ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
gugua |
Oct 23 2010, 12:36 PM
პოსტი
#561
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Oct 23 2010, 12:50 PM
პოსტი
#562
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 63.
ბატონო გიორგი, დიდი ხანია ინტერესითა და გულშემატკივრობით ვადევნებ თვალს თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. ფერეიდანი და საინგილო ჩემთვის დიდი გულის ტკივილია, ისევე, ალბათ, როგორც ყველა ქართველისთვის. ყოველთვის მქონდა სურვილი, რაიმე გამეკეთებინა მათთვის. ამიტომ მიხარია, როცა ვხედავ, რომ ვინმე მაინც აკეთებს ამ ადამიანებისთვის კარგ საქმეს. ჩემს მეგობრობას შემოგთავაზებთ, რომ უფრო ხშირად შევიტყო თქვენი საქმიანობის შესახებ. გისურვებთ ბევრ სიხარულს და ყველა ღვთივსათნო საქმის კეთილად დაგვირგვინებას. პატრივისცემით, ელენე ამირანაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
ანანო |
Oct 23 2010, 05:47 PM
პოსტი
#563
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
რა საყვარლები არიან
ეხლა გავიცანი ერთი ფერეიდნელი ქართველი ინტერნეტით ძლივს ვიგებ რას მეუბნება რა ლალაზი ხარ, ცოლად უნდა წაგიყვანოო მაგარი ტიპია -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
gugua |
Oct 25 2010, 10:05 AM
პოსტი
#564
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ანანო, თუ რამე მოიფიქრე, ქორწილი არ გამოგვაპაროოო
-------------------- www.fereidani.ge
|
ანანო |
Oct 25 2010, 09:29 PM
პოსტი
#565
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ანანო, თუ რამე მოიფიქრე, ქორწილი არ გამოგვაპაროოო უი არა რა ქორწილი -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
უჩა |
Oct 25 2010, 10:39 PM
პოსტი
#566
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ანანო
ციტატა რა ლალაზი ხარ, ცოლად უნდა წაგიყვანოო biggrin.gif მაგარი ტიპია biggrin.gif ოოო კაი პურიც გვიჭამნია. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ანანო |
Oct 25 2010, 10:48 PM
პოსტი
#567
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
ანანო ოოო კაი პურიც გვიჭამნია. გადი ბიჭო იქით რაღა მუსულმანს მაყოლებ, უკეთესი არ გემეტება ჩემთვის? პ.ს. ვაოFებთ -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
gugua |
Oct 26 2010, 10:30 AM
პოსტი
#568
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
"რაღა მუსულმანს მაყოლებ, უკეთესი არ გემეტება ჩემთვის?"
ბაში–აჩუკი არ გინახავს? ნასერ გუგუნაშვილი ქალბატონ ცინარი ხმიადაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე. -------------------- www.fereidani.ge
|
ანანო |
Oct 26 2010, 09:44 PM
პოსტი
#569
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
gugua
ციტატა ბაში–აჩუკი არ გინახავს? არა რომ გითხრა, დაიჯერებ? -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
სოფი |
Oct 26 2010, 10:15 PM
პოსტი
#570
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
ციტატა ქალბატონ ცინარი ხმიადაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონმა მარიამ-ცინარი ხმიადაშვილმა ეს ლექსი მიუძღვნა ფერეიდნელ ქართველებს ღმერთს ებარებოდეთ!!! ფ−უძე აშლილნო საქართველოდან, ე−ნა ქართული გულით ატარეთ, რ−უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა, ე−ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ, ი−მედს მოსავდით სულში პატარებს, დ−ედა სამშობლოს ხილვის სათავეს ა−ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს ნ−ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა, ე−ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს, ლ−ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!... ქ−ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი, ა−მაგრებს, იცავს ენის სამანებს! რ−ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი, თ−მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?! ვ−აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს ე−დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!... ლ−ამაზი ქვეყნის შთამომავალნო, თ−ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ! მის ამ ლექსაც დავდებ თქვენი ნებართვით არაგვს ის ლექსში წურავდა მ-თაში საგანძურს იცავდი, ი-ბრძოდი რაინდულადა, ხ-ელთ ”მაუზერი” ჩაგბარდა, ა-ვს დახვედროდი მტრულადა; ხ-ევსურთ დიაკვნობ ვაჟკაცი, ე-ნდე შეფიცულთ ძმურადა, ლ-ოცვით განათლე გონება, ა-ივსე სული სრულადა; შ-ვილო ახადში შობილო, ვ-ინ დაგახვედრეს მგლურადა?! ი-მძლავრა თურმე იუდამ, ლ-ქვნით და სატანურადა, ი-სევ კლავს აბელს კაენი ს-ისხლი გუბდება წყლულადა ხ-ევებს მიაწყდა ექოს ხმა, ს-ათნო გცნეს შესაძულადა, ო-ხერო წუთისოფელო ვ-ის ჩაუსაფრდი მგლურადა?! ნ-იჭიერ პოეტს ვინ მოჰკლავს, ი-ხსენებს რითმა ბრძნულადა. ს-იყვარულს უმღერს კაი ყმა, ა-რაგვს ის ლექსში წურავდა. ეს სიტყვები მომეწონა ციტატა თანაფესვო და ხორცის ნაწილო, შენი დაკარგვა ვერ ავიტანე. გამოგყოლია სპარსული სიტკბო, ქართული ცრემლით გადანამული. -------------------- "Happiness only real when shared."
|
gugua |
Oct 27 2010, 12:10 PM
პოსტი
#571
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
სოფი, უბრალოდ გამეცინა ჩემს გულში იჯექ? ეს ორი ლექსი მქონდა ამობეჭდილი! ქალბატონმ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე მინდოდა ორივე წამეკითხა, მაგრამ დროის შეზღუდულობის გამო მხოლოდ პირველი წავიკითხე
-------------------- www.fereidani.ge
|
სოფი |
Nov 2 2010, 03:15 PM
პოსტი
#572
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
-------------------- "Happiness only real when shared."
|
gugua |
Nov 3 2010, 10:13 AM
პოსტი
#573
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
მეგობრებო! დღეიდან ირანში უვიზო რეჟიმი გამოცხადდა! გუშინ შესრულდა პირველი რეისი თბილისი-თეირანი, ღირებულება 160 ევრო, ხანგრძლივობა საათი და 20 წუთი!
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Nov 16 2010, 01:38 PM
პოსტი
#574
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
დოკუმენტური ფილმის ქართველების შესახებ ჩეხეთის ტელევიზიაში
ძვირფასო მეგობრებო, ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ჩვენი დიასპორის "სამშობლოს" შესახებ. ჩეხ დრამატურგ პეტრ სლაბთან ერთად შეიქმნა ფილმი, რომელიც დაყოფილია სამ ნაწილად. ფილმი გავიდა გუშინ 12 ნოემბერს 18.25 საათზე. გთავაზობთ ჩანაწერს. http://www.ceskatelevize.cz/ivysilani/1095...-dabrundasvili/ პირველ ნაწილში "პორტრეტი: ჯიმი დაბრუნდაშვილი" გაეცნობით ჩემს ოჯახს, საქმიანობას და დისპორის საკითხებში ჩეხეთში საზოგადოებასთან ურთიერთობას. მაგალითად პროექტი, რომელიც განხორციელებულია ჩეხ მეგობრებთან ერთად: სოფელ წეროვანში ლტოლვილთათვის პირველი კლინიკის მშენებლობა, ჩემი პუბლიკაციების შესახებ. ასევე ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ დავეხმარეთ წელს აგვისტოში წყალდიდობით დაზარალებულ რეგიონს ლიბერეცში (ჩრდილოეთ ჩეხეთი). ეს დამხარება იყო სიმბოლურად მადლობის მოხდა ამ რეგიონში არსებული არასამთოვრობო ორგანიზაციისთვის, რომელმაც ჩვენთან ერთად წეროვანში 2009 წლის დასაწყისში ჩამოიტანა კლინიკა. ასევე ნაჩვენებია ე.წ. ოსი მილიციელების მიერ სოფელ თამარაშენის დანგრევის პროცესი. განადგურებული ქართული სოფლები. ამის შესახებ არის ჩემი კომენტარებიც. ფილმში ასევე ნახავთ ქართველ სტუდენტს ელიზბარ როდონაიას, რომელიც წყალდიდობის დროს ეხმარებოდა დაზარალებულ ჩეხებს. პროექტი დააფინანსა ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიამ. პ.ს. მესამე ნაწილში "რეპორტაჟი: მწვადი, ღვინო და თავისუფლება" ნაჩვენებია ქართული სუფრა და ტრადიციები. პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი ჯიმი, ძალიან მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა სიკეთე, ჯანმრთელობა და სიხარული მოგცეთ. ძალიან გამეხარდა ფილმის ამბავი, თითქოს ახლოს გნახეო; იცოდე მაგრად მიყვარხარ და ნებისმიერ დროს გელოდები რომ შემომეხმიანო. ჩეხეთში თუ ვიქნები აუცილებლად დაგირეკავ. მომწერე ხოლმე შენი ამბები. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა საურთიერთობოდ, მაგრამ ხშირად გიხსენებ ხოლმე!!!! ღმერთმა გაგაძლიეროთ და გვიგულეთ თქვენს გვერდით. მოკითხვებით, დათო გირგვლიანი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Nov 26 2010, 04:03 PM
პოსტი
#575
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ მოინახულოთ 174-ე ბლოგი (ჯერ კიდევ დასამთავრებელია):
პოეზიის საღამო – "ლექსები ფერეიდანზე" სპარსულ ჩაიხანაში "გულანშარო". -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Nov 27 2010, 04:20 PM
პოსტი
#576
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 6 2010, 10:01 AM
პოსტი
#577
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
"ლექსები ფერეიდანზე" – რადიო-ინტერვიუ
1-ლი ნაწილი http://www.youtube.com/watch?v=rZG6bJQ4_Vs მე-2 ნაწილი http://www.youtube.com/watch?v=Gdo5fnqG9X4 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 14 2010, 02:45 PM
პოსტი
#578
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ბლოგი 176 – „შალვა იოსელიანი შუშტარიდან“
დავიბადე 1984 (1363) წლის 20 სექტემბერს, ქალაქ შუშტარში (ირანის ისლამური რესპუბლიკა, ხეზუსთანის რაიონი). პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მახსოვს დედა ჩემმა ქართულად მეუბნებოდა – „კარი მუში“ (კარი დახურე) როცა მოვდოდი ოთახში და სულ ჩემთან ქართულად ლაპარაკობდა. ესე იგი დედაჩემმა მასწავლა ქართული ენა! მახსოვს ერთხელ დედაჩემს შევეკითხე – შენ წარმოშობით სადაური ხარ? და მითხრა: – მე წარმოშობით ქართველი ვარ და ჩემი წინაპრების სამშობლო საქართველოა. მე მახსოვს, რომ დედა ჩემმა ზოგჯერ უყურებდა რადიოს ქართულ ენაზე (ირანში მცხოვრები ქართველები რადიოს კი არ „უსმენენ“, არამედ „უყურებენ“ – გამომდინარეობს სიტყვიდან „ყური“. მაგალითად – „მუსიკას უყურე!“). და მე მახსოვს, რომ მე სკოლაში ჩემს მეგობრებს ვასწავლიდი ქართულ ენას, რადგან ირანის ისტორიის ლექციებში იყო საქართველოს შესახებ ამბავები და მე მაინტერესებდა ძალიან. მე მახსოვს, რომ დეიდა ჩემმა ქართულ მუსიკას და სიმღერებს უყურებდა. მე ერთი წიგნი მქონდა საქართველოს შესახებ სპარსულად. და სულ ოცნება მქონდა რომ საქართველოში წავიდე და ვნახო საქართველო. მერე რამდენი წლის მერე მე და ჩემი ოჯახი ქალაქ შუშტარიდან წავედით ფერეიდანში და მერე ერთმა ფერეიდნელმა მაჩუქა ქართული წიგნი (ქართული ანიბანი). და მერე მე დავიწყე ქართულ ანბანის სწავლა. დაახლოებით ორი წელი ფერეიდანში ვიცხოვრეთ და მე იქ უფრო ვისწავლე ქართული ენა. მერე წავედით ქალაქ ნაჯაფაბადში და იქ უცხოეთის პასფორტი გავაკეთე და მერე მოვედი ჩემს დედა სამშობლოში საქართველოში და ჩემ ოცნება შევასრულე... შუშტარის ცნობილი ქართველები ისტორიაში 1. ვახუშტი – შაჰ სეფის დროს შუშტარის ქალაქის მეფე თუ უფროსი ან დამცველი (ალბათ ქალაქის მმართველი, ქალაქის თავი) გახდა. სასანითების დროს რომაელების გაკეთებული ხიდი ერთ დროს ცოტა გაფუჭდა და ვახუშტიმ გარემონტა (აღადგინა). 2. ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც ქალაქ შუშტარში ნამყოფია. 3. ჰასან გურჯი, მუსიკოსი ირანულ ინსტრუმენტზე – თარზე და სპარსული ხალხური სიმღერების მომღერალი. ჰასან გურჯმა დააარსა სპარსული ხალხური მუსიკის ახალი ნოტი და დაარქვეს „საბქე გორჯი“ – გურჯის მეთოდი. 4. შუშტარის სასაფლავოჩი არის საფლავები, რომ აწერიათ გვარი გურჯი (ქართველი) და გორჯი ზადე (ქართველის შვილი). -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 22 2010, 11:56 AM
პოსტი
#579
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ მოინახულოთ განახლებული 170-ე ბლოგი:
http://www.fereidani.ge/170_aqcia/170_aqcia.html -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 25 2010, 01:18 PM
პოსტი
#580
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
-------------------- www.fereidani.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი