IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> კავკასიის ხალხთა ფოლკლორის ფესტივალი, იდეა
potiabesbaia
პოსტი Sep 5 2008, 10:57 AM
პოსტი #41


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



ვეშაპო
QUOTE
დრო ყველაფრის მკურნალია


100 %


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 12:23 PM
პოსტი #42


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Amuza
ძმადნაფიცი ჩეჩენი მე მყავს:
1. ქართულს სწავლობს (წერა უკვე იცის)
2. სკაიპის ავატარად და დესკტოპად საქართველოს დროშა აქვს
3. ქართულ სიმღერებს უსმენს
4. მონათვლა გადაწყვიტა და მეგობარიც დაიყოლია

რას ერჩი მაგალითად ამ სიმღერას?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 5 2008, 12:38 PM
პოსტი #43


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
ძმადნაფიცი ჩეჩენი მე მყავს:
1. ქართულს სწავლობს (წერა უკვე იცის)
2. სკაიპის ავატარად და დესკტოპად საქართველოს დროშა აქვს
3. ქართულ სიმღერებს უსმენს
4. მონათვლა გადაწყვიტა და მეგობარიც დაიყოლია

რას ერჩი მაგალითად ამ სიმღერას?


დათო, მართლა პირდაპირი და არანაირი გადახვეულ-მოხვეული გაგებით გეკითხები: პუნქტი 2 რომ გიწერია,მაინტერესებს, რატომ აქვს საქ.დროშა ? ხომ არ წეიაფერისტებს ცოტა? დროსა შეიძლება გქონდეს იმ ქვეყნის სადაც ცხოვრობ უკიდურეს შემთხვევაში smile.gif თუმცა, მე ქართულის გარდა არც გერმანული მაქვს და არც სერბული, თუ პატარა მინიატურულ "დასადგამ" დროშას არ ჩავთვლი,მარკომ რომ მაჩუქა კოსოვოს ბრძოლის რაღაც წლისთავთავთან დაკავშირებით და ისედაც,სერბების დროშა რომ მქონდეს რა გასაკვირია.

სხვა,ენის შესწავლა და მუსიკის მოსმენა ეს ჩვეულებრივი ამბავია და ინტერესია.

ისე კი, კავკასიის ხალხს რომ სასიამოვნო სიმღერები აქვთ ამაზე აქ მგონი არც არავინ დავობს. მე მომეცი შენ პირადად ერთი სიმღერა მაგათი და ძალიან მომეწონა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 12:50 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
არ წაიაფერისტებს. ჩრდილოკავკასიელებში, რომლებსაც ჭკუა ჯერ კიდევ შერჩენიათ, საქართველო არის დომინანტი და წამყვანი ქვეყანა კავკასიელი ხალხებისა. სწორედ ესაა მიზეზი.

როგორ აგიხსნა: ყველა აზერბაიჯანელს ეამაყება თურქეთი, იმიტომ რომ მათი მონათესავე და მსგავსი ხალხით დასახლებული ქვეყანა არის ძალიან ძლიერი. ასეთივე განწყობა არაერთ ჩრდილოკავკასიელში შემინიშნავს საქართველოს მიმართ.

გარდა მაგისა, ქართული დროშა არაერთი დაჩაგრული ერისთვის იგივდება თავისუფლების სიმბოლოსთან.

მაგ ჩეჩენმა თითქმის 1 წლის წინ მითხრა ის (თან დაუკვირდი: ინგუშეთში ცხოვრობს), რაც რამდენიმე დღის წინ გააჟღერეს ინგუშებმა - კავკასიელ ხალხთა ხსნა საქართველოსთან მიერთებაშიაო. იქ იწყება სერიოზული იდეოლოგიური ბრძოლა, რომელსაც უნდა სათანადო გამოყენება და არა გულზე მჯიღის ცემა კადიროვს თბილისში არ ვამღერებო.

აფხაზებიც ხოცავდნენ ქართველებს და რა ვქნა ამიტომ, ავიძბა რომაა ჩემი თანამშრომელი, არ მივესალმო??

კადიროვს და იამადაევს არავინ ეპატიჟება აქ. სწორედ ზემოთ რომ ვთქვი, ისეთი ჩეჩნები, ინგუშები და სხვები უნდა მოიწვიო აქ. რაა ამაში ცუდი, ვერ ვიგებ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 5 2008, 12:57 PM
პოსტი #45


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
აფხაზებიც ხოცავდნენ ქართველებს და რა ვქნა ამიტომ, ავიძბა რომაა ჩემი თანამშრომელი, არ მივესალმო??


კანონისტი

მასე ბევრს ნათესავებიც გვყავს აფხაზები და მაგის გამო არც შევიძულებთ და არც განვერიდებით ოჯახის წევრებს.


ჯერ ადრეა ეგ მოწვევები, მგონი არ გვემღერება. გარდა ამისა, , იქნება მათ მიგვიწვიონ, სულ ჩვენ როგორ უნდა ვეფეროთ სხვებს? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 01:01 PM
პოსტი #46


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
მგონი არ გვემღერება

ეს კიდევ სხვაა. ის, რომ 40 დღეც არ არის ჩვენი ბიჭების დაღუპვიდან ( sad.gif ) ამის გამო თუ ამბობ, მართალი ხარ.

მაგრამ რამდენიმე თვის მერე? გაისად? პოლიტიკური ვითარება ცხადია არ შეიცვლება ასე მალე. მაშინ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 5 2008, 01:05 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
მაგრამ რამდენიმე თვის მერე? გაისად? პოლიტიკური ვითარება ცხადია არ შეიცვლება ასე მალე. მაშინ?


ხო, 40 მაინც გავიდეს. გარდა ამისა, მე ვკითხულობ,თუ ასე მოვწონვართ და დროშებს იყენებენ ავატარებად, რატომ მათ არ უჩნდებათ ეს აზრი,რომ ასეთი რამ მოაწყონ? რატომ მოდის ჩვენგან ეგ ინიციატივა, ცოტა თავიც დავიფასოთ.

პ.ს. და ჩერქეზები კიდევ რა პოზიციაზე არიან, აღარ მახსოვს რომელ რესპუბლიკას ეკუთვნიან ჩერქეზები sad.gif ერთი ის ვიცი, რომ ლამაზი ხალხია და ჩვენნაირად აცვიათ თითქმის (ფოლკლორი).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 01:52 PM
პოსტი #48


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
ჩერქეზები კიდევ რა პოზიციაზე არიან

ჩერქეზები ფაქტობრივად აღარ არიან..... sad.gif

რუსები ყაბარდოელებსაც ზოგჯერ ჩერქეზებად მოიხსენიებენ, მაგრამ ეს ხალხი ფაქტობრივად გადაშენდა sad.gif



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Sep 5 2008, 02:00 PM
პოსტი #49


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
სწორედ ზემოთ რომ ვთქვი, ისეთი ჩეჩნები, ინგუშები და სხვები უნდა მოიწვიო აქ. რაა ამაში ცუდი, ვერ ვიგებ

რომელი "ის" ჩეჩნები, ბასაევის ჩეჩნები?
რომლებიც აფხაზეთში მუსრს გვავლებდნენ და მერე თავის სამშობლოს იცავდნენ რუსებისგან?
რომელებიც "ბატონმა" პრეზიდენტმა დუდაევმა ეროვნულ გმირებად გამოაცხადა და მეორე "ბატონმა" პრეზიდენტმა მასხადოვმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა?
რომელია ერთი გამაგებინე ჩვენს მხარეს?
კადიროვის და იამადაევის ხალხი ჩვენს წინააღმდეგაა. მთებში გაკრეფილი ხალხი ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში და ეხლაც ჩვენს წინააღმდეგ არიან.
ვიღა დარჩა?
შენი "ძმადნაფიცი"?
მამაჩემის თანამშრომელი?
კაი 2 კაცი შეგროვდა, გააგრძელე ერთი სია, მაინტერესებს რამდენამდე ახვალ.

ციტატა
ჩრდილოკავკასიელებში, რომლებსაც ჭკუა ჯერ კიდევ შერჩენიათ

ნუ, ეგ შეიძლება შენი "ძმადნაფიცი" და მამაჩემის თანამშრომელი არიან ეგეთები. ნუ, კიდევ ჰა და ჰა 1000 კაცი.
ბოდიში და დანარჩენი მთლიანი ერი არის ბნელი და მონა.
თუნდაც იქედან ჩანს, რომ ჩვენ ქედს არ ვიხრით (ჯერჯერობით მაინც) და მაგათ დედები მოუკლეს, ძმები, დები, მამები და კიდევ მაგათ ეხმარებიან ჩვენს წინააღმდეგ.

მასე სომხებშიც მეგულება კაი ხალხი (ბოლობოლო შუშანიკიც სომეხი იყო), მარა გადმოიღე ალექსანდრე დიუმას "კავკასია" და ნახე, რას წერს სომხებზე.

ასე რომ, შენი "ძმადნაფიცი" შეიძლება კაი კაცია, მაგრამ ერთია.

ერთეულებით ერს ვერ შეაფასებ.
მთავარია, მასა როგორია.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 02:08 PM
პოსტი #50


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
თუ ასე მოვწონვართ და დროშებს იყენებენ ავატარებად, რატომ მათ არ უჩნდებათ ეს აზრი,რომ ასეთი რამ მოაწყონ?

ვისაც მოვწონვართ, იმათ გუშინ მოსკოვში აუფრიალეს რუსებს ტრანსპარანტი РЕСПУБЛИКА ИНГУШЕТИЯ - В СОСТАВЕ ГРУЗИИ

ციტატა
რატომ მოდის ჩვენგან ეგ ინიციატივა, ცოტა თავიც დავიფასოთ

არც უნდა მოდიოდეს. წამყვანი და ფლაგმანი ფუნქცია ჩვენ უნდა ავიღოთ კავკასიაში და არა იმათ. გაგიგია, უმცროსი ძმა უფროსს ეუბნებოდა ასე და ასე ვქნათო??

ვეშაპო
მგონი გაუგებრად არ ვსაუბრობ

აქ საუბარია ფესტივალის გამართვაზე და არა მგონია, ბოევიკები ტყიდან გამოვიდნენ აქ საცეკვაოდ biggrin.gif

და, იმას, რომ ჩეჩნები გვმტრობდნენ თუ გვმტრობენ და ამის გამო, კავკასიის კულტურული ცენტრის ფუნქციაზე უარი ვთქვათ, ვერ დავეთანხმები

გითხარი ის ჩრდილოკავკასიელი ერები მთლიანად (!), რომლებიც არ გვებრძოდნენ და აგრეთვე აღვნიშნე, რომ რომლებიც გვებრძოდნენ, იმ ერთა შორისაც შეიძლება მოძებნა (თუ სურვილი იქნა) ათეულობით ისეთის მოძებნა, რომელზეც ვსაუბრობდი. პატარა ანსამბლს და მით უმეტეს, ჯგუფს, ასობით კაცი კიდევ არ ჭირდება არანაირად


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Sep 5 2008, 02:11 PM
პოსტი #51


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ხო რავი, მე მაგათი დედაც . . . და თქვენ გინდა ამღერეთ და გინდა აცეკვეთ.
პირადად მე დრო მჭირდება, რომ მაგათკენ გახედვა მომინდეს.
მოცემულ მომენტში რუსებზე მეტად ეგენი მეჯავრებიან (ინგუშებს და დაღესტნელებს არ ვგულისხმობ).


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 5 2008, 02:16 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი
ციტატა
РЕСПУБЛИКА ИНГУШЕТИЯ - В СОСТАВЕ ГРУЗИИ


გვაშაყირებენ ? biggrin.gif კაი რა დათო, ღადაობ ? biggrin.gif ვ სასტავე გრუზიიო და ჩვენ გვკითხეს ისე მაინც ? biggrin.gif ბოდიში მეცინება, მარა ვ სასტავე გრუზიი საიდან გაჩითეს, ანუ დამოუკიდებლობა კი არა ჩვენთან ყოფნა სდომებიათ smile.gif საღოლ მაგათ, ასწორებს .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 5 2008, 02:20 PM
პოსტი #53


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
აბა დამოუკიდებელი ინგუშეთი როგორ წარმოგიდგენია შენ? სამი მდინარის ხეობაში განფენილი რამდენიმე ათეული სოფელი, ზღვის დონიდან მინ. 1000 მ ზემოთ? biggrin.gif

მე რავი კაცო biggrin.gif მასე თქვეს და tongue.gif მერე ვიღაც ინგუშის ინტერვიუც იყო, ჩვენ დამოუკიდებლად ყოფნა შეიძლება გაგვიჭირდეს და მაშინ, ავტონომიური ერთეულის სახით საქართველოს შემადგენლობაში გვინდაო.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 5 2008, 02:32 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანონისტი

ხო, რა ვიცი, თუ უნდათ ბოლო-ბოლო სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე ვერ ვეტყვით უარს biggrin.gif

პ.ს. მეცინება,დავით, კაი რა biggrin.gif არა, მჯერავს რომ არ მოიგონებდი,მაგრამ მაინც biggrin.gif

პ.ს.ს. დაღესტანი რამხელაა? (სადღა მახსოვს ეგენი,თან ახლა ვერ მოვძებნი)
ისე, დაღესტანელი მეზობელი გოგო მყავდა სტუდენტობაში, ისეთი ცეცხლი და ცქრიალა, რა ვიცი, ცოცხალი ძალიან, რა უნდა გეთხოვა დახმარება ,რომ უარი ეთქვა. აი, ჩეჩნებს კი, ვეშაპოსიც არ იყოს ვერ შევეგუები რა ვიცი, აქ არიან ჩეჩნები და პაზორნად უყურებენ ქართველებს, რუს ქალებზე არიან დაქორწინებული პასპორტების გამო. ისე, ზვიადის დროს ლამის ჩეჩნების ხატები შეიქმნა და დღესაც,ვიცნობ რამდენიმე ზვიადისტს აქ, თვალებს ამოგიღებენ ჩეჩნებზე რომ აუგი დაგცდეს... ეეჰ...რატომ ომობს და ხოცავს ეს ხალხი ერთმანეთს არ მესმის, იყავი და ეგდე წესიერად, მშვიდად ვაა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Sep 7 2008, 10:41 PM
პოსტი #55


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



მოგესალმებით ყველას!

კავკასია სანამ არ გაერთიანდება, კავკასიელებს არაფერი გვეშველება...

სანამ ერთად ვიყავით, ავად თუ კარგად, იმპერიებს ყელზე ვადგებოდით,
ეს ჩვენი სიძლიერის მიზეზი გამოიკვლია გამწარებულმა ბატონმა თემურ-ლენგმა, და მიზეზს რომ მიაგნო, დროზე მიიღო ზომები-ჩრდილო კავკასია დაიპყრო, და ნელ-ნელა შეუდგა ისლამის გავრცელებას(რუსებმა რომ ომი დაიწყეს, ჯერ კიდევ იყვნენ შემორჩენილი ჩრდ.კავკასიაში ქრისტიანები)...ამის მერე დაერია ყველა ერთმანეთს და კავკასია ისე დაიშალა, დღემდე დაშლილია...
უნდა გავერთიანდეთ, და ეს უნდა დაიწყოს კულტურული ურთიერთობით!!!
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კავკასიელთა შორის სასაუბრო ენად რჩებოდა ქართული! ბაქოში რომ ჩეჩენი და სომეხი შეხვდებოდა ბაზარში, ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდა!
დღესაც, მიუხედავად სისუსტისა, გადამწყვეტი ამ რეგიონში ისევ ჩვენი ქვეყანაა, იმიტოა, თავს რომ იგიჟებენ. რა ცხინვალი, ომი მიდის მთელი რეგიონისთვის და....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Sep 7 2008, 10:46 PM
პოსტი #56


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



კანონისტი
ციტატა
2. თუ შემომივარდება, იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად


შენთან სახლში თბილა ძია? საკვებ სასმელი ხო მომარაგებით გაქვს ამ ზამთრისათვინ a075.gif

ჩეჩნებს ბევრი აქვთ მიქარული... პირველი ნაბიჯი მონანიებისა თუ ამის შეგნება აქვთ მათგან უნდა გადმოიდგას პირველი და მერე ვნახოთ a075.gif

ფესტივალის მოწყობას არაფერი უნდა, მთავარია გეფესტივალებოდეს!!!


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მწირი
პოსტი Sep 7 2008, 11:06 PM
პოსტი #57


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



განწყობის თეორიაზე ალბათ გსმენია?
ხოდა უნდა შეიქმნას განწყობა, რომელიც ერთმანეთზე იარაღს აღარ აგვაღებინებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჩაკრულო
პოსტი Sep 7 2008, 11:41 PM
პოსტი #58


ფოლკლორის მძღოლი!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 694
რეგისტრ.: 14-October 06
მდებარ.: ფოლკლორში
წევრი № 276



კანონისტი
ციტატა
გარდა მაგისა, ქართული დროშა არაერთი დაჩაგრული ერისთვის იგივდება თავისუფლების სიმბოლოსთან.


ნუ გამაცინე ახლა კაცოო smile.gif ეტყობა შენ სხვა სამყაროს ხედავ უფრო ვიდრე მე ვხედამ smile.gif


ნუ ვაფშეტა ინგუშების რამდენიმე დღის წინანდელ განცხადებას თუ ჩეჩნებიც აიტაცებენ და კიდევ ვიმეორებ გონს მოეგებიან, მაშინ პირიქით, ამ იდეას განვახორციელებთ შეილება ვეშაპოსთან ერთAდაც smile.gif მაგრამ ახლა რაც გააკეთეს ამ ომში ამას ნაღდად ვერ ვაპატიებთ ჯერჯერობით!!! თუ ვაპატიეთ და სირცხვილი ჩვენ, მეტი არფერი!!!


--------------------
დაგბადოთ... გაგზარდოთ... გაცხოვროთ... დაგაბედოთ და... დაგხოცოთ

www.myspace.com/chveneburebiband
შემოდით ვიმეგობროთ :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Sep 8 2008, 11:56 AM
პოსტი #59


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



მწირი
QUOTE
უნდა გავერთიანდეთ,


ამას არავინ არ დაუშვებს!!! სამწუხაროდ!! sad.gif


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Sep 11 2008, 02:16 PM
პოსტი #60


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



[
ციტატა(ვეშაპო @ Sep 5 2008, 02:27 AM) *

ჯამბაკური

შავი ზღვა.
არ დაიჯერო, ორასი მეტრის ქვევით გოგირდყალბადითაა სავსე biggrin.gif


ციტატა(staywhite @ Sep 5 2008, 01:57 PM) *

მგონი არ გვემღერება.
მაგაზე ბოდიში! ქართველს რომ სიმღერის გუნება წაუხდება, მანდ შეგიძლია დამარხო. სალაშქრო და სამგლოვიარო სიმღერებზე აღარ ვამბობ, ტაშ-პფანდურაც უნდა გამართო მტრის ჯინაზე! ჩვენ თითქმის სულ ომიანობა გვქონდა, საუკუნეების მანძილზე ქვეყანა ან მისი ნაწილი მტერს ეკავა. მაგისთვის რომ გვეყურებინა, უმდიდრესი ფოლკლორი არ გვექნებოდა.


ციტატა(staywhite @ Sep 5 2008, 03:16 PM) *

კანონისტი
გვაშაყირებენ ? biggrin.gif კაი რა დათო, ღადაობ ? biggrin.gif ვ სასტავე გრუზიიო და ჩვენ გვკითხეს ისე მაინც ? biggrin.gif ბოდიში მეცინება, მარა ვ სასტავე გრუზიი საიდან გაჩითეს, ანუ დამოუკიდებლობა კი არა ჩვენთან ყოფნა სდომებიათ smile.gif საღოლ მაგათ, ასწორებს .
ეს მე ადრეც გამიგია ინგუშებისგან.


ციტატა(მწირი @ Sep 7 2008, 11:41 PM) *

მოგესალმებით ყველას!

კავკასია სანამ არ გაერთიანდება, კავკასიელებს არაფერი გვეშველება...

სანამ ერთად ვიყავით, ავად თუ კარგად, იმპერიებს ყელზე ვადგებოდით,
ეს ჩვენი სიძლიერის მიზეზი გამოიკვლია გამწარებულმა ბატონმა თემურ-ლენგმა, და მიზეზს რომ მიაგნო, დროზე მიიღო ზომები-ჩრდილო კავკასია დაიპყრო, და ნელ-ნელა შეუდგა ისლამის გავრცელებას(რუსებმა რომ ომი დაიწყეს, ჯერ კიდევ იყვნენ შემორჩენილი ჩრდ.კავკასიაში ქრისტიანები)...ამის მერე დაერია ყველა ერთმანეთს და კავკასია ისე დაიშალა, დღემდე დაშლილია...
უნდა გავერთიანდეთ, და ეს უნდა დაიწყოს კულტურული ურთიერთობით!!!
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე, კავკასიელთა შორის სასაუბრო ენად რჩებოდა ქართული! ბაქოში რომ ჩეჩენი და სომეხი შეხვდებოდა ბაზარში, ერთმანეთს ქართულად ესაუბრებოდა!
დღესაც, მიუხედავად სისუსტისა, გადამწყვეტი ამ რეგიონში ისევ ჩვენი ქვეყანაა, იმიტოა, თავს რომ იგიჟებენ. რა ცხინვალი, ომი მიდის მთელი რეგიონისთვის და....
გენაცვალე მაგ სიმართლე/ში!


ციტატა(ჩაკრულო @ Sep 7 2008, 11:46 PM) *

ჩეჩნებს ბევრი აქვთ მიქარული...
ქართველი რატომ იბრძოდა რუსის მეფის ჯარში ჩეჩნების წინაამდეგ? უჩვენოდ ერთი იმდენი მსხვერპლი მაინც დჭირდებოდათ, სანამ დაიპყრობდნენ.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 05:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი