თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მამათა გამონათქვამები

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Mar 5 2007, 09:08 PM



ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)




პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 5 2007, 09:14 PM

ასეთი თემა ხომ გვაქვს? ახალი რატომ გახსენით?
http://church.ge/index.php?showtopic=159&hl=??????+??????????????

http://church.ge/index.php?showtopic=46&hl=??????+??????????????

ლილიანა, გადაიტანე შენს განყოფილებაში და მიუერთე რა

პოსტის ავტორი: Murzayani თარიღი: Mar 5 2007, 09:15 PM

wink.gif

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 6 2007, 12:39 AM

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.


უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, მაგრამ უდიდესი სიბრძნეა იყო მორწმუნე!

უფრთხილდი საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის!

ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდეგ წამოდგომა, რადგან ამაშია ცხონება.

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 8 2007, 09:06 PM

+
წმ.მამები გვაფრთხილებენ:
1.''სჯობს შფოთი კეთილი,ვიდრე მშვიდობა განმაშორებელი ღვთისაგან!''-წმ.გრიგოლი ღვთისმეტყველი;
2.''ვინც ტაძარსში ღვტისმსახურების დროს ლაპარაკობს,ორმაგ ცოდვას სჩადის:ერთია რომ თვიტონ არ უსმენს ღვთისმსახურებას,მეორეც მოყვასს თვისსა აცდენს და ამავე ცოდვაში აგდებს!''-წმ.სიმეონ ახალი ღვტისმეტყველი;
3.''უწინარეს ყოვლისა სძლიე შენს საკუთარ ვნებებს,ვიდრენდის მოინდომებდი პირველი ნაბიჯის გაკეტებას ღვთისმეტყველებაში''-წმ.იოანე კიბისაღმწერელი;
4.''როგორც გადმოგვცემენ მამები,უკიდურესობანი,როგორც ერთი,ისე მეორე მხრიდან,ერთნაირად მავნებელნი არიან სულთა ჩვენთათვის...საჭიროა სვლა სამეფო,საშუალო გზით,ყოველნაირად უკიდურესობათაგან თავის აცილებით!''-წმ.კასიანე რომაელი;
5."ქრისტიანებად არ იბადებიან!ქრისტიანებად ხდებიან!''-წმ. იერემია ნეტარი;
6.''თუ ადამიანს არ ძალუძს მოწამეობრივი გვირგვინის მიღება,იმას მაინც შეეცადოს,რომ აგმოჩნდეს მოწამეთა გვერდით!''-წმ.კლიმენტ ალექსანდრიელი;
7.''ვინც გადაწყვიტა ემსახუროს ღმერთს,განამზადოს გული თვისი მწუხარებათა მისაღებად!"-წმ.ბასილი დიდი;
8.''ვისთვისაც ეკლესია არ არის დედა,არც ღმეთია მისთვის მამა!''-წმ.ეგნატე ღმერთშემოსილი.
+

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 8 2007, 09:08 PM

betaneli luka
არის ეს თემა უკვე wink.gif

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 9 2007, 11:40 PM

ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.

ბერი იოსენ ოპტელი

კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.

ნეტარი ავგუსტინე





ხშირად ხდება, რომ უდანაშაულონი ვართ იმის წინაშე, ვინც გვაწყენინა, მაგრამ ღვთის წინაშე მრავლად შევცოდეთ, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ღმერთი ხედავს.

მთავარეპისკოპოსი მაკარი




არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.

წმინდა ნიკოლოზ სერბელი




ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო.

ავდეევი, ნევიაროვიჩი


მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ.

წმინდა ბარსანოფი დიდი




კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.

წმინდა იოანე ოქროპირი


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 9 2007, 11:41 PM

ციტატა(natia83 @ Mar 9 2007, 11:39 PM) *


წმინდა ნიკოლოზ სერბელი
ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო.

ავდეევი, ნევიაროვიჩი
მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ.

წმინდა ბარსანოფი დიდი

მესიამოვნაsmile.gif

დიდი მადლობა ამისთვისsmile.gif

პ.ს. ლილიანა, შეუერთე ეს თემა ასეთივესsmile.gif

პოსტის ავტორი: chess თარიღი: Mar 10 2007, 12:30 AM

როდესაც გვლანძღავენ, ჩავთვალოთ, რომ არა ვართ ქების ღირსნი. ქების ღირსნი, რომ ვყოფილიყავით, თაყვანს გვცემდნენ.

ღირსი სერაფიმე საროველი



წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო

წმინდა მამა ლუკა ვოინო-იასენეცკი


პოსტის ავტორი: kaxa თარიღი: Mar 12 2007, 01:20 PM

natia83


26. სხეული ჩვენი ხანგრძლივი შრომით უნდა დავიმორჩილოთ და გავთანგოთ, რათა მისით საცთურს არ ვეწიოთ.
27. თავად დაუწესე საკუთარ თავს რაიმე საქმე სენაკში მუშაობისათვის, და გული შენი ყოველთვის მშვიდად და მდაბლად იქნება.
28. აიძულე თავი, სენაკში ხელსაქმეს მისდიო, და შენს სულში ღვთის შიში დაიმკვიდრებს.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 12 2007, 05:08 PM

"ცხოვრება ადამიანისა ბრუნავს ვითარცა ურმის თვალი და მასთანვე ბრუნავენ და იძვრიან ქვეყანაზე ცოდვა და მადლი."


შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავის დედ-მამისა. ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვასა და კურთხევასა."


გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 12 2007, 05:35 PM

უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ისინი ზეცაში ისმის.

ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Mar 12 2007, 05:43 PM

კაცი გონიერი თუკი მის გულში ღვთის მადლი და ხარება არის არასოდეს არ იქნება კმაყოფილი თავის თავისა. იგი მარადის თავის თავის აფრთხილებს და თავის თავის უჯავრდება... თვით ღმერთმა კაცის ბუნების შინა დანერგა დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისა და უმაღლესისა მდგომარეობისადმი... შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა.



გაბრიელ ეპისკოპოსი

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 13 2007, 07:10 PM

''მდიდარი ქალაქი იზიდავს სულით და გულით ღატაკ,ცარიელ ადამიანებს,ხოლო სულით მდიდართ კი განაგდებს თავისგან. ღატაკი უდაბნო კი მიიღებს მდიდართა სულით და საშუალებას აძლევს მათ განამრავლონ თავიანტი სულიერი სიმდიდრენი.''-ხუცესმონოზონი სერაფიმე(როუზ)პლატინელი.

პოსტის ავტორი: martlmadidebeli2 თარიღი: Mar 15 2007, 02:32 PM

ძალიან კარგია რომ ნამდვილი ქარტული სული თქვენნაირ ახალგაზდებში ცოცოხლობს მადლობა იმისატვის რომ არსებობთ დიდება უფალს. blink.gif blink.gif ცოდვილტა შორის უცოდვილესი ეს მე ვარრრრრრრრრრრრრრრრრრრ sad.gif sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: natia83 თარიღი: Mar 15 2007, 06:32 PM

ქრისტიანს უნდა შეეძლოს დაცემის შემდგომ წამორდგომა, რადგან ამაშია ცხონება!

დიდი საუნჯეა ადამიანისათვის სიფაქიზე პატიოსნებისა და სიწმინდე ნამუსისა!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 29 2007, 10:35 PM

ვთქვათ, ვიმყოფებით ახლობელთა წრეში, ან თუნდაც „მტრების“ გარემოცვაში, სადაც მწვავე კამათია რაიმე საკითხის გამო. შენ მოკამათეს არ ეთანხმები, საპირისპირო აზრებს ვეღარ იტევ და მზად ხარ, შეესიტყვო და მიაგო ოპონენტს შენი სათქმელი. შეჩერდი, ნუ აჩქარდები, აუწონავი შენი ნათქვამი შენს წინააღმდეგვე მობრუნდება. მიეცი მოკამათეს საშუალება, ბოლომდე თქვას სათქმელი. დადუმდი, მაგრამ იფიქრე მთავარზე, მთავარ თემაზე, განაგდე შენგან ის ფიქრები, რაც პირადად გეხება, ამბიციებზე მოქმედებს და თავმოყვარეთბას გილახავს. ვიდრე მოწინააღმდეგე ლაპარაკობს, სთხოვე უფალს, იყოს შუამავალი შენსა და შენს მოპასუხეს შორის, იყოს კეთილად წარმმართველი თქვენი გონებისა. წრფელი გულით ნათქვამს, უფალი აუცილებლად ისმენს, მუდამ შენთან იქნება და არ მიგატოვებს.
თუ მოწინააღმდეგე შენს მიმართ იყო უხეში და შეურაცხმყოფელი, უპასუხე სიმშვიდით, შესაძლო კორექტულობით, პატივისცემით და გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება შენი იქნება.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 6 2007, 10:38 PM

ამპარტავნებას სხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი მძიმე ფორმაა სიმდაბლით ამპარტავნება. როგორც ამბობენ, ეს „თავმდაბლობა“ უარესია ამპარტავნებაზე. ვინც ამ ცოდვაშია, თავის თავს ხშიად ამცირებს სიტყვით და აღიარებს, რომ სუსტია და მრავალი მანკიერი თვისება აქვს, მაგრამ საკმარისია ვინმესგან შენიშვნა მიიღოს, მსწრაფლ განრისხდება, განაწყენდება და უჭირს პატიება. თუ ასეთ ადამიანებს მართლაც სურთ თავმდაბლობის მოპოვება, უნდა მიეჩვიონ წყენის უდრტვინველად გადატანას: ეს აუცილებლი პირობაა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Apr 7 2007, 11:45 AM

მარიამ! ძალზე მნიშველოვანია შენგან დადებული ჩვენი პატრიარქის უმნიშვნელოვანესი აზრები, ძალიან გვჭირდება დღეს ასე ვიქცეოდეთ ყველა(მეტ-ნაკლებად)!

პოსტის ავტორი: natali თარიღი: Apr 13 2007, 02:02 AM

"რომ იცოდე,რა სიხარული და სიტკბოება ელოდება მართლის სულს ზეცაში,მაშინ უდიდესი მადლობით გადაიტანდი ყველანაირ ტანჯვას,დევნასა და ცილისწამებას მიწიერი ცხოვრების დროს.თუნდაც რომ აი,ეს ჩვენი სენაკი სავსე ყოფილიყო მატლებით და ეს მატლები მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენს ხორცს რომ ჭამდნენ,ასეთი ტანჯვაც კი ცოტა იქნებოდა იმ სიხარულთან შედარებით,რაც ჩვენ ზეცაში გველოდება.უფრო მეტს მოვითხოვდით,ოღონდ არ დაგვეკარგა ეს სიხარული..."


წმ. მამა სერაფიმე საროველი

პოსტის ავტორი: salome_tur თარიღი: Apr 13 2007, 03:08 PM

ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარი კი - არსად."

წმიდა იოანე დამასკელი

"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა."

წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 16 2007, 12:46 AM

უმჯობესია დუმილით გადაიტანო წყენა, ვიდრე პასუხით აჯობო.
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

დავითმა უმეტესი გამარჯვება მოიპოვა საულის დანდობით, ვიდრე მაშინ, როდესაც გოლიათი დაამარცხა.
წმიდა იოანე ოქროპირი

არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ.
ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2007, 01:10 PM

"ბევრს სურს სულის ცხონება, მაგრამ არ იცის, რითი დაიწყოს. დაწყება კი საჭიროა ბოლოდან, ანუ - სიკდვილის გახსენებით."

ათონელი ბერი კვირიკე

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: May 6 2007, 04:55 PM

ღვთის გულმოწყალებაა, რომ ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება, რადგანაც უკანასკნელი დღე დაფარულია, ყოველი დღის მიმართ ყურადღებით ვიქნებით.
წმიდა იოანე ოქროპირი

ყოველთვის ელოდე, მაგრამ ნუ გეშინია სიკვდილის: ისიც და ესეც სიბრძნისმოყვარეობის ჭეშმარიტი ნიშნებია.
წმიდა ნილოს სინელი

სიკვდილი იმდენად საშინლად აღარ მოგეჩვენება, თუ ყოველდღიურად და ყოველწუთიერად დაელოდები მას, ისევე, როგორც ვერ გვაშინებს ის მტერი, რომელსაც გამუდმებით ველით.
წმიდა ტიხონ ზადონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2007, 11:57 AM

"მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს."

წმ. ამბროსი ოპტელი

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 12 2007, 01:53 PM

ქრისტიანი ისაა, ვინც ადამიანის შეძლებისდაგვარად ბაძავს ქრისტეს სიტყვით, საქმით და გულისთქმით.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება და საშინელება შეიძლება შეემთხვეს - უფალი განარისხოს.
წმიდა იოანე ოქროპირი

უფალმა შეგვიმსუბუქა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალი სიკეთის იმედით, არამედ სხვა საშუალებითაც. ე.ი. თავისი მუდმივი შეწევნით.
წმიდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 30 2007, 11:39 PM

უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის გზით მავალმა ადამიანმა ამ ქვეყნად განვითარების სამი საფეხური უნდა გაიაროს: მონობის, დაქირავებული მსახურის და შვილობის.
მონაა ის, ვინც ემორჩილება უფალს შიშის გამო.
დაქირავებულია ის, ვინც შრომობს და მორჩილებს მას სანაცვლო ანაზღაურების იმედითა და სურვილით.
შვილია იგი, ვინც ცხოვრობს და მოქმედებს სიყვარულის კანონებით.

უწმინდესი და უნეტარესი ილია II

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2007, 02:07 PM

"როცა მოყვასს შეხვდები, აიძულე თავი შენი, პატივი მიაგო მას იმაზე მეტად, ვიდრე ეკუთვნის.

შეაქე იმისთვისაც, რაც მას არ გააჩნია. ხოლო როდესაც დაშორდები, ილაპარაკე მასზე ყველაფერი კარგი და ღირსპატივსაცემი, რადგანაც ამგვარი სიკეთით აიძულებ მას, შერცხვეს იმ პატივის გამო, რომელსაც მიაგებ და ასე დანერგავ მასში სათნოების თესლს.

შენ მიერ შეძენილი ამგვარი ჩვევისაგან შენზე აღიბეჭდება ხატი სახიერებისა, შეიძენ უმაღლეს სიმდაბლეს. გარდა ამისა, შენ მიერ პატივცემული, შენგან მიგებული პატივით დარცხვენილი, თუნდაც რაიმე ნაკლი გააჩნდეს, იოლად გამოსწორდება.

დაე, ყოველთვის გაგაჩნდეს ეს ზნე - ყველასადმი იყო კეთილგანწყობილი და თავაზიანი, ნურავის დაამწუხრებ ბოროტთა საქმეთა მიზეზით და ნურავისი შეგშურდება. ნუ იტვირთავ ვინმეს გაკიცხვასა და მხილებას."

წმიდა ისააკ ასური

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: May 31 2007, 02:27 PM

ერის დამხობა და გათახსირება იქიდამ იწყება როცა ერი ივიწყებს თავის ისტორიას

წმ.ილია მართალი.

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 1 2007, 01:16 PM

შეუძლებელია მიაღწიო სიბრძნეს, თუ ბრძნულად არ იცხოვრებ.

უმჯობესია არა სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ საქმით დამოწმებული.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

როგორც გონიერი ფუტკარი აგროვებს ყვავილებისაგან თაფლს, ასევე შენც კითხვის საშუალებით მოიპოვე შენი სულის წამალი.
წმიდა ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: zaza zarqua თარიღი: Jul 19 2007, 04:13 PM

"მშობლები, რომლებიც სათანადოდ არ აღზრდიან შვილებს დროებითი ცხოვრებისათვის აჩენენ მათ, მაგრამ სამუდამო სიკვდილის კარს უღებენ. თუკი ღვთის მოშიშად საუცხოოდ აღზრდი ,ხოლო ისინი ასევე აღზრდიან საკუთარ შვილებს, მათი შვილები კი- თავისას, მაშინ უკეთესი ცხობრება წავა, რომელიც სათავეს და ძირს შენგან აიღებს "

წმ.იოანე ოქროპირი

" დედა შვილის შობით, პირველ რიგში ქვეყანას მოუვლენს ადამიანს, შემდეგ კი მისი სახით ზეცას უნდა მისცეს ანგელოზი. არ არსებობს უფრო დიდი ხელოვნება, ვიდრე აღზრდის ხელოვნებაა.ფერმწერი, ხელოვანი მხოლოდ უსიცოცხლო ფიცარს ქმნის,ბრძენი აღმზრდელი კი ქმნის ცოცხალ სახეს, რომლის შემხედვარე უფალის ხარობს და კაციც."

წმ.იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2007, 11:37 AM

"კაცს რომ ცოდვა დაამარცხებს და ბოროტება მოერევა, იგი უკვე სხვაშიც ბოროტებას ხედავს, მაშინ როცა კეთილი და წმინდა ადამიანი სხვის პიროვნებაშიც, უპირველეს ყოვლისა, სიკეთესა და კარგ თვისებებს ამჩნევს."

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 27 2007, 12:26 AM

ლოცვაზე

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო“. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ისააკ ასური

ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობელობა გულისა გამთხვიოს. სულით მშრაილ, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები.
იღუმენი არსენი

ლოცვა სულის სუნთქვაა.
წმ. იოანე კრონშტადტელი

ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზება. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა.
წმინდა ანთიმოზ ქიოსელი

დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე უფრო ბედნიერი და მშვიდია.
გონება, საითაც დილით მიიმართება, იმით იქნება დაკავებული მთელი დღე. როგორც წისქვილის ქვა, მთელი დღის მანძილზე რომ ფქვავს იმას, რასაც დილით ჩაყრიან საფქვავად, იქნება ეს ფქვილი თუ ღვარძლი. შევეცადოთ, დილიდან ხორბალი ჩავყაროთ, რომ მტერმა ღვარძლი არ ჩაგვიყაროს მის ნაცვლად.
დღის მანძილზე გულმოდგინეს აკეთე ის საქმეები, რომლებიც შენი წოდებითა და საზოგადოებრივი მდგომარეობით გევალება. ამ საქმეების შესრულების დროსაც გამოძებნე წუთები, რომ მოწიწებით იფირო და ილოცო ღმრთისადმი, რომელიც აკურთხებს პატიოსან შრომას და კეთილ საქმეში შეეწევა კაცს.
შრომა და ლოცვა, ლოცვა და შრომა - აი, ღმრთის მიერ მოცემული დროის ყველაზე უფრო კარგი და საჭირო გამოყენება.
ილოცე და იშრომე - აი, ოქროს წესი, რომელიც მიწიერი ცხოვრების მთელ სიბრძნეს მოიცავს.
პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი

თუ გაიღვიძებ ღამით, გაიხსენე ღმერთი და ილოცე.
ღამით ლოცვა მზესავითაა, ანათებს დღის ყველა საქმეს.
რაც არ უნდა დაგაკისროს ღმერთმა, რა გარემოებებშიც არ უნდა აღმოჩნდე, ილოცე შენი სულის ხსნისათვის და იშრომე საზოგადოების სასარგებლოდ: ლოცვა და შრომა ერთმანეთს ამაგრებენ: ლოცვა იძლევა ძალას შრომისათვის, რომლისთვისაც დავიბადეთ, ხოლო შრომა ფანტავს ცუდ აზრებს - უქმობის შვილებს და გონებასა და გულს სიმშვიდეს და ყურადღებას ანიჭებს. ნეტარია ადამიანი, ვისი გულიც არ წესრიგს არ არღვევს.

როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.
წმ. ეფრემ ასური

ბრმის განკურნება იერიქონთან მისი დაჟინებული ლოცვის ნაყოფი იყო... მიუტევებელია სიცივე ლოცვის დროს... ილოცო - სწორედ ეს ნიშნავს იცხოვრო... ლოცვა განასხვავებს ჟინს მოთხოვნილებისაგან... ამბობენ ხოლმე, ირგვლივ მყოფნი გვიშლიანო ხელს ლოცვაში. - მაგრამ სახარება მიგვითითებს ბრმაზე, რომელსაც რისხავდნენ, აჩუმებდნენ, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა მოუხმობდა უფალს... ჩვენ ცუდად ვიცით ლოცვა, მაგრამ მაინც უნდა შევსთხოვდეთ უფალს, რათა მოვიდეს და განგვინათლოს გული...

რად ისმინა უფალმა ბრმის თხოვნა, როდესაც ის ხმობდა „იესუ, ძეო დავითისაო, შემიწყალე მე“. ისმინა იმად, რომ ბრმის ლოცვა აღსავსე იყო არა მარტო ქრისტეს მესიანურობაში რწმენით, არამედ მისმა ლოცვამ გადალახა ყველა ის დაბრკოლება და საცთური, რაც ხალხისგან შეხვდა... ხშირად ჩვენს ლოცვით სიტყვებს წინ უსწრებენ გულისსიტყვანი, გონება სავსეა სიტყვებით, სახეებით, აზრებით, მოგონებებით, შთაბეჭდილებებით, რომელნიც ხელს გვიშლიან გონება მოვიკრიბოთ ლოცვისას... გაგვიტაცებენ ხოლმე რა გულისთქმები, ვკარგავთ იმის რწმენას და ხსოვნას, რომ უფალი დგას ჩვენს წინაშე და ისმენს ჩვენს ლოცვას... ჩვენც რომ უგულებელსვყოფდეთ ხოლმე იმ ბრმასავით გულისთქმებს და მიუხედავად ყველა იმ სიძნელისა, რაც ლოცვას ახლავს (აკი მამათა სწავლებით ეშმაკი განსაკუთრებით ებრძვის ქრისტიანს ლოცვაში) ჩვენც რომ გამუდმებით ვხმობდეთ სიღრმით გულისად: ძეო დავითისაო, შემიწყალე მე! - უფალიც არ დაახანებდა და აგვისრულებდა სათხოვარს... მაგრამ ჩვენ ლოცვა უბრალო დგომად გადაგვიქცევია და ნაყოფიც არა სჩანს... ჩვენი ლოცვები შესმენილნი არაა არა იმიტომ, რომ უფალი არ გვისმენს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენვე არ გვესმის ჩვენი ლოცვები...

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Aug 2 2007, 02:33 PM

რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი


პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 2 2007, 04:42 PM

ბერ ეფრემ კატუნაკიელის მონათხრობი:

ერთ მონასტერში მემსგეფსე მღვდელმა, რომელიც კმევას ასრულებდა, უპირატესთან მისვლისას მას არ უკმია. როდესაც მღვდელმა გზა განაგრძო, უპირატესმა საკუთარი აღშფოთების გამოთქმა დაიწყო. მაშინ მღვდელმა მას უთხრა: "შემინდევ, მამაო, მაგრამ სტასიდაში ვერ დაგინახე". აქ სხვა მამებმა, რომლებიც იქვე იყვნენ, უპირატესს უთხრეს, რომ მღვდელი ჭვრეტის ნიჭითაა დაჯილდოვებული და უმჯობესია უპირატესმა საკუთარი თავი გამოსცადოს. იგი ჩაფიქრდა და აღიარა, რომ კმევისას ფიქრით მონასტრის მეტოხში იმყოფებოდა.

წმიდა ნექტარი ეგინელმა მასთან მონაზვნად გახდომის კურთხევისთვის მისულ ერთ გოგონას უთხრა: "შვილო ჩემო, 5-10 თხა გვყავს, მათი მწყემსი იყავი." "მაკურთხეთ", მიუგო მორჩილმა და მორჩილების აღსრულება დაიწყო. ერთხელაც მან უთხრა წმიდანს: გერონდა, გულისთქმები მებრძვიან და მეუბნებიან: "რისთვის მოხვედი, მონაზონი რომ გახდე თუ მწყემსი?" "შვილო ჩემო," მიუგო წმიდანმა, "როდესაც ეკლესიაში ვაკმევ, მე გხედავ სტასიდაში".

ეს მონაზონი, მიუხედავად იმისა, რომ თხებთან ერთად იყო, ლოცულობდა და ეკლესიაში იმყოფებოდა, ხოლო უპირატესი, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში იყო, ფიქრებით მონასტრის მეტოხში იმყოფებოდა.

პ.ს. სტასიდა ერთგვარი სკამია, რომელზეც ჩამოჯდომაც შეიძლება და დაყრდნობაც. სკამთმებრძოლებმა ეს ამბავი ჯობია არ წაიკითხონ http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2007, 10:00 AM

1. და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა


/სულიერი მდელო/

2. "რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი."


3. "თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო."

ამბა ევაგრე

4. "იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა - ღვთის ნებისამებრ ცხოვრება."


5. "ურწმუნოება - ცრურწმენის ტყუპისცალია"


6. "რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია."


7. "როგორც ქარწაღებული ხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით - სადაც დემონს უნდა."


8. "მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს"


9. "ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარი კი - არსად."

წმიდა იოანე დამასკელი

10. "თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა."

წმიდა ტიხონ ზადონელი

11. "თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა."

წმ.ტიხონ ზადონელი

12. "ვისაც თავის თავში ღმერთი ჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც - ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს."


13. "შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი - შენი ალი და ნათელი".


14. "იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე."


15. "ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება"


16. "როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე"

ნეტარი ავგუსტინე

17. ”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.”

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

18. შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას


19. ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე


პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Aug 20 2007, 03:30 PM

ეს თემა არის უკვე


http://church.ge/index.php?showtopic=46

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 30 2007, 09:48 PM

ღვთის სიტყვა უნაპირო, თვალუწვდენელი ზღვაა. მასში მრავალი აგდებს თავის სათხეველს. ვინც თითქმის ზედაპირზე გაივლის, მხოლოდ ქაფს ამოიტანს; ვინც ღრმად ჩადის, თევზებს ამოიყვანს; ის კი, რომელიც ზღვის ფსკერზე ეშვება, ძვირფას ნიჟარებსა და მარგალიტებს აგროვებს.
იღუმენია არსენია

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 8 2007, 11:26 AM

იღუმენია არსენია:

"ადრე შემეცნებას ძალიან მაღლა ვაყენებდი. ვისწრაფოდი, ჩემი შემეცნებანი სხვებისათვის გადამეცა. მაშინ ბევრს ვლაპარაკობდი. ზოგჯერ, ეკლესიაში, მინდოდა ყველას გასაგონად მეთქვა რაიმე სასარგებლო სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით ნათელი გახდა ჩემთვის მსახურების დროს. მინდოდა, ჩემი შემეცნებანი სხვებისთვის, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მთელი მსოფლიოსთვისაც კი გადამეცა.

ახლა კი სრულიად სხვას ვგრძნობ. სულში მოქმედი და მისი სრულმყოფელი უფლის მადლის გარეშე, მხოლოდ შემეცნებები - არაფერია. ამიტომ სულ უფრო ცოტას ვლაპარაკობ და იმ მდგომარეობამდე მივდივარ, რომ სათქმელს ვერ ვპოულობ. ვლოცულობ მოყვასისათვის და ვხედავ, რომ ეს უდიდესი მადლია. უძლიერესია განცდა იმისა, როცა ვინმეს გადარჩენისთვის ილოცებ და ამ ადამიანის ცხოვნებას უფლის ნებას მიანდობ."

"დედამ უფლისა გულში დაიმარხა მწყემსების ნაამბობი ყოველი სიტყვა, რომელიც მათ გამოცხადებულმა ანგელოზებმა აუწყეს ქვეყნიერების მაცხოვრის შობის შესახებ. შემდეგ, ქრისტე ღმერთის მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე, მისი ღმრთაებრიობის დამადასტურებელ ყოველ სიტყვას ყოვლადწმიდა დედა გულში იმარხავდა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მის გულში ეს სიტყვები აღიბეჭდა, სამუდამოდ დარჩა მასში. ამიტომ, მისი ძის ტანჯვით ჯვარზე აღსრულების ჟამს, როცა ყველამ მიატოვა, თვით მოციქულებმაც კი, ღმრთისმშობელი დედა იდგა ჯვართან ერთ უფლის მოწაფესთან ერთად. ის არ იდგა, მხოლოდ როგორ გატანჯული, მწუხარებით გულმოკლული დედა, რომელსაც მისი მიტოვება არ შეეძლო მხოლოდ სიბრალულის გამო. არამედ იდგა რწმენით, მტკიცე რწმენით, რომ ის - ღმერთია, აღსდგება და აღადგენს მისგან გამოსყიდულ კაცთა მოდგმას. გულში დამარხულმა სიტყვებმა განამტკიცეს მისი რწმენა, დაიფარეს სასოწარკვეთილებისგან.

ასევე უნდა ვეცადოთ ჩვენც მივიღოთ უფალ იესოს სიტყვები ჩვენს გულებში. ჩვენ კი რას ვაკეთებთ? ჩვენ გულში ვიმარხავთ, გულმოდგინედ ვინახავთ შეურაცხყოფის, ჩხუბის დროს ნათქვამ არასასიამოვნო სიტყვებს. ამით ავსებული გული სულმოკლეა, უუნაროა ყოველივე კეთილისადმი. მცირედი უსიამოვნების დროსაც კი აღდგება დიდი ხნის წარსული, რადგან ის გულში ინახებოდა. ჩვენს გულებში ღმერთი სიტყვები რომ ყოფილიყო, ისინი სულს მიანიჭებდნენ სიმამაცეს, სიმტკიცეს და ძალას განსაცდელების, ავადმყოფობების და ყოველი უსიამოვნების გადასატანად. ვეცადოთ, მივბაძოთ ზეციურ დედოფალს - ნუ ვიქნებით სულმოკლენი."

"იმისათვის, რათა მოყვასს სიტყვით და საქმით ემსახურო, მხოლოდ მათ მიმართ სიყვარული ცოტაა - საჭიროა მათ საკუთარ თავზე უკეთესებად თვლიდე."

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 8 2007, 11:44 AM

დედა არსენია მარხვის შესახებ:

"ჩვენი დროის მრავალი სწავლული ამბობს, რომ მარხვა და ეკლესიის ყველა წეს-განგება არაფრამდე მიმყვანი, ცარიელი რიტუალია, გარეგნულობა. მე კი, რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობ, მეტად ვრწმუნდები - წმიდა მამების მიერ სულიწმიდის შთაგონებით დადგენილი ყველა კანონი ღმრთისგან ბოძებული უდიდესი სიკეთეა. თითოეული მათგანი, მადლის მიერ, არაჩვეულებრივად მაცხოვნებელია. სწავლულები ამბობენ: "ეს ყველაფერი წვრილმანია, მთავარი მხოლოდ სახარებისეული ჭეშმარიტებებია". მე კი ვამბობ, რომ ეკლესიის დადგენილებების გვერდის ავლით ან უგულებელყოფით შეუძლებელია პირდაპირ ჩაწვდე, დაადგე სახარებისეულ ჭეშმარიტებებს. მათ, მხოლოდ მათ მივყავართ ქრისტეს სწავლების უმაღლეს ჭეშმარიტებებთან.

ამჟამად მარხვაზე ვსაუბრობთ, ე.ი. ბევრი ჭამისა და გადაჭარბებისგან თავშეკავებაზე. რათა ამით შემსუბუქებულმა და შეთხელებულმა ჩვენმა სხეულმა სულიერი შეგრძნებების მეტი უნარი შეიძინოს. უფალმა იესო ქრისტემ ეკლესიის ეს დადგენილება თავისი ორმოცდღიანი მარხვით აკურთხა და მარხვა ჩვენთვის მაცხოვნებელი გახდა.

საკვებისგან თავშეკავება ვნებიანი ზრახვებისა და შეგძენებებისგან თავშეკავებას გვასწავლის. თავშეკავება პირველი ნაბიჯია ყველა სათნოებაში... უფალი იესო ქრისტე ამბობს: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი", ე.ი. შენი განმკითხველნი და ძვირისმეტყველნი. როგორ გავაკეთოთ ეს? ის პირდაპირ გვეუბნება ძვირს, ხომ ვერ შეძლებ მაშინვე მის შეყვარებას? უპირველესასდ, თავი შეიკავე, არ უპასუხო ლანძღვითვე. შემდეგ შეაკავე ცუდი ფიქრები ამ ადამიანზე და ა.შ. ასე რომ, პირველი ნაბიჯი სიყვარულისკენ - თავშეკავებაა. მასვე მიყვავართ ღმერთის შეწევნამდე. ღმერთის შეწევნა კი მაშინ ხდება შენთვის აუცილებელია, როდესაც ყველაფერში თავშეკავებას დაიწყებ. აქ დაინახავ შენი ძალების დიდ ნაკლებობას, ღმერთის შეწევნის აუცილებლობას და დაიწყებ მის თხოვნას მთელი არსებით. ასე მოიხვეჭება ჭეშმარიტი ლოცვა.

მარხვის დროს ჩვენი ჩვებულებრივი მზადება ზიარებისთვის, ცოდვათა აღიარება და წმიდა საიდუმლოებებთან ზიარება, მადლის იმ ნიჭების გარდა, რომლებიც ყოველივე ამის აღსრულების დროს გვეძლევა, გვახსენებს და გვაახლოებს იმ უდიდეს სინანულთან, რომელთანაც მთელი ჩვენი ცხოვრებით უნდა მივიდეთ. გვახსენებს უშუალოდ უფლის წინაშე სათქმელი აღსარების შესახებ, რომელიც ადამიანმა თავისი დაცემისა და ცოდვილი ბუნების უღრმესი შემეცნებით უნდა თქვას. ამას კი უფალ იესო ქრისტესთან მარადიული შეერთება უნდა მოჰყვეს.

აი, მარხვისგან გამომდინარე სიკეთენი. ნუ შეგვეშინდება მარხვის და მისი არასრულფასოვნად გატარების, არამედ გვიხაროდეს, რომ ის ამდენად მაცხოვნებელია!"

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Sep 12 2007, 09:35 AM

რა სარგებელია იმაში,რომ ხოცი განილეოს მარხვით;სული კი განსივდებოდეს სიამაყით?რა ქებას იმსახურებს ის,ვინც ფერდაკარგულია მარხვისაგან და ფიტრდება შურით?რა სათნოებაა არ სვა ღვინო,ხოლო მრისხანება და სიძულვილი გონებას გიბნელებდეს,

"ნეტარი იერონიმე"

პოსტის ავტორი: ilia003 თარიღი: Sep 12 2007, 09:53 AM

ადამაინი ზეცის მცენარეა

წმ.ბასილი დიდი

ადამაინი ზეცის მცენარეა

წმ.ბასილი დიდი

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 18 2007, 07:47 PM

”ჩემთვის ძნელია შედარება, მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა.იმ დროს, როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მეც ვანთებ ლამპარს, მოვდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტიანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტიანულ ქალაქაში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყცელგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტიანს ბაზარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიყალბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტიანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწილებაა გამეფებული. გავდივარ ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე... ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა დაუტოვა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვიტ. ქრისტიანებო, ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარების გამო არ ტირით, სირცხვლის გამო მაინც იტირეთ.”


წმ. ილია მინიატისი

პოსტის ავტორი: mamata gamonatkvamebi თარიღი: Nov 24 2007, 08:20 AM

უფალი ისეთ გასაჭირს არ მოქცემს რისი გადატანაც არ შეგიძლია. ამიტომ ყვეკა გაჭიტვება მოთმინებით შეხვდი და გახსოვდეს რომ უფალი არ მიგატოვებს არას დროს თუ შენ არ მიატოვებ, ამიტომ ყველაფერი დიდი სულგრძელებიტ დაითმინე.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Nov 26 2007, 02:39 PM

Кто нас корит, тот нам дарит. А кто хвалит, тот у нас крадет
Учить - это небольшие камни с колокольни бросать, а исполнять - большие камни на колокольню тоскать.
Препадобный Амросий оптинский.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Nov 27 2007, 09:35 PM

"Даже если тебя простили все духовники, патриархи, архиереи и весь мир, ты все равноне будешь прощен, если не покаешься на деле" Косма Этолийский

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 5 2007, 12:07 AM

"Тот, кто судит до Пришетвия Христа, и есть антихрист, потому что он похищает право Христа!" Анастасий Синаит.
"Следует стыдиться, когда совершаешь грех, ане когда исповедуешь его" Космы Этолийский.
"Не существует непростительного греха, а только нераскаянный" Исаак Сирин



" Влюбленный не желает так сильно свою возлюбленную, как Бог душу, покояния которой Он жаждет" Нил Подвижник

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Dec 5 2007, 01:39 AM

ციტატა(დავით ივერიელი @ Sep 18 2007, 06:47 PM) *

”ჩემთვის ძნელია შედარება, მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა.იმ დროს, როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მეც ვანთებ ლამპარს, მოვდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტიანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტიანულ ქალაქაში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყცელგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტიანს ბაზარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიყალბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტიანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწილებაა გამეფებული. გავდივარ ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე... ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა დაუტოვა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვიტ. ქრისტიანებო, ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარების გამო არ ტირით, სირცხვლის გამო მაინც იტირეთ.”
წმ. ილია მინიატისი

ძალიან მომეწონა ეს სოტყვები. მადლობა, დავით. სხვებსაც უნდა გადავცე. მწარე რეალობაა...მინდა, რომ ვიყო მტკიცედ მორწმუნე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2007, 03:18 PM

"გიყვარდეს ღვთის სახლები. მაგრამ საკუთარ თავშიც ააშენე ღვთის სახლი."

"როდესაც ღვთის ტაძრის კარში შედიხართ, უკან მოიტოვეთ ყოველივე საერო და მიწიერი."

"თუ ტაძრის აშენებაში გულმოდგინე ხარ, აშენებული ტაძრის მიმართაც იგივე გრძნობა უნდა გქონდეს."

პოსტის ავტორი: shengela თარიღი: Dec 19 2007, 10:12 PM

ყველა ადამიანში დაინახე სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით, თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს იტყვი! ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა ადამინებსაც უყვარდე, ამაზე დიდი არაფერია! მამა გაბრიელი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 19 2007, 10:14 PM

თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მცირე იყოს.
როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღწვოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმ. ანტონი დიდი


პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 1 2008, 05:21 PM

wub.gif სულის განწმენდის საუკეთესო საშვალებაა ლოცვის დროს ტირილი,მაგრამ ლოცვის მერე ნუ დაივიწყებ ,რისთვის ტიროდი

გააცნობიერე,რას აკეთებ,ვის ესაუბრები და შენი ლოცვა ცოდვილი აღარ იქნება

თუ ლოცვა არ გსურს,ეს ნიშნავს,რომ უფალთან ყოფნა არ გსურს

ღვთისგან მოვლენილად ჩათვალე გამარჯვებაც და დამარცხებაც და თქვი:"უფალო შენს ხელთ ვარ"

უდიდესია ტავმდაბლობის სიმარლე,ღრმაა ამპარტავნების უპსკრული,ამიტომ გირჩევთ,შეიყვაროთ პირველი და არ ჩაცვივდეთ მეორეში user.gif


პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 2 2008, 02:50 PM

yvavilebi.gif

უფალს უყვარს თავმდაბალი ცოდვილი,რომელიც გულით გლოვობს საკუთარ სისუსტეს და უარყოფს ამპარტავან მართალს,რომელიც თავს ცოდვილად არ მიიჩნევს.

გეშინოდეს და ერიდე არა მარტო სიამაყეს,არამედ ყველაფერს,რასაც მასთან მიჰყავხარ,განსაკუთრებით პატივმოყვარეობას,ამპარტავნე
ის წინა მორბედს ზნეობრივი დაცემის კიბეზე

რასაც უფალს არ მოვახმართ,უწმინდური მოიხმარს. yvavilebi.gif

ერთმანეთის წინაშე თავს ნუ აიმაღლებთ,რადგანაც მიწა ყველას გაგვათანაბრებს და ჩვენს წილს მოგვაგებს yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Mar 17 2008, 12:17 PM

გიყვარდეთ ერთმანეთი

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Mar 17 2008, 12:41 PM

წმიდა ეფრემ ასური
სიყვარულისათვის
ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.
ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.
ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.

პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Mar 17 2008, 01:37 PM

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

".. ნეტარია სული, რომელმაც თავი მოაკვდინა ყოველი ცოდვილი საქმის მიმართ და ამით იყიდა სინანულის მიწა! ამ მიწაში ჰპოვებს იგი ცხონების ფასდაუდებელ საგანძურს.
თუ უკვე იყიდე სინანულის მიწა, ჩვილივით ღმრთის წინაშე ტირილს შეუდექი. თუ შეგიძლია არ ითხოვო, ნურაფერს სთხოვ ღმერთს, თავი უარყავი და მის ნებას მიენდე. გაიგე, იგრძენი, რომ შენ ხარ ქმნილი , ღმერთი კი შემოქმედი. მაშ, დაუფიქრებლად დაჰყევი შემოქმედის ნებას, შესწირე ღმერთს მხოლოდ ბავშვის ტირილი, მდუმარე გული , რომელიც მზად არის, მის ნებას დაეთანხმოს და მის ნების ბეჭედი დაიდოს.
თუ ყრმობის ასაკის გამო არ ძალგიძს ლოცვითი მდუმარება დაგლოვა, მაშინ შესწირე ღმერთს შენი მდაბალი ლოცვა, ევედრე ცოდვების შენდობას და ცოდვილი ვნებებისაგან განკურნებას - ისინი საშინელი ზნეობრივი წყლულებია, ნებსითი, ხანგრძლივი დროის მანძილზე გამეორებუილი ცოდვებისაგან რომ შედგება."

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 19 2008, 12:43 AM

smile.gif "თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა." -
წმ.ტიხონ ზადონელი


პოსტის ავტორი: sapo თარიღი: Mar 19 2008, 03:18 PM

საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Apr 2 2008, 06:46 PM

ციტატა(sapo @ Mar 19 2008, 02:18 PM) *

საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს

მამა გაბრიელი სიტყვებია ხომ? smile.gif


სულის განწმენდის საუკეთესო საშვალებაა ლოცვის დროს ტირილი,მაგრამ ლოცვის მერე ნუ დაივიწყებ რისთვის ტიროდი.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Apr 4 2008, 09:02 PM

" უფლისადმი მორჩილება,მისდამი სრული ერთგულება და სასოება,ხალხისადმი სამართლიანი დამოკიდებულება,რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი მიმთვისებლობა და ძალადობა - აი,ღვთისადმი სათნო თვისებები,ღმერთი არასოდეს დაუტევებს ამგვარად განწყობილ ხალხს."


წმ. თეოფანე დაყუდებული

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 5 2008, 05:20 PM

დაიმორჩილე სტომაქი,სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
წმ.იოანე კიბისაღმწერელი



რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმ. ბასილი დიდი



სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისათვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი – წმიდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტეოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია.
აბბა დოროთე



როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.
წმ. მაქსიმე აღმსარებელი



მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი



დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jun 6 2008, 06:46 PM

რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლკებს,იმდენად მეტ ღვთიურ სიყვარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით.

ვინც უდაბნოსა დამდუმარემაში ცხოვრობს ,ის სამი განსაცდელისაგან თავისუფალია:სმენის, ენისა და მზერისაგან.მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს -საკუთარი გულისაგან



ბერმონაზვნური ზხოვრება მსხმოიარე ხეა,რომლის ფესვები სიყვარულია,ხოლო საზრდო- სინსნულის ცრემლები

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: Jun 15 2008, 12:45 PM

"დაე, ცხოველმყოფელი ჯვრით განიწმინდოს ჩვენი კარები, თვალები,ჩვენი ბაგენი, მკერდი, ჩვენი სხეულის ყველა ნაწილი. თქვენ ქრისტიანებო, არასოდეს დაივიწყოთ ჯვარი. დაე, ის იყოს თქვენი მეგზური ყოველ ჟამს. არაფერი მოიმოქმედოთ ჯვრის გარეშე. იძინებთ თუ დილით დგებით საწოლიდან, ისვენებთ თუ მუშაობთ, ჭამა-სმის დროს, ხმელეთსა და მიწაზე მგზავრობისას მუდამ გადაისახეთ ცხოველმყოფელი ჯვარი." {ეფრემ ასური}



ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება..[იოანე ოქროპირი]

პოსტის ავტორი: zedazneli თარიღი: Jun 15 2008, 08:55 PM

"წინაპართა ნაფეხურები ღმერთამდე აღმართული კიბის საფეხურებია" ილია მართალი (ჭავჭავაძე)

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jun 16 2008, 11:58 AM

"რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2008, 02:23 PM

"როგორც ამაყებს უყვართ სხვათაგან პატივისცემა, ასევე უხარიათ თავმდაბლებს, როცა ამცირებენ."

/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2008, 01:10 PM

"ის, ვინც დრტვინვის გარეშე, მადლიერებით დაითმენს ყოველივეს და უფალს განადიდებს, მოწამეთა დარ ღვაწლს იტვირთავს და უხრწნელ გვირგვინს მოიღებს."

/მამა იოანე ბარკალაია/

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 14 2008, 01:28 PM

http://church.ge/index.php?showtopic=46
აი ეს არის წმინდა მამათა გამონათქვამები და ამის მსგავსი თემაა და რატო გვაქვს ორი ერთნაირი სათაურის თემა ცალ-ცალკე??

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jul 14 2008, 03:46 PM

Даже если тебе больно, ты сможешь уснуть, но причинив боль другому - ты не сможешь спать!

ოღონდ ვისია არ ვიცი unsure.gif

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Jul 14 2008, 03:57 PM


ვის გულშიც ქრისტე არ არის,მისთვის ყველაფერი რტულია და ბნელი.როდესაც გულში ქრისტე არ არის,მაშინ ბევრი ადგილია ფულის,მამულების და ადამიანებისათვის.
ბერი ამფილოქე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2008, 11:19 AM

"რაც უფრო ხშირად ივლით ტაძარში, მით უფრო დაეხმარებით თქვენს სულს."

"მთელი ყურადღებით ჩაეშვით გულში, დადექით იქ უფლის წინაშე და არ შეუშვათ არავითარი ცოდვა. ეს არის შინაგანი ბრძოლის მთავარი საქმე."


პოსტის ავტორი: nino kiwo თარიღი: Jul 15 2008, 12:45 PM

თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყვნენ შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, კათალიკოს- პატრიარქნი კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებიდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა, და საერთოდ, სულიერი საქართველი.
შეიძლება ბავშვს , რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმინდანისა. შესაძლოა ის ერ
თ-ერთი იმათგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებისა და სიამაყეს უწოდებენ.

ილია II

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jul 16 2008, 05:51 AM

smile.gif
გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2008, 10:26 AM

"რწმენა გულის პრეროგატივაა, "ვინაიდან გულით სწამთ" (რომ. 10:10) და არა გონებით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2008, 11:05 AM

"თუ ამპარტავნული აზრი მოგდის, მაგრამ მას განაგდებ, ესე იგი მშვიდობისმოყვარე გული გაქვს და შემოსულ მტრულ აზრებს არ იღებს. მაგრამ ანგარებიანს და ამპარტავანს თუ სიტყვიერად შეურაცხყოფენ, უცბად აღენთება მრისხანებით.

ასეთი მდგომარეობა საკუთარი ვნებიდან გამომდინარეობს და ასეთი ადამიანი ამპარტავანია, ხოლო შემაწუხებელი მანკიერი აზრები - გარედან შემოსულია. ეს პირველ რიგში აღსარებით უნდა ამხილო. მისი საუკეთესო წამალი ლოცვა და აღსარებაა."

/იღუმენი იოანე (ოხანაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2008, 04:42 PM

"ტანჯვაში იბადება დიდება!"

პოსტის ავტორი: ilarionis shtamomavali თარიღი: Jul 30 2008, 11:20 PM

ღმერთი არ გამოყოფს მართალს ცოდვილისაგან და არ ადარებს ბოროტს კეთილს.ფუტკარს,რომელიც ნეხვში შაქარს ან რაიმე ტკბილეულს წააწყდება,სიბინძურე არ აშინებს.ის დაფრინავს სიტკბოების მოსაგროვებლად,რათა თაფლი დაამზადოს.ასეა ღმერთიც,ის არ უყურებს,სად იმყოფება ადამიანი,ცოდვასა თუ სათნოებაში,სიკეთესა თუ ბოროტებაში.ღმერთი რათა დაეხმაროს კაცს,ხედავს მხოლოდ იმ წუთს,რომელიც ადამიანს აახლოებს მასთან''-ბერი ანთიმოზი

ჩვენი ღვთისადმი სიყვარული იზომება მზადყოფნით-მივიღოთ ჩვენთვის გამოგზავნილი ტანჯვანი და უბედურებანი და დავინახოთ მასში ღვთის ხელი.ამის ძალას მოგვცემს ის აზრი,რომ ეს განსაცდელი არის ასევე ჩვენდამი ღვთის სიყვარულის საზომი''-მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Jul 30 2008, 11:23 PM

ადამიანთა სამი კატეგორია არსებობს.პირველმა მათგანმა ღმერთი იპოვნეს,ასეთები გონიერნი და ბედნიერნი არიან,მეორე კატეგორიას ღმერთი არ უპოვნია და არც ეძებს მას,ასეთები უგუნურნი და უბედურნი არიან,მესამე კატეგორია ეძებს ღმერთს,მაგრამ ჯერ არ უპოვიათ,ასეთები გონიერნი,მაგრამ ჯერ კიდევ უბედურნი არიან.

პოსტის ავტორი: ilarionis shtamomavali თარიღი: Jul 30 2008, 11:26 PM

ღმერთი არის ცეცხლი,რომელიც ათბობს და აცოცხლებს გულებს,თუ გულში ვგრძნობთ სიცივეს,ეს ეშმაკისგანაა,რადგან ეშმაკი ცივია.ამ დროს ვეძახით უფალს. ის მოვა,რათა გაათბოს ჩვენი გულები სრულყოფილი სიყვარულით და არა მარტო ღვთისადმი,არამედ მოყვასისადმიც.სითბოთი განიდევნება კაცთმოძულეობის სიცივე.-წმინდა სერაფიმ საროველი

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Jul 30 2008, 11:33 PM

ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიყვარული და სიკეათე გადაარჩენს.სიყვარული სამოთხის კარს გაგიღებს,სიმდაბლე შიგნით შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს გაჩვენებს.

ბერი გაბრიელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2008, 04:42 PM

"არ შეაფასო თავი."

"გამოცდილება სიბრძნეა."

პოსტის ავტორი: tatine თარიღი: Aug 23 2008, 07:58 PM

ყოველი ცოდვა მტრობაა ღვთისა! ვის ემტერები? იცი რას გიზამს?!
ყოველ წესზე და კანონზე აღმატებული-სიყვარულია. (მამა გაბრიელი)

ადამიანი ფიქრობს,ღმერთი განაგებს! (ეკლესიასტე)

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 5 2008, 06:39 PM



ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, ხოლო კეთილი კი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად.
ღირსი მამა მაკარი


რასაც უფალს არ მოვახმართ, მოიხმარს სხვა. ამიტომ მოგვცა უფალმა მცნება -გვიყვარდეს მთელი სულით და გულით, რათა ბოროტმა არ იპოვოს ჩვენში ბინა.
ბერი იოსები

იმისათვის რომ სხვებს უყვარდე, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი.
ბერი პორფირე

თუ ადამიანი ააშენებს სახლს და დატოვებს უსახურავოდ-ეს სახლი საცხოვრებლად არ ივარგებს, ასევეა ადამიანიც. ყველანაირი სათნოებით რომ შეიმკოს, თუ სიყვარული ვერ მოიპოვა, მაშინ მისი სათნოების სახლი უსახურავოდ დარჩება და გამოუსედეგარია.
ბერი ფილოთეოსი


ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე,სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს.სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახვებს.
როცა არაფერი გაქვთ,არ უნდა ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, უნდა დამთმენი იყოთ. არ მოგცა, ე.ი. ასე იყო საჭირო. უნდა ვეცადოთ, რომ უფალმა ძალა მოგვცეს, კვლავ შევძლოთ ლოცვა. "უფალი კეთილ გზას გვიჩვენებს" - ასე უნდა ზრახვიდეს ადამიანი.
მამა გაბრიელი


ვის გულშიც ქრისტე არ არის, მისთვის ყველაფერი რთული და ბნელია.როდესაც გულში ქრისტე არ არის,მაშინ იქ ბევრი ადგილია ფულის, მამულების და ადამიანებისათვის
ბერი ამფილოქე

ღმერთი არ განასხვავებს მართალს ცოდვილისაგან და არც ათანაბრებს ათანაბრებს ზაკვრობას სათნოებასთან. ფუტკარი თუ იპოვის შაქრის ნატეხს ან რაიმე ტკბილს ნაგვის გორაზე, არ ერიდება ნაგავს, მიფრინდება სიტკბოს ასაღებად და მისგან თაფლს ამზადებს. ასევეა ღმერთიც, ის არ აქცევს ყურადღებას, ცოდვილია თუ სათნო, ბოროტებაშია თუ სიკეთეში. უფალი ადამიანის დასახმარებლად ხედავს მხოლოდ იმ წუთებს, რომლებიც მას კაცთან აახლოვებს.
ბერი ანთიმოზი


მრავალგზის მობრძანდება ქრისტე და გვიკაკუნებს კარზე. შენ დასვავ მას შენი სულის სასტუმრო ოთახში და საზრუნავში ჩაფლული ივიწყებ ძვირფას სტუმარს. ის გელოდება და როდესაც ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. მეორედ უკვე ისეთი დაკავებული ხარ, რომ პასუხობ სარკმლიდან - კარის გაღების დროც კი აღარ გაქვს.
ბერი ამფილოქე

რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს,იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით.
წმ.ისააკ ასური

ვინც უდაბნოსა და მდუმარებაში ცხოვრობს, ის სამი განსაცდელისგან თავისუფალია: სმენის, ენისა და მზერისაგან; მას მხოლოდ ერთი განსაცდელი აქვს - საკუთარი გულისგან.
წმ.ანტონი დიდი

მადლიერება მიმღებისა აგულიანებს გამცემს,რომ უწინდელზე მეტი ძღვენი გაიღოს.
ღრ.ისააკ ასური

ქრისტე ჩვენი მეგობარია, ჩვენი ძმა, ეს არის ყველაფერი მშვენიერი. ქრისტე არ არის პირქუში სევდიანი, არ აქვს შინაგანი შფოთი. ადამიანი ხომ იტანჯება ფიქრებით და გარემოებებით, რომლებიც თანდათან ამძიმებს და აავადებს მას. ქრისტე სიხარულია, ცხოვრებაა, ნათელი რომელიც ახარებს, ფრთებს ასხამს ადამიანს, აძლევს ძალას, დაინახოს ყველა და ყველაფერი, თანაუგრძნოს, აძლევს სურვილს, რომ ყველა მის გვერდით იყოს და ხარობდეს.
ბერი პორფირე


--------------------

სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო.
(მათე 12,37)

იმისთვის რომ სხვებს უყვარდე ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი


სულის განწმენდის საუკეთესო საშვალებაა ლოცვის დროს ტირილი,მაგრამ ლოცვის მერე ნუ დაივიწყებ ,რისთვის ტიროდი.

უნდა შეიცნოთ,რომ ქრისტეს სიყვარული ცოდნას აღემატება,რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით.

შეეეცადე ადამიანებთან ურთიერთობაში გამოიწრთო და მორჩილების გრძნობა გამოიმუშავო.

ჩვენი ცხოვრება გემზე მყოფ მეზღვაურის მდგომარეობას ჰგავს: როგორც ის,იმისდა მიუხედავად დგას,ზის თუ წევს ,სულ უფრო უახლოვდება ნავსაყუდელს და მიემართებ აიქით ,საითკენაც გემი მიცურავს,ჩვენც- გვძინავს თუ გვღვიძავს,ვწევართ თუ დავდივაღტ-ყოველ წუთს ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდებით.

ბავშვობაში შეძენილი ჩვევები ნორჩ ხეზე ამოკვეთილი ასოებივითაა- ხესთან ერთად იზრდებიან ,ფართოვდებიან და, საბოლოოდ მის ნაწილად იქცევიან.


ეცადეთ ემსგავსოთ ამბა ისააკს ,რომელიც ამბობდა : " ჩემს კელიასი არასდროს შემიყოლებია არაკეტილი აზრი ძმაზე,რომელმაც მაწყენინა,ასევე ყოველთვის ვცდილობდი ,არც რომელიმე სხვა ძმას შეეტანა ტავის სენაკში ჩემზე ცუდი აზრი"


ვინც ხელისგულზე სამკურნალო ზეთს ისხამს,რათა უძლურს სცხოს,ამ ზეთის ნაწილი ჯერ მას ხვდება.ასევე ვინც ძმისთვის ლოცულობს(ან ზრუნავს მოყვასის კეთილდღეობაზე და სიკეთეს სთესავს) ,ვიდრე მას რგებს რამეს,ჯერ თვითონ ნახულობს სარგებელს.


შინ რომ გველ-მორიელი გაგიჩნდეთ , განა ყველაფერს არ გააკეთებთ მათ თავიდან მოსაშორებლად? სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავლებზე უარესია,თქვენ კი დიდათ არ ცდილობთ,მათგან განიწმინდოთ გული,რომელიც ტაზარია ღვთისა.


პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 8 2008, 05:16 PM

ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი მას,ვინც თავი მოიძულა ღმერთის სიყვარულისთვის.

არის სიყვარული ,რომელიც მცირე კანდელს წააგავს:ზეთი რომ დაშრება,კანდელიც ქრება,ან წვიმის ნაკადს,რომლის დინება წვიმის გადაღებისთანავე წყდება.მაგრამ არის ისეთი სიყვარული,რომელიც მიწის წიაღიდან ამოთხრილი წყაროს მსგავსად,არასდროს იკლებს.პირველი კაცობრივი სიყვარულია,მეორე კი- საღმრთო,რომლის მიზეზიც ღმერთია თვითონ.


როგორც რკინდა ნებდება მჭედელს მეც ისე მივანდე ჩემი თავი და საკუთარი ნება უფალს.როგორც მას ნებავს ისე ვიქცევი,საკუთარი ნება არ გამაჩნია,არამედ რაც ღმერთს სურს ,იმას გადმოგცემთ.
ღირსი სერაფიმე საროველი


ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი-ბიწიერი მდგომარეობიდან სხვა,კეთილ,უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს.და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმინდის ძალით და შემწეობით
წმინდა მაკარი დიდი

როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა,თუკი სინათლის სხივით არ არის განათებული,ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარაეშე,სულ ერთია,როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარაგნულად.

სარწმუნოების საიდუმლონი მზისმსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით,ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ,ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებიტ ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ,უტიფარ თვალთ აბრმავრბენ,რომელთაც მათ წიაღ შეხწევა მოუსურვებიათ.
ნეტარი ავგუსტინე

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Sep 9 2008, 06:52 PM

მორჩილება,საბოლოო ჯამში,ღვთის ნებისადმი მორჩილებაა,ღვთის ნება გადმოცემულია წმინდა წერილში და ყოველმა,ვისაც მისი შეტყობა სურს,უნდა გამოიკვლიოს იგი.ქრისტე ამბობს:"გამოეძიებდით წიგნთა".ეს ყოველი ქრისტიანის მოვალეობა,ესაა ღვთისმეტყველება და ყოველი ვალდებულია,ღვთის ნების აღსასრულებლად ისწრაფოდეს.
არქიმანდრიტი ზენონი.



შენი გონება მხოლოდ უფლის მცნებების აღსრულებაზე უნდა ფიქრობდეს,მთელი ძალისხმევა მოახმარე უფლის მცნებების დამარხვას,თანაც ისე რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან.თუკი ასე არ მოიქცევი,შენი სული ყოველგვარი არაწმინდების სამყოფელად შეიქმნება.


თუკირაიმე საქმე გელოდება,მაგრამ მის კეთებაში ვერ ხეედავ ღვთის ნებას,მაშინ არაფრის გულისათვის არ მოჰკიდო ხელი: მხოლოდ ის უნდა აკეთო რაც ღმერთს სათნოეყოფა".


გიყვარდეს შრომა,ყველას სიმდაბლით დაემორჩილე,ბაგენი შენნი მდუმარე დაიმარხე,ვითარცა შეიძლო,და ამიტ ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი.ჭეშმარიტი სიმდაბლე კი საწინდარია იმისა,რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ.
წმინდა ანტონი დიდი


ღირსი იოანე სინელი ამბობს:" მორჩილება ყველა სათნოების დედაა."მორჩილება ადამიანში ყოველგვარ სათნოებას წარმოშობს.როდესაც იგი ადამიანს ტოვებს,მასში ყოველგვარი ბოროტება შემოდის.თუკი პირველი მამა,ადამი,ურჩობამ სამოთხიდან გამოიყვანა,მორჩილება ადამიანებს სასუფევლად აღიყვანს.


ანგელოზის მსგავსი რომ იყო,თუ ამპარტავნება გაქვს,მაშინ უხმარი არს.ამის მერე დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება:ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოზი იყო,ამპარტავნებამ კი საძაგელ ეშმაკად აქცია.
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი


ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები,არამედფ მათ გაანდე,ვისაც ძალუძს,შენს სულს უმკურნალოს.

შენი ფიქრები ყველას არ გაუმხილო,რათა საცდურად არ ექცე სხვას.

ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს,მაგრამ ყველას მრჩევლად ნუ გაიხდი.

ეცადე,ისეთ სათნოებას მიაღწიო,რომ ყველა გლოცავდეს და გაკურთხებდეს.

შენი სულიერი ძმის მწუხარება გაიზიარე და თანადგომა უჩვენე,თუკი რომელიმე გთხოვს დაეხმარო,მთელი ის გღე მასთან იშრომე.

ყოველდღე,ძილისგან აღმდგარმა,პირველ ყოვლისა,იმ სნეულებზე იფიქრე და იზრუნე,რომელიც საძმოში გყავთ- მოინახულე ისინი და რითაც შეგიძლია დაეხმარე.
წმინდა ანტონ დიდი


პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 23 2009, 01:44 AM

''კარგი არს გაცლა გართობისაგან და განმარტოება კედლებს შორის ჩაკეტვით.მაგრამ საკუთარ თავში ჩახედვით განმარტოება უკეთესია.პირველი უკანასკნელის გარეშე არარა არს,ხოლო უკანასკნელი კი პირველის გარეშეც მნიშვნელოვანია.''წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

პოსტის ავტორი: zura27 თარიღი: Apr 9 2009, 06:42 PM

მორჩილება სიყვარულზე აღმატებულია, რადგან ამაყ და ურჩ გულში არ არის და ვერც იქნება მორჩილება. ეს თავის მოტყუებაა! მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა)

მორჩილებაა გახდე მონა რათა იყო თავისუფალი! იოსებ ათონელი

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Apr 19 2009, 01:18 PM

ციტატა(makiki @ Sep 9 2008, 06:52 PM) *

ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები,არამედფ მათ გაანდე,ვისაც ძალუძს,შენს სულს უმკურნალოს.

smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 19 2009, 02:12 PM

თუკი საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო სადღესასწაულო დღეებში, მით უმეტეს, უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ დღეებშიც არაა ნებადართული.
განა ბევრნი არ არიან ჩვენს შორის ისეთები, რომლებიც დღესასწაულის დილის საათებს ძილში ატარებენ? და ეს ღამის შემდეგ, რომელიც ისეთ დღედ იქცა, მზის ღირსი რომ არაა.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ.
წმ. იოანე ოქროპირი

დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: May 29 2009, 12:49 PM

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი
ბედნიერია ის, ვინც სიბერეში მაინც მოასწრებს სინანულის ცრემლის ჩამოგდებას სიყრმის გატაცებების გამო.
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია
სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური
ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური
ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის.
წმ. ეფრემ ასური

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2014, 08:58 PM

"ქრისტიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა, ხშირად ნებისყოფის სიმტკიცის გამოვლენა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2014, 02:15 PM

"სიღარიბეში ისე იცხოვრე, როგორც სიმდიდრეში, სიმდიდრეში კი - როგორც სიღარიბეში".

/მამა ვიტალი სიდორენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2014, 01:49 PM

"ბერ ეფრემ კატუნაკელს ჰკითხეს, როგორ ახერხებ მამაო, რომ არ განიკითხავთ ადამიანებსო?

მან უპასუხა, მე სხვებს, როგორც წმინდანებს, ისე ვუყურებ და ამით შინაგანად ვაგვარებ ამ საკითხსო.

ეს სულიერი რჩევაა და უნდა გავითვალისწინოთ, ჩავუღრმავდეთ და შინაგან ბედნიერებას მივიღებთ.

სული გამჭვირვალე გახდება და მანკიერებების დანახვა საკუთარ არსში გაგვიადვილდება."

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 07:12 PM

"უფალმა გაფანტა კაცმოთნეთა ძვლები" (ფს. 52:6), რაც ნიშნავს, რომ უნდა ეძებდეს მარტოოდენ ღვთისმიერ ჯილდოს, მუდამჟამს განიშორებდეს გულში მოზღვავებულ გულის ზრახვებს, მას რომ აქებენ და არაფრად რაცხდეს თავის თავს ღვთის წინაშე, რადგან სწორედ ამ გზით, ღმერთთან ერთად შეძლებს ცუდმედიდობის სულისაგან თავის დახსნას".

/მღვდელ-მონაზონი დავით (კირკიტაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 09:59 PM

"ძლიერი მწუხარების ჟამსაც არ უნდა განვიკითხოთ სხვები".

/წმ. გრიგოლ დიალოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 07:52 PM

"ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2015, 08:50 PM

"იმდენად დავმდაბლდით, რომ უკვე სამღვდელოებას გვიწევს ზნეობაზე, ელემენტარულზე საუბარი, ქმედებაზე აღარ ვამბობ; სანატრელი გახდა უფროს-უმცროსობა, კდემამოსილება, ქალის ადგილი ოჯახში თუ საზოგადოებაში, მითუმეტეს თუ ვინმეს თანამდებობა უკავია და სადმე რაიმე სიტყვა ეთქმის, ახალგაზრდების დამოკიდებულება უფროსების ან საზოგადოების მიმართ, ან თუნდაც ელემენტარული - სირცხვილის გრძნობა, რაც მიგვიყვანს სინანულამდე"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: betaneli giorgi თარიღი: Mar 9 2015, 06:33 PM

''ნუ მეტყვი, რომ გიყვარს უფალი - ეს მხოლოდ სიტყვებია: მიჩვენე სიყვარული საქმით.''

წმ. იოანე ოქროპირი



''ვინც ამბობს, უფალი მიყვარსო, მოყვასი კი სძულს, იმ კაცს ჰგავს, რომელიც სიზმარში მირბის.''

წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 9 2015, 06:37 PM

ციტატა
ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები,არამედფ მათ გაანდე,ვისაც ძალუძს,შენს სულს უმკურნალოს.

სამწუხაროდ ხშირად გვეშლება ხოლმე ვის შეუძლია დახმარება და ვის პირიქით საქმის გაფუჭება, ხანდახან ჩემი თავის გარდა არავის ვენდობი ხან კი პირიქით ჩემი თავის გარდა ყველას ვენდობი და როგორ დავიჭირო საშუალო ვარიანტი რამე მითხარით რამე დაწერეთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2015, 10:43 PM

"უფალმა საუკეთესო რომ მოგცეს, აუცილებელია, შენც საუკეთესოს მიმცემი იყო"

/არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2015, 08:23 PM

"ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება. ებრძოლეთ ცოდვებს და ნუ დაგაფრთხობთ თქვენში აღგზნებული ვნებები. თუ ბრძოლაში მათთან ერთად გაიმარჯვებთ, მაშინ ვნებათა ეს წაქეზება გახდება მიზეზი თქვენი დამშვიდებისა და სიხარულისა.

თუ დიდი ბრძოლის შემდეგ კიდევ რჩება ცოდვის რაღაც ნაწილი, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ ბრძოლას, რათქმაუნდა, გაიმარჯვებ და ისევ დაგიბრუნდება შენი სიმშვიდე".

/წმ. ნექტარიოს ეგინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2015, 01:28 PM

"გინება და ლანძღვა დამარცხების ნიშანია"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2015, 07:55 PM

"რა არის საჭირო იმისთვის, რომ შევამციროთ მუდმივად მომდინარე ინფორმაციის ნაკადი, ასე რომ ტვირთავს ჩვენს გონებას?

- თავდაპირველად უარი უნდა ვთქვათ აშკარად ცუდ, მავნე ინფორმაციაზე, შემდეგ - არასაჭიროზე და ბოლოს საჭიროც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, მხოლოდ აუცილებლამდე.
ამით ადამიანის საქმიანობის ხარისხი არანაირად არ გაუარესდება, რადგან მექანიკური მეხსიერების ნაცვლად მასში შემოქმედებითი მეხსიერება გაიღვიძებს და ის გამოიმუშავებს უნარს - მიაღწიოს დიდს მცირედის მეშვეობით"

/არქმიანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2015, 10:34 PM

"სიღარიბემ არ დაგვიმონოს. ხალხი შეეგუა სიღარიბეს და ამიტომაა ამდენი შური, ამდენი ფეხის დადება"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 07:35 PM

"იფიქრე, რომ კარგად თქვი, კარგად გააკეთე? - ეს უკვე ხიბლია.

იოცნებე საკუთარ ნიჭიერებაზე? - კვლავ ხიბლია.

ქება მიიღე? - ესეც ხიბლია"

/სქემიღუმენი საბა/

"სიტყვა ხიბლი მოტყუებას ნიშნავს; ეს იგი ხიბლში მყოფი ადამიანები მოტყუებულნი არიან ბნელი ძალებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2015, 10:51 PM

"გარედან მოსული ცოდვიანი აზრი, რომელიც ადამიანის თანაგრძნობას არ იწვევს, ცოდვად არ ითვლება"

/სქემიღუმენი საბა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2015, 03:42 PM

"არჩევანი თქვენზეა მოკვდებით თუ გარდაიცვლებით! შევეცადოთ ღვთიურად ვიცხოვროთ!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:46 PM

ყველა გულში რასაც ვფიქრობთ, ან გავიელვებთ ის რომ ერთმანეთს ვუთხრათ, მსოფლიო შეიშლება და ქვეყნები სასაკლაოდ იქცევა. მიცვალებულთა დამარხვის სურვილიც არავის გაუჩნდება! მადლობა ღმერთს, ჩვენი გული სინანულით ირეცხება და ეს ბოროტი ფიქრები ჩვენად არ გარდაიქმნება, განხორციელება არ უწერია!

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2015, 12:50 PM

"ჩვენ ჩვენ თავს უნდა ვცეთ პატივი. პატივისცემა ამპარტავნება არაა"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:27 PM

"სიმდიდრეს განაპირობებს სათნოებები"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:20 PM

"ნუ გეშინიათ მოხუცებულობის, მთავარია ახალგაზრდობაში სიკეთე თესო, იყო მორჩილი უფლისა. მაშინ მოხუცებულობა გაგიტკბება, სიკვდილს ღირსეულად შეეგებები"

/უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2015, 11:38 AM

"ხიბლი არის რეალობის ცრუ აღქმა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2015, 10:32 AM

"კამათიც კი სიფიცხისა და მრისხანების გარეშე უნდა ხდებოდეს. ჩვენ მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე განრისხების უფლება გვაქვს"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2015, 02:37 PM

"მორწმუნე ანთებულ სანთელს უნდა ბაძავდეს. არც ერთი მისი ფიქრი, სიტყვა და საქმე არ უნდა იყოს დაფარული უფლისგან და მას ერთადერთს ეძღვნებოდეს"

/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 07:21 PM

"არასოდეს დაკარგო ეს ორიენტირი: ყველაფერი, რასაც იფიქრებ, იტყვი თუ გააკეთებ, მარადისობის საზომით გაზომე, სულმოკლედ არასოდეს მოიქცე, არ შეჩერდე სიძნელეებისას, შრომისა და ოფლთა ღვრისას. უნდა ბევრი გასცე, ყველაფერი - რაც გაქვს და რაც არ გაქვს, რომ, როგორც კარგმა ვაჭარმა, გამოისყიდო უძვირფასესი მარგალიტი - ზეციური სასუფეველი".

/მამა გრიგოლ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:32 PM

"მშვიდი მას შეიძლება ეწოდოს, ვინც გრძნობს მრისხანების მოქმედებას, მაგრამ მართავს საკუთარ თავს, ანეიტრალებს მას და იმარჯვებს მასზე"

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 03:08 PM

"გონების დაცვა ჯვარცმის ტოლფასია"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 01:51 PM

"ყველაფერი მცირედითგან დაიწყე. ვინც მაღლა სდგას, ისიც ყოფილა ოდესმე დაბლა".

/პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:47 PM

"თუ ღმერთი არ დაგიფარავს, არსად არის უსაფრთხო ადგილი".

/არქიმანდრიტი ქერუბინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2015, 01:50 PM

„ვისაც განეცხადება რაღაც დიდად ფასეული, მალავს მას, როგორც ღვთის საჩუქარს, როგორც სრულიად საიდუმლოს და პირადულს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:57 PM

"ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი ნება, ხოლო შემდეგ ყოველივეს ღმერთი იქმს"

/მამა ლუკა ბუცხრიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:20 AM

"ერთი საათიც არ დატოვოთ საკუთარი თავი უკონტროლოდ. ყოველ საათს დააკვირდი, გამოსცადე, აკონტროლე საკუთარი თავი, იმ დროს ყველაფერი თუ გაქვს წესრიგში".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 08:34 PM

"ერთი ნაბიჯი გადავდგათ უფლისკენ, უფალი ათ ნაბიჯს გადმოდგამს"

/მამა ბასილ მურმანიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2016, 08:24 PM

"ჯვარი აუჩქარებლად და ზუსტად გამოისახეთ. პირჯვრის წერის შემდეგ გაიმართეთ, ჩამოუშვით ხელი და გააკეთეთ მეტანია, არ გატეხოთ ჯვარი. ჯვრით აღჭურვილნი ჩვენ ბოროტს ვუწევთ წიააღმდეგობას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირჯვრის სწორად გადასახვას"

/მღვდელ-მონაზონი ანატოლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2016, 09:21 PM

"- გონება თუ გძლევს ხოლმე?

- გონებაც ხომ ღვთის საჩუქარია, რა ჰქვია ჭკვიან ადამიანს, რომელიც სწორედ აკეთებს ყოველივეს, გონიერი, ხომ? გონება და გული უნდა შეაუღლო და ერთმანეთს შეეკითხებიან - გონება შეეკითხება გულს, გული გონებას. როცა შენ იღებ გადაწყვეტილებას, შენი ნებით იღებ. ეს ხომ თავისუფლებაა. შენი ნებით წყვეტ ყველაფერს, რათქმაუნდა, უფალზე მინდობით. ღმერთმა მოგცეთ გული გონიერი, დაგლოცოთ და გაგახაროთ".

/არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2016, 05:15 PM

"მიმტევებლისათვის სამსჯავროც მიმტევებელი იქნება".

/აბბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2016, 11:08 AM

"არაფერს ჰქონდეს შენთვის მნიშვნელობა, გარდა ღმერთისა. სულ მუდამ ვიმეორებდეთ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ "სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა" (გალ. 6,14), ანუ სოფელი მკვდარია ჩვენთვის და ჩვენ - სოფლისათვის".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2016, 04:46 PM

"სიმღერითა და სიცილით სამოთხეში არავინ შესულა".

/მამა მაქსიმე ივერიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2016, 03:25 PM

"ხიბლში ჩავარდნას სჯობს ეშმაკმა შეგიპყროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:37 AM

"რაც მეტია მგლოვარება, მეტია ნუგეშინისცემა; რაც მეტია ნუგეშისცემა, მით მეტია სიხარული; რაც მეტია სიხარული, მით მეტია ბედნიერება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 02:45 PM

"თუ გსურს, შეხვიდე ზეციურ სასუფეველში, ისურვე მწუხარება: ვინაიდან ვისაც არ ჰქონია იგი, ის ვერაფრით შევა იქ, რადგან ვიწროა ბჭენი სამოთხისანი (მთ. 7,14)".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2016, 10:50 PM

"ყოველთვის, როგორც არ უნდა ვისაუბროთ, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ჩნდება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილები. უფალი ამბობს: სადაც ორი და სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე იქ ვარო. როცა ჩვენ უფლის შესახებ ვსაუბრობთ, უფალი ჩვენთან არის.

ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ და უფალი არის ჩვენთან, მაგრამ უფალთან ერთობა უსასრულობაში გაგრძელდება. ადამიანის ბუნება მარადისობაში განიღმრთობა. ადამიანის ბუნების განღრმთობას და სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს. ამიტომ ჩვენ ათასი წელი რომ ასე ვისაუბროთ, არ მოგვბეზრდება. რამდენ წუთსაც მეტს ვისაუბრებთ, რამდენ საათსაც მეტს ვისაუბრებთ, იმდენ ხანს მეტად იქნება უფალი ჩვენთან. მაგრამ უფალთან ერთობა, უფალთან საუბარი არ არის არც მხოლოდ ქადაგება, არც მხოლოდ ლოცვა დილა-საღამოს სახლში, არც მხოლოდ წირვაზე დგომა, არც მხოლოდ ზიარება, არამედ უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, უფრო ხშირი, უფრო ძლიერი, უფრო საჭირო, ვიდრე ჰაერი, წყალი და ამქვეყნიური საკვები".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:33 AM

"შენდობა მტერთათვის ქრისტიანის პირველი განმასხვავებელი ნიშანია. ამის გარეშე სულაც არ ვართ ქრისტიანები და ჯერ კიდევ სინას მცხუნვარე უდაბნოში დავხეტიალობთ".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 10:54 AM

"იცხოვრეთ მუდმივად ღვთისადმი მადლიერებისა და განდიდების ატმოსფეროში, რამეთუ ყველაზე დიდი ცოდვა უმადურობაა და ცოდვილთა შორის უარესი - უმადური ადამიანია".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 10:10 AM

"ადამიანებმა ჩვენში ქრისტე უნდა დაინახონ და არა ცოდვილნი. ჩვენც შევძლოთ თქმა, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობდა, - "მე უკვე აღარ ვცხოვრობ, რამეთუ ქრისტე ცხოვრობს ჩემში".

/სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბით-ხარიბი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2016, 05:13 PM

შეკითხვა მოძღვარს

- უფალს ვთხოვე სურვილის შესრულება, აღთქმაც მივეცი. სურვილი შემისრულდა, მაგრამ აღთქმა დავარღვიე. როგორ მოვიქცე?

- უპირველესად, უნდა მოვერიდოთ უფლის წინაშე ისეთი აღთქმების დადებას, რომელსაც ვერ შევასრულებთ. შეიძლება სურვილი კი გვქონდეს გამოსწორების, მაგრამ ძალა არ შეგვწევდეს. უმჯობესია, კეთილ საქმეს თუ ჩავიფიქრებთ, ვთხოვოთ უფალს, ეს შეგვაძლებინოს ყოველგვარი დაპირების გარეშე. თუ ადამიანმა აღთქმა დადო ღვთის წინაშე და ვეღარ შეძლო მისი შესრულება, არსებობს გახსნის ლოცვა, რომელიც კურთხევანშია შეტანილი და ასეთ შემთხვევაში მღვდელმა უნდა წაუკითხოს ეს ლოცვა მას შემდეგ, რაც ამას აღიარებს აღსარებაში, მღვდელი წაუკითხავს შენდობის და განხსნის ლოცვებს, რაც ამ შემთხვევაში იკითხება".

/დეკ. ლევან ალადაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 09:03 PM

"როდესაც უფალს ცოდვილმა დედაკაცმა ფეხებზე სამასი დრაჰკანის ღირებულების მირონი დაასხა, ყველაზე ძალიან ვინ გაბრაზდა მაშინ? იუდა გაბრაზდა. რატომ? იუდას ქრისტეს შური ჰქონდა. მას ქრისტესაგან სიმდიდრე უნდოდა. როცა ეს სიმდიდრე მოხმარდა არა მას, რომ გაეყიდათ და იქიდან მოეპარა, არამედ როცა ეს სიმდიდრე ქრისტეს შეწირეს და მისი გაგებით - უკვალოდ დაიღვარა, მაშინ მისი სიბოროტის ფიალა აივსო და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეცა ქრისტე. უფალი რას პასუხობს, - გლახაკები მარადის თქვენთან არიან, ხოლო მე მარადის არა თქვენთან ვარო. ანუ დამოკიდებულება, როცა ადამიანმა რომელიმე მოძღვარს მისცა მანქანა. ცოდვილი დედაკაცის საქციელს ჰგავს ამ ადამიანის საქციელი. გვერდით როცა ვინმე ამგვარად ლაპარაკობს, მისი საქციელი იუდას საქციელს ჰგავს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:49 AM

"მოდერნიზაცია ასკეტიკის გასაუმჯობესებლად რომ ხდებოდეს, კარგ ტონად ჩავთვლიდით, მაგრამ რატომღაც "მოდერნიზაცია" უკავშირდება მსახურების შესუსტებას, ლოცვის შემოკლებას, მარხვის შეკვეცას, სხვა აღმსარებლებთან თანაზიარებას და ა.შ. ეშმაკთან "ძმობა" უფალს არ უსწავლებია. ჩვენ ვიცით, რომ პირველი მტერი სიწმინდისა ზარმაცი ეშმაკია, რომელმაც ღვთისადმი მორჩილებას ანება თავი და პარაზიტად ყოფნა ირჩია".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 11:00 AM

"არ არსებობს, საქმემ არ მოიტანოს რაიმე დადებითი შედეგი, თუ საწყისი კეთილია; უკეთური გზით გაკეთებული საქმის წარმატება დროებითია. დღეს ვიცით დოსტოევსკის, ვან გოგის, ვერდის სახელები, რომლებიც გაჭირვებით ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არ უღალატიათ სინდისისთვის, არ გააუფასურეს თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და აღარავის ახსოვს მათი თანამედროვენი, რომელთაც იაფი პოპულარობა მოიხვეჭეს. ჩვენ ხომ წარმავალსა და მარადიულს შორის ვაკეთებთ არჩევანს.

გოგოლი მოგვითხრობს, ორი ახალგაზრდა მხატვარი როგორ იწყებს კარიერას. ორივე გაჭირვებულია. ერთი დათანხმდება კომპრომისს - ხატავს არა ნატურას და პორტრეტს, არამედ დაკვეთებს ასრულებს და ამ გზით ისე მდიდრდება, ბოლოს აკადემიკოსი და დიდი ავტორიტეტი ხდება. მეორე - გაჭირვებით ცხოვრობს და მეგობრების დახმარებით მოახერხებს თავისი ნამუშევრების გამოფენის მოწყობას. ეს აკადემიკოსი მოდის და ძველი მეგობრის ნახატებს რომ ნახავს, ხვდება, რომ თვითონ მხატვარი აღარ არის. როცა ეკითხებიან, რას იტყვით ამ ნახატებზეო, დუმს და განადგურებული ტოვებს დარბაზს. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ რა არჩევანს გააკეთებს".

/რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 10:26 AM

"ყოველი საქმის და სიტყვიერი თუ გონებისმიერი ქმედებისას იფიქრე, რომ ღმერთი შენ გვერდითაა, ყველაფერს ხედავს და ერთ დღეს განგვსჯის. ეს მხსნელი განსჯა შობს ღვთის შიშს, რომელსაც დიდი სარგებლობა მოაქვს".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 11:16 AM

"მოშორდი სოფელს და მის ამაოებას, აპატიე ყველას, ყველასთან მშვიდობა გქონდეს, უფრო ხშირად შინ იყავი, უქმად არ იჯდე, ილოცე ანდა ფსალმუნები იგალობე. ცოტაოდენი წაიკითხე, საჭირო საქმე იესოს ლოცვითა და ღვთის ხსოვნით აღასრულე. შეინანე, დამდაბლდი ღვთის წინაშე შენს ურიცხვ ცოდვათა გამო და უფალი ყველაფერს გაპატიებს, მოგცემს საუკუნო ცხოვრებას და ნეტარებას. მაპატიე".

/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 08:37 PM

"პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე) ამბობდა: - თუ ორიდან ერთი გონიერია, მათ შორის კამათი არ ატყდებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:39 PM

"სხეულზე ზრუნვამ სულიერი ცენტრები დაგვაკარგვინა".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 02:12 PM

"ვინც საგანთა მშვენიერებას ჭვრეტს, - ამბობს პლოტინი, - უნდა იცოდეს, რომ ის ხატია მხოლოდ და მხოლოდ, მხოლოდ ჩრდილი და ნაკვალევი მისი, რის ხატადაც შეიქმნა მშვენიერი საგნები. ამიტომ კი არ უნდა მიელტვოდეს, პირიქით, უნდა გაურბოდეს მათ. რადგან ვინც მათ მიელტვის, იმ ჭაბუკის ხვედრს გაიზიარებს უცილოდ, რომელმაც, როგორც მითი გვაუწყებს, მდინარეში თავისი მშვენიერი სახის ანარეკლს რომ მოჰკრა თვალი, წყლის სიღრმეში ჩაყვინთა მის დასაჭერად და... უჩინარ იქნა. მის მსგავსად, ისიც, ვინც მონუსხულივით უმზერს სხეულთა მშვენიერებას და წამითაც ვერ სწვდება მას, სხეული კი არა, სული დაინთქმება გონებისთვის უსაზარლეს, ურჩხულივით პირაშკმულ უფსკრულში, და სამუდამოდ იქ დარჩება თვალდაშრეტილი, არჩილთა შორის, როგორც "ჰადესში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:29 AM

სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2017, 11:10 AM

"რაც დრო გადის, მით მეტად ვშორდებით უფალს. მერე - თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნიკა... ტელევიზორს ჩართავ, რეკლამას მოჰკრავ თვალს - ყველგან უკეთურებას აწყდები. ხმას თუ აიმაღლებ, უვიცს გიწოდებენ, შესაძლოა, შეშლილადაც ჩაგთვალონ. თითქოს მივეჩვიეთ ამ ყველაფერს - ზოგი საკუთარი ნებით, ზოგი იძულებით... ერთი ფილმის სიუჟეტი მახსენდება: ერთმა ბრძენმა მოსახლეობა გააფრთხილა, ერთ კვირაში დედამიწაზე წყალი შეწყდება, შემდეგ მღვრიე წამოვა და ვიდრე დაიწმინდება, ვინც დალევს, ყველა შეიშლებაო. მისი სიტყვა ერთადერთმა კაცმა გაითვალისწინა. ასრულდა ბრძენის ნათქვამი. ხალხს მოსწყურდა და იძულებულნი გახდნენ, მღვრიე წყალი ესვათ. ყველანი შეიშალნენ, გარდა იმ კაცისა, რომელიც ბრძენის რჩევისამებრ მოიქცა. მაგრამ ბოლოს მანაც დაღვარა თავისი წყალი და მღვრიე დალია, რადგან ვერავის გაუგო. ხალხმა სწორედ ამის შემდეგ ჩათვალა, რომ ეს კაცი მოჭკვიანდა, მანამდე კი შეშლილად თვლიდნენ..."

/მეუფე ანტონი ბულუხია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 11:28 AM

"ხშირად გაიგონებთ, ადამიანი დაიჯერებდა ღმერთის არსებობას, სამყაროში ამდენი ბოროტება რომ არ იყოსო. მაგრამ ბოროტება ღმერთისგან არ არის, ეს ჩვენი თავისუფლებისგანაა. ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, რაც მის თავისუფლებაში გამოიხატება. ღმერთს რომ ადამიანისთვის ჩამოერთმია თავისუფალი ნება, მაშინ ჩამოართმევდა მის არსს და ადამიანი შეწყვეტდა ადამიანად ყოფნას.
ამგვარად, ღმერთი არ აგებს პასუხს ბოროტებაზე, რომელიც სამყაროში ხდება, ამაზე პასუხს აგებს მხოლოდ ადამიანი."

/მამა ლევან მათეშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 11:38 AM

"გაკრიტიკება იოლია, გააკეთე უკეთესი".

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2017, 12:27 PM

"ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მიენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს".

/წმინდა ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2017, 10:04 PM

"ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უმადური. ერთ იგავს მოგიყვებით: ჭაობის სამეფოში ბაყაყები აჯანყდნენ, ყველას რომ ჰყავს მეფე, ჩვენ რატომ არ გვყავსო. გაუგზავნა უფალმა მეფედ ჯირკი. ამოხტებიან, დასხდებიან ჯირკზე, დაისვენებენ და ისევ ჭაობში ჩახტებიან. ბოლოს გაბრაზდნენ და სხვა მეფე მოითხოვეს. ღმერთმა ახლა წერო გაუგზავნა. ამოყოფდა თუ არა თავს ბაყაყი, წერო იმწუთასვე გადასანსლავდა. ასე რომ, ჩვენი მოსაწონი იშვიათად მოიძებნება რამე... მუდამ უნდა გვახსოვდეს: იმდენი ცოდვა გვაქვს ჩადენილი, არავითარ სიკეთეს არ ვიმსახურებთ, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს."

/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2017, 10:37 AM

"სასუფეველი ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრებით უნდა მივიტაცოთ. გავიხსენოთ იაკობის ღმერთთან შერკინება. ეს შებმა მარადიული სწრაფვაა ღვთისკენ, მარადჟამს შერკინება უფალთან ლოცვით, მარხვითა თუ სხვა მცნებათა შესრულებით, რათა მისგან სასუფეველი მივიტაცოთ".

/მამა იაკობ აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:24 PM

"რამდენადაც წმინდაა ადამიანი, იმდენად წმინდადყოფს თავის სახელს."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:51 AM

"ეკლესიაში მუდამ მოქმედებდა "იკონომიისა" და "აკრიბიის" კანონები. იკონომია ითვალისწინებს ეკლესიისთვის არაარსებით, არადოგმატურ, უმთავრესად საწესჩვეულებო ხასიათის ცვლილებებს, ისიც - გარკვეულ ფარგლებში (უწინ მაგიის მიმდევარს 12-წლიანი უზიარებლობით სჯიდნენ, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, ეს ვადა ბევრად შემცირდა). რაც შეეხება არსებით, დოგმატური ხასიათის ცვლილებებს, ამგვარი რამ მართლმადიდებლობაში გამორიცხულია. აქ უპირობოდ მოქმედებს აკრიბიის კანონი, რომელიც გულისხმობს, რომ დოგმატი - ესაა ვერბალურ დონეზე (სიტყვიერად) გამოთქმული ღმრთივგანცხადებული მარადიული და უცვლელი ჭეშმარიტება, რომლის შეცვლაც სარწმუნოების ღალატს ნიშნავს".

/მამა ლევან მათეშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:34 AM

"ერთი ისიხასტი ბერი ამბობდა:
- გონება და სული არასოდეს განიწმინდება, თუკი მუდმივად ვუყურებთ ამასოფელს და იმას, რაც მასშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:08 PM

"თქვენი ცილისწამება და ჭორი თავისი უსახურობით მონაგონია ჩემში არსებულ ბოროტებაზე და უსახურობაზე, რომელსაც ვერც კი ვუძალიანდები, მოხიბლული და მოჯადოებული. თქვენი მტრობა ჩემ მიმართ მწარე წამალია, მძიმე ავადმყოფობის განმკურნებელი; თქვენი მტრობა ჩემი სულის საწრთობი ღუმელია; თქვენი მტრობა ჩემი მაცხოვნებელია და ამდენი რამის შემდეგ, როგორ არ უნდა გპატიობდეთ და როგორ არ უნდა მიყვარდეთ?!"

/მამა შოთა ორველაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 01:45 PM

"ფეხბურთისა და რაგბის ვარსკვლავს მეტ პატივს მივაგებთ, ვიდრე ღმერთს, ჰოლივუდის ვარსკვლავების ფანები ვართ და გვაბოდებს მათი სახელები, მანეკენები და მოდელები ხდებიან ჩვენი კერპები; ღმერთი კი, რომელიც ყველა ამათი შემქმნელია, ყველფარის შემოქმედია, არც კი გვახსოვს. ეს არაა ჯეროვანება და ამის გამო ვარც აცდენილი მიზანს. ამიტომ მუდამ ხელმოცარულნი, გაწბილებულნი და მოტყუებულნი ვრჩებით".

/მამა შოთა ორველაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 11:43 AM

"მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა, სწორედ ამიტომ ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს, ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. ხოლო იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვალდებული ვართ, ავმაღლდეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი სული ვერაფერმა აღაშფოთოს, ვერაფერმა ააღელვოს. უნდა დავემსგავსოთ მკვდარს ანუ ყრუსა და ბრმას ყოველგვარი განსაცდელის, ცილისწამების, ლანძღვა-გინების, გაჭირვების ჟამს, რაც აუცილებლად შეხვდება ქრისტეს მხსნელ გზაზე შემდგარ ადამიანს".

/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 09:48 AM

"მუდამ ღმერთის მადლობელი ბაგეები ღვთის კურთხევის გარეშე არ დარჩება. ბაგეებს, რომლებიც სულ დრტვინავენ და თავის კეთილისმყოფელ უფალს შეურაცხყოფენ, ღმერთი ჭკუას ასწავლის".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 01:06 PM

"დოქტრინის სახით შემორჩენილი (მაგრამ არა პრაქტიკაში) ჩინეთში, აგონიაში მყოფი კორეასა და კუბაზე კომუნიზმი - ეს არის ისტორიის მუცელმოწყვეტილი, კაცობრიობის გუშინდელი კოშმარული სიზმარი".

/მღვდელი იოანე ვალენტინ ისტრატი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:30 PM

"ღმერთზე ფიქრი ყველაფერს თავის კალაპოტში აყენებს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 12:14 PM

"როდესაც აღმოაჩენთ თქვენში ვინმეს მიმართ უნებურ ზიზღს, შეეცადეთ დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება: აიძულეთ თავი, ილოცოთ ასე: "უფალო, იხსენ მონა შენი (სახელი) და მისი წმინდა ლოცვებით მოალბე გული ჩემი". აიძულეთ თავი, მოემსახუროთ თქვენთვის სასურველ ადამიანს და გამოიჩინოთ მისადმი ყოველგვარი ყურადღება და უფალი, დაინახავს რა თქვენს კეთილ განზრახვას, არა მარტო ამოძირკვავს ზიზღს თქვენი გულიდან, არამედ თვით მასაც წმინდა სიყვარულით აღავსებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:30 AM

- ნათქვამია: არცოდნა არცოდვააო. ამ სიტყვებით ვიმართლებთ ხოლმე თავს, როცა უმეცრებით ვცოდავთ...

- ეს დიდი შეცდომაა, რადგან არცოდნა ყოველთვის როდია არცოდვა. მე ვიტყოდი: არცოდნა უდიდესი ცოდვაა. დღეს იმდენი იძახეს, არცოდნა არცოდვააო, რომ უცოდინარობა ლამის სათნოებად შერაცხეს. არცოდის გამო შესაძლოა კაცმა ბევრი ცუდი ჩაიდინოს.
თუ გაზის ანთება არ იცი და შენს თავზე ხელი ჩაგიქნევია, მეზობლებს რაღას ერჩი?! თუ ონკანის მოშვება იცი, დაკეტვა კი არა და არც საკუთარ ბინაზე აგებ პასუხს, სხვებს რაღას ერჩი?! თუ მანქანის დაძვრა იცი მხოლოდ, გაჩერება კი არა, მიუხედავად ამისა, თავი არ გეცოდება და მაინც მიუჯექი საჭეს, სხვა ადამიანებს რაღას ერჩი?! ასეთ შემთხვევაში არცოდნა კატასტროფამდე მიგვიყვანს.
ამიტომ სინდისი მხოლოდ მაშინ გვექნება სუფთა, როცა ავისა და კარგის გარჩევა გვეცოდინება. ქრისტიანობაც ხომ სწორედ იმისთვისაა მოწოდებული, რომ ჭეშმარიტი ცოდნა, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი მოგვცეს.

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:09 PM

"ხსნას პირველ რიგში ღმერთისგან უნდა ველოდეთ და არა რომელიმე სახელმწიფოსა თუ ადამიანისგან."

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 08:45 PM

"როცა ადამიანი "ბოლო ჟამს" ელოდება, ხვალინდელი დღისთვის დებს განუწყვეტლად სულზე ზრუნვის, სულიერი ცხოვრების დაწყებას, მას ბოროტი სული ებრძვის და იმორჩილებს, რომელსაც წმინდა მამებმა ხვალის ეშმაკი უწოდეს."

/მამა კირიონ მუშკუდიანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 10:53 AM

"თუკი ვინმემ გული გატკინა, იცოდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, რამეთუ თუ წარსულს გაიხსენებ, შენც გექნება ვიღაცისთვის გული ნატკენი. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. გარდა ამისა, ესაა მწარე წამალი ცოდვისგან თავის დასაღწევად. თუ სულგრძელებით, მოთმინებით გადაიტან პირად შეურაცხყოფას, განიკურნები ისეთი უმძიმესი ცოდვებისგან, როგორიცაა ამპარტავნება. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი პრინციპებია: - შეიყვარო ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა, და შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამპარტავნება კი განგვაშორებს ღვთისგან და ადამიანისგან. უნდა ვაჯობოთ ყოფით პრობლემებს, თუნდაც ყოველდღიურ გულისტკენებს და არ განვეშოროთ მთავარ მიზანს - სვლას სულიერი სრულყოფისკენ".

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 09:20 PM

"როცა ზედმეტად ვშფოთავთ და ვღელავთ იმაზე, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ამით ჩვენს ზეციურ მამას შეუაცხვყოფთ. ეს იგივეა, მისთვის რომ გვეთქვა, ჩვენ უფრო ვწუხვართ იმაზე რაც ხდება, ვიდრე ის თვითონ".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

"ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ქრისტესთან ბრძოლაა. ამ ბრძოლაში კი ჯერ არავის გაუმარჯვია".

/იღუმენი მათე (ვაშაყმაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:19 PM

"არ გავხდეთ ამ წუთისოფლის მკვიდრნი ცნობიერად და ვასაჭურისოთ ჩვენი გონება წუთისოფლისთვის, შედეგად - გამარჯვების ნეტარ განცდას მივიღებთ, რასაც ტკბილი იესო ჰქვია".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 11:11 AM

"ვისაც მუდამ ახსოვს, რომ ღმერთი ყველგანმყოფია, ყოველივეს ხედავს და ისმენს, და ეშინია, თავისი ცუდი საქმეებით არ განარისხოს შემოქმედი, - იგია ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი ღვთისა."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:16 PM

"ერთი პატარა სულიერი მარცხიც კი თუ ადვილად აპატია ადამიანმა თავს, დაწყებული ყოფილა მისი დაცემა, უკუსვლა ქრისტიანობაში."

/დეკ. თეიმურაზ თათარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:33 PM

"რაც მეტად დაიხარჯები უფლისთვის, მით მეტად შეიგრძნობ მას."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:25 AM

"მართლაც, ვინ იცის, რამდენ სულს ვღუპავთ ჩვენი მაცდუნებელი საქციელით, მაცდუნებელი სიტყვით! მერე გულწრფელად და შეგნებულად ვინ ნანობს ამ ცოდვას! როცა შენ თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ სიტყვას გულმოდგინედ განიხილავ, მაშინ აღარ დაგვჭირდება იმის მტკიცება, რომ თავმდაბალ კაცთა გამოკლებით, ყველა მეტნაკლებად შეპყრობილია სიძულვილის ვნებით."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 01:53 PM

"გონებაგაფანტულობა იმითაა საშიში, რომ მტერი ჩვენი ცხონებისა და ჩვენისა ნეტარებისა მოშურნე, ეშმა, ამით სარგებლობს, რათა ჩვენს გულს დამღუპველი აზრები შთაუნერგოს. გონებადაბნეული ადამიანი საბოლოოდ "მადლის დაშრეტამდე" მიჰყავს. გულმავიწყობით ადამიანი ხშირად ღმერთს მიმამსგავსებელ თვისებებს კარგავს, და კარგავს, სამწუხაროდ, საბოლოოდ და უკანდაუბრუნებლად."

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 02:27 PM

"თუ ადამიანს არ უკეთია გულსაკიდი ჯვარი, არ არის ეკლესიის წევრი და ღვთისმსახურებაში არ მონაწილეობს, - ასეთები ისედაც ბოროტი ძალების გამტარებად რჩებიან."
/მამა დავით გეგეშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2017, 11:33 PM

"გემუდარებით, მეგობრებო, ნუ უარყოფთ საშუალებებს, რომლითაც შეგიძლიათ ასიამოვნოთ ღმერთს; ასეთი საშუალება კი მრავლადაა, იქნება ეს ადამიანებისადმი ალერსიანი მოპყრობა, ნუგეშისცემა დამწუხრებულისა, დაცვა დაჩაგრულისა, მოწყალება გლახაკისადმი, თვალის არიდება ცუდი საგნებისადმი, წინააღმდეგობა ბოროტი გულისსიტყვებისადმი, საკუთარი თავის იძულება ლოცვისთვის, მოთმინება, გულმოწყალება, სამართლიანობა და სხვა ამის მსგავსი. ამ წმინდა სათნოებების აღსრულება მოიზიდავს თქვენკენ ღვთის ყოვლისშემძლე დახმარებას, რომლითაც დაძლევთ ყველა იმ სიძნელეს, რომელიც ადრე თქვენი ძალებით გადაულახავი გეჩვენებოდათ. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2017, 08:11 PM

"რა მშვენიერია, მიენდო უფალს!"

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2017, 02:56 PM

"დადებითად იფიქრე, ისე, როგორც ღმერთს სურს, რომ იფიქრო, ანუ ყველას კეთილი თვალით შეხედე. თუ ჭიქაში წყალი ნახევრად ასხია, ნუ იტყვი, რომ სანახევროდ ცარიელია, არამედ თქვი, რომ სანახევროდ სავსეა".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2017, 12:22 PM

"ყველაზე დიდი სიხარული მწუხარებასაც შეიცავს".

/არქიმანადრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 01:14 PM

"უფლისთვის სათნო რაც არის, ის მოგვეცემა"

/მამა დემეტრე მურვანიძე/

"იმისათვის, რომ შეიცვალო, კოლოსალური ძალა გჭირდება".

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:46 PM

"უფალი ბრძანებს, ყოველგვარი ბოროტებისგან გათავისუფლების უმთავრესი საშუალება ლოცვა და მარხვააო. ლოცვითა და მარხვით გაცნობიერება ჩვენი ბუნების ნეგატიური ასპექტებისა ჩვენში ნათლის განცდას ბადებს და გამარჯვების წინაპირობას აყალიბებს. უკვე გვეძლევა საშუალება სულიერი მოძრაობისა, რათა აღვდგეთ ცოდვის ძილისგან. ამას მივყავართ სინანულთან, რაც დაცემული მდგომარეობიდან წამოდგომის უპირველესი საშუალებაა. ამას გარდა, ცოდვილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად აუცილებელია სახარებისა და წმინდა წერილის განმარტებების კითხვა და განხორციელება. სახარება ადამიანის ზეცაში აღმყვანებელი კიბეა, რომლითაც უთვალავი სული ცხონდა და მიეახლა ზეციურ გასხივოსნებას."

"ქმედითი საშუალებაა მკვეთრი, აშკარა, ფუნდამენტური და ცხადი გადაწყვეტილება უკეთესად გახდომისა, ბოროტების დატევებისა და სიკეთის კეთებისა, სულიერი უსუსურობიდან სულიერ სიძლიერეში შესვლისა, ღმერთთან დაახლოებისა. ეს უკვე ნახევარი საქმეა. ამგვარი სურვილი იზიდავს იმ სულიერ ძალებს, ამ სურვილის განსახორციელებლად რომ გვჭირდება."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2017, 11:18 AM

"ადამიანთა უმრავლესობა მუდმივი შიშის განცდით ცხოვრობს - რა იქნება ხვალ? რა ელით ახლობლებს? რა ბედი გვეწევა? ასეთი კითხვები დღევანდელი დღის სილამაზეს და, შესაბამისად, მთლელ ცხოვრებას სრულიად სპობს.
თუ ღმერთი გვწამს, მაშინ ჩვენი შიში სრულიად უსაფუძვლოა, რადგან ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ჩვენ ვერაფერს შევცვლით და არც არის საჭირო; და თუ არ გვწამს, შიში მით უმეტეს უაზროა, რადგან ყველაფერი შემთხვევითობაზეა დამოკიდებული და შიში ამ შემთხვევითობათა რიგს ვერაფრით შეცვლის.
აშკარაა, რომ ორივე შემთხვევაში შიში ცუდი მრჩეველია, პირველში ის უფლისადმი ჩვენს უნდობლობას ამჟღავნებს, მეორეში ცხოვრების სწორ დაგეგმარებაში გვიშლის ხელს, რის გამოც შემთხვევითობათა არასასურველ რიგს, სამწუხაროდ, სრულიად დეზორგანიზებულნი ვეგებებით".

/ბერი ერმოლაოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 10:15 PM

"ჩვენ მივეჩვიეთ ღმერთის განკითხვას ამინდის გამოც კი. როგორც კი წვიმიანი ამინდი დგება, დრტვინვას ვიწყებთ: - ღმერთო, რა ცუდი ამინდია!"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 11:57 AM

"ასეთია ღმერთის ნება - რომ ყველა ღვთიური საქმე დიდი სიძნელეებითა და ბრძოლით აღესრულებოდეს, რათა გამოჩნდეს, რომ ისინი ღმერთის მიერ აღესრულება, და არა ადამიანური ძალისხმევის შედეგად, და რათა ღმერთს ვადიდებდეთ".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2017, 01:24 PM

"ერთგულება მხოლოდ ასე იზომება, არ არსებობს ერთგულების სხვა საზომი, გარდა მცირედში ერთგულებისა".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2017, 11:30 AM

"გვახსოვდეს, რომ ყველა ნიჭი, რომელიც კი გვეძლევა ზეგარდამო, უპირველესად შემოქმედის განდიდებას უნდა ემსახურებოდეს".

/დეკ. გიორგი დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2017, 10:44 AM

"ღვთის საიდუმლოებების სრულად აღქმა არცერთ მოაზროვნე არსებას არ შეუძლია".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 11:00 AM

"ჩვენ არ ძალგვიძს ერთმანეთის მოსმენა ისე, როგორც უფალი გვისმენს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:32 AM

"თუ ნამდვილად გვიყვარს ქრისტე, თუ გვინდა გვიყვარდეს მოყვასი და ვაცხონოთ სული ჩვენი, მაშინ განუწყვეტლივ უნდა მივისწრაფოდეთ ღვთისკენ, საკუთარ თავზე ვიმუშაოთ, თავი განვიკითხოთ, ცოდვები შევინანოთ - და ეს ყველაფერი არასოდეს მოგვწყინდეს, არასოდეს დავისვენოთ".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:50 AM

"არ არსებობს ადამიანი, ოდნავ მაინც რომ არ იყოს ტყუილით დამახინჯებული".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:03 PM

"თუ ქრისტესთან ყოფნა გვსურს, თუ ნამდვილად გვწყურია სულიერი ზრდა, მაშინ ყოველ ჩვენგანს ერთადერთი გზა აქვს - განუწყვეტელი ბრძოლა ცოდვებთან, რომელიც ქრისტესკენ სვლის საშუალებას არ გვაძლევს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 09:50 PM

"თქვენ ყველანაირი ტექნიკით სარგებლობთ, - სწერს არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) ვინმე ერისკაცებს, - რომელიც ადამიანს ღვთის გარეშე არ გამოუგონია, რადგან უფალმა ნათლად თქვა, - "უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ".
კომპიუტერიც იმგვარი გამოგონებაა, როგორიც ყველა სხვა. წმინდა წერილი კი გვეუბნება: "ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერი უნდა დამეუფლოს". თუ კომპიუტერით კაცი ღვთის საქმეს აკეთებს, მაგალითად, ბეჭდავს საღვთისმსახურო წიგნებს ანდა წმინდა მამათა ლიტერატურას, მაშინ ადამიანი ამით გადარჩება. თუ ტექნიკას ყველანაირი უსახურობისა და უმსგავსო თამაშებისთვის იყენებს, უთუოდ დაიღუპება. თქვენც გადაწყვიტეთ. ერთი და იგივე ტექნიკა ერთის ცხონებას თუ ემსახურება, მეორისთვის წარმწყმედელია.
განგაბრძნოთ ღმერთმა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:31 AM

"ზაფხულში ჩაცმულობით ჩანს ვისი შვილები ვართ - მოდის, დროის თუ ღმერთის".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 05:56 PM

"სულიერი მშვიდობა უფალთან მყოფობით უნდა მოვიპოვოთ".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:02 PM

"მაკვირვებს ზაფხულობით მრევლის წევრთა არასწორად ჩაცმა".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 12:22 PM

"კომპიუტერს გასართობად კი არა, კარგი საქმეებისთვის უნდა ვიყენებდეთ".

/მამა პავლე კუპრაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 07:49 PM

"როცა გულში ღმერთია, გინდა ტყვეობაში იყავი, გინდა სიღარიბეში, არ კარგავ ღვთისადმი მადლიერების გრძნობას."

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2017, 11:44 AM

"მთავარია, პირველობის სურვილი დავძლიოთ, უფალს პირველობა არ აუკრძალავს - თუ გინდა პირველი იყო, მაშ იყავი ყველას მსახური".

/მეუფე ისაია (ჭანტურია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 11:13 AM

"ღმერთს მივმართავთ: "იყავნ ნება შენი" - ჩემი ნება შენი ნების თანხვედრი გახდესო (რასაც სინერგია ჰქვია). როცა ჩვენი ნება უფლის ნების თანხვედრი ხდება, მას ღვთაებრივი ძალა ეძლევა. ნახეთ, რა გამოდის - უკვე ის გვინდა, რაც ღმერთს სურს. ვინმე შეიძლება არ დამეთანხმოს: კი მაგრამ, მინდა ეს მეო? ჰოდა, დალოცვილო, რომ არ გინდა ის, რაც ღმერთს სურს, იმიტომაც გაქვს პრობლემა. შენ "პატარა ღმერთი" ხარ და უარს ამბობ ღმერთივით ცხოვრებაზე, უკეთეს შემთხვევაში პირუტყვული ცხოვრება გინდა, უარესში - დემონური. ცხადია, ცუდად იქნები. მე ხომ ადამიანი ვარ, ისევე, როგორც ჩემი მშობლები; რომ გადავწყვიტო - მაიმუნად უნდა ვიქცე, ანდა ღორად და წუმპეში გავგორდეო, - ხომ სისულელე იქნება?! კაცი წუმპეში რომ გაგორდება და იღრუტუნებს, ცუდად იქნება, აბა, რა მოუვა? ვერ ხვდება მიზეზს, რომ მისი ნება ღვთის ნების თანხვედრი უნდა ყოფილიყო.
ღმერთს როგორ არ უნდა დაემორჩილო? ვერ უნდა მიხვდე, რომ ყოვლისშემძელე, უწმინდესი არსება, რომელიც შენი სიყვარულის გამო მოკვდა, ცუდს არ გისურვებს? განა არ იცის, როგორი შეგქმნა, რა ნიჭები გიბოძა და რისთვის არსებობ? ჰოდა, დაემორჩილე, მთელი ცხოვრების მიზნად მისი ნების შესრულება გაიხადე და როცა ითხოვ: "იყავნ ნება შენიო", განგიცხადებს მას, გზაზე დაგაყენებს."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2017, 01:46 PM

"რა არის ღვთის ნება? ის, რომ თითოეულმა კაცმა შეიცნოს ჭეშმარიტება და ცხონდეს. მაინც რა არის ღვთის ნება? - ამ კითხვით მრავალი მიდიოდა სქემარქიმანდრიტ იოანესთან (მასლოვი). მამა იოანეც ილოცებდა და ეტყოდა, თუ ვინ რომელი გზით წასულიყო. მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ვერ იგებდა ღვთის ნებას. თვითონვე ჰყვებოდა: "კაცი რაღაცაზე კურთხევას გთხოვს. იწყებ მისთვის ლოცვას. ლოცულობ, ლოცულობ, მაგრამ ზეცა დუმს, არ იცი, რა ხდება. ორი კვირის მერე ხედავ, რომ ეს კაცი გაქვავებულივითაა: გადაწყვეტილება უკვე მიიღო გულში, მის დასაფარავად კი კურთხევას გთხოვს. ამიტომაც დუმს ზეცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2017, 11:33 AM

"ყველას ღმერთი გვასულდგმულებს"

/დეკ. ტარიელ (ჟღენტი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2017, 10:25 PM

"ინტერნეტი ვერ გაცხონებთ, მაგრამ შეუძლია დაგეხმაროთ ცხონებაში, თუკი წმინდა მამების სწავლა-დარიგებებს ამოიკითხავთ. მაგრამ თუკი გრძნობთ, რომ ინტერნეტი თქვენთვის ისეთ ცდუნებად იქცა, რომელსაც ვერ უმკლავდებით, მაშინ ნუ ისარგებლებთ ინტერნეტით".

/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:19 AM

"სიძულვილიც კაცის კვლის ერთ-ერთი სახეა, იგი პოტენციური, მაგრამ განუხორციელებელი შესაძლებლობაა კაცის კვლისა."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 09:57 AM

"სიმართლისმოყვარეობა კი ერთ-ერთი სათნოებაა ქრისტიანული ცხოვრებისა, მაგრამ სიმართლე უნდა გვიყვარდეს არა სიმართლისთვის, არამედ სიყვარულისთვის, დიდსულოვნებისთვის, თანადგომისთვის, მეგობრობისთვის".

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:19 PM

"უფალი ყველგან არის, იქვეა ეშმაკიც. ამიტომაც ძლიერ უნდა შეიყვარო ქრისტე და მოიძულო ბოროტება, შეიყვარო სათნოება და მოიძულო ვნებები".

/მამა მოსე (აგიოტარისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:32 PM

"შორდები ღმერთს? შორდები ადამიანს. უახლოვდები ღმერთს? უახლოვდები ადამიანს".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:25 PM

"უფალს ჩვენი გახარება უნდა"

/მიტროპოლიტი ზოსიმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2017, 02:09 PM

"ნიჭი მხოლოდ მაშინ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, როდესაც იგი ღვთის სადიდებლად იქნება მიმართული".

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:30 AM

"ერთი წმინდა მამა აბანოში შევიდა, მწვალებელი დაინახა და იქ მყოფთ მოუწოდა: ძმებო, სასწრაფოდ გავეცალოთ აქაურობას. შესაძლოა, მეხი ჩამოვარდეს და ყველაფერი განადგურდეს - უფალმა განწმინდოს ადგილი, სადაც ერეტიკოსი იმყოფებაო. ერეტიკოსი სულიერი ჯალათია, ადამიანთა სულების მკვლელი, კაცი, რომელიც შეგნებულად უთმობს ცხოვრებას ღვთის სწავლების უარყოფას. განაჩენი მათი ღალატისა ძალზე მკაცრია."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 04:33 PM

"ღმერთი კი არ გვაკლებს თავის წყალობას, არამედ ჩვენ ვაკლდებით მის წყალობას ჩვენი ქმედებებით, ჩვენი საქმეების გამო".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:47 AM

"თუ უფალი არ შეგეწევა, თავის მადლი და წყალობა არ გარდამოგვავლინა, ჩვენი სული უდაბნოსავით იქნება გამხმარი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 10:23 AM

"ერთადერთი შესავედრებელი ჩვენი - ღმერთია, მხოლოდ და მხოლოდ მას შეუძლია მოგვანიჭოს, ჩვენთვის რაც სასარგებლოა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:56 AM

"ახალ ამბებს უყურებ და სნეულდები".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:27 PM

"...აღარც ღმერთი გვახსოვს, აღარც კაცი გვახსოვს, აღარც ჩვენი თავი გვახსოვს..."

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:40 PM

"გეძლევა? დააფასე!"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:45 PM

"უმრავლეს შემთხვევაში ვღალატობთ უფალს, რადგან, რაც უფალს არ მოსწონს, იმას ვაკეთებთ; ე.ი. მოღალატენი ვართ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:36 PM

"დასვენება არის იქ, სადაც სული კვლავ ზეიმობს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 01:48 PM

"ღვთის სიტყვები არ ცდება, ვცდებით ჩვენ, რადგან ობიექტურები არ ვართ. ყოველთვის სუბიექტურები, მიკერძოებულები და ემოციურები ვართ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:19 PM

"უმეტესად ის სამი უნაყოფო მიწა ვართ - კლდე, ეკალბარდი თუ გზა, რომელიც კეთილ თესლს განაბნევს. ნოყიერ ნიადაგად რომ ვიქცეთ, ცხონების დიდი სურვილი და უფლის სიყვარული გვჭირდება. თუ საკუთარ სულს დავამუშავებთ, ვიმოღვაწებთ და მცნებებს აღვასრულებთ, ღვთის სიტყვას ნაყოფიერ ნიადაგად ვექცევით."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2017, 12:24 PM

"უფალო, შენ ყოველთვის ჩემთან იყავი, მაშინაც, როცა შენი სახელი არ ვიცოდი".

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:15 PM

"ვინც მოინდომებს, ის ღმერთთან მივა"

/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 12:53 PM

"ასეა თურმე წესად განათლებულ ქვეყნებში, სხვა უნდა გაქელო, ტალახში ამოსვარო და შენ ისე ამაღლდე, განსპეტაკდე".

/დეკ. ილია მათიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:56 AM

"ღმერთის უგულებელყოფა ნიშნავს, ღრმა წყალში ჩაგდებული ადამიანი იმას ცდილობდეს, რომ არ დასველდეს".

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:08 PM

"კარგად და სწორად ჩამოყალიბებული შეკითხვა უკვე ნახევრად გაცემული პასუხია"

"ამქვეყნად არაფერი უმნიშვნელო არ არსებობს! ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობთ, დღეს თუ ხვალ გამოგადგებათ"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2018, 10:12 PM

"კაცობრიობა იმყოფება ტრაგიკულ, არანორმალურ მდგომარეობაში".

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:46 AM

"სჯობს ადამიანი გაანაწყენო, ვიდრე ღმერთი. სჯობს მეგობარი დაკარგო, ვიდრე მადლი".

/სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 09:57 AM

"ვინც შესაბრალებელია, ერთგვარი ამპარატავნებით კი არა, ნამდვილი თანაგრძნობით უნდა შეიბრალო".

/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:44 PM

"უნდა იფრინოთ ორივე ფრთით მხოლოდ ზევითკენ - ყოველგვარი გადახრის გარეშე".

/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:33 PM

"- მამაო, როგორი ურთიერთობა უნდა მქონდეს შურიან ადამიანთან?

- მოდით, ასე ვთქვათ - არ არსებობს ადამიანი, ვისაც შური არ აქვს. სულიერი შვილები მეტყვიან ხოლმე: "მამაო, რას წარმოვიდგენდი, რომ შურიანი ვიყავი! ჩემმა მეგობარმა წარმატებას მიაღწია, მე კი არ მესიამოვნა..." "ეს თვისება აქამდეც გქონდა, შვილო, - ვპასუხობ, - გქონდა, მაგრამ ვერ ხედავდი, ახლა კი ხედავ და გილოცავ..."

ვისიც შეგშურდა, ლოცვებში მოიხსენე, სანამ შური არ გაგიქრება. ხოლო თუ შენი შეშურდა ვინმეს, არ გაუბრაზდე, არამედ უფალს ევედრე, შეეწიოს.

შურს ხშირად მიზეზი სულაც არ სჭირდება. რატომ შეშურდა კაენს აბელის? ან რა უნდა შეშურებოდა - მაშინდელ დედამიწაზე ვერ დაეტეოდნენ თუ რა?

შური ერთ-ერთია იმ იშვიათ ცოდვათაგან, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებს. ლოთი - სასმლისგან, ნარკომანი - წამლისგან, მწეველი - თამბაქოს წევისგან სიამოვნებას იღებს, მაგრამ როცა ვინმეს შენი შურს, თვითონვე იტანჯება და კიდევ შენი განკითხვა უნდა?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2018, 08:56 PM

"დიდი რამ არის სხვისი მოსმენა და მისი აზრის პატივისცემის უნარი"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 02:02 PM

"თუ შენ გჯერა, მოგეცემა ღმერთისგან ძალა".

/დეკ.დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 04:23 PM

"ჩვენი საყრდენი, ამომავალი წერტილი უნდა იყოს ღმერთი".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:30 PM

"რამდენადაც შესაძლებელია, მართლმადიდებლობის საქადაგებლად გამოვიყენოთ ინტერნეტი, ტელევიზია, ხალხს რომ მივმართოთ. ჩვენ ბევრს დავკარგავთ, თუ მასზე უარს ვიტყვით".

/არქიმანდრიტი დანიელი, მართლმადიდებელი მისიის დამაარსებელი მუსლიმანურ ინდონეზიაში/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2018, 10:45 PM

"გენიალურობა უბრალოებაშია"

/სქემ-მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2018, 09:32 PM

"არასოდეს არაფერი ჩამითვლია შემთხვევითად, არც ჩავთვლი ხილულ სამყაროში და მით უმეტეს, სულიერ სამყაროში. ნუ იყოფინ!"

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 04:37 PM

"დაუნახაობა ღმერთისა იწვევს შფოთს, სიძულვილსა და ათასგვარ უბედურებას"

/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/

"მინდა, არ მომატყუონ - ეს ძალიან მტკივნეულია. სიცრუე დღეს ცხოვრების წესად იქცა".

/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 05:05 PM

"რაც უფრო მეტად ხდება დისკრედიტირება ეკლესიის, მით უფრო ვემსგავსებით ჩვენ ქრისტიანებს. უფალი ბრძნაებს: "მე თუ მდევნეს, თქვენც გდევნიან"... ეს სიტყვები მაცხოვარმა მცნებად დაგვიდო. მერწმუნეთ, მორწმუნეებიც და ურწმუნო ლიბერალებიც, ეს პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს ეკლესიაში, ეკლესიის გაჯანსაღებას ემსახურება და არა მის რეიტინგის დაკარგვას. სიტყვა რეიტინგი უმჯობესია, ამოვიღოთ ჩვენი ქრისტიანული ცნობიერებიდან".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

"ბერი ეფრემ კატუნაკელი ამბობს, ღმერთის ნება ხშირად ტკბილია, მაგრამ ხშირად მწარეც არისო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 10:05 PM

"ადამიანს უნდა ჰქონდეს რეალური შეგრძნება იმისა, რომ ის არის მართალი სამშობლოს, მოყვასისა და თვით თავისი მტრების წინაშეც".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:07 PM

"ამ სამყაროში ყველაფერი უფლის ძალით აღესრულება"

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2018, 06:54 PM

"როცა ადამიანი თავს იკავებს ნაყროვანებისგან, იქ უფრო მატულობს ლოცვა და უფრო ვარდება სინანულში. ის უკვე ძლიერდება - ლოცვით, მარხვით."

/არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:46 PM

"- ადამიანს რა უბიძგებს სიცრუისკენ, რით იზიდავს ტყუილი?

- უფრო ეს ხდება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, თუნდაც საკუთარი პრობლემის, ნაკლის დასაფარავად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წამიერი თვითკმაყოფილებაა, წამით ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. როდესაც ამ მიზეზით ცრუობს ადამიანი, ტყუილს ნელ-ნელა ეჩვევა, ნებსით თუ უნებლიეთ სიცრუე მისი ცხოვრების თანამდევი ხდება, სიცრუით ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენას, იტყუება ყოველთვის, როცა დასჭირდება, როცა არ სურს სიმართლის ბოლომდე თქმა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ამაში ამპარტავნების დიდი წილია.

სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვაჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვცდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ."

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2018, 02:46 PM

"- ადამიანს რა უბიძგებს სიცრუისკენ, რით იზიდავს ტყუილი?

- უფრო ეს ხდება საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად, თუნდაც საკუთარი პრობლემის, ნაკლის დასაფარავად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წამიერი თვითკმაყოფილებაა, წამით ჩანს, თითქოს ყველაფერი კარგადაა. როდესაც ამ მიზეზით ცრუობს ადამიანი, ტყუილს ნელ-ნელა ეჩვევა, ნებსით თუ უნებლიეთ სიცრუე მისი ცხოვრების თანამდევი ხდება, სიცრუით ცდილობს შექმნილი მდგომარეობიდან თავის დაძვრენას, იტყუება ყოველთვის, როცა დასჭირდება, როცა არ სურს სიმართლის ბოლომდე თქმა, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება... ამაში ამპარტავნების დიდი წილია.

სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვაჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვცდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ."

/დეკ. გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2018, 06:20 PM

„რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქებით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები.

თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის ამოგლეჯას გულიდან და საღმრთო წერილიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს - მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ განა შესაძლებელია, ხსნის რაიმე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს არ უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს?"
/დეკ. თავმას ჩოხელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:12 PM

"ტკივილგამაყუჩებელი აბიც რომ მივიღოთ, ტკივილს ვეღარ ვიგრძნობთ. თუკი წამალს აქვს ამის ძალა, რამდენად მეტი ძალა აქვს უფალს, ღვთის მადლს!

როდესაც ადამიანი თავისი ცხოვრებით მიმართავს უფალს - შენთან მინდა, ღმერთო, შენი ვარ, მცხოვნე მე, - ღვთის მადლში ეხვევა, ნეტარებით იმოსება.

თუმცა სულიერი სიხარული და ბედნიერება, სრულყოფილებისკენ მიმავალი გზა დაუსრულებელია. ამ გზაზე შემდგარი არასოდეს ინატრებს მის დასრულებას - ადამიანი ღვთის მადლით არ იღლება.

სასუფევლისკენ სავალ გზაზე ცოდვით დაცემაც არაერთხელ მოგვიხდება, მაგრამ ვინც სულიერი სიხარულის სიტკბოება შეიგრძნო, დაცემისთანავე მიხვდება, რაც დაკარგა და მაშინვე დაიწყებს წამოდგომაზე ზრუნვას."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2018, 08:32 PM

"უფლის გარეშე არცა რაი ძალგვიძს, მისი ნების გარეშე თმის ღერიც არ ჩამოგვვარდება, ამიტომ მხოლოდ მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა."

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:17 PM

"ზოგჯერ განკვირვება გვეუფლება, ისეთ უხვ წყალობას მოიღებს ხოლმე უფალი ჩვენზე. ხშირად სათხოვარი დასრულებული არც კი მქონია, რომ წყალობა მოსულა... შემდეგ ეს განცდა ნელდება, გულიც გრილდება და ყველაფერი ჩვეულებრივ რამედ გვეჩვენება.

ისეც მომხდარა, თუნდაც მიწიერი წყალობა გვითხოვია და გულში უფალს შევპირებივართ, - ოღონდაც ჩემი ისმინე, ღმერთო, და ამას და ამას გავაკეთებო, მაგრამ როდესაც წყალობა მიგვიღია, ამქვეყნიურს და ადამიანურს უმძლავრია და უფლისათვის აღარაფერი გაგვიმეტებია, რაც სისუსტეა კაცისა.

ამ დროს იმ ტკივილების, გაჭირვების და აღთქმების გახსენებაა საჭირო, ჩვენი გული რომ აღუთქვამს ხოლმე უფალს და იმ სიხარულის გახსენებაც, უფალი მოწყალე თვალით რომ მოგვხედავს და ეს ხსოვნა კვლავ კეთილი საქმეებისათვის განგვაწყობს".

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2018, 04:58 PM

"ჩვენი საეკლესიო დებულებით, წმინდა სინოდის გაფართოებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აუცილებლად უნდა აირჩეს მმართველი მღვდელმთავარი საბერო დასიდან, თანაც აუცილებლად ეროვნებით ქართველი".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:54 AM

"გავუფრთხილდეთ უფალთან ურთიერთობასს, რადგან ის ძალიან სათუთი, მისტიკური, სათნო და გასაფრთხილებელია".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:31 PM

"ინებოს უფალმა, ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ყოფილიყოს ღვთისთვის სათნო, ღვთის სადიდებელი".

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2019, 03:24 PM

"სანამ არ მივხვდებით, რომ ყველა ჩვენი უბედურება დაბალი სულიერების, უწმინდური ცხოვრების ბრალია, მანამდე ჩვენს ქვეყანას არაფერი ეშველება".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2019, 08:29 PM

"ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია ჩვენს სულიერებასთან".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2019, 06:52 PM

"საჭიროა არა მარტო გახდე ქრისტიანი, არამედ იბრძოლო ქრისტიანობის დასაცავად".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:17 PM

"მშვენიერი უქმეა ცოდვისგან უქმობა.

ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.

ნათელი დღეები ნათელია მხოლოდ სუფთა და უბიწო სულისთვის.

ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს."

/მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:26 PM

"სინანულით იბადება თვითკრიტიკა, როცა საკუთარ თავს განვსჯით და ჩვენივე თავი მიგვაჩნია მწუხარების ღირსად და მიზეზად, მაშინ ვმშვიდდებით. თუ არ გვაქვს თვითკრიტიკის უნარი, ამიტომ ვწუხვართ შინაგანად. რადგან ღვთისნიერ ადამიანს, რაც არ უნდა შეემთხვეს, "ზიანი ან სხვა რაიმე მწუხარება, საკუთარ თავს მიიჩნევს ღირსად და არ შფოთავს" (ამბა დოროთე)".

/იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 05:57 PM

"სამწუხაროდ, ვღიზიანდებით, როგორც ამბა დოროთე ამბობს, ძაღლის მსგავსად: "ვინმე ძაღლს ქვას ესვრის, ის კი მოუბრუნდება მსროლელს საკბენად. ასე ვიქცევით ჩვენც, ღმერთს არ ვაძლევთ საშუალებას პატიებისა და ზიანის მიმყენებელ ადამიანზე ვამბობთ: რატომ მითხრა ეს? რატომ გამიკეთა ეს? და უგულებელვყოფთ იმას, რომ ყველაფერი ღმერთისგან მომდინარეობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:21 PM

"რომ არ გენატრება ღმერთი, მოძღვარი, ზიარება, სულიერი და-ძმა, ესე იგი, ძალიან ცუდად ხარ".

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2019, 06:48 PM

"გაყენებენ შეურაცხყოფას - იესო ქრისტეს და მის მიმდევრებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და შენ რატომ გიკვირს?"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:28 PM

"თუ ჭამა გაგიტაცებს, ღმერთმა გაპატიოს"

"ყველაფერს ზომიერება სჯობია"

/მამა ხარლამპე დიონისატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:40 PM

"შეეცადე, სათნოეყო ღმერთს და არა ადამიანებს."

/მამა ხარლამპე დიონისატელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2019, 01:19 PM

"მუცელღმერთთა და ლოთთა სულები ბინძურ წყაროს ჰგვანან"

"შეუძლებელია კაცი თავშეუკავებლობაში ჩავარდეს, უკეთუ მას უფლის განგება არ დაუტევებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:16 PM

"ყოველთვის მინდობილი იყავით ღვთის ნებას, რომელიც მთლიანად გიფარავთ"

/სერგეი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:41 AM

"ბევრს არ მოსწონს, როცა შეცდომებზე მიუთითებენ, მე კი, პირიქით, ეს მსიამოვნებს"

/მამა ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2019, 12:01 PM

"არცერთი შანსი არ გავუშვათ ხელიდან ბედნიერებისა, სიყვარულისა და სიხარულისა"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:57 PM

"მთელი ცხოვრების განმავლობაში უფალთან ურთიერთობით უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდები ვიყოთ, ნაკლები უკეთურება ჩავიდინოთ, ნაკლები ბოროტება. მეტი სიყვარული, სიკეთე, თავმდაბლობა და სიბრძნე იყოს ჩვენში".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:58 PM

"ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისათვის, რაც უკვე გაპატიათ"

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:15 PM

"ქრისტიანობა, ეს არის ცხოვრების წესი გულწრფელობით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და სიხარულით გამოწვეული."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:31 PM

"ღვთით ტკბობა აღუვსებელია და რაც უფრო მეტად იხმევს და ეზიარება ვინმე, მით მეტად სწყურდება."

/სქემიღუმენი საბა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:51 PM

"ადამიანი უნდა შეაფასო იმის მიხედვით, როგორი რწმენა აქვს"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2019, 12:24 PM

"როცა ფიქრობ ბანკის ვალზე, ჯერ იფიქრე ქრისტეზე."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 06:15 PM

"სიწმინდე რომ დაინახო, თავადაც უნდა იყო განწმენდილი"

/არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2019, 03:20 PM

"ქრისტიანები არიან მშვენება საზოგადოებისა"

/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:20 PM

"უსუსურები ვართ ღმერთის გარეშე"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 04:53 PM

"ღმერთი ყველაფერს მოგვცემს, თუ მას დავუბრუნდებით"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2019, 04:38 PM

"უფალთან დაშორება კარგს არაფერს მოგვიტანს, რადგან შემოქმედი თუ დაივიწყე, აბა, ვინ უნდა გახსოვდეს? არავითარ შემთხვევაში უფლის კალთას არ უნდა მოვწყდეთ".

/მამა გიორგი ბეკურიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:26 PM

"დღეს, სამწუხაროდ, ძალიან დავშორდით უფალს"

/დეკ. ზაზა კირვალიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 02:03 PM

"როგორი უმწეონი და მარტონი ვყოფილვართ სინამდვილეში და ხშირად როგორ გვავიწყდება ეს მწარე სინამდვილე ცხოვრებაში, როგორ გვიპყრობს ხოლმე ცუდმედიდურობა და სიამაყე ადამიანური და ვივიწყებთ იმას, რომ თუ რამ გაგვაჩნია კარგი, ყოველივე ღვთისაგან ბოძებული წყალობანია და არა ჩვენით მოპოვებული".

/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 07:47 PM

"ყველას ვეხვეწები, არაფერი დააშავოთ, რადგან ყოველი ჩვენგანი უფლის ნაწილია, ჩვენი სხეული უფლის სხეულის პატარა ნაწილია; თუ რამეს დააშავებთ სიტყვით, საქმით, ზუსტად ის ნაწილი სტკივა უფალს"

/მამა კონსტანტინე სეხნიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2019, 03:17 PM

"შეიძლება შეცდომილი ადამიანი უფლის საყვარელი შვილი გახდეს. უფალი ხომ გვეუბნება, ყველაზე უკანასკნელნი პირველნი იქნებიანო"

/მამა კონსტანტინე სეხნიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:58 PM

"თუ ვიქნებით უფალთან, ვიქნებით გაერთიანებული"

/დეკ. ბესარიონ ბულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:35 PM

"ნუ მიბაძავთ მოდას! ის ადამიანებს მოკრძალების დაკარგვას აიძულებს"

/სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2020, 09:30 PM

"ეჭვიანობა სრულიადაც არ არის ქრისტიანული ჩვევა"

/სერგი ნილუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 06:13 PM

"როგორც ადამიანის ხელით შექმნილთ არ ძალუძთ გაგება თავად ადამიანისა, ასევე ჩვენც ვერ ჩავწვდებით ბოლომდე ღვთიურ ნებას"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 09:54 PM

"მრავალსიტყვაობაზე არანაკლებ საძულველია გამუმდებული ხუმრობის ჩვევა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:53 PM

"ყველას აქვს უფლება გააჩნდეს საკუთარი აზრი, მაგრამ არავის აქვს უფლება, ამის გამო ვინმე გალანძღოს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:33 PM

"როგორც შენ უერთგულებ სხვას, შენც ისე გიერთგულებენ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2020, 09:37 PM

,,ჩვენ გავურბივართ სიყვარულს, ეს არის ჩვენი პრობლემა! დაეცა? წამოაყენე! - შეეშალა? აპატიე! - ვერ გააკეთა რაიმე სათანადოდ? ანუგეშე და შენ გააკეთე! - უჭირს?დაეხმარე! -გაგლანძღა? აპატიე! - გაგინა?დალოცე! - ზურგი შეგაქცია?ილოცე მისთვის! - რამდენჯერ? სიკვდილამდე! აი ასე გახდება სამყარო მშვენიერი და ცხოვრება სიხარულის მომტანი! განა ბოროტებას, შურს,ლანძღვას,დაცინვას ,როდესმე სიკეთე მოუტანია? განა არის რაიმე სიხარულზე და სიყვარულზე უფრო დიდი? მაშინ რატომ გაურბიხართ მას?! რატომ ხდით ცხოვრებას ისეთს ,როგორიც არ არის ის... ''

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:34 PM

"რა ფასი აქვს ცხოვრებას, თუ გვერდით ერთი ერთგული ადამიანი მაინც არ გეგულება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:03 PM

"უსიამოვნებანი უნდა მივიღოთ, როგორც ძვირფასი კურნება ჩვენი პატივმოყვარეობისა და ვითომ ღვთივგანბრძნობილობის წინააღმდეგ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:14 PM

" - რით შეიძლება ვაამოთ უფალს?

- უფალს შეიძლება ვაამოთ ადამიანებთან ჩვენი ალერსიანი დამოკიდებულებით, განრისხებულის დამშვიდებით, განაწყენებულის გამოქომაგებით, ყოველგვარ საძრახისზე ზურგშექცევით, ცუდი აზრების უარყოფით, ლოცვისათვის თავის იძულებით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 04:07 PM

"შენი უხასიათობა ჯობს სხვებს არ აჩვენო, რამდენადაც ეს შესაძლებელია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:27 PM

"სასურველი ასეა - ადამიანი საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდეს, რას იფიქრებენ მასზე სხვები, ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ პატერიკებში მუდმივად არის ამაზე ხაზგასმა."

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:51 PM

"ერთმა წმინდა მამამ თქვა: "ნეტარია კაცი, რომელმაც შეიცნო თავისი უძლურება, რამეთუ მართალი, რომელმაც არ იცის თავისი უძლურება, მეტად საშიშ გზას ადგას".


"არ მიიხედო უკან, წინ უფრო საინტერესო ამბები გელოდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 07:40 PM

"ცნობისმოყვარეობა ახალი ამბების, სხვისი ცოდვებისა და საერთოდ, იმის გაგების სურვილია, რაც თქვენ არ გეხებათ; ცოდნისმოყვარეობა კი იმ სასარგებლოს გაგების სურვილია, თუ როგორ გადავრჩეთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2020, 08:11 PM

" - გამქურდეს, როგორ შევინარჩუნო სულიერი სიმშვიდე?

- ყველანაირად მოერიდე იმას, რაც არღვევს სულის სიმშვიდეს. გაგქურდეს? ცოდვაში რომ არ ჩავარდეთ, უკეთესია არავისზე იეჭვოთ, არაფერი იფიქროთ, რომ ეს განსაცდელი თქვენზე დაიშვა თქვენ გამოსაცდელად და თქვენი რომელიმე ცოდვის გამო. საკუთარი თავის დასამშვიდებლად იფიქრეთ, რომ ეს მოწყალებისათვის გაეცით. დანაკარგის მოთმენა და მშვიდად გადატანა მოწყალების ნებაყოფლობით გაცემას უდრის".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 02:47 PM

"როდესაც გაქებენ, ჯობს ჩუმად იყო და შენი ნაკლოვანებები გაიხსენო"

/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:15 PM

" - ამბობენ, მავნე ჩვევებისა უფრო მეტად უნდა გეშინოდეს, ვიდრე მტრებისო, რატომ?

- თუ ჩვეულება ერთხელ რაიმეს მოგთხოვს და არ შეასრულებ, მეორედ უფრო ნაკლები ძალით მოგთხოვს. კარგ ჩვეულებასაც და ცუდსაც კვებავს დრო, როგორც შეშა ცეცხლს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 05:48 PM

"თუ ვინმესგან სულისათვის რაიმე სასარგებლო გაიგე, არ დამალო, სხვასაც გააგებინე"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 08:18 PM

" - როგორ მივუახლოვდეთ ღმერთს და შევიძინოთ ღვთიური აზროვნება?

- თუ გინდა ღმერთთან მიახლოება, ნუ იქნები წუთისოფლის ერთგულ ადამიანებთან, ხოლო თუ გინდა შეიძინო ღვთიური აზროვნება, ხშირად განმარტოვდი".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:27 PM

"საკუთარ თავში ჩაღრმავება მთავარი სათნოებაა, აუცილებელი იმისთვის, რომ საერო გართობები არ მოგვეძალოს. არ მივცეთ არ გართობებს ჩვენში ვნებების აღძვრის საშუალება; ეს არის წუთისოფლის უარყოფა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:38 PM

"ბერ ლეონიდეს ყველანაირი სამსახურის გადახდა უყვარდა ან სამაგიერო მსახურებით, ან საჩუქრით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2020, 01:21 PM

"ქრისტიანს მხოლოდ ერთის დარდი უნდა ჰქონდეს - ეს ღმერთზე დარდია, ესე იგი დარდი იმაზე, რომ იგი სწორად არ ემსახურება ღმერთს, სრულყოფილად არ ასრულებს მის ნებას. ასეთი მწუხარება ძალზე მხსნელია"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2020, 07:51 PM

" - შეიძლება ყველას მივენდოთ?

- სიფრთხილის გარეშე ყველას არ უნდა მივენდოთ. არც ყველასათვის გულის გახსნაა საჭირო. მაცხოვარი ყველას როდი ენდობოდა. ამიტომ გარეშე პირთან საუბარში ფრთხილად უნდა ჩავერთოთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)