IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
მხევალი ნინო
პოსტი May 3 2007, 09:46 AM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 3 2007, 10:34 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2007, 09:46 AM) *

უფალმა პირველ ადამიანს სული ჩაბერა, ალბათ ასე წარმოიშვა სული, მაგრამ მათ შთამომავალს ვინ ან საიდან აძლევს სულს.


მხევალი ნინო, წმინდა მამები (მაგალითად, მეთოდი ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, ნიკოლოზ კავასილა) ასწავლიან, რომ ყოველი ახალი ადამიანის ჩასახვისას თავად ღმერთი უშუალოდ ქმნის მის სულს, ანუ შთაბერავს ისე, როგორც პირველი ადამიანის შექმნისას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 3 2007, 01:40 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მეხელი
ციტატა
მხევალი ნინო, წმინდა მამები (მაგალითად, მეთოდი ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, ნიკოლოზ კავასილა) ასწავლიან, რომ ყოველი ახალი ადამიანის ჩასახვისას თავად ღმერთი უშუალოდ ქმნის მის სულს, ანუ შთაბერავს ისე, როგორც პირველი ადამიანის შექმნისას




ასეთ შემთხვევაში ცოდვით დაცემულ ბუნებას როგორ ვღებულობთ? ან როდის ჩაბერავს?ან მიდრეკილი რატომ ვართ ცოდვისკენ?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 3 2007, 01:47 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2007, 12:40 PM) *

მეხელი
ასეთ შემთხვევაში ცოდვით დაცემულ ბუნებას როგორ ვღებულობთ? ან როდის ჩაბერავს?ან მიდრეკილი რატომ ვართ ცოდვისკენ?


ადამიანი ღმერთმა თავისუფალი შექმნა, შეეძლო აერჩია გზა კეთილისა და გზა ბოროტისა. მას შემდეგ რაც ადამი დაეცა ცოდვით, და განიდევნა სასუფევლიდან, ანუ ადგილი დაიმკვიდრა დედამიწაზე,მის შემდგე ადამიანის ბუნება ცოიდვისკენ არის მიდრეკილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 3 2007, 01:49 PM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



miss_kartveli
ციტატა
ადამიანი ღმერთმა თავისუფალი შექმნა, შეეძლო აერჩია გზა კეთილისა და გზა ბოროტისა. მას შემდეგ რაც ადამი დაეცა ცოდვით, და განიდევნა სასუფევლიდან, ანუ ადგილი დაიმკვიდრა დედამიწაზე,მის შემდგე ადამიანის ბუნება ცოიდვისკენ არის მიდრეკილი




რა არის მიდრეკილი ცოდვისკენ ხორცი თუ სული? ვინ ღებულობს ცოდვით მიდრეკილებებს წინაპრებისგან ხორცი თუ სული?


მადლობთ მირანდუხტ

კაიროსს შენც დამეხმარე რა!


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი May 3 2007, 02:09 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2007, 01:49 PM) *

miss_kartveli
რა არის მიდრეკილი ცოდვისკენ ხორცი თუ სული? ვინ ღებულობს ცოდვით მიდრეკილებებს წინაპრებისგან ხორცი თუ სული?



მხევალი ნინო, ხორცი ცოდვისაკენ ვერ იქნება მიდრეკილი, რადგან ის არ იღებს გადაწყვეტილებას ცოდვის ჩადენაზე, მაგრამ იგი არის დაზიანებული ადამის ცოდვის შედეგად და არის ხრწნადი და მოკვდავი. როდესაც ასეთ სხეულს ღებულობს სული, ანუ პიროვნება, და მას ითავისებს, იგი ხდება ცოდვისაკენ მიდრეკილი, რადგან სული, პიროვნება, საკუთარ თავს მოკვდავად აღიქვამს და მთელი ცხოვრება თვითგადარჩენისათვის იბრძვის, რასაც წმ. მაქსიმე აღმსარებელი სიკვდილისაგან გაქცევას უწოდებს და ამიტომ იმავე მამის სწავლებით "იძულებულია, სცოდოს", სანამ უფალ, იესო ქრისტეს მიერ სიკვდილის ძლევას და მის მკვდრეთით აღდგომას არ ეზიარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likita
პოსტი May 3 2007, 05:02 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 138
რეგისტრ.: 27-April 07
წევრი № 1,772



სული ღვთაებრივი გონის ის ნაწილია რომელიც ადმიანს ღმერთმა უბოძა მასთან თანაზიარობის ნიშნად. სული რონ ახსნა ხილულად ,ჯერ მომაკვდავი ადამიანის სულთან გაყრის ბრძოლას უნდა უყურო..............................ქართულ მითოლაგიაში ადამიანს სული პირში უდგას აქედან მოდის ეს გამონათქვამი "სანამ სული მიდგას პურშიო"..........


--------------------
[size=3]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 4 2007, 12:23 AM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მეხელი
ციტატა
მხევალი ნინო, წმინდა მამები (მაგალითად, მეთოდი ოლიმპიელი, კირილე ალექსანდრიელი, ნიკოლოზ კავასილა) ასწავლიან, რომ ყოველი ახალი ადამიანის ჩასახვისას თავად ღმერთი უშუალოდ ქმნის მის სულს, ანუ შთაბერავს ისე, როგორც პირველი ადამიანის შექმნისას.

მე ისეთი მოსაზრებაც გამიგია, რომ ზოგიერთი წმინდა მამა თვლის რომ მხოლოდ პირველ ადამიანებს შთაბერა სული ღმერთმა, ხოლო შემდგომ თავად ადამიანები აძლევენ მათ შთამომავლობას სულს.
სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს რომელი წმინდა მამა ფიქრობს ასე, მაგრამ ისინი თუ არ ვცდები ეყრდნობიან ამას: თავდაპირველად "და შექმნა ღმერთმა კაცი" (შეს. 1.27) ხოლო შემდეგ კი უკვე არა უფალმა შვა არამედ ადამმა. რადგან ღვთის ხატად იყო ადამიანი შექმნილი, თითქოს მას მიეცა ხელმწიფება სულის მიცემისა.
თუ გსმენია ასეთი რამ?
შევეცდები მოვიძიო კონკრეტულად რომელ მამას აქვს ასეთი მოსაზრება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 09:00 AM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



დათიკო
ციტატა
მე ისეთი მოსაზრებაც გამიგია, რომ ზოგიერთი წმინდა მამა თვლის რომ მხოლოდ პირველ ადამიანებს შთაბერა სული ღმერთმა, ხოლო შემდგომ თავად ადამიანები აძლევენ მათ შთამომავლობას სულს.




ზუსტად ეს ვიცი მეც, ამიტომ დავინტერესდი როგორ წარმოიშვებიან სულები თქო.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 4 2007, 01:47 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე ის წამიკითხვას, რომ წამიდან ნაყოფის ჩასახვისა მას უფლისგან ეძლევა სული..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 01:54 PM
პოსტი #11


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



marine
ციტატა
მე ის წამიკითხვას, რომ წამიდან ნაყოფის ჩასახვისა მას უფლისგან ეძლევა სული..




გამოდის, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ ხორციელად არის ადამის შთამომავალი, ანუ ერთი ხორცისგან ვართ, მაგრამ არა ერთი სულისგან, ანუ ადამის სულისგან ცვენ არაფერი მიგვიღია, არც დედის და მამის სულისგან. ყველანი დამოუკიდებლები ვარტ, ამ საკიტხში. ასეა??

კაიროსს, სადა ხარ sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი May 4 2007, 01:57 PM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



არავინ არ იცის რა არის სული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 02:26 PM
პოსტი #13


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Pianist
ციტატა
არავინ არ იცის რა არის სული




ძალიან კატეგორიული პოსტია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 06:28 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ციტატა(მხევალი ნინო @ May 4 2007, 12:54 PM) *

marine
გამოდის, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ ხორციელად არის ადამის შთამომავალი, ანუ ერთი ხორცისგან ვართ, მაგრამ არა ერთი სულისგან, ანუ ადამის სულისგან ცვენ არაფერი მიგვიღია, არც დედის და მამის სულისგან. ყველანი დამოუკიდებლები ვარტ, ამ საკიტხში. ასეა??

კაიროსს, სადა ხარ sad.gif


სული შთამომავლობით რომ გადაეცემოდეს ადამიანს ასეთი არ გამიგია მართლმადიდებლობაში....ყველა ადამიანს ღმერთი არ აძლევს სულს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 4 2007, 06:31 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(მხევალი ნინო @ May 3 2007, 01:49 PM) *

miss_kartveli
რა არის მიდრეკილი ცოდვისკენ ხორცი თუ სული? ვინ ღებულობს ცოდვით მიდრეკილებებს წინაპრებისგან ხორცი თუ სული?
მადლობთ მირანდუხტ

კაიროსს შენც დამეხმარე რა!


სული ზეციურისკენ მიისწრაფვის, ხორცი კი მიწიერისკენ, თუ მიწიერმა წასძლია, სულიც მიწიერისკენ იხრება, ანუ ხორციელი ვნებები ძირავს ადამიანის სულს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 06:31 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ეკუმენისტი
ციტატა
ყველა ადამიანს ღმერთი არ აძლევს სულს?




ამაზე პასუხი, რომ არ ვიცი გუჯა იმიტომ გავხსენი ეს თემა

ეჰ, კაიროსს სად ხარ??


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 4 2007, 06:33 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



ციტატა(მხევალი ნინო @ May 4 2007, 06:31 PM) *

ეკუმენისტი
ამაზე პასუხი, რომ არ ვიცი გუჯა იმიტომ გავხსენი ეს თემა

ეჰ, კაიროსს სად ხარ??


რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ჩასახვისთანავე უფალი ჩაჰბერავს სულს, თუ ეს სული ადამისგან გვეძლევა, მაშIნ გამოდის რომ როგორც ხორცი, სულიც ასევე მრავლდება, ეს კი ასე არაა. უფლის ნებით ისახება ახალი სიცოცხლე, ჩნდება ახალი სულიერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი May 4 2007, 06:36 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



miss_kartveli
ციტატა
რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ჩასახვისთანავე უფალი ჩაჰბერავს სულს, თუ ეს სული ადამისგან გვეძლევა, მაშIნ გამოდის რომ როგორც ხორცი, სულიც ასევე მრავლდება, ეს კი ასე არაა. უფლის ნებით ისახება ახალი სიცოცხლე, ჩნდება ახალი სულიერი.




ეს ალბათ უფრო შენი პირადი ვარაუდია ვირე წმინდა მამების მოსაზრება არა? შენი პირადი მოსაზრებაც ლოგიკურია თითქოს, მაგრამ მაინც საინეტრესოა რას მბობენ ამაზე მამები


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკუმენისტი
პოსტი May 4 2007, 06:39 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 285
რეგისტრ.: 1-May 07
წევრი № 1,803



ცალკეულ ადამიანთა სულების წარმომავლობის შესახებ


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


საღვთო წერილში ბოლომდე არ არის ახსნილი თითოეული ადამიანის სულის წარმომავლობა; ეს „საიდუმლოა, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის“ (წმ. კირილე ალექსანდრიელი). არც ეკლესია გვთავაზობს ამ საკითხის შესახებ მკაცრად განსაზღვრულ სწავლებას. მან მხოლოდ გადაჭრით უარყო პლატონის ფილოსოფიიდან მემკვიდრეობით მიღებული ორიგენესეული თვალსაზრისი სულთა წინასწარ არსებობის შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დედაშიწაზე ზეციური სამყაროდან მოდიან. ორიგენესა და ორიგენისტების ეს სწავლება დაგმო V მსოფლიო კრებამ.

მაგრამ აღნიშნული კრების განჩინება არ ადგენს შემდეგს - იქმნება თუ არა ადამიანის სული მშობელთა სულებისგან და მხოლოდ ამ გაგებით არის იგი ახალი საღვთო ქმნილება, თუ უშუალოდ თავად ღმერთი ქმნის თითოეულ სულს, რომელიც გარკვეულ მომენტში უერთდება შექმნის პროცესში მყოფ, ან უკვე შექმნილ სხეულს. ეკლესიის მამათა (წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ ასური, ნეტარი თეოდორიტე) აზრით, თითოეულის სულს თავად ღმერთი ქმნის. ამასთან, ზოგი მათგანის თვალსაზრისით, სულის სხეულთან შეერთება სხეულის შექმნიდან მეორმოცე დღეს ემთხვევა. რომაულკათოლიკური ღვთისმეტყველება გადაჭრით მიემხრო ღმერთის მიერ თითოეული სულის შექმნის თვალსაზრისს - იგი დოგმატური სახით გადმოცემულია პაპის ზოგიერთ ბულაში. პაპმა ალექსანდრე VII ამას დაუკავშირა სწავლება ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვაზე. ეკლესიის ზოგიერთი მამა და მასწავლებელი (ტერტულიანე, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ ნოსელი, ღირსი მაკარი, ანასტასი მღვდელი) თვლის, რომ ორივე სუბტსტანცია - სული და სხეული, ერთდროულად იღებს დასაბამს და ვითარდება. სული იქმნება მშობელთა სულებიდან, როგორც სხეული - მათივე სხეულებიდან. აქ „შექმნაში“ მოიაზრება საღვთო შემოქმედებითი ძალის მოქმედება ფართო გაგებით, რომელიც ყოველგვარი სიცოცხლისათვის დამახასიათებელი და აუცილებელია. ასეთი შეხედულების არსებობის საფუძველს ღმერთის მიერ პირველმშობელი ადამის სახით მთელი კაცთა მოდგმის შექმნა გვაძლევს: „და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი “ (საქმ. 17,26). აქედან გამოდის, რომ ადამში პოტენციურად ჩაიდო თითოეული ადამიანის სული და სხეული. მაგრამ საღვთო განჩინებით, სულისა და სხეულის შექმნა და განგება ხორციელდება ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიერ „რამეთუ იგი თავად მოსცემს ყოველთა ცხორებასა და სულსა ყოვლით კერძო“ (საქმ. 17,25), ანუ უფალი შექმნილს განაგებს.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტეველი ამბობს: „თავდაპირველად მტვრისგან შეზავებული ჩვენი სხეული შემდგომში ადამიანთა სხეულების ნაკადად გადაიქცა. პირველქმნილი ძირიდან არ წყდება ერთ ადამიანში სხვათა დატევნა. ასევეა ღვთივშთაბერილი სულიც - იგი შექმნის მომენტიდან ხდება ადამიანის შემადგენელი ნაწილი, იბადება ხელახლა, პირველსაწყისი თესლიდან მრავალთათვის გასცემს წილს (ცხადია, აქ გრიგოლ ღვთისმეტყველმა სულიერი თესლი იგულისხმა) და ყოველთვის ინარჩუნებს მარადიულ სახეს მოკვდავში. როგორც ჩაბერვა გამოსცემს ხმებს მუსიკალური საკრავის სიდიდის მიხედვით, ასევეა სულიც - საპყარ სხეულში იგი უძლურია, ჯანსაღში კი მთელი თავისი გონიერებით წარმოჩინდება“24. ამავე აზრს იზიარებს წმ. გრიგოლ ნოსელიც.

მამა იოანე კრონშტადტელი თავის დღიურებში ამგვარად მსჯელობს: „რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელს კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია - ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი - ვითარცა თავი თჳსი“ (ლკ. 10,27). ანუ განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთჳს? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია“25.



სულის უკვდავება


პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.


____________________________________________________________________-


სამშვინველი და სული


წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Pianist
პოსტი May 4 2007, 06:41 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 14-April 07
წევრი № 1,652



ციტატა(მხევალი ნინო @ May 4 2007, 03:26 PM) *

Pianist
ძალიან კატეგორიული პოსტია.


მოდი ასე ვთქვათ.. ყველაზე ახლო ჭერშმარიტებასთან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 03:54 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი