ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
ნონა |
Mar 31 2010, 08:26 PM
პოსტი
#61
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
რას ამბობ, მათემატიკაც ზუსტი მეცნიერება და ასტროლოგიაც? ერთი მეორეს აქტიურად იყენებს სხვა დისციპლინებთან ერთად რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უზუსტეს გამოთვლებს ეყრდნობა ასტროლოგია სანამ ბედ-იღბალს გაგვირჩევდეს პ.ს. რომის იმპერიაში კი დაახლოებით მეოთხე საუკუნემდე მათ არც მეტი არც ნაკლები მათემატიკოსებად მოიხსენიებდნენ -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Mar 31 2010, 08:32 PM
პოსტი
#62
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ამ თემას სახელი შეუცვალეთ თორე მე მრცხვენია ფორუმის მაგივრად
ან ცაგარელის სიმცდარე დააწერეთ ან რამე ეგეთი... -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Mar 31 2010, 08:52 PM
პოსტი
#63
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
Atman
ციტატა ეს ჩვენი გონებისთვისაა რთულად გასაგები, თორე იყვნენ ადამიანები, რომლებთან შედარებით აინშტაინი და ლეონარდოც დილეტანტები იყვნენ. მათ გააჩნდათ ერთიანი ცოდნა და ვერ დაარქმევდი ამ ცოდნას ვერც მათემატიკას და ვერც ფიზიკას. ყველაფერს მოიცავდა და ყველაფერს იტევდა და მოდიოდა მთავარი ცოდნიდან, რასაც ღმერთის სიყვარული ჰქვია... ამ სიყვარულის დაკარგვასთან ერთად ცოდნაც მისუსტდა და ნაწილებად დაიყო. ამ ადამიანების დასახელება ხომ შეგიძლია? და საიდან ასკვნი (შენ ან სხვა), რომ ასეთი "უცნაური ყოვლისმცოდნეობის" საწყისი და გზა უფალშია? ნეტარი ავგუსტინე, რომელიც თავისი სექტანტობის პერიოდში ასტროლოგიით იყო გატაცებული, ერთგან თავის აღსარებანში უფალს მიმართავს: "ისინი ამბობენ: ზეცამ ასე ინება, რომ უთუოდ უნდა სცოდო; ანდა ეს ვენერას საქმეა, ანდა მარსისა, ანდა სატურნისა... მაშასადამე, თუ კაცს რომელი სხვა არა არის რა, თუ არა ხორცი, სისხლი და ქედმაღალი ხრწნილება, ვერავითარ ბრალს ვერ მივაწერთ, მაშინ ბრალი თვითონ შემოქმედს, ცისა და ციურ მნათობთა გამრიგეს ედება." იქვე აქვს აღწერილი მისი საუბარი იმჟამად წარმატებულ ექიმთან, თუმცა წარსულში ცნობილ ასტროლოგთან, რომელიც ავგუსტინეს კითხვას - თუ რა უნდა იყოს მიზეზი ასტროლოგთა მტავალი წინასწარმეტყველების აღსრულებისა - ასეთი მაგალითით პასუხობს: - პოეტის წიგნი რომ აიღო და ალალბედზე გადაშალო სამკითხაოდ, მიუხედავად იმისა რომ მისი ავტორი მხოლოდ თავის საკუთარ თემას ავითარებდა და საკუთარ მიზანს ისახავდა, - შეიძლება გამაოგნებელი სიზუსტით წააწყდე, გამაოგნებელი სიზუსტით რომ შეესატყვისება შენთვის საინტერესო საკითხს. -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Mar 31 2010, 09:06 PM
პოსტი
#64
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ნონა
ციტატა ამ ადამიანების დასახელება ხომ შეგიძლია? არსებობდნენ უდიდესი ბრძენები რამდენიმე საუკუნის წინ: ჰერაკლიტე (თუმცა მასზე დაბეჯითებით ვერ ვიტყვი რამდენად ძლიერი იყო ასტროლოგიაში), აპოლონიუს ტიანელი, გაცილებით უფრო ადრე კი ბრძენი ნარადა, ჰიმალაებში იყვნენ კიდე, მეტი სახელი ახლა არ მახსენდება, თუ ძალიან გინდა მოგიძებნი, მაგრამ არაფერს გეტყვის ეს სახელები ციტატა ნეტარი ავგუსტინე, რომელიც თავისი სექტანტობის პერიოდში ასტროლოგიით იყო გატაცებული, ერთგან თავის აღსარებანში უფალს მიმართავს: "ისინი ამბობენ: ზეცამ ასე ინება, რომ უთუოდ უნდა სცოდო; ანდა ეს ვენერას საქმეა, ანდა მარსისა, ანდა სატურნისა... მაშასადამე, თუ კაცს რომელი სხვა არა არის რა, თუ არა ხორცი, სისხლი და ქედმაღალი ხრწნილება, ვერავითარ ბრალს ვერ მივაწერთ, მაშინ ბრალი თვითონ შემოქმედს, ცისა და ციურ მნათობთა გამრიგეს ედება."იქვე აქვს აღწერილი მისი საუბარი იმჟამად წარმატებულ ექიმთან, თუმცა წარსულში ცნობილ ასტროლოგთან, რომელიც ავგუსტინეს კითხვას - თუ რა უნდა იყოს მიზეზი ასტროლოგთა მტავალი წინასწარმეტყველების აღსრულებისა - ასეთი მაგალითით პასუხობს: - პოეტის წიგნი რომ აიღო და ალალბედზე გადაშალო სამკითხაოდ, მიუხედავად იმისა რომ მისი ავტორი მხოლოდ თავის საკუთარ თემას ავითარებდა და საკუთარ მიზანს ისახავდა, - შეიძლება გამაოგნებელი სიზუსტით წააწყდე, გამაოგნებელი სიზუსტით რომ შეესატყვისება შენთვის საინტერესო საკითხს. ამაზე მგონი გასაგებად ავხსენი წინა გვერდზე. პლანეტები მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ღმერთის მორჩილები არ ვართ, მერე აღარ მოქმედებენ. ახლაც არიან ინდოეთში დიდი ასტროლოგები, რომლებიც მაღალი სიზუსტით გეტყვიან მომავალს (მომავლის იმ მიმართულების მიხედვით, რომელიც ამ მომენტშია შენში), თუმცა იმასაც გეტყვიან რომ შეგიძლია ამ მომავლის შეცვლა და რჩევებსაც მოგცემენ. მეცნიერებაა ეს და არა მკითხაობა. ამ ფორუმის სათნო წარმომადგენლებზე პლანეტები ნაკლებად მოქმედებენ მეც კი შემიძლია ხასიათის თვისებები განვსაზღვრო ადამიანის, ოღონდ უფრო ნუმეროლოგიით და დაბალ დონეზე თუ ვინმეს სურვილი ექნება მითხრას დაბადების ზუსტი თარიღი და ვეტყვი მის შესახებ რაღაცეებს (ოღონდ თუ არ დამეზარა ლექციების მოსმენა. არქივში მაქვს ლექციები ნუმეროლოგიაზე. ზეპირად ცუდად მახსოვს ზოგი რიცხვი და პლანეტა ) თუ არ დამეზარა ცოტათი ვედური ქირომანტიის სწავლასაც ვაპირებ. სხვათა შორის მარცხენა ხელი წარსულია და მარჯვენა მომავალი, ხაზები კი დადასტურებული ფაქტია რომ მარჯვენა ხელზე ხშირად იცვლება, მარცხენაზე კი თითქმის არ იცვლება (ანუ წარსული უცვლელია, მომავლის შეცვლა კი შეიძლება). -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Mar 31 2010, 09:19 PM
პოსტი
#65
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ციტატა პლანეტები მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ღმერთის მორჩილები არ ვართ, მერე აღარ მოქმედებენ. გაიხარე, სწორედ რომ ეგ ფრაზაა მთელი ამ თემის ფასი ჭეშმარიტება ღმერთს როცა არ ემორჩილები აბა ვის ემორჩილები? თუ ასტროლოგიას თავისი შესაძლებლობანი მხოლოდ უფლის ურჩზე შეუძლია გამოავლინოს, ვისი ყოფილა იგი? და რაღა გვაკვირვებს მაშინ რომ ეკლესია მას გმობს? ახლა თავიანთი უფალი სატანისტებსაც კი უსრულებს რაღაც-რაღაცეებს (სანამ ნებას დართავს იგი ) ციტატა თუ ძალიან გინდა მოგიძებნი, მაგრამ არაფერს გეტყვის ეს სახელები სახელები რომელიც არაფერს მეტყვის აინშტაინზე და დიდი გონებისაა?! ცხადია არაფერია ამაში შეუძლებელი თუმცა მიზეზის ცოდნაც არ იქნებოდა ინტერესსმოკლებული... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
Atman |
Mar 31 2010, 09:28 PM
პოსტი
#66
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ნონა
აუფ! მთლად არასწორად გაიგე ახლა ციტატა თუ ასტროლოგიას თავისი შესაძლებლობანი მხოლოდ უფლის ურჩზე შეუძლია გამოავლინოს, ვისი ყოფილა იგი?და რაღა გვაკვირვებს მაშინ რომ ეკლესია მას გმობს? მაია და მატერიალური სამყარო გაგიგია რა არის? ციხეზე რო მოვიყვანე მაგალითი იმას კი არ ნიშნავს რომ ციხის ზედამხედველები ეშმაკის მოციქულები არიან. ციხეში დამნაშავეები ზიან და ზედამხედველები თავის მოვალეობას ასრულებენ. არც ბოროტები არიან და არც კეთილები. მზეზე დიდხანს თუ იდგები დაგწვავს და შენი ბრალია თუ მზის? დაჟე ცაგარელიც კი სწორად ამბობს ხშირად: "ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია!" თან ვედური ასტროლოგია ცოტა სხვა რაღაცაა და ბევრი რაღაცის ახსნა მომიწევს ეგ რომ კარგად გავშიფრო. ციტატა სახელები რომელიც არაფერს მეტყვის აინშტაინზე და დიდი გონებისაა?! ხალხს გონია რომ ისტორია ბერძნული მითოლოგიით იწყება და მანამდე ქვის ხანა იყო. რაღა უნდა ვილაპარაკო... ყველაზე ძველი ცოდნა, რომელიც ჩვენამდე შემორჩა ვედებია. გაეცანი და ნაცნობი გახდებიან შენთვის ეს პიროვნებები. დასავლეთში არ იცნობენ თორე აღმოსავლეთში ყველა ისტორიაში და ვედებში ცოტა ჩახედულმა იცის ისინი. ციტატა ახლა თავიანთი უფალი სატანისტებსაც კი უსრულებს რაღაც-რაღაცეებს (სანამ ნებას დართავს იგი ) რა შუაშია ასტროლოგიასთან სატანა? კაი ხო ვწყვეტ კამათს, ძალიან ცალმხრივად უდგები საკითხს. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ნონა |
Mar 31 2010, 09:32 PM
პოსტი
#67
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა აუფ! მთლად არასწორად გაიგე ახლა მაია და მატერიალური სამყარო გაგიგია რა არის? აარაა შენ რასაც გულისხმობ მივხვდი მაგას მაგრამ შენ რასაც ხედავ მაგ სიტყვებში მე იგივე აზრი არ მეკითხება მანდ სხვათაშორის ეს სულაც არ მაკვირვებს თანაც ასტროლოგიაში დილეტნტიც არა ვარ მთლად, ავბედით პერიოდში ჭეშმარიტების ღაღადისი მეგონა ჰო რაც შეეხება ვედებს მათზე არასოდეს ვკითხულობდი და არც ახლა ჩამიტარო ლექცია ძალიან გთხოვ, ისედაც ბევრი ხარახურა მიმძიმებს მომცრო თავს -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
terra |
Mar 31 2010, 10:48 PM
პოსტი
#68
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Apr 1 2010, 06:36 AM
პოსტი
#69
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ციტატა არ უნდა დავბრუნებულიყავი რა! არაა აქ ჩემი ადგილი! ხშირად სიბნელე სინათლეში გერევათ! გეთანხმებით რომ არსებობენ ცრუ წინასწარმეტყველები, თანაც ძალიან ბევრი (ზოგი არაპროფესიონალიზმის, ზოგი კი არ ვიცი რის გამო) მაგრამ ეს ოდნავაც არ აკნინებს ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების ღირსებას. ფიზიკის ბრალი არაა რომ ფიზიკოსებმა ატომური ბომბი შექმნეს! მე არ მოგიწოდებთ ასტროლოგთან მისვლისკენ, იმიტომ რომ ღირსეული ასტროლოგები თითქმის აღარ არიან და მითუმეტეს საქართველოში, მაგრამ თავი დაანებეთ ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების ბრმა კრიტიკას! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
ქევანა |
Apr 1 2010, 01:44 PM
პოსტი
#70
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
Atman
თავისებური გიჟი ხარ დაეტიე! ვინ გიშვებს? მე არ, ხოდა მაუსი არ გაადგა აქედან! ციტატა კი, ნუმეროლოგია მაგალითად ასტროლოგიის მათემატიკური გამოხატულებაა.. ეს არ ვიცოდი, წავალ გავარკვევ უფრო დაწვრილებით -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
terra |
Apr 1 2010, 10:12 PM
პოსტი
#71
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Apr 2 2010, 07:48 AM
პოსტი
#72
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ასტროლოგის მთავარი ღირსება ის უნდა იყოს რომ ღმერთამდე უნდა მიგიყვანოს და გასწავლოს, რომ პლანეტები და კარმა მხოლოდ მანამ მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ვჯიუტობთ და ღმერთისგან "დამოუკიდებლად" ცხოვრება გვინდა.
ასტროლოგ მხოლოდ ბედის დინების მიმართულებას გვეუბნება და გვასწავლის რომ ამ მიმართულების შეცვლა შესაძლებელია. მიგვითითებს ჩვენი ხასიათის უარყოფით მხარეებზე. ეს არაა უმაღლესი ცოდნა, რომელიც გაგვანთავისუფლებს, მაგრამ არა მგონია ბევრი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ცოდნაზე მაღლა დგას თავისი განვითარებით და "ვარსკვლავებს ეთამაშება". სანამ წაეთამაშები ვარსკვლავს, ჯერ უნდა დააკვირდე და შეისწავლო და კიდევ მთავარი: პლანეტები მოქმედებენ არა ჩვენზე, არამედ ჩვენს გონებაზე, ხასიათზე, განწყობაზე, побуждения-ზე, მაგრამ ჩვენ სული ვართ და არა გონება. უბრალოდ ვინც სუსტია ადვილად ექცევა გონების გავლენის ქვეშ, შესაბამისად პლანეტების გავლენის ქვეშაც... ასტროლოგიას იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ არა ცინიზმით და დაცინვით, მითუმეტეს როცა არაფერი გვესმის მასზე და მხოლოდ "სარკე"-დან და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-დან გაგვიგია მასზე ასტროლოგების (და არა ასტროლოგიის) მთავარი სიმცდარე კი იმაშია, რომ ღმერთისკენ კი არა მატერიალური, "სულიერი", ან ფიზიკური (ვგულისხმობ განმრთელობას) კეთილდღეობისკენ მიმართას ადამიანის ყურადღებას და ნაკლებად ღმერთისკენ. დასავლეთში ასტროლოგი გეუბნება: იმისთვის რომ ამა და ამ პლანეტის ცუდი ზეგავლენა მოგეხსნას ჩაიცვი ეს ფერი, გაიკეთე ეს ა და ეს ძვირფასი ქვა, მიაქციე ყურადღება ხასიათის ამა და ამ შტრიხებს. აღმოსავლეთში კი (სადაც უფრო მეტი ნორმალური ასტროლოგი მოიძებნება) გეუბნებიან: ილოცე, იარე ტაძარში, თაყვანი ეცი ღმერთს, გაიღე მოწყალება და ა.შ. თუმცა ხშირად ადამიანზეცაა დამოკიდებული, რას ეუბნება ასტროლოგი. თუ მე იმ მოტივით მივდივარ, როგორ გავხდე მდიდარი, რა თქმა უნდა ასტროლოგიც მეტ აქცენტს ამაზე მიკეთებს. თუ მე ვეუბნები რომ სულიერი განვითარება მინდა, შესაბამის რჩევებს მაძლევს. ძველად ასტროლოგი, ექიმი და სულიერი მოძღვარი ერთ პიროვნებაში იყო ხოლმე გაერთიანებული და არ არსებობდა ცნება: მხოლოდ ასტროლოგის ან მხოლოდ ექიმის, მითუმეტეს კარდიოლოგის და ა.შ. ვიწრო სპეციალიზაციებით. ეს დასავლური "ცივილიზაციის" და დაბალგანვითარებული აზროვნების შედეგია. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Apr 2 2010, 01:06 PM
პოსტი
#73
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ციტატა ასტროლოგის მთავარი ღირსება ის უნდა იყოს რომ ღმერთამდე უნდა მიგიყვანოს და გასწავლოს, რომ პლანეტები და კარმა მხოლოდ მანამ მოქმედებენ ჩვენზე, სანამ ვჯიუტობთ და ღმერთისგან "დამოუკიდებლად" ცხოვრება გვინდა. ღმერთამდე მიმყვანებელი, მაცხოვნებელი და განღმრთობის საწინდარი, მე მხოლოდ ერთი ვიცი - მართლმადიდებლობა, იესოს მოძღვრება, ჩვენი წინაპრების მრავალსაუკუნეობრივი და განუხრელი აღმსარებლობა. და არა ასტროლოგია. კარმაზე და მეტემფსიქოზზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მრავალჯერ გადაღეჭილი თემაა. ციტატა და კიდევ მთავარი: პლანეტები მოქმედებენ არა ჩვენზე, არამედ ჩვენს გონებაზე, ხასიათზე, განწყობაზე, побуждения-ზე, მაგრამ ჩვენ სული ვართ და არა გონება. უბრალოდ ვინც სუსტია ადვილად ექცევა გონების გავლენის ქვეშ, შესაბამისად პლანეტების გავლენის ქვეშაც... აქ ცთომილებაა. სწორედ სული არის მოაზროვნე სუბსტანცია, ის, რაც ცხოველებს არ აქვთ და შესაბამისად, მხოლოდ ინსტინქტების დონეზე მოქმედებენ და არა გააზრებულად და გაცნობიერებულად. იმედია არავის ჰგონია, რომ გონება - ტვინია, თავის ქალაში დაცული ცხიმის, ცილის და ნეირონების კონგლომერატი. ციტატა ასტროლოგიას იუმორით უნდა შეხედო, მაგრამ არა ცინიზმით და დაცინვით, მითუმეტეს როცა არაფერი გვესმის მასზე და მხოლოდ "სარკე"-დან და "ეძიე ვარსკვლავი შენი"-დან გაგვიგია მასზე ასტროლოგიას ვერანაირად შევხედავ იუმორით, რადგან ის არის მცდარი მოძღვრება, რომელიც ქრისტიანის და ზოგადად ადამიანის სულს აშორებს ჭეშმარიტებას. და არც ისეა საქმე, რომ სალონური თუ ბულვარული ასტროლოგიის გარდა სხვა არაფერზე გაგვეგოს და წაგვეკითხოს. აქ როგორაა იცი საქმე?! - სახლის ყიდვას რომ აპირებს ადამიანი, სადაც უნდა იცხოვროს, დაიწყებს იგი კარ-ფანჯრის და კოსმეტიკის თვალიერებას, თუკი აღმოაჩინა, რომ სახლს, საძირკველი აქვს ჩამოშლილი, დაზიანებული, სარდაფში წყალი დგას და სახლი საცხოვრებლად არ გამოდგება? ასევეა ასტროლოგია. რაც უნდა ლამაზი და მიმზიდველი იყოს იგი, საფუძველშივე არის დაზიანებული და გამოუსადეგარი. ციტატა აღმოსავლეთში კი (სადაც უფრო მეტი ნორმალური ასტროლოგი მოიძებნება) გეუბნებიან: ილოცე, იარე ტაძარში, თაყვანი ეცი ღმერთს, გაიღე მოწყალება და ა.შ. როგორი ლოცვა? რომელ ტაძარში? რომელ ღმერთს? მანტრა და აღმოსავლური ლოცვითი სისტემები, ვერასდროს იქნება ქრისტიანისთვის ლოცვა. ვერც ბუდისტური თუ კრიშნაიდული ტაძრები იქნება მისთვის ჭეშმარიტი უფლის სამყოფელი. ღმერთი ერთია? იესოც და ისიც, ვისიც სწამთ აღმოსავლელებს? არა!! მოწყალებაც არაფრის მომტანია ადამიანისთვის, თუ ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე არ დგას იგი. ჩვენი და ჩვენი წინაპრების აღმზრდელი წმინდა წერილი გარკვევით, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ : ,,ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან’’. და შენ გინდა თქვა, რომ წმინდა წერილში რამე ცთომილებაა? არაა იგი სულიწმიდის კარნახით დაწერილი? ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ თავიანთი აღმსარებლობისთვის და ამით არაამქვეყნიური ნათლის გვირგვინებს მოიპოვებდნენ. და ეხლა, ჩვენთვის სულ ერთია ეს ყველაფერი? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Apr 2 2010, 03:58 PM
პოსტი
#74
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
terra
ციტატა როგორი ლოცვა? რომელ ტაძარში? რომელ ღმერთს?მანტრა და აღმოსავლური ლოცვითი სისტემები, ვერასდროს იქნება ქრისტიანისთვის ლოცვა.ვერც ბუდისტური თუ კრიშნაიდული ტაძრები იქნება მისთვის ჭეშმარიტი უფლის სამყოფელი.ღმერთი ერთია? იესოც და ისიც, ვისიც სწამთ აღმოსავლელებს? არა!!მოწყალებაც არაფრის მომტანია ადამიანისთვის, თუ ჭეშმარიტ აღმსარებლობაზე არ დგას იგი.ჩვენი და ჩვენი წინაპრების აღმზრდელი წმინდა წერილი გარკვევით, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად გვეუბნება, რომ :,,ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან’’.და შენ გინდა თქვა, რომ წმინდა წერილში რამე ცთომილებაა? არაა იგი სულიწმიდის კარნახით დაწერილი?ჩვენი წინაპრები სისხლს ღვრიდნენ და მოწამეობრივად აღესრულებოდნენ თავიანთი აღმსარებლობისთვის და ამით არაამქვეყნიური ნათლის გვირგვინებს მოიპოვებდნენ.და ეხლა, ჩვენთვის სულ ერთია ეს ყველაფერი? კარგი ხო დაწყნარდი... ცრემლი მომადგა თვალზე კინაღამ კარგია ასეთი ერთგული მართლმადიდებელი რომ ხარ, მაგრამ მაინც ბრმად განიკითხავ ასტროლოგიას. მართლმადიდებლურ შეხედულებას იცავ და ბოლომდე იზიარებ. შენი გამოცდილება და ცოდნა კი არასაკმარისია ასტროლოგიასთან დაკავშირებით. მართლმადიდებლობის შეხედულება ყველამ ვიცით. მე შევეცადე რაღაც ახალი შემომეთავაზებინა. სხვა მიმართულების შეხედულება. მიიღებთ თუ არა ეგ უკვე თქვენი საქმეა. ღმერთს კი არანაირად არ ეწინააღმდეგება ასტროლოგია. მისი არასწორად გაგება და გამოყენება ეწინააღმდეგება ღმერთს. სხვა რელიგიებს მოდი შევეშვათ. ყველას თავისი რელიგია უნდა ეგონოს ყველაზე ჭეშმარიტი. ეს ბუნებრივია, მაგრამ ცოოოოტა ფრთხილად ვიყოთ სხვების განკითხვასთან დაკავშირებით. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
terra |
Apr 2 2010, 04:54 PM
პოსტი
#75
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ცოოოოტა ფრთხილად ვიყოთ სხვების განკითხვასთან დაკავშირებით. მე არ განვიკითხავ. )) უფალია განმკითხველი, შურისმგებელი და თავად მიაგებს მათ, ვინც მას მტრობენ. ასე წერია საღმრთო წერილში. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
Atman |
Apr 2 2010, 05:02 PM
პოსტი
#76
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
terra
ციტატა მე არ განვიკითხავ. ))უფალია განმკითხველი, შურისმგებელი და თავად მიაგებს მათ, ვინც მას მტრობენ.ასე წერია საღმრთო წერილში. ჰოდა ძალიან კარგი მე არ ვარ მართლმადიდებელი ფორმით, მაგრამ უფალს არ ვმტრობ. პირიქით, ვცდილობ რაც შეიძლება მეტად შემიყვარდეს, და თუ რამე შემეშლება ვიცი რომ დამსჯის (საბედნიეროდ) მაგრამ დაე დამსაჯოს, მაინც ვიტყვი რომ მხოლოდ მართლმადიდებლობა არაა ჭეშმარიტი რელიგია! -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Apr 10 2010, 03:41 PM
პოსტი
#77
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
რას იტყვით, გაზიაროთ ჭეშმარიტი ასტროლოგიის საფუძვლებს (მოკლედ რა თქმა უნდა) თუ არ ღირს ამ ფორუმზე? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
.ნინო |
Apr 10 2010, 04:38 PM
პოსტი
#78
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
Atman
ციტატა რას იტყვით, გაზიაროთ ჭეშმარიტი ასტროლოგიის საფუძვლებს (მოკლედ რა თქმა უნდა) თუ არ ღირს ამ ფორუმზე? ღმერთის გმობას თუ არ აპირებ, დაიწყე, მაგრამ "საშინელი ბრძოლისთვის" მოემზადე. -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
Atman |
Apr 10 2010, 06:32 PM
პოსტი
#79
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
.ნინო
ციტატა ღმერთის გმობას თუ არ აპირებ, დაიწყე, მაგრამ "საშინელი ბრძოლისთვის" მოემზადე. ღმერთის გმობა რატო უნდა დავიწყო? ასტროლოგია ღმერთის გმობაა? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
aamirani |
Jan 9 2012, 12:36 AM
პოსტი
#80
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 84 რეგისტრ.: 8-January 12 წევრი № 11,924 |
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან? http://martlmadidebloba.ge/sacdurebi20.html http://martlmadidebloba.ge/sacdurebi20.html |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 03:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი