IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტური ზონები, აფხაზეთი/ცხინვალის რეგიონი
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 01:58 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აქ ვისაუბროთ....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Aug 29 2008, 02:08 PM
პოსტი #2


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ისე გუშინ ერთმა მომწერა რო ცხინვალში კიდე რაღაც ომიაო..სროლებიაო unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 02:09 PM
პოსტი #3


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



zedela
ახლა?

მეეჭვება....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Aug 29 2008, 02:14 PM
პოსტი #4


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ხო გუშინ ღამეsad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 02:34 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს დელეგაციამ და თემურ იაკობაშვილმა დევნილების დახმარების გზები განიხილეს

მსოფლიოს ეკლესიათა საბჭოს და ევროპის ეკლესიათა კონფერენციის დელეგაციამ და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დევნილთა მდგომარეობა და მათთვის დახმარების გზები განიხილეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის გენერალურმა მდივანმა ქოლინ უილიამსმა განაცხადა, დელეგაცია საქართველოში არსებული ვითარების შესასწავლად ჩამოვიდა.
"ჩვენ ჩამოვედით, რომ შევისწავლოთ როგორც მთლიანი სურათი, ასევე დევნილების მდგომარეობა. გვსურს, განვსაზღვროთ გზები, თუ როგორ შეგვიძლია მათთვის დახმარება", - განაცხადა ქოლინ უილიამსმა, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს.
შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა სახელმწიფო მინისტრმა. მისი თქმით, ასეთი ტიპის ორგანიზაციები დევნილთა დახმარებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობენ.
"ჩვენ განვიხილეთ დევნილების არა მხოლოდ დახმარების და თავშესაფრის, არამედ მათი დასაქმების საკითხიც, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია. დელეგაცია განსაზღვრავს, თუ რა სახის დახმარების გაწევა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა დევნილებს ნორმალური პირობები შევუქმნათ. ასევე ვისაუბრეთ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე", - განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 02:48 PM
პოსტი #6



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ამ ორი კვირის განმავლობაში ყველანი ინტერნეტს და ტელევიზორებს მიჯაჭვულები ვართ, პლუს ათასგვარ ჭორებს ვისმენთ. არადა ყველას გვაინტერესებს მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარი, ანუ უფრო ადამიანურად რომ ვთქვათ "რა მოხდება"

იქნებ ამაზეც ვისაუბროთ:

როდის დამთავრდება ყველაფერი და როგორ დამთავრდება - სავარაუდოდ რათქმაუნდა smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Aug 29 2008, 02:52 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ეს ისტორია დღეს გადმომიგზავნეს მაილზე და ახლა თქვენ მინდა წაიკითხოთ. მაინტერესებს რას ფიქრობთ ამაზე. არ ვიცი რომელი ფორუმია, ალბათ თქვენ უფრო გეცოდინებათ. შეიძლება წაკითხულიც გქონდეთ.
მაპატიეთ შიგ ცოტა უხამსი სიტყვები ურევია.
[color=#FF0000]

გთავაზობთ ჩვენი ყოფილი მოდერატორის, ქისიეს მეუღლის(ფორუმ.ჯი-ს ჰუზერ კიბორგმაკლაუდ) ჩანაწერს ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ!

120-ze meti marto T-72 gvyavda, omamde,exla xui znaet ramdeni gvyavs.
გვეცოდებოდა თქო მე ჩისტა ისე ვთქვი, ამან აღიქვა რო მართლა გვეცოდებოდა, არავის არ ეცოდებოდა იქ არავინ იასნია, ჩვენები იქ იმდენი დაიხოცნენ რო არტილერია 2 კვირა რო არ გაჩერებულიყო ყველა ბედნიერები ვიქნებოდით… ჩისტა ობიექტური მხრიდან რო გამოხედო, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ფარგლებში არა სწორი იყო ჩვენი ამდენი არტილერიის მუშაობა თორე რეალურად - მაგან უამრავი სიცოცხლეები გადაარჩინა.

ოსების დამოკიდებულებაზე - უმეტესობა სოფლებისა ან დაიცალა, ან ჩაბარდა, მაგალითად ღრომი - ჩაბარდა, ანუ შევიდა სერჟანტას 100-ეული და რამდენიმე მთვრალი შეიარაღებული სირი დახვდათ და ეგ იყო და ეგ, სანგრები მიტოვებული იყო და სოფელი ჩააბარეს იტოგში, უმეტესობა არც აპირებდა ომს ოსების მხრიდან.

მერე მოვიდა 1 საათში ბრძანება გამოდითო, გამოვიდნენ უკან, ჩასვეს იქ 300 კაციანი რეზერვი რომლებიც იმავე ღამეს გამოყარა კაზაკების დესანტმა, არადა ღრომი იყო ძალიან ვაჟნი ადგილი, დღემდე ვერ გაიგო სერჟამ რატო გამოიყვანეს უკან ერთ-ერთი ძლიერი 100-ეული მაგ ომში უკან… იქ არც იმათი არტილერია წვდებოდა არც არაფერი, ჩისტა პეხოტა უნდა გამოსულიყო ტყეებიდან და გამართულიყო დაცვითი ომი ჩვენი მხრიდან ძალიან ვაჟნი ადგილისა… რატომღაც ჩატოვეს 300 კაციანი რეზერვისტები იქ…

ცხინვალზე - ცხინვალს იღებდნენ ჩვენებიც და იბრუნდებნენ ისენიც, პრი ეტომ როგორც წესი ჩვენები იღებდნენ შედარებით ბრზლებით, ისენი იბრუნებდნენ უბრძოლველად, უხაროდათ და იბომბებოდნენ უსაშველოდ მერე…

ჯავაზე - პირდაპირ ჯავაზე იერიში რამდენადაც მე და კეპამ მოვიკვლიეთ ერ ყოფილა, არც ლიახვის ხიდზე. საუბრობენ რო მეორე ბრიგადამ მაგრა იბრძოლა სადღაც მაგ რეგიონში მარა ჯავამდე ვერ მიაღწია. დანაკარგები უცნობია, იძახიან რო თითქმის არ არიო.

ასევე სადღაც მანდვე ომობდა მესამე ბრიგადა… მცირე დანაკარგები საბოლოო ჯამში რამდენადაც სამხედროებმა მობილურებზე გადარეკვებით გავარკვიეთ.

მეოთხე ბრიგადის ავიაციისგან გადარჩენილი ნაწილი(ჩვენი M4-იანი ხალხი) ომობდენ ცხინვალის ირგვლივ ყველგან… დანაკარგები - ნახევარი ბრიგადა დაღუპულები ან დაჭრილები, თუ მეტი არა. თუ არ ვცდები მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის (41-ე ბატალიონის ანუ) ბატალიონის მეთაური დაღუპულია… ძირითადი დანაკარგი - 1 ცალი ავიაცური კასეტური ბომბისგან 8 აგვისტოს ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე კოლონაში…

მე-5 ბრიგადამ იომა კოდორში… დანაკარგები ჩემთვის უცნობია.

პირველი ბრიგადა იყო ერაყში და მხოლოდ ერთი ბატალიონი იყო ის ქართველი სამშვიდობოები რომლებიც მთელი დღე იბომბებოდნენ პირველ დღეს და ითმენდენ, რომლებაც მიიღეს პირველი დარტყმები და პირველებმა გახსნეს ცეცხლი ბრძანებისას… გაუთავდათ შუა ომში ტყვია წამალი პრაქტიკულად და დანარჩენი დრო გამოდიოდნენ ცეცხლის ქვეშ… დანაკარგები - 3 მოკლული ერთ ასეულში, მეორეში 2, დაჭრილები სადღაც 30-მდე ჯამშიო…

უმეტესობა ინფორმაციები მაქ პირადად ოფიცრობისგან, პირადი შეხვედრებით, მესამე ბრიგადის არ გვინახია არავინ - მხოლოდ მობილურით გვქონდა ინფოები.

პირადად ვნახეთ ასევე ATC (ანტი ტერორისტული ცენტრი) - დანაკარგები 6 დაჭრილი მთელი ომის მანძილზე, პრი ეტომ პირველი ცხინვალის შტურმში ვიღებდით მონაწილეობასო, 1 ტანკი დაგვიწვესო, 1 დაზიანდაო, ერთი საათის მერე მოვიდა ბრძანება დატოვეთ ცხინვალი უნდა დავბომბოთო - გამოვედით უკანო.

კოჯრის სპეცნაზი - უტევდა ერთ-ერთ მომენტში ცხინვალს და კონკრეტულად მთავრობის სახლს, დანაკარგები უცნობია(კოღოს სასტავი, სტრაიკერები მიხვდებიან).

უმეტესობა სხვა სპეცნაზებშიც იგივე სიტუაციაა, მცირე დანაკარგები, გაუგებარი ქცევა სარდლობისგან. სერჟას სპეცნაზში - დანაკრგი 0 დაღუპული, 0 დაჭრილი.

ჩემი პირადი მოსაზრება საერთო დანაკარგების რაოდენობაზე:
სამხედრო: 500-700 დაღუპული, ძირითადად მე-4 ბრიგადა ( გაუგებარი მიზეზების გამო გაწყდა M4-ებით შეიარაღებული ბრიგადა… რამაც ყველაზე დამღუპველად იმოქმედა, იმიტო რო ნაკრები ბრიგადა იყო იმენნა და ყველას რამდენიმე სამხედრო ძმაკაცი მსახურობდა იქ და რეალურად ყველამ უახლოესი ძმები დაკარგა… ამასთან ყველაფერი მოხდა ყველას თვალწინ, ყველამ დაინახა კასეტური ბომბის ჩამოვარდნა შუა გზაზე გორიდან ცხინვალისკენ და ატყდა მერე რაციაში ერთი ამბავი და… ცალკე მოხდა გაუგებარი სიტუაცია 41-ე ბატალიონთან და 43-ე ბატალიონთან დაკავშირებით… ვერ გავიგე რა მოხდა, ვერ გავიგე რატო აღმოჩნდნენ ალყაში, ვერ გავიგე რატო იყვნენ იქ სადაც იყვნენ, ვერ გავიგე როგორ იყვნენ…

და 1000-მდე სხვა და სხვა სიმძიმის დაჭრილი. ჩემი აზრით - რეზრევისტებიანა, მართალია რეზერვისტებზე საერთოდ არ მაქ არანაირი ინფორმაციები, არც სად ვინ ომობდა, არც ვინ რამდენი დაკარგა, არც რამდენი დაიჭრა, ვიცი ის რაც იცოდა ყველამ - რო გადმოყარეს უაზროდ, რო ნახევარი დაბნეული დარბოდა გორში, მეორე ნახევარს აწირავდნენ შუა ბრძოლის ცეცხლში, ვიცი რო დააყარეს ერთმანეთს, ვიცი რო ყრიდენ იარაღს და გარმობოდენ და ოფიცრები წინ უსწრებდნენ, მოკლედ ის რაც ყველამ იცით.

სამოქალაქო დანაკარგები - 100-150 დაღუპული, 500-1000 დაჭრილი.

პირადად ვნახე გორის საავადმყოფოს სიები, 63 დაღუპული, ნახევარზე მეტი სამოქალაქო, 600-700 დაჭრილი, უმეტესობა სამხედრო.

ზოგადადაც ჯარში არ არი გრძნობა რო აუ დაგვხოცეს, უმეტესობა ვინც გამოვიდა - გამოვიდა მინმალური დანაკარგებით, ერთადერთი ყველა აღიარებს რო მე-4 ბრიგადა აღარ არსებობს, და ამას როცა იგებთ - საუბარია იმაზე რო ბრიგადა უნდა იყოს 3 ბატალიონი მწყობრში მაინც (1500 კაცამდე) და დღეს მწყობრში არ არის ალბათ 500 კაციც იქედან, შესაბამისად ბრიგადა როგორც ასეთი არ აღარ წარმოადგენს საბრძოლო ერთეულს, მარა ეს არ ნიშნავს რო გაწყდა მთლიანად.

ჯამში გამოძიებული ინფორმაცია ჩემს და კეპას მიერ:
1. რუსეთი ბოლო 1 თვე ატარებდა 58-ე არმიის წვრთნებს, სადაც პირობითი მტერი იყო საქართველო და სააკაშვილი. წვრთნების დამთავრებიდან 1 კვირაში დაიწყო ომი და შემოვიდა 58-ე არმია.

2. ვინ ესროლა ოსეთის ომონის თუ რაღაცის უფროსს - დღემდე უცნობი რჩება ჩემთვის, ვიღაცამ ესროლა რაც იყო საბაბი ოსების მიერ საარტილერიო ცეცხლის გახსნისა საბოლოო ჯამში.

3. 1-ელი ბრიგადის სამშვიდობოებად მივლინებულმა ბატალიონმა კაი ხანი ითმინა აბსტრელი და ბოლო რაღაცნაირად აიძულა ჩვენი არტილერია ესროლათ უკან, რომელიც უკვე მე-5 თუ მე-6 იყო მობილიზებული კონფლიქტის რეგიონში, როგორც ადრე - განგაშებისას.

4. ჩვენმა არტილერიამ როგორც ყოველთვის საოცრად იმუშავა, მიუხედავად იმისა რო ნავოდკები როგორც ასევე ყოველთვის მიდიოდა ტამ მობილურებით და “ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ” მეთოდით.

5. ყველა ფეხოსანი შეტევა რომელიც კი ჩემთვის არი ცნობილი დამთავრდა წარმატებით და მინიმალური დანაკარგებით. რის შემდეგაც ასევე როგორც ჩემთვის არი ცნობილი - ჯარი გამოყავდათ უკან, გარდა მე-3 და მე-2 ბრიგადებისა, ასევე სავარაუდოდ გარდა მე-4 ბრიგადისა, ანუ წიპა სპეცნაზები - გამოყავდათ უკან, გორამდე ლამის, მე-3 ბრიგადა რამდენადაც მე ვიცი იყო გაწელილი მთელს ცხინვალის აღმოსავლეთ ფრონტზე მიმართულებით ჯავის ხეობისკენ, მეორე ბრიგადა რამდენადაც მე ვიცი მოდიოდა რაჭიდან - ასევე ჯავისკენ და შესბამისად ეკავა ყველაფერი ცხინვალის მარცხნივ, მე-4 ბრიგადას გეგმიურად ქონდა დავალება ყველაფერი ცხინვალის სამხერთ-დასავლეთით და ცხინვალი თვითონ რამდენადაც მე მესმის…

იმ დღესვე რო გვცოდნოდა ეს იქვე ყველა გეტყოდათ რო ვერც მესამე და ვერც მეორე ბრიგადას ვეღარ ეყოფოდა ძალები ჯავაზე შესატევად, ვინაიდან ჯავა გარდა ყველაფრისა ბუნებრივი ციხესიმაგრეა, 1 გზა შედის და ვსიო. იქ მთელი 1 ბრიგადით შესვლა იყო საჭირო, ისიც თუ ეყოფოდა კიდე, აქ კიდე მე-3 და მე-2 გაწელილები იყვნენ მთელ ფრონტზე, მე-4 ბრიგადის წინაარმდეგ ჩემი აზრით ჩადენილი იმენნა დანაშაულები სარდლობის მხრიდან და გამოსაძიებელია რა ჩაიდინა მთავრობამ…

ჩვენ ვიცოდით რო ცხინვალი ჩვენი არ არი, ვიცოდით რო სუ “იკარგებოდა” და არ ვიცოდით ვინმე თუ ომობდა რეალურად ცხინვალზე, ვიცოდით რო იბომბებოდა, გვეგონა რო სარდლობა სწორად იქცევა და ძირითადი შტურმი მიდის ჯავაზე და როკზე ჯამში და რო იმ ხეობაში გაწყდებიან ეგენი და ცხინვალი გინდა აგიღია გინდა არა მერე… გაირკვა რო მთავრობა რაზე ფიქრობდა - ხუი ზნაეტ…

და მაინც, ამ ყველაფრის მერე, შაბათ ღამით ომს ვიგებდით, შემდგანირად:
მთელი შაბათი დღე იყო ჩვენი ბენეფისი - PVO-მ ჩამოყარა ყველა თვითმფრინავი რომელიც შემოფრინდა საერთოდ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის მილიონჯერ ნახსენები ტუ-22 ჩამოვარდა პრიამა ტყვიავში თავის პილოტების შეპყრობით და ამბებით. არტილერიამ, ნავოდკის გარეშე, დაიჭირეს როკი-ჯავა-ცხინვალის გზის კოორდინატები(პირადად ვნახე რამდენი არტილერია ისროდა პრიამა ერედვის გარშემო, ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში და შესაბამისად ისროდნენ ჯავის მიმართულებით… მეორეა რო მაგ მომენტშიც კი ცხინვალი ჩვენი არ იყო და მე კიღამ მომკლეს იმ ილუზიის გამო რო მეგონა რო ცხინვალში სეირნობით ჩავიდოდი რახან ჩვენი არტილერია ასე ახლოს იდგა მარა მოი სლუჩი ნე პაკაზაწელნი…)

შედეგად: საღამოსკენ როკზე შეწყდა ჯარების შემოსვლა ისე იბომბებოდა ერთადერთი გზა რომელიც იქიდან მოდის ძალიან ვიწრო ხევში, ღამით კი რუსები ღია კანალზე აკივლდნენ დაჭრილები გაგვაყვანიეთ და გაგვიშვითო, ჩვენი თვალით დანახული იგივე სიტუაცია: ჩვენ დაგვირიგეს NPSU-ები, სნაიპერებს ვსმისლე, გამოცხადდე მზადყოფნა ოპერაციაზე გასასვლელად, ყველა რეკავს მობილებზე და არკვევს რო ჯავას და მის არემარეს დედა ეხვნება და იქნება შეტევა ჩვენი მხრიდან, სრული ეიფორია, ყველა მზადაა, ხალხი რეალურად არ იძინებს ელოდება ბრძანებას და გადასროლას ჯავისკენ… ღამე წყდება არტილერიის სროლა, სერჟა დამწუხრებული ამბობს რო გამოდის ჩვენი ქვეითი ჯარი გადავიდა შეტევაში და ჩვენ არ გადაგვისროლეს და ჩვენი ომი ისე დამთავრდა ჯავაზე ბრძოლაში არ ჩაგვრთეს, ვიძინებთ ბედნიერები რო ნუ არ მოგვიწია ბოლო ფაზაში ომი - რას ვიზამთ, ბიჭები მოუვლიან ყველაფერს და ხვალე საღამოთი სახლებში გამოგვიშვებენ, ამას ვიწერებოდი მე მესიჯადაც დოდისთვის.

რეალობა - რუსებს მიეცათ დაჭრილების გაყვანის უფლება და რამდენიმე საათის მანძილზე როკზე მოგროვილი ტეხნიკა და ხალხი სინამდვილეში შემოცვივდა რა ტემპითაც შეეძლოთ, იმდენად არ ელოდნენ ჩვენგან ამას რო საწვავიც კი არ ქონდათ მომზადებული და შუა გზაზე, უკვე ჯავასთან დიზელიც კი გაუთავდათ და 2 საათი ელოდებოდნენ სანამ ცისტერნები შემოვიდოდა როკზე, ჩვენი არტილერია დუმდა… ლიახვის ხიდი ცოცხალი იყო, ჩვენი ჯარი ისვენებდა - რუსებს კორიდორი აქვთ დაჭრილების გასაყვანად. დილას დაიწყო შეტევა ყველაფერზე ერთდროულად იმათი მხრიდან…

ეს იყო და ეს, იმ ღამეს წავაგეთ ომი რომელიც მოიგეს ჯარისკაცებმა და წააგო სარდლობამ მანამდე კიდე ერტი 3-ჯერ, დაგეგმვისას, განხორციელებისას, ცხინვალის უაზრო კორიდორისას მანამდე კიდე და ა.შ. - მარა ბიჭები მაინც იბრუნდებნდნენ ყველაფერს, ლუბოი სამხედროს კითხეთ სად იყო და რა ქნა, რაც მე ვიცი - ყველა კონკრეტული ბრძოლა მოვიგეთ. ომი - წავაგეთ.

როდესმე რუსეთს მოუცია რამე კორიდორი ჩვენთვის? - დღეს დაღუპულებს არ გვაძლევენ… ვის მოუვიდა თავში ეგ სირობები??? - ვის მოუვიდა თავში ეგ სირობები 2-ჯერ ზედიზედ??? - ვინ ყლემ მისცა მეორე კორიდორი იმის მერე რაც პირველი, ცხინვალის მორატორიუმი, ოსებმა ცხინვალში შემოსაჯლიგინებლად გამოიყენეს?????

ავიაციაზე:
რამდენადაც მე ვიცი ჩამოგდებულია 11-12 თვითმფრინავი, აქედან 2-3 SU-24, 6-8 Su-25, 1 - Tu-22 და 7-8 ვერტმფრენი.

სუ გვყავდა 1 თანამედროვე ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარი, 3-4 ბუკი, და სტრელები და იგლები ნაწილებში, ბევრს არც ქონდა არაფერი, სერჟას სქვადს არაფერი ჰაერსაწინააღმდეგო არ ქონდა, 3-ჯერ იყო შემთხვევა როცა ქონდათ გასროლა ჰაერზე და უქონლობის გამო უყურებდენ როგორ გადაიფრინა მტრის ავიაციამ მათ თავზე(ეს ჯერ კიდევ პარასკევს, შაბათს არაფერი გაფრენილა კონფლიქტის ზონიდან უკან…) - კვირას ჰაერი იმათი იყო… რატომ? - იმიტო რო ცხინვალიდან არტილერია მიწვდა ჩვენს ერთადერთ რადარს გორის მთაზე და გამოიყვანა მწყობრიდან, რის შემდეგაც შეწყდა მიზნების მიწოდება სარაკეტო სისტემებისთვის…

მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უამრავი სირობისა ზემდგომების მხრიდან, მიუხედავად მე-4 ბრიგადის ტრაგედიისა - ომს ვიგებდით და მე იქ ვიყავი როცა ეს ხდებოდა და მომსწრე ვარ. და წავაგეთ.

ჩამოვდივარ აქ, მუდმივი დაბომბვებიდან და სროლებიდან, ცეცხლი რო შეწყვეტილი იყო, კაპიტანა პე-ვე-ოს გადაადგილებაში ეხმარებოდა, მე მასთან ერთად ვიყავი და გავიყვანეთ სამშვიდობოს, ცხინვალის მისადგომიდან, მოვბრუნდით უკან და გვხია გრადმა, პე-ვე-ოს გავლის ადგილს ხია რა, 10 წუთის დაგვიანებით, რეალურად მე და კეპას გვხია და კიდე ერთ მოსახლეს იქ, ვრეკავ თბილისში - მეთქი ცეცხლის შეწყვეტა არის თუ არ არის დოდ? - კიო არიო, მეთქი ხო როგორ არა… და დოდი კიდე მეუნება რო შენ არ იცი კიდე ყველაფერიო - აქო წურწუმია მღერისო და ხალხი ტაშს უკრავს და ცეკვავსო, ვერ გავიგე და დღემდე არ მესმის თბილისში რა ხდება.

ვერ მესმის, მინდა ხალხი ქუჩაში გავაჩერო და ვკითხო თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ თქო, ვერ გავიგე აქ როგორ ცხოვრობდით, ვერ გავიგე იქ ბიჭები რატო ჩააკვდენ რაღაც იდეალებს რომლებსაც თქვენ არ იზიარებდით თურმე.

ნუთუ ომის მოგება ვაფშე არ იყო ჩვენი მიზანი? - საჭირო იყო წაგვეგო ხომ? - დედაჩემმა მეჩხუბა რა სალდაფანივით ლაპარაკობ, ომის მოგება ხომ არაა მიზანი, მიზანი იყო გამოჩენილიყო რო რუსები ცუდები არიანო, ამიტო გაკეთდა კორიდორი რო კიღამ მოვიგეთ და ეს არ იყო ჩვენს ინტერესებში? - ამიტო გაწყდა მეოთხე ბრიგადა რო აი - რამხელა დანაკარგები გვაქ? - ამიტო არ ჩაიჟუჟა თუმდაც უზარმაზარი შემოსული არმია ჯერ კიდევ ხეობაში იმავე არტილერიის მიერ რო რუსებს გორამდე მოეღწიათ და გამოჩენილიყო როგორ გვიხმარეს? - გგონიათ ვინმემ მიიღო ბრძანება იქ სიკვდილამდე დამდგარიყო შემოსვლის მერე? - ყველა თავისით წყვეტდა იმ მომენტში შეკვდომას, მე-4 ბრიგადის ნარჩენები მაგ ამბავს შეაკვდნენ, 41-ე ბატალიონი საერთოდ რო არსებობს ფიზიკურად, ნაწილი მაინც, საოცრებაა, მგონი გამოსვლის ბრძანება არ მიიღეს, საერთოდ კავშირი არ იყო, უამრავი შემთხვევები იყო კავშირის უქონლობის, მთელი ჯარი მობილურებით მუშაობდა რომლებიც საეღთოდ არ მუშაობდა იასნია, აქ არ მუშაობდა და იქ რა ხდებოდა უნდა გენახათ…

არტილერია მოგეხმარებოდა თუ მობილურის ნომერი იცოდი რომელიმე საარტილერიო ქვედანაყოფის ოფიცრისა…

და მაინც იგებდნენ, მე არაფერს არ ვიგებდი, კაცი არ მომიკლავს, ვუშვერდი თავს ყუმბარებს ძირითადად და ტყვიებს ერტი ორჯერ, იგებდა ჯარი რომლებიც მართლა რაღაც ჰეროიზმის ხარჯზე იგებდნენ, ჩისტა ენერგიის რომელიც ბოლო 16 წლის მანძილზე ჩისტა დაგროვდა, ყოველ დილას რო ყველა საკუთარ თავს ეუნებოდა რო ოღონდ შანსი მომეცეს და შევაკვდები იმ კონფლიქტის მოგებას, მეორედ აღარ მივცემ რუსებს უფლებას ქართველებს თითი უქნიონო და შეაკვდა ყველა, იმდენი დაგლეჯილი სამხედრო ვნახე რომელიც არ ჩერდებოდა და იბრძოდა… და რისთვის?? - იმისთვის რო თბილისში მოკლე კაბებით გემარიაჟათ, მუსიკებისთვის გესმინათ, მიშა მიშა გეძახათ და ა ხო - სისხლს აბარებდით არა? - მადლობა მხარდაჭერისთვის… მე რა, მე არაფერი, ცოცხალი გამოვედი, ნერვებს მოევლება და თავშიც ქვა გიხლიათ, ჯარი გიჟს გავს, იმენნა მიატოვეს ბატალიონები თავის იმედზე და… და თვითორგანიზების ხარჯზე მიდიოდა ომი, არტილერიის ნომრებს მანქანებით სირბილით იგებდნენ და ნავოდკას ვიღაც რიგითები “ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ, არა არა, ცოტა მარცხნივ შემშლია” მეთოდით აკეთებდნენ(პირადად შევესწარი) - რა მაინც გამოდიოდა და ვიღაც გამო@!@ უგულავა, რომელსაც იქ რა @!@ ესაქმებოდა ხუი ზნაეტ რაღაც განკარგულებებს იძლეოდა… და ჩვენი ჯარი რომელიც ცდილობდა პრიმერნი ჯარი ყოფილიყო ბრძანებებს უსმენდა კიდე, სუ იყო საუბარი რო ერთი ამათი დედაც მოდი ვქნათ როგორც ჩვენ ვიცით რო საჭიროა, მარა მერე სუ იყო ისა რო მოდი არ გვინდა აფხაზეთი, მოდი მოვიქცეთ დისციპლინირებულად და რასაც გვეუნებიან გავაკეთოთ, არ იყო მარადიორობა, არ იყო არაფერი დანაშაულები, რეგულარული ჯარი იმენნა რავი როგორ სამაგალითოდ იქცეოდა, სპეცნაზებიც, მარტო მაგალითიდ - 4 დღის მანძილზე სერჟანტას წვეთი არ დაალევიეს, ქონდა 1-2 მცდელობა და მისივე თანამებრძოლებმა გადააფიქრებიეს, წარმოგიდგენიათ ჯარი რომელიც არ სვამს? - მე ვნახე, ეს იყო. მთვრალები ვნახე მხოლოდ კვირას, როცა უკვე გამოდიოდა ხალხი და სახე ქონდა ახეული სირცხვილისგან და გაუგებრობისგან… როცა გორის სრული ევაკუაცია მოხდა და ჯარს თავის მოკვლა უნდოდა იმისთვის რო წააგო, არადა ვერავინ ვერ ხვდებოდა როგორ მოახერხა წაგება როცა ყველაფერი სადაც მივიდა - მოიგო…

მე ვერ გავიგე რა მოხდა, მთავრობიდან ღალატი იყო? - აუცილებლად.

მოგება შეიძლებოდა დაჟე რუსეთის წინააღმდეგ იმ 1 ცალ ვიწრო ხეობაში? - რუსებს კითხეთ ვინც რაციაში გაკიოდენ გაგვიშვითო.

იცით რო 58-ე არმიია მთელი რუსეთის სამხრეთი ჯარებია? - რო 58-ე არმია რო შემოვიდა იქით არაფერი არ დარჩა, იცით რო სასაცილოა მარა იმ ხეობაში 1 დღეც რო გვეჟუჟა ეგენი და შემოსულიყვნენ იმ სროლისას(რასაც არ აკეთებდნენ და იდგნენ იქეთ) - რო შემოსულიყვნენ სასაცილოა მარა შეტევაზე შეიძლებოდა გადასვლა იმდენად არაფერი აღარ რჩებოდა იქეთ, 1 ხეობაში მოემწყვდნენ და გაწყდნენ, რუსების სარდლობა დასაჭერია იმისთვის რაც თავის ჯარს უქნეს…

კოდორზე საუბარი აღარ მინდა - კოდორი გაწირული იყო.

თქვენ გონზე არ ხართ იქ ბიჭებმა როგორ იომეს, გონზე არ ხართ რა ხდებოდა მთებში, გონზე არ ხართ რა სისულელეებს აკეთებდნენ კეზერაშვილები და კირკიტაძე გამოჩეკილი და უგულავა ბლატნოი და ვინები აღარ და საიდან მოთრეულები და რა კბილებით დადგომის ფასად იგებდა ჯარი და სპეცნაზი.

მე მოველოდი რო თბილისი საომარ მდგომარეობაში იყო, მოველოდი რო რაღაც საოცარი შემართება იყო საომრად და ყველას ყველაფერი დანარჩენი სირზე ეკიდა - ჩამოვედი და მე და კეპა თვალებს არ ვუჯერებდით რო აქ სიმშვიდეა და ვითომ არაფერი არ ხდება, პარკურში ვარჯიშობდა ვიღაც ქინძი გმირთა მოედანთან, ლომებზე დახტოდა, იქ ომია - ეს პარკურში მარიაჟობს…

მე ვერ გავიგე თქვენ რა გინდოდათ, თქვენ ამერიკა გგონიათ თავი? - ერაყში ვომობთ და თქვენ მეორე კონტინენტზე ისვენებთ? - სუ 5 მილიონი ვართ, 80კმ -ში თქვენი სახლის კარიდან ხალხი კანაოში დაფოფხავდა და ცდილობდა ქართველების ღირსება აღედგინა.

დოდი სუ მეუნება შენ არ იცი ვისთვის კვდებოდიო, ნაღდად არ ვიცოდი, არ ვიცოდი რო ჩემი უბნის ძველი ბიჭები ისევე გააგრძელებდენ უბნის ბირჟაზე დომინოს თამაშს საღამოობით ვითომც არაფერი, რო კითხო ბეტონს ანგრევენ, ჩამოვედი და ისევ ვაჟნი როჟებით მიყურებენ - წიპა აქ რა მინდა, მათ უბანში, თვითონ რა უნდათ - ამ ქვეყანაში?? - მე არაფერი არ მიკეთებია კიდევ ერთხელ, იმენნა არაფერი, პროსტო ვყოფდი თავს კუდა ნი ნადა და ვეძებდი გამოცდილებას თუ რა არის რეალურად ის რაც იქ ხდება, მეტი არაფერი, პროსტო ჩისტა მარტო არ დამიტოვებია ისენი, იქ ვიყავი - მეც მესროლეს, როგორც შემეძლო მივეხმარე, მეტი არაფერი.

მარა ჯარისკაცები როგორ არ დახოცავენ ქუჩაში ყველა შემხვედრს მე არ მესმის, მე მაქ უსამართლობის სასტიკი განცდა და წარმომიდგენია რა ჭირს მე-4 ბრიგადის ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც 4 დღე რა სიტუაციებში იბრძოდა ღმერთმა უწყის, მე იმის მე-100 არც მინახია, ნი ტო ჩტო გამომიცდია, შორიდანაც არ დამინახავს, ალყაში არ მოვყოლილვარ, ვიცი რა გრზნობაა რო გესვრიან და რო ფიქრობ რო ეხლა მოგკლავენ მარა იცი რო უკან დასახევი გაქ, იცი რო კიდე რამდნიმე ნასროლს გაუძლო და უკვე მიდის არტილერიის ნავოდკა და დამთავრდება ეს სროლა, ლიჟბი კიდე რამდენიმე აიცდინო… და იცი რო მოხმარება მოვა, ვიცი როგორ შემეშინდა, ვიცი როგორ მცხვენია ამის მარა ფაქტია, და წარმოდგენაზე მაძაგძაგებს რა გრძნობაა ალყაში რო ხარ და იცი რო ვერ გახვალ, და არანაირი ჰოლივუდური ჰეროისტული აზრები მანდ ახლოსაც არ არი, რო გკლავენ არაფერი ამაღლებული აზრები არ მოგდის რასაც წიგნებში წერენ და ფილმებში გაჰკივიან.

ეს ყველაფერი ვისთვის? - სააკაშვილისთვის იქ არავის უომია, პირველივე დღიდან ყველა დედას აგინებდა, ყველა ომობდა მითიური საქართველოსთვის, რომლებიც ვინ არიან? - წურწუმიას კონცერტზე მისული ნაროდი? - გუშინდელი სიუჟეტიდან ფრაზა: “აქ ძალიან უჩვეულო განწყობაა - ხალხი გლოვობს” - უჩვეულოა ხომ??? - იმიტო რო ძირითადად ხალხი ცეკვავდა და მღეროდა.

ომი კი არ წავაგეთ - ყველაფერი წავაგეთ, კაცობა წავაგეთ, ქართველობა წავაგეთ, სახე წავაგეთ, ადამიანობა წავაგეთ, რაც ყველაზე სასტიკია - წააგეთ თქვენ, წავაგე მე, და წავაგებიეთ ჯარისკაცებს რომლებმაც ყველაფერი მოიგეს, ამაზე სასტიკი გრძნობა რაც მათ აქვთ ეხლა მგონი ვერავის ვერ ექნება - მოიგეს და ვიღაცამ წიხლი დააჭირა კისერზე და წააგებია… დაგხოცავდით სუ ყველას მათ ადგილას და მთავრობას - პირველ რიგში…

მოვკლავდი ყველა გიო-707 -ს რომელიც პარასკევს ღამე გაჰკიოდა ოღონდ სააკაშვილმა არ დაზადნოსო და მერე სისხლის ჩაბარებით მოიხადა ვალი…

კი - მესმის რეზრევისტების პრობლემა, მეცოდბიან ძალიან რო უაზროდ მოექცნენ… იდიოტური იდეა იყო რეზერვისტების შექმნა, და ყველა ჯარისკაცს უკლებლივ გაუტყდა რო რეზერვისტები ვაფშე მოყარეს იქ, იმიტო რო ყუდარღება გადავიდა რეზერვისტებზე, ვაზიანში შეკრებილ რეზერვისტებს შეხვდა ტამ ვიღაც სირი ჩინოვნიკი და სცენები მეორე მსოფლიო ომის D-Day-ს შეტევიდან და ამ დროს ნამდვილად ვინც იბრძვის - მათზე არაფერი ინფორმაცია, მათზე მარტო რუსეთის ტელევიზია ლაპარაკობს, ისიც როგორც შეუძლიათ თავის მხარეზე ატრიალებენ ინფორმაციებს…

იყვნენ რეზერვისტები რომლებიც კი არ გამოიქცნენ, შეეტენენ ომში, არანაირი პრობლემა არ იყო იქ არავისთვის ომში შეტენვა, მე ჩისტა ოფიციალურად ბატალიონის მეთაურმა, აქამდეც მივიდა საქმე, მითხრა აქედან უნდა წახვიდეო და განმიმარტა რო ომიაო, მეთქი არ წავალ, ი ვსიო - კარგიო და მორჩა, ჩისტა ფორმალურად ვალი მოიხადა. გუშინ ვისმენდი რეზერვისტზე რომელიც მოახტა ვიღაცის მანქანას და ცხინვალში იბრძოდა, მე ნაკლებად გამიმართლა - ერედვს გავცდი მარა ცხინვალიდან 1 კმ-ში ბრუტალურად განმემარტა რო საქართველოს მასმედია ტყუოდა…

წავალ მე ამ ქვეყნიდან? - ხუი ზნაეტ, ფიზიკურად სად იცხოვრებ - სულ ერთია, სახე მე მაინც ახეული მაქ სადაც გინდა ვიყო და საქართველო არც ისე არსებობს და არც ესე, მე უკვე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვცხოვრობ, ვიღაც ტიპების, აი CNN-ს რო უყურებენ და რო კიდიათ რა ხდება სადღაც ტამ ზიმბაბვეში… ჰუმანიტარულ ტვირთებს რო აგზავნიან, ძონძებს აბარებენ და თავს გრძნობენ დაკმაყოფილებულად…

მე ვიცი რო ხალხი რომლებიც ისევ და ისევ მითიური საქართველოსთვის იდგა იქ კბილებით - დღეს სახლში მიდის და არ იცის რა იფიქროს, ვიცი რო სერჟა მოდის ჯარიდან და მიდის ერაყში ნაიომნიკად, პროსტო რო არ იფიქროს არაფერზე, ვიცი რო ადამიანი რომელიც კინაღამ მოვკალი ისეთ რამეებს ბაზრობდა საქართველოზე, ჯარისკაცი - კინაღამ ლულა დავადე, სერჟამ - მაგაზე მეტად საქართველო ვინმეს უყვარდეს ჯერ არ მინახია, რას ამბობ რის მოღალატე - წამო დავაწყნაროთო. გასაწყვეტი ერი ვართ, დავკარგეთ სახე და სახელი და ადამიანობა და უნდა გაგვჟუჟონ და გადავშენდეთო - ჩისტა გლობალისტურად მართალია - კამუ კაკოე ნა ხუი ძელა ქართველობა არა ჩიტი, პროსტო რო ამბობ რო მე ვარ ტამ “სტრაიკბოლშიკი” ვთქვათ, და მერე სტრაიკბოლს რო ეტყვიან თუ კაცები ხართ პროსტო გვეჩხუბეთო, ყველანაირი მიზეზები რო გამოვრიცხოთ, ჩისტა შენ ამბობ მე ვარ სტრაიკბოლშიკი, ყველა სტრაიკბოლშიკი ჩემი ძმაა, მერე მოდის მეორე სასტავი, პეინტბოლშიკები და ყველანაირი მიზეზის გარეშე გეუნება - მოდი გვეჩხუბეთ, და შენ იწევი გვერდზე და ამბობ - მიდით თქვენ იჩხუბეთ, ძმებო სტრაიკერებო, მე ისა რა ქვია - აქ ვიდგები, მიდით კაცო, მოუ@!№ ყველაფერი რას ამბობთ ტო, მაგათი დედაც ჩემი კაი პაპუგაი, მიდით!!!

არაფერშუაშია იმენნა ქართული ერის რაობა და რამე, თქვენც იცით რო ვაი პატრიოტი არასოდეს ვყოფილვარ, არ ვთვლიდი რო ქართველები ზე ერია და რო შოთა რუსთაველი სუპერმენი იყო და რო ყველა გამოგონება ქართველების დამსახურებაა და ა.შ. პროსტო - რახან მე ვთქვი რო ვარ ქარტველი, რახან ვამბობ რო ზვიგენა არი ჩემი ძმა და მაგის გულისთვის ტყვიას შევუშვერ თავს - როცა ზვიგენა უშვერს თავს - მეც უნდა შევუშვირო, მეტი არაფერი, ვინმე თქვენგანი ვინც ამბობს რო ამერიკაა მისი ძმა და ამერიკის გულისთვის მოკვდება - არ ვამტყუნებ, წავიდეს ამერიკაში, ან იყოს აქ მარა როცა მე მას დაბადებისდღეზე საჩუქარს ვაჩუქებ - დავფიქრდები რო ტამ ის ამერიკელია და ცოტა ფულს დავზოგავ - იმათთვის ვინც ქართველია, ჩისტა “ჩემელი - შენელი” მეტი არაფერი.

ზვიგენაზე - გუშინწინ მიიღო ბრძანება, ერთ-ერთმა ბოლომ, ევაკუაციის შესახებ, ფეხით გადიოდა 2 დღე რაჭაში თავის მშობლებთან, გუშინ ჩავიდა, გზაში კოდორიდან ასევე ფეხით მომავალი დაგლეჯილი დაფლეთილი ასეული შეხვდა, მთავრობამ უბრძანა იარაღი დაყარეთ და გამოდითო.

თბილისში სამხედრო გადატრიალება თუ არ იქნება - მხოლოდ იმიტო რო ყველა სამხედროს უკვე ყლეზე კიდია ეს ქვეყანა თავის ხალხიან, პოლიტიკიან და ყველაფრიანა. და კიდე ღირსება უშლის ხელს, რაც არ უნდა იყოს - გამოვიდა რო ომი წააგო სამხედრომ და როგორ წააგო მეორე პლანზეა…

მე პირადად მთელი ჩემი ცხოვრება მჭამდა ის აზრი რო ჩვენ ომი დავთმეთ 92-ში, და ყოველ დილას სირცხვილის გრზნობა მჭამდა, ამიტომაც წავედი, არც გმირი ვარ და არც გადარეული, არც ქართული ერი მგონია თქო ზე ერი. მერე ის როგორც ჩვენ ეხლა წავაგეთ ომი ჩემს გონების შესაძლებლობებს ცდება, ფიქრი არც მინდა ვინმე რუსს ან ოსს შევხვდე და რაიმე გავიგო მათგან, რაიმე საერთოდ, დაცინვის დოზაც არ წარმომიდგენია როგორც ისენი მოგვიხსენიებენ. რაც არ უნდა დანაკარგები მიგვენიჭებია, ომს იგებს ის ვინც ომს იგებს, იზრაელმა 2 დივიზია დაკარგა თავის დროზე, ნახევარი არმია, მარა ომი მოიგო და პო ხუი იყო რამდენი დაკარგა, ჩვენ ჩემი აზრით 700 კაცამდე მაქსიმუმ დავკარგერთ და რამდენი ინვალიდი დაგვემატა არ ვიცი - და რისთვის ან ვისთვის? - იმისთვის რო კოდორი მიგვეცა და ქარტული სოფლები ცხინვალში? - მსოფლიოს რა დავანახეთ გამახსენეთ? - რუსეთი რო ცუდია? - საფრენგეთის პრეზიდენტის შეფასებას მოუსმინეთ ბოლომდე… საიდან გარიცხეს რუსეთი? - აქციები გაუიაფდა? - უი როგორ გამიხარდა, ზნაჩიტ კიდევ უფრო მეტი ებრეალი დასავლეთიდან კაპიკებად შეიძენს რუსეთის აქციებს და მერე გადაუხდის ხელფასებს რუს მოსახლეობას, იმას გიხსნით რო თუ რუსეთს საერთაშორისო დონეზე რამე ვაფშე დაუშავდა - ჩვენ ამით რა ჩემი ყლე მოვიგეთ?!??

ომი უნდა მოგვეგო როგორც ომი, რაც არ უნდა შეფასება ქონოდა ვისგანაც გინდა მერე - მოგებულ მიწას ვერ ჩამოგვართმევდენ, საკუთარი მიწა მოვუგეთ ვისაც გინდა, გინდა ოსებს, გინდა კრიმინალებს, გინდა რუსებს - ოონი გამოიტანდა რამე ყლე დადგენილებას, ვ ხუდშემ სლუჩე, და ეგ იქნებოდა, დასჯიდენ ტამ არტილერიის სარდალს გენოცდისთვის.



ეხლა ყველა ელოდებით რო მე ვიყვირებ სააკაშვილის დედაც მოვტყანო არა? - აქ არ იყვით თქვენც? - ეგერ სააკაშვილი, ეგერ რავი მე მაგის მინისტრები, აგერ თქვენ, აგერ მე და ეგერ ქართული ჯარი. აგინეთ ვისაც გინდათ. პუტინს? - პუტინი თავის ქვეყნის პატრიოტია, სათოფეზე დამანხეთ და მეტი არ მინდა მარა თავის თავთან - ცამდე მართალია… რუსის ჯარი? - უბრძანეს - შეასრულეს, იხოცებოდნენ და მაინც შემოდიოდნენ, არც უმარადიორიათ და არც ქალები და ბავშვები დაუჟიმიათ, კი დახვრიტეს 43-ე ბრიგადის 1 ოცეული, ცხოვრებაში მაგათ ვერ შევურიგდები მარა თავის პონტში - მაგათთან ეგეთები მოსულა, ხოდა საკუთარ თვალში მაგარი კაცები არიან. ჩვენკენ როგორ არი მაგის ამბავი?

მე არაფერი არ მესმის, კიდე ვაგროვებ ინფორმაციებს სად რა მოხდა, სარდლობას დავხვრიტავდი რო არ მეკიდოს თქვენი ქვეყანა და მათი


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 02:58 PM
პოსტი #8



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ნიანია

ბოლომდე არ წამიკითხავს, მაგრამ რასაც თვალი მოვკარი ცოტა საკამათოა

მე-4 ბრიგადას რაც შეეხება, ტელევიზიამ გააშუქა, რომ ჭორია, თითქოს მთლიანადაა განადგურებული. ანახეს ჯარისკაცები, მხოლოდ რამდენიმე დაჭრილი ყავდათ და იცინოდნენ ჩვენს განადგურებაზე ამდენი ჭორი დადისო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 03:04 PM
პოსტი #9


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ობიექტურობისთვის, "კვირის პალიტრის" სამხედრო ანალიტიკოსის სტატია:

მოხვდა, მოხვდა... ახალი ზალპი!

100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - რუსი აგრესორების ზარალის 80% ქართველი არტილერისტების ზუსტი სროლების შედეგია

რუსი აგრესორების საქართველოს გულიდან, ქართლიდან გასვლის შემდეგ უკვე შეიძლება ერთ საიდუმლოებას ავხადოთ ფარდა - ქართლის ოკუპაციის დღეებში რუსი სამხედრო ბარბაროსები, გგონიათ, ტყუილად წვავდნენ ჩვენს ტყეებს ან მათი შვეულმფრენები და ჯავშანჯგუფები უაზროდ დაეხეტებოდნენ? სულაც არა - რუსი დამპყრობლები ქართლის ტყეებსა და ხეობებში გაშმაგებით ეძებდნენ ქართულ არტილერიას, რომელიც ჩვენმა არტილერისტებმა უკან დახევის შემდეგ გადამალეს!

ხელში ჩაიგდეთ ქართველი არტილერისტები, გაანადგურეთ მათი ტექნიკა! - ასეთი ბრძანებები ისმოდა რუსი დამპყრობლების რადიოეთერში და იცით, რატომ? - საქართველოში შემოჭრილმა რუსმა აგრესორებმა უზარმაზარი და უზუსტესი საარტილერიო დარტყმები მიიღეს და დიდი მსხვერპლიც ნახეს.

«როგორც 1992-93 წლებში - აფხაზეთში, ისე 2008 წლის აგვისტოში ცხინვალთან, ქართულმა არტილერიამ თავისი სიტყვა თქვა და მტერს ძლიერი დარტყმა მიაყენა. რამდენიმე რუსული კოლონა ცხინვალის გზაზე დავადუღეთ, რუსებს დიდი მსხვერპლი აქვთ, რასაც მალავენ», - განაცხადა ჩვენთან საუბარში საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ, რომელსაც აფხაზეთის ომის დიდი გამოცდილება აქვს.

«100-მდე ტანკი და ჯავშანმანქანა, 70-მდე სატვირთო ავტომობილი, ასობით დაჭრილი და დახოცილი - აი, ასეთი ზიანი მივაყენეთ ჩვენი არტილერიით რუსულ სამხედრო კოლონებს, - ამბობს საარტილერიო ბრიგადის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი, - ეს თითიდან გამოწოვილი ციფრები არ გეგონოთ, ჩვენ ოთხი სათვალთვალო პუნქტი გვქონდა განთავსებული ცხინვალისა და ჯავის რაიონების სიახლოვეს, სტრატეგიულ წერტილებში, სადაც საარტილერიო ცეცხლის მაკორექტირებლები ისხდნენ. ისინი ძლიერი ოპტიკური ხელსაწყოებითა და ლაზერული მანძილმზომებით აკვირდებოდნენ ჩვენ მიერ ნასროლი ჭურვებისა და რაკეტების დაცემის ადგილებს და საცეცხლე პოზიციაზე გადმოგვცემდნენ მიზნების ზუსტ კოორდინატებს. სწორედ მათ დაითვალეს მტრის კოლონების ზიანი და ამიტომაც ეს ციფრები სინამდვილესთან ყველაზე ახლოსაა», - ამატებს პოლკოვნიკი ცუხიშვილი.

ქართულმა არტილერიამ პირველი ცეცხლი 7 აგვისტოს საღამოს გახსნა, მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ახლომდებარე ქართულ სოფლებს სროლა კვლავ აუტეხეს და იერიშზე გადასვლაც სცადეს.

მტერს ერთდროულად ქართული არტილერიის 300 ლულა მაინც ესროდა! მათ შორის საარტილერიო ბრიგადის შეიარაღებაში არსებული 203 მმ-იანი «პიონები», 160 მმ-იანი ებრაული «გრად-ლარები», 152 მმ-იანი «აკაციები», «გიაცინტები» და «დანები», 122 მმ-იანი «გრადები» და RM-70-ები, აგრეთვე ქვეითი ბრიგადების Д-30-ები და «მსტები»...

ლეიტენანტი გიორგი დალაქიშვილი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების - «პიონების» ბატარეის 1-ელი ოცეულის მეთაური იხსენებს: - გორთან, სატელევიზიო ანძასთან საუკეთესო პოზიცია გვეკავა. ეს მაშინ ვირწმუნეთ, როდესაც რუსული მოიერიშეები ერთმანეთის მიყოლებით გვბომბავდნენ, მაგრამ ერთი ბომბიც ვერ მოგვარტყეს! სამაგიეროდ, მტერს 600 ცალი 203 მმ-იანი ჭურვი მაინც ვესროლეთ. წარმოიდგინეთ, რას უზამდა რუსულ ჯავშანკოლონას 110 კგ-იანი ფუგასური ჭურვები. სერჟანტმა თემურ კეკოშვილმა როგორც კი გაიგო, რომ ოსებმა და რუსებმა დიდი ლიახვის ხეობაში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს, მტერს თავისი «პიონიდან» 200-მდე ჭურვი ესროლა! მიზანს ერთიც არ ასცდენია, რადგან მის «პიონში» ჩვენი ყველაზე სწრაფი და საუკეთესო მემიზნე, კაპრალი არჩილ ტუღუჩი იჯდა...

- ძალზე ეფექტიანად იმუშავეს «გრად-ლარის» დანადგარებმა, 300-მდე რაკეტა მაინც გაუშვეს. საარტილერიო ბრიგადის მეთაურთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრში ვიმყოფებოდი, სადაც მოდიოდა ყველა ინფორმაცია მტრის კოლონების გადაადგილების შესახებ. ძარის შემოვლით გზაზე, დიდ გუფთასთან და ცენტრალურ გზაზე მოწინააღმდეგის კოლონები ერთმანეთის მიყოლებით მოდიოდნენ. ჩვენმა მეთვალთვალემ ოპერატიული მართვის ცენტრში ერთ-ერთი ასეთი კოლონის კოორდინატები მოგვცა და ჩვენი «გრად-ლარებიც» ამუშავდნენ. საარტილერიო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჩვენმა მეთვალთვალემ გადმოგვცა, რომ რუსული ჯავშანკოლონიდან უვნებლად მხოლოდ ორი მანქანაღა გადარჩა, - იხსენებს არტილერიის ბრიგადის პოლკოვნიკი ოთარ ვაჩეიშვილი.

ჩვენ საარტილერიო ორთაბრძოლა პირწმინდად მოვუგეთ რუსულ არტილერიას. მათი კონტრსაარტილერიო ბრძოლა არც კი გვიგრძნია, ერთადერთი - რუსული ავიაცია გვიტევდა, რომელიც გამუდმებით გვბომბავდა, მაგრამ ჩვენ მიერ კარგად შერჩეული პოზიციების გამო (და იმიტომაც, რომ საცეცხლე პოზიციებს ხშირად ვიცვლიდით) საარტილერიო ბრიგადის საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაზიანებულა (შეიძლება რუს პილოტებსაც ეშინოდათ საზენიტო არტილერიისა და ბომბებს დაუმიზნებლად ყრიდნენ), მხოლოდ ორი ჯარისკაცი დაგვეჭრა, - ერთხმად ამბობენ საარტილერიო ბრიგადის არტილერისტები.

სამწუხაროდ, დანაკლისი ჰქონდათ მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის არტილერისტებს, რომლებიც უშუალოდ ცხინვალთან გმირულად იბრძოდნენ და მათი საცეცხლე პოზიცია რუსული მოიერიშე თვითმფრინავების პირდაპირ დაბომბვაში მოყვა...

ქართულმა არტილერიამ ამ სამდღიან, მაგრამ ჩვენთვის ძალზე რთულ ბრძოლებში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მართლაც «ომის ღმერთია», რომ არა მტრის ავიაციის სრული საჰაერო გაბატონება, ქართველი არტილერისტები საცეცხლე პოზიციებს ცხინვალთან ახლოს გადაიტანდნენ, საიდანაც მარჯვედ მისწვდებოდნენ როკის გვირაბს და გზას...

საარტილერიო ბრიგადა დღეს გორში დაბრუნდა, სადაც სამხედრო ბაზა რუსმა აგრესორებმა გაანადგურეს. ბრიგადას აქვს რამდენიმე ერთეული «პიონისა» და «დანას» დანაკლისი, რომლებიც მტერმა საცეცხლე პოზიციაზე ვერ გაანადგურა, მაგრამ ტყეში გადამალული იპოვა და ააფეთქა.

მიუხედავად ამისა, ქართველმა არტილერისტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ ბრძოლა და თანაც მარჯვედ! ბევრმა საბრძოლო ნათლობა მიიღო, შესაბამისად, მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება ამაღლდა.

ყველაფრის მიუხედავად, ქართველ არტილერისტებს შეუძლიათ ამაყად თავაწეულებმა თქვან, რომ ბრძოლა მტრის ურდოებთან არ წაუგიათ!


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 04:02 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Giorgi-
კანონისტი
აი ეგ რასაც აშუქებს ახლანდელი ინფოები არის პროპაგანდა, ის ბიჭი კი ომობდა სერიოზულად და მის სტილსაც ემჩნევა, რომ არ ცრუობს, თანაც საკმარისი იყო რამდენიმეს დაედო თავისი ნანახი ფრონტზე - რომ ეგ ფორუმი მოაშთო მთავრობამ...

კარგით რაა...იასნზე იასნია, რომ ის მორატორიუმი იყო გაყიდვა, ზუსტად იგივე ქნა შევარდნაძემ....ზუსტად იგივე

მნიშვნელობა არა აქვს გაყიდვა - გამიზნულია თუ არა...კრეტინები არიან და იდიოტები ...მიშა უნდა გაასამართლო სამართალი რომ არსებობდეს ამ ქვეყანაზე...არ დამიწყო კანონისტო ახლა, ეს რა აკადრეო, მე გინება მინდოდა და მადლობა თქვი რომ კრეტინი და იდიოტი ვუწოდე...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 29 2008, 04:03 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ის მორატორიუმი იყო გაყიდვა

ის მაინც თქვი, უაზრო სვლაო.

გაყიდვა მე შევარდნაძის მიერაც არ მჯერა ბოლომდე (იქაც ქართული უდარდელობა მგონია) და აქ მით უმეტეს რა დამაჯერებს?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 04:10 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
უნდა იყო ჩლუნგი, რომ ვერ ხვდებიდე რომ მორატორიუმი ეგეთ დროს არის გაყიდვა, და შენთვის თუ დამაიმედებელია რომ გითხრა, რომ მიშა ჩლუნგია ვიდრე გამყიდველი - კაი, დაგაწყნარებ...იყოს ჩლუნგი
მის სიჩლუნგეს ბიჭები შეეწირნენ....გესმის? გესმის თუ არა რას გეუბნები და არ მითხრა თავისუფლებას სისხლი უნდაო...უნდა ოღონდ ეგეთი არა

კანონისტი
ციტატა
იქაც ქართული უდარდელობა მგონია

მორატორიუმი იყო გადაწყვეტილება და არა უდარდელობა....იცავ და არ იცი როგორ დაიცვა?



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 04:11 PM
პოსტი #13



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



კანუდოსელი
ციტატა
აი ეგ რასაც აშუქებს ახლანდელი ინფოები არის პროპაგანდა, ის ბიჭი კი ომობდა სერიოზულად და მის სტილსაც ემჩნევა, რომ არ ცრუობს, თანაც საკმარისი იყო რამდენიმეს დაედო თავისი ნანახი ფრონტზე - რომ ეგ ფორუმი მოაშთო მთავრობამ...


საქმე იმაშია, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს რეალურად რაც მოხდა.
ბევრი დეზინფორმაცია და სხვადასხვა შეხედულებაა. ცხადია, რომ შეცდომები იქნებოდა მაგრამ არარნაირად არ დასტურდება ქართული არმიის განადგურება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 29 2008, 04:12 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანუდოსელი

უფალმა დაგიცვას
რა შფოთსა ღვრი

კირიეელეისონ
კირიელეისონ
კირიეელეისონ

(მეტ. 3-ჯერ)


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 04:13 PM
პოსტი #15



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



ამასგარდა სააკაშვილზე და მთავრობაზე გადაბრალება სიტყვიერად ადვილია

ვერ დავიჯერებ, რომ თუ არა პრორუსულად და პროპუტინისეულად განწყობილი ხელისუფლება, სამხედრო კონფლიქტს რუსეთისგან ოდესმე გადავურჩებოდით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 29 2008, 04:14 PM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მესამე გამანადგურებელი კრესერის სახელი იცით ვინმემ ბათუმს რომ მიუახლოვდა?

ტექნიკური მონაცემები და შეიარაღება მაინტერესებს...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 04:14 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Giorgi-
შენი ჭირიმე არმიის განადგურება კი არა მორატორიუმი იყო და ეს დასტურდება ყველა მონაცემით - ეს კი არის ღალატი და მასზე უარესიც....


ამათი ყველაფერი მე.... რა დროს მორატორიუმი იყო? რა დროს? დაღუპეს ამდენი ახალგაზრდა მათი ცივილური (@იაკობაშვილი ჩამაგდებინა ერთი) მეთოდებით...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Aug 29 2008, 04:14 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



იცით რა მაინტერესებს კიდე მე-6 ფლოტი რომ შემოვიდა აგერ და იმხელაა ფოთის პორტში ვერ ეტევაო ohmy.gif მაგისგან რას უნდა ველოდეთ? happy.gif


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 29 2008, 04:15 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მნათე
მოდი გაიარე რაა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Aug 29 2008, 04:15 PM
პოსტი #20



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



გიორგი
ციტატა
მესამე გამანადგურებელი კრესერის სახელი იცით ვინმემ ბათუმს რომ მიუახლოვდა?


ისე ეგ გემები ტვირთს რომ ჩამოტვირთავენ გადიან, თუ კონფლიქტის ამოწურვამდე რჩებიან? იმიტომ, რომ "დალასი" წავიდაო გამოაცხადეს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 11:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი