IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >  
Closed TopicStart new topic
> ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ
თათი87
პოსტი Mar 22 2007, 03:58 PM
პოსტი #61


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა(ზებედე @ Mar 22 2007, 01:11 AM) *

კარგი რა თათია, დილის ან ძილის ლოცვებში შევატანინოთ ბარემ "განსაცდელსა შინა მყოფი ვირთხა" ან მოგზაურობასა შინა მყოფი ჩიტები, თბილი ქვეყნებიდან რომ დაბრუნდნენ მშვიდობით biggrin.gif


smile.gif smile.gif smile.gif შენ ვერ გაიგე მე რა ვიგულისხმე , თორე დილის ლოცვებში არც მე ვიხსენიებ ჩემ საწყალ თუთიყუშს tongue.gif


ციტატა(ზებედე @ Mar 22 2007, 01:11 AM) *


და უსულო ცხოველებზე ლოცვა???



unsure.gif unsure.gif unsure.gif უსულო ცხოველის მაგალითს ხომ ვერ მომიყვანდი??? blink.gif


და კიდევ, არა მგონია ვინმეს ვირთხები და ჩიტები აღსარების სათქმელად მიყავდეს ტაძარში smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 22 2007, 04:35 PM
პოსტი #62


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუკი უფალს შევთხოვთ ქათმის განკურნებას იმის გამო, რომ საჭმელი არ დავკარგოთ (მიწიერი სურვილი), დასაშვებია, ხოლო თუ იმის გამო ვთხოვთ, რომ ქათამი, როგორც არსება გვიყვარს (ანუ უფრო სულიერი სურვილი), არ შეიძლება???


ჩემო კანონისტ, ერთი გადახედე "ღია მსჯელობას" იქ იმაზე მეკამათებოდნენ, რომ არიან ადამიანები, რომლებზეც არ უნდა ილოცოო, მაგაზე არ დავთმე და ახლა ქათამზე ლოცვაზე ვიტყვი არ შეიძლებათქო? კაი ბატონო, ილოცე შენ ქათამზე, ჩიტებზე, კატებზე... სხვათაშორის იყო ასეთი კათოლიკე წმიდანი წმ. ფრანცისკ ასიზელი, მას აქვს ასეთი ლექსი
" ძმაო ჩემო მზევ,
დაო ჩემო მთვარევ"
და მერე მიყობა მთელ ბუნებას და ეფერება, როგორც ღვთის ქმნილებას!
ეს რაღათქმაუნდა მისაღებია და მოსაწონიცაა, წარმოიდგინეთ როგორ ეყვარებოდა წმ. დავით გარეჯელს თბილისელი მთაწმიდის ირემი, მათ რომ კვებავდა!
კაიროსსაც ძალიან უყვარს ცხოველები, ჩიტებიც და მცენარეებიც, მაგრამ კაიროსი სხვა რამეს ამბობს, საეკლესიო სიწმიდეები არის ადამიანისათვის და ცხოველებისათვის მათი მიკარება არის მკრეხელობა!
ხომაა გასაგები?
აქამდე იმედია მეთანხმებით smile.gif

ახლა ზეთზე:
ჯერ საერთოდ არ ვიცი, რომელი მამა აკაკია, და ამიტომ არ გვინდა სახელდება,განკითხვა არ გამოგვივიდეს, უბრალოდ ფაქტზე ვისაუბროთ:
გვაქვს სამი სახის ზეთი

1) შვიდგზის ზეთისცხების ( მირონი სხვა რამეა)
და ვაჩვენეთ, რომ მისთვის არათუ ცხოველზე, არამედ მოუნათლავ ან მონათლულ, მაგრამ არაეკლესიურ ადამიანზეც არ შეიძლება

2) უბრალო ნაკურთხი ზეთი
ტრადიცია ამ ზეთსაც მადლს განუკუთვნებს, რომლის კურთხევისას ხაზგასმა, სწორედ სულიერ გამდიდრებაზე ხდება და ასე რომ ისიც ნაკურთხია და მღვდელმოქმედება მასზე აღსრულებულია, აღარ არის უბრალო კარტოფილის შესაწვავი ზეთი, არამედ წმ. ზეთი, რომელსაც ასევე მხოლოდ მონათლულს და მხოლოდ მორწმუნეს უნდა ეცხოს, რათა მადლი მიიღოს, აქაც ცხოველ-ფრინველები არაფერ შუაშია

3) კანდელის ზეთი

ჯერ ერთი კარგად უნდა გავერკვეთ რა არის ეს ზეთი? ეს არის ტრადიცია, რომელიც თვლის, რომ ზეთი, სასწაულებრივად იძენს მადლს, იმ ადგილიდან სადაც ის ანთია, ან ხატისაგან ან წმ. ნაწილისაგან, ერთგვარი მადლის გამტარია, მართალია აქ მღვდელმოქმედება არ აღსრულებულა, მაგრამ რაკი ეს ზეთი უკვე იმ წმიდა ადგილის კანდელშია, შესაბამისად ეს ზეთიც, უბრალო კულინარიული ან სხვა მიწიერი დანიშნულებებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული, აქ მაკურთხეველი სულიწმიდაა და შესაბამისად სულიწმიდის მადლის მიღებას რწმენა სჭირდება, იმედია დამეთანხემბით, რომ თუკი ვინმემ რწმენით იცხო მადლს მიიღებს, თუკი ვინმემ ურწმუნოდ შუბლს დაისვრის! ანუ სადაცაა მადლი და სულიწმიდა, იქ მის მიღებას რწმენა და თავისუფალი ნება სჭირდება, მხოლოდ ცხებით განკურნება, შინაგანი სწორი განწყობილების გარეშე, არის მაგია და არა ქრისტიანობა... მაშ ასე, ეს ზეთიც არის მადლმოსილი ზეთი, და როგორც ყველაფერ მადლმოსილს შესაბამისი კდემა სჭირდება, სწორედ ამ კდემაზე ვწერ, მე რომ არ შეიძლება ის ცხოველს მივაკაროთ, რადგან თუკი ვინმე იტყვის, რომ ეს არაა მადლიანი ზეთიო ( ღმერთმა აპატიოს! ) მაშინ კითხვა, კი მაგრამ მაშინ რატომ აცხეს? აკი სულაც არაა ზეთი თუთიყუშის წამალი?!

დასკვნა ერთია ნებისმიერი საეკლესიო სიწმიდე მხოლოდ მორწმუნე ადამიანისათვისაა განკუთვნილი და ეს სრულებითაც არ ამცირებს ცხოველ-ფრინველებისადმი სიყვარულს, უბრალოდ ყველაფერს თავისი ადგილი და წესი აქვს , რომელიც სამწუხაროდ ან არ ვიცით, ან გვავიწყდება!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Mar 22 2007, 06:12 PM
პოსტი #63


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(თათი87 @ Mar 22 2007, 11:58 AM) *

უსულო ცხოველის მაგალითს ხომ ვერ მომიყვანდი???


ცხოველს სული არა აქვს!!!


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 22 2007, 06:36 PM
პოსტი #64


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
საინტერესო მიმართულებით წავიდა მსჯელობა. დიდი მადლობა, რომ გამოჩნდი

ანუ იმაზე შევთანხმდით, რომ ლოცვა შეიძლება, მაგრამ დაუშვებელია სიწმიდის გამოყენება

ახლა უნებურად მიჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა ნაკურთხი წყლის სხურება?? მგონი რომ, უნდა შეიძლებოდეს

ან იქნებ არა? ანუ ამ მიმართულებით განვაგრძოთ საუბარი.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 22 2007, 06:58 PM
პოსტი #65


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დიდი მადლობა, რომ გამოჩნდი


შეიძლება დაგტოვოთ კანონისტ...

უბრალოდ, დავიღალე, ყველა მე მიტევს, მართლა მტერი და მწიგნობარი ვგონივარ თურმე აქ ხალხს...
ახლა ვერაფერს დავწერ...
ცოტა დამშვიდები და მერე მოვიფიქრებ რა სჯობია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 22 2007, 08:38 PM
პოსტი #66


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ცხოველებისთვის ლოცვა პირველად გავიგე მცენარეულობა კიდე რა შუაშია არასერიოზული თემაა ჯობია სხვა რამეზე ვისაუბროთ.ყველა საკითხზე "ღვთისმეტყველური მსჯელობები" არ შეიძლება.იმის შესახებ რომ წმინდა მამებს ცხოველები განუკურნიათ სასწაულად ასეთი ფაქტები ვიცი მაგრამ ეს ჩვენთან მიმართებაში სხვაა რადგანაც მათი ლოცვა იმავე წამს საქმედ იქცევოდა მაგრამ ჩვენ არც წმინდა მამები ვართ და არც სასწაულთ მოქმედები.ზოგადად ერთი ორჯერ შეიძლება ითხოვო უფლისგან მაგრამ მეტი უკვე ზედმეტებში გადასვლა იქნება ჩვენ სხვა რამისთვის გვევალება ლოცვა.
მართლა არასერიოზული თემაა.
ისე მეც გამიგია რომელიღაც პროტესტანტულ მიმდინარეობაში ეკლესიაში ძაღლებს ნათლავენო ვითომ ცხოველთა უფლებების დაცვისთვისო სინამდვილეში ფულის საკეთებლად კათოლიკეები ეგეთ რამეს არ გააკეთებდნენ მეეჭვება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 22 2007, 09:11 PM
პოსტი #67


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



KAIROS

აზრს დაკარგავს აქ ბევრი რამ... sad.gif და გული დაგვწყდება... sad.gif((((((((


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 22 2007, 09:50 PM
პოსტი #68


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
ცხოველს სული არა აქვს!!!

გულისხმობ რომ უსულო საგნების რანგში გადიან? თუ ... ადამიანების მსგავსი სული არ აქვთ smile.gif



--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 22 2007, 10:01 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გულისხმობ რომ უსულო საგნების რანგში გადიან? თუ ... ადამიანების მსგავსი სული არ აქვთ


სამშვინველი აქვთ... მგონი biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mendes masieli
პოსტი Mar 23 2007, 01:19 PM
პოსტი #70


შეყვარებული კაცი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 928



ციტატა
უსულო ცხოველის მაგალითს ხომ ვერ მომიყვანდი???

ერთი სულიერი ცხოველი დამისახელე.......


--------------------
მიყვარხართ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 23 2007, 02:22 PM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ერთი სულიერი ცხოველი დამისახელე.......


გინდა დაგისახელო? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 23 2007, 02:51 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



QUOTE
გინდა დაგისახელო?

ნუ ცუღლუტობ მნათე. ხომ ხედავ ადამიანები სერიოზულად ლაპარაკობენ.
ჩემს აზრსაც გამოვთქვამ.
ბიბლია ამბობს, რომ "ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ რომ მიიღებთ და გექნებათ."
"და თუ მისი ნების ვითხოვთ რამეს, ვიცით რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან."
ჩემი აზრით გააჩნია. ისე დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი.
თუ მოხუცს ერთი მარჩენალი თხა ეყოლება და ეს თხა ავად გაუხდება, არა მგონია ღმერთმა ცოდვად შეურაცხოს, თუ ის იმ თხის ჯანმრთელობისთვის ილოცებს. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რომ არ ვთხოვოთ მისი ცხონება უფალს biggrin.gif
მოკლეთ გააჩნია რა.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 23 2007, 02:54 PM
პოსტი #73


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ჯერ საერთოდ არ ვიცი, რომელი მამა აკაკია, და ამიტომ არ გვინდა სახელდება,განკითხვა არ გამოგვივიდეს

მე არ გამომივა გაკითხვა, იმიტომ რომ მის მხარეზე ვარ smile.gif
მოგახსენებთ, რომ ეს ის მამა აკაკია, კვეთებულის ლოცვებს რომ კითხულობს და როგორც ვიცი, მისი ლოცვით მრავალი ადამიანი განკურნებულა. ისიც ვიცი, რომ უწმინდესი შემთხვევით არ აძლევს კვეთებულების კითხვაზე კურთხევას მოძღვრებს. ეს ისე, ცნობისთვის, რომ იცოდეთ ვის განიკითხავთ.
ახლა საქმეზე გადავიდეთ:
მე დავსვი კითხვა:
QUOTE
რომელი პატრონის რწმენაში მოყვანისათვის ილოცა მაკარიმ, როცა აფთარის ლეკვები განკურნა?

და მივიღე პასუხი:
QUOTE
ჩემი და ბევრი ქრისტიანის რწმენაში გაძლიერებისათვის, თვითონ მისი გაძლიერებისათვის, და იმ ლეკვუნიების სიყვარულისათვის

ძალიან კარგი. ლეკვუნიების სიყვარულისათვის - კი ბატონო, მეც ამას ვამბობ ამდენი ხანია. თვითონ მისი გაძლიერებისათვის - ესეც მისაღებია. ჩემი და ბევრი ქრისტიანის რწმენაში გაძლიერებისათვის - აქედან გამოდის, რომ წმინდანები კიდევ იმიტომ კურნავდნენ ცხოველებს, რომ მერე ამის შესახებ დაიწერებოდა და ვინც წაიკითხავდა, რწმენაში გაძლიერდებოდა. მივიღოთ ეს ყველაფერი ჭეშმარიტებად და გავავლოთ პარალელი მამა აკაკისთან. ზუსტად ანალოგიური ლოგიკით - მამა აკაკიმ გაკურნა ავადმყოფი ფრინველი მისი სიყვარულისათვის, საკუთარი გაძლიერებისათვის და იმ ქრისტიანების რწმენაში გაძლიერებისათვის, რომლებიც ამ ამბავს წაიკითხავდნენ გაზეთში.
მგონი ამდენი მიეთ-მოეთის შემდეგ იმაზე შევთანხმდით, რომ ავადმყოფი ცხოველისთვის ლოცვა შეიძლება. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო სოლომონს, რომ ეს უნდა იყოს მოკრძალებული, ერთჯერადი ქმედება და არა დაჟინებული და გამუდმებული ხვეწნა-ვედრება და მით უმეტეს მოსახსენებელში ჩაწერა ან რამე ამგვარი biggrin.gif ცხოველები და ფრინველები უნდა გვიყვარდეს როგორც ღვთის ქმნილებები და არა როგორც მოყვასი ან, მით უმეტეს, ღმერთი.
ახლა შემდეგი ქმედება განვიხილოთ. როგორც წმინდანთა ცხოვრებაში ვკითხულობთ, გარდა ლოცვისა, წმინდანები ხელის დადებით კურნავდნენ. კაიროსს ვთხოვ, როგორც ზეთზე, ისე ამაზეც დაგვიწეროს ორიოდ სიტყვა დოკუმენტირებულად. რა ქმედებაა ხელის დადება, ვისზე სრულდება, რა ძალა აქვს და რატომ იკურნებიან ხელის დადებით?
QUOTE
არ გინდა ახლა ეგეთები, უბრალოდ შენ ჩემს ტონს თავი დაანებე, შინაარსს და დაწერილს სჯობს გაუღიზიანებლად მიაქციო ყურადღება!

ძალიან ვეცდები tongue.gif უბრალოდ ეგ ტონი ზედმეტად თვალშისაცემია და ცუდად ჩანს. ეს ჩემი მეგობრული რჩევა იყო, თუმცა თუ არ მიიღებ, ჩვენ ვეცდებით ყურადღება არ მივაქციოთ wink.gif ისე ეს წაიკითხე, გამოგადგება: http://church.ge/index.php?showtopic=89#
და ბოლოს ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც ყველა რატომღაც იგნორირებას უკეთებს. რატომ არ განიხილავთ შედეგს? ის ცხოველებიც (წმინდანთა ცხოვრებიდან) იკურნებოდნენ და მამა აკაკის თუთიყუშიც ზეთის წასმის შედეგად განიკურნა. ამით ღმერთმა ყველაზე კარგად აჩვენა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და კარგი იქნება, თუ მოძღვრის განკითხვის მერე ღმერთის განკითხვაზე არ გადავალთ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 23 2007, 02:55 PM
პოსტი #74


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ბიბლია ამბობს, რომ "ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ რომ მიიღებთ და გექნებათ."
"და თუ მისი ნების ვითხოვთ რამეს, ვიცით რომ გვაქვს, რაც ვითხოვეთ მისგან."
ჩემი აზრით გააჩნია. ისე დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი.
თუ მოხუცს ერთი მარჩენალი თხა ეყოლება და ეს თხა ავად გაუხდება, არა მგონია ღმერთმა ცოდვად შეურაცხოს, თუ ის იმ თხის ჯანმრთელობისთვის ილოცებს. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო, რომ არ ვთხოვოთ მისი ცხონება უფალს
მოკლეთ გააჩნია რა.


გეთანხმები, მაგრამ ცუფგრუმელას კარგად ყოფნისთვის, მრავალმეტყველება რაცხა... laugh.gif ღმერთი იტყვის, ამას მეტი საქმე არ აქვსო? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 23 2007, 02:58 PM
პოსტი #75


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ღმერთი იტყვის, ამას მეტი საქმე არ აქვსო?

რატომღაც ღმერთმა ასე არ თქვა არც ერთ შემთხვევაში და პირიქით: შეისმინა ლოცვა wink.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Mar 23 2007, 03:00 PM
პოსტი #76


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



მარიამი
ციტატა
ის ცხოველებიც (წმინდანთა ცხოვრებიდან) იკურნებოდნენ და მამა აკაკის თუთიყუშიც ზეთის წასმის შედეგად განიკურნა. ამით ღმერთმა ყველაზე კარგად აჩვენა თავისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და კარგი იქნება, თუ მოძღვრის განკითხვის მერე ღმერთის განკითხვაზე არ გადავალთ.


მინდა გკითხო smile.gif
როდესაც პროტესტანტულ ეკლესიებში ადამიანები ლოცვით იკურნებიან ვინ კურნავს მათ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 23 2007, 03:01 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

რატომღაც ღმერთმა ასე არ თქვა არც ერთ შემთხვევაში და პირიქით: შეისმინა ლოცვა


კარგი, მაკარი დიდი რომ გახდები შენც ილოცე laugh.gif გამოაცალკევებთ ხოლმე, ცალკეულ შემთხვევებს და წარმოადგენთ დოგმატად laugh.gif აშკარად არ ვილოცებ, ვიღაც ლეკვუნაზე....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 23 2007, 03:08 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ჯობია ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ უფლისგან ვითხოვოთ რაიმე ცხოველის განკურვნა ერთხელ ორჯერ.ეს საკმარისია მაგ უფალო გამოაჯანმთელე ან განკურნე ეს ცხოველი მორჩა.
დანარჩენი ზედმეტი იქნება.და ამ უაზრო თემაზე საუბარს შევესვათ.ღვთისმეტყველური საუბრები თუ გინდათ სხვა თემებზე ისაუბრეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 23 2007, 03:11 PM
პოსტი #79


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დანარჩენი ზედმეტი იქნება.და ამ უაზრო თემაზე საუბარს შევესვათ.ღვთისმეტყველური საუბრები თუ გინდათ სხვა თემებზე ისაუბრეთ


მოდი შენ ნუ გადაწყვეტ ჩემო სოლომონ, თემათა აზრიან-უაზრობას, მნიშვნელოვანი საკითხია და ის, რომ შენ ასე არ ფიქრობ, არ ნიშნავს რომ ჩვენც შენებრ უნდა განვსაჯოთ wink.gif დაინტერესება არსებობდა, ამიტომ სულელურ კომენტარებს თუ ნორმალურ და ადეკვატურ მსჯელობას არჩევ, დაგვავალებ wink.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 23 2007, 03:23 PM
პოსტი #80


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(solomony @ Mar 23 2007, 03:08 PM) *

ჯობია ერთ რამეზე შევთანხმდეთ რომ უფლისგან ვითხოვოთ რაიმე ცხოველის განკურვნა ერთხელ ორჯერ.ეს საკმარისია მაგ უფალო გამოაჯანმთელე ან განკურნე ეს ცხოველი მორჩა.
დანარჩენი ზედმეტი იქნება.და ამ უაზრო თემაზე საუბარს შევესვათ.ღვთისმეტყველური საუბრები თუ გინდათ სხვა თემებზე ისაუბრეთ

მნათესგან განსხვავებით, გეთანხმები smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 2 3 4 5 6 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th June 2024 - 07:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი