gif



წარმოვიდგინოთ ახლა უფრო მეტად და მეტად ძმიმე და მკვრივი სხეული ჩვენს ნაჭერზე. იგი უფრო მეტად ჩაზნიქავს მას და რომელიღაც კრიტიკულ მომენტში გაჩნდება ხვრელი ჩვენს ნაჭერზე (ბუნებრივია ნაჭერი გაიხევა). ამის შემდეგ ყველა ბურთულა ჩავარდება ამ ხვრელში და არაფერი ამოვა იქიდან.

რა ხდება სივრცე-დროში ამის ანალოგად? ვარსკვლავი ამრუდებს სივრცე-დროს მის მახლობლად და რაც უფრო მასიური და კონცენტრირებულია მით უფრო მეტად და მეტად.. მასიური ვარსკვლავები ჩაქრობის შემდეგ იწყებენ გაციებას და შეკუმშვას და საბოლოოდ ისინი ისე ამრუდებენ მათ მახლობლად სივრცე-დროს, რომ ქმნიან ზუსტად ისეთივე ხვრელს, როგორიც განვიხილეთ ნაჭრის მაგალითზე. სინათლესაც კი არ შეუძლია იქიდან გამოსვლა. ასეთ ობიექტებს ეწოდათ შავი ხვრელები.

დღეს ჩვენ შეგვიძლია, რომ დავაკვირდეთ შავ ხვრელებს და ვიცით, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში. რა მნიშვნელობა აქვთ მათ დეტერმინიზმის საკითხთან?? პასუხი წერია სტიკერზე, რომელიც მე მაქვს გაკრული კარებზე:

შავი ხვრელები არიან ჩვენი მეთვალყურეობის მიღმა

არამარტო ნაწილაკები, არამედ უბედური ასტორავტებიც (biggrin.gif) რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში ვეღარასოდეს ამოვლენ იქიდან; და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაცია რომელსაც ის ობიექტები ატარებენ, რომლებიც მოხვდებიან შავ ხვრელში სამუდამოდ დაკარგული იქნება ჩვენთვის. მინიმუმ, სამყაროს იმ არიდან, რომლიდანაც ჩვენ ვაკვირდებით (ვუყურებთ) შავ ხვრელებს.



შავი ხვრელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო განსხვავებულია ვიდრე განუზღვრელობის და კვანტურობის პრობლემაში. რაც არ უნდა მოხვდეს შავ ხვრელში, შედეგად ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, მხოლოდ საერთო მასა. ანუ, აღარ გვაქვს ერთი-ერთზე შესაბამისობა საწყის და საბოლოო მდგომარეობებს შორის, რასაც გულისხმობდა ლაპლასი დეტერმინიზმის იდეაში. შედეგი ერთია, რომ ნებისმიერი ინფორმაციას ჩვენ ვკარგავთ შავ ხვრელში (სამყარის იმ არიდან მაინც საიდანაც ვაკვირდებით შავ ხვრელს). შესაბამისად არ შეგვიძლია, არსებული მდგომარეობიდან ვიწინასწარმეტყველოთ შემდეგი მდგომარეობა. კვანტურ თეორიაში ჩვენ შეგვეძლო რაღაც დოზით მაინც ამის კეთება ტალღური ფუნქციის დათვლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას. ასე, რომ აინშტაინი ორმაგად ცდებოდა, როდესაც ის ამბობდა, რომ ღმერთი კამათლით არ თამაშობს, რომ მოვლენები წინასწარგანსაზღვრულია. ღმერთი აგორებს კამათელს და თან ხანდახან შავ ხვრელშიც აგდებს, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგოთ biggrin.gif

შევაჯამოთ, რისი თქმა მინდოდა ამ ლექციაში. მთავარი შეკითხვა: სამყარო რენდომულად, თვითნებურად ვითარდება თუ ის დეტერმინიზირებულია? კლასიკური შეხედულებებით ნაწილაკების მოძრაობა მთლიანად განსაზღვრადი იყო თუ ჩვენ გვეცოდინებოდა მათი სიჩქარეები და მდებარეობები. მაგრამ კვანტურმა თეორიამ და ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპმა დაგვანახა, რომ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ნაწილაკის სიჩქარეს და მდებარეობას ერთრდოულად ორივეს ზუსტად, ხოლო შავი ხვრელების ეფექტმა გვიჩვენა, რომ ჩვენ მთლიანად ვკარგავთ ინფორმაციას იმ ნაწილაკებზე, რომლებიც მოხვდებიან მასში. ასე, რომ სამყაროს მომავალი არ არის მთლიანად განსაზღვრადი ფიზიკის დღეისთვის ცნობილი კანონებით. ყოველ შემთხვევაში, ლაპლასის ხედვით მაინც.

ღმერთს კვლავ აქვს შემონახული სხვადასხვა ხრიკები ჩვენს მოსატყუებლად smile.gif


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 25 2009, 09:00 PM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
პირველ რიგში დიდი მადლობა smile.gif საინტერესო სტატიაა და მეტად პოპულარულ ენაზე დაწერილი. მადლობთ smile.gif არაფიზიკოსებისთვის მეტად გასაგები.
ციტატა
უბრალოდ ის არ ერევა ფიზიკის კანონებში! ეს უნდა იყოს ყველა მეცნიერის პოზიცია. ბუნების კანონი აღარ არის ბუნების კანონი, თუ ნებისმიერი სუპერძალა როცა მოისურვებს დაარღვევს მათ…

ძალიან ლამაზი გამონათქვამია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 25 2009, 09:45 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



staywhite
ციტატა
საინტერესო სტატიაა და მეტად პოპულარულ ენაზე დაწერილი. მადლობთ არაფიზიკოსებისთვის მეტად გასაგები.

გამხსენდა ამავე ფორუმზე დაწერილი დოჩანაშვილის სიტყვები:

"მაგრამ გინდათ, დიდი საიდუმლო გაგანდოთ? იცით, რომ შემოქმედი არ არსებობს? ისინი ყველანი მეორადები არიან, შავი მუშები, გადამწერები. ხელოვნება სულიმინდაა. სულიწმინდის მადლი, ღმერთი ქმნის მათი ხელით. იბლიიდან მოდიან ბახიც და მიქელანჯელოც. რუსთაველის ყველა აფორიზმი ბიბლიურია და, საერთოდ, შემოქმედის დანიშნულებაა, ბიბლია უბიბლიოდ მოიტანოს ადამიანებამდე. ბიბლიიდან მოდიან შოთაც, ილიაც, აკაკიც, ნიკო ლორთქიფანიძე – ჩვენი სინდისი და პატიოსნება"

რაღაც მსგავსებას ვხედავ : )


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 25 2009, 09:58 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
ციტატა
რაღაც მსგავსებას ვხედავ : )

მე ფილოლოგებს ვერ ვენდობი smile.gif მაგრამ ვისაც ვენდობი, ის დაგიციტატე და ჭეშმარიტი გამონათქვამია: არ შეიძლება იცვლებოდეს ბუნების კანონი "ხოშისამებრ" , თუნდაც უფალი ყოვლისშემძლეა smile.gif მაგრამ რამდენადაც ის ზეგონია, იმას არ ეშლება ეს და არც შეცვლის . მთავარია ჩვენ ბოლომდე მივაგნოთ ამ კანონებს.

პ.ს. მაგ ლინკს სამწუხაროდ ვერ ვხსნი, თორემ წავიკიტხავდი დროის ქონების შემთხვევაში რაიმე მსგავს სტატიებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 25 2009, 10:12 PM
პოსტი #35


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



staywhite
ციტატა
მე ფილოლოგებს ვერ ვენდობი მაგრამ ვისაც ვენდობი, ის დაგიციტატე და ჭეშმარიტი გამონათქვამია: არ შეიძლება იცვლებოდეს ბუნების კანონი "ხოშისამებრ" , თუნდაც უფალი ყოვლისშემძლეა მაგრამ რამდენადაც ის ზეგონია, იმას არ ეშლება ეს და არც შეცვლის . მთავარია ჩვენ ბოლომდე მივაგნოთ ამ კანონებს.

მე ის ვიგულისხმე, რომ ამ სტატიაში თითქოს ფიზიკა უფიზიკოდაა გადმოცემლი, ძალიან მომწონს როცა ნებისმიერი მეცნიერების უდიდეს მიღწევებზე ყველასათვის გასაგებად ლაპრაკაობენ.

ციტატა
პ.ს. მაგ ლინკს სამწუხაროდ ვერ ვხსნი, თორემ წავიკიტხავდი დროის ქონების შემთხვევაში რაიმე მსგავს სტატიებს.

კონკრეტულად ამ საიტზე სხვას მეცნიერებაზე ვერაფერს ნახავ. ბლოგია რომელიც არ განახლებულა ალბათ უკვე წელიწადია, სულ 6 სტატიია დევს და ამ 6იდან დანარცენი ხუთის სათაურებს მაინც ყოველი შემთხვევისთვის დაგიკოპირებ და თუ რომელიმე დაგაინტერესებს მითხარი.

1. გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია
2. განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება
3. ტეგების ღრუბლის გენერაცია
4. შემთხვევითი რიცხვები (როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში)
5. პირველი სმაილი



--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 25 2009, 10:26 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
ციტატა
1. გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია
2. განუსაზღვრელი სიგანის CSS მენიუს ცენტრირება
3. ტეგების ღრუბლის გენერაცია
4. შემთხვევითი რიცხვები (როგორ ხდება შემთხვევითი რიცხვების გენერირება კომპიუტერში)
5. პირველი სმაილი

მე მგონი, არ იქნება ურიგო ამათი წაკითხვაც smile.gif თუ შეამატებ თემას რაიმეს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით yvavilebi.gif

პ.ს. არასპეციალისტი იუზერებისთვის ვიგულისხმე, თორემ მე პროგრამირებაში ვმუშაობ ახლა და ეგენი ცნობილია ჩემთვის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 25 2009, 10:34 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



staywhite
კი ბატონო, სიამოვნებით : ) ოღონდყველას ერთად არ დავდებ თორემ ძალიან დიდი "პოსტი" გამოვა და ნახევარზე მეტი 5-იდან არც ერთს მეტი არ წაიკითხავს


გრავატარები — ჩემ გვერდით ჩემი ავატარია

სიახლე აღარავისთვისაა, რომ ინტერნეტი სულ უფრო და უფრო „სოციალური“ ხდება. ყველა საიტზეა კომენტარის ფორმა, დარეგისტრირების საშუალება, საკუთარი აზრის გამოთქმის ფუნქცია. მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტი ნებისმიერი ვებსაიტისთვის მიმზიდველია — იგი უფასოა, განსხვავებული, უნიკალური და საიტის მომხმარებლებს დადებითად განაწყობს ხოლმე. „ისინი მე აზრს მეკითხებიან, ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია“ — ფიქრობს მომხმარებელი და მზადაა თავისი პატარა წვლილი შეიტანოს დიდი საიტის კონტენტში.

ამავე დროს, მას უნდა, რომ სხვადასხვა ბლოგზე, საიტზე, ფორუმზე დაგროვილი კომენტარებით იგი ხალხმა გაიცნოს და დაიმახსოვროს. ამიტომ, როგორც წესი, ირჩევენ ხოლმე რაიმე ზედმეტსახელს და ყველგან ამ სახელით ტოვებენ თავიანთ კვალს. ხოლო სადაც საშუალება აქვთ — აუცილებლად ავატარსაც იყენებენ, რაიმე ვიზუალური სიმბოლო ან თუნდაც ფოტო ხომ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია, ვიდრე უბრალოდ სახელი.

და სწორედ აქ დგება პრობლემა — რა ვქნათ მაშინ, როდესაც გვსურს, რომ მომხმარებელს ავატარის ქონის სიამოვნებაც არ წავართვათ და არც რეგისტრაციით გავურთულოთ ცხოვრება? რათქმაუნდა, ეს მაშინ, როცა საუბარია ბლოგზე, უბრალო კომენტარებზე სტატიის ქვეშ, კომპანიის სტუმართა წიგნზე ან მსგავს საიტებზე, სადაც მომხმარებლის დარეგისტრირება ზედმეტი თავისტკივილი იქნება. სადაც მომხმარებელი შეიძლება შემთხვევით მოხვდა საძიებო სისტემიდან და უცბად სურს კომენტარის დაწერა, წინასწარი პროცედურების გავლის გარეშე. მარტივად და სწრაფად... სწორედ ამისთვის არსებობს გრავატარების სერვისი.

რა არის გრავატარი?

გრავატარი, ანუ Gravatar იშიფრება, როგორც Globally recognized avatar. სერვისის იდეა ძალიან მარტივია — შედიხარ საიტზე gravatar.com, ერთხელ რეგისტრირდები, ტვირთავ შენ ავატარს და შემდეგ, ყველა საიტზე, რომელსაც აქვს გრავატარის მხარდაჭერა, კომენტარის დაწერისას იგი ავტომატურად გამოჩნდება.

როგორ? ძალიან მარტივად. პრინციპი შემდეგშია: გრავატარზე რეგისტრაციისას უთითებ შენი ელფოსტის მისამართს. ავატარის ატვირთვისას კი, სისტემა ახდენს ამ ელფოსტის მისამართის ასოცირებას შენ ავატართან. ამის შემდეგ კი, ნებისმიერ საიტს, შენი კომენტარის გამოტანისას, შეუძლია გაუგზავნოს მოთხოვნა გრავატარების სერვისს და „გამოართვას“ შენი ავატარი, ელფოსტის მისამართის მიხედვით. და რადგანაც შენი ავატარი ერთ ადგილზე ინახება, ნებისმიერ დროს შეგიძლია ახალი დაიყენო და ისიც, ყველა საიტზე, სადაც ოდესმე გაგიკეთებია კომენტარი, ავტომატურად განახლდება.

იდეა მარტივი და გენიალურია ელფოსტის მისამართი ხომ ის ერთადერთი რამეა, რასაც ყველაზე იშვიათად იცვლი და რაც უნიკალურია. სხვადასხვა საიტზე კომენტარების დაწერსას შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად დაწერო შენი ნიკი, ასო მოაკლო, დაუმატო, ან საერთოდ სხვა სახელი მოგინდეს... ელფოსტის მისამართს კი ყველგან ერთნაირს წერ, ნუ, ძირითად შემთხვევებში. თანაც, ერთნაირი ზედმეტსახელი შეიძლება მსოფლიოს მასშტაბით რამოდენიმე მომხმარებელს ქონდეს. ელფოსტის მისამართი კი — ყველასთვის უნიკალურია.

ასერომ, ელფოსტა ერთადერთი ელემენტია, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთნაირია და რომლით მომხმარებლის იდენტიფიცირებაც ყველაზე უტყუარია მსოფლიო აბლაბუდაში.

ცოტა ისტორია

ზევით აღწერილი პრინციპის საქმეში გამოყენების იდეა პირველად კალიფორნიელ ვებდეველოპერ ტომ ვერნერს დაებადა. სწორედ იგია გრავატარის სერვისის გამომგონებელი და მისი შემქმნელი.

სერვისის პირველ ვერსიაზე მუშაობა ტომმა 2005 წელს დაიწყო. იგი მალე აიტაცა რამოდენიმე საიტმა და ბევრმა მომხმარებელმა. პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა რესურსებიც, რომელიც სერვერს ამ სერვისის შენახვისთვის ჭირდებოდა. ამიტომ, გამომგონებელმა გრავატარის მეორე ვერსიაზე დაიწყო მუშაობა და 2007 წლის თებერვალში მისი ბეტა ვერსია გაუშვა.

ახალ ვერსიაში ბევრად იყო გაუმჯობესებული კოდი, ავატარების შენახვის სისტემა და რესურსების დაბალანსება. ცვლილებები მომხმარებლის მხარესაც მოხდა — ახლა უკვე ატვირთული ფოტოს მოჭრა ან ინტერნეტში არსებული ფაილის მიმაგრებაც იყო შესაძლებელი. მომხმარებელს უკვე შეეძლო საკუთარ ანგარიშზე ორი სხვადასხვა ავატარი მიემაგრებინა და მარტივად გადართულიყო სასურველზე. ასევე დაემატა ფასიანი „პრემიუმ“ სერვისი, სადაც განუსაზღვრელი რაოდენობის ელფოსტების და ავატარების მიბმა შეიძლებოდა ერთ ანგარიშზე.

სიახლეებმა კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი მიიზიდა და მეორე ვერსიის გაშვებიდან 3 თვეში სერვისს 32 ათასი ახალი მომხმარებელი შეემატა!

როგორც მოსალოდნელი იყო, გრავატარებით კომპანია Automattic დაინტერესდა და 2007 წლის ოქტომბერში მან ტომ ვერნერისგან ეს სერვისი შეიძინა. ვინც არ იცით, სწორედ ეს კომპანიაა WordPress-ის შემქმნელი და მფლობელი. შეძენის შემდეგ, აუტომატიკმა ბევრად გააუმჯობესა გრავატარების წარმადობა და ყველა ფასიანი სერვისი მომხმარებლებს უფასოდ შესთავაზა.

ამ გარიგებამ უზარმაზარი როლი ითამაშა გრავატარების პოპულარიზაციაში. აუტომატიკს, როგორც ვორდპრესის მფლობელს და მსოფლიო ბლოგინგის ტრენდ-მეიკერს, არ გაჭირვებია ამ სისტემის თითქმის სტანდარტად გადაქცევა. მან მალევე მიაბა გრავატარები Wordpress.com-ის ბლოგ-ჰოსტინგ სერვისს და 2.5 ვერსიიდან მოყოლებული გრავატარების პლაგინი უკვე ნაგულისხმევად მოყვება ვორდპრესის ძრავს.

გრავატარები საკუთარ საიტზე

გრავატარების სისტემის იმპლემენტაცია საკუთარ საიტზე უმარტივესი ამოცანაა. ისეთი პოპულარული ძრავებისთვის, როგორიცაა Drupal, Expression Engine, IP.Board, Joomla და სხვები, უკვე არსებობს პლაგინები. თუ თქვენ რომელიმე სხვა ძრავს იყენებთ, მაშინ აუცილებლად იარსებებს მისთვისაც რაიმე პლაგინი ან მოდიფიკაცია. დაძებნეთ მწარმოებლის საიტზე ან გუგლში.

ხოლო თუ საკუთარი ძრავი გვაქვს ან ისეთი ძრავი, რომლისთვისაც ჯერ არ შეუქმნიათ გრავატარების პლაგინი, კოდში ჩარევა მოგვიწევს. მაგრამ, მინიმალურად.

გრავატარების საიტზე ჩასასმელად გვჭირდება მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის გრავატარის მისამართის გაგება. გრავატარის საწყისი მისამართი კი აი ასეთია:

http://www.gravatar.com/avatar/940bbfd7e1a...7222ebc30d6c205

ამ მისამართზე შესვლით დაინახავთ ჩემ ავატარს, რომელიც მიბმულია მისამართზე rocko@omedia.ge როგორ შედგა ეს მისამართი? აი ასე:


echo "http://www.gravatar.com/avatar/" . md5( strtolower( "rocko@omedia.ge" ) );



როგორც ვხედავთ, მისამართის პირველ ნაწილს, http://www.gravatar.com/avatar/ უნდა დავუმატოთ სასურველი მომხმარებლის ელფოსტის MD5 ჰეში. ამ შემთხვევაში, ელფოსტის ჰეშირებამდე მისი ყველა სიმბოლო ქვედა რეგისტრში ჩამომყავს, რადგან rocko@omedia.ge და roCKo@Omedia.Ge სხვადასხვა ჰეშს დამიბრუნებს. გრავატარებში კი ქვედა რეგისტრის ელფოსტის ჰეში ინახება.

ეს არის ის მინიმალური, რაც საჭიროა მომხმარებლის გრავატარის მისამართის გასაგებად მისი ელფოსტის მიხედვით. თუმცა, ამ მისამართში დამატებითი პარამეტრების გადაცემაც შეიძლება. მაგალითად, ზომის. ნაგულისხმევად, ამ მისამართით მიღებული გრავატარი იქნება 80x80 პიქსელზე ზომის (ყველა გრავატარი კვადრატულია). მაგრამ თუ გვინდა სხვა ზომაზე გამოტანა, შეგვიძლია მისამართს დავუმატოთ კიდევ ერთი პარამეტრი s= და გადავცეთ სასურველი ზომა პიქსელებში (მაქსიმუმ 512px):

http://www.gravatar.com/avatar/940bbfd7e1a...c30d6c205?s=120

ეს მისამართი გამოიტანს გრავატარს ჩემი ელფოსტისთვის 120x120 პიქსელზე ზომით. ასევე, შეგვიძლია გადავცეთ იმ სურათის მისამართი, d= რომელიც ნაგულისხმევად უნდა გამოვიდეს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გრავატარების სერვისში დარეგისტრირებული არ არის და, შესაბამისად, არც ავატარი აქვს:

http://www.gravatar.com/avatar/50cfe8f4e17...ault_avatar.png

ეს მისამართიც ავტომატურად გადამისამართდება d ცვლადში გადაცემულ სურათზე. სულ ეს იყო. დამატებითი ინფორმაციისთვის, პარამეტრებისთვის და მაგალითებისთვის იხილეთ ოფიციალური დოკუმენტაცია.

ასერომ, თქვენ საიტს უკვე აქვს გრავატარების მხარდაჭერა. ახლა ისღა დაგრჩენიათ, გაავრცელოთ გრავატარები თქვენ მომხმარებლებშიც, გააცნოთ ეს სერვისი, აუხსნათ მისი მუშაობის პრინციპი და მისცეთ მათ ერთმანეთის იდენტიფიცირების მარტივი საშუალება.


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 25 2009, 10:45 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
საინტერესო ინფორმაციაა, მაგრამ ვიმედოვნებ დანარჩენები უფრო მეცნიერებასთან იქნება კავშირში smile.gif მაგალითად რანდომრიცხვები. მიუწერე ასევე ავტორები, თუ იცი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
@@@@@
პოსტი Jul 26 2009, 12:03 PM
პოსტი #39


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 13
რეგისტრ.: 18-July 09
წევრი № 7,274



staywhite
არც ერთი არაა კავშირში, რანდომული რიცხვები მეტ-ნაკებად... მაგრამ ეგ სტატია ისეთი სურათებით არის ურომლისოდაც წაკითხვას აზრი არ აქვს და იმ სურათებს კიდე ვერ ვაკოპირებ : (
ამიტომ მომიწევ უბრალოდ ლინკის დადება...

http://omedia.ge/blog/random_numbers/


--------------------
ავატარზე: ღირსი იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) (+649)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 26 2009, 01:28 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



@@@@@
ციტატა
ამიტომ მომიწევ უბრალოდ ლინკის დადება...

დარწმუნებული ვარ მხოლოდ აქედან არ იხსნება და სხვა იუზერებს შეეძლებათ ნახვა, ინტერესის შემთხვევაში smile.gif

იმედია სხვებიც იაქტიურებენ და თემას შეავსებენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 03:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი