IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები, სიზმარი, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ჰიპნოზი, მედიტაცია
ikanosi
პოსტი Jan 12 2012, 08:41 PM
პოსტი #1


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ცნობიერების შემცვლელი მდგომარეობები (ცშმ) ცნობილია ყველა ადამიანისათვის. ზოგი მათგანი საკმაოდ ხანმოკლეა და შეიძლება შეუმჩნეველიც აღმოჩნდეს. ასეთია მაგალითად ყურადღების გაფანტულობა ან გარემოს აღქმის სიცხადის დაკარგვა. საზოგადოდ ცშმ უნდა გავიგოთ, როგორც თვისობრივი ძვრა ფსიქიკური ფუნქციენერების ჩვეულებრივ ხასიათსი გამოიყოფა სპონტანურად წამოქმნილი და ხელოვნურად გაპირობებული ცშმ. სპონტანური ცშმ ჩნდება ადამიანის ჩვეულებრივ პირობებში (დაძინებისას ან გადაღლისას) ან უჩვეულო მაგრამ ბუნებრივ ვითარებაში (კერძოდ ნორმალური მშობიარობისას). ფსიქოტექნიკურად გაპირობებული ცშმ თან სდევენ ფსიქიკური რეგულაციისა და თვითრეგულაციის პროცესებს. ავადმყოფური ფსიქიკის მსგავსად ცშმ შესწავლა არის ერთ-ერთი გზა ჩვეულებრივი ცნობიერების კანონზომიერების დასადგენად.

ცნობიერების შემცველი ერთ-ერთი მდგომარეობაა ძილი და სიზმარი.
ერთი შეხედვით ძილი და სიფხიზლე ან ღვიძილი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობებია. ძილში ცნობიერება ისვენებს, ხოლო ღვიძილში აქტიურია. სინამდვილეში მათ ბევრი რამ აქვთ საერთო: ძილი არ არის აბსოლუტურად სიმშვიდე, ძილში გონება მუშაობს, ეს იქიდან ჩანს რომ ვხედავთ სიზმრებს და ზოგჯერ ვიმახსოვრებთ მათ. ძილში მთლიანად არ ვეთიშებით არეგან ინფორმაციას და მზად ვართ გარკვეული სიგნალების მისაღებად. ძილი არ სპობს ჩვენს განზრახვებს. ბევრი იღვიძებს ზუსტად იმ დროს, როდესაც წინასწარ დაგეგმა გაღვიძება.

ღვიძილისა და ძილის მდგომარეობათა მონაცვლეობა უკავშირდება დღე-ღამის რითმს, რომელიც 24 საათიან ციკლს ქმნის. ზრდასრულ ადამიანს აქედან საშუალოდ 8 საათი ყოფნის. თოთო ბავშვი კი დღე-ღამის ძირითად ნაწილს ძილში ატარებს. ხანში შესულ ადამინებს კი, ჩვეულებრივ 6 საათზე მეტი არ სჭირდებათ.

ჩვენ გვაქვს ძილის ხუთი საფეხური. მათ შორის ოთხი ღრმა, ანუ ნელი ძილის, ხოლო ერთი ე.წ. თვალის სწრაფი მოძრაობის, ანუ უბრალოდ სწრაფი ძილის საფეხურია. ნელი ძილის საფეხურების ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია და სწრაფი ძილის საფეხურთან ერთად ისინი ქმნიან ძილის ერთ ციკლს, რომელიც ღამის განმავლობაში 4-5 ჯერ მეორდება. I საფეხური გრძელდება 4-5 წუთს. ამ დროს ღვიძილიდან ძილის მდგომარეობაში გადავდივართ. II საფეხური გრძელდება 10-20 წუთს და ხასიათდება საკმაო ღრმა ძილით. განსაკუთრებით ღრმა ძილი III და IV საფეხურებზეა, რომელთა ხანგრძლივობა 20-30 წუთს შეადგენს. ამის შემდეგ ნელი ძილის საფეხურები შებრუნებული თანმიმდევრობით I საფეხურს უბრუნდება და 90 წთ-ის შემდეგ გადადის სწრაფ ძილზე, იგი გრძელდება დაახლოებით 10-15 წთ-ს. შემდეგ კი ახალი ციკლი იწყება
ნელი ძილის საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს მოძრაობას. გულისცემა და სუნთქვის შიხშირე მნიშვნელოვნად კლებულობს სწრაფი ძილის საფეხურზე კი პირიქით, გულისცემა, ტვინში ნივთიერებათა ცვლა და მისი ელექტრო-ფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება, რომ დიდად აღემატება კიდეც ღვიძილის მდგომარეობას. ამის პარალელურად სხეული აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაშია, კუნთური ტონუსი მკვეთრად დაცემულია, ასეთი შეუსაბამობის გამო ამ საფეხურს პარადოქსულსაც უწოდებენ.

ძილს აქვს აღდგენითი ფუნქცია, ასევე იგი ემსახურება ადამიანის შეგუებას ღამის სპეციფიკური პირობებისადმი.
აღდგენითი ფუნქციის თვალსაზრისი უფრო ფართოდ არის გავრცელებული და საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. თუ ადამიანი გამოუძინარია ის ადვილად იღლება და უმიზეზოდ ღიზიანდება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად არ არსებობოს ზუსტი მეცნიერული მონაცემები თუ რისი აღდგენა ხდება ძილში. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ადამიანს ნორმაზე მეტ ხანს ძინავს, იგი თავს მოთენთილად და დაღლილად გრძნობს და არა დასვენებულად.

მეორე მოსაზრებით ადამიანს ძინავს, რათა თავი დააღწიოს სხვადასხვა საფრთხეს. ამ ვარაუდის მიხედვით, პრეისტორიული ადამინები ძილის მეშვეობით თავს არიდებდნენ საფრთხეს. მაგ: უფსქკრულში გადაჩეხვას ან მხეცის მსხვერპლად გახდომას. მაგრამ წარსულს რომ თავი დავანებოთ, ადამიანს ახლაც ურჩევნია ღამე რაიმე თავშესაფარში გაატაროს, სადაც მას, როგორც წესი ძინავს.
რა ფუნქციასაც არ უნდა ასრულებდეს ძილი, ერთი რამ ცხადია, ადამიანი როგორ ყველა ცოცხალი არსება, უძილობას ვერ იტანს .

ძილის მოშლის ერთ-ერთი სახეა სუნთქვის შეჩერება (ე.წ. აპნოე). ხშირად ეს ემეართება ზედმეტად მსუქან ადამიანებს, სუნთქვის შეჩერებისას ადამიანი იღვიძებს და მალევე იძინებს, ეს მრავალჯერ მეორედება ღამის განმავლობაში, ამიტომ ადამიანი გამოუძინებელი რჩება. ძილის მოშლის კიდევ ერთი სახეა ნარკოლეფსია. ადამიანს მოულედნელად ერევა ძილი და იგი კარგავს კონტროლს მოძრაობაზე.

სიზმარი ძილის ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. სიზმარში ადამიანები შესაძლებლობები უსაზღვროა. ამავე დროს, სიზმრის შინაარსი, რაც არ უნდა ფანტასტიკური და ალოგიკური იყოს, მძინარე ადამიანის მიერ განიცდება როგორც სინამდვილე.
აღსანიშნავია,რომ ადამინები ამ ტიპის სიზმრებს სწრაფი ძილის დროს ნახულობენ. ვინც ამ საფეხურზე იღვიძებს, სიზმრის ნახვის ფაქტს ადასტურებს და ახსოვს კიდეც მისი შინაარსი.

სიზმრის შინაარსის მასალას წარმოდგენები შეადგენს. მათი უმეტესობა მხედველობითი წარმოდგენებია. სიზმარზე ზემოქმედებენ გარეგამღიზიანებლებიც. ასევე მოქმედებს სიზმრის შინაარსზე შიდაგამღიზიანებლები. მაგ.: მშიერს შეიძლება დაესიზმროს რომ საჭმელს შეექცევა. აღსანიშნავია, რომ ეს გამღიზიანებლები სიზმრის შინაარსის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს განსაზღვრავენ. თუ საიდან ჩნდება სიზმრის შინაარსის უსაზღვრო მრავალფეროვნება მაინც აუხსნელი რჩება.

ფროიდის აზრით ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და ზნეობრივად მიუღებელ სურვილბს. ძილში ცნობიერების ცენზურა რამდენამდე შესუსტებულია და მათ საშუალება ეძლევათ სიზმრისეულ ცნობიერებაში ამოვიდნენ, მაგრამ ვინაიდან პიროვნების გარკვეული კონტროლი ძილშიც შენარჩუნებულია, აგრძალული ლტოლვები სახეს იცვლიან და სიზმარში შენიღბული სიმბოლური სახით წარმოგვიდგებიან. ამიტომაცაა რომ სიზმრები ხშირად საკვირველი და უაზრო გვეჩვენება.

მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ სიზმარში არსებითად არაფერია სიმბოლური და საიდუმლო. მათი აზრით ფანქარი ან თოფი სიზმარში ის არის რაც სინამდვილეშია და სხვა არაფერი. თვით ფროიდიც, რომელსაც ძალიან უყვარდა სიგარები აღიარებდა რომ „ზოგჯერ სიგარა სიზმარში - ეს მხოლოდ სიგარაა“.
სხვა თვალსაზრისის მიხედვით, სიზმარი ერთგვარი ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმს ასრულებს. კიდევ ერთი შეხედულები სიზმრის ფუნქციად მიჩნეულია იმ პრობლემის გადაწყვეთა, რომლებიც ადამიანის წინაშე სიფხიზლეში დგას.

თანამედროვე კოგნიტურ თეორიების მიხედვით, ტვინი ძილის პროცესში ისე მუშაობს როგორც კომპიუტერი. როდესაც ძილში ტვინი თავისუფლდება გარე გამღიზიანებლებისაგან, მეხსიერების მთელი მარაგი და მაკონტროლებელი პროგრამები მისთვის მისაწვდომი ხდება და იწყება მათი მოდიფიკაციისა და რეორგანიზაციის პროცესი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ერთ-ერთი ჰიპოტეზის თანახმად, ინფორმაციის გადამუშავება ორ ფაზად მიმდინარეობს. ჯერ ხდება ინფორმაციის შეფასება და განზოგადება, რაც ნელი ძილისთვის არის დამახასიათებელ სიზმრებში აისახება. გამომუსავების მეორე სტადიაზე ინფორმაცია გადაიგზავნება ხანგრძლივი მეხსიერების სტრუქტურის გარკვეულ უბნებში და უკავშირდება იქ შენახულ მასალას. ამას თან ახლავს სწრაფი ძილის სიზმრებისათვის დამახასიათებელი შინაარსეული უცნაურობანი, რაც აიხსნება ძველი და ახალი მასალის ურთიერთმორგებულობით.

ოცნება ცნობიერების ისეთი შემცვლელი მდგომარეობაა, რომლისთვისაც სიზმრის მსგავსად, დამახასიათებელია ფანტაზიის თავისუფალი მუშაობა.

განსხვავებით სიზმრისაგან რომელშიც ფანტაზია თითქმის შეუფერხებლად მოქმედებს, ადამიანი ოცნებობს ცხადში და მისი ოცნების შინაარის არასდროს ღებულობს აბსურდულ ფორმას.

ადამიანი ოცნებობს რომ მას არ აკმაყოფილებს თავისი ცხოვრების კონკრეტული პირობები.
ოცნების ძირითადი ნიშანი მისი ეგოცენტრულობაა. ადამიანი იმაზე ოცნებობს რაც უშუალოდ მის „მე“-ს შეეხება. ოცნების კიდევ ერთ მთავარ ნიშანს მისი პროსპექტულობა ანუ მომავალზე მიმართულებას წარმოადგენს. ოცნება მხოლოდ იმას შეეხება, რაც უნდა მოხდეს და არა იმას, რაც მოხდა. ოცნების ფუნქციას სწორედ ის შეადგენს, რომ ადამიანი თავისი ფანტაზიის მეშვეობით წარმოიდგინოს ისეთი პირობები, რომლებშიც მისი დაუკმაყოფილებელი სურვილები დაკმაყოფილდება.

ოცნების აღმოცენებათა თავისებურებათა გასარკვევად, აუცილებელია მეოცნებე ადამიანის პიროვნული თვისებების გათვალისწინებაც. ყოველი ადამიანის ოცნების შინაარსი დიდად არის დამოკიდებული მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და ინფორმირებულობაზე. ვერ იოცნებებ იმაზე რის შესახებაც არაფერი არ გაგიგია და წარმოდგენა არა გაქვს.

ცნობიერების ჩვეულებრივი, ნორმალური მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს ე.წ. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზეგავლენითაც. მათი მიღების შედეგად ადამიანის აზროვნება , წარმოსახვა და საერთოდ მთელი ქცევა სახეს იცვლის. ადამიანი თავისუფლდება დაძაბულობისაგან, უფრო გაბედულად მოქმედებს და ამავე დროს სიამოვნებს და ზოგჯერ ეიფორიასაც განიცდის.

ცნობიერებაზე ნივთიერებების ზემოქმედებების სპეციფიკის გათვალისწინებით მათ სამ ჯგუფად ყოფენ. 1) დეპრესანტები, რომელთაც დამაწყნარებელი, გამაყუჩებელი ზემოქმედება აქვთ. 2) სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ადამიანს. 3) ჰალუცინოგენები, რომლებიც ცვლიან აღქმის ნორმალურ მსველლობას.
ადამიანები ამ ნივთიერებების მიმართ ხდებიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებულები. ფიზიკური დამოკიდებულებისას ორგანიზმში ხდება ისეთი ბიოქიმიური ძვრები, რის გამო ადამიანს აღარ შეუძლია ნარკოტიკის გარეშე არსებობა. მისი უეცარი შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომს ე.წ. „ლომკას“.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ნარკოტიკის მიღების სურვილში, სიამოვენბის ან კმაყოფილების განსაცდელად. ნარკოტიკული დამოკიდებულება აყალიბებს ტოლერანტობას: სასურველი ეფექტის მისაღებად.
დეპრესანტები ეწოდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აწყნარებენ ადამიანს . მათ მიეკუთვნება ტრანკვილიზატორები (დამაწყნარებელი საშუალებები), ბარბიტურატები (ძილის აბები), ალკოჰოლი და ოპიატები.
ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე თავისებურია. მორცხვი ადამიანი შეიძლება გაბედული და აგრესიულიც გახდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ალკოჰოლი მაინც დეპრესანტია, ვინაიდან ნასვამ ადამიანს ძილი ერევა, მისი მოქმედება შენელებულია.

ოპიატები გაცილებით ძლიერმოქმედი დეპრესანტებია. მათ მიეკუთვნება ოპიუმი, მორფინი, ფეროინი და კოდეინი.
სტიმულანტები ამაგზნებელი ნივთიერებებია, მათ მიეკუთვნება კოფეინი, ნიკოტინი, ამფეტამინები და კოკაინი.
ჰალუცინოგენები (ფსიქოდელიკები), კერძოდ ჰაშიში, უძველესი დროიდან მოიხსენება აღმოსავლეთში. დღეს ჰაშიში და მარიხუანა გასართობად მისაღებ ნარკოიტებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნიკოტინისა და ალკოჰოლის მერე.
ჰიპნოზი ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობაა. იგი ხასიათდება ცნობიერების მოცულობის შევიწროვებით და შთაგონების შინაარსზე ფოკუსურებით. აქედან გამომდინარე კონტროლისა და თვითცნობიერების ფუნქციების შეცვლით. ის აღმოცენდება სპონტანურად, მიზანდასახული თვითშთაგონებით (აუტოჰიპნოზით) ან ჰიპნოტიზიორის სპეციალური ზემოქმედების (ჰიპნოზის შედეგად).

ჰიპნოზში შეიძლება შეიცვალოს აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, პიროვნება. სწორედ ამიტომ ჰიპნოთერაპია ფსიკოთერაპიის ერთ-ერთ უძველეს და დამკვიდრებულ ფორმად ითვლება.

მოსახლეობის 5-10% არაჰიპნობილურია, ანუ მისი ჰიპნოზში შეყვანა შეუძლებელია. დაახლოებით იმდენიდვე ძალიან ადვილად გადის ჰიპნოტურ მდგომარეობაში, ანუ ფიპნობელურია. ჰიპნოზის კიდევ ერთი დამსახასიათებელია ე.წ. პოსტჰიპნოტური ამნეზია. ადამიანი ივიწყებს იმას, რაც მოხდა ჰიპნოზში, თუ ჰიპნოზიორისაგან ასეთ ინსტრუქციას მიიღებს.

ჰიპნოზის ყველაზე საინტერესო და დრამატულ-თავისებურებას ე.წ. პოსტჰიპნოზური რეაქციები შეადგენს. ადამიანი ჰიპნოზიდან გამოსვლის შემდეგ ასრულებს იმ მოქმედებებს, რომელთა შესრულება ჰიპნოზში ჩააგონეს, თანაც ისე რომ ამ დავალების შესახებ არაფერი ახსოვს.

მედიტაცია ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა. იგი გულისხმობს გარკევული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგად ადამიანი დუნდება, სულიერად მშვიდდება.
თანამედროვე სამყაროში მედიტაცია უპირატესად იოგას პრაქტიკას უკავშირდება, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს. ეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო მიზანს ადამიანის ტანჯვისაგან გათავისუფლებაში ხედავს. გათავისუფლება მხოლოდ განსაკუთრებულ მდომარეობაში ნირვანაშია შესაძლებელი. მედიტაცია ნირვანის მიღწევის გზაა.

იოგა ორ ურთიერთდაკავშირებულ ასპექტს შეიცავს: თითშეზღუდვას (ასკეტიზმი) და გონებრივ ჭვრეტა-კონცენტრაციას.
მედიტაციაში დახოლოვნებული პირები სასიცოცხლო პროცესების ფლობის საოცარ დონეს აღწევენ. შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლის, სუნთქვის, ტემპერატურის და სხვა პროცესების რეგულირება. ამიტომ მედიტაცია თანამედროვე დასავლეთმა აითვისა, როგორც ყოფითი, ისე ფსიქოთერაპიულ სფეროში.

©ikanosi
იმედი მაქვს ბოლომდე წაიკითხავთ


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 12 2012, 09:11 PM
პოსტი #2


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ikanosi
ციტატა
იმედი მაქვს ბოლომდე წაიკითხავთ

იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა kiss1.gif
მაგრამ პირობას ვდებ რომ მერე გავაგრძელებ კითხვას biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 12 2012, 10:33 PM
პოსტი #3


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა

1 კაცისთვის დამიწერია პოსტი biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 12 2012, 11:19 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

1 კაცისთვის დამიწერია პოსტი

მოიცა კაცო...
ყველა ტემა გავუზიაროთის სტილით ხომ არ იქნება რომ ,,ჩატი"იყოს...
ამხელა მასალას,როგორც მე ვამბობ გადახარშვა სჭირდება...
ამას კი დრო..


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 01:18 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



კარგი თემაა.

ციტატა
სიზმარი ძილის ყველაზე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ასპექტია. სიზმარში ადამიანები შესაძლებლობები უსაზღვროა. ამავე დროს, სიზმრის შინაარსი, რაც არ უნდა ფანტასტიკური და ალოგიკური იყოს, მძინარე ადამიანის მიერ განიცდება როგორც სინამდვილე.


ჩემი სიზმრუკები. wub.gif

ციტატა
ფროიდის აზრით ადამიანები არაცნობიერში მალავენ პრიმიტიულ და ზნეობრივად მიუღებელ სურვილბს. ძილში ცნობიერების ცენზურა რამდენამდე შესუსტებულია და მათ საშუალება ეძლევათ სიზმრისეულ ცნობიერებაში ამოვიდნენ, მაგრამ ვინაიდან პიროვნების გარკვეული კონტროლი ძილშიც შენარჩუნებულია, აგრძალული ლტოლვები სახეს იცვლიან და სიზმარში შენიღბული სიმბოლური სახით წარმოგვიდგებიან. ამიტომაცაა რომ სიზმრები ხშირად საკვირველი და უაზრო გვეჩვენება.


ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი... და როგორი საინტერესოა საკუთარ თავში ქექვა, დავიწყებული და ჩაძირული სურვილების გახსენება, მათთვის თვალებში თამამად ჩახედვა და გააზრება, რა გვსურს თურმე ჩვენ, რას ვატარებთ ჩვენში...

ციტატა
განსხვავებით სიზმრისაგან რომელშიც ფანტაზია თითქმის შეუფერხებლად მოქმედებს, ადამიანი ოცნებობს ცხადში და მისი ოცნების შინაარის არასდროს ღებულობს აბსურდულ ფორმას.


და ვინ და რატომ ამბობს, რომ სიზმარში აბსურდულ ფორმებს ვიღებთ? ეს ვითომც აბსურდული ფორმა სავსებით შესაბამისია გარკვეული გარემოებების.

ციტატა
ალკოჰოლის ზემოქმედება ადამიანზე თავისებურია. მორცხვი ადამიანი შეიძლება გაბედული და აგრესიულიც გახდეს


გამოდით, უნდა დაგთვალოთ. tongue.gif

ციტატა
მედიტაცია ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობის მიღწევის კიდევ ერთი გზაა. იგი გულისხმობს გარკევული რიტუალებისა და პროცედურების შესრულებას, რის შედეგად ადამიანი დუნდება, სულიერად მშვიდდება.თანამედროვე სამყაროში მედიტაცია უპირატესად იოგას პრაქტიკას უკავშირდება, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს. ეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო მიზანს ადამიანის ტანჯვისაგან გათავისუფლებაში ხედავს. გათავისუფლება მხოლოდ განსაკუთრებულ მდომარეობაში ნირვანაშია შესაძლებელი. მედიტაცია ნირვანის მიღწევის გზაა.იოგა ორ ურთიერთდაკავშირებულ ასპექტს შეიცავს: თითშეზღუდვას (ასკეტიზმი) და გონებრივ ჭვრეტა-კონცენტრაციას.მედიტაციაში დახოლოვნებული პირები სასიცოცხლო პროცესების ფლობის საოცარ დონეს აღწევენ. შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლის, სუნთქვის, ტემპერატურის და სხვა პროცესების რეგულირება. ამიტომ მედიტაცია თანამედროვე დასავლეთმა აითვისა, როგორც ყოფითი, ისე ფსიქოთერაპიულ სფეროში.


თუმცა მედიტაცია ინდური რელიგიების გარეშეც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მედიტაცია, ანუ ჭვრეტა არის ის პროცესი, როდესაც საკუთარ თავს ვუღრმავდებით და ვართ ძიების შესაბამის პროცესში...


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 01:57 AM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



georgios
ციტატა
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი... და როგორი საინტერესოა საკუთარ თავში ქექვა, დავიწყებული და ჩაძირული სურვილების გახსენება, მათთვის თვალებში თამამად ჩახედვა და გააზრება, რა გვსურს თურმე ჩვენ, რას ვატარებთ ჩვენში...

biggrin.gif თუმცა ეს ფროიდისეული მოსაზრება უკვე უარყოფილია
ციტატა
თვით ფროიდიც, რომელსაც ძალიან უყვარდა სიგარები აღიარებდა რომ „ზოგჯერ სიგარა სიზმარში - ეს მხოლოდ სიგარაა“.

ეს ახლა როგორ უნდა აეხსნა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ციტატა
და ვინ და რატომ ამბობს, რომ სიზმარში აბსურდულ ფორმებს ვიღებთ? ეს ვითომც აბსურდული ფორმა სავსებით შესაბამისია გარკვეული გარემოებების.

სიზმარში ცხრათავიანი გველეშაპი რომ ნახო სრულიად რეალურად აღიქვამ და ეჭვიც არ შეგეპარება რომ ეს სიზმარია biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 06:59 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ციტატა
თანამედროვე სამყაროში მედიტაცია უპირატესად იოგას პრაქტიკას უკავშირდება, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს. ეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება საბოლოო მიზანს ადამიანის ტანჯვისაგან გათავისუფლებაში ხედავს. გათავისუფლება მხოლოდ განსაკუთრებულ მდომარეობაში ნირვანაშია შესაძლებელი. მედიტაცია ნირვანის მიღწევის გზაა.


მედიტაცია ბუდიზმიდან არ მომდინარეობს. ის ყოველთვი არსებობდა და იარსებებს. ეგ იგივეა რომ თქვა: ლოცვა ქრისტიანობიდან მომდინარეობსო...

და თან ნირვანას მიღწევა მედიტაციური პრაქტიკების ერთ-ერთი მიზანია მხოლოდ.

ხალხო, ან დაანებეთ თავი აღმოსავლურ ფილოსოფიებს და ერთ ქვაბში ნუ ხარშავთ (მაგიტომაც აქვს თქვენთვის ცუდი გემო), ან კარგად შეისწავლეთ და მერე ილაპარაკეთ...


რაც შეეხება ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს: ტელევიზორს რომ ვუყურებთ, მაშინაც კი რაღაც ძილისმაგვარ მდგომარეობაში გადადის ცნობიერება და ქვეცნობიერში უხვად იყრება მთელი ის ნაგავი (რეკლამების ან ფარული რეკლამების სახით), რაც ტელევიზორშია. ანუ ასე ვთქვათ ქვეცნობიერი იხსნება...

იგივე ხდება ჭამის დროსაც - ამ დროს ადამიანის ფსიქიკა ადვილად შეღწევადია ნებისმიერი ინფორმაციისთვის (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი), ანუ დაცვითი მექანიზმები (ფილტრები)
სუსტდება.

აი როცა თან ვჭამთ და თან ტელევიზორს ვუყურებთ, მაშIნ ხო საერთოდ... biggrin.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 10:41 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
თუმცა ეს ფროიდისეული მოსაზრება უკვე უარყოფილია


უარყო გარკვეულმა წრემ და სხვა წრე შეიძლება იზიარებდეს ამას. ფსიქოლოგიაში ვერ უარყოფ რაიმე მოსაზრებებს ერთი ხელის მოსმით და გადაჭრით. და ვინ უარყო და რა კერძოდ? არაცნობიერში რომ რაღაც ილექება, ეგ უარყვეს? smile.gif ვინ და როდის?

ციტატა
ეს ახლა როგორ უნდა აეხსნა


ყველაფერს მოეპოვება თავისი ახსნა, უბრალოდ ეს ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით ჯერ.

ციტატა
სიზმარში ცხრათავიანი გველეშაპი რომ ნახო სრულიად რეალურად აღიქვამ და ეჭვიც არ შეგეპარება რომ ეს სიზმარია


მერე ფორმის აბსურდულობა სხვა არის. აბსურდს ვუწოდებთ რაიმე უაზროს, სულელურს, კანონზომიერებიდან ამოვარდნილს. სიზმარში რომ გველეშაპი გვესიზმრება, ისიც სავსებით კანონზომიერი მოვლენაა, თავისი საფუძველი აქვს მას და აბსურდულობას არ ატარებს. ეს ჩვენ გვეჩვენება აბსურდად. smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 03:01 PM
პოსტი #9


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მედიტაცია ბუდიზმიდან არ მომდინარეობს. ის ყოველთვი არსებობდა და იარსებებს. ეგ იგივეა რომ თქვა: ლოცვა ქრისტიანობიდან მომდინარეობსო...

საიდან მოდის?
მანდ საუბარია რომ ბუდიზმში ჰპოვა განვითარება

ციტატა
რაც შეეხება ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს: ტელევიზორს რომ ვუყურებთ, მაშინაც კი რაღაც ძილისმაგვარ მდგომარეობაში გადადის ცნობიერება და ქვეცნობიერში უხვად იყრება მთელი ის ნაგავი (რეკლამების ან ფარული რეკლამების სახით), რაც ტელევიზორშია. ანუ ასე ვთქვათ ქვეცნობიერი იხსნება...

ეგ კი


ციტატა
უარყო გარკვეულმა წრემ და სხვა წრე შეიძლება იზიარებდეს ამას. ფსიქოლოგიაში ვერ უარყოფ რაიმე მოსაზრებებს ერთი ხელის მოსმით და გადაჭრით. და ვინ უარყო და რა კერძოდ? არაცნობიერში რომ რაღაც ილექება, ეგ უარყვეს? ვინ და როდის?

უარყო მეცნიერთა ნაწილმა, რომელთა აზრით სიზმარში ჩიტი, უბრალოდ ჩიტია და მეტი არაფერი.
უბრალოდ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება მისი მისტიკიზაციაც მოვახდინოთ biggrin.gif


ციტატა
სიზმარში რომ გველეშაპი გვესიზმრება, ისიც სავსებით კანონზომიერი მოვლენაა,

ადამიანს შეიძლება ყოველდღე ესიზმრებოდეს კოშმარები(რაც სამედიცინო პრაქტიკაში მრავალია), მაგრამ ამას არ ექნება რაიმე კავშირი მის ცნობიერებასთან, უბრალოდ დარღვევაა თავის ტვინში რა დროსაც პიროვნებამ ფსიქოთერაპეპტს უნდა მიმართოს და არა რამე ქვეცნობიერში ეძებოს.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 03:05 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ikanosi
ციტატა
საიდან მოდის?მანდ საუბარია რომ ბუდიზმში ჰპოვა განვითარება


მედიტაცია ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. არსაიდან არ მოდის. ბუდიზმმა პოპულარული გახადა უბრალოდ ბოლო პერიოდში და მისი კონკრეტული ფორმების პოპულარიზაცია მოახდინა.


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 03:11 PM
პოსტი #11


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მედიტაცია ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. არსაიდან არ მოდის.

ლენინ ჯილ ლენინ ჯივ ლენინ ბუდეტ ჯიტ biggrin.gif biggrin.gif

და ყოველეთვის იყო ეს როგორ? საწყისი არ აქვს?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 03:20 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ikanosi
ციტატა
და ყოველეთვის იყო ეს როგორ? საწყისი არ აქვს?


მედიტაცია პირველ რიგში დაკვირვებას ნიშნავს. ერთი დამკვირვებელი თუ მაინც არსებობს ყოველთვის, ე.ი. მედიტაციაც ყოველთვის არსებობს. მინიმუმ ღმერთი მაინც მარადიულია ხო? შესაბამისად მედიტაციაც მარადიულია a075.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 03:25 PM
პოსტი #13


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მედიტაცია პირველ რიგში დაკვირვებას ნიშნავს. ერთი დამკვირვებელი თუ მაინც არსებობს ყოველთვის, ე.ი. მედიტაციაც ყოველთვის არსებობს. მინიმუმ ღმერთი მაინც მარადიულია ხო? შესაბამისად მედიტაციაც მარადიულია

მე ვსაუბერობ ცნობიერების შემცვლელ მდგომარეობებზე, ღმერთი იცვლის მერე ცნობიერებას?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბდალა
პოსტი Jan 13 2012, 03:51 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 282
რეგისტრ.: 2-February 11
წევრი № 10,414



ikanosi

მარადიულად იცვლის, და ამავე დროს მარადიულად უცვლელია a075.gif


--------------------
ჰარე კრიშნა ჰარე კრიშნა
კრიშნა კრიშნა ჰარე ჰარე
ჰარე რამა ჰარე რამა
რამა რამა ჰარე ჰარე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 03:58 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
უარყო მეცნიერთა ნაწილმა, რომელთა აზრით სიზმარში ჩიტი, უბრალოდ ჩიტია და მეტი არაფერი. უბრალოდ ჩვენ გვაქვს მიდრეკილება მისი მისტიკიზაციაც მოვახდინოთ


არანაირი მისტიკიზაცია. იუნგიც, რომელიც შემდეგ ფროიდისგან დაშორდა გარკვეულ საკითხებში, სიზმრების ძალიან საინტერესო ინტერპეტაციებს იძლევა სიმბოლოების მიხედვით. სიზმარი ყოველთვის არ შეიცავს სიმბოლოს, შეიძლება ჩიტი მართლაც ჩიტია, მაგრამ ყოველთვის არ არის ის პირდაპირი გაგებით ჩიტი, მხოლოდ ხანდახან. smile.gif მასე თუნდაც ბიბლიური სიზმრები პირდაპირი გაგებით არავითარ შემთხვევაში არ ამოიხსნება...

ციტატა
ადამიანს შეიძლება ყოველდღე ესიზმრებოდეს კოშმარები(რაც სამედიცინო პრაქტიკაში მრავალია), მაგრამ ამას არ ექნება რაიმე კავშირი მის ცნობიერებასთან, უბრალოდ დარღვევაა თავის ტვინში რა დროსაც პიროვნებამ ფსიქოთერაპეპტს უნდა მიმართოს და არა რამე ქვეცნობიერში ეძებოს.


ძალიან ზედაპირული მიდგომაა. სიზმარს ზუსტადაც რომ მის ცნობიერებასთან აქვს კავშირი. რომელ ავტორებს იყენებ ამ მიდგომით?


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 03:59 PM
პოსტი #16


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
მარადიულად იცვლის, და ამავე დროს მარადიულად უცვლელია

გაურკვევლად არის ნათქვამი
მსგავსი პასუხი მაშინაა როდესაც არგუმენტირებული პასუხი არ არის.

ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე მითხარი, რისი თქმა გინდა..
განყენებული ფრაზების გარეშე biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 13 2012, 04:01 PM
პოსტი #17


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ვინც ცდილობს ეკლესიურ ცხოვრებას იცის, რომ მედიტაცია სულისთვის დამღუპველია. ასევე ჰიპნოზის ქვეშ ყოფნა. განუსჯელად სიზმრების დაჯერება. ეს ნიშნავს მიღმიერ სამყაროსთან კავშირს უფლის გარეშე. ანუ დაცემულ სულებთან კავშირს. არაჯანსაღ და სახიფათო სულიერ მდგომარეობას. ამის შესახებ უწერიათ მამებს და ვისაც დააინტერესებს მოიძიებს. ასე, რომ მედიტაციას, ჰიპნოზს, განუსჯელად სიზმრების დაჯერებას არაფერი საერთო არ აქვს მართლმადიდებლობასთან.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 04:03 PM
პოსტი #18


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



georgios
კარგი ქონდეს, უნდა მივაქციოთ ყურადღება? ან პრაქტიკაში რაში დამეხმარება

ციტატა
ძალიან ზედაპირული მიდგომაა. სიზმარს ზუსტადაც რომ მის ცნობიერებასთან აქვს კავშირი. რომელ ავტორებს იყენებ ამ მიდგომით?

ჩემს თავს


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Jan 13 2012, 04:08 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



ikanosi
ციტატა
კარგი ქონდეს, უნდა მივაქციოთ ყურადღება? ან პრაქტიკაში რაში დამეხმარება


და რატომ არ უნდა მივაქციო ყურადღება? smile.gif

ციტატა
ჩემს თავს


ციტატა
თუმცა ეს ფროიდისეული მოსაზრება უკვე უარყოფილია


smile.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Jan 13 2012, 04:11 PM
პოსტი #20


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



georgios
ციტატა
ჩემს თავს
ციტატა
თუმცა ეს ფროიდისეული მოსაზრება უკვე უარყოფილია

აღარ მახსოვს, კარგა ხნის წინ დავწერე ეს პოსტი...

ციტატა
და რატომ არ უნდა მივაქციო ყურადღება?

იხ. ლინგვოს პოსტი biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 04:29 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი