IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> ზეციური იერარქია
marine
პოსტი Dec 15 2021, 03:10 PM
პოსტი #121


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა დიონისე არეოპაგელი გვასწავლის: არ შეიძლება ადამიანს განეცხადოს ანგელოზთა გარდა, სხვა დასთაგან რომელიმე დასის წარმომადგენელი ანგელოზი. ანუ, ადამიანს განეცხადება მხოლოდ ანგელოზთა დასის ანგელოზები. დიონისე არეოპაგელი გვეუბნება, - ღვთისგან წამოსული სწავლება, მაუწყებლობა თუ მადლი დასებად მოდის, ყველა დასზე გაივლის და ჩვენ ანგელოზი გადმოგვცემს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2021, 06:45 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარანგელოზ მიქაელსა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც მე-4 საუკუნის დასაწყისში, ნიკეის პირველ მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. ლაოდიკიის კრებამ უარყო ანგელოზებისადმი ღვთაებრივი პატივის მიგება და დაამტკიცა მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2021, 04:08 PM
პოსტი #123


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთავარნგელოზთა დასს ასევე მიეკუთვნება იეგუდიელი - "ღვთის ქება" და ვარაქიელი - "ღვთის კურთხევა", რომელთა სახელები წმინდა წერილში არ გვხვდება. ეზრას მესამე წიგნში ასევე ნახსენებია მთავარანგელოზი იერომიელი - "ღმერთის სიმაღლე".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2022, 10:12 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საშუალო იერარქიიდან, უფლებანი გარდამოავლენენ ძალას კეთილგონიერი მფლობელობისა და ბრძნული მმართველობისა ქვეყნიურ ხელმწიფეთ, ხელისუფალთ, დადგენილთ ღმერთის მიერ; ისინი გვასწავლიან გრძნობებისა ფლობასა და მართვას, უჯერო სურვილებისა და ვნებების დაოკებას, ხორცის დაქვემდებარებას სულისადმი; ბატონობას საკუთარ ნებელობაზე და ყოველგვარ განსაცდელზე მაღლად დგომას".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 30 2022, 01:41 PM
პოსტი #125


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი მცველი ანგელოზი, - ამბობს ღირსი მამა [იოანე სინელი] - ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2024, 07:28 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამგვარად, სადაც ქერუბიმები არიან, იქაა ღმერთიც, ხოლო სადაც ღმერთია, იქ ქერუბიმებიც არიან. და ჩვენ ვიცით, რომ ღმერთის ქმნილება ქერუბიმებითაა სავსე, ისინი ყველგან არიან და, შესაბამისად, ყველგანაა ქრისტეც. ადამიანისთვის შეუცნობელი გზით ღმერთი განუყოფელად განიყოფა იქ, სადაც ქერუბიმები არიან.

ქერუბიმების საყდარს სერაფიმების დასი არტყია გარს. სერაფიმების არსებობა სხვა რამეს აღნიშნავს. ისინი საყდრის გარშემო წერს ქმნიან. ქერუბიმები ტახტია, სერაფიმები კი მას ყველა მხრიდან ახვევინა და ხმობენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს.

მაშ, რას მიგვანიშნებს სერაფიმები? რომ ღმერთი ცეცხლია. როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? სერფიმები - ეს ღვთიური ენერგიაა. სერაფიმების წყალობით, რომლებიც მუდამ მის მასხლობლად არიან, ღმერთი ჩვენთვის შეუცნობელი გზით აღემატება თავს და ვრცელდება შეუქმნელი ენერგიების მეშვეობით, მთელ სამყაროს მსჭვალავს თავისი არსებით, აღწევს თითოეულ ადამიანამდე და ღმერთით ავსებს მას. ამგვარად, თქვენ ხედავთ, რომ ქერუბიმები მიგვითითებენ უფლის მყოფობას, სერაფიმები კი ღმერთს ადმიანთან აახლოებენ, გვიმხელენ უფლის დიდებას და ყოველ ჩვენგანში მისი შემოსვლის შესაძლებლობას"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 2 2024, 09:31 PM
პოსტი #127


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოდით, მიმოვიხედოთ, ვნახოთ, რა არის საყდრის გარშემო. სამეფო კარს მოვავლოთ თვალი. უკაროდ განა რომელი ხელმწიფე ყოფილა?!

მისი მთავარი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვით, არიან სერაფიმები, რომელთა ფრთებიც უდიდეს ხმას გამოსცემენ. როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი, "ხმაი ფრთეთა მათთაი... ვითარცა სლვაი წყალთა მრავალთაი".

სერაფიმების ფრთები ასეთ ხმას რატომ გამოსცემენ? გაიხსენეთ ჩვენი წინანდელი მსჯელობა: სერაფიმები გვიჩვენებენ, რომ უფალი მუდამ ჩვენთანაა და რომ ის ჩვენთან ჩამოდის. შესაბამისად, ეს უდიდესი ხმაური იმას მოწმობს, რომ ღმერთი მოსვენებას არასოდეს ეძლევა: ის დგება ტახტიდან, ქერუბიმთა ეტლით მიწაზე ეშვება და ყოველ ადამიანზე ზრუნავს. გაიხსენეთ წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ცხოვრება. სწორედ ღვთიური ეტლით გადაარჩენდა ის დამსხვრეული გემის მგზავრებს ან მთის ხევებში გზადაკარგულებს. სერაფიმების ფრთათა ხმა იმის დასტურია, რომ არ არის წამი, როცა ღმერთი ჩვენ საშველად არ მოიჩქარის"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი